მექანიკურად! (20 თავი)
თათასთვის ძალიან რთული დღე აღმოჩნდა.სახლში ისეთ ხასიათზე მივიდა,თეამ კითხვაც ვერ გაუბედა თუ რა სჭირდა. ოთახში ჩაიკეტა და ფეხი არ გამოუყვია მაქედან. მთელი ღამე ტირილში გაატარა.თავის თავს ადანაშაულედა,რადგან თვითონ იყო ინიციატორი დაშორების, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დაიღალა ასე სწორხაზოვანი ურთიერთობით, უფრო მეტი უნდოდა,სიყვარულით სავსე და ლამაზი დღეები. უნდოდა ხანდახან მაინც ყოფილიყო ლევანი ტიპიური შეყვარებული.ხანდახან მისთვისაც მოეწყო სიურპრიზები,თუნდაც მცირედი. მათი ურთიერთობა არაფერს ჰგავდა, ამიტომ დაიღალა თათა და გადაწყვიტა წერტილი დაესვა. არც ლევანს გამოუდვია თავი და უცდია თათას გადარწმუნება,რომ შეენარჩუნებინათ ურთიერთობა. როგორც გინდაო უთხრა და ასე დაამთავრეს. ლევანიც გაღიზიანებული მივიდა სახლში.კატოსთვის ორი სიტყვაც არ უთქვამს და მის კითხვებს არ პასუხობდა. ახლა არ ვარ ლაპარაკის ხასიათზეო და ოთახის კარი ცხვირწინ მიუხურა. კატომ ეგრევე თათას გადაურეკა,მაგრამ არ უპასუხა. მიხვდა რომ რაღაცაში იყო საქმე და აუცილებლად გაარკვევდა რა ხდებოდა. მეორე დღეს სამსახურში ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა. თანამშრომლებმაც შეამჩნიეს მისი უხასიათობა,მაგრამ სანდროს მეტი არავინ ჩაეკითხა -თათა,შენს თავს მშვიდობაა?-გვერდით მიუდგა შესვენების დროს სანდრო -ა, რა?-ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა -რამე ხდებათქო შენს თავს? -რატომ მეკითხები? -მთელი დღე გამწარებული ბეჭდავ,შესვენების დროა უკვე ნახევარი საათია და შენ ფეხსაც არ იცვლი ადგილიდან,თან სახეზე გეტყობა რომ ცუდ ხასიათზე ხარ-ჩამოუყალიბა -ცოტა თავი მტკივა უბრალოდ-იცრუა თათამ და თვალი აარიდა.სანდრო მიხვდა რომ თათას არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი და აღარ ჩაეძია,უბრალოდ ჰკითხა რამე ხომ არ გინდაო,რაზეც თათამ თავაზიანი უარი უთხრა და სანდროც მოშორდა. კატომ კიდევ დაურეკა. მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა თავის არიდებას,ხომ უნდა დალაპარაკებოდა ოდესმე,ხოდა უპასუხა -ხო,კატო -გუშინდელის მერე ტელეფონი აგიფეთქე და არ მპასუხობ,მოხდა რამე?-ეგრევე მიაყარა კატომ -გუშინ არ შემეძლო ლაპარაკი და ამიტომ არ გიპასუხე -რაღაც მოხდა, შენსა და ლევანს შორის ხომ?-დაეჭვებით ჰკითხა -ხო-მოკლედ მოუჭრა -ასეც ვიცოდი.ისიც საშინელ ხასიათზე მოვიდა გუშინ,მაგრამ არაფერი მითხრა-ამოიოხრა-დღეს შევხდეთ ხო? -რავიცი,სამსახურის მერე შევხვდეთ თუ გინდა ჩვენს კაფეში -კარგი,მოკლედ საღამომდე-დაემშვიდობნენ ერთმანეთს და თათა ისევ საქმეში გადაერთო,ასე გულს აყოლებდა და ცდილობდა არ ეფიქრა სხვა არაფერზე. *** -დაშორდით?-გაოგნებული იყო ნიკა მოსმენილით -ხო -და მიზეზი? -ჩვენი ურთიერთობა მღლისო-მხრები აიჩეჩა -ანუ?-ვერ მიხვდა ნიკა -ანუ თან ვართ შეყვარებულები და თან არ ვართო.სხვა რამეს ელოდა ჩვენი ურთიერთობისგან -ვაა-გაოცებული იყო ნიკა-იქნებ გონია რომ სერიოზული გეგმები არ გქონდა მასთან დაკავშირებით და ასე უბრალო ურთიერთობა მობეზრდა?-თავისით დაასკვნა ნიკამ -რა სერიოზული გეგმები ნიკა? ჯერ რა დროს გეგმებზე საუბარი იყო? ეგრევე ცოლად ხომ არ შევირთავდი?-გაბრაზდა ლევანი -არა,მაგას კი არ ვამბობ, ლაპარაკის დონეზე მაინც გისაუბრიათ საერთო მომავალზე? -არა-უპასუხა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ლევანმა -ხოდა ალბათ მაგიტომაც. ქალებს უყვართ ხომ იცი,რაღაცები გარკვეული რომ აქვთ და არ უყვართ ბუნდოვანი ურთიერთობები -არამგონია -ასეა,დამიჯერე-თავი დაუქნია ნიკამ-არადა მაგრად მევასება ეს გოგო რა,თან უხდებით ერთმანეთს -რაც იყო იყო-ხელი აიქნია -შენ როგორ ხარ?-ინტერესით ჰკითხა -რავი,არც ისე,არც ასე -არ განიცდი? -ოო,ნიკა რა ჯურნალისტივით ჩამომიჯექი და მისვამ რაღაცნაირ კითხვებს-უკმაყოფილოდ უთხრა -რა იყო შეჩემ ა მაინტერესებს განიცდი თუ არა ვა... -კი,განვიცდი,მაგრამ ამ მომენტში ჯერ მგონი კარგად ვერ ვიაზრებ დაშორებას,ერთი დღე გავიდა მხოლოდ -რანაირი უგულო ხარ რა. ახლა მესმის მაგ გოგოსი- გაუცინა და დაეჭყანა.ლევანი დაებღვირა -შემევი ახლა -კაი,შერიგდებით,აი ნახავ -არამგონია-თავისთვის ჩაილაპარაკა ლევანმა და კომპიუტერს მიუბრუნდა. -რა მოხდა და ერთი სული მაქვს გავიგო-გადაკოცნა თუ არა ეგრევე ჰკითხა კატომ და კაფეში შევიდნენ -გეტყვი,ხო-მაგიდას მიუსხდნენ და მიმტანს დაელოდნენ -მე და ლევანი დავშორდით-მშრალად უთხრა,კატოს თვალები გაუფართოვდა -რააა? რას ქვია დაშორდით?-ხმამაღლა დაიყვირა კატომ -ჩუუ-თითი ტუჩზე მიიდო და ირგვლივ მიმოიხედა ვინმემ ხომ არ გაიგოო -რა მოხდა?-შეეცადა ხმა ეკონტროლებინა-რატომ დაშორდით? -ლევანს არ ვუყვარვარ კატო.. -ეს თვითონ გითხრა?-გაოგნდა -არა,არ უთქვამს,მაგრამ ვგრძნობ. -კარგი რა თათა,რა სისულელეა-თავი გააქნია კატომ -არაა სისულელე. არ ვიცი ჩემთან რატომ იყო,მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიყვარულით რომ არ ყოფილა ეგ ფაქტია -რატომ ფიქრობ ასე? -მისი ქცევებით და დამოკიდებულებით კატო.არ ვიცი როგორ აგიხსნა,მაგრამ ვგრძნობ. ამიტომ ურთიერთობის ასე უაზროდ გაწელვას,ვუთხარი დავშორდეთ მეთქი -შეცდომას უშვებთ. დაილაპარაკეთ და მოგვადრებით -ვერ მოვგვარდებით კატო,ჩვენ გუშინ დავამთავრეთ -ლევანმა რაო?-ამოიოხრა კატომ,ძალიან არ მოეწონა ეს სიახლე -როგორც გინდაო-მხრები აიჩეჩა. ამის გაგონებაზე უფრო მოეშალა კატოს ნერვები,როგორ შეიძლებოდა ასე ჩვეულებრივად მისდგომოდა მისი ძმა ამ საკითხს. დიდხანს აღარ გაუბა ლევანზე კატომ,რადგან მიხვდა თათასთვის მძიმე იქნებოდა ამ თემაზე საუბარი. -იცოდე,ლევანის გამო ჩემთან ურთიერთობას არ გაწყვეტ!-კატეგორიულად უთხრა და თითი მიუშვირა -არა, რა თქმა უნდა! -ხო, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში იქნება, ჩემთან რომ აღარ მოხვიდე იმის გამო რომ ლევანიც მანდ ცხოვრობს,ხმას აღარ გაგცემ-დაემუქრა -ვეცდები კატო რომ ჩემი და ლევანის ურთიერთობამ ჩვენსაზე გავლენა არ მოახდინოს-გაუღიმა -აუცილებლად. სად იყო ლევანი,მე და შენ რომ ვიყავით-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა კატომ და ყავა მოსვა.მაინც მოახერხა თათას გაღიმება. 2 კვირა გავიდა მათი დაშორებიდან. ორივე ცდილობდა არ შეემჩნიათ,მაგრამ შინაგანად განიცდიდნენ,განსაკუთრებით კი თათა. ლევანს არასდროს უჭირდა გრძნობების მოთოკვა და უფრო სხვანაირად უმკლავდებოდა,თათას კი პირიქით,ძალიან უჭირდა. ვერაფრით მოვიდა ხასიათზე,მაგრამ შეძლებისდაგვარად ცდილობდა სხვებთან არ შეემჩნია. კატოს მუქარების მერე,რომ თუ მასთან არ გავიდოდა,სამუდამოდ დაკარგავდა დაქალს, 3 კვირის შემდეგ მასთან ავიდა სახლში. ლევანი მას მერე არ ჰყავდა ნანახი. რომ დააზარუნა გული ისე აუჩქარდა,ეგონა საგულედან ამოუხტებოდა. კარი ლევანმა გაუღო. თათას გულმა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება,ისე სწრაფად შეუნელდა გულისცემა. -გამარჯობა-მიესალმა ლევანი მშრალად -გამარჯობა-ძლივს თქვა თათამ და ოთახში შევიდა-მე კატოსთან მოვედი-ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თითქოს თავს იმართლებსო -ვიცი-მოკლედ მიუგო- მარკეტში ჩავიდა და ამოვა,შეგიძლია დაელოდო-მხრები აიჩეჩა და მისაღებში მარტო დატოვა.თათამ თავი ძლივს შეიკავა რომ არ ატირებულიყო. ისევ ასეთი გულგრილი ლევანის დანახვა არ შეეძლო,მაგრამ იცოდა რომ ეს ასე იქნებოდა და არც უკვირდა,უბრალოდ ფაქტის წინაშე მაინც ძნელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. დივანზე ჩამოჯდა და კატოს დაელოდა. მანამდე ტელეფონი აიღო და უაზროდ დაუარა სოციალური ქსელის სიახლეებს. დრო ისე გაიწელა ლოდინში,ნერვები ეშლებოდა. ლევანი ოთახიდან არ გამოსულა. კატოც როგორც იქნა გამოჩნდა,პარკებით დატვირთული -უი,მოხვედი?გავიტან ამათ და მოგაქცევ ყურადღებას- მიაძახა და პარკები სამზარეულოში დააწყო -დიდი ხანია მელოდები?-გადაკოცნა და გვერდით მიუჯდა -რამდენიმე წუთია-მხრები აიჩეჩა -ის,აქაა-თავით ანიშნა ძმის ოთახისკენ -კი,რაც მოვედი იმის მერე ოთახშია. -ეგეც რა ჯიუტია-თავი გააქნია კატომ. საუბრობდნენ,როცა ლევანი ჩაცმული გამოვიდა. -დღეს გვიან დავბრუნდები-გააფრთხილა კატო -ნახვამდის თათა-მოკლედ მიუგდო და სახლიდან გავიდა -ზედაც არ მიყურებს-გაეცინა თათას-ამას ვგულისხმობდი როცა გეუბნებოდი,არ ვაინტერესებ ლევანს მეთქი-მხრები აიჩეჩა -გაბრაზებულია და მაგიტომ-დაიცვა ძმა -არც გაბრაზება არ ეტყობა სხვათაშორის,უბრალოდ ვკიდივარ -არაა მასე თათა... -კარგი,მოდი არ გვინდა. რამდენჯერაც შენ გნახავ სულ მასზე ხომ არ ვილაპარაკებთ?გთხოვ,თემა შევცვალოთ-მერე თემა შეცვალეს და ყველაფერზე ილაპარაკეს ლევანის გარდა. ლევანი ყველას გასაკვირად ძალიან მშვიდი ჩანდა. ნიკა გიჟდებოდა მას რომ უყურებდა. შეყვარებულს დაშორდი და საერთოდ როგორ არ განიცდიო. მერე ლევანს აგიჟებდა და კამათი მოსდიოდათ -რას შემე*ი ნიკა,რა გინდა?-ყელში რომ ამოუყვანა ერთ დღეს,ვეღარ მოითმინა -რა რა მინდა, დამანახე რომ გრძნობები გაგაჩნია საერთოდ!-ნიკასაც ნერვები ეშლებოდა -და იქნებ მართალი ხართ ყველა და არ გამაჩნია გრძნობები? რატომ მომი*ყანით ტვინი? -მაგისი არ მჯერა! უბრალოდ ეკას მერე ცდილობ არაფერი შეგემჩნეს. -ეკა რა შუაშია ვაფშე?-გაუკვირდა -პირველი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო შენთვის ეგ ქალი და მაგიტომ! სწორედ მაგ ქალის დამსახურებაა ქალებს ცოტა სკეპტიკურად რომ უყურებ -ეკა საერთოდ ვის ახსოვს ნიკა? -შეიძლება გკიდია,მაგრამ ფაქტია, რომ იყო ის ქალი შენს ცხოვრებაში და ურთიერთობები შეგაზიზღა. ამიტომაც იყავი თათასთან ასეთი თავშეკავებული,ზუტად ვიცი! მე რას გამომაპარებ შენ! -არაფერიც არ იცი! -კაი,მე ნუ მეტყვი,მაგრმ შენს თავს მაინც გამოუტყდი და ეგეც საკმარისი იქნება- ამით შეეშვა ნიკა ეკა და თათაზე საუბარს და მის მერე არც ართი არ უხსენებია და არც აპირებდა,მანამ,სანამ ლევანი თავად არ მოისურვებდა. ლევანი კი დუმდა. არაფერს ამბობდა. გულის სიღრმეში კი ენატრებოდა თათა და მასთან გატარებული დრო. ბევრი მოსაგონი არც არაფერი ჰქონდათ,მაგრამ მასთან ყოფნის დროს თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა,რასაც ეკასთან ყოფნის დროზე ვერ იტყოდა და ვერ გაიხსენებდა ასეთ მომენტს, მასთან სულ დაძაბული იყო,არასდროს იცოდა რა მოეწონებოდა ან რის გაკეთება მოუნდებოდა, ამიტომ სულ ცდილობდა მოეზომა ქმედებები და სიტყვები მასთან. ეკა იყო ქალი,რომელიც ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ნიკა მართალი იყო. ეკამ გავლენა მოახდინა ლევანის ცხოვრებაზე. სერიოზულ ურთიერთობებზე მას მერე აღარ ფიქრობდა,რაც ეკას დაშორდა,მანამ,სანამ თათა არ ჩაუვარდა გულში. მოსწონდა თათასთან ისეთი ურთიერთობა,როგორიც ჰქონდა, მოვალეობების გარეშე. მშვიდი და სწორხაზოვანი,როგორსაც თათა უწოდებდა. მაგრამ როგორც ჩანს თათას ამოუვიდა ყელში ასეთი ურთიერთობა და როცა უკვე ვეღარ უძლებდა,უთხრა და დაამთავრეს კიდეც ის. არ ტყდებოდა სხვებთან,მაგრამ მაინც ენატრებოდა თათა, ამას კი არავის აგრძნობინებდა,თათას ჩათვლით. არც თათა იკლავდა თავს შერიგების ინიციატივით.მიუხედავად იმისა,რომ ყველაზე მეტად უნდოდა ლევანთან ყოფნა. მაშინვე ინანა,როგორც კი დაშორებაზე უთხრა,მაგრამ უკვე გვიანი იყო და უკან დახევას აზრი არ ჰქონდა. სიამაყე ორივეს ხელს უშლიდა ერთად ყოფნაში. შაბათი საღამო იყო.თათა და თავისი თანამშრომლები რესტორანში იყვნენ,ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღეზე.ცოტა კი ეზარებოდა წასვლა,მაგრამ მაინც წავიდა. დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ.კარგი გარემო იყო და ბენდიც შესანიშნავად უკრავდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ,თუ ვიტყვი,რომ ლევანიც იმ რესტორანში,იყო,სხვა მაგიდასთან და სხვა გარემოცვაში.ცოტა ნასვამი. ლევანმა ადვილად შეამჩნია თათა, მაგრამ თათას წარმოდგენა არ ჰქონდა ისიც მანდ თუ იყო. სანდრო სულ თათას გვერდით იყო ხოლმე,1-2ჯერ აცეკვა კიდეც. დროს მშვენივრად ატარებდნენ. ლევანი ამ ყველაფერს უყურებდა უემოციო სახით. მერე თვითონაც რომ ვერ მიხვდა ისე ტელეფონი აიღო და წერილის წერა დაიწყო -ისე,ამ სანდროსთან ზუსტად ისეთი ურთიერთობა გექნება, როგორიც შენ გინდოდა,ხოდა რატომ არ მისცემდი შანსს?:)) -დაწერა და ეგრევე თათას გაუგზავნა. მერე ტელეფონი დადო და თათას დააკვირდა. რომელმაც შეტყობინება გახსნა. სახეზე გაოცება ეტყობოდა. მერე ირგვლივ მიმოიხედა და ლევანის მზერას შეეჩეხა. რამდენიმე წამი უყურა, მერე ტელეფონს დაუბრუნა მზერა და თვითონაც აკრიფა შეტყობინება -გავითვალისწინებ:)- სწრაფად დაუბრუნა პასუხი,მერე ისევ ლევანს შეხედა, რომელმაც წერილი გახსნა და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.მერე თითები აამოძრავა და ისევ რაღაც დაწერა -არც იფიქრო, არ არის ეგ შენი ტიპის კაცი!- გაუგზავნა და ტელეფონი გვერდზე დაიდო და მას მერე არ შეუხედავს თათასთვის, რომელიც წერილის წაკითხვის მერე ფეიერვერკებს უშვებდა გულში. მადლობა დიდი რომ მიზიარებთ თქვენს შეხედულებებს. სწორად მიმიხვდით ორივე პერსონაჟს. თათას ყურადღება და სითბო სჭირდება ლევანისგან,ლევანი კი ცოტა სხვანაირია. ვნახოთ რა მოხდება:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.