შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენდე


12-03-2020, 16:49
ნანახია 2 472

პირველი თავი
სახლში მარტო დარჩენა მანამდე მიყვარს სანამ მზეს მთვარე შეცვლის ანუ უფრო ზუსტად რომ,გითხრათ დაღამებამდე . აი თუ დაღამდა და ისევ მარტო ვარ მონსტრების,ზომბების და ყველა იმ საშიში პერსონაჟის ტყვეობაში ვექცევი რაც ოდესმე საშინელებათა ფილმებში მინახავს, მერე შეშინებული როგორღაც ძილს ვახერხებ და დილით თავს ისე ვგრძნობ ვითომ თავიდან დავიბადე.
14:39 სთ -ისევ მარტო ვარ და მოწყენილი ვფიქრობ რით გავერთო ,მომწყინდა სოციალური ქსელებიც,ფილმები და ის ყველაფერი რითაც სახლიდან გაუსვლელად ვირთობ თავს.ჩემი საუკეთესო მეგობარი ამ დროს შეზლონგზე გაწოლილა და მზეს ეფიცხება მე კიდე ვატყობ ლეღვის ნახარშის გადავლება მომიწევს და სახურავზე კოტრიალი, ცოტა ფერზე რომ მოვიდე (ეს ყველაფერი ხუმრობით ) უბრალოდ უსაქმურობისგან დეპრესია მაქვს .
უცბად თავში ერთი სულელური იდეა მომდის და განხორციელებას ვიწყებ ,მობილურს ვიღებ და ვკრეფ ნომერს შემთხვვითობის პრინციპით თან ჩემს თავზე მეცინება.სამჯერ გაისმის ზარის ხმა და ვიღაცის წიკვინა ხმა მესმის :
-ალიოოოო (უცნობი )20 წლამდე გოგოა ხმაზე ეტყობა როგორი სვეწკია თავს ძლივს ვიკავებ ხმამაღლა ,რომ არ გამეცინოს.
-გამარჯობათ თქვენი შეკვეთა მზად არის ,შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენი ტყავის ტრუსები წაიღოთ(უკვე ვფხუკუნებ)
-კრეტინო რა ტყავის ტრუსები მეორედ აქ აღარ დარეკო (წიკვინებს და თიშავს)
კარგა ხანს ვიცინე ჩემ თავზე რა ტყავი რა ტრუსები საიდან მომაფიქრდა.არ დავნებდი და შემდეგ ნომერს ვკრეფ.
-გისმეთ (მოხუცის თბილი ხმა მესმის დავიბენი)
-ბოდიშით ნომერი ამერია ალბათ ვთქი და გავთიშე .მოხუცებს არაფერს ვერჩოდი
კიდევ ვკრეფ ნომერს მაგრამ აბონენტი მიუწვდომელია მესმის ოპერეტორის ხმა.
უკვე მომბეზრდა და სხვის ნერვებზე თამაში არც ისე კარგი საქციელია ამიტომ ეს გასართობი გეგმაც დავივიწყე.
დროა ჩემზე ცოტა რამ გიამბოთ , ვიკა ვიბლიანი 17 წლის ვცხოვრობ მშობლებთან ერთად თბილისში,მყავს ასევე ბებია და ბაბუა, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ.მშობლები ბიზნესმენები არიან და ამიტომ მათი გრაფიკიდან გამომდინარე ხშირად მიწევს სახლში მარტო დარჩენა ,რაზეც სულ ვეწუწუნები მათ ისინი კი მპასუხობენ- უკვე დიდი გოგო ხარ და დამოუკიდებლად ცხოვრებას გაჩვევთო .მშობლებში ძალიან გამიმართლა ნათია და გეგა ჩემი სუპერ მშობლები არიან და მე მათ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.მე მათი ერთადერთი შვილი ვარ რადგან მეორე აღარ მოინდომეს თურმე ისეცი ცუდი ბავშვი ვიყავი :3
უკვე საღამოა და ნელნელა შიში მიპყრობს დედა და მამა კონფერენციაზე არიან მიწვეულები და დღეს ვერ მოვლენ სახლში.კარები და ფანჯრები შევამოწყე ღია ხომ არ დამრჩა რომელიმე ,როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო სამზარეულოში შევედი და ცოტა წავიხემსე ,სააბაზანოში საღამოს პროცედურები ჩავიტარე და ჩემს სამფლობელოში შევედი (ასე ვეძახი ჩემს ოთახს ) დავწექი და დედას დავურეკე.
-დე როგორ ხართ?
-კარგად ვართ დედი შენ როგორ ხარ? ისევ გეშინია?
-არა დე კარგად ვარ (ვიცრუე) ჩემზე არ ინერვიულოთ არაფერი მიჭირს .
-მიხარია დედი იცი მე და მამამ რაღაც გიყიდეთ ,ვიცი რომ ძალიან მოგეწონება .
-აუუ მიყვარხართ ჩამიკოცნე მამიკო და ხვალ გელოდებით <3
-კარგი დე ჭკვიანდ იცოდე.ჩვენც გვიყვარხარ,გაკოცე ტკბილი ძილი
მობილური გავთიშე ,თხელი პლედი დავიხურე და ჩემდა გასაკვირად მალევე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.
დილით გაღვიძებულს დედას ესემესი მხვდება ღამე მოუწერია: დედი დილით შენს გაღვიძებამდე სახლში ვიქნებით უკვე <3
კი მაგრამ რატომ არ მოვიდნენ? მობილურს ვიღებ და დედას ვურეკავ ზარი გადის მაგრამ არ მპასუხობს ,შემდეგ მამასთან ვცადე და იქაც იგივე.უკვე საშინლად ვნერვიულობ სად არიან რამე ხომ არ დაემართათ.დედასთან კიდევ ერთხელ ვცადე და მიპასუხა
-დე სად ხართ ვნერვიულობდი თქვენზე?
-გამარობათ მე თქვენი მშობლების მკურნალი ექიმი ვარ ალბათ არ იცით გამთენიისას ავარიაში მოყვნენ და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
ვერ აგიღწერთ იმ მომენტში რა დამემართა ,ცრემლებმა უნებურად იწყეს დენა ,ხმას ვერ ვიღებდი, ბოლოს ის მოვახერხე გამეგო რომელ საავადმყოფოში იყვნენ და სასწრაფოდ გავიქეცი.
არსებობს კარგი და ცუდი დღეები.ჩემს წარსულს ვიხსენებ და ცუდი დღეები მხოლოდ ის მახსოვს როდესაც სახლში მარტოს მიწევდა ყოფნა .პატარა ოჯახი გვქონდა მაგრამ მუდამ ბედნიერად ვცხოვრობდით.დღეს კიდევ ცუდ დღებს შორის ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში.
09:07:2019 საავადმყოფოში მისულს მშობლები დაღუპულები დამხვდნენ.ვკიოდი იქამდე სანამ გული არ წამივიდა.რომ გამეღვიძა თავზე ბებო მედგა დასიებული თვალებით ,მოვიდა მაგრად ჩამიხუტა და ამჯერად ერთად ავტირდით. როგორც შემდეგ გავიგე მამას საჭესთან ჩაეძინა და ხრამში გადავარდნენ ,ექიმმა მითხრა რომ მათი გადარჩენის შანსი ნოლი იყო რადგან თითქმის მთლიანი სხეული დამტვრეული ჰქონდათ,ასევე შინაგანი სისხლდენა და სხვა მრავალი ტრამვა. არ მინდა იმ საშინელი დღეების გახსენება ,რომლებიც ყველა კოშმარზე უარესია, განადგურებული საახები ,ბევრი ცრემლი ,გულის ტკივილი ,არვიცი როგორ გავაგრძელებ ახლა ცხოვრებას მათ გარეშე .ბებია და ბაბუა ჩემს გამო ცდილობდნენ ძლიერად ყოფილიყვნენ მაგრამ მე ჰომ ვიცი მათ გულში რა ცეცხლიც ბობოქრობდა.მათ ხომ ის ერთადერთი შვილი და რძალი დაკარგეს რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდათ. მშობლების დაკრძალვის შემდეგ სოფელში გადავედი ,ბოლო წელს იქ ვისწავლიდი, რადგან თბილისში მარტო ვერ ვიცხოვრებდი ბებია და ბაბუა კი ვერ დავითანხმე თბილისში გამოცხოვრებაზე.როგორც ავღნიშნე მშობლებს ბიზნესი ჰქონდათ დროებით მათი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაუძღება ბიზნესს შემდეგ კი მე ჩავუდგები სათავეში .
წარმოიდგინეთ თბილისში დაბადებულ გაზრდილი თინეიჯერი გოგოსთვის რა ძნელია სოფელში ცხორება და მერე კიდევ იმ გოგოსთვის რომელსაც აღარც დედა ყავს და არც მამა.
თითქმის ორი კვირა გავიდა რაც აქ ვარ და ჯერ ეზოს გარეთ არ გავსულვარ,ბებიას ვეხმარები სახლის საქმეებში და დროც მალე გადის.აი ღამე კი ჩემს თავთან მარტო დარჩენილი ცრემლებს საშუალებას ვაძლევ თავისუფლად იდინონ,ღამეებს სულ ტირილში ვატარებ და და დილით თვალებდასიებულს ყოველთვის ბებია მტუქსავს არ შეიძლება ამდენი ტირილიო.
გსმენიათ ისეთ მონატრებაზე სულს და გულს ერთიანად,რომ გწვავს? მე თავად ვცდი ამ ყველაფერს.ვიხსენებ ერთად გატარებულ ყოველ წამს და სევდა მიპყრობს ,არვიცი ღმერთმა ასე რატომ დამსაჯა ,ვფიქრობ არ დამიმსახურებია მათ გარეშე ცხოვრება ,მაგრამ დაუნდობელია წუთისოფელი არავინ ვიცით უეცრად რა სიურპრიზს გვიმზადებს.
თითქმის ზაფხულიც მიიწურა, მალე სკოლა იწყება და მე საშინლად არ მინდა ახალ გარემოში ყოფნა,რადგან წელს აბიტურიენტი ვარ რეპეტიტორების საქმე ბებიამ უკვე მომიგვარა სკოლის დაწყებასთან ერთად მათთან სიარულს დავიწყებ.ბებია ამბობს ,რომ საუეთესო მასწავლებლები არიან და არ უნდა ვინერვიულო ამ თემაზე.თიკა თითქმის ყოველდღე მირეკავს ,მამხნევებს და წუწუნებს რომ ჩემს გარეშე რა ეშველება. მეც გამიჭირდება მის გარეშე ,უკვე მენატრება მისი სიგიჟეები, ეს წელი და მერე სულ ერთად ვიქნებით, მე ბიზნესის ფაკულტეტზე ვაბარებ ილიას უნივერსიტეტში თიკა კი სამართალზე .ეს პროფესიები უკვე დიდი ხნის არჩეული გვაქვს .მე მშობლების კვალს გავყვები ,ვიცი როგორ იამაყებენ ჩემით, როდესაც მათსავით წარმატებული ბიზნესმენი გავხდები.
15 სექტემბერი - დღეს არ ვაპირებდი სკოლაში წასვლას რადგან პირველ დღეს გაკვეთილები არ ტარდება მაგრამ ბებიამ დაიჟინა წადი კლასელებს მაინც გაიცნობო.შავი ჯინსი ჩავიცვი ,სადა ნაცრიფერი მაიკა და ჩემი საყვარელი კეტები,თმა ცხენის კუდად დავისვი და უკვე მზად ვარ.ჩემს გარეგნობაზეც ცოტა რამეს გეტყვით,ფეხები კისრიდან ნამდვილად არ მეწყება საშუალო სიმაღლის ვარ ,გამოკვეთილი ქალური ფორმები არ გამაჩნია :3 მაგრამ რაც მაქვს მე მაკმაყოფილებს სრულიად, რაც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს არის სამი რამ :კურნოსა ცხვირი , ტუჩები რომელიც ძალიან ლამაზი ფორმისაა და მუდამ წითელი ,თითები ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე, საოცრად ლამაზი თითები მაქვს რომელიც დედასგან მერგო.ბაბუამ სკოლამდე მიმაცილა აი აქ კი გულმა ბაგაბუგი დამიწყო ამდენი ხალხის შემხედვარეს,არავის ვიცნობ გარდა ჩვენს მეზობლად მცხოვრები 14 წლის ნინის რომელსაც რამოდენიმეჯერ შევხვდი რადგან ჩვენი აივნები ერთმანეთს გადაჰყურებს.თვალებით ნინის ძებნა დავიწყე და ჰოი საოცრება მალევე ვიპოვე და მასთან მივედი.
-პრივეტ ნინ როგორ ხარ?

-სკოლა დაიწყო და როგორ ვიქნები ?! (შეწუხეული სახიტ ამბობს) შენ როგორ ხარ?
-რავიცი ნორმალურად .შეგიძლია ჩემს საკლასო ოთახამდე მიმიყვანო ?
-კი როგორ არა წამოდი.
ნინიმ კლასამდე მიმიყვანა მადლობა გადავუხადე და გაბრუნდა.კლასი ცარიელი დამხვა ასეც მოველოდი ყველა გარეთაა და რომელი ნორმალური გაჩერდება ამ დროს აქ.მერხების რაოდენობით თუ ვიმსჯელებ 20 მდე ბავშვი იქნება კლასში.ყველააზე ბოლო მერხთან მივედი და ჩამოვჯექი.მაგიდაზე ნამდვლი შედევრებია, აქ ვიღაცა პიკასო ზის გავიფიქრე ჩემთვის და ნახატებს კარგად დავაკვირდი მართლაც კარგი მხატვარია როგორც სჩანს.
უცბად კარები დაიკეტა ვერ მივხვდი რა მოხდა,კართან მივედი მაგრამ არ იღება ჩაკეტილია, რა ჯანდაბაა ვინ ჩაკეტა...
-არის აქ ვინმე ? დამეხმარეთ კარი ჩაიკეტა .კარზე ვაბრახუნებ მაგრამ არავინ მცემს ხმას.უკვე ვნერვიულობ ვიღაცამ ცუდად იხუმრა.მეორე სართულზე ვარ ვერც ფანჯრიდან გადავალ ,კლასის ფანჯრები კი მოედანს გადაჰყურებს, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არარის, არვიცი რა ვქნა , სახლში ვერ დავრეკავ არ მინდა ვანერვიულო ბებია და ბაბუა. კიდევ ვყირი მაგრამ უშედეგოდ .სხვა რა გზაა სკამზე დაჯდექი და დაველოდე იქნებ ვინმემ ინებოს კარის გაღება.დრო გადის ისევ არავინ ჩანს, უკვე თავს ვერ ვიკავებ და ცრემლი მდის.გადავწყვიტე ბებოს დავურეკო .მობილურს ვიღებ და ჰოი საოცრებავ,კარი იღება.თავს ვწევ და ჩემს გადამრჩენელს ვუყურებ.ბიჭია ჩემი ასაკის ხელზე უამრავი ტატუ აქ დაა..
-კიდევ დიდხანს უნდა მიყურო? იღიმის
-მეე მეე ენა დამება, არ ვიცი აქ როგორ ჩავიკეტე თავს ვხრი და ვცდილოც ცრემლები დავმალო
-წამოდი უცბად ხელს მკიდებს და გარეთ გავყავარ.
არვიცი როგორი გამოვიდა ,ველი თქვენს შეფასებას. ჩემი პირველი ისტორიაა.
ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Gaagrdzele, warmatebebi:-)

 


სტუმარი Mariamimari
Gaagrdzele, warmatebebi:-)

მადლობა <3 აუცილებლად

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

❤️ გაგრძელებას ველი

❤️❤️❤️❤️momwons

 


№4 სტუმარი lell

gaagrdzele kaiaa❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent