შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 15)


6-03-2020, 00:09
ავტორი Smailiki
ნანახია 1 533

თვალებს ნაზად ვახელ და საწოლიდან ვდგები. საშინელი სიზმარი დამესიზმრა. სარკეში ვიხედები, სახე ნამტირალები ადამიანივით მაქვს. ნუთუ ეს რეალობა იყო და არა სიზმარი?
ოთახს კარგად ვათვალიერებ და საწოლის გვერდით მდგარ დაბალ სკამზე დადებულ დაწყევლილ მოსაწვევს ზიზღნარევი დავყურებ. ის რა მართლა აპირებს დაქორწინებას?
ცხოვრება სასტიკია და ბედნიერების საშუალებას არ გაძლევს. თითქოს ყველაფერი მოგვარდაო, უარეს პრობლემას აწყდები. თითქმის სრულ ბედნიერებას მიღწეული ახლა-ღა აცნობიერებ, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. და ახლა მხოლოდ ერთი რამ შეგიძლია გააკათო:
ლანძღო საკუთარი თავი. შენ ხომ ცხოვრების დაგეგმილ მახეში გაები. მაშასადამე თავად გამოუტანე განაჩენი საკუთარ თავს.
კარის წკრიალა ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ. ზანტად ვდგამ ნაბიჯებს კარისკენ და წამებში ვაღებ. ქეთოს დანახვისთანავე უკან ვტრიალდები და ისევ ოთახში ვბრუნდები. კარადას ვუახლოვდები და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. დროა საყიდლებზე წავიდე.
- შენც მიიღე მოსაწვევი? - ამბობს დაბნეული ხმით გოგონა. თითქოს თავს დამნაშვედ თვლიდეს ამ სიტყვების წარმოთქმისათვის. მზერასაც კი ვერ მისწორებს.
საშინელი ტკივილის გრძნობა მეუფლება. თითქოს რაღაც ჩამწყდა, თუმცა არ ვიმჩნევ და თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. მის სახეზე გაკვირვებას ვხედავ. ამ რეაქციას ვაიგნორებ და ისევ ტანსაცმლის არჩევას განვაგრძობ.
- სადმე მიდიხარ? - ქეთოს ჩვეული ტონი აქვს, თუმცა ვგრძნობ, რომ მისი ნერვები არც ისე კარგ მდგომარეობაშია. არაუშავს, მე უარესად გამანადგურა ამ მოსაწვევმა.
- კაბის საყიდლად. - ვპასუხობ მშვიდად და ჩემი თვალიდან ცრემლი ნელა მიგორავს იატაკისკენ. ახლა კაბის საყიდლად წასვლა ყველაზე ნაკლებად მინდა. საერთოდაც არ მინდა ქორწილში წასვლა. მან ეს როგორ გამიკეთა? მინდა თვალებში ჩავხედო. მაინტერესებს თუ ეყოფა გამბედაობა რაიმე მითხრას. ვითომ თავს დამნაშვედ გრძნობს? ნეტავ როგორ მოიქცევა ჩემს დანახვაზე?
- სერიოზულად ამბობ? აპირებ ნიკას ქორწილში წახვიდე? - ქეთო ისეთი ემოციით და მაღალი ხმის ტემბრით მისმევს კითხვებს, რომ ძალაუნებურად შიშისაგან ვხტები. ფიქრების მორევიც მაშინვე მშორდება.
- არასერიოზულობის რაიმე მეტყობა? - ვამბობ ცინიზმის მაგვარი ტონით და არჩეულ ტანსაცმელს საწოლზე ნაზად ვდებ.
- მარიამ გონს მოდი. ქორწილი უნდა ჩაშალო.
- რატომ? რატომ უნდა გავაკეთო ეს? - საუბრის დროს ქეთოს თვალს არ ვაშორებ და თანდათანობით ბრაზი მემატება.
- შენ ის გიყვარს და არ უნდა მისცე უფლება სხვა შეირთოს ცოლად. - ისე ამბობს თითქოს მარტო ჩემზე იყოს დამოკიდებული. მე რა უფლება მაქვს მის ცხოვრებაში ჩავერიო? მისთვის უბრალო ნაცნობი ვარ.
- ჩემს გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს. მას არ ვუყვარვარ. ისე კი ძალიან მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ჩემი დანახვისას.
- მარიამ ნუ სულელობ. გონზე მოდი. მას მართლა უყვარხარ. - ისე ამბობს ქეთო, თითქოს მე დავაძალე ნიკას ქორწილის გადახდა. მე თუ ვუყვარვარ მაშინ სხვა რატომ მოჰყავს ცოლად? სისულელეა!
- აბა რით ახსნი ამ მოსაწვევს? - ვამბობ და ფურცელს ქეთოსთან ახლოს ვაგდებ. საშინლად ვგრძნობ თავს. თითქოს ყველაფერი წამართვეს, თითქოს საკუთარი სულის ნაწილი დამაკარგვინეს. სიცარიელემ დაიდო ბინა ჩემს გულში. ისე ვარ უკვე ტკივილსაც ვეღარ გამოვხატავ.
ნიკას ყოველი ქმედება ტყუილი იყო. მეთამაშებოდა! მატყუებდა! საერთოდ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ მიყვარდეს? საკუთარი თავი მძულს, რადგან ის ვერ შევიძულე. მოახლოებული საფრთხე ვერ განვსაზღვრე.
- მეც წამოვალ შენთან ერთად.
- არა, არ მინდა. მარტო წავალ.
- მარტო ვერ გაგიშვებ. რას აპირებ? ისე წახვალ ქორწილში თითქოს არც არაფერი ხდება? - უკვე ქეთოსაც გადაეკეტა და ყვირილზე გადავიდა.
- ზუსტადაც. ნიკას თუ ადამიანური გრძნობები გააჩნია მაშინ აუცილებელია იქ მისვლა. ამით გულს ვატკენ და სირცხვილის გრძნობას განვაცდევინებ. ძალიან მაინტერესებს როგორ ჩამხედავს თვალებში და რა სიტყვებით დაიწყებს საუბარს. ვიცი მეც მეტკინება გული, ვიცი ამით საკუთარ თავსაც გავანადგურებ. მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა. ნიკას ვაგრძნობინო ის ტკივილი რასაც ახლა მე განვიცდი. შეიძლება სულელი გგონივარ, ან ჩემს შურისმაძიებლურ გეგმას კიცხავ, მაგრამ არ მაინტერესებს. ახლა კი წასვლის დროა. - ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ, ქეთოც ძალაუნებურად მომყვება.
სადღაც ოც წუთში უკვე ტანსაცმლის მაღაზიის შესასვლელში ვარ. ქეთო ჩაფიქრიანებული მეჩვენება.
- რაზე ფიქრობ?
- ვერ ვხვდები ნიკა ამ ასაკში რატომ ქორწინდება. ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვს. რა საჭიროა დაქორწინება?! სკოლაც არ დაუმთავრებია. - ცოტა ვღიზიანდები ამ ამბის გახსენებისას. ქეთო ძალიან ღელავს ნიკაზეც და ჩემზეც.
- ნიკა სრულწლოვანია და რასაც უნდა იმას გააკეთებს და საერთოდაც აღარ მინდა მასზე საუბარი. ცოტა ნხით დავივიწყოთ და კაბა ავარჩიოთ. - ვამბობ და ვიტრინაში განთავსებული თეთრი, ულამაზესი კაბისკენ მივიწევ. ხომ არის ღირსი ეს ჩავიცვა ქორწილში?! მაგრამ არა. თავს არ დავიმცირებ. თეთრი კაბა ქორწილში მხოლოდ პატარძალს უნდა ეცვას, სხვას არავის.
უეცრად თავში ნიკასთან გატარებული დრო მიტივტივდება. კაბის საყიდლად, რომ წამომიყვანა ტანზე მომდგარი, ზედმეტად გამომწვევი კაბა არ მაყიდინა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ასეთს ვიყიდი. ვინ არის ნიკა, რომ მის ჭკუაზე გავიარო? არც არავინ.
ვიწყებ ტანზე მომდგარი კაბების ძებნას. ბოლოს წითელ მომდგარ კაბას ვპოულობ. სადაა, მაგრამ გამომწვევი. მართალია ცოტა მეუხერხულება ამის ჩაცმა, მაგრამ საჭიროა და თანაც ძალიან მომიხდება.
გასახდელში შევდივარ და ვიზომებ. ბოლოს კი გარეთ გამოვდივარ და სარკეში ვიხედები. ეს კაბა კარგად გამოკვეთს ჩემს ფორმებს. წითელი ფერი კი ის ფერია, რომელიც ყველაზე მეტად მიხდება.
- ამის ყიდვას აპირებ? - ქეთო თვალებ გაფართოებული მიყურებს.
- ზუსტადაც.



******
უკვე საღამოა. ექვსი საათი ხდება. მზად ვართ მეც და ლიზიც. დღეს ნაყიდი წითელი კაბა და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები მაცვია. მსუბუქი მაკიაჟი მიკეთია და თმაც დახვეული მაქვს.
უემოციოდ ვუყურებ ჩემს ანარეკლს სარკეში. დღეს ნიკას ქორწილია, დღეს ჩემი სიკვდილის დღეა. ამ დღიდან მოყოლებული ცოცხალ-მკვდარი ვიქნები.
- მარიამ ბავშვები უკვე მოვიდნენ წავიდეთ. - კარს ჩემი და ფრთხილად აღებს და გასასვლელისკენ მიხმობს. მეც არ ვაყოვნებ და უკან მივყვები. მე და ჩემი დაიკო მანქანაში ვსხდებით და ბავშვებს ვესალმებით. მე, ლიზი, ლევანი, ბექა და ელე ერთად მივდივართ საქორწინო დარბაზისაკენ.
გზაში ბავშვები ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ. თუმცა არ გამოსდიოდათ, რადგან მათ არც ერთ სიტყვას ვუგდებდი ყურს. ისე თითქოს ამ სამყაროდან გათიშული ვიყო.
მანქანა მალევე ჩერდება. ჩვენ რა უკვე მოვედით? იწყება ჩემი ჯოჯოხეთი?
ბავშვები მანქანიდან გადმოდიან. თვალებს ვხუჭავ, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ცოტა ხანში მეც გადმოვდივარ. რესტორანს გარედან ვაკვირდები. კარგი არჩევანი გაუკეთებიათ.
გვანცა, ტატო, ლუკასი, ლიკა და ანდრია მანქანიდან ახლა გადმოდიან. თითქმის ერთად მოვსულვართ.
შესასვლელში ორ სილიეტს ვლანდავ. ბიჭი შავ შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილო, გოგონას კი ლამაზი თეთრი საპატარძლო კაბა აცვია. ბიჭის ხელს გოგონას წელზე აქვს დაკავებული ადგილი. ორივე მათგანი იღიმის და სტუმრების ბრბოს მხიარულად ესალმება.
ჯერ ელე და ბექა ესალმებიან და ულოცავენ მოჩვენებითი ღიმილით. მათი თამადობით ჩვენი სამეგობროს დანარჩენი წევრებიც ანალოგიურად იქცევიან. მე კი შედარებით უკან ვდგავარ და მათ ვუყურებ. ნიკა ძალიან ბედნიერად გამოიყურება, ღიმილი არ შორდება. წამიერად გოგონა ნიკასკენ იხედება და ლოყაზე ნაზად კოცნის. მთელს სხეულში წამიერი ბრაზი ისადგურებს. ბოლოს ვწყნარდები, მაგრამ გულის სწრაფ ფეთქვას მაინც ვერაფერს ვუხერხებ. თავში სისხლი ასხამს და სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს სადაცაა გული წამივაო.
ხელებს ერთმანეთს ვუსვამ, თურმე როგორ გამიოფლინდა ხელისგულები. ყელში გაჩხერილ ბურთულას ვაიგნორებ და მომღიმარი წყვილისკენ მივდივარ. ნიკას არაფრისმთქმელ მზერას ვაკვირდები. მწვანე თვალები ჩემს სრულიად უემოციოდ ცქერას არ წყვეტენ. გოგონა გაკვირვებული გვიყურებს ხან ერთს, ხანაც მეორეს. ჰაერშიც კი იგრძნობა დაძაბულობა.
მილოცვისთვის სიტყვებს ვარჩევ, თუმცა თავში არანაირი აზრი მომდის. იმ ადამიანს უნდა მივულოცო დაქორწინება ვინც მიყვარს? საშინელი გრძნობაა ახლა რასაც განვიცდი. მინდა ვაკოცო, ჩავეხუტო, მაგრამ შეუძლებელია. ამიტომ გაქცევა მინდება, სამწუხაროდ ეს სურვილიც ვერ ახდება.
- ბატონო ნიკა გილოცავთ. - ვამბობ ნაზი ხმით და ვცდილობ ჩემი მონოტორული ღიმილი ბუნებრივს დაემსგავსოს. გოგონა ნიკას ხელს ძლიერად ებღაუჭება, ბიჭიც ანალოგიურად თავისი საცოლის ხელს თავისას უჭერს. თანაც თვალებში მიყურებს.
როგორ ბედავს ასე ურცხვად ყურებას? წამიერად ნიკას თვალებში სევდას ვხედავ, თუმცა ვაიგნორებ და ბავშვებთან ერთად რესტორანში შევდივარ. ყველანი ვიკავებთ ადგილებს.
ჩემს წინ გიორგი და ქეთო სხედან. ერთმანეთს ეხვევიან და ეხუტებიან. საოცრად საყვარლები არიან ერთად. არც ერთა შორდება ღიმილი სახიდან. ისე იქცევიან თითქოს ერთმანეთის გარდა ვეღარაფერს ხედავენ. ხანდახან გადმომხედავენ, სევდიანად შემომხედავენ და ძალაუნებურად ისევ სხვა რამეზე გადააქვთ ყურადღება.
ქეთო ულამაზესად გამოიყურება. ღია ლურჯი კაბა, რომელიც ბოლოში ღიავდება და თანდათანობით გადადის ცისფერში. ღია ფერის ჩრდილები მის თაფლისფერ თვალებს უკეთ გამოყოფს. ლოყები მუდამ აწითლებული აქვს. მისი გრძელი წამწამები კი ყველა ადამიანში აღტაცებას იწვევს. მასთან მდგომ გიორგის, მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი აცვია. შავი თმა ადეკვატურად აქვს დავარცხნილი და თაფლისფერი თვალებით შეჰყურებს ოდნავ დაბალ შეყვარებულს. ამ ორის ლურჯი ფერის კონტრასტი ერთმანეთს საოცრად უხდება. ძალიან საყვარლები არიან. ძალიან! ერთმანეთს ისეთი სიყვარულით უცქერენ, რომ სიტყვები არ მყოფნის.
შემდეგ ჩემს დას და ლევანის ვაკვირდები. ლიზის ცისფერი ლამაზი კაბა აცვია. მისი მწვანე თვალებიც კაბის ფერშია გადასული. ახლოდან, რომ ვაკვირდები მისი თვალი მწვანე, ცისფერ და თაფლისფერ კომპონენტებს ერთად შეიცავს, რაც უფრო მეტად მიმზიდველს ხდის. ლევანი კი შავი უძირო თვალებით შესცქერის ჩემს ულამაზეს დაიკოს. ჩემს მომავალ სიძეს მოცისფრო შარვალ-კოსტუმი აცვია. ეს ორიც საოცრად საყვარელია. და საერთოდაც, ყველა წყვილი საყვარელია. თითქმის ყველა მეწყვილესთან ერთადაა მოსული. მე კი კუთხეში ვზივარ დეპრესიული გოგონასავით და ნიკას შევცქერი, თავის საცოლესთან ერთად. როგორც გავიგე ნინა ჰქვია და საკმაოზე მეტად უყვარს ადამიანების თავის ჭკუაზე ტარება. შორიდან ჩანს თითქოს ნიკასაც ასევე ათამაშებს.
რამდენადაც გავიგე ჯერ ნიშნობა იქნება და შემდეგ დაიწყება ქართული ტრადიციული დროს ტარება. უამრავი სტუმარია მოსული. დარბაზი მთლად გადავსებულია. მინიმუმ ათასი ადამიანია მოწვეული. ძირითადად ყველა მაღალი საზოგადოების წევრია.
კედელს თვალს ვუშტერებ, არ მინდა ამ ყველაფრის ისევ დანახვა. ამ სამყაროს არ ვეკუთვნი. აქ ან ყველა მდიდარია ან ბედნიერი. ხალისიან წყვილებს ვუყურებ და მათ ცხოვრებას ჩემსას ვუკავშირებ. სამწუხაროდ ასეთი ბედნიერება წილად არ მერგო.
- ახლა ის დროა მეწყვილეებს ხელი, რომ უნდა მოკიდოთ და საცეკვაოდ გაიწვიოთ. ამ ულამაზესი მუსიკის შემდეგ, დავიწყებთ ნიშნობის ცერემონიას. - გაისმის უცბად დამაყრუებელი ხმა და ყველა შემაღლებული სცენისკენ იხედება, მეც მათ შორის.
პირველად ნიკა და ნინა იწყებენ ცეკვას, მას სხვა წყვილებიც უერთდებიან. სიძე საცოლეს წელზე ჰხვევს ხელს და მელოდიას ერთად ერწყმიან. საშინელ ეჭვიანობის გრძნობას განვიცდი. ნიკა დაბადების დღეზე თავად ვიყავი ნინას ადგილას, ახლა კი აცრემლიანებული თვალებით შევყურებ მათ. ბედი საშინლად დამცინის!
ერთად, რომ ვხედავ გული მერევა, როგორ შეიძლება მათი ერთად ყოფნა, საერთოდ არ უხდებიან ერთმანეთს. ნინას კარგად ვაკვირდები ულამაზესი კაბა აცვია, რომელიც მის უნაკლო სხეულს შეუდარებლად ერწყმის. ამ გოგონას შემხედვარე ერთი კითხვა მიჩნდება- რატომ არ არის მოდელი?
ნინასთან ახლოსაც კი ვერ მივალ ისეთი ლამაზია. ეს ფაქტი კი გულს საშინლად მტკენს.
მთელი დღე ერთად არიან. ხელჩაკიდებულებს, რომ ვხედავ მინდა მივვარდე და ხელი გავაშვებინო. და სწორედ ამას ვაკეთებ. მათკენ მივდივარ სწრაფი ნაბიჯებით.
- ნიკა შეიძლება ორი წუთით ვისაუბროთ? პირისპირ. - ვამბობ მათთან მისვლისთანავე და ნიკას ნინაზე მივანიშნებ. ბიჭი ხელს უშვებს ნინას და მოფარებულ ადგილას გავყავარ, სადაც მხოლოდ ჩვენ ვართ, მე და ის.
- უარი თქვი. - ვამბობ და მის სახეს ვაკვირდები. აშკარა გაოცება გამოიხატება მის სახეზე, რომელსაც წამის შემდეგ ღიმილი ცვლის. ვერ ვხვდები ბუნებრივია თუ ცინიზმით გაჯერებული. მთლად ვცახცახებ პასუხის მოლოდინში. გული წამში მილიარდჯერ ფეთქავს. ამ პატარა სივრცეში გამეფებული სიჩუმე მთრგუნავს.
- რატომ? - ამბობს ნიკა და უფრო ფართო ღიმილი ესახება სახეზე, ძალიან საყვარელი ღრმულები უჩნდება ლოყებზე. მე კი დაძაბული განვაგრძობ საუბარს.
- იმიტომ, რომ ვერ დაგკარგავ. - ვამბობ ჩუმად და თავს ოდნავ დაბლა ვხრი. ოდნავ მრცხვენია ჩემი სიტყვების. უეცრად ნიკაპზე შეხებას ვგრძნობ. ნიკას თბილი ხელი თავს მაღლა მაწევინებს. ბიჭი გაუაზრებლად აცხრება ჩემს ბაგეებს.
როგორც იქნა მოგვარდა პრობლემა, ძლივს დავიბრუნე ჩემი სიყვარული. ვგრძნობ, რომ ცხოვრება მშვენიერია.
- მარიამ. - ფიქრებიდან ლევანის წკრიალა ხმას გამოვყავარ, რომელიც გულში დაღად მესობა. წამიერად თვალს ხელჩაკიდებული წყვილისკენ ვაპარებ. ალბათ ახლა ერთი კითხვა გაწუხებთ. ეს ყველაფერი წარმოიდგინა თუ მართლა მოხდაო. დიახ, წარმოვიდგინე. წარმოვიდგინე თუ როგორ როგორ ჩავშალე ეს ქორწილი და დავიბრუნე საყვარელი ადამიანი. სამწუხაროდ ჩემი ფიქრები რეალობას არ შეესაბამება.
- ვიცეკვოთ? - ლევანის ხმა მეორედ მაწყვეტინებს ფიქრს. ბიჭს სევდიანი გამომეტყველებით შევყურებ და ნაზად ვუქნევ თავს. სჯობს საკუთარ თავთან მარტო იშვიათად დავრჩე, თორემ ფიქრი მომიღებს ბოლოს.
მე და ლეო საცეკვაო ადგილისკენ მივიწევთ და მისვლისთანავე ცეკვას ვიწყებთ.
- იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩანხარ. - ლევანის სევდანარევი ღიმილით შევცქერი და მის ზურგს უკან გადამაქვს ყურადღება. ნიკა და ნინა ისევ ერთად ცეკვავენ. მშვიდად და ნაზად. გოგონას ბიჭის მხარზე თავი საყვრალად აქვს ჩამოგდებული. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი საშინლად მშურს. რას არ ვიზამდი ოღონდ მის ადგილზე ახლა მე ვიყო.
- არ გაბრაზდე. - ყურში ჩუმად მეჩურჩულება.
- ცოტა ხნით პატარძალს წაგართმევ. - ამბობს ლეო და ისე ხდება, რომ ნიკა და ლევანი ადგილებს ცვლიან. ნინა გაკვირვებული და გაბრაზებული სახით მიყურებს. ნიკა კი სხვა გზა, რომ არ აქვს, ხელს წელზე მხვევს და ერთად ვიწყებთ ცეკვას. გული ამოვარდნას მაქვს. თითქოს კანქვეშ ლავა მიედინებაო. სუნთქვას ძლივს ვარეგულირებ. ოდნავ თავბრუსხვევას და სისუსტეს ვგრძნობ.
- ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი.- ჩურჩულებს ნიკა ჩემს ყურთან ახლოს. ისევ გაურკვევლობაში მაგდებს. რა პრეტენზიეპი აქვს ვერ გავიგე რა...
- როგორ ვიქცევი?
- ეჭვიანი ქალივით. - ამბობს ბიჭი და თვალებში ურცხვად მიყურებს. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა საიდან აქვა ამდენი გამბედაობა?
- უკაცრავად?! - ვყვირი ხმამაღლა, რომ მუსიკის ხმამ არ გადაფაროს ჩემი სიტყვები. თან მზერას არ ვაშორებ. მეგონა სიტყვის თქმას ვერ გაბედავდა, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა ხდება.
- ასეთი რამის დაგეგმვა ჩემს ქორწილში და მეწყვილეების გაცვლა, ვფიქრობ, არ არის სწორი საქციელი. - თავიდან ძალიან მიკვირს. რატომ ფიქრობს, რომ მე დავგეგმე? ან რაში მჭირდებოდა? მე სხვებს არ ვგავარ და ნიკას დევნას არ ვაპირებ.
- შენი სუბიექტური აზრი არავის აინტერესებს. თანაც ეს ყველაფერი მე არ მომიწყვია. - ვამბობ და ცეკვას ნელა განვაგრძობთ. მის მხარზე თავს ვდებ და ძველ დროს ვიხსენებ. მისი დაბადების დღის წვეულებაზე, რომ ვიცეკვეთ.
- ამ კაბის ჩაცმა არასწორი გადაწყვეტილება იყო შენი მხრიდან. - მის სიტყვებს ვაიგნორებ და საუბრის გარეშე განვაგრძობთ ცეკვას. ნიკას მხარზე თავი მშვიდად მიდევს და თვალები მაქვს დახუჭული. გული კი გამალებით მიცემს.
- არ მეგონა თუ მოხვიდოდი. - ამბობს ნიკა ჩვეული ტონით და წამიერად თითქოს მის გახშირებულ გულის ცემას ვგრძნობ. ალბათ მომეჩვენა.
- მართლა? და რატომ? - მისი მხრიდან თავს ვიღებ, გამომცდელად ვუყურებ და ცალ წარბს ოდნავ მაღლა ვწევ.
- მეგონა გოგონები იმათ ქორწილში არ დადიან ვინც უყვართ. - მის ცინიკურ ნათქვამზე ვცოფდები და ვშეშდები. როგორ შეიძლება ასე მესაუბრებოდეს. მთლად უგულო ყოფილა. მისი ბოლოდროინდელი საქციელებიდან გამომდინარე მეგონა ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობდა. თუმცა ყინულის გული აქვს, რომელსაც ვერავინ გაალღობს, მათ შორის ვერც მე.
გაშეშებული, ზიზღნარევი მზერით შევცქერი ნიკას, ის კი გაოცებული მიყურებს. თვალებში ვაშტერდები, წამიერად მზერა იატაკისკენ გადამაქვს და თანდათან უკან ვიხევ. არ შემიძლია მასთან საუბარი!
თავს მაღლა ვწევ და მზერას ვუსწორებ. ის ისევ იმავე ადგილას დგას. მოძრავ, მოცეკვავე სხეულებს შორის და მზერას არ მაშორებს. თვალს მალევე მარიდებს და სხვა მხარეს მიდის. ახედვის მომენტში მისი თვალები, რომ დავინახე, ვიგრძენი თოთქოს სიყვარულით მიმზერდა. მორიგი სისულელე!
ადამიანი იმას ფიქრობს და იჯერებს რაც თავად სურს. ასე, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწორო.
ნიკასთვის სულ ერთი ვარ!
უეცრად მკლავში ვიღაც ხელს მავლებს და ძლიერად მიჭერს. ტკივილისგან სახე მემანჭება.
- აღარ გაბედო ჩემს შვილთან მიახლოვება. არამც თუ საუბარი. - მართალია მისკენ ზურგით ვდგავარ, თუმცა ხმაზე ვცნობ. ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება ეს ქალი. მან მე მდაბიო მიწოდა და მხიარული საღამო ჩამაშხამა.
- ვფიქრობ ეს თქვენი საქმე არაა. - მოკლედ ვუჭრი სათქმელს და იქაურობას თვალის დახამხამებაში ვშორდები.
სადაცაა ბრაზისგან და სევდისგან გავსკდები. თავი საშინლად მტკივა. მაგიდასთან მივდივარ და ზედაპირს მაჯებით ვეყრდნობი. თავზე ხელებს ძლიერად ვიჭერ, თითქოს ასე გაქრება ჩემი დამძიმებული თავიდან საშინელი ფიქრები.
საცეკვაო მუსიკა მალევე მთავრდება. ნინა ნიკასთან ახლოს მიდის, ბიჭიც საცოლის დანახვით გახარებული უღიმის და წელზე ხელს ნაზად ხვევს.
ნეტა ნინას ადგილას მე ვიყო. მაშინ ხომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი ამ ქვეყნად. ფიქრებს ჩემთვის არასასიამოვნო ხმა მაწყვეტინებს, რომელიც მთელს დარბაზში ელვასავით გაისმის.
- ბატონო ნიკა თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ქალბატონი ნინა? - უეცრად ვწითლდები და სახის ყოველი კუნთი მეჭიმება. ნიკას საბოლოოდ ვკარგავ.
ნიკა მე მიყურებს. მიყურებს მიყურებს და ისევ მიყურებს. მისი ამ მაგიდასთან დანახვისას თვალები მიცრემლიანდება. ვერ გავუძლებ ამის დანახვას. ვერ გავუძლებ იმის დანახვას თუ როგორ მართმევს ვიღაც ამპარტავანი გოგო ნიკას.
საპირფარეშოში გავდივარ. არ მინდა მოვისმინო, თუ როგორ დათანხმდება ნიკა. არ მინდა ჩემი ცხოვრების მიერ გამოტანილ საშინელ განაჩენს თავადვე დავესწრო.
საპირფარეშოს კარს ვაღებ და ონკანთან ახლოს ვდგები. წყალს ვუშვებ და მთელს სხეულს სველი ხელებით ვაგრილებ. მინდა საკუთარი თავი დავამშვიდო, მაგრამ არ გამომდის.
ღმერთო მე ის დავკარგე. სწორედ ამ წუთებში ნიკა ნინას ქმარი ხდება.
მე ვინ ვარ მისთვის? არავინ გარდა ერთი უბრალო სათამაშოსი. მან მე სამუდამოდ დამივიწყა, წარსულს ხაზი გადაუსვა. როგორ შეიძლება მისი თბილი სიტყვების მიღმა ტყუილები დამალულიყო?!
მას არ ვუყვარვარ, მას არ ვანაღვლებ, მისთვის სულ ერთი ვარ. მე კი პირიქით, ნიკას ვაღმერთებ. სარკეში ვიხედები და ჩემს ანარეკლს ზიზღით შევყურებ.
- რას გავხარ? რას დაემსგავსე? შენც სხვებს მიბაძე? დეპრესიული, სულელი გოგო გახდი? ახალ იმის ნაცვლად თავს იმშვიდებდე და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდე, ისევ ნიკაზე ფიქრობ? ვერ გცნობ მარიამ. ვერ გცნობ!
საათს ვაკვირდები. უკვე ხუთი წუთი გავიდა. ნიკამ უკვე თქვა ის დაწყევლილი "დიახ". ის უკვე ცოლიანი მამაკაცია და მე აღარ მაქვს უფლება მასზე ვიფიქრო. ცრემლებს ვიწმენდ და თავს კ შეძლებისდაგვარად ვიწესრიგებ.
'არა უშავს ამ დარტყმასაც გადავიტან. საკუთარ თავს დანებების საშუალებას არ მაძლევს.

_ _ _ _
ბოდიში შეცდომებისთვის ❤



№1  offline წევრი gabi du

გულახდილად, რომ ვთქვა არ მომეწონა ეს თავი. მაგრამ რომ არ დავალაიქო მომდევნოს ვერ წავიკითხავ. ეს შანტაჟია ხვდები???/ :*

 


№2  offline წევრი niniko12

მე მომეწონა და კარგი წასაკითხიც არის წარმატებები

 


№3  offline წევრი Smailiki

gabi du
გულახდილად, რომ ვთქვა არ მომეწონა ეს თავი. მაგრამ რომ არ დავალაიქო მომდევნოს ვერ წავიკითხავ. ეს შანტაჟია ხვდები???/ :*


თუ დააკვირდები ამ თავზე მოთხოვნა არაა, რომ გარკვეული ლაიქების შემდეგ თავი დაიდება. არ მინდოდა, რომ შანტაჟი გამოსულიყო. რადგან ეს თავი ყველაზე ნაკლებად მოსაწონია. ამაში ეჭვი არ მეპარება ❤ :დდდ მომდევნო თავი აუცილებლად დაიდება მაშინვე, როგორც კი დაიწერება. და ამაზე მეტად საინტერესო იქნება ვფიქრობ :დდდ მიხარია, რომ კითხულობ და იმის მიუხედავად ეს თავი არ მოგეწონა მაინც გინდა შემდეგი თავის წაკითხვა ❤❤❤❤

niniko12
მე მომეწონა და კარგი წასაკითხიც არის წარმატებები


მადლობა სიხარულო. მიხარია, რომ მოგეწონა ნინიკო. ❤❤❤

 


№4 სტუმარი nia

Dzalian kai iyo ubralod Mari mecodeba ????

 


№5  offline წევრი gabi du

ისე დაამთავრე, რომ მომავლის იმედი არ დაგვიტოვე :) ვკითხულობ იმიტომ, რომ საინტერესოა. წარმატებებს გისურვებ.
პ.ს. მე საერთოდ არ მომწონს ნეგატიური მოვლენები. ამიტომ არ იფიქრო, რომ წერის სტილი დაგიწუნე. :*

 


№6 სტუმარი mariammmm

ოო აქ ამბები დატრიალდებააა
მალე ატვირთე შემდეგიც რა❤

 


№7  offline წევრი Smailiki

nia
Dzalian kai iyo ubralod Mari mecodeba ????


ვაიმეე მეც მეცოდება :დდდდ❤

gabi du
ისე დაამთავრე, რომ მომავლის იმედი არ დაგვიტოვე :) ვკითხულობ იმიტომ, რომ საინტერესოა. წარმატებებს გისურვებ.
პ.ს. მე საერთოდ არ მომწონს ნეგატიური მოვლენები. ამიტომ არ იფიქრო, რომ წერის სტილი დაგიწუნე. :*


მიხარია სიხარულო. მიხარია, რომ მოგწონს და ისიც რომ საინტერესოა :დდდდდ. ისე ნეგატიური მოვლენები არცმე მიყვარს :დდდდ ❤❤❤

mariammmm
ოო აქ ამბები დატრიალდებააა
მალე ატვირთე შემდეგიც რა❤


ვეცდები ყველანაირააად ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent