შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (15 თავი)


2-03-2020, 21:53
ავტორი nia_93
ნანახია 2 264

თათა ბედნიერებისგან დაფრინავდა. თავისი ოცნება ახდა. იმ მამაკაცმა შესთავაზა ურთიერთობა,რომელზეც გიჟდებოდა. თავი სიზმარშ ეგონა და ეშინოდა არ გამოღვიძებოდა.

-კატოს ეგრევე ვუთხრათ ხო?-დივანზე ისხდნენ და თავი მის მხარზე ჰონდა თათას მიდებული

-კი,როცა გინდა-უპასუხა ლევანმა და თავზე აკოცა

-მაშინ,რომ მოვა ვუთხრათ-ვერ ითმენდა თათა,არ უნდოდა კატოსთან რამე დამალული ჰქონოდა და მის ძმასთან ურთიერთბა ისე დაეწყო,მას რომ არ სცოდნოდა
ისევ დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ,კატო რომ დაბრუნდა სახლში.

-გამთიშა მასწავლებელმა-დაიწუწუნა შემოსლისთანავე და მათთან დაჯდა.
თათა ანერვიულდა. არ იცოდა რა როგორ უნდა ეთქვათ და თან მისი რეაქციის ძალიან ეშინოდა.ლევანი საერთოდ არ ნერვიულობდა.მშვიდად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. კატოს მათი ასე ახლოს ყოფნა ცოტათი ეუცნაურა,მაგრამ დიდად აღარ მიუქცევია ყურადღება,რადგან ბოლო დროს უკეთ ეწყობოდნენ ეს ორი.

-აბა,რას გეუბნება მასწავლებელი, აიღებო მართვის მოწმობას?-გაეხუმრა ლევანი

-კარგი გოგო ხარო-ენა გამოუყო ძმას-იმ კვირას გავალ და ჩავაბარებ

-როგორც იქნა დააყენებ საშველს-თათამაც სხვათაშორის უთხრა და გაუღიმა.შინაგანად ისევ ფორიაქობდა

-კატო,შენთან საქმე გვაქვს-პირდაპირ უთხრა კატოს.კატომ ინტერესით გახედა ძმას. ლევანმა რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა- უფრო სწორად,მე და თათას გვაქვს საქმე-თათას მიუბრუნდა,ხელი ჩაკიდა და მერე ისევ კატოს მიუბრუნდა,რომელსაც ბოლო მოქმედებაზე თვალები გაუფართოვდა. რაღაც აზრმა გაუელვა ეჭვის დონეზე,მაგრამ ბოლომდე არ გაიზიარა ეს ეჭვი,სანამ ლევანი არ ეტყოდა სათქმელს

-მოკლედ-დაიწყო მშვიდად- მე და თათა ერთად ვართ-თქვა და გაჩუმდა. თათამ სუნთქვა შეწყვიტა კატოს მოლოდინში,რომელიც თვალებგაფართოებული იჯდა და ხმას არ იღებდა

-რა? რას ქვია ერთად ხართ?-აზრზე მოვიდა და დასვა პირველი შეკითხვა

-ერთად ვართ ნიშნავს,რომ ამიერიდან ერთმანეთს შევხვდებით!-სიმშვიდეს არ კარგავდა ლევანი

-როდიდან ხართ ერთად?- ურეაქციოდ ჩაეკითხა

-დღეიდან-ძლივს ამოიღო ხმა თათამ და თავად გასცა ამ კითხვაზე პასუხი

-ერთმანეთი გიყვართ? როგორ? რანაირად? როდის მოახერხეთ?სულ ერთმანეთს არ ჭამდით?
-კითხვები მიაყარა

-ერთმანეთი მოგვწონს,როგორც ქალს და კაცს მოსწონთ ერთმანეთი ისე, გვაქვს სიმპათიები და გვინდა ურთიერთობა ვცადოთ, შენ წინააღმდეგი ხარ?-ინტერესით ჰკითხა. კატო გაჩუმდა.ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა სიახლე.

-ყველაფერი გადაგიწყვეტიათ და ჩემი თანხმობა რად გინდათ?-უკმაყოფილოდ თქვა

-კატო-ისევ დაიწყო თათამ-ცალკე დავილაპარაკოთ რა-შეეხვეწა.კატო წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა,თათაც უკან მიყვა. გაბუსხული ლოგინზე დაჯდა და ბალიში მუხლებზე დაიდო.

-გისმენ აბა

-მიბრაზდები?-ხმაგამტყდარმა ჰკითხა თათამ

-შენი აზრით?-მშრალად მიუგო

-შენი მესმის, მაგრამ ასე გამოვიდა,არ მინდა ამის გამო ურთიერთობა გაგვიფუჭდეს

-თათა, როდის მაოსწარი ჩემი ძმის მოწონება? ან რანაირად მოგეწონა,სულ გეჩხუბებოდა-ჯერ კიდევ გაოცებული იყო კატო

-სინამდვილეში,მე შენი ძმა სულ მიყვარდა- ძალიან ხმადაბლა უთხრა ყველაზე ხმამაღალი განცხადება.კატოს თვალები ლამის გადმოუცვივდა ბუდიდან

-რაა??-შოკირებული იყო

-ხო, დიდი ხანია, ცალმხრივად ვიყავი მასზე შეყვარებული.რა თქმა უნდა მან არაფერი იცოდა და არც ახლა იცის ამის შესახებ. უბრალოდ 2 კვირის წინ თვითონ გამომიტყდა რომ მოვწონვარ და უნდოდა ურთიერთობა გვეცადა თუ მეც მქონდა რაიმე სიმპათიები მის მიმართ. რა თქმა უნდა მე არ დავთანხმებულვარ ეგრევე,ვფიქრობდი და ვაანალიზებდი მის ნათქვამს, თავიდან არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეს დავთანხმდი,ძალიან მიყვარს ის და მინდა რომ რამე გამოგვივიდეს. ძალიან ბედნიერი ვიქნები,შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ ურთიერთობის- როგორც იქნა დასრულა მონოლოგი თათამ და კატოს დაელოდა

-წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო?-ბოლოს მშვიდად შეეკითხა

-რა.. არა?-დაბნეულმა შეუბრუნა კითხვა

-რა სისულელეა! პირიქით,ძალიან მიხარია, უბრალოდ იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელი ამბავი იყო,შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ,თორემ შენზე უკეთესს ვის ვნახავ ჩემი ძმის გვერდით-თბილად უთხრა და გაუღიმა.თათას ცოტა გულზე მოეშვა და მანაც გაიღიმა

-ანუ ჩვენი წყვილი მოგწონს?-წყვილი ისე ლამაზად მოხვდა თათას ყურში,გააჟრჟოლა

-ძალიან უხდებით ერთმანეთს და მინდა ბედნიერები იყოთ-ყურებამდე გაუღიმა

-მაგრამ,შენზე მაინც ვარ გაბრაზებული- თითი მიუშვირა.თათას სახე შეეცვალა

-ამდენი ხანი ჩუმად გიყვარდა ჩემი ძმა და არაფერი მითხარი, დაქალი ვარ შენი თუ ვინ ვარ?-ეცადა გაბრაზებულს ეთქვა

-რანაირად მეთქვა,მაინც შენი ძმა იყო და არ მინდოდა თავი უხერხულად გეგრძნო-მორცხვად ჩაილაპარაკა.კატოს გაეცინა

-კარგი, ამ ერთხელ გაპატიებ! -აღარ უნდოდა მეტი ეწვალებინა დაქალი,მერე მასთან მივიდა და ჩაეხუტა-წამოდი მაგასაც ვუთხრათ,ვიცი აინტერესებს აქ რა ხდება

-რამე რომ აწყენინო საქმე ჩემთან გექნება-გავიდნენ თუ არა ეგრევე აჯახა კატომ და თითი დაუქნია.ლევანს გაეცინა,მიხვდა რომ მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა

-მაგაზე არ ინერვიულო შენ, მოვგვარდებით-თვალი ჩაუკრა კატოს, მერე თათასთან მივიდა,თავზე აკოცა და აბაზანაში წავიდა.

ტიპიური წყვილი იყო.
დილით სამსახურში ლევანს მიჰყავდა და სამასახურიდანაც მოჰყავდა თუ დროს დაამთხვევდნენ.
რამდენჯერმე კინოში იყვნენ; პაემნებზეც ხშირად დადიოდნენ.
შეძლებისდაგვარად ერთად ჩნდებოდნენ ხალხში, დაბადების დღეებზე.
თათას რაც დრო გადიოდა,უფრო უყვარდებოდა ლევანი. ლევანს კი ძალიან მოსწონდა მასთან ყოფნა,მშვიდად და ბედნიერად იყო მის გვერდით.
ეკასთან შედარებით, თათა სულ სხვანაირი იყო,ყველა კონტექსტში. რაღაც მომენტებში ერთმანეთს ადარებდა კიდეც,მაგრამ საერთო ვერაფერი უპოვა,თათა ყველა ასპექტში ჯობდა.

სიყვარული ერთხელაც არ აუხსნია მისთვის. სიტყვა მიყვარხარ არც ერთს არ უთქვამს ერთმანეთისთვის,მიუხედავად იმისა,რომ თათას სიგიჟემდე უყვარდა,ბოლომდე არ გამოხატავდა გრძნობას,რადგან ხედავდა რომ ლევანი ჯერ ასეთი რამეებისგან თავს იკავებდა. არ უნდოდა სიტყვებით შეეზღუდა ურთიერთობა, თანაც ძალიან უნდოდა პირველი ეს სიტყვა მისთვის ლევანს ეთქვა,რომელიც დუმდა.

-შენს თანამშრომელ სანდროს დიდი ხანია მოსწონხარ?-ერთ საღამოს ძალიან მშვიდად ჰკითხა ლევანმა თათას,რომელიც დივანზე იყო წამოწოლილი და თავი მის ფეხებზე ედო

-რა? საიდან მოიტანე?-ჰკითხა და დივანზე წამოჯდა

-რა,არ მოსწონხარ?-კითხვა შეუბრუნა

-ლევან, საიდან მოიტანე მეთქი-ისევ გაუმეორა კითხვა

-მაილი დაგრჩა ლეპტოპში და შემთხვევით თვალში მომხვდა მისი წერილი-მხრები აიჩეჩა

-რომელი წერილი?-ანერვიულდა თათა

-მხოლოდ სამსახურის თაობაზე მიბრუნებ პასუხს და მეც შანსს არ ვუშვებ რომ მოგწერო და დღევანდელი შეთანხმება გამომიგზავნეო-სიტყვა-სიტყვით უთხრა წერილის შინაარსი

-ლევან... ჩვენს შორის არასდროს არაფერი ყოფილა,მხოლოდ მსუბუქი ფლირტი,ისიც მისი მხრიდან

-რატო, ცუდი ბიჭია?

-რა? რა შუაშია?-გაუკვირდა თათას

-აბა შანსი რატომ არ მიეცი?

-რამდენიც ფლირტს დამიწყებს ყველას შანსი უნდა მივცე?-გაბრაზდა თათა

-ბევრი გეფლირტავება ხოლმე?-გაუღიმა ლევანმა

-კი,ძალიან, იმდენი რომ ვეღარ ვითვლი-გაბრაზებულმა მიახალა

-მაგრამ შენ არც ერთს პასუხობ,რადგან მე გიყვარვარ,ხომ?-თბილად ჩაეკითხა

-მე არ მითქვამს რომ მიყვარხარ-უემოციოდ ჩაილაპარაკა

-აბა არ გიყვარვარ?-გაიოცა ლევანმა

-და შენ?-კითხვა დაუბრუნა და თან სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს.ლევანს ჩაეღიმა,მიხვდა საითაც მიყავდა საუბარი თათას

-ჩვენ ერთად ვართ,ერთმანეთი მოგვწონს და ერთმანეთთან გვინდა. შენს გარდა სხვა ქალი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს -მისკენ დაქაჩა, მუხლებზე დაისვა და ბოლო სიტყვები ხმადაბლა,ყურთან უჩურჩულა თათას,რომელსაც ჟრუანტელმა დაუარა.იქვე ყურის ქვეშ კოცნაც დაუტოვა.თათა გაბრუვდა

-ლევან,ხომ არ მიღალატებ?-ხმაგაპარულმა ჰკითხა.ლევანს გაეცინა-სჯობს მითხრა რომ ურთიერთობა აღარ გინდა და დავასრულოთ,ოღონდ არ მიღალატო,კარგი?-ძალიან გულწრფელად უთხრა

-რატომ უნდა გიღალატო თათა?-ცხვირი ლოყაზე გაუსვა-სულელი უნდა ვიყო,შენ სხვა ქალში რომ გაგცვალო-სახე მისკენ მოაბრუნა და ტუჩებში აკოცა. თათა ლამის ხელებში ჩაადნა.

-მაგრამ,მაინც...თუ რამეს დავაპირებ-როცა ტუჩები მოაშორა გააგრძელა- გპირდები,ჯერ ურთიერთობას გავწყვეტ და მერე ჩავიდენ- ხმამაღლა გაეცინა თათას შეცვლილ სახეზე

-ვხუმრობ თათა,ვხუმრობ- ლოყაზე მოეფერა

-არარეალური არაფერი გითქვამს-მხრები აიჩეჩა და ტახტზე გადაჯდა

-თათა, მე შენთან ძალიან კარგად ვარ. იმედია შენც. ამიტომ სისულელეებზე ფიქრი არ გინდა კარგი? მომავალში რა მოხდება არავინ იცის,ამიტომ წინასწარ ნუ მოიშლი ნერვებს,უბრალოდ დატკბი დღევანდელი დღით-უთხრა და ისევ ნაზად აკოცა ტუჩებში.

-მართალი ხარ, არავინ ვიცით რა იქნება მომავალში-ძალით გაუღიმა თათამ და ეცადა არ დატყობოდა რომ გული ძალიან ატკინა მისმა სიტყვებმა. კონკრეტულად კი იმის გააზრებამ,რომ ლევანი არ ფიქრობს მათ მომავალზე, ფიქრის დონეზეც არ განიხილავს მათ მომავალ ოჯახს,რომელზეც თათა ყველაზე მეტად ოცნებობს.

-იმედია შენი სანდრო ჭკვიანად იქნება,თორემ ნამდვილად არ მინდა საქმეები ვარჩიო ამ ასაკში- ისევ იმ თემას მიუბრუნდა ლევანი,რითიც დაიწყო და ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლო თათას გაღიმება.

ვიცი,რომ პატარა თავია,მაგრამ ეს დღეები გადატვირთული მქონდა და მეტის დაწერა ვერ მოვახერხე. ვეცდები ახალი თავი მალე დავდო.

აბა, რას ფიქრობთ ლევანი და თათას წყვილზე?



№1 წევრი დარინა

მე ძალიან მომწონს თათას და ლევანის წყვილი, მაგრამ ლევანს მოწონების მეტს ვერაფერს ვამჩნევ იმედია ჩვენს გოგოს გულს არ ატკენს, აი მინდა რომ მიხვდეს მის გვერდით ვინ ყავს და მისი დაკარგვით ყველაზე დიდი შეცდომას დაუშვებს, ხოდა ეჭვიანობისგან გაგიჟებული ლევანის ნახვაზეც არ ვიტყოდი უარს.

 


№2  offline მოდერი nia_93

დარინა
მე ძალიან მომწონს თათას და ლევანის წყვილი, მაგრამ ლევანს მოწონების მეტს ვერაფერს ვამჩნევ იმედია ჩვენს გოგოს გულს არ ატკენს, აი მინდა რომ მიხვდეს მის გვერდით ვინ ყავს და მისი დაკარგვით ყველაზე დიდი შეცდომას დაუშვებს, ხოდა ეჭვიანობისგან გაგიჟებული ლევანის ნახვაზეც არ ვიტყოდი უარს.

ეჭვიანობისგან გაგიჟებული ლევანის ნახვაზე,არც მე ვიტყოდი უარს :დდ <3

 


№3  offline წევრი ვიპნი

ლევანი აღარ მომწონს, ცოდოა თათა,მას სიყვარული სჭირდება,ისე გავბრაზდი რომ სანდროსთანაც ვამყოფებდი ბედნიერად და დავტოვებდი ხახამშრალს .აი ეგრე

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

როგოგ მომწონს ლევანი რომ აწვალებსს :დდდ საოცარი წყვილიაა

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენიკო

ძაანნ მაგარიაა

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

KI wyvilia, tata sayvarelia dzaan da imedia levani chkuit iqneba da ar atkens guls

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent