შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 9-


5-03-2020, 19:05
ავტორი Marrieakh
ნანახია 771

შემოვიდა დატვირთული სახლში, ხელებში ადგილი აღარ ჰქონდა.
-რა ამბავია დაჩი ამდენი რაღაც. გამოართვა ნაწილი ტკბილეულობა ვიკამ და სამზარეულოში შეიტანა.
მაგიდაზე დააწყო თუ არა სასუსნავები თინა გამოვდა მისაღებიდან, მიესალმა დაჩის და დაიწყო ქექვა ქაღალდის პაკეტებში, სადაც უამრავი შოკოლადი, ჩიფსი, ლუდი, წვენი და მსგავსი რამეები იყო.
მოემზადა დაჩი თინისთვის მწარე სიტყვის სათქმელად.
-თინი... წამში გააჩუმა ვიკას მუჯლუგუნმა, თინამ კი სხარტად მიხედა დაჩის.
-თინი არა... თინა ხალხო რა გჭირთ. დაიწუწუნა და შეეკითხა -რა გინდა?
-შეგიძლია რამე კარგი ფილმი აარჩიო? მანამდე მე და ვიკა ამოვალაგებთ რაღაცეებს და გამოვიტანთ.
მხრები აიჩეჩა და კვლავ მისაღებისკენ დაიძრა.
გახედა ვიკამ ჩუმად თინას და სამზარეულოს კარი დაკეტა.
-ახლა არა დაჩი, შეეშვი. ძალიან რთული პერიოდი აქვს.
გაუკვირდა მას, რადგან არასდროს დაუნახავს ან გაუგია თინას სიმშვიდე და რთული პერიოდი.
-რა დაემართა?
-მამამისმა მეორე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, ამან გააპროტესტა და სახლიდან გამოიპინტრიშეს.
შეეცოდა დაჩის თინა,მის მიმართ ცუდად იყო განწობილი, მაგრამ ადამიანობა არ დაუკარგავს, ამიტომ გაჩუმდა და ერთადერთი რისი თქმაც მოახერხა იყო
-მისმინე, თუ რამე დასჭირდეს შენ მითხარი, ამას მე ვერ შევთავაზებ და არც თვითონ მიიღებს სერიოზულად.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მისაღებში გავიდნენ.
დაჩიმ ღიმილიანი სახით შეხედა თინის და ჰკითხა.
-აბა... აარჩიე რამე?
თინას თვალები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისაგან დაჩის ამ დამოკიდებულებაზე და ვიკას გახედა
-ამას რამე სჭირს თუ დღეს მართლა რთული დღე მაქვს?
-რთული დღე გაქვს თინანო რთული... რამე აარჩიე-მეთქი? კითვა ხელახლა გაუმეორა დაჩიმ.
თინამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ეშმაკურად გაიღიმა.
-აჰა თქვენ "უბის წიგნაკი" დასხედით, უყურეთ, დატკბით და იტირეთ. მე რამეს შევჭამ
ჩაძირულები იყვნენ ფილმის ყურებაში, თინა კი აივანზე გაპარულიყო და ცალკე სამყარო მოეწყო თავისთვის. მუსიკებს უსმენდა ლუდს სვამდა და სიგარეტს ეწეოდა, კარგად მოეკიდა სასმელი.
ფილმის დასრულების შემდეგ დაჩი და ვიკა სახლიდან გავიდნენ, კატოს ჩასძინებოდა ვიქტორიას საწოლზე, იმდენად ღრმად ეძინა, რომ ვერაფერი გაეგო. როგორ გავიდნენ სახლიდან, როგორ დაემტვრა ვიკას სამზარეულოში ჭურჭელი ცოტაოდენი ალკოჰოლის მიღების გამო.
***
-კაპუჩინო ხო? ჰკითხა დაჩიმ მანქანიდან გადასვლისას
-კი, შაქრის გარეშე.
მომღიმარი მზერა გააყოლა ქალბატონმა ყავის სახლისაკენ მიმავალ მაჩაბელს. მალევე დაბრუნდა ყავებით ხელში, ჩაეშვა სავარძელში, მიაწოდა ცხელი კაპუჩინო და ღვედი გადაიჭირა.
-დაჩი რაღაც უნდა გთხოვო... მიუგო მშვიდი ხმით
ამის გაგონებაზე სწრაფადვე მიხედა მან და მანქანის სიჩქარე ნელ-ნელა შეანელა.
-მთხოვე რაც გინდა. უთხრა დაუფიქრებდლად, რადგან მისთვის ხომ ნამდვილად ყველაფერზე იყო წამსვლელი, ამისთვის უბრალოდ ვიკას სიტყვა სჭირდებოდა.
-თინასთან არ მინდა დაძაბული ურთიერთობა გქონდეს, განსაკუთრებით ახლა. თავისი სამყარო აქვს და ახლა სწორედ იქ ჩაიკეტა, რაც ძალიან მაშინებს.
-ჩემგან არაფერი არ იქნება ისეთი, რომ სანერვიულო მიემატოს, ამაზე აღარ იდარდო. ისე უპასუხა გზისთვის თვალი არც მოუშვებია.
-იმიტომ გეუბნები, რომ თქვენ ჩემი მეგორები ხართ და არ მინდა ერთმანეთთან დაძაბულები იყოთ. სიტყვა "მეგობრების" გაგონებაზე დაჩის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ ვიკას მის მიმართ სხვანაირი ინტერესები არ გააჩნდა. -თანაც მეც გავიარე მსგავსი პერიოდი, ჩავიკეტე ჩემს სამყაროში და იქიდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდა.
უნებურად წამოსცდა დაჩის ყველაზე ბანალური სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები მისთვის სულ სხვა შინაარსის იყო, გაცილებით ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ამას ნებისმიერი იფიქრებდა.
-შემომიშვებ შენს სამყაროში? თავადვე გაუკვირდა. მსგავსი სიტყვები როგორ წამოსცდა, დაჩი ახლა ხვდებოდა როგორ იბრძვოდა მასში ორი სხვადასხვა ადამიანი, მაგრამ ნათელი იყო მისთვის ის, რომ ტვინს აღარც გული და აღარც ენა ემორჩილებოდა.
ვიკამ ეს სიტყვები ბოლომდე ვერც გაიაზრა, ამიტომ ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ უთხრა.
-ეს შენით უნდა სცადო.
და აი ისევ, ტვინი სხვას ამბობს დაჩი სხვას ლაპარაკობს.
-შეიძლება ვცადო?
ვიკას ტუჩთან პაწია ნაკეცი გაუჩნდა, გვერდზე მჯდომს გადახედა
-რისკიანი ადამიანი ხარ. მიუგო და მანქანის ფანჯარას ჩაუწია, რადგან აანალიზებდა, რომ მისი გულის ცემა საგრძნობლად იმატებდა, ხოლო მაშინ, როდესაც დაჩიმ მის თხელ და გაყინულ ხელს თავისი თბილი ხელი შეახო,ესეც უნებურად, სისხლი აუდუღდა,ვიკა იმასაც ხვდებოდა, რომ იქ ჰაერიც კი არასაკმარისი იყო.



-------------------------------------
ჩემო ძვირფასებო.. ვიცი ძალიან, ძალიან პატარა თავია, მაგრამ ფიზიკურად მეტი ვერ შევძელი. ვეცდები ახალი თავი რაც შეიძლება მალე დავამატო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent