შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოე (თავი 1) 18+


7-03-2020, 10:37
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 082

- ნოე... - პასუხი არ არის... არავინ მიბრუნებს გარემოდან მონატრებულ ხმას.
- ნოე...- ცრემლებით გაჟღენთილი ხმა უცაბედად მწყდება, თუმცა ვხვდები, რომ პასუხს არავინ დამიბრუნებს. სასოწარკვეთა მიტევს და თავს ყველაზე უსუსურ ადამიანად ვგრძნობ.
ცრემლები თანდათანობით მწყდება და ინერციით გაყინულ მიწას ენარცხება.
ტანში მცრის...
ერთიანად დაიარებიან მცოცავი ჭიანჭველები ჩემი თავის ქალის გარშემო და მოსვენების საშუალებას არ მაძლევენ.
ცრემლები საამო ჰანგებს ქმნიან დაცემისას... სულისწამღებად ხმაურობენ და გონებას გიხვრეტენ.
თანდათანობით ვგრძნობ, როგორ ვემსგავსები ამომშრალ ღრმულს, რომელშიც არავინ ხარობს. მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელის შეგრძნებით არიან შემკულნი. ნელ-ნელა იფიტებიან და ადამიანური საღი აზროვნების საშუალებასაც კარგავენ. ფეხქვეშ მიწა ეცლებათ და თვალთახედვის არედან ყველაფერი დავიწყების ფერს იძენს.
გამთენიისას წარსულმა ხელში ამიყვანა... უმეტყველოდ, არაფრისმთქმელად მიყურებს, თუმცა ვერ ხვდება არაფრის მსგავსი სიგიჟის მიზეზს, რომელიც მას აკავშირებდა.
თანდათანობით, წარსულის მოტიტვლებულ სხეულს საბნად ვეფინები, რომ ოდნავ მაინც ვუწილადო აწმყოს მწველი სითბო.
წარსული რიტმულად სუნთქავს და მისი ამოტყორცნილი ჰაერის ნაკადი მალამოსავით ეფინება ჩემს უსუსურ სხეულს.
ისევ ვეხუტები... ზურგზე გამოსახულ თითოეულ ძვლიდ ნაკვალევს კოცნით მივუყვები...
წარსულის მოგონებას ჩემი სათუთი ხელების ამოცნობა არ შეუძლია... არც რაიმე ახალი გრძნობის აღმოცენება... მხოლო და მხოლოდ მისი შეხებისას ვეშვები გასული თვეების, წუთების, წამების, წლების სამყაროში... და უთქმელად გვეღიმება...

***
ორ აგვისტოს ცხელი დღე იდგა... პირველი პაემნის შემდგომ, ერთმანეთი თვეებია არ გვენახა... შეუცნობლები შევცქეროდით ერთმანეთს და ხმის ამოღება გვზარავდა. ჩემში ნელ-ნელა ქრებოდა სიყვარულის გრძნობა შენდამი და ნაპერწკლებს ვკარგავდით.
ახლა კი... მოულოდნელად გნახე... უფრო სწორად დაგინახე. თურმე უცნაური ფოთლების აშრიალება სჩვევია გრძნობებს.
არ ჩაგეხუტე, მაგრამ გაგიღიმე... რამდენიმე წამში კი გითხარი, რომ ორ შეყვარებულ წყვილს ერთი სხეული ჰქონდათ, რომელშიც ყოფით ცხორებას ეპოტინებოდნენ.
გაუანალიზებელი სიტყვები უცაბედად წამომცდა და ვგრძნობდი, როგორ გეღიმებოდა ჩემს დაბნეულობაზე.
ეს ყოველივე გაუანალიზებელი სიტყვები იყო, თუმცა საშინლად გულწრფელი.
შემდგომ ძალიან შემრცხვა..
შემრცხვა შენი მოხდენილი სახის ნაკვთების და სასთუმალს შევერწყე. მომინდა რაიმე მხატვრული მეთქვა, თუმცა ვფიქრობდი რა... ბოლოს გონება გამინათდა და შიშნარევი მზერით მას მივუგე.
- სიყვარული აგვისტოს მწველ ამინდს უნდა ჰგავდეს. ყოველთვის უნდა ბობოქრობდეს, შენში გრძნობათა კორიანტელი, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მოგცემს.
მოულოდნელად ზურგი მაქციე... რამაც ცრემლებს ლოყის გავლით განთავისუფლების საბაბი მისცა.
სახლში გიჟივით მივრბოდი და სწორედ იმ წამს გადავწყვიტე, რომ შენი არსებობა დამევიწყა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent