შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 10-


10-03-2020, 20:05
ავტორი Marrieakh
ნანახია 836

გადიოდა საათები, დღეები, კვირები, ვიკა ხვდებოდა, რომ მასში რაღაც განსაკუთრებულს ტოვებდა დაჩი. ისიც იმავეს გრძნობდა, მაგრამ არც ერთმა არ იცოდა რა გრძნობა იყო ეს.ისინი ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს, ბოლო დროს თინიც მათთან ერთად იყო. თინას მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დაჩის მხრიდან ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ტოვებდა მასში. გული ძალიან სტკიოდა მამამისის საქციელზე, ყოველ დღე მოუთმენლად ელოდა როდის დაურეკავდა, მოიკითხავდა, ბოდიშს მოუხდიდა და სახლში დაბრუნებასაც სთხოვდა, მაგრამ არა. ის მამამისის არსებობას მხოლოდ კვირაში ერთხელ გრძნობდა,როდესაც მის ანგარიშს 200 დოლარი ემატებოდა.
ამასობაში ზაფხულიც მიიწურა. ვიკა მთელი წელი თავდაუზოგავად შრომობდა, არც ზაფხულში უფიქრია დასვენებაზე. მიზეზი კი მისი სამომავლო გეგმები და ბატონი გეგას კომპანიიდან წამოსვლა იყო. თავისუფლად შეეძლო მშობლებისთვის ეთხოვა თანხის გამოგზავნა და გეგმები ასე მარტივად განეხორციელებინა, მაგრამ სინდისი მაინც თავისას შვრებოდა, ამიტომ მათ გამოგზავნილ ფულს ინახავდა, ხოლო ყოველდღიურად საჭირო თანხას თავის ხელფასს აკლებდა.
დილით წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა. ფანჯარა ღია ჰქონდა დატოვილი, დასაკეტად წამოდგა, მაგრამ ადგომის წამიდან ძილი აღარ მიეკარა. საათს რომ შეხედა ჯერ მხოლოდ ექვსი იყო დაწყებული. თინას დახედა, რომელსაც მისაღებში დასძინებოდა, პლედი მიაფარა, თავად კი სამზარეულოში გავიდა და ფინჯანი ყავა მოიმზადა. მის საყვარელ ადგილს, აივანს მიეშურა და პუფში მოთავსდა. მოულოდნელად ამოტივტიდა მის ფიქრებში დაჩი. ვერც ხვდებოდა რატომ გაახსენდა. იქნებ ახლა არც მას ეძინა და ის ვიკაზე ფიქრებში იყო ჩაძირული.
წვიმის წვეთები მიწისკენ მოისწრაფვოდნენ, ქუჩის განათებაზე ოქროს ფერი დაჰკრავდა. თმებსა და სახეზე სასიამოვნოდ ეთამაშებოდა ნიავი, რომელიც ვიკას ფიქრებს უფრო ამძაფრებდა. გაახსენდა რამდენიმე კვირის წინ დაჩის ნათქვამი სიტყვები და კვლავაც ვერ გაეგო მათი მნიშვნელობა. იქნებ იმიტომ, რომ ვიკას უკვე გონება ერეოდა მასზე ფიქრით,რადგან, როდესაც ადამიანის მიმართ გრძნობები ჩნდება, ყველაფერი იცვლება და თითქოს აზროვნების უნარი გერთმევა, ენდორფინის დოზა კი საგრძნობლად იმატებს მაშინაც კი, როდესაც "იმ ერთს" უბრალოდ ხედავ.
რას უნდა ნიშნავდეს "შემომიშვებ შენს სამყაროში?" როგორ უნდა შეუშვას ვიკამ თავის სამყაროში ვინმე? ის ხომ ეგოისტია და არავისთვის ემეტება თავისი პატარა სამყარო. ფიქრში დრო ისე გავიდა, ვერც კი იგრძნო ვიქტორიამ. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც მაღვიძარამ რვა საათზე დარეკა. წვიმასაც გადაეღო, მაგრამ ღრუბელი კვლავ ჩამოწოლილი იყო ქალაქის თავზე. ოთახში შევიდა და თავის მოწესრიგებას შეუდგა.

***
- ქალბატონო ვიქტორია, შემიძლია თქვენი თავი დღეს დროებით მოვტაცო დეპრესიულ თინანოს? ჰკითხა დაჩიმ.
- მოიცადე დავფიქრდე... პატარა პაუზა გააკეთა, ყურმულს ხელი მიაფარა და თინას უჩურჩულა -დავთანხმდე თუ ვაწვალო?
- დათანხმდი, მერე მე უნდა მომდგეს, სად მაქვს მაგის თავი? მხრები აიჩეჩა თინამ.
- საღამოს გამომიარე სახლში, ასე რვისკენ ან ცხრის ნახევრისკენ. ვიკას თანხმობა დაჩისთვის მთელი დღის ბედნიერების მიზეზი იყო. მასშიც ხომ ზუსტად ის გრძნობა იბუდებდა, რომელიც ვიკაში უკვე იყო ჩასახლებული.
ჩანთა და მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა. სამხახური ძალიან ეზარებოდა, მაგრამ მეტი გზა იმ დროს ნამდვიად არ ჰქონდა, ამიტომ, როგორც ყოველთვის ამაყად შეაბიჯა შენობაში.
კაბინეტში რომ შევიდა წამებში ანა გაჩნდა მასთან ყავით ხელში, სწრაფად დადგა ფინჯანი და ყურში უჩურჩულა თუ არა,ესევე დაიწია კარის სახელური.
-გეგა დღეს უხასიათოდ არის, რვა საათზე დამირეკა და მითხრა სამსახურში იყო და სასწრაფოდ შენ გელოდა... დანარჩენს მერე მოგიყვები.ესევე კარისაკენ გაეშურა
-კარი გამიღეთ, ვინ ჩაკეტა... თქვა თავშეკავებით კარის უკან მდგომმა გეგამ, ანამ სასწრაფოდ გადასწია საკეტი, შემოაბიჯა გომბეშომ და თვალებით ანიშნა ანასტასიას ოთახიდან გასულიყო.
-ვიკა, ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ მოგიწევს ან კი თქვა ან არა. დანარჩენი არ მაინტერესებს... შენს ადგილას არას არ ვიტყოდი. ამოილაპარაკა ერთიანად. ვიკა გაკვირვებული უყურებდა, სავარძლიდან წამოდგა და გეგას წინ დადგა, თან მაგიდას დაეყრდნო.
-თქვენც დილამშვიდობის. უთხრა ირონიული ტონით -არ ვიცი რის თქმას აპირებთ, მაგრამ ფაქტია ჩემს ადგილას თქვენ არ ხართ და ვერც სიტყვებში დამიწესებთ ბარიერს.
ამ სიტყვების გაგონებაზე გულში იცინოდა გეგა, დასცინოდა მის წინ მდგომ ქალბატონს. მასთან ახლოს მიიწია, წელზე ხელი უხეშად და ძლიერად მოსჭიდა ისე, რომ ვიკას გათავისუფლება ვერც კი გაებედა. მისგან თავის დაღწევაზე არც ვიქტორიას უფიქრია, მას გონება მხოლოდ იმას ეუბნებოდა სხეულში ჩასახლებულ მეორე "მე"-ს "აჰყევი თამაშში ამ ნაბი*ვარს და დაამთავრე ყველაფერი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს".
-შენ... დაიწყო დაბალი ხმით საუბარი, დიდი პაუზა არც გაუკეთებია.-შენ... ჩემი ცოლი უნდა გახდე. ყველაფერს მოელოდა ვიკა ამის გარდა. მისთვის ეს სიტყვები იცით რას ჰგავდა? ზამთარში თბილად რომ გძინავს და ყინულიან წყალს გადაგასხამენ თბილ სხეულზე. შეშინდა კიდეც, მაგრამ უკან დახევა თავში აზრადაც არ გაუვლია. ხელი კისერზე ნაზად მოხვია, რაც გეგასთვის წარმოუდგენელი ქმედება იყო ვიკას მხრიდან. სახე იმდენად ახლოს მიუტანა, რომ "გომბეშოს" სუნთქვა გაუხშირდა და როდესაც მის წინ მდგომი ქალბატონის სუნთქვა იგრძნო ყურთან ახლოს მთელ სხეულში რაღაც უცნაურიმა გრძნობამ დაუარა. ახლა კი ვიკა დასცინოდა მაგს გულში, ალბათ უკვე გაკვირვებული ფიქრობდა "ბატონი გეგა",რომ ასე ადვილად ჩაიგდო ხელში სიფრიფანა თავისი უხეში ლაპარაკით, მაგრამ როდესაც ვიკამ სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა და ცხვირის წვერი გეგას ყურს შეახო, ზუსტად მაშინ მოისმინა პასუხი
-არა!
წამში ეცვალა გომბეშოს სახე და მისი მთელი ტლანქი სხეული იმდენად მოდუნდა, რომ ვიქტორიას შეკავება ვეღარ შეძლო. გამწარებულმა ვიკამ მოსაცმელს სტაცა ხელი და კაბინეტიდან გამომავალს ისევ ის საძულველი ხმა შემოესმა.
-გერჩია "არა" არ გეთქვა, მე გაგაფრთხილე... შენით დაბრუნდები ჩემთან.
ჩაირბინა კომპანიის კიბეები, სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და მალევე თავისი ბინის წინ გაჩერდა. ვიქტორია საერთო ბინაში ცხოვრობდა, რომელსაც სულ ქვევით რამდენიმე "სარდაფი" ჰქონდა, მათგან ერთი მას ეკუთვნოდა. შეხსნა სარდაფის კარი და შუქი აანთო, რომელმაც საკმაოდ კარგად გაანათა პატარა ოთახი. თვალი შეავლო იქაურობას, კედელზე იყო დაკიდული ნახატები, ძირსაც ელაგა რამდენიმე. თეთრი, თავისუფალი ტილოებიც იყო, თითქოს პატრონს უცდიდნენ, როდის შეახებდა საღებავიან ფუნჯს. დამტვერილიყო ყველაფერი, კუთხეში პატარა მაგიდა იდგა, რომელიც ფუნჯებითა და საღებავებით იყო სავსე. მაგიდის გვერდზე მოლბერტი იდგა, მოლბერტის წინ მდგარ სკამზე საგულდაგულოდ გასუფთავებული პალიტრა იდო, რომ შეგეხედათ მართლა იფიქრებდით,რომ სათითაო ნივთი პატრონს მოუთმენლად ელოდებოდა. შედგა თუ არა ფეხი, თავისი ცხოვრების თითოეულმა მომენტმა გადაუარა თვალწინ.
ვიქტორიას თავისი ბედნიერება ან წუხილი ტილოზე გადააქვს ფუნჯებისა და საღებავების მეშვეობით. ამ კედელზე უმეტესწილად მუქი ფერებით შესრულებულ ნამუშევრებს შეხვდებით, უნდა ითქვას, რომ ამ ნახატში ჩადო მან თავისი დის გარდაცვალება და იქვე დატოვა, ჩაკეტა მასში. ჩამოჯდა სკამზე და დაიწყო თოვლივით ქათქათა, გაუხსნელი ტილოს ყურება.
------------------------------------------------
ვიცი ძალიან ცოტაა და ვერც ხშირად ვდებ ახალ თავებს... ველოდები თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი ნაამა

აუ არ მყოფნის, მალე დადე რა ძკაინ გთხოვ❤️

 


№2  offline წევრი Marrieakh

ნაამა
აუ არ მყოფნის, მალე დადე რა ძკაინ გთხოვ❤️

ვეცდები ვეცდებიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი ნაამა

როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent