შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (18 თავი)


9-03-2020, 22:27
ავტორი nia_93
ნანახია 2 035

ერთი კვირა გავიდა,რაც თათა კატოს სახლიდან წავიდა და ერთი კვირაა რაც ლევანი არ უნახავს. მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. თათა დროის უმეტეს ნაწილს დედამისთან ატარებდა. ჯერ ერთი,რომ ეშინოდა კახა ისევ არ მისულიყო მასთან და დედამისი ამ დროს მარტო ყოფილიყო.სამსახურიდან ეგრევე სახლში მიდიოდა.თეაც ცოტა მობრუნდა თათასკენ. ისე დაიწყეს ურთიერთობა,როგორც აქამდე არ ჰქონიათ. ერთად საუზმობდნენ და ვახშმობდნენ,საღამოობით ტელევიზორს უყურებდნენ,გადაცემებს და ფილმებს განიხილავდნენ.თათა უჩვეულოდ გრძნობდა დედამისთან თავს,ასეთი თეა არასდროს ახსოვდა მას. დედასთან ურთიერთობას მონატრებული თათა კი ამ შანსს ხელიდან არ უშვებდა და ცდილობდა მეტი დრო დაეთმო დედამისისთვის.

2 კვირა რომ გავიდა და ისევ ვერ შეხვდნენ,ლევანს ნერვები მოეშალა.

-დღეს რა დროს ამთავრებ თათა?-მოუთმენლად ჰკითხა

-დღეს ბევრი საქმე არ მაქვს და დროულად გამოვალ

-დამელოდე,გამოგივლი და უჩემოდ არ წახვიდე-უთხრა და თათასგან დადებითი პასუხი რომ მოისმინა ტელეფონი გათიშა.

შვიდის 5 წუთი იყო თათა რომ ოფისიდან გამოვიდა, ლევანი უკვე ადგილზე იყო. თათა მალევე ჩაჯდა მანქანაში და ერთმანეთს ისე მოეხვივნენ,თითქოს მთელი წელი არ ენახათ ერთმანეთი.

-საერთოდ არ მოგენატრე ხო?-უთხრა ლევანმა და ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე,თათას პეპლებმა ფრენა დაიწყეს მუცელში. სულ ასე ემართებოდა,როცა ლევანი კოცნიდა.

-როგორ არ მომენატრე-ლევანს რომ მოშორდა,სახეზე მოეფერა

-ასე რომ იყოს,როგორმე მოახერხებდი ჩემს ნახვას-საყვედურნარევი ტონით მიმართა და მანქანა დაძრა

-რომ შემძლებოდა გნახავდი. მართლა არ მქონდა ისეთი სიტუაცია

-სად გავიდეთ? ხომ გშია?-თემა შეცვალა ლევანმა

-დღეს ვერა რა, დედაჩემს შევპირდი ერთად ვივახშმოთ მეთქი,უკვე მზად აქვს და მელოდება

-კაი? არადა მეგონა სადმე გავიდოდით-ხასიათი გაუფუჭდა

-ისე დაიჟინე გამოგივლიო,უარი აღარ გითხარი-მხრები აიჩეჩა-შენც ამოდი ჩემთან-შესთავაზა ლევანს

-არა,რა ამოვიდე

-რატომ? თან გაგაცნობდი დედაჩემს

-დღეს არა, სხვა დროს იყოს

-კარგი,როგორც გინდა- ცოტათი ეწყინა,ლევანმა პირდაპირ უარი რომ უთხრა

-ჩვენ როდის შევძლებთ ცოტა მეტი დროის გატარებას ერთად?- უთხრა,როცა მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა

-შაბათს კატოსთან გამოვალ და გნახავ

-კატოსთან არა თათა,ჩემთან გამოხვალ!-ისეთი ტონით უთხრა ,თათას გაეცინა

-კატოც გამებუტა ამდენ ხანს რომ ვერ ვნახე,ხოდა შევპირდი გამოგივლითქო

-ნახე რა, კატოს ეგრევე პირობა მისცა და მე დამადო-ნაწყენმა თავი გვერდზე გააბრუნა

-ლევან,რას ბავშვობ ახლა, შაბათს მოვალ და ორივეს გნახავთ, მერე თუ გინდა სადმე გავიდეთ მე და შენ-თავისი ჭკუით მოაგვარა სიტუაცია

-ასე ,,ბარემ მოვალ და მოვისტუმროთ ერთად ყოფნა’’, არ მინდა-უკმაყოფილო იყო ლევანი

-კარგი,მაშინ მოდი,კვირას შენ დაგითმობ, გაწყობს?-გაუღიმა თათამ

-ეგ უკვე სხვა თემაა-ლევანსაც გაეღიმა

-კარგი,წავედი და შაბათს გნახავ

-და კოცნა?-გაკვირვებულმა მიაძახა ლევანმა,თათას,რომელიც მანქანიდან ისე გადადიოდა.თათას გაეცინა. ახლოს მივიდა,მაგრად აკოცა და მანქანიდან გადავიდა. ლევანმაც მალევე დაძრა მანქანა და თათას სადარბაზოდან გაუჩინარდა.

თათა სახლში რომ შევიდა,სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა. როგორც ჩანს დედამისს წვნიანის მომზადებაც გადაუწყვეტია

-რა სუნებია?-ყნოსვით შევიდა სამზარეულოში

-ქათმის წვნიანს ვაკეთებ,ხომ შეჭამ?-გაუღიმა თეამ

-უფ,კი,დიდი ხანია წვნიანი არ მიჭამია-ხელი მუცელზე მიიდო. მერე სააბაზანოში გავიდა ხელების დასაბანად.

თეამ და თათამ ივახშმეს,მაგიდა ერთად აალაგეს და მერე მისაღებში გავიდნენ

-თათა,კვირას ნანა გვეპატიჟება წყნეთში. მითხრა ამოდი და თათაც ამოიყვანეო და ხომ წამოხვალ?-ინტერესით მიაჩერდა თათას

-ამ კვირას?

-ხო, რამე გეგმები გაქვს?

-კი,მქონდა დაგეგმილი სადღაც გასვლა-ჩაფიქრდა თათა

-მნიშვნელოვანია? ვერ გადადებ?

-არამგონია, ვერ გადავდებ

-ნანას შვილი ჩამოვიდა იტალიდან და უნდა რომ გაგაცნოს,ძალიან მთხოვა მისვლა,ჩვენს დასახვედრად უკვე დაწყებული აქვს მზადება

-რაღა ამ კვირას მოუნდა-დაიწუწუნა თათამ-მე ალბათ ვერ წამოვალ

-თათა,გთხოვ,თუ ისეთი რამეა,რისი გადადებაც შეიძლება,იქნებ გადადო, არ მინდა ნანას ვაწყენინო,თან გაგა 2 კვირაში ბრუნდება უკან

-გაგა ვინაა?

-ნანას შვილი,ვინ იქნება-ეს რა მკითხე მზერით უპასუხა თეამ

-და რა აუცილებელია მისი შვილის გაცნობა-მხრები აიჩეჩა

-თათა...

-არ ვიცი დედა,ვნახოთ,ვერ დაგპირდები-თავი გააქნია თათამ,თეამ უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები.იმდენი ეწუწუნა თათას ტვინი გაუბურღა.

შაბათს კატოსთან გავიდა,რომელმაც მისალმების მაგივრად ლანძღვა დაუწყო ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდა

-ერთი თვეც არ გასულა,რას დამაყარე ერთიანად-გაუცინა თათამ და მისაღებში შევიდა. კარის ხმაზე ლევანი გამოვიდა საძინებლიდან და თათას დანახვისას სახე გაებადრა,მისკენ წავიდა,ჩაეხუტა და აკოცა

-18+ ოთახში გააგრძელეთ, რაებს მაყურებინებთ-ვითომ გაბრაზებულმა უთხრა კატომ და მერე გაცინა ლევანმა რომ თმები აუჩეჩა.

მისაღებში დასხდნენ.ლევანმა თათა გვერდით მოისვა,კატო მათ წინ დაჯდა.

-შენს გარეშე მოვიწყინეთ-დაიწყო კატომ და ლევანს გახედა

-მეც მომენატრეთ

-არაფერი გეტყობოდა-მაინც ვერ მოისვენა ლევანმა

-ლევან...

-ორშაბათს ძალით შევხვდი ფაქტობრივად.არ აპირებდა ჩემს ნახვას

-ლევან,რატომ არ გინდა გამიგო? ამ პერიოდს დედაჩემთან ვატარებდი, მას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდები. მისი სახლში მარტო დიდხანს დატოვება მეშინია, არ მინდა კახა მოვიდეს და იმ დროს ის მარტო იყოს,თანაც დედაჩემი ისეთი შეცვლილია,ისე იქცევა ჩემთან,როგორც სულ მინდოდა რომ ყოფილიყო-ამაზე თავი ჩახარა თათამ-არ შემიძლია ეს შანსი ხელიდან გავუშვა. რაც ამ ორი კვირის განმავლობაში გვქონდა,ისეთი დედაშვილური ურთიერთობა არასდროს არ გვქონია,ხოდა ამ მომენტებს ვერ ვტოვებ...-ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაილაპარაკა

-კარგი,მაპატიე თათა-ლევანი მოეხვია-შენ უკეთ იცი. ცოტა ხანი არც ერთს ხმა არ მოაუღია. კატომ საერთოდ არ იცოდა რა უნდა ეთქვა და გაჩუმება გადაწყვიტა. მერე ამ უხერხული მომენტიდან თავის დასაძვრენად,სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად.
ლევანი და თათა ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ

-გეწყინა?-ჰკითხა ლევანმა

-არა, უბრალოდ მინდა გამიგო,ხშირად რომ ვერ გნახულობ. გგონია მე არ მინდა?

-კარგი, ბოდიში,ხო?-თბილად ჰკითხა-უბრალოდ რაც ერთად ვართ, ამდენი ხანი ერთმანეთისგან შორს არ ვყოფილვართ და ცოტა უცხოა

-აწი სულ ასე მოგვიწევს ლევან. ყოველდღე ვეღარ მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას-მოწყენილმა უთხრა

-კარგი,როცა შევძლებთ მაშინ ვნახავთ-თმაზე მიეფერა-ხვალ სად გავიდეთ?-ჰკითხა ისე,მისი თმისთვის ხელი არ მოუშორებია,ისევ ეფერებოდა

-აუ,ლევან...-არ იცოდა რა ფორმით ეთქვა- ხვალინდელი შეხვედრა რომ გადავდოთ ძალიან გეწყინება?-მერე პირდაპირ თქმა გადაწყვიტა და დამნაშავე თვალებით შეხედა

-რატომ?-ლევანმა თათას თმებს ხელი შეუშვა და ინტერესით ჩაეკითხა

-დედაჩემის დაქალი გვეპატიჟება წყნეთში, უნდა რომ მეც აუცილებლად მივიდე და ასე გადაჭრით უარის თქმა არ შემიძლია-ლევანმა ამოიოხრა

-ა, ისევ დაიწყო-ღრმად ამოისუთქა-შენ რომ ისევ ნაჩხუბარი ყოფილიყავი დედაშენთან,ხომ ვერ წახვიდოდი?-ცოტა ირონიულად მიუგო ლევანმა.თათას სახე შეეცვალა,არ მოეწონა ეს ტონი

-რომ ვყოფილიყავით ვერ წავიდოდით და დედაჩემიც რამეს მოიმიზეზებდა და უარს ეტყოდა,მაგრამ ახლა ხომ არ ვართ ნაჩხუბრები?-ნაწყენმა მიუგო

-შენ უკვე უთხარი რომ მიდიხარ?

-გადაჭრით არაფერი მითქვამს,ვუთხარი რომ ზუსტად არ ვიცოდი

-გადაჭრით არა ვერ უთხარი ხომ?

-ლევან,რატომ მიძაბავ ასეთ მომენტებში, რა უაზრობაზე ვკამათობთ ხვდები?-ლამის ამოიტირა შეწუხებულმა თათამ

-ყველაფერი მესმის თათა,მაგრამ ხვალინდელი დღე ხომ უკვე დავგეგმეთ მე და შენ? არ შეგეძლო პირდაპირ უარი გეთქვა დედაშენისთვის?

-არაა მასე...

-მაინც ვერ ვხვდები რა აუცილებელია შენი, დედაშენის დაქალთან წასვლა-მხრები აიჩეჩა ლევანმა

-მისი შვილი უნდა რომ გამაცნოს,რომელიც მხოლოდ 2 კვირითაა საქართველოში ჩამოსული

-ნუ მაშინ, სერიოზული მიზეზი ყოფილა-ირონიული ტონი არ მოუშორებია

-ლევან..

-მისი შვილი გოგოა?-მერე ინტერესით ჩაეკითხა

-ბიჭი. რატომ,რამე მნიშვნელობა აქვს?

-ნეტავ რატომ უნდა დედაშენის დაქალს მისი ბიჭი გაგაცნოს, რა საინტერესოა?-სარკაზმით უთხრა და გაეცინა

-მე რა ვიცი...-მხრები აიჩეჩა-აუ.. კაი??-მერე მიხვდა რაც იგულისხმა ლევანმა-შენ გგონია რომ...

-კი არ მგონია,დარწმუნებული ვარ-გადაჭრით უთხრა ლევანმა,ისე რომ თათას სიტყვის თქმა ბოლომდე არ დააცალა

-სისულელეა, ასეთი რამეები დღეს არ ხდება-თავი გააქნია,რა აფსურდიაო

-კარგი, გეგონოს-მოკლედ მოუჭრა ლევანმა- მე ახლა უნდა დაგტოვოთ, ნიკა უნდა ვნახო, მასთან ხვალ მქონდა გეგმები,მაგრამ რადგან შენ უნდა შეგხვედროდი,დღეს გადმოვწიე-ეტყობოდა ლევანს,რომ ისევ ნაწყენი იყო. თათას გულზე მოხვდა მისი სიტყვები

-ლევან..

-წავედი,იმედია ერთი თვის მერე არ გნახავ-მკვახედ მიუგო და თათა სამზარეულოდან ახლადგამოსულ კატოსთან ერთად დატოვა,რომელიც გაკვირვებული იყურებოდა,ვერ გაეგო რა მოხდა.

თათამ მოკლედ აუხსნა,რაზეც გაჭედა ლევანმა. კატომ დაამშვიდა გადაუვლისო. მერე დიდხანს ილაპარაკეს და გვიანი იყო,თათა რომ სახლში წავიდა.

მეორე დილით, ადრე გავიდნენ სახლიდან.ტორტი და რაღაც სასმელები იყიდეს და წყნეთისკენ დაადგნენ გზას.

ნანა დიდი მოწიწებით შეხვდა თავის დაქალს.თათასაც ისე თბილად გადაეხვია,რამხელა და რა ლამაზი გაზრდილხარო.
სახლში შეიპატიჟა.
ნანა და თეამ იმდენი ილაპარაკეს,მგონი მთელი წლის ამბები ერთიანად მოყვნენ. თათა უხერხულად იჯდა,აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
მერე გაგაც გამოჩნდა.
საშუალოზე მაღალი, წაბლისფერთმიანი,მწვანეთვალება და საკმაოდ სიმპათიური გაგა.
სტუმრებს ღიმილით მიესალმა.ნანამ გააცნო ორივე.გაგამაც ორივეს ხელი ჩამოართვა და სასიამოვნოაო გაუღიმა. თათაზე მზერა ცოტათი მეტ ხანს შეაჩერა- პირველი შეხედვით ვიზუალით აღფრთოვანდა,თათა ხომ მართლა ძალიან ლამაზი იყო.
თათასაც პირველი შთაბეჭდილება ცუდი არ დარჩენია გაგაზე. რაღაც დადებითი აურა მოდიოდა ამ ბიჭისგან.
ნანამ სუფრასთან მიიპატიჟა სტუმრები.მათთვის საგულდაგულოდ მომზადებულა და გაუშლია სუფრა.
გემრიელად დაიწყეს სადილი. შუა ჭამაში იყვნენ,ნანა მისთვის საინტრესო თემას რომ მიადგა

-თათა,შვილო, ასეთი ლამაზი და კარგი გოგო ხარ და გათხოვებას არ აპირებ?-ისე პირდაპირ მიახალა,თათს ლუკმა გაეჩხირა

-ჯერ არა-ლუკმა ძლივს გადაყლაპა და ეცადა თავაზიანად ეპასუხა,მერე გაზიანი სასმელი მოსვა უხერხულობის მოსახსნელად

-რატომ კაცო,შეყვარებული არ გყავს?-ვითომ შეიცხადა,არადა ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად აინტერესებდა. თათამ ჩაახველა

-კი,მყავს- მანაც პირდაპირ მიახალა პასუხი და თეამ და ნანამ ორივემ გაკვირვებულებმა შეხედეს.თეამ არ იცოდა მისი შვილის სასიყვარულო ამბების შესახებ

-აბა როგორ იქნებოდა,შენისთანა გოგოს მარტო ვინ დატოვებდა- ეცადა ხმაზე არ დატყობოდა,უკმაყოფილო რომ იყო თათას პასუხით და ძალით გაღიმებულმა უთხრა
ნანას თათა ძალიან მოსწონდა და ცდილობდა მისი შვილისთვის გაერიგებინა. რა თქმა უნდა ხმამაღლა არ აცხადებდა ამას არავისთან და ფარულად ჰქონდა განზრახული,მათი შეკრებაც ამ მიზანს ემსახურებოდა,იქნებ ახალგაზრდებს მოსწონებოდათ ერთმანეთი. თავისი გაგაც ხომ ძალიან სიმათიური იყო და ერთ-ერთ პერსპექტიულ სასიძოდ განიხილავდა.თანაც უნდოდა მისი შვილი სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა. გოგოს გაცნობით კი იქნებ მოესურვებინა და დაბრუნებულიყო. თან,ზუსტად იცოდა,თათა მის გემოვნებაში ჯდებოდა.

გაგას დედამისის სიტყვებზე გაეცინა. მიუხვდა ჩანაფიქრს და თათას ღიმილით თვალი ჩაუკრა.თათაც მიხვდა,რომ გაგაც მიხვდა.მასაც გაეღიმა. ორივემ გაფაქტეს ნანა,მაგრამ არ შეიმჩნიეს.

მერე ნანამ თეა ცალკე გაიყვანა,სალაპარაკო მაქვსო და ახალგაზრდები მარტო დატოვეს

-აქ რომ დაგინახე,ეგრევე მივხვდი დედაჩემის განზრახვას-ღიმილით დაიწყო გაგამ საუბარი

-მე კიდევ,ბოლო წუთამდე არ მინდოდა ამისი დაჯერება-თათამაც გაუღიმა

-შენი პასუხი გაუტყდა-გაეცინა გაგას

-ხო,შევატყვე მეც.,

-მართლა ძალიან ლამაზი ხარ და ვეთანხმები დედაჩემს-თვალი თვალში გაუყარა გაგამ.თათა გაწითლდა და თავი უხერხულად იგრძნო,ლაპარაკის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა

-მადლობა

-მგონია,რომ შენი შეყვარებული ძალიან იღბლიანია-ისე ელაპარაკებოდა,მზერას არ აშორებდა.თათა თავს უხერხულად გრძნობდა და ვერც ის მოეხერხებინა თავი როგორ დაეძვრინა.

-არ დაგიმალავ და როგორც კი დაგინახე,მაშინვე აღვფრთოვანდი შენი სილამაზით, მაგრამ რა წამსაც გავიგე რომ შეყვარებული გყავს,იმ წამსვე გაგფილტრე,რომ ზედემტად არ მომოწონებოდი-სიცილით უთხრა გაგამ,ბოლო ფრაზაზე თათასაც გაეცინა. გაგა ძალიან უშუალო პიროვნება იყო, პირდაპირ ამბობდა,რასაც ფიქრობდა.

ცოტა ხანი კიდევ ისაუბრეს და მერე დედებიც გამოჩდნენ.
ნანას წყალში ჩაეყარა გაგას და თათას ამბავი,არადა თათა თავისუფალი რომ ყოფილიყო,ზუსტად იცოდა, რომ გაგას ის მოეწონებოდა.

გამორიცხული იყო,გაგა თათათი არ აღფრთოვანებულიყო. მაგრამ,გეგმები ჩაეშალა.
გვიან წამოვიდნენ წყნეთიდან. თათა დილით სამსახურში იყო წასასვლელი,ამიტომ ნანას დაჟინებულ თხოვნაზე ,მათთან დარჩენილიყვნენ,თავაზიანი უარი უთხრეს.

-რატომ არ მითხარი შეყვარებული თუ გყავდა?-გზაში შეეკითხა თეა თათას

-არ გიკითხავს-მხრები აიჩეჩა

-კარგი ბიჭია?-ინტერესით ჩაეკითხა

-კი,ძალიან კარგი ბიჭია-მოკლედ უპასუხა

-გიყვარს?

-ძალიან-მოკლე კითხვებს მოკლედ პასუხობდა

-ვინაა? ვინმე ნაცნობია?

-კატოს ძმაა-მოკლედ მოუჭრა

-შენი კატოსი?-თვალები გაუფართოვდა

-ხო

-როდის მოასწარით ერთმანეთის შეყვარება?

-არ ვიცი,ასე გამოვიდა-მხრები აიჩეჩა.

მეტი არაფერი უითხავს.თეა არ იყო დედების ის კატეგორია,შვილის შეყვარებულს რომ განიცდიან და ზედემტად ეძიებიან,მისთვის ეს ზედაპირული მონაყოლიც საკმარისი აღმოჩნდა.

სახლში რომ მივიდნენ,კატო საძინებელში შევიდა. ფეხსაცმელი გაიძრო და ეგრევე ლევანს დაურეკა. რამდენიმე ზარის მერე უპასუხა

-რას შვები?

-რაღაცას ვბეჭდავდი,შენ რას შვები, მიხვედი სახლში?

-კი, ამ წამს და ეგრევე დაგირეკე- საწოლზე წამოწვა დაღლილი

-კარგი დრო ატარეთ?

-ნორმალური

-და იმ დაქალის შვილი როგორი ბიჭი იყო?-ჰკითხა რაც ძალიან აინტერესებდა

-სხვათაშორის,ძალიან კარგი-ეშმაკურად უთხრა და ჩაეღიმა

-ხოო?რა საინტერესოა-ხასიათი წაუხდა ლევანს

-შენ რას შვებოდი მთელი დღე?

-მთელი დღე სახლში ვიყავი და ვმუშაობდი. შენგან განსხვავებით ლამაზი გოგოების გარემოცვაში არ ვყოფილვარ-თათას გაეცინა

-ძილინებისა მინდოდა მესურვებინა შენთვის.ძალიან დავიღალე-უთხრა და თან დაამთქნარა

-ჰო,მიდი დაისვენე.

-ტკბილი ძილი

-შენც ასევე

-გკოცნი

-მეც-უთხრა და გაუთიშა.

როგორ უნდოდა თათას,ძილის წინ სხვა სიტყვებით დამშვიდებოდა ხოლმე ლევანი,მაგრამ ის არაფრით ამბობდა იმ სიტყვას,რაც თათას სურდა და თათაც ჯიუტად არ ამბობდა არაფერს.
მერე ტელეფონი გვერდზე გადადო,აღარ უნდოდა ამაზე ბევრი ფიქრი. მშვიდად უნდოდა დაეძინა,ზედმეტი ფორიაქის გარეშე. მერე თვალები დახუჭა და ძილის სამყაროში გადაეშვა.



№1 წევრი დარინა

გაგას გამოჩენა მომწონს, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ლევანმა თათას სახით ვინ ყავს გვერდით, კიდევ მინდა რომ უფრო მეტად იეჭვიანოს, აი სადმე ერთად შეხვდეს გაგას და თათას და ნახოს როგორ უყურებს სხვა კაცი მის გოგოს, მან რომ ნორმალურად არ იცის რა უნდააა.

 


№2 სტუმარი ჰელენ

ისტორიაში არაფერი არ ხდება ლევანის წუწუნის გარდა
ცოტა მოსაბეზრებელია)

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

კარგია ძააან

 


№4 სტუმარი სტუმარი თათუკა

ლევანის წუწუნი კი არა ეს გოგო იქცევა ძალიან არასერიოზულად((
რას ჩაიციკლა ამ სიყვარულზე, თუ არ ნახა ეს ბიჭი როდის უნდა შეუყვარდეს იმასაც

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

კარგია, ველოდებით როდის მიხვდება ლევანი რომ თათა უყვარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent