შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული (თავი 8)


13-03-2020, 14:33
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 253

დილა გათენდა. კატოს ადრიანად გაეღვიძა და ყავის ჩამოსასხმელად გაემართა სამსარეულოსკენ, ცელ ხელში ტელეფონით ახალ ამბებს სქროლავდა. სწორედ ამ დროს კატოს ხმის გაგონებაზე ლევანიც წამოდგა და სამზარეულოში შევიდა. ჭიქა აიღო ყავას გავიმზადებო, კატომ კი არ დააცადა, თავადვე აიღო ჭიქა ხელში და ყავა გაუმზადა. ლევანს გაეღიმა
- მადლობა
- არაფრის. ხომ არ გშია
- არა , მხოლოდ ყავა მინდა
- მე ოთახში ვიქნები
- დარჩი - თხოვნის ტონით სთხოვა ლევანმა
- კარგი, მაშინ გამოვიცვლი და მოვალ
- ასე იყავი- გაეცინა ლევანს
- შემცივდება
- ხალათი მოიცვი მაშინ.
- კარგი- გაეცინა კატოს. ლევანმა უკვე იცოდა როგორ უყვარდა კატოს სახლში ნავარდი.
მალევე ჩამოვიდა ოთახიდან.
- გლოვოდან ტკბილეულის გამოძახება მინდა, შენც ხომ არ გინდა რამე?
- ხოო, ისე ერთხელ ჩავიდეთ და მოვიმარაგოთ ტკბილეულიც.
- აუცილებლად
- და ისე ჯერ რამე ხომ არ გვეჭამა
- რავი ცოტა არ იყოს და მშია
- რას შეჭამ
- არ ვიცი
- მოდი თუ გინდა ჯერ ტკბილეული ვჭამოთ და მერე ლანჩზე გარეთ გავიდეთ
- რაღაც არ მინდა დღეს გარეთ გასვლა
- თუ ჩემთან ერთად არ გინდა სადმე გასვლა
- ეგ მართლა არ მიგულისხმია
- მგონია რომ ეს ორი დღეა ურთიერთობა დაგვილაგდა, თუმცა რაღაც მაინც არ არის თავის რიგზე
- და ეს გიკვირს
- არ მიკვირს, უბრალოდ მინდა ვიცოდე რა გვიშლის ხელს
- ამ ყველაფრის დასაწყისი გვიშლის ხელს,
- ვიცი, მაგრამ თუ მოგვწონს ერთად ყოფნა და ამ ყველაფერს ძალით არ აკეთებ, პრობლემას ვერ ვხედავ
- ასე მარტივად როგორ უყურებ ყველაფერს
- იცი ფაქტი რა არის, მე შეიძლება მარტივად ვუყურებ ყველაფერს, შენ კი ართულებ. ახლა უნდა დავშორდეთ და მერე შეიძლება შესარიგებლად ვიბრძლოლოთ, როცა რეალურად შეგვიძლია ერთმანეთს ცოტა მეტი დრო მივცეთ, უბრალოდ შანსი მივცეთ ხვდები ?
- კი , ვხვდები.
- როცა მეტყვი იმ დღესვე დაგშორდები და მოვაგვარებ ამ პრობლემას, სამი კვირის მერე იქნება ეს თუ მანამდე, უბრალოდ, ვნახოთ სადამდე შევძლებთ ასე ცხოვრებას.
კატო დადუმდა, შემდეგ ლევანს მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
- ზოგჯერ იცი , მეც კი არ ვიცი რა მინდა
- ვიცი, იმაზე კარგად ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

მეგობრებო არ ვიცი მოგწონთ თუ არა, მაგრამ როცა არ აქტიურობთ და თქვენს შეფასებებს არ მიზიარებთ, მოტივაცია მეკარგება, ამიტომ გთხოვთ ორიოდე წუთით მეტი დაუთმოთ და იქნებ უკუშეფასება მომცეთ. მადლობა



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი ისტორიაა,ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ,მინდა ოღონდ უფრო დიდი თავები დადო.მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და უფრო დიდს.

 


№2  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი ანა
ძალიან კარგი ისტორიაა,ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ,მინდა ოღონდ უფრო დიდი თავები დადო.მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და უფრო დიდს.
დიდი მადლობა

დარინა
ძალიან პატარა თავია და არ მეყოო, მომწონს ეს წყვილი და ურთიერთობას თუ გამოასწორებენ და ეცდებიან თავიანთი შეცდომების გამოსწორებას დაიწყებენ კარგი იქნება, იმედია არ დაშორდებიან.

დიდი თავი იქნება შემდეგი , მიხარია მეგობრებო რომ მოგწონთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანუკა

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent