მექანიკურად! (17 თავი)
თათა ფეხით მიუყვებოდა ქუჩებს. ნერვები მოშლილი ჰქონდა და დაწყნარება სჭირდებოდა. ჯერ დედამისის ზარმა ააფორიაქა, მერე ლევანმა და ბოლოს თავის თავზე მოეშალა ნერვები,რადგან მიხვდა რომ ლევანთან ზედმეტები მოუვიდა. თვითონაც დაფიქრდა და მიხვდა,რომ ლევანი არ არის იმ ტიპის კაცი,ქალთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ დაამყაროს,რომ ის ეცოდება, მითუმეტეს თათასთან არ გააბამდა რომანს,მართლა რომ არ მოსწონდეს,რადგან სხვა საბაბი არ ექნებოდა. ჰაერზე სეირნობამ ცოტა დააწყნარა. 2 საათიანი უაზრო ბოდიალის მერე სახლში დაბრუნდა. კარი კატომ გაუღო -სახლში ხარ?-ჰკითხა კატოს შესვლისთანავე -ჯერ კი და გავდივარ ცოტა ხანში.შენ სად იყავი? -ცოტა ჰაერზე გავისეირნე -რამე ხომ არ მოხდა?მოწყენილი მეჩვენები? -არაფერი,უბრალოდ ცოტა დამღალა სიარულმა. ლევანი აქაა? -ოთახშია მგონი -კარგი,ვნახავ და მოვალ-უთხრა და მისი საძინებლისკენ წავიდა,კარზე დაუკაკუნა და შეაღო. ფილმს უყურებდა ლეპტოპში. კარის გაღებისას თათასკენ გაიხედა,რომ ნახა ვინც იყო,მერე ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა. -ვილაპარაკოთ?-მშვიდად ჰკითხა და მასთან ახლოს დაჯდა.ლევანმა ფილმი დაასტოპა და თათას გახედა -თუ ისევ იმ აზრზე ხარ,სადაც ბოლოს გავჩერდით, ლაპარაკის არსს ვერ ვხვდები-ისევ ნაწყენი ჩანდა ლევანი -არა.. მაპატიე,მაშინ დაუფიქრებლად ვთქვი, ასე არ ვფიქრობ -შენ ყოველთვის ჯერ აკეთებ და მერე ფიქრობ-მკვახედ მიუგო -მექანიკურად მომდის...-თავი ჩახარა- მართლა მჯერა შენი და მაპატიე რა-ხელზე მოეფერა და მზერა გაუსწორა -ყველაფერს მექანიკურად აკეთებ-ცოტა შერბილებული პასუხი დაუბრუნა -არ მაპატიებ?-ისევ ჩაეკითხა -თუ მომავალში ასეთ უაზრო რამეებში არ დამადანაშაულებ,მაშინ გაპატიებ-გაუღიმა ლევანმა.თათასაც გაეღიმა,თავი გააქნია და უბრალოდ ჩაეხუტა. ლევანმაც მოხვია ხელები და თავზე აკოცა -ესეც ჩვენი პირველი ჩხუბი-ღიმილით უთხრა თათამ -პირველი? რაც თავი მახსოვს სულ ვჩხუბობდით-გაეცინა ლევანს -რაც წყვილი ვართ,მას შემდეგ ვგულისხმობ-თვალები აატრიალა თათამ-ისინი არ ითვლება -უნდა გამოისყიდო შენი ცრუ ბრალდება და ამ საღამოსაც ჩემთან იძინებ!-კატეგორიული იყო ლევანი -კარგი რა,კატოსთან სირცხვილია -კატოზე ნუ ღელავ,გაგვიგებს-ხელები მოხვია და ჩაეხუტა-დღესაც არსად არ გიშვებ- კარგად მოკალათდა საწოლწე და თათასთან ჩახუტებულმა გააგრძელა ფილმის ყურება. მეორე დღეს თათამ გადაწყვიტა დედამისი ენახა. დღის მეორე ნახევარში უკვე მისი ბინის კართან იდგა. ძლივს დააზარუნა. რამდენიმე წუთი ელოდა,სანამ კარს გაუღებდნენ. ის იყო წასვლას აპირებდა,გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა. კარი თეამ გაუღო,რომელიც ნახევრად ჩანდა კარებში. თათა უბრალოდ მიესალმა და სახლში შევიდა. -მარტო ხარ?- მიუბრუნდა დედამისს, რომელიც უკან მიყვებოდა -დედაა, ეს რა არის?-შეჰყვირა როცა თეას სახეს გადააწყდა,რომელსაც თვალთან დალურჯებული ჰქონდა.თეამ სახე აარიდა -თეა, რა მოგივიდა?!-დაუყვირა გამწარებულმა.თეა ხმას არ იღებდა. სკამზე დაჯდა, სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო და მოუკიდა -მაგან გააკეთა ხო?-თვითონ გასცა თავის შეკითხვას თათამ პასუხი?-კახამ დაგარტყა?-ძალიან გამწარებული იყო თათა-როდის გითხარი მოაშორე ეს კაცი შენი ცხოვრებიდან მეთქი? სულ ხომ ამას გეუბნებოდი დედა?-ვერ წყნარდებოდა თათა-პოლიციაში დარეკე?ახლავე დავრეკავ-ანერვიულებული არეულად ლაპარაკობდა და თან წინ და უკან დადიოდა,მერე ტელეფონს დაავლო ხელი და ის იყო დარეკვას აპირებდა თეამ რომ გააჩერა -დაწყნარდი თათა,საჭირო არაა პოლიციაში დარეკვა- ძალიან მშვიდი ხმით უთხრა თეამ -აბა ეს ყველაფერი უნდა შერჩეს?-გაოცებული იყო -ის ამ სახლიდან გავაგდე, აქ აღარ დაბრუნდება და სჯობს შევეშვათ- მშვიდად თქვა და სიგარეტი გააბოლა -ამ დონემდე როგორ მიხვედი,არ მესმის,მართლა ვერ გიგებ- ღრმად ამოისუნთქა თათამ, დედამისის მოპირდაპირედ დაჯდა და ტელეფონი მაგიდაზე დადო-ისევ რომ მოვიდეს? ისევ რომ გაბედოს ასეთი რამ? -არ გაბედავს,თუ გაბედავს და მერე მართლა დავრეკავ პოლიციაში-დარწმუნებულმა თქვა -მას არ ვენდობი -მოდი,შევეშვათ კახას! შენ რას შვები?-თემის შეცვლას შეეცადა თეა-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და თათას შეხედა.თათამ მხრები აიჩეჩა -სახლში არ აპირებ დაბრუნებას? -არ ვაპირებდი! ახლა ვნახოთ-ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი. -ვიცი შენთან მტყუანი ვარ, არც კი ვიცი ბოდიშის მოხდას თუ აქვს აზრი-მხრები აიჩეჩა თეამ -შენ სცადე და მე გადავწყვეტ აქვს თუ არა აზრი! -თათა... მაპატიე. მე დაბრმავებული ვიყავი და საღად განსჯის უნარი დაკარგული მქონდა. მისით ვიყავი შეპყრობილი -იმდენად იყავი შეპყრობილი,რომ შვილიც კი ფეხებ ზე დაიკიდე- ირონიულად შეუსწორა თათამ - ყველაფერში მართალი ხარ. არაფრის უარყოფას არ ვაპირებ. შენი ნებაა გძულდე და არ გინდოდეს სახლში დაბრუნება -მე არ მძულხარ დედა! შეუძლებელია შვილს დედა სძულდეს,მიუხედავად იმისა,რა ჩაიდინა მან-თეამ ვერაფერი უპასუხა. იცოდა რომ შვილთან მტყუანი იყო და თავის გასამართლებელი მიზეზი არ ჰქონდა. თათა ძალიან დანაღვლიანებული წამოვიდა დედამისისგან. სახლიდან გამოვიდა თუ არა უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. კატოსთან რომ მივიდა,მხოლოდ ლევანი იყო თათამ ლევანი რომ დაინახა, ეგრევე მივიდა და ჩაეხუტა. ახლა ძალიან სჭირდებოდა ვინმე,დარდის გამზიარებელი.რამდენიმე წამი უხმოდ ეხუტებოდა -თათა-ლევანი თავზე მოეფერა და ხმადაბლა მიმართა -ხო-მისი მკერდიდან ხმადაბლა ამოსძახა თათამ -კარგად ხარ?-მზრუნველად ჰკითხა და თავი ააწევინა.თათამ თავი გააქნია უარის ნიშნად და თვალები აუწყლიანდა -რა მოხდა?-ჰკითხა და დივნისკენ წაიყვანა.ჯერ თვითონ დაჯდა და თათა მუხლებზე დაისვა-არ მეტყვი?-სახეზე ნაზად მიეფერა და თმა გადაუწია -დღეს დედაჩემთან ვიყავი-დაღვრემილმა დაიწყო. -მერე?-ლევანს სახე შეეცვალა-ის კაციც იქ იყო? -არა, მარტო იყო-თათას ძალიან უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი -როგორ შეგხვდა? -კახას ისევ უცემია-თქვა და ცრემლები წამოუვიდა -რა თქვი?-ლევანს ბრაზისგან ცხვირის ნესტოები დაებერა და მუშტები მაგრად შეკრა -უჩხუბიათ და...-ვეღარ შეძლო გაგრძელება -იმედია უჩივლა და ახლა ციხეში ზის ხომ?-ბრაზს ვერ იკავებდა ლევანი -არა, არ ვაპირებ ჩივილსო-უღონოდ თქვა-სახლიდან გააგდო -ასეთი რამის ასე დატოვება არ შეიძლება,ეგეთი ნაძირლების ადგილი ციხეშია! -მეც ეგ ვუთხარი,მაგრამ მეტჯერ აქ ვეღარ მოვაო -ეგ არავინ არ იცის -მე სახლში უნდა დავბრუნდე -რა? -ხო,ლევან, მე ახლა დედას ვჭირდები,ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დავტოვებ -რა სისულელეა თათა! -რა არის სისულელე, ჩემს სახლში ვბრუნდები,დედაჩემთან-ტონი შეეცვალა თათას -მანდ საშიშია შენთვის, ვერ გაგიშვებ-ლევანს კატეგორიული ტონი ჰქონდა.თათას გაეღიმა -გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, მხოლოდ ბარგი უნდა ჩავალაგო-მხრები აიჩეჩა თათამ -თათა,მანდ ძალიან საშიშია,ისევ რომ მოვიდეს? რამე რომ დაგიშავოთ?ერთხელ უკვე აღმართა შენზე ხელი,მეორედაც რომ გაბედოს? იცოდე ვერ გადამირჩება! -დედა მარტოა, მასთან რომ მივიდეს მარტო რას იზამს,მეც მის გვერდით ვიქნები და ორი ერთად რამეს ვიზამთ. -ძალიან მარტივად უყურებ -მეტი არ მინდა გაბედოს მოსვლა, ეგრევე პოლიციაში დავრეკავ, მე დედაჩემს არ ვგავარ-მტკიცედ თქვა თათამ-ვერაფერს დაგვიშავებს -თათა რომ... -არა,ლევან,არა-მისი ხელი ხელებში მოიქცია-დამიჯერე,ვერაფერს გაბედავს. მე მისი არ მეშინია! -რა ჯიუტი ხარ-ამოიოხრა ლევანმა-და შენთან ერთად ცხოვრებას რომ მივეჩვიე?-ბოლოს დანებდა-ახლა როგორ გადავეჩვიო?-უთხრა და თვალი თვალში გაუყარა -როგორც მიეჩვიე,ისე გადაეჩვევი. 1-2 დღე შეიძლება გაგიჭირდეს,მერე მიეჩვევი-გაუღიმა თათამ და სახეზე მიეფერა -და შენ არ გაგიჭირდება უჩემოდ?-ინტერესით ჩაეკითხა.თათას გაეცინა -ლევან,შეყვარებულები ზოგადად უფრო იშვიათად ნახულობენ ერთმანეთს ხოლმე და ძლებენ. ჩვენ სიტუაცია გვქონდა ასეთი,რომ სულ ერთად მოგვიწია ყოფნამ -მერე რა,მე მომწონდა როგორც ვიყავით-მხრები აიჩეჩა ხასიათშეცვლილმა ლევანმა და სახე აარიდა თათას -მიბრაზდები?-გაეღიმა- ადრე რას არ მისცემდი რომ არ დაგენახე,ახლა კი ჩემი გაშვება არ გინდა-ეცადა გაეხუმრა თათას -ადრე შეყვარებულებიც არ ვიყავით-ისევ არ იყო ხასიათზე -ასე ხშირად რომ ვერ ვნახავთ ერთმანეთს,ჩვენთვის უკეთესიცაა, უფრო მივხვდებით ერთმანეთის ფასს -სისულელეა -არა,ასეა ლევან,ხანდახან საჭიროა ადამიანი მოგენატროს-ლევანმა თვალები აატრიალა, მიხვდა ახლა თათასთან კამათს აზრი არ ჰქონდა,ის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა -როდის მიდიხარ? -დღეს საღამოს. ხომ გამიყვან? -მაგას რა კითხვა უნდა თათა- გაუღიმა და ჩაეხუტა. კატოს დიდად არ გახარებია ახალი ამბავი.ისიც ისე შეეჩვია თათასთან ერთად ცხოვრებას, ახლა მისი გაშვება არ უნდოდა. -რა კარგი იყო ერთად ცხოვრება-დაიწუწუნა კატომ -კი,კარგი იყო-ღიმილით დაეთანხმა თათაც და კატოს მოეხვია- ისევ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას. დროებით შემოგეხიზნეთ და ახლა ვუბრუნდები სახლს-გაეცინა და იქვე დივანზე მჯდომ ლევანს გახედა,რომელსაც შუბლი შეკრული ჰქონდა და მთელი საღამო არ გაუღიმია. ცოტა ხანი ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს და მერე თათამ წასვლის დროაო. ლევანმა მანქანამდე მიიტანა მისი ჩემოდანი. მერე ორივე მანქანაში ჩასხდა და თათას სახლისკენ აიღეს გეზი. -როდის გნახავ?-მანქანა გააჩერა თუ არა მის სადარბაზოსთან ეგრევე ეგ ჰკითხა-აწი სულ მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ-ამოიოხრა -მოგწერ,როგორც კი მეცლება და გნახავ -რა გაეწყობა-მხრები აიჩეჩა.მერე მანქანიდან გადავიდა და ჩემოდანი გადმოიღო საბარგულიდან -იყოს ჩემით ავიტან-ლევანმა ისეთი მზერით შეხედა, ეს რა მაკადრეო.ბინამდე მიატანინა. -აბა-ღრმად ამოისუნთქა,როცა მისი კარის წინ იდგნენ-დროებით-უთხრა ძალიან თბილად,ჩაეხუტა და მის ტუჩებს წაეტანა.მალევე მოსწყდა მის ბაგეებს,თვალი ჩაუკრა და გაღიმებული თათა დატოვა სადარბაზოში. დედამისს თათას ასე მალე დანახვა გაუკვირდა -დაბრუნდი?-აუღელვებლად ჰკითხა -ხო,დავბრუნდი-მოკლედ მოუჭრა და თავისი ჩემოდანი საძინებელში გაიტანა. იმ საღამოს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,ამიტომ ოთახიდან არ გასულა,არც თეას შეუწუხებია ზედმეტად. ისიც თავისთვის იყო. თათა დაღლილი გაწვა ლოგინზე და ფიქრებში გადაეშვა. რამდენი ხანია თავის საძინებელში არ ყოფილა,ცოტათი მონატრებია კიდეც. ფიქრები ლევანისკენ გაექცა. ეს პირველი ღამე იყო,მათი შეყვარებულობის მერე,რაც ცალ-ცალკე მოუწევდათ ღამის გათენება. თათა ფიქრობდა,რომ სწორედ ახლა იწყებოდა მათი ურთიერთობის გამოცდა, რასაც მოუთმენლად ელოდებოდა. აინტერესებდა,რამდენად ძლიერი იყო მათი სიყვარული. თავის გრძნობაში ისე იყო დარწმუნებული,როგორც სხვა არაფერში. მას სიგიჟემდე უყვარდა ლევანი და თავის გრძნობას ეჭვის ქვეშ არც კი აყენებდა,მაგრამ უნდოდა ლევანის გრძნობებშიც ბოლომდე დარწმუნებულიყო თუ რამდენად მყარი იყო. ლევანი უხასიათოდ დაბრუნდა სახლში. დივანზე ჩამოჯდა და თავი საზურგეს მიადო. -მოიწყინე რომეო?-კატო შემოვიდა და გახუმრება სცადა.ლევანს არაფერი უპასუხია უბრალოდ ჭერზე ჰქონდა თვალები გაშტერებული -სასწაულის მომსწრე ვარ!ჩემი ძმა თათას წასვლას განიცდის-ხელები ზემოთ აღმართა და გაიცინა -საერთოდ არ მეცინება კატო- იკადრა პასუხის დაბრუნება ლევანმა -გეტყობა-ენა გამოუყო და გვერდით მიუჯდა-კარგი,რა მოხდა მერე,სხვა პლანეტაზე ხომ არ წასულა,აქვე,ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ყოველდღე შეგვიძლია ვნახოთ-ანუგეშა კატომ -ვიცი,მაგრამ სულ სხვა იყო სახლში მოსულს აქ რომ მხვდებოდა -ნუ,ოდესმე წავიდოდა,ეგ ხომ ყველამ ვიცოდით,უბრალოდ დროის საკითხი იყო-მხრები აიჩეჩა-მეც ძალიან მომწონდა მასთან ერთად ცხოვრება,მაგრამ მისი მესმის,დედამისს ახლა ძალიან სჭირდება-უთანაგრძნო თათას -მეც მჭირდება!-პატარა ბავშვივით გამოუვიდა ლევანს.კატოს გაეცინა - მერე მოიყვანე ცოლად და სულ შენთან იქნება-მხრები აიჩეჩა კატომ -ჯერ ადრეა ეგ, მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ვხვდებით-მისი შეთავაზებით გაკვირვებულმა მიუგო -დროს რა მნიშვნელობა აქვს,როცა გიყვართ ერთმანეთი -აქვს კატო,ნაჩქარევი არაფერი ვარგა -შენ და ეკა რომ იყავით 2 წელი შეყვარებულები რა? -ხოდა 2 წელიც რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ოჯახის შესაქმნელად,რამდენიმე თვე იქნება საკმარისი კატო? -შენ და ეკას არ გეწერათ ოჯახის შექმნა და იმიტომ არ დაოჯახდით -მარტივად უყურებ -არანაირად, თუ გიყვარს,მასთან გინდა ყოფნა,ვერ ხვდები რატომ უნდა წელო წლები ურთიერთობა -მაგრამ არც რამდენიმე თვეში უნდა მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თანაც,ამაზე არასდროს გვილაპარაკია მე და თათას -თუ იდეას არ წამოაყენებ,ვერც ვერასდროს ილაპარაკებთ-მკვახედ მიუგო კატომ-ლევან,თათა გიყვარს?-მერე პირდაპირ ჰკითხა -რა კითხვებით ხარ კატო?-წარბი აუწია -მართლა მაინტერესებს. ოდესმე შენთვის მაინც დაფიქრებულხარ მასთან ოჯახის შექმნაზე? არ გიფიქრიათ თქვენს საერთო მომავალზე?ამას იმიტომ გეკითხები,რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია,როცა გიყვარს,მასთან აკავშირებ მომავალს და ფიქრის დონეზე მაინც განიხილავ. ლევანს არაფერი უპასუხია.კატომ მიზანში მოარტყა. რაც თათას ხვდება,ერთხელაც კი არ უფიქრია მათ საერთო ოჯახზე. ალბათ იმის ბრალი იყო,ერთად რომ ცხოვობდნენ,როგორც ოჯახი და დიდად ამაზე ფიქრის საჭიროებას ვერ ხედავდა,თანაც ურთიერთობის საწყის ეტპზე იყვნენ და ასეთ მნიშვნელოვან რამეზე ფიქრს ნაადრევად მიიჩნევდა. ცოტა ხანი და-ძმა ჩუმად იჯდა -მე არ მინდა თათას გული ატკინო- მერე სიჩუმე კატომ დაარღვია-კარგად დაფიქრდი რა გინდა და ისე გადაწყვიტე აპირებ თუ არა თათასთან მომავლის დაკავშირებას. მე არ მინდა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი შენს გამო დაიტანჯოს- მტკიცედ უთხრა კატომ -კატო,რას მეფილოსოფოსები ამ საღამოს? მე და თათა მშვენივრად ვართ ერთად და თუ რამე პრობლემა გვექნება,ერთად მოვაგვარებთ -იმედია ლევან,იმედია მასე იქნება- უთხრა, მერე ფეხზე წამოდგა და ძმა მარტო დატოვა მისაღებში. მაპატიეთ, ამდენი ხანი რომ ვერ დავდე, მართლა ვერ მოვახერხე <3 აბა,შემიფასეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.