შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -2- [+18]


8-03-2020, 00:03
ავტორი Hilalli
ნანახია 2 128

დალევისა და პახმელიის მიუხედავად დილით ადრე გამეღვიძა, შორტი ამოვიცვი და ყავის მოსადუღებლად გავედი სამზარეულოში. შუშის ვიტრინას რომ ჩავუარე სწორედ მაშინ გამოდიოდა ანკა დადიანიც თავისი საქმროს საძინებლის აივანზე ფინჯანი ყავითა და სიგარეტით ხელში, თმა კალმით ჰქონდა შეკრული ბრეტელებიანი მაისური ეცვა რომელიც საოცრად ლანდავდა და მის პატარა, მკვრივი მკერდს მოპირდაპირე აივანზეც ვამჩნევდი. გაშეშებული ვუყურებდი და ნაზად ჩავდიოდი ქვევით თვალიერებით. მაისური მხოლოდ მენჯებამდე სწვდებოდა, მის ქვემოთ კი შავი მაქმანის საცვალი ეცვა. ჩემსკენ ზურგით რომ შებრუნდა და აივნის კარი ძლიერად მოხურა სუნთქვა შემეკვრა მისი მშვენიერი უკანალის დანახვისას. მაშინვე აივანზე გავვარდი და სიგარეტს მოვუკიდე. ის ისე ამაყად ეწეოდა სიგარეტს ნახევრად შიშველი შუაგულ პეკინზე არანაირი კომპლექსი არ ეტყობოდა. თითქოს ზღვის ნაპირზე ახლად ამოსული მზის სხივებით ტკბებაო.საოცრად მშვენიერი სანახაობა იყო სანამ მისი საქმრო არ გამოვიდა აივანზე და გოგონას უხეშად შემოახვია პირსახოცის ხალათი. პეკინი ხმაურიანი ქუჩა იყო და მათი ხმა არ მესმოდა მაგრამ აშკარა იყო ეჩხუბებობა აივანზე შიშველი გამოსვლის გამო. გოგონა გულიანად იცინოდა საქმროს წყრომაზე. შემდეგ მკლავები შემოხვია კისერზე და აკოცა. ბიჭი ისევ გაბრაზებული ჩანდა მაგრამ აშკარა იყო მანიპულაციის მსხვერპლად იქცა, წელზე ნაზად შემოხვია ქალბატონს ხელი და მის ბაგეებს მგზნებარედ დაეწაფა, ანკამ ანთებული სიგარეტი აივნიდან მოისროლა და ოთახისაკენ კოცნით გაიყვანა. საძინებრლში შესვლის თანავე ხალათი იატაკზე დააგდო და შიშველი ფეხით ნაზად გასწია. შუშის კარი უმალ მოიხურეს მაგრამ მაინც მკაფიოდ ჩანდა გადაწეული ფარდების მიღმა მათი სილუეტი. გოგონამ გრძელი თითები ნაზად დაადო მკერდზე ნიკიტას და საწოლზე დასვა. ისეთი სახით უყურებდა შიშველ ანგელოზს რომელიც თავზე ეფერებოდა თითქოს პირველად ნახა ქალი ასეთ მდგომარეობაში. გოგონა ნელა იწეოდა მისკენ უფრო ახლოს და ტუჩებზე მუცელი ნაზად დაადო. ყმაწვილი კოცნით დაეწაფა მის მუცელს მნეჯებსა და ფეხებს... ამის ყურება შეუძლებლად სასიამოვნო იყო. ისეთი სიყვარული იგრძნობოდა მათ თითოეულ შეხებაში თითქოს გამუდმებით პირველი იყო...
ბევრჯერ მინახავს მათი ჩხუბი აივნაზე რომელიც საუცხოო სექსით სრულდებოდა გადაწეული ფარდების მიღმა. ალბათ სწორედ ეს იყო მათი ურთიერთობის მთავარი იდეა წლებს რომ გაუძლო. ერთმანეთს ნაწყენს არ ტოვებდნენ და კამათს გამუდმებით სიყვარულით ამთავრებდნენ. აშკარა იყო სახლში არ ეწეოდნენ მეკი ანკას ხშირად ნახვის შანსით, აივანზე დავიწყე მოწევა ზამთარ-ზაფხულს მიუხედავად იმისა რომ სახლშიც ვეწოდით. ხშირად მოდიოდა დილის საათებში. ზაფხულში კი თითქმის სულ აქ იყო.
ერთი წლის მანძილზე ველოდი მომენტს როცა მისი გაცნობის შესახლებლობა მექნებოდა. საბას დაბადების დღის იმედად ვიყავი თუმცა რათქმაუნდა საქმროსთან ერთად მოვიდა რომელმაც გვერდიდან არ მოიშორა ამიტომ ვერ მოვახერხე მისი გაცნობა. თუმცა ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ჩემი შანსის ყუთიც გაიხსნებოდა ამიტომ მშვიდად ველოდებოდი ამ მომენტს რომელიც ჩემი ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა.
იმ დილით აივანზე სიგარეტს ვეწოდი როცა ანერვიულებული გამოვარდა საოცრად დავიბენი ასეთი არასდროს მინახავს. სიგარეტს კანკალით მოუკიდა იდაყვებით აივნის მოაჯირს დაეყრდნო ნერვიულობისაგან ლამის თმას იგლეჯდა. საოცრად დავიძაბე მინდოდა შევარდნილიყავი და მოვხვეოდი. ვერ ვხვდებოდი რახდებოდა და გიჟივით ვნერვიულობდი. აივანზე გაბრაზებული ნიკიტა გამოვარდა და ყვირილი დაუწყო ამაზე საშინლად გავბრაზდი. ანკაც უყვიროდა ეს ჩხუბი კარგად არ უნდა დამთავრებულიყო. გაცოფებული გოგონა სახლში შვეარდა ნიკიტა კი არ გაეკიდა სახლის კედელს მუშტი მიარტყა და დაიღრიალა. მივხვდი ანკა სახლიდან გავიდოდა ამიტომ სწრაფად ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავარდი რომ ქუჩაში დევხვედროდი.
გზაზე გადასვლისას ლამის რამდენიმე მანქანამ დამარტყა თუმცა მაინც მივასწარი და გოგონას ეზოს გამოსასვლელთან დავხვდი. გაგიჟებული გამოვარდა ეზოდან მეკი წინ გადავუდექი და მივესალმე შეჩერდა და გაკვირვებულმა გამომხედა მივხვდი რომ უნდა გამეგრძელებინა
⁃ მე ლუკა მეტრეველი ვარ . ვიცი შეიძლება არ გახსოვარ მაგრამ საბა კიკნაძის მეგობარი ვარ დაბადების დღეზე გნახე შარშან.
⁃ აა.. - დაიბნა და საოცრად ნაზი ხმით გააგრძელა - მაპატიე ვერ გიცანი მაგრამ ხომარიცი სადაა საბა?
⁃ არვიცი მაგრამ დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს თუ გჭირდება... ტუჩები გაგილურჯდა მგონი წნევა დაგივარდა წინააღმდეგი თუ არ ხარ ყავაზე დაგპატიჟებ, ცოტა დაგამშვიდებს. სანამ საბა მოვა ვისაუბროთ.
⁃ გმადლობ მაგრამ კარგი აზრი არაა
⁃ ხუმრობ? სწორედ რომ კარგი აზრია. მანიაკი არ გეგონო მაგრამ წელიწადია აივნიდან გიყურებ და შანსს ველოდები რომ გაგიცნო - გამეცინა - შენს გამო ზამთარშიც კი აივანზე ვეწევი როცა ყველა ჩემს გარდა სახლში ეწევა. წელიწადია შანსს ველოდები რომ გაგიცნო
ჩემს მცდელობებზე სიცილი დაიწყო. სხვა თუ არაფერი გამხიარულდა მაინც.
⁃ საბამ არ გითხრა ვისი შეყვარებული ვარ?
⁃ კი. ვიღაც ნიკიტა იოსელიანის საცოლეაო მაგრამ შეყვარებული თუ ხარ ეგ ვარიანტი მირჩევნია.
მეგონა სითავხედეში ჩამითვლიდა ამ სითამამეს თუმცა პირიქით გახალისდა და ყავის დალევაზე დამთანხმდა. ალბათ მარტო იმიტომ რომ ცუდხასიათზე იყო და ჩემთან საუბრით დროს გაიყვანდა. კაფისკენ მიმავალ გზაზე საბას დაურეკა და გამოსვლა სთხოვა. ფორ სეზონში დავსხედით გარეთ. ჩემი არჩევანი გაუკვირდა მკითხა დარწმუნებული ხარჩემთან ერთად აქ დაჯდომა რომ გინდაო
⁃ რათქმაუნდა. მშვენიერ გოგოსთან ერთად ვსვავ ყავას დაე იცოდეს მთელმა საბურთალომ - ამაყად, ღიმილით ვუპასუხე
⁃ რისკიანი ხარ - გაეცინა
⁃ გეყოფა ასე ნუ ამაყობ და მაშინებ შენი ბოიფრენდით. სჯობს ის მომიყვე რაზე იჩხუბეთ
⁃ შენ რაიცი? - გაუკვირდა
⁃ ხალხი ვერ ამჩნევს მოპირდაპირე კორპუსის აივნებზე სხვებიც რომ არიან არა?! - ირონიით ვკითხე
⁃ ვერ შეგამჩნიე
⁃ არაუშავს პირველი არ იყო - გამეცინა
⁃ ძალიან მაწყენინა
⁃ თითონაც გაბრაზებული ჩანდა რა მოხდა?
⁃ რამოდენიმე თვის წინ ჩემს ერთერთ დაქალს ვიღაც ბიჭი აეკიდა. მაწუხებსო იძახდა და ნიკიტას მოუყვა ისიც რათქმაუნდა წავიდა დალაპარაკება სცადა მაგრამ რომ ვერგაიგო ისე სცემა ლამის შემოაკვდა ძლივს გადაარჩინეს
⁃ მარტომ ცემა?
⁃ ასეთ საქმეებს მარტო აგვარებს. ცოტახნისწინ გამოწერეს სავადმყოფოდან საწყალი. ჯერ მაგაზე გავბრაზდი საოცრად ლამის მოკვდა ის უბედური და რისგამო?! ამაზეც ვიჩხუბეთ მაგრამ გამომიცხადა მიეღო გაფრთხილება და ხელს არ ვახლებდი. დიდგულზე იყო და მაგიტო მოხვდა, ეს საქციელი რო მეპატიებინა მერე ბევრი გაბედავდაო. მოკლედ ის ბიჭი მაგისმერე აღარ გამოჩენილა მაგრამ გუშინ ვიღაცის დაბადების დღეზე მოხვდნენ ერთად ჩემი დაქალი დათვრა აქეთ დაუწყო შებმა და სექსი ჰქონდათ. დილით დაურეკეს და ეს ამბავი ნიკიტას მოუყვნენ. ეს გადაირია
⁃ აბა რას იზავდა
⁃ ღრიალებდა ისტერიკაშ ჩავარდა რა გამიკეთა ამ შტერმა გოგომ თავზე გადამაჯვაო. ასეთი რამ როგორ გამიბედაო. ვეუბნებოდი დამშვიდდი მე დაველაპარაკები თქო მაგრამ არც მომისმინა ქალებმა არ იცით ჩესტი რაარისო დაურეკა და აგინა საშინელი სიტყვებჯ ეძახა ჩემს დაქალს... ძალიან გავბრაზდი... ბოდიშიც არ მომიხადა აქეთ გამომიყვანა დამნაშავე, შენი ბრალია შენი დაქალები ასე უპატივცემულიდ რომ მექცევიან. ტიპი ლამის მოვკალი და ამან ფეხები გაუშალაო. ახლა მართლა მოსაკლავი მყავს ჩემ სიტყვას როგორ გადავიდაო... - თავი გააქნია, თმა ხელით გადაივარცხნა და წყვდიადისფერი თვალებით ნაზად შემომხედა - ძალიან დამღალა ამ საუბრებმა, გამუდმებით ვიღაც უნდა მოკლას უკვე აღარ შემიძლია. თავიდან მომწონდა მისი ავტორიტეტი და ეს გიჟური ხასიათი მაგრამ უკვე ზედმეტი მოსდის. დესპოტი გახდა გესმის? ყველა უნდა რომ დააჩოქოს. ძალიან დავიღალე.
⁃ მესმის შენიც მაგრამ ისიც მართალია. თავი მის ადგილას დააყენე. - თითქოს ნიკიტას გამართლება დავიწყე - ბიჭს სახელი აქვს ავტორიტეტი და რაგააკეთა შენმა დაქალმა
⁃ ვიცი... მესმის მაგრამ არუნდა დაერეკა ჩემ დაქალთან.
⁃ ეგ კი...
თავზე გადაისვა ხელები. ეტყობოდა მართლა ძალიან დაღლილი იყო ამ სიტუაციით. ამიტო ვცადე თემა შემეცვალა.
⁃ ვიცი ახლა ამის დრო არ გაქვს. მაგრამ შემოთავაზება მაქვს შენთან. საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფოტოგრაფი ვარ ბევრ ჟურნალშია ჩემი ფოტოები დაბეჭდილი შეგიძლია დამგუგლო კიდეც. - გამეცინა - რაღაც კონკურსია პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორი 20 000 დოლარს მოიგებს. ძალიან მინდა მონაწილეობა შენ კი ის მოდელი ხარ რომელიც საოცრად მჭირდება რომ გავიმარჯვო.
ამაზე სიცილი დაიწყო. აბუჩად ამიგდო მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გამოსდიოდა
⁃ სექსუალური ფოტოსესია უნდა მომიწყო? - გამომწვევი ირონიული ღიმილით მკითხა
⁃ მთლად ფლეი ბოი არა მაგრამ... ხო...
⁃ საინტერესოდ ჟღერს მაგრამ შანსი არარის. ნიკიტა ამის უფლებას არასდროს მომცემს
⁃ ხომ დაშორდი?
⁃ გგონია ასე ადვილად გამიშვებს? 13 წლიდან მასთან ვარ. ამ 6 წლის მანძილზე გგონია პირველად დავშორდი?
⁃ არა
⁃ არასდროს გამიშვებს.
⁃ მაშინ დაგთანხმდება ფოტოსესიაზეც.
ამაზე გაეცინა
⁃ მერწმუნე მომკლავს მაგრამ რაც არუნდა იმას ვერ გავაკეთებ.
⁃ უბრალოდ იფიქრე კარგი? დიდი შანსია შენთვისაც რომც ვერ გავიმარჯვოთ შენს ფოტოებს ბევრი ნახავს და სერიოზული ჟურნალებისა და დიზაინერებისაგან მიიღებ შემოთავაზებებს. - დამაჯერებელი ტონით მივუგე და სავიზიტო ბარათი გავუწოდე
თავი დამიქნია ვიფიქრებო შემდეგ კი საბამ დაურეკა მანქანას ვერ ვაჩერებ და გამოდი სადმე გავიდეთო. საფულეს დაავლო ხელი ანგარიში გავიყოთო რათმაუნდა უარო განვუცხადე მან კი ირონიული სიცილით მიპასუხა:
⁃ თუ შენ გადაიხდი პაემანი გამოვა
⁃ რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე - გაემცინა - საერთოდ არაა პაემანი
⁃ მაპატიე უბრალოდ არავის ჰქონია აქამდე იმის გამბედაობა ყავაზე დავეპაყიჟებინე. - თავადაც გაეცინა - პირველად მოხდა და დავიბენი
⁃ შემდეგში იცოდე. რომ ყავაზე დაპატიჟრბა პაემანი არაა.
⁃ არამგონია შემდეგი კიდევ იყოს მაგრამ გმადლობ, გავითვალისწინებ.
ღიმილით დამტოვა... ამდენი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვახერხე მასთან დალაპარაკება. და კიდევ უფრო დავინტერესდი მისით. უეცრად გავიაზრე, რომ შუაგულ პეკინზე ვისხედი სხვის ქალთან ერათად და ყავას ვსვავდი რასაც მთელი საბურთალო გაიგებდა. წამიერად დავიძაბე შემდეგ კი ჩემს დაძაბულობაზე გამეცინა. ვიცოდი უსიამოვნრბა არამცდებოდა მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი გაცნობით. სახლისკენ ღიმილით გავუყები პეკინის ხმაურიან ქუჩას თუმცა შინაგანად ყოველ წამს ველოდი მანქანის რესკ მუხრუჭს....




P.S თავის დანებებას ვფიქრობ და მაინტერესებს თქვენი აზრი ღირს გაგრძელება საინტერესოა თუ არა.



№1 სტუმარი Siu

ეს საბა ძაან თავხედობს უკვე. და ანკაზე გავბრაზდი უცხო ადამიანს რატო ელაპარაკება ნიკიტაზე ამდენს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent