შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე {7}


29-02-2020, 22:55
ავტორი painter1
ნანახია 3 912

მაღალ ქუსლებზე შემომდგარი ქუჩას კაკუნით კვეთდა, ჩქარა მიდიოდა, თან სახეს შარფის ქვეშ მალავდა. სადარბაზოში შესული გაღებული ლიფტის კარში შეხტა დახურვამდე და მოულოდნელად მკლავზე მოკიდებული ხელი რომ არა წაიქცეოდა.
-მადლობა. - როგორც კი გასწორდა მაშინვე თქვა, შემდეგ ქვევიდან ახედა კაცს და მისი დანახვისას ცოტა დაიბნა.
-არაფრის. - გაეღიმა სისაურს, უცებ მოხვია წელზე ხელი და ლოყაზე აკოცა. - გამარჯობა.
-ლევან… - გვერდზე გაიწია და თმა უკან გადაიწია ნერვიულად.
-შენც საბასთან მიდიხარ? - ისევ ანას უყურებდა, თვალს არ აშორებდა და მის ლამაზ სხეულზე დაატარებდა მწვანეებს.
-სხვაგან სად უნდა წავიდე? - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, ცოტახანს უყურა, რომ შეამჩნია ლევანი ტუჩებზე უყურებდა თავი დახარა და აწკრიალებული ტელეფონი პატარა ჩანთიდან ამოიღო. - გისმენ დე?.. მარიამთან ავდივარ ახლა, რამე მოხდა? - დედამისის ზარი ასე არასდროს გახარებია, იმ უხერხულობას ფანტავდა რომელიც ლიფტში ლევანისთან შექმნილიყო. - ვინ კაცთან ერთად დედა დღეს მოლში საერთიდ არ ვყოფილვარ… - თვალები აატრიალა, თან ლევანისკენ გააპარა თვალი. - კარგი, ჰო გამომიჭირე, სხვა დროს გაგაცნობ, ვთიშავ. - ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა და წარბშეკრული ლიფტის კედელზე მიმაგრებულ ღილაკებს მიაშტერდა.
-დაჟე მოლშიც დადიხარ შენს კაცთან ერთად?
-მოკეტე ლევან, შენი საქმე არაა. - გვერდი აუარა ისე რომ არ შეხებოდა, ლიფტიდან გავიდა და კარზე დააკაკუნა. კარში გამოჩენილმა მარიამმა ორივე ერთად რომ დაინახა ცოტა გაუკვირდა, ანამ სწრაფად გადაკოცნა და შიგნით შევიდა. - მე მალე უნდა წავიდე.
-ჯერ არ მოსულხარ. - თვალები აატრიალა მარიამმა, თან უკან გაჰყვა დაქალს.
-სად დადიხარ ამ ბოლო დროს ანა? - ხელები მოხვია იქვე მდგომმა საბამ, თან საფეთქელზე აკოცა.
-სახლის შენება დაამთავრა ლუკამ, ახლა მე ვაკეთებ შიგნიდან და ერთი კვირაა არავინ მინახავს. სახლში რომ შევდივარ დედაჩემსაც ვერ ვნახულობ წესიერად. - უცებ მოშორდა საბას და იქვე სავარძელში მძიმედ ჩაჯდა.
-საჩქაროა?
-ჰო, თვის ბოლოს მზად უნდა იყოს, წყვილი საქორწინო მოგზაურებიდან ბრუნდება. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ მოპირდაპირედ მჯდომ ლევანის შეხედა.
-რამდენი ხანია არსად წაგიყვანივარ. - წუწუნით ჩაუჯდა კალთაში ქმარს მარიამი და ხელები კისერზე მოხვია.
-სად წავიდეთ მოთხარი.
-ვენეციაში. - თმებში შეცურებული თითებით თავი უკან გადააწევინა, ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე.
-წავიდეთ.
-წავალთ ჩვენ ბარემ. - ჩახველებით თქვა ანამ, თან ეცინებოდა მათ ქცევებზე.
-ძლივს დაგინახეთ წესიერად, სად უნდა წახვიდე.
-ბავშვები სად არიან?
-ჩემმა უსაყვარლესმა დედამთილმა წაიყვანა ბორჯომში, ასე რომ მე და ჩემი ქმარი ვისვენებთ ყველანაირად. - კიდევ ერთხელ აკოცა საბას, შემდეგ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა. ზუსტად მაშინ ამღერდა ისევ ანას ტელეფონი, მობეზრებულმა ამოიღო, გადაღლილი იყო და არავისთან საუბარი არ სურდა, მაგრამ როგორც კი ნიკოლოზის ნომერი დაინახა ეკრანზე წამსვე თვალები გაუბრწყინდა, სწრაფად უპასუხა, თან ოთახიდან გასასვლელად ფეხზე წამოდგა.
-როგორ ხარ? - ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა ტანში ჟრუანტელმა დაუარა ქალს, მთელი სხეული გაუთბა და თვალებიც მიენაბა.
-კარგად შენ?
-ცოტა დაღლილი, მაგრამ შენს საუბარს მოვუსმენდი. - კაცის ხმამაღალი ამოსუნთქვა გაიგო და თვითონაც კედელს მიეყრდნო.
-ჩემს მეგობართან ვარ.
-კიდევ ვინ არის მანდ?
-ვინ გაინტერესებს? - ჩაიცინა, თან იქვე მდგომ წარბ აწეულ მარიამს გაუღიმა.
-ნუ მეთამაშები.
-არ მცალია ახლა ნიკოლოზ, მერე დაგირეკავ.
-ანა…
-დაგირეკავ. - ისევ გაუმეორა და ტელეფონი გაუთიშა. ტუჩს ჩაფრენილმა კეფა კედელს მიადო, შემდეგ მარიამს გადახედა. - დეგენერატია, მე რომ ვურეკავდი რამდენიმე დღის წინ არ მიპსუხა, მადლობა თქვას ახლა რომ ვუპასუხე.
-რა ხდება ანა? - წარბ აწეულმა გააყოლა თვალი დაქალს.
-სხვა დროს მოგიყვები. - ლევანიზე ანიშნა თვალით, მარიამმაც ხელი დაავლო და სამზარეულოში გაყვანილს ყველაფერი მოაყოლა. გაოცებული უსმენდა ქალი, ასეთ ანას პირველად ხედავდა. ადრეც სულ უყვებოდა ლევანიზე, მაგრამ ასეთი არეული თვალებით, აწითლებული ლოყებით და მოყოლის დროს სახის დამალვით არასდროს უსაუბრია. ვერ ხვდებოდა რა იყო იმ კაცში ისეთი რამაც ანა ასე გადარია, საერთოდ არც ჰყავდა ნანახი წიკლაურის ჯიუტობის გამო და ის ფაქტი რომ უნახავი კაცი ანას ემოციების თავსხმას აყრიდა დიდად არ მოსწინდა. უხაროდა ის რომ ანა ემოციებით სავსე, გაღიმებული დააბიჯებდა, აღარც ლევანის ყოფნა ადარდებდა იქ, მაგრამ არ უნდოდა ისევ გული ტკენოდა.
-ანა.
-არაფერი მითხრა გთხოვ მარიამ. მომწონს მასთან ყოფნა, ახლაც ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. არ ვიცი რა მინდა მისგან, წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ ადამიანთან რომლისგანაც არაფერს მოველი. შეიძლება ზუსტად ამიტომაც ვარ, არ ვიცი. მაგრამ მასთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია ახლა. ხომ იცი რომ ყველაფერს ისევ და ისევ ჩემთვის ვაკეთებ, ნიკოლოზის გამოფხიზლება მინდა, მისი გონზე მოყვანა და რატომ ესეც არ ვიცი. უბრალოდ მინდა ვცადო და მერე ჩემი შედეგით ვიამაყო.
-უბრალოდ არ მინდა გული გეტკინოს.
-გული იმათგან გვტკივა ვინც გვიყვარს, მე კი ნიკოლოზი არ მიყვარს.
-ჯერ ანა. არ არსებობს კაცის გვერდზე იწვე, მასთან ერთად გაატარო დრო და გრძნობები არ გაგიჩნდეს.
-შეიძლება მინდა კიდეც რომ გამიჩნდეს. - თვალებში უყურებდა მარიამს, შემდეგ სამზარეულოდან გასასვლელისკენ გადაიტანა მზერა. დაინახა როგორ გამოძრავდა ჩრდილი და მიხვდა რომ ლევანი ყველაფერს ისმენდა.
-მე მინდა რომ ბედნიერი იყო და სულ იცინოდე.
-ისედაც ბედნიერი ვარ. - თბილად გაუღიმა მარიამს, ტელეფონი ამოიღო და ნიკოლოზთან გადარეკა. - მისამართს მოგწერ, მოდი და სადმე წავიდეთ… კარგი, ხუთ წუთში დაბლა ვიქნები.
-მოიყვანე აზრზე ეგ კაცი. - ანასკენ გადახრილმა მკლავები მოხვია კისერზე, ლოყაზე აკოცა, მერე კი მასთან ერთად გავიდა მისაღებში სადაც ლევანი და საბა საუბრობდნენ.
-მე უნდა წავიდე. - უცებ ჩაიცვა ქურთუკი, შარფიც მოიხვია და იქვე დადებული ჩანთაც აიღო.
-სად გარბიხარ? - წარბ შეკრულმა ახედა საბამ.
-ახალი თავსატეხი ავიკიდე, აზრზე თუ მოვიყვან და გამოვაფხიზლებ გაგაცნობთ.
-ანა… ვიღაც პატარა ბიჭებს ნუ…
-პატარა არ არის საბა, ზედმეტად დიდია მგონი. - საუბარი გააწყვეტინა, შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა. - მივხედავ მე ჩემს თავს! მაგრამ რომ ზრუნავ მომწონს. - გასასვლელში მდგომ მომღიმარ მარიამს მოეხვია, აკოცა და ბინაც დატოვა. უკვე შენობიდან იყო გასული მკლავზე რომ ჩაეჭიდა ძლიერი თითები და თავისკენ შეატრიალა. - რა გინდა ლევან? - მაშინვე წარბები შეკრა წიკლაურმა და კაცის ტორის მოშორებას შეეცადა, მაგრამ სისაური ძლიერად უჭერდა, ეტყობოდა არაფრის დიდებით არ აპირებდა ხელის გაშვებას.
-ის რომ აზრზე მოხვიდე, შეეშვა იმ კაცს სანამ დრო გაქვს და…
-და რა? დაგიბრუნდე? დავუბრუნდეთ წარსულს და ვიყოთ ისევ ტკბილად და ბედნიერად? რა ჯანდაბა გინდა ლევან! - ხმადაბლა საუბრობდა, მაგრამ სიტყვებს გარკვევით ამბობდა, თან ლევანს თვალებით ბურღავდა.
-ხო მინდა.
-ნუ მაცინებ… ჯერ სხვასთან წახვედი…
-მაშინ ერთად არ ვყოფილვართ…
-რადგან შენთან არ ვიწექი ეგ ერთად ყოფნას არ ნიშნავს? - წარბები ასწია გაკვირვებულმა. - ზუსტად მაგიტომ არ ვარ შენთან! ზუსტად შენი აზროვნების გამო! ეგ ჩემი უპატივცემულობაა, დამცირება და ფეხებზე დაკ.იდება! შენ არასდროს გიყვარდი ისე როგორც მე, ეგ ყველაფერი ბოლოს კარგად გამოავლინე. მითხარი კიდეც გახსოვს? მე ყველაფერი მახსოვს და შეიგნე რომ ჩვენი შერიგების არცერთი შანსი არ არსებობს.
-შენ გგონია ის არ გიღალატებს?
-თემას ნუ ცვლი. და ჰო, ნიკოლოზი არ მიღალატებს. განა ვერ, არ მიღალატებს, იმიტომ რომ სხვა არავინ უნდა ჩემს გარდა და ამაში შესანიშნავად დავრწმუნდი ერთი კვირის წინ.
-სრულიად უცხო კაცს ჩაუწექი საწოლში, მართლა შეცვლილხარ. - უკან დაიხია, ქალის მიმზიდველი სხეული შეათვალიერა და ცინიკურად ჩაიცინა, ანამ კი თვალები აატრიალა მისი საუბარით მობეზრებულმა.
-ხედავ? წლები გიცნობდი, მაგრამ ერთი თვის გაცნობილ კაცს მივეცი უფლება ჩემს სხეულს შეხებოდა, რომელიც სულ ოთხჯერ მყავს ნანახი.
-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს პატარა.
-ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში და თავი ჩემგან შორს დაიჭირე. მინდოდა ნორმალური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, მაგრამ არ შეირგე, ახლა კი თავი დამანებე. - მხარზე დაარტყა ხელის გული, შემდეგ შებრუნდა და იქვე გაჩერებულ ნაცნობ მანქანასაც მოჰკრა თვალი. ცოტა დაიბნა კიდეც, მაგრამ მაინც მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა, წინა კარები პირდაპირ გამოაღო და ლევანისთვის აღარც შეუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში. - წავიდეთ.
-ის არის შენი ლევანიკო? - ირონიული ღიმილით შესცქეროდა დაბურული შუშიდან ჯერ ისევ ერთ ადგილზე მდგომ კაცს და რას გრძნობდა ან რას ფიქრობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა.
-ჩემი? - წარბ აწეულმა გახედა ნიკოლოზ რომელმაც წამსვე გაუსწორა თვალი და მის შეკრულ წარბეზე გაეღიმა.
-მგონი დალაპარაკება სჭირდება ამ ტიპს, ყოველ ჯერზე მიბრაზებს ქალს. მე კი მომწონს უკონტროლო რომ ხდები, მაგრამ რა პონტია? - ყბებზე მოკიდა ხელი ანას და თავისკენ მიწეულს ტუჩებზე აკოცა.
-საკმარისი ველაპარაკე, წადი.
-საერთოდ რომ არ დააელაპარაკო ჯობია.
-ნიკოლოზ, ნერვებს მიშლი უკვე, დაგტოვებ შენც და შენით დაიკმაყოფილე ეგო.
-კარგი. - მანქანა დაძრა, მალე გადავიდა გზაზე და მოძრავ მანქანებს შეერია. ხმა აღარ ამოუღიათ. თვალს ხშირად აპარებდა ხოლმე ანასკენ, ხვდებოდა რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც რაც მოსვენებას არ აძლევდა და იცოდა ცოტა ხანში ყველაფერს მოუყვებოდა. მანქანა რომ გააჩერა სახლის წინ მერე მოვიდა გონს ანა. ერთ სართულიან სახლს შეხედა, შემდეგ ნიკოლოზს გადახედა, რომელსაც ღვედი მოეხსნა და მანქანიდან გადასვლას აპირებდა. ანაც უკან გაყვა, სახშლი მასთან ერთად შევიდა, არც შეუხედავს არაფრისთვის ისე დაეტაკა ნიკოლოზის ტუჩებს და წამსვე ჟრუანტელმა დაუარა მოსალოდნელი სიამოვნების წარმოდგენისას. უცებ მოაშორა სხეულიდან ქურთუკი, შემდეგ სვიტერის ქვეშ შემძვრალმა ისიც გადახა და შარვლის მოშორებაც თავის თავზე აიღო. საწოლზე დავარდნილმა მერე გააცნობიერა რომ უკვე საძინებელში იყო, ნიკოლოზი ზევიდან მოქცეოდა და ტანზე მომდგარ შარვალს ფეხებიდან აშორებდა. საცვალიც შარვალს გააყოლა, მუხლზე მიაკრო ტუჩები, ფეხები გააშლევინა და კოცნით აუყვა მუცლამდე, თითები მკერდზე მოუჭირა, მერე კი გამაგრებულ კერტებზე ენა შეახო. ანას კვნესა რომ შემოესმა გაეღიმა, ყელში უკბინა თან მის სხეულს შეუერთდა და ქალის ხმაზე სულ გახელდა. - ანა… - ოხვრით წარმოთქვა ქალის სახელი, თან მკერდზე უკბინა, მოძრაობაც ააჩქარა და ბოლოს მასთან ერთად მიაღწია ორგაზმს. - ჯანდაბა.
-ნუ ნერვიულობ, აბე.ბის მიღება დავიწყე… უფრო თამამად ნიკოლოზ. - ხელი ჰკრა მომღიმარ მენაბდეს, თვითონ მოექცა ზევიდან და კაცის სხეულს ისევ შეუერთდა. თვალებ მინაბული განაგრძობდა მოძრაობას, ნიკოლოზი კი ნირვანაში გაჰყავდა. წამომჯდარი ქალის მკერდს მისწვდა კბილებით, თითები კი უკანალზე მოუჭირა და მის მოძრაობას ზეწოლით აჰყვა. - ღმერთო… - თავი უკან გადააგდო წიკლაურმა, ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა მომავალ ორგაზმთან ერთად და ტვინი სულ ეთიშებოდა…

საწოლის თავს მიყრდნობილი ნიკოლოზის ფეხებს შორის მოთავსებულიყო ზურგით კაცის მკერდზე აკრული, კეფა მის მხარზე ჩამოედო, მკლავები კი ნიკოლოზის მუხლებზე დაელაგებინა და სიგარეტს მასთან ერთად ეწეოდა. მკერდზე გრძნობდა კაცის თითებს, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ტანში დავლილ ტალღებს სხვა რამეზე ფიქრით აიგნორებდა. მოწევა რომ დაამთავრა ღერი საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა, ნიკოლოზიკსე შეტრიალდა, ფეხები მის წელთან დაალაგა, თან თითები სხეულზე აატარა.
-რა ხდება ანა? - ნიკაპზე მოკიდა ხელი, თავი ააწევინა და თვალებში ჩააშტერდა.
-დღეს დედაჩემმა დამირეკა. - დიდი რაოდენობით ჰაერი ჩაისუნთქა, შემდეგ ისევ განაგრძო მოყოლა. - სად ხარო მკითხა და რომ ვუთხარი სადაც ვიყავი ჩხუბი დაიწყო. მოლში დაგინახე ხუთი წუთის წინ ვიღაც კაცთანო.
-მერე?
-მარიამთან ვიყავი ნიკოლოზ. - თვალი გაუსწორა კაცს, ცოტა ხანს უყურებდა, შემდეგ სახეზე ჩაოისვა ხელები, უკან გადაიწია და საწოლზე ზურგით დაეცა. - დედაჩემს სხვაში არასდროს ავერევი, მაგრამ მოლში მე ნამდვილად არ ვყოფილვარ.
-ტყუპზე ფიქრობ? - ანასკენ გადაიწია, ზევიდან დახედა და თმები უკან გადაუწია.
-არ ვიცი.
-რა გინდა რომ გავაკეთო? - ყელში აკოცა, შემდეგ ნიკაპზე, ანა კი კაცის თმებში შეცურებულ თითებს დაათამაშებდა.
-უბრალოდ მითხარი რაც იცი, რადგან ვიცი რომ რაღაც იცი. - თვალებში უყურებდა ცოტა ხანს, შემდეგ უკან დაბრუნდა ნიკოლოზი და მისი დახმარებით ანაც წამოაჯინდა.
-კარგი, მომისმინე და სანამ არ დავამთავრებ არაფერი თქვა. - ლოყაზე მიეფერა, მერე სიგარეტს მოუკიდა, თავი საწოლის თავს მიადო და თავის თითებში ახლართულ თითებს დააკვირდა. - ათი წლის წინ ამერიკაში ერთ გოგოს შევხვდი, მანქანა ჰქონდა გაფუჭებული და გაკეთებაში მივეხმარე. ახალ წელს რომ გითხარი მეცნობითქო მაგიტომ გკითხე დაზე, პროსტა ვერ გავიხსენე ადამიანი ვისგანაც მეცნობოდი. მაშინ, ის ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ ბაკურიანში ჩემს სასტუმროში ვიღაც კაცთან ერთად დაგინახე. მაშინ ისე მომეშალა ნერვები და ისე გამიცრუვდა იმედი მინდოდა დამეხრჩე. - ჩაიცინა, თან მტევანზე აკოცა. - ისევ გნახე რესტორანში, ისევ იმ კაცთან და მაშინ გამიხარდა კიდეც, მეგონა გამოგიჭერდი, მაგრამ რომ შევეხე და ვერაფერი ვიგრძენი აღარ ვიცოდი რა მექნა. ვუყურებდი, აშკარად შენ იყავი, მაგრამ სულ სხვა მელაპარაკებოდა. თვითონ გამიხსენა და მერე მეც ყველაფერს მივხვდი. იმ დღეს დაკარგულ ტყუპისცალზე რომ მომიყევი ვიცოდი უკვე. ლიზა ჰქვია, ზუსტად შენნაირია, მაგრამ ვფიქრობ ის უფრო მხიარულია. მშობლები ჰყავს საზღვარ გარეთ, დანიშნულია, მალე ქორწილიც ექნება და ისინიც ჩამოვლენ. სიძეს მგონი გაბრიელი ჰქვია, არ მახსოვს ზუსტა… კარგი ნუ ტირი რა. - ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები შეუმშრადა, ანა კი უკან გაიწია, საერთოდ მოშორდა და საწოლიდან წამოდგა. - ანა…
-თავი დამანებე ნიკოლოზ! - საცვალი ამოიცვა და ნახევრად შიშველი გაიჭრა აივანზე. სუნთქვა უჭირდა, არ იცოდა რას გრძნობდა, რა უნდა ეგრძნო ან რა გაეკეთებინა. ვერც სიცივეს გრძნობდა, რომელიც მთლიან ტანზე მოსდებოდა. ყველაფრის ერთად გააზრება უჭირდა, რაზე ეფიქრა აღარ იცოდა, როგორ შეხვდებოდა, დედამისს როგორ ეტყოდა, ან საერთოდ რა მოხდებოდა და კიდევ რამდენი რამის გადატანა მოუწევდა ლიზას გამოჩენისას.
-გაცივდები. - უცებ მოხვია ხელები მუცელზე ნიკოლოზმა და ჰაერში აწეული შიგნით შეიყვანა.
-ხელი გამიშვი.
-ნუ ბავშვობ ანა, არ ვიცოდი როგორ მეთქვა…
-დავიღალე! არ შეიძლება უბრალოდ დადგეს ისეთი დღე რომ არაფერზე არ ვიფიქრო, უბრალოდ შენთან ვიწვე და ვტკბებოდე? ჩემი ცხოვრება მძაფრ სიუჟეტიანი დრამა მგონია, სულ რაღაც ხდება და დასვენების საშვლება არასდროს მაქვს. ოცდარვა წლის ვარ, ვცდილობ შევინარჩუნო ცხოვრების ხალისი, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. როცა რაღაცასთან შეჩვევას ვიწყებ მოულოდნელად ისევ სიახლე ჩნდება, მერე ისევ და ისევ, ვერ ვასწრებ ყველაფერთან ერთად შეჩვევას და ვიხლიჩები. - ოთახში დადიოდა, გაუჩერებლად საუბრობდა, თან ნიკოლოზის მზერას ძლივს აიგნორებდა. - არ ვიცი რა გავაკეთო, ჩემზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების ამობრუნება და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. უფრო პატარა რომ ვიყო ყველაფერს სხვანაირად შევხედავდი, მაგრამ… როგორ მივიდე ოცდარვა წლის ქალთან და ვუთხა, იცი მე შენი და ვარ, შენ წაგიყვანეს, დედაჩემი დღემდე გგლოვობს და გამიხარდება თუ ნახავ… რა ჯანდაბაა? - ხელებ გაშლილი ჩამოუდგა წინ საწოლზე ჩამომჯდარ ნიკოლოზს. მენაბდემ კი ხელები მოკიდა წელზე, თავისკენ მისწია და კალთაში ჩაისვა.
-ყველაფერს რთულად ნუ უყურებ ანა, შენ უნდა გინდოდეს მისი ნახვა, გაცნობდა და საუბარი, თუ არ გინდა არც არავინ გაძალებს. მართალია, 18 წლის უფრო სხვანაირად მიუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ არც ახლაა კატასტროფა. ჩამოყალიბებული ქალი ხარ, ლამაზი, სექსუალური, საკუთარ თავში დარწმუნებული, ფეხზე მყარად მდგომი და ამ ყველაფერს ასე არ უნდა უყურებდე. მეც სიახლე ვარ შენთვის, მაგრამ უცებ შემეჩვიე. სიახლეები კარგია და როგორც სასჯელს ისე ნუ უყურენ.
-შენ სხვა ხარ, მე შენ მჭირდები, შენ კი მე. ეს თავიდანვე აღმოვაჩინე, შეჩვევა კი არა, შენი გაცნობა მჭირდება, მაგრამ თქვენ ბევრი საუბარი არ გიყვართ ბატონო ნიკოლოზ, მეც არაფერს გეკითხები, არ მინდა დაგაფრთხო. - ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე, ხელი ზურგზე აატარა და კაცის ტუჩებსაც დაეპატრონა.
-მართალია, არ მიყვარს.
-ფილმის ყურება მინდა. - ნიკაპზე მოკიდა ხელი ნიკოლოზს, თვალებში ჩახედა და მის დაბნეულ მზერაზე გაეცინა.
-რა?
-ჩემთან თუ ხარ ისე მოგიწევს მოქცევა როგორც გეტყვი. ახლა ფილმის ყურება მინდა რომ ცოტა ხანს ფიქრები გავფანტო.
-მე გაგიფანტავ ფიქრებს.
-ნიკოლოზ! - ხელი ჰკრა წამებში ზევიდან მოქცეულს, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაინც აიყოლა ქალი ვნებაში, მაინც გაუთიშა გონება, მაგრამ ბოლოს მაინც ტელევიზორის წინ იჯდა, ზურგით კუთხის დივანის საზურგეს მიყრდნობოდა, ანაც მკერდზე მიეკრა ზურგით, ხელი მის მუცელზე მოეხვია, მეორეთი კი ჯამში ჩაყრილ ბატიბუტს ჭამდა. გამარჯვებით კმაყოფილი მომღიმარი შესცქეროდა ფილმს. ზურგი უხურდა, ყველაფერი ეწვოდა, მაგრამ ის მოსწონდა რომ ნიკოლოზი ტელევიზორთან მიიტყუა, ნელ-ნელა კი სხვადასხვა გასართობებს შეაპარებდა, ისე რომ მენაბდე ვერ მიმხვდარიყო, ბოლოს კი როცა სრულიად გამოაცოცხლებდა უკან, წარსულში გაახედებდა და დაანახებდა იმას თუ ამდენ ხანს სად იჯდა. ჯერ კი მთავარი იყო მასზე უფრო მეტი გავლენა მოეხდინა.
პირველს ნიკოლოზს ჩაიეძინა, ანა კი კმაყოფილი წამოდგა დივნიდან, გადასაფარებელი და ბალიში მიუტანა ნიკოლოზს, კუთხის დივანზე მიწოლილს ბალიში თავქვეშ ამოუდო, გადასაფარებელი გადააფარა და თვითონაც წინიდან მიუწვა. ინსტიქტურად მოხვია მკლავი ანას, ცხვირი მის თმაში ჩარგო, მერე კი ისევ ღრმა ძილს მიეცა. წიკლაური გაბრუებული, ნასიამოვნები იწვა თბილ მკლავებში მოქცეული. შეიძლება არ აღიარებდა, მაგრამ ნიკოლოზის სიახლოვე ყველაფერზე მეტად სიამოვნებდა, გრძნობდა როგორ უჩნდებოდა გრძნობები მის მიმართ, მაგრამ შესაჩერებლად ვერაფერს, ან არაფერს აკეთებდა.
***
-გამარჯობა... ნიკოლოზი ვარ, რესტორანში შეგხვდი… ჰო ეგ ნიკოლოზი. მისმინე, რაღაც საქმე მაქვს და შეგიძლია შემხვდე?.. შენი საქმროც წამოიყვანე თუ იეჭვიანებს… არა, მართლა სერიოზული საქმეა… კარგი, როსიდ მოიცლი?.. მაში მისამართს გამოგიგზავნი და ერთ საათში შევხვდებით. - ტელეფონი გაუთიშა და საწოლზე მომლოდინედ მჯდომ ქალს შეხედა. ნელა მიუახლოვდა, თან მისამართი გაუგზავნა ლიზას. - კარგი გოგო ხარ. - საწოლზე ასულმა მოწყვეტით აკოცა, ანამ კი წარბები შეკრა. - რა?
-რატომ ხარ ჩემი დის მიმართ ასე განწყობილი მაშინ როცა გარშემო არავინ გაინტერესებს.
-ეჭვიანობ თუ რას შვრები? - ჩაიცინა, თან სახის დაკოცვნას განაგრძობდა.
-არა, უბრალოდ უცნაურია.
-საყვარელია, რომ დავინახე ის 18 წლის გოგო გამახსენდა და ალბათ მაგიტომ.
-აღარ მინდა წასვლა… მომშორდი ნიკოლოზ!
-გვიანია უკვე, და დამაცადე, დახმარების სანაცლოდ საფასურს ვიღებ. - მომღიმარმა ჩახედა თვალებში, მოულოდნელად შეუერთდა მის სხეულს და ანას წამოკვნესებაზე გაეცინა. ისე მოქმედებდა ქალზე როგორც სურდა, თანაც ისე რომ თვითონ ანაც ვერ ხვდებოდა, ნიკოლოზმა კი უკვე ზეპირად იცოდა მისი ყველა ქცევის მიზეზი. ისიც იცოდა რომ ქალს მის მიმართ გრძნობები უფრო და უფრო უღრმავდებოდა, ნიკოლოზი კი ჯერ კიდევ გაგებაში არ იყო რას გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ სულერთი ნამდვილად არ იყო ანა. მეტიც, ისე დაიკავა უდიდესი ადგილზე თვითონაც ვერ მიხვდა მენაბდე.
-ადექი, დავაგვიანებთ. - მუცელზე მწოლს უკანალზე წამოარტყა ხელი ბეჭზე აკოცა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, სწრაფად მოწესრიგდა და ჯერ ისევ საწოლზე მწოლს დახედა. - ანა.
-რა გავაკეთო? იქნებ საერთოდ არ უნდა დალაგებული ცხოვრების არევა.
-ვალდებული ხარ გაეცნო, დანარჩენს თვითონ გადაწყვეტს… უნდა დავრეკო, საქმე მაქვს, მანამდე მოემზადე და გამოდი. - მთლიანად შეათვალიერა შიშველი ქალი, შემდეგ საძინელბლიდან გავიდა, ტელეფონში სოფის ნომერი მოძებნა და მაშინვე გადაურეკა. - როგორ არის ჩემი პრინცესა?.. რატო მა? - გაეცინა ბავშვის ხმაზე. იცოდა როგორ ჰქონდა წარბები შეკრული იმ დროს და უკვე მონატრებას გრძნობდა. - მერე? სასტუმროში აუზი ხომ არის, უთხარი დედაშენს და ჩაგიყვანოს… რატომ არაო?.. გინდა ჩამოვიდე წამოგიყვანო?.. მერე რა, თუ ვერ ერთობი წამოგიყვან… კარგი, ანუ ხვალ ჩამოხვალთ… მიდი მაშინ, გკოცნი პატარა და თუ რამეა უცებ დამირეკე კარგი?.. კარგად. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ სამსახურის საქმეზე გადარეკა და მალე ანაც გამოვიდა, თავით ანიშნა რომ მანქანისკენ მიდიოდა, ნიკოლოზიც უკან გაჰყვა, საჭესთან მოთავსდა და საუბარი ისე განაგრძო. ბოლოს რომ გათიშა დაძაბულ ანას გადახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, იმ დროს ვერც ვერაფერს ეტყოდა. ერთ-ერთი მყუდრო რესტორნის წინ გააჩერა მანქანა, ანასთან ერთად გადავიდა და დაჯავშნულ მაგიდასთან დაჯდა.
-თავს ძლივს ვიკავებ არ წამოვდგე და გავიქცე.
-დაწყნარდი. - გვერდზე მჯდომს ხელი მუხლზე აატარა, კაბის ქვეშ შეძვრა და ანამაც წამსვე ფეხები შეატყუპა, ტანში დავლილ ჟრუანტელზე გაეღიმა, თან თვალები დახუჭა. თითები მოუჭირა ბარძაყზე, ანამ კი მაჯაზე ჩავლებული თითებით ძლივს მოაშორებინა ხელი. არასა სიგიჟემდე უნდოდა უფრო ზევით აეწია ხელი და მისი თითებიც ეგრძნო.
-ღმერთო, ახლა ისე მინდიხარ როგორც არასდროს ნიკოლოზ… კიდევ ერთხელ რომ შემეხო კვნესას დავიწყებ და ცოტა მომშორდი. - ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები სახეზე ჩამოისვა და აჩქარებული გულის ცემის დასამშვიდებლად ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-ჯანდაბა… ახლა ისეთი ლამაზი ხარ… - თვალები დაუბინდა ქალის სიტყვებმა, ტუჩზე იკბინა და თავი ძლივს შეიკავა ისევ რომ არ შეხებოდა.
-ღმერთო რა დღეში ვარ. - თმა უკან გადაიწია ანამ, სახე არეულმა შეხედა ნიკოლოზს, შემდეგ მის შარვალზე გადაიტანა მზერა. - ვართ. - წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, მენაბდემაც ერთი მოყუდებით ჩაცალა და ანას სიმწრის სიცილზე თვითონაც გაეცინა.
-ამის დედაც… რას მიშვრები. - არეული სახის დალაგებას ისევ შეეცადა, სკამზე გასწორდა და იდაყვებით დაყრდნობილმა სახე ხელის გულებში ჩარგო.
-მე არაფერს. - მხრები აიჩეჩა. უნდოდა ეთქვა რომ აცოცხლებდა, მკვდარ შეგრძნებებს უცოცხლებდა, მაგრამ არ უნდოდა თქმა, რადგან სამი დღის ნამუშევარი წყალში არ ჩაჰყროდა და ნიკოლოზს ისევ ძველი სახე არ დაებრუნებინა.
-ნიკოლოზ. - ძალიან ახლოს მოესმა თავისნაირი ხმა და გაოცებისგან თვალები ჭყიტა, თავი ძლივს შეიკა რომ არ მიტრიალებულიყო. გული აუჩქარდა, მხოლოდ მერე ახედა როცა ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა, ლიზას ვერ ხედავდა, მაგრამ თვალებ გაფართოვებულ კაცს უყურებდა, რომელიც ანას მიშტერებოდა და განძრევას ვეღარ ახერხებდა. ისევ ესმოდა ქალის საუბარი, ეგონა მის მაგივრად ლაპარაკობდა, თვითონ კი ყველაფერს გვერდიდან უყურებდა. ფეხზე წამოდგა, ნიკოლოზიც გვერდზე გაიწია და ქალსაც ღიმილი სახეზე შეახმა. დაბნეულმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, ანა კი ისევ გაუნძრევლად იდგა და ტყუპის ცალს ნაკვთებს უთვალიერებდა.
-გაიცანი, ლიზა, ეს ანაა. - ნიკოლოზის ხმამ მოიყვანა ორივე გონს. ლიზამ ჯერ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ კი ისევ ანას. - დაჯექით და ვილაპარაკოთ. - სკამზე ანიშნა ფეხზე მდგომ კაცს, რადგან იმ წუთებში ლიზას არაფერი ესმოდა. თვითონ მიეხმარა საყვარელ ქალს დაჯდომაში, შემდეგ გვერდზე მიუჯდა და ლიზას თითები ხელზე მოუჭირა.
-გამარჯობა. - ხელი გაუწოდა ანას, წიკლაურსაც გაეღიმა, მტევანი შეაგება და ლიზას მსავსი ხმით მიესალმა. თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა ქალს, ჯერ ისედაც ვერ აშორებდა თვალს, ახლა სულ გაუშტერდა ანას ნაირი ცისფერები.
-ლიზ… - მტევანზე აკოცა გაბრიელმა და შედარებით გონს მოიყვანა.
-მე… მე არაფერი მესმის.
-გუშინ წინ მითხრა შენზე ნიკოლოზმა… ვფიქრობდი, ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა შენს ცხოვრებაში შემოჭრა, ბოლოს კი გადავწყვიტე მენახე და ახლა აქ ვზივართ… ჯანდაბა, ცხოვრებაში პირველად არ ვიცი საიდან დავიწყო საბარი ან რა ვთქვა. - სიმწრით გაეცინა წიკლაურს, ლიზა კი მიშტერებული უყურებდა.
-არც კი მჯერა… - პირზე აიფარა ხელი ლიზამ, თან ცრემლები გადმოსცვივდა. - გიპოვნე! თუ მიპოვნე…
-რა? - მოსმენილით სულ დაიბნა ანა, არანაკლებ დაბნეულ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ ისევ ლიზას.
-დიდიხანია რაც შენზე ვიცი… ჩემმა მშობლებმა მითხრეს ყველაფერი. დიდიხანია ვიცი რომ მათი შვილი არ ვარ, ვიცოდი რომ აქ იყავით, მაგრამ მაშინ სწავლას ვერ დავანებებდი თავს. როცა დავამთავრე, ცხოვრება ავიწყე და აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე გაბრიელი გავიცანი, შემდეგ ისევ გადავდე ჩამოსვლა, ახლა კი როცა დაქორწინებას ვაპირებთ… მინდოდა იქამდე მეპოვნეთ სანამ ქორწილი იქნებოდა.
-დამცინი ცო? - სიმწრით გაეცინა, ცოტა გაბრაზდა კიდეც მოსმენილით.
-მაპატიე… ვიცი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე აქ არ გავზრდილვარ, არ ვიცი როგორი ხალხია, რა ხდება საერთოდ. სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოვედი და მხოლოდ გაბრიელის მეგობრებს და ახლობლებს ვიცნობ. აქ არავინ მყავს და ასე უბრალოდ ვერ წამოვიდოდი მარტო დაკარგული ოჯახის საძებნელად.
-ჰო, ალბათ მართალი ხარ… არ ვიცი… წარმოდგენა არ მაქვს რა გითხრა. დედაჩემი... დედაჩვენი დღემდე გგლოვობს და... მოლში დაგინახა… ეგონა რომ შენი ქმარი ჩემი შეყვარებული იყო, მე კი ამ დროს ჩემს დაქალთან მივდიოდი.
-როდის. - თვალები გაუფართოვდა ქალს.
-სამი დღის წინ.
-არ ვიცი, გაბრიელის გარდა ვერავის ვამჩნევ მე გარშემო. - სიტუაციის განსამუხტად ჩაიციანა თან კაცს ლოყაზე აკოცა. - შეიძლება ვნახო? - მომღიმარ ანას შეხედა, შემდეგ მის გვერდზე მჯდომ ნიკოლოზს.
-როცა გინდა… - მოულოდნელი კითხვისგანდაბნეულმა გასცა პასუხი.
-მართლა გმიხარდა შენი გაცნობა. - ხელი ჩაკიდა ანას, წიკლაურსაც გაეღიმა.
-მეც.
-ანუ დიშვილი მყავს? - გახარებულმა გახედა ნიკოლოზს, ფერი რომ გადაუვიდა კაცს სახიდან სულ დაიბნა.
-არა… ახალ წელს გავიცანი, ერთად არ ვართ, ნუ ვართ, მაგრამ თან არ ვართ. - ჩაიცინა, თან ქვევიდან ახედა დას.
-გასაგებია. - თავი დაუქნია ანას ღიმილით, ნიკოლოზს კი ანთებული თვალებით ახედა. მაშინვე მიხვდა მენაბდე როგორი მხიარულიც ჩანდა ლიზა სინამდვილეში მხოლოდ ასეთი არ იყო და იმასაც მიხვდა რომ აუცილებლად მოუწევდა ყველაფრის ახსნა, რომელიც ძალიან ეზარებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თაკოო

იმედია გაგრძელებას მალე დაგვიდეეებ ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი ვიპნი

იმედია გულს არ ატკენს ანას , ძილის წინ არაჩვეულებრივი სიურპრიზი იყო❣️

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

შენი ნიკის დანახვა რომ მახარებს ისე თუ რამე მახარებდესს აი უნამუსო ვიყო ოღონდ მართლა <3 :დ

 


№4  offline მოდერი painter1

სტუმარი თაკოო
იმედია გაგრძელებას მალე დაგვიდეეებ ❤❤❤❤

ვეცდები, ეს რაღაც ძალიან პატარა გამოსულა :/. ❤️❤️

ვიპნი
იმედია გულს არ ატკენს ანას , ძილის წინ არაჩვეულებრივი სიურპრიზი იყო❣️

იმედია❤️❤️

sofo_sofia13
შენი ნიკის დანახვა რომ მახარებს ისე თუ რამე მახარებდესს აი უნამუსო ვიყო ოღონდ მართლა <3 :დ

მეც ძალიან მიხარია❤️❤️

 


№5  offline წევრი დარინა

მომწონს როგორც ვითარდება ისტორიაა, მინდა რომ ნიკოლოზმაც გააცნობიეროს ანას მიმართ გრძნობებიიი, ეჭვიანი ნიკოლოზის ნახვა ძალიან მესიამოვნებააა, ანას კი ნიკოლოზი უკვე უყვარს მაგრამ არ უნდა ამის აღიარება საკუთარ თავთანაც კი. ლევანისნაირკაცებს ვერ ვუგებ ჯერ მიატოვებენ საყვარელ ქალებს წლების შემდეგ ბრუნდებიან და მერე პრეტენზიებს აცხადებენ მათ დაბრუნებაზეე.

 


№6 სტუმარი ank

აუ როგორ გელოდებოდიი <3 და როგოი რაღაცნაირი თავი იყო. ძალიან მომეწონა და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება ყველაფერი.. გელოდები უფრო მაე რა <3 <3

 


№7  offline მოდერი painter1

დარინა
მომწონს როგორც ვითარდება ისტორიაა, მინდა რომ ნიკოლოზმაც გააცნობიეროს ანას მიმართ გრძნობებიიი, ეჭვიანი ნიკოლოზის ნახვა ძალიან მესიამოვნებააა, ანას კი ნიკოლოზი უკვე უყვარს მაგრამ არ უნდა ამის აღიარება საკუთარ თავთანაც კი. ლევანისნაირკაცებს ვერ ვუგებ ჯერ მიატოვებენ საყვარელ ქალებს წლების შემდეგ ბრუნდებიან და მერე პრეტენზიებს აცხადებენ მათ დაბრუნებაზეე.

ნუ ახლა ეგრევე სიყვარულით უყვარს თუ არა ჯერ ეგ არ ვიცი, მაგრამ ნიკოლოზი ცოტა აზრზე რომ მოდის ეგ ვიცი.
ლევანის ნაირი კაცები საერთოდ არ მომწონან მე. უაზროები არიან. ❤️

ank
აუ როგორ გელოდებოდიი <3 და როგოი რაღაცნაირი თავი იყო. ძალიან მომეწონა და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება ყველაფერი.. გელოდები უფრო მაე რა <3 <3

მიხარია რომ მოგეწონაა❤️❤️

 


№8  offline წევრი მე♥უცნაურე

რამდენი ამბავი იყო, სხვადასხვა ემოცია რომ მომიტანა...
ტყუპების გაცნობის სცენა მომეწონა, არ ველოდი, რომ ლიზას ეცოდინებოდა დის არსებობის შესახებ.
ლევანზე ძალიან ვბრაზობ.

ნიკოლოზი და ანა მომწონს.
ანას უკვე უყვარს...

 


№9  offline მოდერი painter1

მე♥უცნაურე
რამდენი ამბავი იყო, სხვადასხვა ემოცია რომ მომიტანა...
ტყუპების გაცნობის სცენა მომეწონა, არ ველოდი, რომ ლიზას ეცოდინებოდა დის არსებობის შესახებ.
ლევანზე ძალიან ვბრაზობ.

ნიკოლოზი და ანა მომწონს.
ანას უკვე უყვარს...

მე უფრო დიდის დაწერა მინდოდა, მაგრამ დავდე უცებ, რა ვიცი.
სხვანაირად უბრალოდ არ წარლოვიდგინე შეხვედრა :დ
ხო? არ ვიცი ჯერ უყვარს თუ არა. ^^
მიხარია ემოციებით თუ აგავსე❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

დღეს დადებ?

 


№11  offline მოდერი painter1

სტუმარი ანა
დღეს დადებ?

დღეს ვერა. ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი marii

დღეს დადებ ახალ თავს? ყოველ წუთს ვამოწმებ blush

 


№13  offline მოდერი painter1

სტუმარი marii
დღეს დადებ ახალ თავს? ყოველ წუთს ვამოწმებ blush

დღეს ვწერ ჯერ კიდევ როცა დრო მაქვს და მანდ რომ დილა იქნება მაშინ დავდებ. მე ჯერ კიდევ მთელი დღე წინ მაქვს. :დ❤️

 


№14  offline წევრი sofo_sofia13

აუროდის დადეებ ^_^

 


№15 სტუმარი elen

sofo_sofia13
აუროდის დადეებ ^_^

ratkmaunda mashin ara roca gvpirdeba
an ragas idzlebaa am dapirebebs xo icis ro mainc ver debs

 


№16  offline წევრი ლილილი

elen
sofo_sofia13
აუროდის დადეებ ^_^

ratkmaunda mashin ara roca gvpirdeba
an ragas idzlebaa am dapirebebs xo icis ro mainc ver debs


უკაცრავად და იქნებ რა მოხდა? მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ,ალბათ რაღაც პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ დებს

 


№17 სტუმარი elen

L.eli13
elen
sofo_sofia13
აუროდის დადეებ ^_^

ratkmaunda mashin ara roca gvpirdeba
an ragas idzlebaa am dapirebebs xo icis ro mainc ver debs


უკაცრავად და იქნებ რა მოხდა? მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ,ალბათ რაღაც პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ დებს

pirvelad ar momxdara ese da arc meored

 


№18 სტუმარი სტუმარი Tako_

საშინლად აუტანელია უკვე. სრულად რომ დადებ მერე გავაგრძელებ კითხვას. წარმატებები

 


№19 სტუმარი tako

ხო კარგად ხარ მართლა რამე ხომ არ მოხდაა?

 


№20  offline წევრი sofo_sofia13

ხომმშვიდობაა?

 


№21 სტუმარი Evaa

ფეინთერ ხო კარგად ხარ? მთავარია შენ იყო კარგად როცა პრობლემებს მოგავარებ მერე დადე❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი თაკოო

მშვიდობა გაქვს ავტოროო ?

 


№23 სტუმარი სტუმარი ტატა

იმედია კარგად ხარ

 


№24 სტუმარი ana.

ხომ კარგად ხარ? რატომ აღარ ჩანხარ

 


№25 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ რატო აღარ გაგრძელე როგორ ველოდები რომ დამხვდება გაგარძელება????????????იმედია მელე დადებ კარგად წერ მომწონს შენი ისტორიები????????

 


№26 სტუმარი ana

როდის სჰევზლებტ ახალი ტავის წაკიტხვას

ana
როდის შევზლებთ ახალი თავის წაკითხვას

 


№27 სტუმარი სტუმარი eva

უკვე ვღელავთ შენზე, ხო მშვიდობა გაქვს? მთავარია კარგად იყო და როცა მოახერხებ მაშინ გააგრძელე.

 


№28  offline მოდერი painter1

გამარჯობათ მეგობრებო!
დღეს შემოვედი საიტზე ამდენი ხნის შემდეგ და ძალიან ძალიან მესიამოვნა თქვენი კომენატრები. მალამოდ მომედო ასე რომ ვთქვათ.
მიხარია და ბედნიერი ვარ ასეთი მკითხველი რომ მყავს.
არ ვიყავი კარგად, არც მშვიდობა მქონდა. პირიქით. დიდი პრობლემა მქონდა, მაგრამ ახლა შედარებით კარგად ვარ და გავაგრძელებ წერას აუცილებლად.
ყველას ძალიან დიდი მადლობა. ❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი ...

painter1
დამატება

Rato ar shemodiodi?

 


№30  offline მოდერი painter1

სტუმარი ...
painter1
დამატება

Rato ar shemodiodi?

პირადი, ძალიან დიდი პრობლემა მქონდა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent