შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (22 თავი)


13-03-2020, 21:42
ავტორი nia_93
ნანახია 2 610

კატოს დაბადების დღემ მშვიდად ჩაიარა. ლევანს და თათას მის მერე ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.კარგად მოილხინეს და ნასიამოვნები დაიშალნენ.
მეორე დილით კატომ თათას დაურეკა

-ხომ არ გაგაღვიძე?-ახალი გაღვიძებული იყო კატო,თვალი გაახილა თუ არა ეგრევე თათას დაურეკა

-არა,რა გამაღვიძე,ხომ იცი ამ დრომდე არასდროს მძინავს

-ხო,მართალია,მე ვერ გამოვფხიზლდი ჯერ

-ახლა რომ გღვიძავს ის მიკვირს მე-გაეცინა თათას

-ხო,რაღაც კარგად ვერ დავიძინე-დაამთქნარა-ის გაგა რა მაგარი ტიპია-გადავიდა იმ თემაზე რაც აინტერესებდა-აქამდე რატომ არ ვიცნობდი ნეტა-კატო ყოველტვის პირდაპირი იყო,იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი

-მოგეწონა?-გაეცინა-ხომ გეუბნებოდი კარგი ბიჭიათქო

-მინდა ახლოს გავიცნო,ვერ მოგვიწყობ ერთ შეხვედრას?

-ვაუ,ასე სერიოზულად კატო?-წარბები ასწია თათამ

-პირველივე ნახვით დამშოკა-სიცილით უთხრა-ხომ შემახვედრებ?-თხოვნით მიმართა

-კი,რა პრობლემაა,როგორმე შეგახვედრებთ-გაეცინა-რახან შენ ვიღაც მოგეწონა,უკან არაფერზე დავიხევ

-მიყვარხარ. წავედი ახლა ავდგები და მოგწერ მერე

-კაი,მიდი-დაემშვიდობნენ და ტელეფონი გათიშეს.

თათას გაუხარდა კატოს ინიციატივა. იშვიათად ამბობდა ვინმეზე,რომ მოსწონს და გაგაც იმ უიშვიათესთაგანი იყო,ვინც კატოს მოეწონა,ამიტომ,რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეორგანიზებინა შეხვედრა.
კატოს დაბადების დღის შემდეგ,1 კვირა იყო გასული,თათამ გაგას დაურეკა.მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა

-შენთან პატარა თხოვნა მაქვს

-აბა გისმენ-დაინტერესდა გაგა,პირველი შემთხვევა იყო თათა რომ რაღაცას თხოვდა

-კატო ხომ იცი?

-როგორ არ ვიცი-გაეცინა

-მართალია,რა კითხვაა,რა თქმა უნდა იცი-არეულად უთხრა- მოკლედ,კატო მუშაობს რედაქციაში,ჟურნალისტია.ახლა დავალება აქვს ასეთი-სტატია უნდა დაწეროს უცხოეთში მყოფ ბიზნესმენებზე,ხოდა სურვილი ხომ არ გექნებოდა რომ მიგეღო ინტერვიუში მონაწილეობა?-ისე შესთავაზა,კარგად მოფიქრებული ტყუილი თათამ, წარბიც არ შეუხრია

-და კონკრეტულად რას ეხება?-ინტერესით ჰკითხა

-ნუ,ზოგადად,იქაური ბიზნეს გარემო როგორია და შედარება რომ გააკეთო საქართველოსი ევროპის სხვა ქვეყნებთან

-გაწელილი ხომ არ იქნება ძალიან?-გაეცინა

-არამგონია-თათასაც გაეცინა

-მაშინ,კარგი,პრობლემა არაა.მითხარი როდის და შევხვდები

-კარგი,დიდი მადლობა-გახარებული დაემშვიდობა,მაგრამ ეცადა ხმაზე არ შემჩნეოდა.
ახალი ამბავი კატოს აცნობა,რომელმაც სიხარულისგან შეჰკივლა

-აუ ოქრო ხარ რა. რეები ჩაგიტარებია-ძალიან აჟიტირებული იყო

-ახლა შენ იცი,კითხვები მოამზადე-გაეცინა

-კი მოვამზადებ,მაგრამ,ეს თემა საერთოდ რომ არ გვაქვს გეგმაში-მერე დაფიქრდა

-შენი ნება არაა რას დაწერ?ხომ გაქვს თავისუფალი თემები,ხოდა დაწერე

-ხო,თვეში ერთხელ იმაზე ვწერ რაზეც მე მინდა,ხოდა ამისთვის გამოვიყენებ-გაუხარდა,რომ მარტივად მოერგო სიტუაციას.

მალევე დიწყო კითხვების მომზადება. ეცადა ძალიან მომაბეზრებელი არ ყოფილიყო და თან ისეთი გამოსულიყო,დიალოგი რომ გამოსვლოდათ. კატოს ასეთები არ ეშლებოდა,ამიტომ შედგენილ კითხვებს რომ გადახედა,კმაყოფილმა გაიღიმა და დაელოდა როდის შეხვდებოდა გაგას.

-სუპერია-თათამ რომ კითხვები წაიკითხა,ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად.კატოსთან იყო სახლში,რომელიც მარტო იყო,რადგან ლევანი 2 დღით წასული იყო ქალაქგარეთ.

-ვეცადე მაქსიმალურად-მხრები აიჩეჩა

-არა,მართლა მაგარია. როდის გინდა რომ ვუთხრა გაგას შეხვედრაზე?

-იმ კვირას ნებისმიერ დღეს

-ოქეი

-დღეს ხომ დარჩები?

-რავიცი

-დარჩი რა,მარტო მეზარება

-კარგი ხო-იცოდა კატო მაინც იმდენს იზამდა,დაარწმუნებდა დარჩენაზე,ამიტომ მალევე დათანხმდა.

ისე შემოაღამდათ ლაპარაკში,ვერც იგრძნეს, ლოგინში დაწვნენ თუ არა,კატო ეგერვე გაითიშა.
თათამ ვერაფრით მოისვენა,ძილი არ ეკარებოდა. მერე სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. საძინებლისკენ რომ მიდიოდა,ლევანის ოთახისკენ გაეპარა მზერა. მერე ცდუნებამ სძლია და იქეთ წავიდა.

შესვლისთანავე იგრძნო ოთახის დადებითი აურა.ღრმად ამოისუნთქა და ოთახს მოავლო თვალი. ისე ჩუმად დადიოდა, თავი ქურდი ეგონა,სხვის სახლში ჩუმად შეპარული.
კომოდზე მის სუნამოს მოკრა თვალი.ხელში ფრთხილად აიღო,თავსახური მოხადა, მისი სურნელი შეიყნოსა და თვალები დახუჭა. როგორ ძალიან ენატრებოდა. ცრემლებმა თვალები აუწვა.სუნამო ფრთხილად დადო და მერე ლოგინისკენ წავიდა.
ჩამოჯდა,ხელი გადასაფარებელს გადაუსვა და ჩაფიქრდა.გაახსენდა ერთად რომ ეძინათ. რა ბედნიერი იყო მის მკლავებში რომ ეღვიძებოდა.ცრემლი წამოუვიდა და ლოყის გავლით ყელამდე ჩააღწია.მერე დაუფიქრებლად საწოლზე წამოწვა,მისი ბალიჩი ჩაიხუტა და ბალიშთან ჩახუტებული გაუნძრევლად იწვა კარგა ხანი,თან ლოყას ცრემლები უნამავდა.
ვერ მიხვდა,ისე ჩაეძინა.

არ განძრეულა, დილით იმავე პოზაში იწვა,როგორც დაიძინა.
მზის სხივებმა შეაწუხა.თვალი ნელ-ნელა გაახილა.გაიზმორა და ხელები ჰაერში გაუშეშდა,საწოლზე,მის გვერდით მჯდარი ლევანი რომ დაინახა,რომელიც თათას მზერას არ აშორებდა.

თათა სწრაფად წამოჯდა.თავი ძალიან უხერხულად იგრძნო,ლევანმა მის ოთახში ასეთ მდგომარეობაში რომ წაასწრო

-ლევან...-ვერაფრის თქმა ვერ შეძლო

-დილაშვიდობისა-ურეაქციოდ მიესალმა ლევანი,სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა,უბრალოდ თათას თვალებში უყურებდა,რაც უფრო აბნევდა გოგოს

-მე..ისა.. მაპატიე-უაზრო მოძრაობები გააკეთა და სიტყვებიც არ ჰქონდა,რა შეიძლებოდა ეთქვა-ასე გამოვიდა-ამოიოხრა ბოლოს,რადგან მიხვდა აზრი არ ჰქონდა არაფრის მტკიცებას და მოეშვა.ლევანი უხმოდ უხურებდა რამდენიმე წამი,თითქოს აკვირდებოდა და რაღაცის გაგება სურდა

-თათა,რას ცდილობ?-მერე ინტერესით ჩაეკითხა.თათას თვალები გაუფართოვდა

-არაფერს,მართლა,ისე ინსტიქტურად მოხდა ყველაფერი-ისევ შეეცადა აეხსნა მაგრამ ლევანმა არ დააცადა

-ზოგადად გეკითხები. რა გინდა?

-რა მინდა?-კითხვა შეუბრუნა

-ჩვენი ურთიერთობისგან რა მოლოდინები გქონდა?-მერე პირდაპირ მიადგა სათქმელს,რადგან თათა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ლევანი

-დილაუთენია არ მგონია ამაზე საუბარი ღირდეს-წამოდგომა დააპირა

-არა,ახლა ზუსტად რომ შესაფერისი დროა-ხელით დააბრუნა ლევანმა უკან საწოლზე

-ლევან...

-მაინტერესებს,რამეს დაგპირდი და ვერ ავასრულე? რა ვერ გავაკეთე ისე,როგორც შენ გინდოდა. გისმენ თათა!-ინტერესით ჩააჩერდა

-რისი მოსმენა გინდა ლევან?

-გითხარი უკვე! მაინტერესებს რა ვერ გავაკეთე სწორად შენი გადმოსახედიდან?

-კარგი-ამოიოხრა-რადგან გაინტერესებს გეტყვი რაც მაწუხებდა-ბოლოს დანებდა,ახლა ეტყოდა ყველაფერს რაც სათქმელი ჰქონდა და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებდა
-ვგრძნობდი,რომ შენ მე არ გიყვარდი-თვალი თვალში გაუყარა,უნდოდა ლევანის რეაქცია დაენახა,მაგრამ ლევანს მიმიკაც არ შეცვლია-ჩვენ არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა,როგორიც წყვილებს აქვთ ხოლმე-განაგრძო მერე,რადგან მიხვდა რომ ლევანი მას ელოდებოდა და აცდიდა სათქმელი ბოლომდე დაესრულებინა-ხანდახან ისე მინდოდა შენც ბანალური შეყვარებული ყოფილიყავი,როგორც სხვები არიან ხოლმე,მაგრამ ასეთი არ იყავი. მინდოდა თავი საჭიროდ მეგრძნო შენს გვერდით,მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდი,სულ ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ ჩემთან რაღაც გაკავებდა,მაგრამ შენი სურვილით არა.ასე მგონია გიტყდებოდა მე რომ შენი შეყვარებული ვიყავი. არსად არ ვჩნდებოდით ერთად,არასდროს მთავაზობდი შენთან ერთად წამოსვლას... არასდროს მიზიარებდი შენს განცდებს, არასდროს მიყვებოდი შენი დღის ამბებს,თუნდაც წვრილმანებს და რაც მთავარია,არასდროს გითქვამს რომ გიყვარდი-ბოლო სიტყვა ხმადაბლა თქვა. ძალიან იყო ამ სიტყვა ,,მიყვარხარ’’-ს ჩაბღაუჭებული თათა,რადგან ოცნებობდა ეს სიტყვები ერთხელ მაინც მოესმინა მისი საყვარელი მამაკაცისგან.

-შენ მე არ მიცნობდი თათა?-მისი მონოლოგის მერე პირველი ეს კითხვა დაუსვა-ხომ მიცნობდი?-კითხვა გაუმეორა,თათამ უბრალოდ თავი დაუქნია

-მერე? ხომ იცოდი როგორიც ვიყავი? არ ვარ ეს ტიპი ლამაზი სიტყვებით და სიურპრიზებით რომ ვანებივრო ქალი,მართალია ძალიან გიყვართ ქალებს ასეთი რამეები,მაგრამ მე არ შემიძლია,განა არ მინდა,უბრალოდ ჩემს ხასიათში არ ჯდება. არ შემიძლია გრძნობების გამოხატვა.უაზრო სიტყვების რახარუხს,მირჩევნია საქმით დავამტკიცო ხოლმე ჩემი გრძნობები

-და რა გრძნობები გქონდა ჩემს მიმართ ლევან?-ცოტა ირონიულად ჰკითხა თათამ-რაში გამოხატავდი და მე ვერ ვამჩნევდი?

-თუნდაც იმაში,რომ შენთან ურთიერთობისას ძალიან შევიცვალე. ვერ ამჩნევდი ჩემს ცვლილებას შენდამი? ის ლევანი,რომელიც მანამდე გეპყრობოდა და შეყვარებული ლევანი ერთი და იგივე იყო?მე შენთან ძალიან კომფორტულად ვიყავი თათა.მართალია,შენთვის არასდროს მითქვამს რომ მიყვარხარ, რასაც ასე ძალიან ხარ ჩაჭიდებული,მაგრამ მითხარი,განა რა ძალა აქვს ამ უაზრო სიტყვებს?ადამიანს შეიძლება უთხრა მიყვარხარ,მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვა იყოს და მეტი არაფერი,შეიძლება ის ადამიანი დღეს რომ შენ გეფიცება სიყვარულს,წავიდეს და ხვალ სხვას აუხსნას, მითხარი ასეთ სიტყვას რა ფასი აქვს?არანაირი თათა. მთავარია გულით გრძნობდე რომ იმ ადამიანთნ გინდა და მასაც უნდა.

-ხო,მაგრამ ხანდახან საჭიროა სიტყვებითაც აგრძნობინო ადამიანს რომ მისთვის ძვირფასი ხარ,რომ გჭირდება, მასთან გინდა და რომ მის გარეშე არ შეგიძლია

-ჩემთან თავს ცუდად გრძნობდი?

-არა

-გაგრძნობინე რომ ჩემთვის საჭირო არ ხარ? ასე რომ ყოფილიყო,მარტივად გავწყვეტდი შენთან ურთიერთობას,რადგან არ ვარ იმ ტიპის ადამიანი,ქალთან უაზროდ რომ წელოს ურთიერთობა და შეყვარებულის სტატუსი ატაროს, ამის არანაირი მიზეზი არ მქონია და ამას უნდა მიხვედროდი,რადგან ასე თუ ისე გამიცანი-ლევანმაც თავისებურად აუხსნა.თათას არაფერი არ უთქვამს ლევანიც ნაწილობრივ მართალი იყო და იმ ქალურ ამბებს რაც არ უნდა აეხსნა მისთვის,ლევანი ვერ გაიგებდა.ამიტომ მეტად აღარ გააგრძელა

-თანაც,მხოლოდ ჩემგან რომ ითხოვ,შენ რანაირად იქცეოდი?-მერე ისევ ლევანმა გააგრძელა- რაც აქედან წახვედი, შეხვედრებზე სულ პრობლემა გვქონდა,რამდენიც შენთან შეხვედრას დავგეგმავდი,იმდენი საქმე გამოგიჩნდებოდა,მაგრამ ახლა რატომღაც დრო სულ გაქვს,სხვა ბიჭებთან ერთად რომ იარო-ბოლო სიტყვები ირონიულად უთხრა

-ლევან,შენც კარგად იცი რა პრობლემები მქონდა ოჯახში.. იმ მომენტში ის დრო მჭირდებოდა დედაჩემთან

-მესმის თათა,მაგრამ როგორღაც შეგეძლო გადაგენაწილებინა, ახლა ხომ ახერხებ?

-ახლა სიტუაცია შეიცვალა..

-მართალი ხარ,ახლა დავშორდით

-ეს არაფერ შუაშია,ლევან რატომ არ გესმის?

-მეც ისევე არ მესმის შენი,როგორც შენ ჩემი

-სხვა ბიჭები არ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში

-,,ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო’’-ირონიულად თქვა ლევანმა

-არ ვიცი რამდენად გჯერა ჩემი, შენი ნებაა დაიჯერებ თუ არა,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სხვა ბიჭი არ არსებობს და არც არსებულა შენს გარდა-ლევანის უნდობლობით გულნატკენმა მიახალა. აღარ აპირებდა იმის მტკიცებას,რომ სხვა ბიჭებს არ ხვდებოდა,თუ არ უნდოდა მაინც არ დაიჯერებდა,ამიტომ ნერვები უარესად არ მოიშალა. მერე ლევანს არ დალოდებია ისე გავარდა მისი ოთახიდან.

კატოს ოთახში შევიდა,რომელსაც ისევ ეძინა. ფრთხილად მიუწვა,ისე თითქოს მთელი ღამე მასთან ეძინა და ეცადა ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო.
იმ დღეს ლევანს არ გადაყრია,ყველანარიად ეცადა მალე წასულიყო,კატომ გიღვიძა თუ არა,თათა დაემშვიდობა,რაღაც მოიმიზეზა და წავიდა.

გაგა და კატო პარასკევს შეთანხმდნენ ინტერვიუზე.მყუდრო კაფე აირჩიეს,სადაც ხმაური ხელს არ შეუშლიდათ.

კატო რომ მივიდა გაგა უკვე მანდ იყო.კატოს დანახვისას ფეხზე წამოდგა, ღიმილით მიესალმა და მაგიდასთან დაჯდომაში მიეხმარა.

-ბოდიში რომ დამაგვიანდა,საშინელი საცობი იყო-უთხრა ყველაზე სტანდარტული პასუხი დაგვიანების

-არაუშავს,ქალმა თუ შეხვედრაზე არ დაიგვიანა, ეგრე რა მუღამი აქვს-გაეცინა გაგას
-ეგ პაემანზეა ნათქვამი-სიცილით შეუსწორა კატომ

-ნუ ამ სიტუაციაშიც ჩაჯდა-სიცილით თვალი ჩაუკრა.

კატოს ძალიან მოსწონდა გაგას ღიმილი, ათჯერ უფრო სიმპათიური ხდებოდა,როცა იღიმოდა.

-ზოგადად,ძალიან პუნქტუალური ვარ,მაგრამ ახლა მართლა საცობის ბრალი იყო-ეცადა სახელი არ გაეფუჭებინა და თავი დაიცვა

-არაუშავს,მესმის-დაამშვიდა გაგამ. მერე მიმტანი მოვიდა,რომელსაც შეკვეთა მისცეს.
კატომ ბლოკნოტი ამოიღო და ხმის ჩამწერიც მოამზადა.

-დავიწყოთ ხომ,დრო რომ არ დავკარგოთ?-ჰკითხა და გაგას თანხმობის მერე დაიწყო შეკითხვების დასმა.

ინტერვიუს პროცესში სულ სხვანაირი იყო გაგა,თავდაჯერებული,გაწონასწორებული და ზუსტად პასუხობდა ყველა შეკითხვას. საერთოდ არ ჰქონდა თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა და ძალიან უშუალო იყო ურთიერთობაში.
ბოლო კითხვაც დაუსვა კატომ და ღიმილით დახურა ბლოკნოტი

-ძალიან მაგარი იყო-შეუქო ინტერვიუ კატომ-მომდევნო კვირას დაიბეჭდება

-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თუ რამით დაგეხმარე-გაუღიმა

-შენი შეწუხება არ მინდოდა,მაგრამ თათას რომ ვუთხარი რაზეც უნდა დამეწერა,თვითონ შემომთავაზა ვთხოვ გაგას თუ დამთანხმდებაო-ურცხვად იცრუა და წვენი მოსვა

-არ შევწუხებულვარ,პირიქით,ჩემთვისაც საინტერესო იყო. იმედია ტიპიური ჟურნალისტი არ ხარ და შენებურად არ გადააკეთებ პასუხებს-გაეხუმრა გაგა, კატოსაც გაეცინა

-პირობას გაძლევ ყველაფერს ისე დავწერ,როგორც თქვი-გაუღიმა

-დასაფასებელია ასეთი ჟურნალისტები-კატოს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.

-სასიამოვნოა შენი გაცნობა გაგა-მოულოდნელად კომპლიმენტი უთხრა კატომ

-ჩემთვისაც-გულწრფლად გაუღიმა გაგამ

-ახლა უნდა წავიდე, სტატია მაქვს დასამთავრებელი-ბლოკნოტი ჩანთაში ჩაიდო და გაგას მიუბრუნდა- იმედია კიდევ შევხვდებით-იდუმალი მზერით შეხედა და გაუღიმა

-აუცილებლად-ისეთივე პასუხი დაუბრუნა,როგორი ნათქვამიც იყო მისი მისამართით

-მაშინ,დროებით-კიდევ ერთხელ დაუღიმა კატომ, დაემშვიდობა და ბედნიერმა დატოვა კაფე.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ,რომ კითხულობთ და თქვენს აზრს გამოხატავთ.თითოეული თქვენგანის აზრს პატივს ვცემ. იმედია ჩემგან ვინმეს რამე არ გეწყინათ.
ეს ისტორია სულ ცოტათი განსხვავებულია ჩემი წინა ისტორიებისგან,შეიძლება ბევრს დაგაკლდათ ლევანსა და თათას შორის ქიმია და უაზროდ და გაწელილად გეჩვენებათ, მაგრამ ჩანაფიქრიც სწორედ ის იყო,რომ მათ ასეთი ურთიერთობა ჰქონოდათ თავიდან ანუ ისეთი ,,ქიმიური'' წყვილი არ ყოფილიყო და მოვლენებიც ისე განვითარებულიყო,როგორც ვანვითარებ.სხვა საქმეა თუ თქვენ არ მოგწონთ,ამისთვის მაპატიეთ, ანუ ვერ მოვარგე იმ სტანდარტებს,რასაც თქვენ ელით.
რაც შეეხება იმას,რამის თქმა მინდა თუ არა ამ ისტორიით, გეტყვით რომ არა. არაფერს არ ვცდილობ და ვინმესთვის რამის მოწოდებას არ ვაპირებ. ეს არის უბრალოდ,გასართობი ისტორია ერთ ჩვეულებრივ და მაინც ცოტათი განსხვავებულ წყვილზე.
თუ ვინმე კიდევ რამე აზრს ხედავთ და რამე მოწოდება დაინახეთ,ეგ უკვე მკითხველის ფანტაზიაზე და შეხედულებაზეა დამოკიდებული.
მოკლედ,კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ მკითხველს,ძალიან მახარებს თითოეული თქვენგანის მოსაზრება ამ ისტორიაზე,როგორც პოზიტიური და ისე ნეგატიური. ეს იმას ნიშნავს,რომ ზუსტად ის მივიღე,რასაც ველოდებოდი და ჯერჯერობით ისე შედგა ეს ისტორია,როგორც ჩაფიქრებული მაქვს.
ბევრი მადლობა თქვენ <3

პ.ს. თავების მოცულობაზეც მესმის თქვენი პრეტენზიები,მაგრამ ბევრჯერ ვახსენე,რომ მაქსიმუმს ვცდილობ და დრო როგორც მაქვს იმის მიხედვით გამომდის მოცულობაც.



№1  offline წევრი დარინა

მე მომწონს ამ ისტორიის კითხვა და პრეტენზიებიც არ გამაჩნიაა, წყვილზე დავწერ თუ არ მომეწონებაა, ძლივს მგონი რაღაცას მოაბეს თავი და ნორმალურად დაილაპარაკეს, მანამდეც უნდა ელაპარაკათ თავიანთ გრძნობებზეე, ჰოპ და უცებ დაიწყეს ურთიერთობა და მაგიტომ არაფერი გამოადით, თათას მართალია დიდი ხანია უყვარს მაგრამ ლევანი კარგად არ იცნობდარა წყინდა რა უხაროდა არცერთმა არ იცოდაა, მე მომწონს წყვილი და ვფიქრობ დაფიქრდებიან ორივე და მიხვდებიან რა უნდათ მე კიდევ მინდა ეჭვიანი ლევანის დანახვააა, ისე ლევანი იმასაც ვერ მიხვდა რომ თათას ცხოვრებაში მის გარდა არავინ ყოფილა და უაზროდ დაიწყო სხვა ბიჭეზე ლაპარაკიი. კატოს და გაგას წყვილი მომეცონა ენერგიილები არიან ორივეე და მოუხდებიან ერთმანეთს, აუ ჩემი ნიკაც გამოავინე რაა მიყვარს ეგ ბიჭიიი.

 


№2  offline მოდერი nia_93

დარინა
მე მომწონს ამ ისტორიის კითხვა და პრეტენზიებიც არ გამაჩნიაა, წყვილზე დავწერ თუ არ მომეწონებაა, ძლივს მგონი რაღაცას მოაბეს თავი და ნორმალურად დაილაპარაკეს, მანამდეც უნდა ელაპარაკათ თავიანთ გრძნობებზეე, ჰოპ და უცებ დაიწყეს ურთიერთობა და მაგიტომ არაფერი გამოადით, თათას მართალია დიდი ხანია უყვარს მაგრამ ლევანი კარგად არ იცნობდარა წყინდა რა უხაროდა არცერთმა არ იცოდაა, მე მომწონს წყვილი და ვფიქრობ დაფიქრდებიან ორივე და მიხვდებიან რა უნდათ მე კიდევ მინდა ეჭვიანი ლევანის დანახვააა, ისე ლევანი იმასაც ვერ მიხვდა რომ თათას ცხოვრებაში მის გარდა არავინ ყოფილა და უაზროდ დაიწყო სხვა ბიჭეზე ლაპარაკიი. კატოს და გაგას წყვილი მომეცონა ენერგიილები არიან ორივეე და მოუხდებიან ერთმანეთს, აუ ჩემი ნიკაც გამოავინე რაა მიყვარს ეგ ბიჭიიი.

მადლობა შენ.
ჩემი ერთ-ერთი ერთგული მკითხველი ხარ ამ ისტორიის <3

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

გაგასა და კატოს წყვილმა პოზიტიური მუხტი შემოიტანა ისტორიაში.
ლევანისა და თათას დიალოგიც როგორც იქნა შედგა.
მე მომწონს ლევანი და სულაც არ ვთვლი რომ უემოციოა, პირიქით, ისეთი ემოციური როგორიც თათასთან იყო, არც ერთ ნაწილში არ არის.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

მომწონს ძალიან კარგი და განსხვავებულია,იმედია ქიმიაც იქნება შემდეგ თავებში.მომწონს სტილიც.წარმატებები❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

მე მომწონს ეს იისტორია და სიამოვნებით ვკითხულობ და ახალი თავის დანახვისას თათასავით მიჩქარდება გული ლევანის რომ ხედავს .პრეტენზიაც არ მაქვს,წარმატებები.

მინდა რომ თათას და ლევანის წყვილი შედგეს,ისე ვთვლი რომ ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის,უბრალოდ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ჩვენ, თვითონ,

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

ძალიან მომწონს ეს ისტორია უბრალოდ თათა და ლევანირომ ესე არიან ერთმანეთთან არ მომწონს

 


№7 სტუმარი ))

ძალიან პატარა თავებია და თან თითის მსგავსი შინაარსის) კარგად დაიწყე მაგრამ მხოლოდ დაოწყე და ვერ შეძელი ისევ ისე გაგეგრძელებინა) ჯობია ორ ან სამ დღეში ერთხელ დადო და დიდი თავი ვიდრე ყოველდღე და დაუკმაყოფილების შეგრძნება გვქონდეს) ცოტა გამოაცოცხლე ეს წყვილი!

))
ძალიან პატარა თავებია და თან თითის მსგავსი შინაარსის) კარგად დაიწყე მაგრამ მხოლოდ დაოწყე და ვერ შეძელი ისევ ისე გაგეგრძელებინა) ჯობია ორ ან სამ დღეში ერთხელ დადო და დიდი თავი ვიდრე ყოველდღე და დაუკმაყოფილების შეგრძნება გვქონდეს) ცოტა გამოაცოცხლე ეს წყვილი!

თითქმის*

 


№8  offline წევრი isterichka123

დიდიხანია აქ არწამიკითხია ისტორია ამან ჩამითრია ქულ გოგო ხარ რა

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

ბოდიში, ბოდიში. შემთხვევით დამეჭირა "ანლაიქზე".
დასაწყისიდანვე როგორი "ატმოსფერო" შექმენი, ზუსტად იმ გზას აგრძელებ. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ქიმიის არ ქონაზე წუწუნი.
ლევანი...ამ თავში გულზე მომეშვა. მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თათას რატომ აწვალებ, რა დაგიშავა ?! მომწონს კუს ნაბიჯებით რომ მიიწევ წინ, გემრიელს ხდის ისტორიას. უბრალოდ, პატარა თავები რაღაცას უკარგავს თითქოს, მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოგდის, მართლა.

 


№10  offline მოდერი nia_93

grafo
ბოდიში, ბოდიში. შემთხვევით დამეჭირა "ანლაიქზე".
დასაწყისიდანვე როგორი "ატმოსფერო" შექმენი, ზუსტად იმ გზას აგრძელებ. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ქიმიის არ ქონაზე წუწუნი.
ლევანი...ამ თავში გულზე მომეშვა. მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თათას რატომ აწვალებ, რა დაგიშავა ?! მომწონს კუს ნაბიჯებით რომ მიიწევ წინ, გემრიელს ხდის ისტორიას. უბრალოდ, პატარა თავები რაღაცას უკარგავს თითქოს, მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოგდის, მართლა.

ხო, თავების მოცულობის კონტროლი ცოტა მიჭირს:(
ვინ ალაიქებს ეგენი სადმე ჩანს? მხოლოდ რაოდენობას არ აჩვენებს?

 


№11  offline წევრი Kathara

სუპერ იყო, ძალიან მომეწონა, ლევანის და თათას დიალოგი ძალიან კარგი იყო, ძლივს ერთმანეთს უთხერს სათქმელი, თათა ძალიან მეცოდება, მაგრამ ლევანიც ცუდ მდგომარეობაშიაა, ისე ლევანმა უნდა გამოიჩინოს პირველმა ინიციატივა შერიგების, იმედია ასეც იქნება. ხოლო რაც შეეცება კატოს და გაგას უკვე მესაყვარლებიან, უმაგრესი წყვილი იქნება, უფრო მეტ ენერგიას შემოიტანენ, იმედია შემდეგ თავებში უფრო კარგად გამოიკვეთებიან, რაც შეეხება თვითონ ამ ისტორიის მოცულობას მე საერთოდ არ ვარ უკმაყოფილო, თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველ დღე დებ, მე პირიქით მირჩევნია ყოველ დღე დადოს ავტორმა და მოცულობით პატარა იყოს, ერთი სიტყით ძალიან კარგია და ველოდები შემდეგ თავს♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი Grafo

nia_93
grafo
ბოდიში, ბოდიში. შემთხვევით დამეჭირა "ანლაიქზე".
დასაწყისიდანვე როგორი "ატმოსფერო" შექმენი, ზუსტად იმ გზას აგრძელებ. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ქიმიის არ ქონაზე წუწუნი.
ლევანი...ამ თავში გულზე მომეშვა. მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თათას რატომ აწვალებ, რა დაგიშავა ?! მომწონს კუს ნაბიჯებით რომ მიიწევ წინ, გემრიელს ხდის ისტორიას. უბრალოდ, პატარა თავები რაღაცას უკარგავს თითქოს, მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოგდის, მართლა.

ხო, თავების მოცულობის კონტროლი ცოტა მიჭირს:(
ვინ ალაიქებს ეგენი სადმე ჩანს? მხოლოდ რაოდენობას არ აჩვენებს?


ხოდა, მარტო რაოდენობას აჩვენებს მაგრამ ხომ უნდა გცოდნოდა რომ 1.ით ნაკლები ანლაიქი გაქვს რეალურად :)). მართლა შემთხვევით დამეჭირა.

 


№13  offline მოდერი nia_93

სტუმარი Grafo
nia_93
grafo
ბოდიში, ბოდიში. შემთხვევით დამეჭირა "ანლაიქზე".
დასაწყისიდანვე როგორი "ატმოსფერო" შექმენი, ზუსტად იმ გზას აგრძელებ. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ქიმიის არ ქონაზე წუწუნი.
ლევანი...ამ თავში გულზე მომეშვა. მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თათას რატომ აწვალებ, რა დაგიშავა ?! მომწონს კუს ნაბიჯებით რომ მიიწევ წინ, გემრიელს ხდის ისტორიას. უბრალოდ, პატარა თავები რაღაცას უკარგავს თითქოს, მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოგდის, მართლა.

ხო, თავების მოცულობის კონტროლი ცოტა მიჭირს:(
ვინ ალაიქებს ეგენი სადმე ჩანს? მხოლოდ რაოდენობას არ აჩვენებს?


ხოდა, მარტო რაოდენობას აჩვენებს მაგრამ ხომ უნდა გცოდნოდა რომ 1.ით ნაკლები ანლაიქი გაქვს რეალურად :)). მართლა შემთხვევით დამეჭირა.

არაუშავს, ეგ არაფერი :დ

 


№14 სტუმარი სტუმარი თათუკა

დღეს იქნება თუ დავიძინო? :D

 


№15  offline მოდერი nia_93

სტუმარი თათუკა
დღეს იქნება თუ დავიძინო? :D

დღეს სამწუხაროდ არ იქნება:(
შეგიძლია დაიძინო :დდდ

 


№16 სტუმარი ვიკა

თავიდან კითხვა რომ დავიწყე ჩვეულებრივი სახალისო ისტორია მეგონა (კარგად დაწერილი), მაგრამ თათას და ლევანის ურთიერთობის გაგრძელება მინდა გითხრა რომ ძალიან რეალურ შეგრძნებს მიტოვებს. ესეთია ცხოვრება და ესეთია ურთიერთობები... შეიძლება 13-14 წლის გოგომებმა ვერ აღიქვან რატომ ხდება ასე, მაგრამ თუ რაღაც გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში აუცილებლად მიხვდები რამდენად რელურია ეს ისტორია და ამ წყვილის ურთიერთობები.
პ.ს.
ზოგადად ჩვევად მაქვს მეორეხარისხოვანი პერსონაჟებია ამოჩემება, მაგრამ კატოს და გაგას წყვილი საერთოდ არ მიზიდავს (ეს კარგია!!!). დიდი ინტერესით ვკითხულობ თათას და ლევანის ისტორიას და ასევე ინტერესით ველი თუ როგორ მოაგვარებენ (ან ვერ) შექმნილ სიტუაციას.

წარმატებები!

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიკა

აუ დადე რა შემდეგი თავი,გელოდები მთელი გულით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent