შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (19 თავი)


10-03-2020, 20:49
ავტორი nia_93
ნანახია 2 162

დრო გადიოდა. ცხოვრება თითქოს ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. თათას ასე თუ ისე გამოუსწორდა დედამისთან ურთიერთობა და ძალიან ბედნიერი იყო,იმ მცირედი სითბოთი,რასაც დედამისი აძლევდა. კახა აღარ გამოჩენილა მათ სიახლოვეს. თათას ცხოვრებაც რუტინას დაემსგავსა.ძირითადად სამსახური-სახლი,ეს იყო მისი მარშუტი და კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ლევანს ნახულობდა და სადმე გადიოდნენ. ლევანი უკვე აღარ წუწუნებდა იმაზე,რომ ასე იშვიათად უწევდათ ერთმანეთის ნახვა, მიეჩვია ამ სიტუაციას და აღარ გამოთქვამდა პრეტენზიას.

კატოც ზედმეტად დაკავებული გახდა,რაც სამსახურში ახალი პროექტები დაემატა, ამიტომ ხშირად ვერც მის ნახვას ახერხებდა თათა.ძირითადად ტელეფონით და სოციალური ქსელებით კონტაქტობდნენ.

შაბათი დღე იყო. ლევანი თანამშრომლებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე მიდიოდა. თათა ლევანს წვეულებაზე წასვლამდე ესაუბრა.

-რა დროს მიდიხარ?

-9-ზე უნდა ვიყო მანდ-ლევანს ხმამაღალზე ჰქონდა ტელეფონი ჩართული და თან ემზადებოდა

-ანუ ახლა ემზადები და გაცდენ

-ვემზადები,მაგრამ არ მაცდენ

-კაი,მიდი მშვიდად გაემზადე, ხვალ გნახავ- კარგი დროის ტარება უსურვა და დაემშვიდობა.

ისე,თათა გულის სიღრმეში ელოდა,რომ ლევანი მასაც შესთავაზებდა წასვლას მასთან ერთად,რადგან ასეთ წვეულებებზე ზოგი მიდიოდა თავის მეორე ნახევართან ერთად,სურვილისამებრ. ერთი იყო თათა რამდენად წავიდოდა,მაგრამ მეორე იყო ლევანმა რომ არ შესთავაზა, წესის გამო მაინც.

ცოტათი მოწყენილი იყო იმ საღამოს. გული დაწყდა.რატომღაც ლევანი სულ მარტო დადიოდა ასეთ სიტუაციებში. ადრე მეგობრის დაბადების დღე იყო,რესტორანში აღნიშნავდნენ და იქაც მხოლოდ ის და ნიკა წავიდნენ. რატომღაც არც უფიქრია ლევანს,რომ თათასაც ენდომებოდა და არც შეუთავაზებია. იფიქრა,კაცების გარემოცვაში მოიწყენსო და აღარ შესთავაზა.

თათა მთელი ღამე მოუსვენრად იყო.სულ სოციალურ ქსელებს ამოწმებდა, იქნებ ვინმემ რამე ფოტო ან ვიდეო დადოო. ლევანი თვითონ არ იყო ფოტოების მოყვარული და სოციალურ ქსელებსაც არ წყალობდა სიახლეების დადებით. მხოლოდ მეგობრების მიერ მონიშნულ ფოტოებზე იყო.

მისი თანამშრომლები Live ვიდეოებს აქვეყნებდნენ და თათაც გულმოდგინედ უყურებდა. აინტერესებდა რა ხდებოდა. ჯერჯერობით ისეთი არაფერი,სტანდარტული სიტუაცია იყო,ცეკვავდენ და მღეროდნენ. ლევანი მხოლოდ ერთხელ მოხვდა კადრში,როცა სუფრისკენაც მაიტრიალეს კამერა.

თათა ცოტათი დამშვიდდა,სიტუაციას რომ გადახედა,ისეთი არაფერი ხდებოდა.
დაძინებას აპირებდა,კიდევ ერთხელ რომ შეავლო სოციალურ ქსელს თვალი,სადაც ლევანი იყო მონიშნული,მისი თანამშრომელი ნატას მიერ. თითქოს ჩვეულებრივი ფოტო,თანამშრომელთან ერთად,ამაში გასაკვირი არაფერი იყო,მაგრამ... ნატა მიხუტებოდა ლევანს,ცალი ხელი მის მკერდზე ედო და ლევანს უყურებდა გაღიმებული. ლევანი კი კამერას უყურებდა,ოდნავ გაღიმებული,ფოტოსთვის.
ეს ნატა ისე ახლოს იყო ლევანთან, თათას სუნთქვა შეეკრა. ფოტო ისეთი იყო, რომ არ გცოდნოდა,შეყვარებულები გეგონებოდათ.თათა კომენტარებს დაუყვა,სადაც გულის სმაილიკები დაეწერათ მათთვის. ნერვებმოშლილმა თათამ ტელეფონი საწოლზე დააგდო და თავი ბალიშში ჩარგო.
ხვდებოდა რომ მხოლოდ ერთი ფოტოს გამო ამხელა ამბის ატეხა არ ღირდა,მაგრამ თავს ვერ მოერია და მერე მის დაუკითხავად ცრემლები წამოუვიდა.
ეჭვიანობა საშინელი გრძნობა იყო.

ძლივს დაეძინა, უფრო სწორად,ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეძინა,ხშირად ეღვიძებოდა. ასე იყო სულ,როცა რამეზე ნერვიულობდა,ძილი უჭირდა და ვერ ისვენებდა.
დილით თვალებშეშუპებულმა გაიღვიძა.
სარკეში რომ ჩაიხედა,შეეშინდა.

ეცადა თავი მოეწესრიგებინა,რადგან ლევანს უნდა შეხვედროდა და არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო.

3 საათისკენ ლევანმა გამოუარა. დაურეკა აქ ვარ და ჩამოდიო.თათამ ჩანთა აიღო და ჩავიდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მხოლოდ მიესალმა და გადაკოცნა. ლევანმა შენიშნა რომ რაღაც ხასიათზე ვერ იყო თათა,მაგრამ არაფერი უთქვამს,იქნებ გადაუაროსო.
სასადილოდ რესტორანში რომ შევიდნენ და თათა უხალისოდ ჩასჩერებოდა მენიუს ლევანმა დუმილი დაარღვია

-რას შეჭამ?-საუბრის დასაწყებად თქვა

-არ ვიცი, ალბათ ცეზარს-მზრები აიჩეჩა- ხო,მოდი მე ცეზარს ავიღებ- მერე გადაწყვიტა და მენიუ გვერდზე დადო. ლევანმაც აარჩია რაც უნდოდა და მიმტანს შეკვეთა მისცა.

-ხასიათზე არ ხარ თუ მეჩვენება?-ინტერესით ჰკითხა

-ხო,არ ვარ-მოკლედ მოუჭრა თათამ

-რამე მოხდა?

-შენი ფოტო ვნახე-თათამ ვეღარ მოითმინა,ერთი სული ჰქონდა ლევანის პასუხი მოესმინა, რას ეტყოდა მაგ ფოტოზე

-რომელი ფოტო?

-შენი და ნატასი- მკვახედ მიუგო

-მერე?-გაუკვირდა ლევანს

-რა მერე?-თათასაც გაუკვირდა- რანაირი ფოტოა, რომ ვნახე შეყვარებულები მეგონეთ-ლევანს გაეცინა

-ჩემი შეყვარებული შენ ხარ და მე და ნატა რანაირად გეგონეთ?-სიცილით ჰკითხა

-ლევან,საერთოდ არ მეცინება-თვალები დაუქაჩა- ფოტოზე კარგად ჩანს როგორი მზერით გიყურებს ეგ გოგო

-და როგორი?-დაინტერესდა ლევანი,მართლა ვერ ხვდებოდა თათა რაზე ბრაზობდა

-ნატა გათხოვილია? ან შეყვარებული თუ ჰყავს?

-გათხოვილი არაა და შეყვარებული ჰყავს თუ არა მე რა ვიცი

-ხოდა მოსწონხარ!-მტკიცედ განუცხადა

-თათა,ცუდი სიზმარი დაგესიზმრა?- ამოიოხრა ლევანმა

-აი,შეხედე და დააკვირდი-ტელეფონი მიუტრიალა და ფოტო აჩვენა- ამ ფოტოზე მხოლოდ ორ თანამშრომელს ხედავ?

-აბა ვის უნდა ვხედავდე თათა? რაებს მელაპარაკები ვაფშე?

-ასეთ რამეებში არასდროს ვცდები. არ ვიცი შენ მართლა ვერ ამჩნევ თუ თავს ისულელებ,მაგრამ ასეა!-გაბრაზებულმა დადო ტელეფონი

-ახლა ნერვებს ძალიან მიშლი იცი?-უკვე ლევანიც გაბრაზდა-არ იცნობ ჩემს თანამშრომლებს და ისე სწამებ ცილს,თითქოს მოვწონვარ. ერთი ფოტოთი,სადაც საეჭვო არაფერს ვაკეთებთ, რამის დასვკნა როგორ შეგიძლია?

-მართალი ხარ, არ ვიცნობ,რადგან არასდროს გაგიცვნია ჩემთვის არც ერთი შენი თანამშრომელი-თვალები გაბრაზებულმა აატრიალა და გვერდზე გაიხედა.

-აჰ,ანუ სანამდე მივდივართ-ირონიულად ჩაილაპარაკა-პირდაპირ გეთქვა რაც გაწუხებდა-ამის გაგონებისას ლევანს მიუტრიალდა

-რა მაწუხებდა?-ინტერესით ჩაეკითხა

-ის,რომ ჩემი თანამშრომლებისთვის შენი თავი არ გამიცვნია

-კარგი,მართალი ხარ. რაღაც მხრივ ეგეც მაწუხებს. არასდროს არ დაგყავარ სადაც შენ მიდიხარ.ხომ დადიან შენი თანამშრომლები ცოლებთან და შეყვარებულებთან ერთად?-თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა-ხომ დადიან?-გაუმეორა კითხვა

-ზოგი დადის-მოკლედ მოუჭრა

-და შენ არ დადიხარ! იმიტომ რომ ჩემი გამოჩენა არ გინდა საზოგადოებაში-ხელები გაშალა თათამ

-თათა ბოდავ!-უკვე აღარ შეეძლო თათას სისულელეების მოსმენა

-არ ვიცი ბოდვაა თუ რა არის, მაგრამ მე ასეთი შეგრძნება მაქვს. არც ერთხელ არ შემოგითავაზებია ჩემთვის შენთან ერთად წამოსვლა

-არ გთავაზობდი,იმიტომ რომ ვიცი არ მოგინდებოდა მაგ სიტუაციაში ყოფნა,თანაც ბოლო დროს სულ დაკავებული ხარ-მხრები აიჩეჩა

-რატომ გადაწყვიტე რომ არ მომინდებოდა? შენ უნდა გეკითხა და უფლება მოგეცა მე გადამეწყვიტა წამოვიდოდი თუ არა-ნაწყენი ლაპარაკობდა თათა

-კარგი,თათა გავითვალისწინებ. არ მეგონა ასეთ რამეებს ამხელა მნიშვნელობას თუ ანიჭებდი- მართლა უკვირდა ლევანს

-მე ბევრ წვრილმან რამეს ვაქცევ ყურადღებას ლევან,მაგრამ შენ ვერაფერს ამჩნევ

-არა,მართლა ცუდ ხასიათზე ხარ დღეს-შეეცადა გაეცინა ლევანს,მაგრამ თათას რომ შეხედა სახე დაასერიოზულა, მართლა არ ეგონა ასე თუ გაჭედავდა თათა

-შენ სასაცილოდ არ გყოფნის ხომ?-ირონიულად ჩაეცინა. მერე რამენიმე წამი თვალებში უყურა და ძალიან სევდიანად უთხრა

-იცი?ჩვენი ურთიერთობა უფრო მღლის,ვიდრე სიამოვნებას მანიჭებს...

-როგორ?-ყურებს ვერ უჯერებდა ლევანი

-ხო,ლევან,ასეა. შეყვარებულები ვართ,მაგრამ თან არ ვართ. არ ვიქცევით ისე,როგორც წყვილი,როგორც ტიპიური წყვილი იქცევა ხოლმე. ხანდახან ის ბანალური რამეებიც საჭიროა,რაც შეყვარებულებს ახასიათებთ. თავიდან თითქოს ასე დავიწყეთ, მაგრამ სულ სხვანაირად წავედით.ერთად არსად არ ვჩნდებით.არასდროს ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებზე,ერთმანეთს არ ვუზიარებთ ჩვენს განცდებს და კიდევ მრავალი ასეთი რამის ჩამოთვლა შემიძლია-რაც უცებ გაახსენდა ისინი ჩამოუთვალა თათამ- მგონი ერთმანეთს ტყუილად ვაფერხებთ..

-,,ტყუილად ვაფერხებთ’’-ში რას გულისხმობ?

-ჩვენ მხოლოდ სტატუსი გვაქვს შეყვარებულების,მეტი არაფერი-მოკლედ ჩამოაყალიბა

-და რას ითხოვ? თათა იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა რას არ ვაკეთებთ სწორად?-ბოლო სიტყვა ირონიულად წარმოთქვა

-წეღან უკვე გითხარი,მაგრამ ვერ გაიგე, აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს- ნაღვლიანმა ამოიოხრა. ამასობაში შეკვეთა მოუტანეს. ლევანმა უბრალოდ მადლობა გადაუხადა და ისევ თათას მიუბრუნდა

-თათა..

-შენ მე არ გიყვარვარ ლევან!-რაღაცის თქმას აპირებდა ლევანი,თათამ მოულოდნელად რომ გააწყვეტინა-ხოდა,მოდი ტყუილად ნუ გავწელავთ ამ ურთიერთობას,სჯობს რომ აქვე დავასრულოთ

-შენ ასე გინდა? და საიდან მოიტანე რომ არ მიყვარხარ?-თათას თვალები გაუფართოვდა

-არ ვიცი,ჩემთვის არასდროს გითქვამს...

-სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ...

-ქცევებშიც ვერ ვხედავ,საქმე მაგაშია

-ვაა, ანუ არც სიტყვით და არც საქმით არ მიჩვენებია თურმე-ირონიულად ჩაეცინა.თათამ არაფერი უპასუხა,მხოლოდ თვალებში უყურებდა და ცდილობდა ცრემლების შეკავებას. უჭირდა და არ უნდოდა ურთიერთობის დასრულება,მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე? სჯობდა ახლა დაესვა წერტილი,ვიდრე მერე,როცა უფრო გაუჭირდებოდა.

-კარგი,რადგან გავარკვიეთ,წავალ ახლა მე- ხმაგამტყდარმა ამოილაპარაკა

-ანუ ვსიო?-კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ლევანი.
საერთოდ ლევანი არ მიეკუთვნებოდა იმ ტიპის ადამიანთა კატეგორიას,ხვეწნა და კუდში დევნა რომ უყვართ. თუ ხედავდა რომ ვინმეს ურთიერთობა არ უნდოდა,უბრალოდ ამთავრებდა და მორჩა.

-ხო-ძალიან ხმადაბლა თქვა თათამ. მერე ფეხზე წამოდგა,ჩანთა აიღო და ისე გავიდა გასასვლელისკენ,ერთხელაც არ მიბრუნებულა ლევანისკენ. კარებში რომ გავიდა მხოლოდ მაშინ იპოვეს ცრემლებმაც გზა და ლოყები დაუსველეს.

მგონი, მოგაბეზრეთ ეს ისტორია:(
ვიცი,ყველას ვერ მოეწონება. უბრალოდ ისე ვანვითარებ მოვლენებს,როგორც ჩაფიქრებული მაქვს და ბოდიში თუ ვინმეს იმედები გაგიცრუვდათ :)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

დამწყდა გული ძალიან, მაგრამ მგონი დროა ლევანი გამოფხიზლდეს... ერთი სული მაქ ხოლმე როდის დადებ ახალ თავს❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ტუტა

იმედია ხუმრობ ხო,მომაბეზრე კი არა ველი ყოველ წამს,იმედია არ აშორებ და არ გამაგიჟებ

 


№3  offline წევრი დარინა

მეგონა ურთიერთობა რომ დაიწყო ლევანმა სულ სხვანაირად წარმართავდა, მაგრამ არაა ასეთი გაუტეხელი როგორ არის არ მინდა იდიოტიც ვუწოდოო, თათა შემეცოდა ყველაფერში მართალია, ახლა კი მინდა რომ გულზე გასკდეს ლევანმა და ისეიეჭვიანოს, რომ მიხვდეს თათას სახით ვინ ყავდა და რომ ვერ დააფასაა.

 


№4 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ მალე დადე რა ველოდები გაგრძელებას. იმედია ისევ ერთად იქბებიან

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთოო , რა უკიდეგანოდ დებილია ეს გოგო, უსასრულოდ...იმედია ლევანთან არ დარჩება ბოლოს, რადგან არაფერს არ იმსახურებს. ნუ თუ გონს მოეგება სხვა ამბავია. ტიპმა რეები ისაუბრა. ასეთი ქალები რომ არსებობენ, მაგიტომ გვამკობენ ხოლმე კაცებიც და ვერც ის გაუგიათ ქალებს რა უნდათ :)).

ან ამ ლევანისგან რა აქტიურობას მოითხოვს ეგ ჩემთვის ისეთივე გაუგრბარია როგორც ჩინური.

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

აი ლევანი ცოტა ძაან ჩემი აზრით პირდაპირი მნიშვნელობით "ხეა" ა უბედურებაა მართლა თან მაგარი უნამუსობააა ბოლობოლო ამდენი იწვალა თათამ ამდენი იტანჯა და ეხლა დაშორდნენნ ?:/ ჩამოაყალიბე რა გაარკვი რა უნდათ

 


№7 სტუმარი სტუმარი tamuna.s

მხოლოდ ლევანი არ არის ამ სიტუაციაში დამნაშავე. არც თათას არაფერი გაუკეთებია მათი ურთიერთობის გამყარებისთვის და იმისთვის რომ ლევანს უფრო გაეღრმავებინა გრძნობები. მარტო დედა ეკერა პირზე რაც სახლში გადავიდა. მითუმეტეს როცა ახალი დაწყებული გაქვს ურთიერთობა. რამდენჯერ არ შეხვდა ლევანს როცა ნახვა შესთავაზა, სულ დედამისს იმიზეზებდა. არც თათას მხრიდან შემიმჩნევია ნამეტანი გრძნობების გამოხატვა ან საქციელით ან სიტყვით, ლევანს რომ წაუყენა ამდენი პრეტენზია. თათაც რაღაცნაირი "უმარილო" გოგოა, მე პირადად მათ შორის ჯერ ჯერობით ქიმიას ვერ ვხედავ და მომავალში ვნახოთ.

 


№8  offline წევრი ლილილი

ორივე დამნაშავეა.
ეს გოგო როგორც ამბობს კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ხედავს და დროს სულ დედასთან ატარებს.უნდა გადაანაწილოს დრო,რა საკვირველია ლევანიც დამნაშავეა მაგრამ იცის რომ უარს ეტყვის ან არ მოეწონება,თუმცა ვხვდები გული რატომაც წყდება თათას.
იმედია ორივე გამოფხიზლდება და ლევანი უფრო გააქტიურდება.

 


№9  offline წევრი Kathara

ზუსტად ეს უნდა მომხდარიყო, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე ასე რომ გაანვითარე მოვლენები, თათა მართალია აი ზუსტად მესმის მისი, მაგრამ ლევანისიც მესმის ის იმ ბიჭების კატეგორიას არ მიეკუთვნება რომ გოგოს ყოველ სიტყვის შემდეგ მიყვარხარ უთხრას ასეთი ტიპი არ არის, მაგრამ თათა მართალია რაც უთხრა ზუსტი შენიშვნები იყო, როცა მოთხრობას ვკითხილობ ყოველთვის თითოეული პერსონაჟის მდგომარეობაში შევდივარ, მთავარია მთხობელმაც შემიწყოს ხელი, შენ კი ამაში დამეხმარე, ახლა უფრო დავინტერესდი, ველოდები ახალ თავს, ძალიან კარგია♥️♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი LI_BE

შტერი!!! ამას ქვია, ნამდვილად, შტერი გოგო!!!

ამ თავში, თათა იმ კატეგორიის გოგოდ გამოჩნდა, თავიდან ძალიან "მილინკები" და უპრეტენზიოები რომ არიან, და თავისას რომ გაინაღდებენ, მერე რომ გამოაჩენენ "სწერვულ" ხასიათს. რა დღეში იყო მთელი საღამო, როგორ დაძვრებოდა ტელეფონში და როგორ ელოდა რაღაც საშაიროს. ნამდვილად შარზე იყო. ხოდა, იპოვა კიდეც, ბოლო წუთებში. ნუ მერე, რესტორანში, მისი "რეჩი" საერთოდ უთავმოყვარეო გოგოს საქციელი იყო.

პ.ს. ლევან, ჩემთან წამოდი heart_eyes smile smile

 


№11 სტუმარი სტუმარი თათუკა

ორივე დამნაშავეა, მაგრამ თათა უფრო.
ახლა მოუნდა დედაშვილობანას თამაში. ამდენი ხნის მერე იმ ბიჭს მოეწონა, ვინც უყვარდა და ვერ იფერებს.
ლევანი შეიძლება უწი-პუწი ტიპი არაა და რომანტიკით არ გამოირჩევა, მაგრამ გოგოს ფიზიკურად ვერ ნახულობს და რა უნდა შესთავაზოს?!
საერთოდ არ მგონია რომ ლევანი წვეულებაზე დაპატიჟებს თათას და ის წაჰყვება (((

 


№12  offline წევრი ნანა73

ვკითხულობ და პირველად გამიჩნდა სურვილი დავაკომენტარო. სულ მინდოდა მეთქვა, კარგად წერ, გამართულად, თუმცა მუხტს ვერ ვხედავ. განვითარება თითქოს ყოველდღიურობაში გადადის და არაფერი ხდება. მიუხედავად დროის დინებისა. რაც შეეხება გრძნობებს- ეგრეთწოდებულ ქიმიას, არ არის, უყვარს-მოსწონს. ვერაფერს ვგრძნობ ამ ორს შორის. შემთხვევითი წყვილია თავიდან ამ წუთამდე. მე პირადად არც თათას ქმედებები მომწონს და მითუმეტეს არც ლევანისი. ამ ბიჭში უფრო მეგობრის აქტუირობამ გამოიწვია გადადგმული ნაბიჯები, ვიდრე მისმა სურვილმა. არ ვიცი რას მოიმოქმედებ , მაგრამ რაღაც ნამდვილად არის საჭირო მეტი დამაჯერებლობისათვის. ძალიან მინდა ეს ისტორია შედგეს და ვგულშემატკივრობ. წარმატებები! ❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Eleniko

Vaimee vaime rasaketeb argagijde ardaashore ertmanetss raa

 


№14 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Umravlesobas vetanxmebi, tatac da levanic damnashavea eset mshral urtiertobashi, wyvilis araferi etyobat, titqos erti da igive etapzea movlenebi, win wasvla ar chans, sheidzleba levani iseti tipia da asakic iseti aqvs xvevna-kocnita da tbili sityvebit ar iwuxebs tavs, magram ertu tbili sityva kia sachiro tu adamianis mimart raimes ganicdi, ai tatas rac sheexeba taviseburad martalicaa mara tvitonac damnashavea, sad gaeqceoda dedamisi, mizezad magas ro ambobda levanistan da uats ambobda shexvedraze, saertodac mtkice uari unda etqva dedamisistvis daqaltan ro wayva da datova levani ise marto shepirebuli, tu giyvars adamiani da gwadia, tan erti suli gaqvs mastan shexvedris yvelafers gverdze gadadeb da naxav mainc. Tatiasac ver gaamtyuneb bolomde, rogori tavshekavebuli levanicaa ise iqceva da ar acteba kiserze, miyveboda dinebas, magram eg midgoma ar gamoadga, imedia ar daashoreb da raime sisulele ar chaadenineb orives, imefia gsmoachen im qimias mat shoris rac sachiroa siyvarulistvis. Warmatebebi da veli shemdeg tavs:-)

 


№15  offline წევრი ვიპნი

თათა და ლევანი ცალ-ცალკე ,სხვადასხვა შეყვარებულებთან ერთად,უკვე ამ იდეას ვემხრობი,დამღალეს უკვე,რაღაც უმარილოები არიან, მაინც მგონია რომ ლევანის ბრალია ყველაფერი.ვოტ ტაკ :)

 


№16 სტუმარი Lana

ძალიან კარგი ისტორია < 3 მგონია რომ თათას და ლევანის ურთიერთობას თათა აფუჭებს და ვფიქრობ მათი ურთიერთობის დასრულებაც თათას ბრალია : ) ალბათ ცოტაოდენი.ყურადღება რომ დაეთმო ლევანისთვის ესე არ იქნებოდა : )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent