სისხლისფერი მთვარე
ყოველთვის მეგონა,რომ სამართლიანობა საბოლოო წერტილს დასვამდა ადამიანთა ცხოვრებაში.გაავლებდა ზღვარს კაცობრიობის უსაზღვრო უწესობასა და სათნოებას შორის.თუმცა ყოველთვის ვერ ან არ ავლებს ამ ხაზს.შესაძლოა იმიტომ, რომ შევძლოთ გარჩევა და ბურუსის გაფანტვა.ვინ იცის რატომ ტოვებს ამოუხსნელს,გაუხსნელს ზოგიერთ კარს.ალბათ იმიტომ რომ გვიჩვენოს,ყოველთვის ყველაფერს ვერ გავხსნით.ვერ მივიღებთ საწადელს და ამ დაუოკებელ ზღვაში მოვგიწევს ცურვა,არც ჩაძირვა და არც ნაპირზე გამოსვლა. სექტემბრის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.გარეთ მზიანი და უხმაური ამინდი.რამდენიმე დღის წინ მეგობარმა რაღაც შეკრებაზე წასვა შემომთავაზა.საინტერესო ამბების,ისტორიების საღამოზე.მისმა თავდაჯერებულმა საუბარმა დამიყოლია და თანხმობაც განვუცხადე.შეკრების ადგილი თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა.მაგიდებზე რომელსაც წითელი ბარხატის გადასაფარებელი ქონდა გადაფარებული შანდლები ეწყო.დაბალი შუქი მხოლოდ სილუეტებს აჩენდა.ოფიციანტმა ჭიქა შემივსო და უხმაუროდ გავიდა კაბინიდან.ყველა ყველას ელოდებოდა პირველი ვინ დაიწყებდა საუბარს.მე უკან ვიჯექი და თითქმის არ ვჩანდი.მაგრამ კარგად ვუყურებდი ყველაფერს.შუა ადგილას მჯდომი წამოდგა,გაიმართა,ჩაახველა და პირველი სიტყვა ცოტა მორიდებით თქვა:აქ ყველა რაღაცის ან მოსასმენადაა ან მოსაყოლად.თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისთვის უცნობი ვართ რაც აადვილებს საუბარს.არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა ჩემი ისტორია.ჯერ არსად არ მომიყოლია.თუმცა დიდი სურვილი მქონდა ვინმეს ჩემთვის მოესმინა-ამ დროს სახეზე ღიმილი დაეტყო-მაგრამ დღეს აქ ვარ და ერთის მაგივრად 15 კაცს ვუყვები.ეს ცოტა მაღელვებს და სასიამოვნოდ მაფორიაქებს-მარჯვენა ხელით თმა გადაიწია და პიჯაკი გაისწორა.-ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ თხრობაზე გადავალ. ყველაფერი საკმაოდ დდი ხნის წინ დაიწყო.მაშინ როცა მე,თქვენმა მონა მორჩლა ფეხის სწავლა დავიწყე.ფეხებში მამას,დედას,ბებიას და ძაღლსაც კი ვედებოდი.მამის სიტყვები- დაჯექი,ხომ ხედავ,მაინც ვერ დგები ფეხზე.ჯობს დაჯდე სანამ რამე გიტკენია-ყურში ცუდად მხვდებოდა,მაგრამ დიდ სტიმულს მაძლევდა.და მაშინ როცა პირველად გავიარა ძაღლის მეტს არავის შეუმჩნევია,ერთი შეყეფა და ორ ფეხზე დადგა,მამას დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს.ის სულ საქმეში იყო თავჩარგული და მუდამ ფულზე საუბრობდა.სახლში თითქმის ყოველ საღამოს ახალი მიზეზით სუფრა იშლებოდა,ან მიზეზიც არ ჭირდებოდა მის გარეშეც მშვენივრად ილხენდნენ.გარეთ მუსიკის,სიცილის თბილი ხმები გადიოდა.ვერ იტყოდი ჩვენს ოჯახზე ცუდს.ყველა კარაგად გვახასიათებდა.გარეთა ფასადი როგორც ყოველთვის კარგი ჩანს,კედლები საგულდაგულოდ ფარავდნენ იმას რაც არცეთ ოჯახის წევრს არ სურდა გარეთ გასულიყო.ოჯახში ერთი ვაჟი ზუსტადაც რომ მე ვიყავი.ბებო ჩემზე ყველაზე მეტს ზრუნავდა.გასაოცრად ვუყვარდი.დედამიწის ზურგზე ,ალბათ, ერთადერთს.მისი ორი შვილი,მამაჩემი და ბიძაჩემი ერთმანეთისგან ცა და დედამისწასავით განსხვავდებოდნენ.თუმცა ოჯახში სასმელი,მოლხენა თაობიდან თაობას გადაეცემოდა,მამაჩემი ხალისიანი,ცოტა შარიანი,მღელვარე მდინარის ხასიათის გახლდათ.ამ ხასიათს მახვევდა თავზე. უხეშად ხელს მომკიდებდა,დამანახებდა ქუჩაში მობორიალე, ჭუჭყიან, გაბურძგნულ, მთვრალ აყლაყუდაას და მეტყოდა-ან ცხოვრებაში პირველი იქნები ან ასეთი მაჩანჩალა.საშილად მტკიოდა მისი მარწუხებივით მოჭერილი ხელები.უსაზღვრო ბრაზს ვგრძნობდი მის მიმართ.მაგრამ თვალები მაინც ცრემლებით მევსებოდა.მიგდებულ ლეკვს უფრო ვგავდი მის თვალში ვიდრე შვილს.მისი მოთხოვნით მაღალი წრის სკოლაში შემიყვანეს.ათასი ლანდად მოსიარულე ბავშვებით რომ იყო სავსე.თავიდან, ვაღიარებ, გულს მირევდა მათი შენელებული კადრების სახეები.პირველად „მისი“ მოკვლის სურვილი დედამ გამიღვიძა.როცა იმდენად დიდი ზიზღით ახსენებდა მას ჩემთან რომ ეს მეც შევიგრძენი.ფაქტია დედას მამა ეზიზღებოდა და ამას ჩემთან არ მალავდა მხოლოდ.ამის მერე გამიმძაფრდა ეგრედ წოდებული ყნოსვა და დედის ზიზღს მზერაშიც კი ვგრძნობდი.ვხედავდი როგორ უჭირდა ამ დიდი მატლის გვერდით სუნთქვა.ის უზადო ქალი იყო.თავშეკავებული,ჩუმი,სიარულიც კი უხმო ქონდა.მის გვერდით კი დამფრხალი კატასავით იქცეოდა.ზომავდა ყოველ ნათქვამს.სამაგიეროდ სხვებთან ბასრ სიტყვებს იყენებდა.ვგრნობდი როგორ იზრდებოდა ამოუხსნელი რაღაც ჩემში.თითქოს ივსებოდა,ყოველი უჯრედი იჟღინთებოდა ამ უცნაურით,არ ვიცი დიფუზიით გადადიოდა ერთიდან მეორეში.მე მიუხედავად ამ ყველაფრისა მორჩილი ბავშვის როლს კარგად ვირგებდი.მართალია ბებო ჩემი ქომაგი იყო მაგრამ,ისიც ერიდებოდა ჯერ მამაჩემს შემდეგ კი დედაჩემსაც.ვამჩნევდი დედაც მამას ემსგავსებოდა,თითქოს რაღაც სენი შეეყარაო.ნამდვილად უნდა მეღონა რაღაც და ეს შემეჩერებინა,ამაში კი ჩემი მე დამეხმარებოდა.-ის დაიხარა და ჭიქა ვისკი მოსვა.ყველა დაძაბული ვუსმენდით.ისეთი შეგრძნება მქონდა რაღაცას უნდა ეფეთქა.-დარწმუნებული ვარ დედაჩემსაც მილიონჯერ ქონდა წარმოდგენილი მისი მკვლელობა.მაგრამ მთელი მიზეზების გამო ვერ იზამდა ამას.პირველი კი საქორწინო კონტრაქტი იყო.ამას საკუთარი ხელით ვერ იზამდა და ეს შესანიშნავად იცოდა.ეს მეც მშვენივრად ვიცი უკვე. -ხელი ხელს გაუსვა და ისევ თხრობა გააგრძელა. -იმასაც ვიაზრებდი რომ ამ დიდ მატლს ისე ვერ მოვკლავდი შესაბამისი ძალა მჭირდებოდა.სასაცილოა არასდროს მოულოცავს დაბადების დღეც კი.შენ რა ფული უნდა მოიტანო-ცინიკურად მიმეორებდა,უსარგებლო ნაწილების გროვა ხარ.-ამ დროს ყურთან ხელი მიიტანა და რამდენჯერმე წრიულად დაატრიალა.ვხედავდი რომ მასში იმ ზიზღის ქარცეცხლი არ ჩამქრალიყო,სულს ისევ უწვავდა.პოზა შევიცვალე,ხელი ნიკაპს დავაყრდენი და მოსმენა ისევ განვაგრძე.-მთელი 25 წელი ერთი და იგივე სიტყვები მესმოდა,მინდოდა პირი ამოქოლოდა რადგან არ ესაუბრა.მოჩვენებითი სიმშვიდე საქმეს მიიოლებდა.ჯერ შესაბამისი დრო და წუთი არ იყო დამდგარი.დედა იმ მტაცებელს გავდა,რომელიც ჩასაფრებული ხელსაყრელ დროს ეძებს.არც თვითონ იყო უქმად.დღითი დღე სახლიდან,რომელიც ყველაფრის სავსე იყო ქრებოდა ნივთები. ერთხელ ჩემი თვალითვე დავინახე,ლარკანს როგორ იღებდა .ვკითხე კიდეც და ისეთი სიამაყით,თავდაჯერებულობითა და ცინიკური ღიმილით შემომხედა თქმაც კი არაფრის დაჭირდა.ადგილზე გავშრი და ვუყურებდი დიდ გრძელ დერეფანს როდის გაივლიდა.თქვენ გგონიათ ამას ბებო ვერ ამჩნევდა? ძალიან ცდებით,არა არა...ზუსტადაც რომ ხედავდა და ხმას არ იღებდა.ყველა თავის ტყავზე ფიქრობდა.მე კიდევ ამას იმიტომ არ ვამბობდი რომ მამა მეზიზღებოდა,რომ დავუფიქრდეთ არც დედა მიყვარდა.ვინ? ქალი რომელიც,ძარცვავდა საკუთარ სახლს? ესეთი დედა ვინმეს გეყვარებოდათ? -ამ რიტორიკული კითხვით თვალი მოავლო მსმენელებს და სასურველი სიჩუმის მიღების მერე თხრობა განაგრძო. -არც მე...სახლში მძიმე ჰაერი იყო.რაც მხუთავდა.ეს ძაღლიც კი აღაც მომდიოდა თვალში.ვირთხის წამალი ცოტა ბევრი მომივიდა მის საჭმელში და უფრო საშინლად დაიტანჯა ვიდრე ამას ველოდი. -ხელებზე ისე დაიხედა თითქოს რაღაც ეცხოო და თითით წაშორებას ცდილობდა.ვხედავდი რაოდენ დიდი გზა გაევლო მის სულს ამ მდგომარეობამდე მისასვლელად.მეცოდებდა უკვე რადგან მასში დამახინჯებულ სულს უფრო ვხედავდი ვიდრე უმოწყალო მკვლელს. -თუმცა ეს მკვლელობად არ ითვლება.ერთხელ ჩემდა საბედნიეროდ მამამ დანაშაულზე წაასწრო დედა.ჰაჰა..იცით როგორი ორომტრიალი ატყდა? ვერც კი წარმოიდგენთ..დედა ხელის ერთი მოქნევით ძირს მიაგო ზედ დაადგო დიდი ორნამენტებიანი ზარდახშა.დავინახე ძლივს როგორ ადგა დედა და ოთახისკენ გალასლასდა.ბებო შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს მე კი კუთხეში ვიჯექი.თვალები უელავდა.მაშინ მითხრა პირველად „მოკალი მამაშენი“ და ყველას შვებას მოგვრი,ყველას უშველი.ეს სიტყვები თან განწირული ადამიანის პირიდან ამოდიოდა და თან შურისძიების სურვილით აღვსილის.თითქოს შვებასაც მთხოვდა და თან მწირავდა.მითრევდა მორევში სადაც უკვე თვითონ იყო.თავში გამუდმებული ხმა მკარნახობდა მას დავხმარებოდი და მეორე ხმა მიკრძალავდა ამის გაკეთებას.ტვინი დუღილამდე მიდიოდა და ლამის ამფეთქებოდა.რაღაც ამოუხსნელი უსიამოვნო გრძნობებს მიღვიძებდა.არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ სუნიც კი ამაზრზენი ქონდა. -ისევ კონიაკი მოსვა მთხრობელმა და ღრმად ჩაისუნთქა -ნელ-ნელა ახალი წელი ახლოვდებოდა.სახლში ისეთი ატმოსფერო იყო,თითქოს არაფერი ხდებოდა.ესეც კი აუტანელი იყო,ყველა თვალთმაქცობდა.მთავარი როგორც ჩანს სხვისი თვალით დანახული „ჩვენ“ ვიყავით.წინააღმდეგობა არ გამიწევია როცა სუფრასთან ზრდილობიანად მიმიწვიეს.რა თქმა უნდა ღიმილი ვითომცა ყველაფერს ფარავდა,ეს ფარსი როგორ მაღიზიანებდა.ღვინოს ისე დავეწაფე,როგორც მწყურვალი წყალს.მამამ თავისი საფირმო სიტყვა წარმოთქვა.“დღეგრძელობა და ბედნიერება ჩვენს ბედნიერ ოჯახს“ მე გამეცინა. -ბედნიერს? -რამე არ მოგეწონა?-ცინიკურად და ცივად მკითხა -არა რომელ ბედნიერ ოჯახსთქო ვიკითხე,რა კითხვის უფლებაც არ მაქვს დედამ უშედეგოდ ცადა განემუხტა სიტუაცია -მორჩი უაზრო საუბარს-უფრო ზიზღნარევი ხმით მითხრა ვიდრე სიბრაზით-მე სწრაფად ავდექი და გარეთ გავედი.არ ვიცი როდემდე ვიყავი გარეთ. მაშინ დავიძარი როცა ცივმა ჰაერმა ცოტა დააცხრო ჩემი შინაგანი ცეცხლი.კარი რომ შევაღე ის მარტო იჯდა სუფრასთან,ყველა წასული იყო.თავი აწია შემომხედა და პაუზის მერე მიმიხმო. -დაჯექი-მიმითითა როგორც ჩვეოდა და ჭიქა შემივსო-ვიცი უხეშად გექცეოდი-მისმა ამ სიტყვებმა შემაკრთო თავიდად,არ ვიცი იმიტომ რომ არ ველოდი,ეს სითბოს პირველი გამოვლენა იყო,თუ იმიტომ რომ შემეშნდა ის ზიზღი გაქრებოდა რასაც წლებია მიზრდიდა.-მაგრამ შემომხედა კარგად,უძირო თვალები ქონდა-არასდროს მყვარებიხარ.რადგან ჩემს თავს მახსენებდი,არასდროს მიმიღიხარ შვილად-ამ სიტყვებმა გამყინა,თითქოს ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებდი,როგორ ავდექი დავწვდი დიდ ბასრ საგანს და...ჰო მე ის ჩავიდინე რასაც ათასჯერ ვატრიალებდი საკუთარ ლეშად ქცეულ გონებაში.ხელზე სისხლის შადრენავმა იფეთქა და სახეში შემესხმა.ცივად გავუშვი ხელი უკან სავარძელს ძლივს ავუარე გვერდი და გარეთ გავვარდი.მივრბოდი და არ ვიცოდი სად.მთელი სახით თოვლში ჩავეგე.სისხლს ვიშორებდი.ტუჩზე შერჩენილი სისხლის წვეთის გემო ვიგრძენი.და იცით მომეწონა... -მთხრობელმა ამოისუნთქა.-საქმე ჩაიჩქმალა.მე თავისუფალი ვიყავი-და გაშალა ხელები თავი კი უკან გადააგდო წრე შემოხაზა და უცნაური ღიმილით გაეპო ბაგე.-არავინ ხელს არ მადებდა.იმ წელს ზღვაზე პირველად წავედი.შესანიშვნავი იყო ლურჯი მოძრავი წყლის დანახვა.მეგონა ამ შესრულებული სამსახურით ჩემი ზიზღიც დასრულდებოდა და თავშიც ხმები გაქრებოდა.მაგრამ შევცდი.დღეს სანამ აქ მოვიდოდი-თავი დაგვიკრა დამსწრეებს-წინ ქალი მიდიოდა.ისეთი უზადო,ისეთი ჩუმი ნაბიჯების მქონე როგორც დედა.ამან ისე მიმიზიდა,როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას.ქალს გავყევი.შესანიშნავი მანევრით თავშალს ხელი გავკარი და ძირს დავარდა.მე დავიხარე და ზრდილობიანად მივაწოდე.მოსახვევში კი-პირზე ხელი აიფარა და წამით შეყოვნდა-მხოლოდ საცოდავი უმწეო ცხოველივით აღმოხდა მცირედი,დაგუდული ხმა და თვალები გაშეშებული დარჩა.მაგრამ ხაზს ყელზე ვერაფერს დაუწუნებდით.სწორად,ღრმად და ოსტატურად იყო გავლებული.რომ დავაკვირდი ის დედა არი იყო.ელდა მეცა.დედა სად გაქრა? არ ვიცი.სად დამეკარგა და რატომ შემრჩა ეს ქალი ხელთ მაგრამ მე ეს ქალი არ მომიკლავს. და იცით-უცებ ჭერს ააპყრო თვალები-როცა ვიძინებ მიღმიერ სიზმრად ვედავ პატარა ბიჭს ნაცრისფერ საღამოს პიჟამოში,რომელსაც დედა ზღაპარს უკითხავს.შემდეგ შუბლზე კოცნის და ძილინებისას უსურვებს. -უცებ მთხრობელი გამოფხიზლდა.დაბალი სინათლე სახეს მხოლოდ ოდნავ ეფინებოდა.ამიტომ სახე არც ჩანდა.-ახლა კი უნდა დაგტოვოთ.გმადლობთ მოთმინებისა და მოსმენისთვის.-თავი დაგვიკრა და სადღაც წამებში გაქრა.ყველა გაოგნებული იყო და ყველას მოლანდება ეგონა.ერთმანეთს ეკითხებოდნენ ეს ესიზმრად თუ რეალობა იყო.კაბინიდან მეც კი გაოგნებული გამოვედი.მთელი გზა ვფიქრობდი ეს მოლანდება ვისკის ბრალი იყო თუ მართლაც მოხდა.ცაზე დიდი სისხლისფერი მთვარე ეკიდა..ერთი კვირის თავზე საუზმობისას გაზეთს თვალს ვავლებდი,როცა კუთხეში დაწერილი პატარა სტატია ვნახე,რომელიც 35 წლის ქალის მკვლელობას იუწყებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.