შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (14 თავი)


29-02-2020, 21:24
ავტორი nia_93
ნანახია 2 342

ნიკას ნათქვამმა და თავისმა აღიარებამ,საგონებელში ჩააგდო. მთელი ღამე ამაზე ფიქრობდა. როგორ უნდა მოქცეულიყო? მისულიყო და თათასთვის ასე პირდაპირ ეთქვა მომწონხარო? გოგოს ხომ დააბნევდა.იქნებ ნიკა ცდება და თვითონ თათას არანაირი გრძნობა არ აქვს ლევანის მიმართ? ან რა გრძნობა უნდა ჰქონდეს,როცა სულ საშინლად ექცეოდა გოგოს, ნიკას აშკარად რაღაც მოელანდა. მაგრამ რომ უნდა რომ აგრძნობინოს? როგორ მოიქცეს? როგორ?
მერე, იმაზე დაფიქრდა თუ თვითონ როდის გაუჩნდა თათას მიმართ გრძნობები. ფიქრობდა და თავში ეგრევე კაფეში მომხდარი ინციდენტი გაახსენდა, მიმტანმა ყავა რომ გადაასხა. სწორედ მაგ შემთხვევის მერე დაეწყო ლევანს ცვლილება ფიქრებში და თათაზე ხშირად ეფიქრებოდა. მოტაცების ამბავმა,საერთოდ ამოუყირავა აზრები თათასთან მიმართებით,მერე აკვირდებოდა და ხვდებოდა რომ არც ისე ქარაფშუტა იყო,არა არც ისე კი არა,საერთოდ არ იყო. მერე ის შემთხვევა გაახსენდა,ცხოვრებაში პირველად რომ ნახა სახლიდან წამოსული,განადგურებული თათას ტირილი,სადაც ძალიან უნდოდა რომ ეთანაგრძნო მისთვის.მას შემდეგ კი სულ სხვა თათა იყო,მხიარული,საყვარელი,რომელიც საერთოდ არ იმჩნევდა მომხდარს და თავისთვის ინახავდა გულში.
სწორედ აქედან დაიწყო ინტერესი თათას მიმართ.
მთელი ღამე ტვინს იჭყ ლეტდა ლევანი.
როგორ უნდა მოეგო თათას გული?
რომ სცოდნოდა ლევანს თუ როგორ უყვარდა თათას ის,მთელი ღამე თეთრად არ გაათენებდა.

-დილამშვიდობის-თვალების ფშვნეტით მიესალმა სამზარეულოში მყოფ თათას,რომელიც ომლეტს ამზადებდა

-დილამშვიდობის-უთხრა და ომლეტი გადმოაბრუნა

-რა კარგი სუნია-სურნელი ჩაიყნოსა და ჭიქა გამოიღო კარადიდან

-ომლეტს ვაკეთებ,ხომ შეჭამ?-შესთავაზა

-აუ კი-თათამ თეფშებზე გადაანაწილა და მაგიდაზე დადო. ლევანი ყავას იმზადებდა.

-ძალიან გემრიელია-შეუქო ნახელავი და თან ყავა მიაყოლა-რაღაცების კეთება იცი,შეიშვები ოჯახში-გაეხუმრა.თათას გაეღიმა.

-კატოსაც ასწავლე რამე-სიცილით უთხრა

-რა უნდა მასწავლოს?-მთქნარებით შემოვიდა კატო სამზარეულოში-დილამშვიდობის

-რა და საჭმლის კეთება. კვერცხსაც რომ ამზადებ,მაგასაც წვავ

-ნუ ხარ უმადური!

-შენთვისაც დავტოვე ტაფაზე და ჭამე თუ გინდა-ომლეტზე მიანიშნა თათამ

-აუ,ოქრო ხარ,ძალიან მშია და ძალიან მეზარება ხოლმე რამის გამზადება-გაეცინა და ტაფაზე დარჩენილი ომლეტი თეფშზე დაიდო.

ცოტა ხანი ჩუმად ჭამდნენ

-თანამშრომლები შაბათ-კვირას ლოპოტაზე მივდივართ-სიჩუმე კატომ დაარღვია

-აუ,მაგარია ძალიან,მიყვარს მანდ-უპასუხა თათამ

-მეც,ვგიჟდები ისეთი გარემოა

-2 დღით მიდიხართ?-დააზუსტა

-ხო, აუ თათა,შენ რამე პრობლემა ხომ არ გექნება,მარტო რომ გტოვებ?-ახლა გაიაზრა კატომ და შეწუხდა

-არა,რა პრობლემაა,მაგაზე არ იდარდო

-არ მოიწყინო უჩემოდ და ლევან, შენ ნერვები არ მოუშალო-ახლა ლევანს მიუბრუნდა,რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა

-არ შევაწუხებ,დაწყნარდი

-ხო,ბოლო დროს იმდენად არ მეჩხუბება-თათას გაეცინა და ლევანს შეხედა,რომელიც უღიმოდა.თათას შეახურა და მზერა აარიდა

-მე წავედი უკვე,თორემ დამაგვიანდება-წამოდგა თათა და თეფში ნიჟარაში ჩადო

-მეც გავდივარ და გაგიყვან-წამოდგა ლევანიც

-არა,იყოს არ შეგაწუხებ

-მიდი,ჩაიცვი და გავიდეთ-ყურადღება არ მიაქცია თათას პასუხს და სამზარეულოდან გავიდა.კატო თვალებგაფართოებული უყურებდა ძმას,რომელსაც რა ჭირდა ვერაფრით გაეგო

-კატო,გთხოვ,გარეცხავ ხომ ამებს? მართლა რომ არ მეჩქარებოდეს არ დავტოვებდი-შეეხვეწა თათა

-მიდი წადი,მაგაზე არ იდარდო--თათამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სამზარეულოდან გავარდა,რომ მოესწრო.

-მადლობა ლევან,ძალიან დიდი-მანქანიდან გადასვლამდე მადლობა გადაუხადა ლევანს-შენ მოასწრებ ხო?

-კი,მე დრო მაქვს ჯერ-გაუღიმა

-კარგი,წავედი აბა,დროებით

-თათა-დაუძახა სანამ მანქანიდან გადავიდოდა.თათა მისკენ მიბრუნდა კითხვისნიშნიანი მზერით. მოულოდნელად ლევანი სახეზე მიეფერა.თათას გააჟრჟოლა

-ჭკვიანად იყავი-ეს უთხრა და თვალი ჩაუკრა.თათა ვერ მიხვდა ლევანმა რა იგულისხმა, ინსტიქტურად თავი დაუქნია და გაბრუებული გადავიდა მანქანიდან. ლევანმა კი გაღიმებულმა დატოვა თათას სამსახურის ტერიტორია.

პარასკევს საღამოს კატო ბარგს ალაგებდა

-ცოტა მეზარება მგზავრობა-წუწუნებდა

-ნუ,იქაურობაზე იფიქრე და არ დაგეზარება-დაარიგა თათამ

-ეგ ხო,იქ საოცრება იქნება. თათა,დარწმუნებული ხარ,რომ ლევანთან მარტო დისკომფორტი არ გექნება? თუ რამე შემიძლია მოვიტყუო რომ ცუდად ვარ და არ წავიდე

-გაგიჟდი? ჩემს გამო რატომ არ უნდა წახვიდე. ორი დღე რა მომივა, ხომ არ შემჭამს ლევანი-გაეცინა

-რავიცი,შენთან ცუდად გამომდის

-კატო, მორჩი ტყუილად ნერვიულობას. მშვიდად წადი და გაერთე. 2 დღით მიდიხარ,2 წლით ხომ არა- დაამშვიდა მეგობარი

-მიყვარხარ-მივიდა და ჩაეხუტა

-მეც მიყვარხარ-გაუცინა თათამ და თმა აუბურდა.

ჩალაგებას რომ მორჩა, მერე შხაპი მიიღო კატომ,მერე ცოტა ხანი იჭორავეს და გვიან დაეძინათ.

ლევანი ძილის წინ ფიქრობდა,რომ ეს 2 დღე უნდა გამოეყენებინა, სანამ მარტოები იქნებოდნენ ისე ეთქვა თათასთვის სათქმელი. აუცილებლად გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას.

კატო დილით ადრე გავიდა. თათას უკვე ეღვიძა მაგ დროს და გააცილა.
ლევანი ოთახიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.
შაბათი დღე მშვიდად ჩაამთავრეს. ერთად ისადილეს. მთელი დღიე ორივე სახლში იყო. ძირითადად თავის ოთახებში.
ლევანი შესაფერის მომენტს ელოდა,რომელიც ვერ დაიჭირა მთელი დღის განმავლობაში. ასე პირდაპირ როგორ მივარდნოდა და ეთქვა? არადა სხვა გზასაც ვერ ხედავდა, რომანტიულობასთან დიდად ვერ მეგობრობდა.
რომ ისადილეს მის მერე თათა არ უნახავს.თითქოს ჯიუტად ოთახში შეიკეტა და არ გამოდიოდა. საღამო იყო,როცა ლევანს მოთმინების ფიალა ამოეწურა და გადაწყვიტა თვითონ შესულიყო მასთან. კარზე დაუკაკუნა და მისი პასუხის შემდეგ გააღო.თათა წიგნს კითხულობდა

-შეიძლება?

-კი,მოდი-უთხრა და წიგნი გვერდზე გადადო

-რას აკეთებ?-ჰკითხა ინტერესით და ლოგინზე ჩამოჯდა

-წიგნს ვკითხულობდი

-ხო,მაგას ვხედავ,მაგრამ მთელი დღე ოთახში ხარ და არ მოგწყინდა?

-რავიცი, არც ისე-მხრები აიჩეჩა

-მე საშინლად. გასვლაც დამეზარა სადმე. სახლში კიდევ მგონია რომ მარტო ვარ-გაეცინა

-წიგნის კითხვას შევყევი და ვერც გავიგე დრო როგორ გავიდა-უთხრა და გაუღიმა.
ლევანმა თვალი თათას გაუშტერა

-რა ლამაზი ხარ!-მოულოდნელად უთხრა,ისე,რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. თათა გაოცდა და თან გაწითლდა

-ლევან...

-აქამდე არ მითქვამს ხომ?-გააწყვეტინა ლევანმა-არა, არ მითქვამს,პირველად გეუბნები-თვითონვე უპასუხა თავის შეკითხვას

-მადლობა-გაწითლებულმა თავი ჩახარა.

ლევანი ახლოს მიიწია,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა. ერთ ხანს თვალებში უყურა,მერე სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა და ძალიან,ძალიან ფრთხილად და ნაზად აკოცა ტუჩებზე. თათას მთელი სხეული გაეყინა,გაშეშდა. ტუჩებიც კი ვერ აამოძრავა იმდენად შოკში იყო.იმ წამს დარწმუნებული იყო,რომ რაც ახლა ხდებოდა სიზმარი იყო და არა რეალობა. ლევანს საოცრად ესიამოვნა თათას ტუჩების შეგრძნება,რომელიც ძალიან რბილი და არომატული იყო.

-მაპატიე მაგრამ,ეს უნდა გამეკეთებინა-უთხრა,როგორც კი მის ტუჩებს მოსცილდა.თათა ხმას ვერ იღებდა,თვალებგაფართოებული უყურებდა

-ლევან... ეს..ეს რას ნიშნავს?-ძლივს მოაბა შეკითხვას თავი თათამ. ახლა წესით მინიმუმ უნდა ეყვირა ეს რა ჩაიდინეო,მაგრამ ამისი თავი არ ჰქონდა,სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს

-ეს ნიშნავს იმას,რომ ძალიან მომწონხარ!-ისე უთხრა თვალი არ მოუშორებია მისთვის.

-რა?-ლევანის სიტყვებმა კიდევ ერთი შოკი მოგვარეს ბოლო 5 წუთის განმავლობაში

-ხო,თათა. ძალიან მომწონხარ და მინდოდა ეს შენც გცოდნოდა-ძალიან შვიდად ესაუბრებოდა ლევანი,არადა შინაგანად ფორიაქობდა,არ იცოდა თათას რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე

-მეღადავები ხო?-გაოცებულს გაეცინა

-ძალიან სერიოზული ვარ, ასეთ რამეებზე არ ვხუმრობ თათა-მტკიცედ უთხრა ლევანმა.

-რანაირად?

-აი ასე,მომწონხარ და მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ჩემზე?თუ შენც გაქვს ჩემს მიმართ რაიმე სიმპატიები,მინდა რომ ურთიერთობა ვცადოთ-თათამ პასუხი ვერ გასცა,რა უნდა ეთქვა? ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც კი ვერ ბედავდა იმის წარმოდგენას,რომ ლევანი ოდესმე ასეთ სიტყვებს ეტყოდა.რამდენიმე წამი ჩაფიქრდა

-არაფერს მეტყვი თათა?-როცა მისგან პასუხი ვერ მიიღო კიდევ ჩეკითხა

-არ ვიცი.. ლევან.. გაოცებული ვარ, მე არ მეგონა... თუ...შენ--ისევ არეულად ლაპარაკობდა-ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მოგეწონებოდი-ძლივს დაალაგა წინადადება

-ახლა წარმოიდგინე და ისე გამეცი პასუხი-გაუღიმა და ლოყაზე მიეფერა- მე ახლა გავალ,შენ ჩემს ნათქვამზე იფიქრე და მერე მითხარი პასუხი. არ იჩქარო-ეს უთხრა და თათა მარტო დატოვა.

რას გრძნობდა თათა? ალბათ მაგის ახსნა წარმოუდგენელია. თავისი ოცნება ასრულების პირას იდგა და არ იცოდა რა მოემოქმედა.
როდის მოასწრო ლევანმა თათას მოწონება? სულ ეჩხუბებოდა და აგრესიულად ელაპარაკებოდა ხოლმე,როდის გადაუტრიალდა გონება და პირიქით დაიწყო ფიქრი?
თათას ტვინი აუდუღდა. ემოციებს ძლივს იკავებდა.სხვადასხვა გრძნობები ცვლიდნენ ერთმანეთს მის ფიქრებში. ძალიან ბედნირი იყო,თან დაბნეული და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ლევანმა დრო მისცა დასაფიქრებლად და რა უნდა ეთქვა? ყველაფერი ერთმანეთში აერია და ერთ აზრამდე ვერ მივიდა. მთელი ღამე ფიქრებში გაატარა.
იმავე მდგომარეობაშ იყო ლევანიც. ვერ ისვენებდა. ძალიან აინტერესებდა თათა რას ფიქრობდა, რა პასუხს გასცემდა ან როდის? ეს პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას უკარგავდა.

მეორე დღეს ეცადა თვალში არ გაჩხეროდა. უნდოდა ფიქრისთვის ცოტა მეტი დრო მიეცა და არ აეჩქარებინა. თათაც ისევ დუმდა და მთელი დღე ისევ ოთახში გაატარა.ლევანს არ გუპროტეტებია,იცოდა რომ ასე იყო საჭირო,ამიტომ მოთმინებით ელოდა.
ორშაბათს შუადღეს დაბრუნდა კატო ლოპოტადან.თათა და ლევანი სამსახურში იყვნენ.კატომ ეგრევე საწოლს მიაშურა და დაიძინა.საღამომდე არ გაუღვიძია.
საღამოს კატოსთან ერთად იყო თათა. მარტო ვერ მოიხელთა ლევანმა,სულ თვალს არიდებდა და არ იმჩნევდა ლევანს.თან ძალიან ერიდებოდა,თან არც იცოდა რა ეპასუხა,ამიტომ მასთან ლაპარაკისთვის ჯერ კიდევ არ იყო მზად.
კატო აღფრთოვანებული უყვებოდა თავის ორდღიან დასვენებას.

-ერთი კვირაა თავს მარიდებს-შეწუხებული ეუბნებოდა ლევანი ნიკას, ძალიან განიცდიდა თათას ქცევებს, კი იცოდა რომ ასე იყო საჭირო,მაგრამ მაინც არ მოსწონდა

-აბა რა გეგონა, ეგრევე აჯახე,შოკში ჩააგდე გოგო და ცოტა აზრზე მოსვლასაც არ აცდი?

-ხო,მესმის რომ დრო სჭირდება,მაგრამ მე ნერვები მაწყდება-ამოიოხრა

-დაელოდე კიდევ ცოტა და მერე ისევ დაელაპარაკე

იცდიდა,მოთმინებით ელოდა რომ თათა თვითონ მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა,მაგრამ ის ისევ ჯიუტად დუმდა. ლევანს მოთმინების ფიალა ამოეწურა,როცა 10 დღე ისევ ასე,დუმილში გავიდა.

პარასკვეს საღამოს კატო მართვის მოწმობის მასწავლებელთან იყო წასული,თათა ოთახში იყო. ლევანი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა,თან პულტს ნერვიულად ათამაშებდა. ამ დროს თათა გამოვიდა ოთახიდან.
ლევანის გასაკვირად,ისიც მისაღებში დაჯდა და მზერა ტელევიზორს გაუშტერა

-საინტერესო ფილმია?-ლაპარაკის წამოსაწყებად იკითხა თათამ,თორემ საერთოდ არ აინტერესებდა რა გადიოდა და როგორი ფილმი იყო

-არ ვიცი,მეც ახლა გადმოვრთე-ლევანმაც ისე უპასუხა,როგორც შეკითხვა იყო დასმული.
რამდენიმე წუთი უხმოდ უყურებდნენ ტელევიზორს და აზრი ვერ გამოჰქონდათ.ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა

-თათა-ბოლოს მოთმინებადაკარგულმა დაუძახა- რა გადაწყვიტე ჩემს ნათქვამზე?-ტელევიზორი გამორთო და თათას მიუბრუნდა

-ლევან,იცი,მე ბევრს ვფიქრობდი-დაიწყო თათამ- შენმა აღიარებამ,ყველაზე მეტად გამაკვირვა.არ დაგიმალავ და გეტყვი,რომ მსგავს რაღაცას ვერასდროს წარმოვიდგენდი.იმდენად მივეჩვიე შენს უხეშ დამოკიდებულებას ჩემდამი,რომ მიჭირს ახლა ამ სიტუაციის წარმოდგენა

-თათა,მაპატიე,ჩემი ყველა ქცევა, მე მართლა ძალიან ვნანობ ყველაფერს და საერთოდ მინდა რომ ის ლევანი და მაშინდელი ჩემი ქცევები საერთოდ დაივიწყო ან ნება მომეცი და მე დაგავიწყებ-ძალიან გულწრფელი იყო ლევანი

-მჯერა რომ ნანობ- თათამაც გულწრფელად უპასუხა

-რა გადაწყვიტე?- ვეღარ ითმენდა

-არ ვიცი, კატოსთან ამაზე არც კი მილაპარაკია-მიადგა მისთვის მნიშვნელოვან საკითხს

-მხოლოდ ეს გაწუხებს და გიშლის ხელს?-ინტერესით ჩაეკითხა ლევანი

-მხოლოდ ეს არა,მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

-კატოს მე დაველაპარაკები ან თუ გინდა ერთად დაველაპარაკოთ,ოღონდ ნება მომეცი რომ მქონდეს მიზეზი,მასთან დალაპარაკების-მისი ხელები თავისაში მოიქცია და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა,თათა ლამის დადნა

-წინააღმდეგი რომ იყოს?-ამოიოხრა და პოზიციაც ცოტათი დათმო

-არ იქნება! კატოს ორივე კარგად ვიცნობთ და მას ძალიან გაუხარდება!

-ლევან...

-დამთანხმდი თათა-თხოვნით უთხრა-თუ შენც გაქვს ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა...-მერე წამიერად ჩაფიქრდა-ან.. ან იქნებ არ გრძნობ არაფერს და მე მაქვს იმის ილუზია რომ შენც მოგწონვარ-ამის გააზრებისას სახე შეეცვალა და სევდამ მოიცვა ლევანი.თათა ვეღარ უძლებდა ლევანის ამ მზერას.თან თვითონაც ძალიან უნდოდა მასთან ყოფნა და რატომ არ უნდა ეცადა? თვითონაც ხომ ჰქონდა უფლება ბედნიერი ყოფილიყო და ერთხელ მაინც მხოლოდ თავის თავზე ეფიქრა? ხოდა იმ წამსვე მიიღო გადაწყვეტილება

-თანახმა ვარ, ვცადოთ!- უცებ უპასუხა და მხოლოდ ლევანის გაბედნიერებული სახის ხილვად ღირდა მისი ეს სიტყვები, რომელიც წამიერად მიეჭრა თათას და გახარებული ძალიან,ძალიან მაგრად ჩაეხუტა. თათამაც ღიმილით მოხვია საპასუხოდ ხელები და ცხვირი მის მხრებში ჩარგო.

მეგობრებო,შეიძლება ცოტა ნელა ვანვითარებ მოვლენებს,მაგრამ ამაზე სწრაფად არ შემიძლია,არ გამოვა ისე როგორც მინდა.
უფრო დიდ თავებს კიდევ ვერ ვახერხებ ამ მცირე დროში. ძალიან დიდ ხანს რომ გალოდინოთ ეგეც არ მინდა.
მე ყველანაირად ვცდილობ და ბოდიშით თუ მოლოდინებს ვერ ვამართლებ.
მე მაქსიმუმს ვცდილობ,მართლა.
მადლობა ვინც კითხულობთ <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესოდ და კარგად წერ,მომწონს,

 


№2  offline წევრი დარინა

უბრალოდ მიყვარს ესწყვილიიი როგორი ლამაზები და საყვარლები არიან, ამ თავში მართლა გამათბეს, ველოდები ძალიან ტკბილ და თბილ მომენტებს, თათა იმსახურებს ლევანის სიყვარულს და იმედია ლევანი ყველაფერს გააკეთებს რომ საყვარელი ქალი გააბედნიეროს. ხო ნიკა ისევ ჩემთვის მინდააა.

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

აუ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ზუსტ დრო ანვიტარებ მოვლენებს არც ძალიან ადრეა და არც ძალიან გვიანი ძალიან მომწონსსს.. და განსაკუთრებით ვგიჟდებიიამ წყვილზე მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ყოჩარ ლევანს, აი ეს მესმის მოეწონა და აჯახა ეგრევე ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს თავი ძალიან საინტერესოა,არ მეგონა ასე მალე სახლი ცდებოდნენ ეს ორნი მაგარია ველოდები შემდეგ თავს ????????????????????????????

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

როდისს დადეებ <3

 


№7 სტუმარი Ele

Dzalian kargi tavia rogorc yoveltvis ❤️ Shemdegs rodis dadeb?

 


№8 სტუმარი სტუმარი თეკო

რა უცნაურია შენი დაკარგვა :(( იმედია მშვიდობაა

 


№9  offline წევრი anako

ეშველააააატ ეშველააააათ ეშველაააააააააააააააააააათ

 


ბოდიში მაგრამ ვწყვეტ, მართლა არ მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent