შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (21 თავი)

12-03-2020, 19:00
ავტორი nia_93
ნანახია 2 489

ლევანი გაღიზიანებული დაბრუნდა რესტორნიდან,თათა კი პირიქით. ამ ერთმა მესიჯმა ისე გაახარა, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ხომ ისეთი არაფერი,მაგრამ თათა ხომ ყველა წვრილმანს ეძიებოდა და ყველაფერში რაღაც პოზიტიურს ეძებდა,ამიტომ ამ წერილშიც,მარტივად დაინახა მცირედი ეჭვიანობა,რომელიც ასე აკლდა მისგან.

დაძინებას აპირებდა,ტელეფონმა რომ დაურეკა.ლევანის ნომრის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა

-გისმენ-ვერ იჯერებდა რომ ახლა ლევანმა დაურეკა

-ხომ არ გეძინა?-ხმაზე ეტყობოდა რომ ნასვამი იყო

-ახლა ვაპირებდი-დაუბრუნა პასუხი

-ხელს გიშლი?

-ლევან,ნასვამი ხარ?

-ვარ!

-გინდოდა რამე?-გულაჩქარებულმა ჰკითხა

-არაფერი, მიდი დაიძინე თუ ძილს აპირებდი- უთხრა და ტელეფონი გაუთიშა.

თათა ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ლევანის ზარი. ან დარეკვა რა იყო ან გათიშვა. ვერაფერი გაიგო, მერე ალკოჰოლს დააბრალა და დაიძინა. ფხიზელი ლევანი ამ შემთხვევაში არ დაურეკავდა საღამოს მოსაკითხად.

სამსახურში იყო ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა

-გისმენთ?-უპასუხა უცხო ნომერს თათამ

-თათა ხომ?-სასიამოვნო და ნაცნობი ხმა მოესმა მეორე მხრიდან

-კი და რომელი ხართ?-გაკვირვებულმა ჰკითხა

-გაგა ვარ თათა

-აა,გაგა-გაახსენდა დედამისის დაქალის შვილი-როგორ ხარ?

-კარგად,შენ როგორ ხარ?

-რავიცი,არამიშავს

-მოკლედ,რაზე გირეკავ, იტალიაში წასვლა გადადამედო გაურკვეველი ვადით,ხოდა მინდა რომ შეგხვდე თუ წინააღმდეგი არ ხარ,რა თქმა უნდა მეგობრულად-დაამატა ბოლოს,რადგან არ უნდოდა თათას რამე სხვანაირად გაეგო- ძალიან მომეწონე და მგონი არ ღირს ჩვენი ნაცნობობა ერთ დღეში დასრულდეს. ყავაზე რომ მიგიპატიჟო დამთანხმები?

-რავიცი...-ცოტათი ყოყმანი დაიწყო

-გეფიცები არანაირი მზაკვრული აზრები-გაეცინა გაგას-არც დედაჩემის ხელი ურევია-დაუმატა ისევ სიცილით.თათასაც გაეცინა

-კარგი, როდის მეპატიჟები?

-როცა შენ გეცლება,მითხარი და იმის მიხედვით.

-ალბათ უფრო შაბათს

-მაშინ იყოს შაბათი-შაბათს შეხვედრაზე შეთანხმდნენ და და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
კვირის დღეები ძალიან მალე გავიდა და შაბათიც მოვიდა. თათა და გაგა კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს.

მართლა მეგობრული შეხვედრა იყო. გაგამ პირდაპირ უთხრა ისე მომეწონე მაშინ რომ გნახე,შენნაირი მეგობრის დაკარგვა არ შეიძლებაო.

-იმედია შენი შეყვარებული ჩემზე არ იეჭვიანებს ხომ?-ჩაეკითხა

-არამგონია-თათამ მაინც თავი შეიკავა ჯერ გაგასთან გრძნობების გადაშლაზე და საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის ეთქვა რომ შეყვარებულს დაშორდა.

ცოტა ხანი ისაუბრეს.გაგამ ძალიან გაამხირაულა. მეორედ ხედავდა ცხოვრებაში ამ ბიჭს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა ,რომ მთელი ცხოვრებაა იცნობდნენ ერთმანეთს.
ისეთი უშუალო იყო გაგა,მასთან თავს შებოჭილად ვერ იგრძნობდი.
კიდევ შეხვედრაზე შეთანხმებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

საღამოს კატო გავიდა თათასთან.
იქ დარჩენას აპირებდა.
თეაც წასული იყო ნანასთან წყნეთში,ალბათ რამდენიმე დღე მანდ დარჩებოდა.

-ისე გადავიღალე,საერთოდ აღარ მინდა მუშაობა-წუწუნებდა კატო

-შვებულებას არ იღებ?

-ზაფხულამდე არა,ახლა რომ ავიღო ზაფხულში არ მომცემენ

-რას ვიზამთ,ასეთია ჩვენი ხვედრი-გაეცინა თათას

-სხვა რას შვები და..

-რავიცი,განსაკუთრებულს არაფერს. გაგას რომ შევხვდი გითხარი?

-გაგა?-ვერ მიხვდა უცებ კატო

-აი,დედაჩემის დაქალის შვილი, დამირეკა და შევხვდეთო

-აა,ხო გამახსენდა-დიდად არ მოეწონა გაგას ხსენება კატოს-რაო,რა მინდაო?

-მინდა რომ ვიმეგობროთო.მართლა კარგი ბიჭია

-და გჯერა ახლა მაგისი შენ,რომ მაგას მართლა მეგობრობა უნდა?-დაეჭვებით ჰკითხა

-კი კატო,მჯერა.

-რა გულუბრყვილო ხარ არ შემიძლია-ტუჩები დაპრუწა

-არ იცნობ და მაგიტომ მსჯელობ მასე. მერე შენც გაგაცნობ და მიხვდები რასაც ვამბობ-თათასაც არ ესიამოვნა კატოს უნდობლობა

-ლევანს არ მოეწონება ვიღაც ბიჭს რომ ხვდები

-გაგახსენებ, მე და ლევანი დავშორდით უკვე

-მერე რა, მე მაინც მგონია რომ შერიგდებით-მხრები აიჩეჩა

- მე არ მგონია კატო...

-მე მაინც გირჩევდი,რამე ისე არ გააკეთო,მერე მართლა რომ ვერ შერიგდეთ-გააფრთხილა კატომ

-რას გულისხმობ?-გაღიზიანდა თათა

-მაგ გაგას უცნაურად უახლოვდები, არ მინდა მაგ ბიჭმა უფრო დიდი უფსკრული გააჩინოს შენსა და ლევანს შორის-გულწრფელად უთხრა რასაც ფქრობდა

-კატო, ჩემსა და ლევანს შორის უფსკრულს სხვა ვერ გააჩენს,ჩვენ თვითონ ვერ შევინარჩუნეთ ურთიერთობა და სხვას როგორ დავაბრალოთ

-მაინც არ მესმის ბოლომდე,რატომ დაშორდით.არ გენატრება?

-გთხოვ... ჭრილობაზე მარილი არ დამაყარო..

-მაპატიე

-მენატრება,როგორ არ მენატრება? ხანდახან ისე მინდა მივიდე და უბრალოდ მოვეხვიო. თან ვნანობ რომ მე ვიყავი ინიციატორი დაშორების,თან მგონია რომ მართალი ვიყავი, მეც არეული ვარ. ლევანის გარდა სხვა არავინ მინდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ მეც დავიღალე.
ჯერ იყო და არ მამჩნევდა,სულ მეჩხუბებოდა და უმიზეზოდ ვყავდი ათვალწუნებული, მერე იყო და არ ვიცი რა გააუტრიალდა თავში და მომწონხარო და შეყვარებულები გავხდით.შეყვარებულობის პერიოდითაც ვერ დავიკვეხნი. მგონია რომ ,,პონტის’’ შეყვარებულები ვიყავით-თათამაც გულწრფელად თქვა რაც აწუხებდა

-ლევანთან ამაზე გისაუბრია?-ინტერესით ჩაეკითხა კატო

-მეტნაკლებად..

-მგონია რომ მას უნდა უთხრა ეს ყველაფერი გულწრფელად და ისე გაარკვიოთ

-რა აზრი აქვს, ერთად აღარ ვართ

-და ისევ რომ იყოთ ხელს რა გიშლით თქვენი პრინციპების მეტი?

-არ ვიცი კატო, არამგონია ლევანს ისევ მოუნდეს ჩემთან-ამის თქმისას ხმა გაუტყდა და თავი ჩახარა

-უნდა,დარწმუნებული ვარ მასაც უნდა. სულ დაბღვერილი დადის

-არ ვიცი...სულ ყველაფერი რთულად რატომ მაქვს ცხოვრებაში-ამოიოხრა თათამ და თავი ბალიშზე დადო. კატომ ცოტა ხანი გაჩუმება არჩია,მიხვდა რომ თათა თავს არ გრძნობდა კარგად.თვითონაც გვერდით მიუწვა და ჩუმად ჭერს მიაშტერდა

-ლევან, ჩემი პრინტერი რაღაც ჭედავს და ამომიბეჭდავ?- მეხსიერების ბარათით ხელში შევიდა ნატა ლევანთან

-კი,მომეცი-ჩიპი გამოართვა და თავის კომპიუტერში შეაერთა

-სულ მიჭედავს და უკვე ძალიან შემაწუხა-ტუჩები დაპრუწა ნატამ

-უთხარი ნიკას და გამოგიცვლის-უთხრა და ამობეჭდილი ფურცელი მიაწოდა

-მადლობა-ცალი ხელი ხელზე დაადო და მოუჭირა მადლობის ნიშნად და მეორეთი ფურცლები გამოართვა-ოქრო ხარ-ლევანს გაეცინა,არაფერი უპასუხია
ნატა გასვლას აპირებდა,კარებიდან რომ მოტრიალდა

-ისე,მე და შენ ყავა ერთად არასდროს დაგვილევია და ხომ არ გავსულიყავით ერთი დღე სადმე?-ღიმილით შესთავაზა. ლევანისთვის მოულოდნელი იყო,არ ელოდა მსგავს შეთავაზებას

-რავიცი ნატა, ვნახოთ-მხრები აიჩეჩა

-კი კი,აუცილებლად-თვალი ჩაუკრა და ფეხსაცმლის კაკუნით დატოვა მისი ოთახი.
ლევანმა თვალები აატრიალა

-ესღა მაკლდა-უკმაყოფილოდ ამოიოხრა და კომპიუტერს მიუბრუნდა.

თათა და გაგა კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ტელეფონითაც კონტაქტობდნენ.ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ბევრ ბავშვობიდან მოყოლებულ მეგობრებს შეშურდებოდათ.
ნატამ მაინც მოახერხა,იმდენი უბურღა ტვინი ლევანს, ყავის დასალევად მაინც გაიყვანა.სოციალურად აქტიურ ნატას არც ფოტოს დადება და ლევანის მონიშვნაც არ დავიწყნია.

თათამ ფოტო რომ ნახა უარესად მოეშალა ნერვები.თავისი ვარაუდი გამართლდა.

კატოს დაბადების დღე ახლოვდებოდა.
კატოს ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღეების აღნიშვნა,ამიტომ არც ეს იყო გამონაკლისი და რესტორანში გადაწყვიტა გადახდა.
თათას შესთავაზა,თუ გინდა გაგასაც უთხარი,ისე მიხასიათებ მაგ ბიჭს,ერთი სული მაქვს გავიცნო და ეს კარგი შესაძლებლობა იქნებაო და თუ სურვილი ექნება წამოიყვანეო.თან გულში მზაკვრულმა იდეამაც გაურბინა. უნდოდა თავისი ძმა ეეჭვიანებინა და თათას ბიჭთან ერთად რომ დაინახავდა გაბრაზებულიყო.

თათამ ცოტა ხანი იყოყმანა,ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა გაგასთვის,თან იმაზეც ფიქრობდა სხვანაირად არ გაიგოს რამეო,მაგრამ მერე მიხვდა რომ სისულელეებს ფიქრობდა და გაგას შესთავაზა მასთან ერთად წასვლა,რაზეც ბიჭი სიხარულთ დასთანხმდა.
ლევანს შეუმჩნეველი არ დარჩენია თათას ვიღაც ბიჭთან ერთად მოსვლა.ორივე ისე მხიარულად მოაბიჯებდა,რომ ტვინში სისხლი მოაწვა.
თათამ კატოს მიულოცა და თან გაგაც გააცნო

-კატო,გაიცანი გაგა. გაგა ეს კატოა-მოკლედ გააცნო ერთმანეთს. კატოს გაგას დანახვისას გულმა სხვანაირი დარტყმა გააკეთა. კი იცოდა თათასგან რომ კარგი ბიჭი იყო,მაგრამ ასეთ სიმპათიურს არ ელოდა.

-სასიამოვნოა-ძლივს ამოიღო კატომ ხმა

-ჩემთვისაც-საოცარი ღიმილით უთხრა გაგამ-და გილოცავ დაბადების დღეს-უთხრა და ყვავილები გადასცა

კატო ახურებული მოშორდა მათ.ცდილობდა არ შეემჩნია,რომ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა გაგამ.

ყველამ თავისი ადგილი დაიკავა მაგიდასთან. ლევანი მათგან ცოტა მოშორებით იჯდა,მაგრამ კარგად ხედავდა თათას.
ნერვები ისე ჰქონდა მოშლილი,ყველაფრის ხალისი დაკარგა

-რაღაც ცუდ ხასიათზე მეჩვენები-ეშმაკურად ჰკითხა გვერდით მჯდომმა ნიკამ-ვინმემ ხომ არ გაგაბრაზა?-სიცილით ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა.ლევანმა ისეთი მზერით გახედა, მაგის მერე სურვილი არ გასჩენია ნიკას ეღადავა.

თათა გრძნობდა ლევანის მზერას და სახეზე ახურებული იჯდა, არ უნდოდა მისკენ გაეხედა,მაგრამ რამდენჯერმე მზერა გაეპარა და თვალი თვალში მოუხვდა.
ცოტა რომ შეხურდა სიტუაცია,თათა ცოტა ხანი დაეხსნა გაგას და საპირფარეშოში გავიდა. ტუჩსაცხი ცოტათი გადასვლოდა და შეისწორა,თმასაც გადაუსვა ხელი. წყალი გადაივლო და გარეთ გავიდა. ის იყო დარბაზში უნდა შესულიყო,ლევანმა მხარში ხელი რომ მოჰკიდა და გასსასვლელისკენ წაიყვანა

-ლევან,რას აკეთებ?-გაოცებულმა ჰკითხა

-სალაპარაკო მაქვს-მოკლედ მოუჭრა და რესტორნის გარეთ გავიდნენ

-მოკლედ,ბიჭების დეფიციტს არ განიცდი ხომ?-ირონიულად ჰკითხა და ხელი გაუშვა

-რანაირად მელაპარაკები?

-როგორც იმსახურებ. ჯერ იყო და შენი თანამშრომელი სანდრო,ახლა კიდევ ეს უცხო ტიპი,არ გრცხვენია მაინც?

-სასირცხვილოს რას ვაკეთებ?-აღშფოთდა თათა

-ვერ ხვდები?-არც ლევანმა დააკლო-2 თვეა დავშორდით და ხალხს სალაპარაკოს აძლევ! არაა ლამაზი,გოგო სხვადასხვა ტიპებთან ერთად რომ იჩითება

-ლევან,სისულელეს მაბრალებ-ეწყინა კატოს

-რაც აქამდე არ გაგიკეთებია,მაგას ახლა ანაზღაურებ და აიშვი ხომ?-საერთოდ არ დაინდო ლევანმა,რადგან ისე ჰქონდა მოშლილი ნერვები,არ აინტერესებდა თუ როგორ ატკენდა თათას გულს

-ასეთ რაღაცას რანაირად მაბრალებ?-ცოტაც და შეურაცხყოფისგან იტირებდა,მაგრამ თავს მაქსიმალურად იკავებდა-სანდრო თანამშრომელია და მასთან არაფერი არ ხდება,გაგა კიდევ ჩემი მეგობარია და საერთოდ ვერ ვხვდები რატომ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა-ცოტა ხმას აუწია თათამ

-ხო,მეგობარი-ირონიულად თქვა-ჭკუას ვერასდროს ისწავლი ხომ?

-შენ საერთოდ ჩემთან რა პრეტენზიები გაქვს?შენ თვითონაც კარგად დადიხარ კაფეებში ნატასტან ერთად

-ნატა რა შუაშია

-ნატა ისევე შუაშია, როგორც სანდრო-ნიშნისმოგებით უთხრა-რომ გითხარი მოსწონხარ მეთქი არ დამიჯერე.

-მსგავსი არაფერი!

-კარგი, არ ვაპირებ შენთან კამათს-უთხრა და შიგნით შესვლას აპირებდა ლევანმა რომ გააჩერა

-მართლა არ არის რა ლამაზი სხვადასხვა ბიჭებთან სიარული-ბოლოს ოდნავ დამშვიდებულმა უთხრა- არ მინდა შენზე ცუდი თქვან

-მე ცუდს არაფერს ვაკეთებ-მკვახედ მიუგო და რესტორანში შევიდა.

ლევანმა გაბრაზებულმა ამოიღო სიგარეტი,მოუკიდა და ღრმად გადაუშვა მისი ბოლი ფილტვებში.

-ჩემს ნერვებს შეიწირავს ეს გოგო-ამოიოხრა და ფილტვებში დაგუბებული ბოლო გარეთ გამოუშვა.

ვფიქრობ,ბევრს არ გავწელავთქო,მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.
ბოდიში თუ ვინმეს მონოტონური ეჩვენება მოვლენები.
მადლობა დიდი, რომ კითხულობთ და ელოდებით <3

№1  offline წევრი ნანა73

დიახ, მონოტონურად მეჩვენება. ამას აშკარად ხვდები. არ გეწყინოს... kissing_closed_eyes თავები ძალიან პატარაა ან მე მეჩვენება, ალბათ ესეც "არაფერი ხდება"-ს ბრალია. კი ყოველდღე დებ, მაგრამ რომ მინდა რაღაც ვიგრძნო სრულდება...

№2 სტუმარი elen

პირველ რიგში ძალიან პატარა თავებია
მერე ძალიან მოსაწყენია არაფერი ხდება უკვე მერამდენე თავია
და ეს ურთიერთობა არ გავს ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობას ესე თინეიჯერებიც არ იქცევიან
მოკლედ რომ დაასრულებ საბოლოოდ წავიკითხავ მაგრამ ამ ეტაპზე ვწყვეტ...

№3  offline მოდერი nia_93

elen
პირველ რიგში ძალიან პატარა თავებია
მერე ძალიან მოსაწყენია არაფერი ხდება უკვე მერამდენე თავია
და ეს ურთიერთობა არ გავს ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობას ესე თინეიჯერებიც არ იქცევიან
მოკლედ რომ დაასრულებ საბოლოოდ წავიკითხავ მაგრამ ამ ეტაპზე ვწყვეტ...

,,არაფერი არ ხდება''-ში რას გულისხმობთ? როგორც ისტორიას შეატყვეთ რაღაც გასაოცარი და საშიში მოქმედებებით არ ვითარდება. მაინტერესებს რას ელით?რომელიმეს რამე დავმართო,ავარიაში მოვახვედრო,მეხსიერება დავაკარგვინო თუ რა?:დდ
ჩვეულებრივი მოვლენებით ვითარდება. თუ შერიგება უწერიათ,როგორღაც იმ ეტაპამდე ხომ უნდა მივიდნენ?
თავებს რაც შეეხება,ამაზე მეტის დაწერას ვერ ვახერხებ,მაგრამ ვცდილობ სწრაფად ავტვირთო ხოლმე.
მადლობა რომ კითხულობდით.

№4 სტუმარი სტუმარი ნელი

ძალიან კარგია.არ მოწონთ ალბათ ყირაზე რომ არ გადადიან და ,,ცეცხლოვანი სექსი" არ ააქვთ.რა სულსწრაფები არიან.შენ მაგათ ყურს ნუ უგდებ.მიყევი შენ ჩანაფიქრს.ისე ამაზზრენად არ მიგაჩნიათ ზოგჯერ ისე მონდომებით აღწერენ ,,აფეთქებულ"სცენებს. რომ ზღვარი ეკარგებად????

№5  offline წევრი Kathara

აუუ რა კაი გოგო ხარ, ძალიან მომწონს, მოქმედებებიც კარგად მიმდინარეობს?, გთხოვ არ აუჩქარო და ასე გამაგრძე, საერთოდ არ არის გაწელილი, დიდი ამბები გველოდება წინ, კატოსაც გამოუჩნდა მგონი მეწყვილე, ლევანი კი ღირსია, უფრო მეტად უნდა იეჭვიანოს, ბოლო დიალოგში ისე მომიშალა ნერვები, თათას ადგილას რო ვყოფილიყავი არ მოვუთმდნდი, ლევანი პირდაპირ ვერ ეუბნება რომ ეჭვიანობს და რაღაც იდიოტობა მოზეზებს იგონებს მაგრამ იმედი მაქვს თათა გამოასწორებს, ერთი სიტყვით ძალიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს♥️

№6  offline მოდერი nia_93

სტუმარი ნელი
ძალიან კარგია.არ მოწონთ ალბათ ყირაზე რომ არ გადადიან და ,,ცეცხლოვანი სექსი" არ ააქვთ.რა სულსწრაფები არიან.შენ მაგათ ყურს ნუ უგდებ.მიყევი შენ ჩანაფიქრს.ისე ამაზზრენად არ მიგაჩნიათ ზოგჯერ ისე მონდომებით აღწერენ ,,აფეთქებულ"სცენებს. რომ ზღვარი ეკარგებად????

ამდენი ხანია ვაქვეყნებ ისტორიას და უნდა მიმხვდარიყვნენ წესით,როგორ ვანვითარებ მოვლენებს:) მადლობა,რომ კითხულობთ <3

Kathara
აუუ რა კაი გოგო ხარ, ძალიან მომწონს, მოქმედებებიც კარგად მიმდინარეობს?, გთხოვ არ აუჩქარო და ასე გამაგრძე, საერთოდ არ არის გაწელილი, დიდი ამბები გველოდება წინ, კატოსაც გამოუჩნდა მგონი მეწყვილე, ლევანი კი ღირსია, უფრო მეტად უნდა იეჭვიანოს, ბოლო დიალოგში ისე მომიშალა ნერვები, თათას ადგილას რო ვყოფილიყავი არ მოვუთმდნდი, ლევანი პირდაპირ ვერ ეუბნება რომ ეჭვიანობს და რაღაც იდიოტობა მოზეზებს იგონებს მაგრამ იმედი მაქვს თათა გამოასწორებს, ერთი სიტყვით ძალიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს♥️

დიდი მადლობა <3

№7 სტუმარი anna

გაწელილი არ არის, მაგრამ ცეცხლი და ვნება აკლიან ორივეს. ისე გააგრძელე როგორც ჩაფიქრებული გაქვს. ხო მართლა სულ მინდოდა მეკითხა, თუ არ ვცდები არც ლევანის და არც თათას ასაკი არ გიხსენებია არსად და იქნებ მითხრა, რამდენი წლისები არიან?

№8  offline მოდერი nia_93

anna
გაწელილი არ არის, მაგრამ ცეცხლი და ვნება აკლიან ორივეს. ისე გააგრძელე როგორც ჩაფიქრებული გაქვს. ხო მართლა სულ მინდოდა მეკითხა, თუ არ ვცდები არც ლევანის და არც თათას ასაკი არ გიხსენებია არსად და იქნებ მითხრა, რამდენი წლისები არიან?

თათა 25 წლისაა და ლევანი 30 :)

№9  offline წევრი ნანა73

განვითარებაში იგულისხმება ურთიერთობის განვითარება. ამის ახსნა წასით არავის ჭირდება და ნამდვილად არ ნიშნავს არც საავადმყოფოში მოხვედრას, არც ავარიას და არც ცეცხლოვან სექსს! ეს სულ ცოტა შეურაცხყოფაა. არ ჩანს ემოცია. შეხვდნენ, მოიკითხეს, ორიოდე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს...
მე არ ვაპირებ რამე შეგისწორო ან შეგაცვლევინო, მითუმეტეს გასწავლო. უბრალოდ ჩემს აზრს მოგახსენებ თუ გინდა, თუ მხოლოხ 15 წლის გოგონებისთვის წერ გადასარევია.
და საწყენად არაფერს გირჩევ, ჩავთვალე რომ შეგიძლია წერა, მხოლოდ ეს არის მიზეზი ჩემი კომენტარების ❤️

№10  offline მოდერი nia_93

ნანა73

საწყენად მეც არ მითქვამს, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი,განვითრებაში რას გულისხმობდით.გავითვალისწინებდი:)

№11 სტუმარი სულერთია

მეცოტავება ხოლმე :(
არადა,მინდოდა დასრულებამდე მოცდა,მაგრამ მაინც ვერ გავძელი.
ცოტა მეწყინა ლევანის დამოკიდებულება თათასადმი...
კატოს გულს დაერხა :D
არ ვიცი რატომ მიყვარს ასე ძალიან,ეს სამეგობროში სიყვარულის ისტორიები.

№12  offline წევრი ნანა73

ჩემო კარგო, არ ვიცი შენი ასაკი თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა. გითხარი უკვე მომწონს როგორც წერ, გამართული ტექსტია, ბუნებრივი აღწერა, კარგად იკითხება. ეს ბევრს არ ახასიათებს აქ.
მე უბრალოდ მკითხველი ვარ, შესაბამისად არაფერს გასწავლი. მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გაგაცნობ.
ემოციურად მშრალია შენი პერსონაჟები. ზედაპირულად გყავს დახასიათებული, ლევანი განსაკუთრებით. მეტად აჩვენე მათი შინაგანი სამყარო, განცდები. ზუსტად ვიცი ხვდები რას ვამბობ. მძაფრი შეგრძნებები და სცენები სულ ცოტა გამოცდილი უნდა ჰქონდეს ატორს დამაჯერებელი რომ იყოს. სიუჟეტი საინტერესოა, მაგრამ 25-30 წლის წყვილზე უფრო სხვა ხასიათის ემოციებია საჭირო. სიმართლე გითხრა მაქსიმუმ 22წლისები მეგონა შენი გმირები.
წარმატებებს გისურვებ ❤️

№13  offline მოდერი nia_93

მადლობა ქალბატონო ნანა თქვენი აზრის გაზიარებისთვის. ყველას აზრს პატივს ვცემ <3

№14  offline წევრი aneta

ძალიან მშრალი ისტორიაა, არაფერი არ იგრძნობა კითხვის პროცესში, რაც ძალიან განსხვავებულია შენი წინა ისტორიებისგან. როგორ შეყვარებულობის ისტორიასაც აღწერ ლევანის და თათას შემთხვევში, მთლიანი ისტორიაც დაახლოებით მასეთია - არა ემოციური. ამ თავში ლევანის ქცევა საერთოდ გაუგებარია, აღარაფერს იმსახურებს თათასგან, შეურაცხყოფას აყენებს არაფრის გამო. ბოლომდე გგულშემატკივრობ და მინდა ბოლოს მაინც გამოვიდეს ისეთი, როგორ ისტორიებსაც ვართ შენგან მიჩვეული

№15 სტუმარი სტუმარი ლანა

ვაიმე რა კარგია იეჭვიანოს ცოტა ღირსია???? ძალიან მომწონს????????

№16  offline წევრი Kathara

არანაირად არ არის ასე რომ ვთქავთ “მშრალი” ისტორია, თუ დააკვირდებით კარგად არის დახასიათებული თუ როგორიიი პიროვნებაა ლევანი, ასევე თათას ხასიათიც ძალიან კარგად ჩანს,ყოველ თავში უფრო მეტად ვგებულობთ პერსონაჟების ბუნებას, ხოლო რაც შეეხება წყვილს, რატომ დაშორდა თათა? იმიტომ რომ მას მხოლოდ “შეყვაებულის” სტატუსი ქონდა, არანაირი საჩუქრები და რაც თათას ყველაზე მეტად გულს ტკენდა სიტყვა “მიყვარხარ” არასდროს არ გაუგია ლევანისგან. როცა ლევანი დააფასებს თათას მაშინ კი ნაღდათ იქნება ემოციები რაც ყველას გაკლიათ, ემოციას ხომ წყვილი უნდა ქმნიდეს, თათა და ლევანი უემოციოები არიან, ამაში კი ლევანია დამნაშავე, ასე რომ აქ მწერალი არაფერ შუაში მან წყვილი შექმნა რომელიც ერთმანეთისგან განხსვავებულები არიან მაგრამ ამასთან ერთად ძალიან კარგდ წყვილსაც ვხედავთ, ლევანი მალე მოვა ჭკუაზე და მერე იმ ყველაფერს მიიღებთ რაც გინდათ. ახლა კი მინდა კატოს და გაგას შევეხო, ამათი წყვილი სრულიად რადიკალური იქნება თათასგან და ლევანისგან, მათგან ის მუხტი წამოვა რაც თქვენ გაკლდათ, მათ შეეძლებათ ისეთი წყვილი გახდნენ როგორიც თქვენ გინდათ, კატოს ბუნება უკვე საკმაოდ კარგად ჩანს, გეგასიც ასეთუისე გავიგეთ, ორივე ერთმანეთს შეუწყობს ხელს რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ, მე არავის არ ვაყენევ შეურაწყოფას, ეს ჩემი აზრია, მე ამ მოთხრობას ასე ვხედავ, შეიძლება ვცდები, თქვენც თუ ამ მხრივ შეხედავთ მგონი იგივე აზრზე იქნებით, ყველას წარმატებები ყვდლაფერში♥️♥️♥️♥️

№17  offline მოდერი nia_93

ზუსტად მიხვდით ყველაფერს. ემოციას როგორ მოვიტან წყვილისას,როცა ჩაფიქრებული მქონდა რომ ასეთი ურთიერთობა ჰქონოდათ,მშრალი და ეს ვერ აიტანა თათამ.
დიდი მადლობა,თქვენ ყველაზე ზუსტად მიხვდით ჩემს იდეას <3

№18  offline წევრი Kathara

კიდევ ერთი რამის თქმა მონდოდა, ეს ისტორია არ არის “15”წლის ასაკის ბავშვებისთვის, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია წაიკითხოს, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და ყველაფერი ნელა და დალაგებულად მიმდინარეობს, სწორი რომ გითხრათ მე 15 ვარ მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ ეს არამარტო ჩემი ასაკის ბავშვებისთვისაა, ყველას თავისი გემოვნებაა გააჩნია. ამ საიტზე ბევრი მოთხრობა ერთმანეთს გავს და ეს იმ მხრივაა განსხვავებული რომ აქ ისეთი წყვილია რომლებიც თავიანთ ემოციებს არ გამოხატავენ, თითქმის ყველა მოთხრობაში ღალატის გამო შორდებიან ერთმანეთს წყვილი აქ კი განსხვავებული ვითარებაა რატომაც დავიწყე ამ მოთხრობის კითხვა, ერთი მეორეს უღალატებს, შემდეგ შორდებიან, მერე კი ისეთ ვინმეს ხვდებიან ვინც უყვარდებათ, მე ესეთი ისტორიებიც ძალიან მომწონს, არ ვამბობ რომ ცუდია, უბრალოდ ეს ისტორია განსხვავდება იმათგან, იქ სხვანაირი წყვილები არიან, რომლებიც თავიანთ ემოციებს და გრძნობებს გვაჩვენებენ, სწორედ ამიტომ გეჩვენებათ ეს ისტორია მშრალად, თათა და ლევანი იმ წყვილებისგან განსხვავდება ვინც თავიანთ გრძნობებს ერთმანეთს უზიარებენ, ყველა ასეთ წყვილს ვერ შექმნის, ერთიდაიგივე რამ ყოველთვის გბეზრდება, ისეთი წყვილებივ ერთხელაც მოსაბეზრებელი გახდება, თანაც რეალურ ცხოვრებაშიც არ არსებობს ისეთი წყვილები რომლებიც ემოციებით არიან სავსე. მართლია თუ გიყვარს გრძნობების გადმოცემას რა უნდა მაშინო მაგრამ ყველა ერთნაირად ხომ ვერ გადმოცემს თავიანთ გრძნობებს? ეს გოგო ცდილობდ განსხვავებული რამ დაწეროს, მე პირადად ძალიან მომწონს და ახალ თავს დიდი ინტერესით ველოდები, კიდევ გავიმეორებ მე არავის აზრს არ შევურაცყობ, უბრალოდ მინდა ისეთი თვალითაც შეხედოთ რომლითაც ამ ისტორიის ნამდვილ სახეს დაინახავთ. ყველა ადამიანს ერთნაირი წერის სტილი ვერ იქნება, პირიქით კარგია თუ თავისებურ ვარიანტს გაგვაცნობს, იქნებ და იმას აჯობოს რაც უკვე ვიცით, ახალი რამ არასდროს არ არის ცუდი, მგონი ძალიან გავილექსე. ძალიან კარგად წერ და ასე გააგრძელე, ვიცი რომ უარყოფითი კომენტარები ცუდად მოქმედებს, მაგრამ ის აკეთე რაც შენ გსიამოვნებს, ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება♥️♥️♥️

№19  offline მოდერი nia_93

ჰაიკო
მაიას დაუძახეთ ვინმემ, ასათიანს;)

რას კინკლაობთ ვერ გავიგე, როგორც ავტორს უნდა ისეთი იქნება, არაფრისმომცემი კრიტიკისგან თავი შეიკავეთ, ვერ ვხვდები, ავტორს უთითებთ როგორ დაწეროს ისტორია??? იქნებ ჩაფიქრებული აქვს რამე? ყველაფერს ერთ თავში ხომ არ იტყვის, დააცადეთ!
ნია, შენ ნუ მოიწყენ, წერა განაგრძე.
P.S. ვისაც არ მოგწონთ ერთ რაღაცას გკითხავთ: "ბუდენბროკები" წაკითხული გაქვთ? თომას მანის დაწერილია. თომას მანი ვინ არის? გენიალური გერმანელი მწერალი, ეს ცნობისთვის;) ეხლა მთავარი: "ბუდენბროკები" მსოფლიო დონის კლასიკური შედევრია, შედევრი! მაგრამ ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მიხვდით სად მივედით? და ბოლოს: ვისაც არ მოგწონთ, მიბრძანდით, მსუბუქად რომ ვთქვათ.

მადლობა <3 ვიცი,ყველას ვერ მოეწონება და ამაზე პრეტენზია არც მაქვს.უბრალოდ მაინც ცუდად მოქმედებს,მაგრამ თქვენი კომენტარები ძალიან მამხნევებს <3

Kathara
კიდევ ერთი რამის თქმა მონდოდა, ეს ისტორია არ არის “15”წლის ასაკის ბავშვებისთვის, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია წაიკითხოს, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და ყველაფერი ნელა და დალაგებულად მიმდინარეობს, სწორი რომ გითხრათ მე 15 ვარ მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ ეს არამარტო ჩემი ასაკის ბავშვებისთვისაა, ყველას თავისი გემოვნებაა გააჩნია. ამ საიტზე ბევრი მოთხრობა ერთმანეთს გავს და ეს იმ მხრივაა განსხვავებული რომ აქ ისეთი წყვილია რომლებიც თავიანთ ემოციებს არ გამოხატავენ, თითქმის ყველა მოთხრობაში ღალატის გამო შორდებიან ერთმანეთს წყვილი აქ კი განსხვავებული ვითარებაა რატომაც დავიწყე ამ მოთხრობის კითხვა, ერთი მეორეს უღალატებს, შემდეგ შორდებიან, მერე კი ისეთ ვინმეს ხვდებიან ვინც უყვარდებათ, მე ესეთი ისტორიებიც ძალიან მომწონს, არ ვამბობ რომ ცუდია, უბრალოდ ეს ისტორია განსხვავდება იმათგან, იქ სხვანაირი წყვილები არიან, რომლებიც თავიანთ ემოციებს და გრძნობებს გვაჩვენებენ, სწორედ ამიტომ გეჩვენებათ ეს ისტორია მშრალად, თათა და ლევანი იმ წყვილებისგან განსხვავდება ვინც თავიანთ გრძნობებს ერთმანეთს უზიარებენ, ყველა ასეთ წყვილს ვერ შექმნის, ერთიდაიგივე რამ ყოველთვის გბეზრდება, ისეთი წყვილებივ ერთხელაც მოსაბეზრებელი გახდება, თანაც რეალურ ცხოვრებაშიც არ არსებობს ისეთი წყვილები რომლებიც ემოციებით არიან სავსე. მართლია თუ გიყვარს გრძნობების გადმოცემას რა უნდა მაშინო მაგრამ ყველა ერთნაირად ხომ ვერ გადმოცემს თავიანთ გრძნობებს? ეს გოგო ცდილობდ განსხვავებული რამ დაწეროს, მე პირადად ძალიან მომწონს და ახალ თავს დიდი ინტერესით ველოდები, კიდევ გავიმეორებ მე არავის აზრს არ შევურაცყობ, უბრალოდ მინდა ისეთი თვალითაც შეხედოთ რომლითაც ამ ისტორიის ნამდვილ სახეს დაინახავთ. ყველა ადამიანს ერთნაირი წერის სტილი ვერ იქნება, პირიქით კარგია თუ თავისებურ ვარიანტს გაგვაცნობს, იქნებ და იმას აჯობოს რაც უკვე ვიცით, ახალი რამ არასდროს არ არის ცუდი, მგონი ძალიან გავილექსე. ძალიან კარგად წერ და ასე გააგრძელე, ვიცი რომ უარყოფითი კომენტარები ცუდად მოქმედებს, მაგრამ ის აკეთე რაც შენ გსიამოვნებს, ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება♥️♥️♥️

მართალი ხარ,ძალიან მოქმედებს და ნამდვილად გამამხნევე <3

№20  offline აქტიური მკითხველი grafo

კომენტარის ველი იმისთვის არსებობს, რომ მკითხველმა აზრი დააფიქსიროს. თუ ავტორს ეს არ მოსწონს, მიაწეროს ისტორიის თავში ან ბოლოში და დადუმდება მკითხველიც.
ეს ცნობისთვის.

ახლა ისტორია: ჩემთვის საერთოდ არ არის უემოციო ეს ისტორია ანუ თავიდანვე ასე დაიწყე და ფოიერვერკების მოლოდინი არც მქონია.
დედააა, ეს თათა...აღარ მაქვს სიტყვები. იცი რა მაინტერესებს?! აი, ავტორები ამბობენ ხოლმე ამ ისტორიით რაღაცის თქმა მინდოდა რაც ჩაფიქრებული მქონდაო, ოღონდ არასდროს არ/ვერ აკონკრეტებენ, უფრო ვერ :))). ხოდა, შენ რა გინდა ამ ისტორიისგან?
თათა სრულიად რეალურია ჩემთვის. ქალი და მატერიალიზმი ძმაკაცობენ :). ითრგუნებიან როცა ის არ აქვთ რაც მასას და ამ დროს მთავარი იკარგება-გრძნობები.
ჩემთვის იდეალი იყო ლევანი. ძალიან დამწყდა გული რომ ამ თავში "გააბუნჩულე". მართლა არ იმსახურებს ამას უბედური :)). ჩემთვის ისევ ჩინურივით გაუგებარია ყველა რატომ ელოდება ლევანის ამოქმედებას (იქმენ დაწერე შენთვის და გამოგრჩა საიტზე დადება,სადაც ლევანის ის "დანაშაული", რაზეც თათა საუბრობს გიწერია). შეურცხვა ცხვირი ასეთ დას და ძმაკაცსაც.

წინა კომენტარის პასუხი ვნახე. ხოდა, მერე დავაკვირდი ნიკს. თუ სწორედ მახსოვს, შენ ხო ის ხარ, მეგრელი, ვწერდით ხოლმე ერთმანეთს ფბ.ზეც? :)).

№21  offline მოდერი nia_93

grafo

კი, ის ვარ:) რატომღაც ფბზე ვეღარ გნახე ადრე.

№22 სტუმარი სტუმარი Grafo

nia_93

აჰა, ძალიან კარგი. ის ფბ.ი არ მაქვს. ორმაგი ცხოვრება ჩემთვის მომაბეზრებელი გახდა :D
ახლა ჩემს ესეში დასმულ კითხვებზე მიპასუხე თუ შეიძლება :)).

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent