შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -6- [+18]


12-03-2020, 01:05
ავტორი Hilalli
ნანახია 2 569

დილით 5 საათზე გავიღვიძე მოვწესრიგდი და ბიჭები გავათვიძე. ბევრი იწუწუნეს მაგრამ მიხვდნენ სხვა გზა არ ქონდათ და ადგნენ. ანკას ისევ ეძინა მის ოთახში შესვლა და იმის ნახვა როგორ ეძინა ძალიან მინდოდა მაგრამ მივხვდი ანკას გაღვიძება საბასთვის უნდა დამევალებინა. ამიტომ ყავის გაკეთება დავიწყე საბას კი მშვიდად ვუთხარი:
- წადი ქალბატონი გააღვიძე და გადაეცი ყავა თუ უნდა ახლავე ჩამოვიდეს. მერე მოსაწესრიგებელი იქნება და ყავის დალევისთვის დრო არ დარჩება.
საბამ უყოყმანოდ აირბინა გრძელი კიბეები რამდენიმე წუთში კი მოკლე შორტებსა და ბრეტელებიან მაისურში გამოწყობილი თმა გაშლილი ახლად გაღვიძებული ანკა ხელში აყვანილი ღიმილით ჩამოიყვანა. როგორც კი ძირს დასვა ბუზღუნი დაიწყო:
- დილის ხუთი საათია. რა ყავა მიშველის ახლა რომ გამოვფხიზლდე და ვიპოზიორო.
- სწრაფად დალიე და წყალი გადაივლე სცველი თმა მჭირდება. სახეზე არაფერი წაისვა ბუნებრივი უნდა იყო.
- არც კრემი? სახე გამომიშრება - დიდი წყვდიადიაფერი თვალებით ნაზად შემომხედა
- კარგი კრემი წაისვი და ეს ჩაიცვი - ქაღალდის პაკეტიდან ნაზად დაკეცილი მამაკაცის საროჭკა ამოვიღე და გავუწოდე - ოღონდ შიშველ ტანზე, მზის სხივები რომ დაეცემა უნდა დალანდოს.
- როგორი სექსუალურია - ირონით გამომხედა. - სულ ასეთ თორმაში ვეწევი ნიკიტას აივანზე. ამაში განსაკუთრებული რაარის?
- ფოტოს რომ ნახავ მიხვდები
- ასე შეიძლება? მგონი ეს კონკურსი იმისთვისაა რომ წახვიდე და ვინმეს შემთხვევით ფოტო გადაუღო მოდელი კიარ აპოზიორო. - მკითხა გიორგიმ
- მთავარია ფოტო გადავიღო. რაგავაკეთე ამ ფოტოსთვის იქ არ ჩანს. - ვუპასუხე. და ანკას მივუბრუნდი - მალე მოწესრიგდი და ნახევარ საათში შენი საძინებლის აივანზე გამოდი. იქ აგიხსნი რაუნდა გააკეთო
მე საბა და გიორგი გვერდით ოთახის აივანზე გავედით იქიდან მშვენიერი რაკურსი იყო ფოტოს გადასაღებად. იდეალურად გამოჩნდებოდა ანკა ზემოდან კავკასიონის მხოლოდ ქვევით სიღნაღის მშვენიერი ხედით. ვისხედით და ველოდებოდით ნახევრად შიშველი ლამაზმანის გამოჩენას. როცა გამოვიდა გული ზუსტად ისე ამიჩქარდა როგორც მისი პირველი დანახვისას. ის იდეალური იყო და ახლა ისეთი განცდა მეუფლებოდა თითქოს მე მეკუთვნოდა.
- ხედავ? მზე შენს პირდაპირ ამოდის. ისე უნდა დატკბე მისი სხივებით როგორც ზღვის ნაპირზე წოლისას.
- გასაგებია!
მისი აივნისკენ გადავწიე და ხელით ვანიშნე რომ ახლოს მოსულიყო.
- ამ ფოტომ მარტო გოგონა კიარუნდა აჩვენოს აივანზე არამედ ამბავი მოყვეს გესმის? წინაპირობა უნდა ავღბეჭდოთ მასზე. ამბავს მოგიყვები რომელიც ფოტოზე უნდა გადმოსცე და მე დავაფიქსირო - ჩუმი მგზნებარე ხმით ვესაუბრებოდი - საყვარელ კაცთან ერთად გაატარე ღამე სიყვარულის ქალაქში. იდეალური ღამის შემდეგ წყალი ერთად გადაივლეთ და საუცხოო სექსი გქონდათ სააბაზანოში. ნასიამოვნები ღიმილიანი სახით გამოდიხარ აივანზე რომ არამარტო ხალხი არამედ მზის სხივებიც დააჩოქო შენი სილამაზით და აჩვენო ყველას რამდენად ბედნიერი ხარ. შენი სიამაყე მჭირდება და დედოფლის გამოხედვა. ახლად დადგმული გვირგვინის ეიფორიით გაამაყება უნდა მაჩვენო. სახეზე ბედნიერების ღიმილი სექსის დეტალების გახსენებისას რომ აქვთ ქალებს ზუსტად ისეთი. თვალებში კი საუცხოო ორგაზმი უნდა მანახო.
- რა? - ბოლო ძალიან გაუკვირდა
- დარწმუნებული ვარ ორგაზმის იმიტაცია შეგიძლია - გამეცინა
- არდამჭირვებია - ამაყად გამიღიმა და თავი მაღლა ასწია.
- აი ეს სიამაყე მჭირდება! - ვუთხარი და უკან დავიწიე
უბადვლო მსახიობი იყო. ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა როგორც ვთხოვე,აშკარად რომელიმე იდეალურ ღამეზე ფიქრობდა ნიკიტასთან. საოცარი იყო მაგრამ იგივე შთაბეჭდილება შემექმნა რაც ერთი წლისწინ პირველად რომ დავინახე. ზუსტად იგივე ემოცია დაიტანა სახეზე. და საერთოდ არ ემჩნეოდა რომ ყალბი იყო. როგორც კი მზის სხივები მის იდეალურ კანს შეეხო და საროჩკის ქვეშ ლამაზი ფორმები გამოუკვეთა. გადაღება დავიწე. ეს ფოტოები ნამდვილად ყვებოდა ამბავს. და უკვე მქონდა ის რაც კონკურსისთვის მჭირდებოდა უბრალოდ წამიერად მომინდა რაღაც მეტი გამეკეთებინა და თვალში საბა მომხვდა დავუძახე და ვუთხარი მაისური გაეხადა და მასთან გასულიყო აივანზე. გაკვირვებულმა გამომხედა. ამიტომ ახსნა დვიწყე
- საკონკურაო ფოტო უკვე მაქვს მაგრამ ბლოგისთვის და ინსტაგრამისტვის ძალიან გამომადგება შენც თუ გახვალ კარგი ფოტოები გამოვა. თანაც კარგი გარეგნობა გაქვს ჩემს ბლოგს კი ბევრი ცნობილი პროდუსერი ნახულობს. შეიძლება მოდელის კარიერა აიწყო.
- გაგიჟდი? რა მოდელის? - გაეცინა
- შენ გადი მასთან და თუ არ მოგინდება შემოთავაზებებზე უარის თქმა შეგიძლია
- კარგი გავალ მაგრამ რაუნდა გავაკეთო?
- ესაუბრე, მოეფერე, ჩაეხუტე ეფლირტავე. ბუნებრივად მოიქევი
მორცხვად გაიხადა მაისური და ანკას ოთახში გავარდა. თავიდან ცხვენოდა თუმცა ანკამ გაათამამა, ცალი ხელი წელზე შემოახვევინა მეორე კი თმაში შეიცურა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ოდნაც უკან გადაიხარა გიშრის სველი დალალები ძირს ჩამოყარა . ანკა ძალიან სექსუალურად და გამომწვევად უღიმოდა. საბამაც ამავე ღიმილით უპასუხა და საოცარი სიყვარულით აღსავსე თვალებით შეხედა. ამ გრძნობას ადამიანები ვერ აყალბებენ, ამ ნაპერწკლებს თვალებში განძრახ ვერ იჩენენ. შეეტყო როგორ მოუნდა გოგონას ლამას ბაგეებს დასწაფვოდა. თითქოს წლების მიჩქმალული გრძნობები გამოაღვიძა. ფოტო შთამბეჭდავი გამოვიდა. მე კი ის გავიგე რაც მაინტერესებდა. საბა თავდავიწყებით იყო შეყვარებული ანკაზე და ამ გრძნობას ვერსად ავლენდა. მაგრამ ყველაზე ცუდი რაც დავაფიქსირე ის იყო რომ ანკა ამას ძალიან კარგათ ხვდებოდა. და არაფრად მიაჩნდა საბას გრძნობები. კარგად იცოდა რასაც გრძნობდა და არშიყი დაუწყო. მხოლოდ ფოტოს გამო კიარა მის სამართავად. ისედაც ყველაფერს აკეთებინებდა რაც უნდოდა მაგრამ ის კომპლექსები, რომ დაეძლია რაც შინაგანად ჰქონდა და ბოლომდე დამორჩილებოდა. ის გრძნობები გაუღვივა საბას რომელიც სულში ღრმად ქონდა დამარხული და ამოშვება არ უნდოდა. საკუთარი საქციელის ძალიან შემრცხვა, ჯობდა პირდაპირ მეკითხა ვიდრე ასეთ სიტუაციაში ჩამეგდო იმის გასაგებად რას გრძნობდა ანკასმიმართ.
იქ გაჩერება და საბას დამწუხრებული სახის ყურება აღარ შემეძლო თავს საშინლად ვგრძნობდი. ვთხოვე ყველას გამზადებულიყვნენ. ვჭამეთ და წამოვედით. მთელი გზა ყველა ჩუმად ვიაყაბოთ მხოლოდ ანკა საუბრობდა. ძალიან ვბრაზობდი მასზე. შეეტყო რომ იცოდა საბას გრძნობების შესახებ ან იქნებ მე ვცდებოდი და რაღაცესბი მეჩვენებოდა. ამიტომ სახლში რომ მივედით მე და გიორგი ვკითხე:
- არაფერი გეუცნაურა საბას და ანკას ფოტოებში?
- საბას რომ ანკა უყვარს მაგაზე მეკითხები? - ირონიით მკითხა
- შენც მიხვდი?
- დიდი ხანია მაგას მივხვდი. ნიკიტამაც იცის. და ყველამ მგონი ვინც კარგათ იცნობს მაგ ორს.
- და არ მოგეჩვენა რომ ანკა ხვდება მაგას?
- და თავის სასიკეთოდ იყენებს? კი ეგრეა.
- ახლა ძალიან შემრცხვა ჩემი ქცევების.
- მისმინე! - ჩამოჯდა და გულახდილი საუბარი დაიწყო ჩემთან - საბას წლებია ეგ გოგო უყვარს მაგრამ ხმას არ იღებს არც რამეს ცდილობს და არც მასთან კონტაქტს წყვეტს. უბრალოდ უყვარს და მორჩა. ფუჭ იმედებს არ ამყარებს. ნიკიტა იოსელიანი საერთოდ რომც არ არსებობდეს მაინც არაფრის დიდებით არ გამოუტყდებოდა ანკას თავის გრძნობებიში.
- რატომ? - გამიკვირდა
- არვიცი მაგრამ შეგიძლია მიბაძო! ესეიგი აქვს საიმისო მიზეზი. და შენც თუ ესე შორიდან გეყვარება ეგ გოგო შეიძლება 60 წლამდე მაინც იცოცხლო.
- არ მჯერა რომ განძრახ აკეთებს ანკა ამას.
- შეიძლება მართალი ხარ და უნებლიედ მოსდის მაგრამ ფაქტია რომ რასაც უნდა იმას აკეთებინებს. სულ კუდში დაყვება და აყურებინებს როგორი ბედნიერია ნიკიტასთან ერთად. შეიძლება ვცდები და ვერ ხვდება რომ საბას უყვარს მაგრამ ჩემი აზრით მანიპულირებს მისით...
მეტი აღარაფერი უთქვამს გიორგის, რაღაც წამლები დალია და დასაძინებლად წავიდა. მე ძალიან დავითრგუნე... ვერ ვხვდებოდი რაუნდა მეფიქრა. ან უნდა გავბრაზებულიყავი თუარა ანკაზე. ზედმეტი ფიქრიც უკვე მაშინებდა. დროის გასაყვანად ფოტოების დამუშავებას შევუდექი. შუაღამემდე ვმუშაობდი. გამთენიისას კი ყველა ფოტო მზად მქონდა და ავტვირთე კიდც. მხოლოდ მაშინ შევძელი თვალის მოხუჭვა.



№1 სტუმარი elen

ძალიან პატარა თავებია და საერთოდ ვერ ვიღებ კითხვით სიამოვნებას)))

 


№2  offline წევრი sofo_sofia13

პატარა თავებია და არ მომწონს ანკას საქციელი სასტიკადდდ

 


№3  offline წევრი Hilalli

elen
ძალიან პატარა თავებია და საერთოდ ვერ ვიღებ კითხვით სიამოვნებას)))

მადლობა შენიშვნისთვის გავითვალისწინებ აუცილებლად <3

sofo_sofia13
პატარა თავებია და არ მომწონს ანკას საქციელი სასტიკადდდ

მადლობა შენიშვნისთვის მივიღებ და გავითვალისწინებ აუცილებლად გავზრდი თავებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent