შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -9-


15-03-2020, 01:49
ავტორი Hilalli
ნანახია 1 745

დილით უჩვეულოდ ადრე გაგვეღვიძა სამივეს. ანკამ ყავა მოგვიდუღა შემდეგ კი სალათის დაჭრა დაიწყო. მე და საბა მეორე სართულის ვერანდაზე ავედით ყავის დასალევათ და მშვენიერი ხედის საყურებლად. სუფთა ჰაერი და უცნაური სიგრილე იყო. მთები ისე ლამაზად ეფინებოდა ერთმანეთს პატარა სოფლის გასწვრივ, გამწვანებულ ეზოში კი მშვენიერი ქალი ფუსფუსებდა. ირგვლივ საოცარი სიმშვიდე იდგა და ამ სიმშვიდით ტკბობა ერთი სიამოვნება იყო მანამ სანამ საბა არ წამოხდა ძველი დივნიდან და ხმამაღლა დაიყვირა:
- ღმერთო ჩემო... დროზე სახლში შემოდი.
- რა ხდება? - გაოცებულმა ვკითხე და ტკივილისაგან გაბუჟებული თავი ძლივს ავწიე
- დროზე შემოდი!... ანკა - უფრო ხმამაღლა დაიძახა - ნიკიტას მანქანა.
საბა სახლში შევარდა და კიბეებისკენ წავიდა. მეკი შორს გავიხედე სადაც ჩქარა მომავალი შავი BMW დავინახე. ნომერი კარგათ არ ჩანდა მაგრამ ეს მანქანა იმდენად ჰგავდა პატრონს მილიარდში გამოარჩევდი. ნელა გავყევი უკან საბას, სიარული ძალიან მიჭირდა განააკუთრებით დაქანებულ კიბეებზე: მანქანის გაჩერების და ჭიშკრის ხმა გავიგე. გული საცოდავად მიცემდა. ნიკიტა კი გაცოფებული შემოვარდა კარებში და საბას სახელი დაიღრიალა. მანქანა შეამჩნია და გაბრაზდა რადგან ატყუებდა არ ვიცი სადარის ანკაო. საბა შემომიტრიალდა მკაცრად მითხრა ამ ოთახიდან გამოსვლა არ გაბედო მეტ პრობლემას ნუღარ შექმნიო. მეკი პატარა ბავშვივით ადგილზე გავიყინე. საბა გარეთ გავარდა გაცოფებულმა ნიკიტამ მისკენ გაიწია მაგრამ ანკამ ხელები მკერდზე დაადო და გააჩერა
- ხომ მითხარი არვიცი სადარისო? აქ რასაკეთებ?
- მე ვთხოვე რომ ჩამოსულიყო... საბას შეეშვი, ხომ იცი რომ არაფერ შუაშია? - წამოიძახა ანკამ
- და შენ რას აკეთებ საერთოდ? - ანკასკენ გაბრუნდა ნიკიტა და საცოდავი თვალებით შეხედა
- აქ როგორ მიპოვე? - კითხა ანკამ
- რა გგონია შენი მშობლები არ გეძებდნენ? მამაშენს ველაპარაკე მეზობელმა უთხრა რომ აქ ხარ.
აქ ასე უაზროდ დგომა აღარ შემეძლო და ეზოში გავედი. წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი მაგრამ. პატარა ბავშვივით ჩრდილში დგომას არ ვაპირებდი.
- ამას რაღა უნდა აქ? - გაცოფებულმა წამოიძახა ნიკიტამ და ჩემსკენ გამოიწია
- ნიკიტა გაჩერდი! - შეეხვეწა ანკა
- გაჩერდი ცუდადაა კიდევ რომ დაარტყა მოკვდება - საბა წინ გადამიდგა.
- მომისმინე კარგი? - ჩუმად ვუთხარი
- რა ვქნა? - აყვირდა.
უცხო მანქანის დანახვასა და ყვირილი ხმის გაგონებაზე ეზოში გაკვირვებული ვანო შემოვარდა. ჭიშკრიდანვე შეეკითხა საბას: ხო მავიდობააო:
- კიი... კიი... შინაურია. - უპასუხა საბამ - ყველაფერი კარგათაა ძმაკაცია ჩვენი
ახლოს რომ მივიდა გაკვირვებულმა ნიკიტამ ხელი პირველმა გაიწოდა და ძლიერად ჩამოართვა:
- ნიკიტა იოსელიანი - ჩვეული სიამაყით წარმოთქვა თავისი სახელი
- ვანო მარსაგიშვილი. ცუდად არ გამიგო ძმა. უბრალოდ ამ სახლში გავიზარდე და ჩხუბის ხმა რო გავიგე გამოვედი რამე ხო არ ხდება თქო. მეზობელი ვარ აგერ თუ მშვიდობითახარ მოსული მაგას რა ჯობია. ჩემი თავი გენაცვალოს
- გაიხარე ძმა - უთხრა ნიკიტამ და მხარზე დააარტყა ხელი - მესმის ყველაფერი არ ვარ შეუგნებელი ბიჭი. ოჯახია სახლია და არაა ყვირილი ლამაზი.
- ხო რა... გეტყობა შეგნებული კაცი ხარ და გამიხარდა შენი გაცნობა. სახლში კაცი არაა და ანიკო კიდე ჩემხელშია გაზდილი. დაიკოა ჩემი და ამის შემწუხებელი ვერ გაიხარებს სანამ აქავარ. და რავი თავი ვალდებულად ჩავთვალე რო შემოვსულიყავი.
- გაიხარე ძმა. კაი კაცი ხარ, მადლობა. ამ გოგოს გულისთვის ჩამოვედი, მეც ვნერვიულობდი და მიხარია თუ ყავს ვინმე აქეთ ვისი იმედიც შემიძლია მქონდეს. რაშიც არ უნდა დაგჭირდეს ეენც გქონდეს ჩემი იმედი. თბილიში რო მოხვდები მიკითხე, ნიკიტა ვარ იოსელიანი პეკინზე ვცხოვრობ და მოდი "ნალუბოი" დროს ვისაც არ უნდა კითხო ყველა მოგასწავლის ჩემ სახლს.
მათ დიალოგზე ძალიან დავიბენი. ანკამ კი თვალები გადააბრუნა შეეტყო ამ ორის დაახლოების იდეა მაინც და მაინც არ მოსწონდა.
- შემოგევლე ძმა... ანალოგიურად ყველაფერი... სანამ აქახარ ვიქეიფოთ ერთი კარგათ.
- მადლობა მაგრამ საჭესთან ვარ, ვერ დავლევ - მშვიდად მიუგო
- მოსაწევს შემოვთავაზებ მაშინ
- არა მადლობა არ ვეწევი! - ისევ მშვიდად უპასუხა - ბავშვებს დაველაპარაკები და უნდა წავიდე მეჩქარება. სხვა დროს დავილოთ რომ მოხვდები ჩვენსკენ შემომიარე
- კაი მაშინ რამე თუ დაგჭირდეს აქავარ - გამიკვირდა, მე მაძალებდნენ გუშინ მოწევას ნიკიტას კი მეორედ შეთავაზება ვეღარ გაუბედეს, იქნებ მე მქონდა ასეთი არასერიოზული სახე.
- მადლობა ! - უპასუხა ნიკიტამ. ხელი ისევ ძლიერად ჩამოართვეს ერთმანეთს, ვანო კი ჭიშკარში მშვიდად გავიდა. მიხვდა ყველაფერი წესრიგში იყო და ამ დიალოგში ზედმეტი იქნებოდა მისი ჩარევა. თუმცა აქ რომ იყო მე მეტად იმედიანად ვიყავი.
ნიკიტამ თავზე გადაისვა ხელები, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ფიცრულ სკამზე ჩამოჯდა. სახეზე ირონული ღიმილით გადაფენილმა სიგარეტს მოუკიდა და მშვიდად გვკითხა:
- რა უნდა გელაპარაკოთ ვეღარ ვხვდები. - შემდეგ საბას შეხედა - კაი ეს მაზოხისტი ....ა. ეს კიდე ტუტუცი ქალი. შენ რაღა მოგივიდა ბიჭო? შენ ხო ჩემ ხელში გაიზარდე? მეგონა კაცად გაგზარდე და სწორი ცხოვრება გასწავლე. ასეთ სირობებს რატო მიკეთებ?
საბამ მორცხვად დახარა თავი მე კი მივხვდი რომ ჩემზე თქვა მაზოხისტი ....ო მაგრამ რატომღაც კაი ძმაკაცივით "გავუტარე" . ანკა მიუახლოვდა და უთხრა
- მისმინე!
- გისმინო?! - გაეცინა ნიკიტას - 6 წელია შენს "აპრავდანიებს" ვისმენ. როგორ გგონია არ მეყო? როგორ ფიქრობ ყელში არ ამომიხვედით შენ და შენი მუდმივი თავზე გადაჯმა? ქუჩაში ამაყად ვიძახი რომ ჩემი საცოლე ხარ და შენ რას მიკეთებ? ხან სიღნაღში ხარ ვიღაც სირთან ერთად და ხან ყაზბეგში. კიდევ მე გისმინო?
ანკას სახეზე ფერი გადაუვიდა, ეტყობოდა ასეთ რამეს არ ელოდა ნიკიტასგან... აკანკალდა გაკვირვებული სახით უყურებდა ნიკიტას.
- მორჩა ანკა! ყველაფერი დამთავრდა! საკმარისად გისმინე და დავიღალე გესმის? მე შენთან ლაპარაკი დავამთავრე! მორჩა გესმის? სათქმელი აღარაფერი აღარ გაქვს! არც მე დამრჩა მიზეზი შენს მოსასმენად. ყველაფერი მორჩა ჩვენშორის! დამღალე, ძალიან დამღალე და ყელში ამომიყვანე შენი თავი შენივე ქცევებით - თვალები აუწყლიანდა, ძალიან მშვიდად და გულდაწყვეტით საუბრობდა. - რაც გინდა ის ქენი აწი. აღარ მაინტერესებს. მე შენგან სიყვარული ვერ დავინახე, მე შენგან პატივიცემა ვერ დავინახე, და უკვე ზედმეტია ეს ყველაფერი გესმის? რასაც გასცემ იმის ნახევარს მაინც თუ ვერ იღებ გული გიცრუვდება. ეს ურთიერთობა მარაზმია და უნდა დამთავრდეს. ყოველთვის მეყვარები. მაგრამ შენთან ყოფნა აღარასდროს მომინდება...
მშვიდად წამოდგა და კარებისაკენ წავიდა. ანკა გაეკიდა და ხმამაღლა აცრემლებულმა დაუძახა.
- ნიკიტა! - თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა. ეს რეალური ემოცია იყო.
- არა ანკა! - შემობრუნდა და მშვიდად მიუგო - მეტს ნუღარ დამტანჯავ! რამე თუ დაგჭირდება ყოველთვის შეგიძლია მომართო მაგრამ მეტი აღარაფერი იქნება ჩვენშორის...
ანკა ადგილზე გაქვავდა და ცრემლები წამოსცვივდა, ნიკიტამ კი მშვიდად მოიხურა კარები და მანქანა დაძრა და გზას გაბრაზებული და გულნატკენი გაუყვა. არვიცი რატომ მაგრამ გული ძალიან დამწყდა მშვიდად შემობრუნდა ანკა და საბას ჰკითხა
- მიმატოვა?
- მგონი ჰო -ჩუმად უპასუხა საბამ
- არ დამირეკავს ხომ? - ხმა გაებზარა
- არამგონია...
- წადით! - დაიყვირა
ანკამ სახიდან ცრემლები მოიწმინდა და ამაყად შევიდა სახლში. უკან გავყევი და მხარზე დავადე ხელი. თითქოს გარემოებით ვისარგებლე, არვიცი ეს რატო ვუთხარი თან მაშინ მაგრამ არმინდოდა ისე ჩავსულიყავი თბილიში რომ ეს მისთვის არ მეთქვა. ძალა მოვიკრიბე და ჩუმად ჩავჩურჩულე.
- მე მიყვარხარ...
ამაზე ირონიულად გაეღიმა, უკან საბა შემოგყვა მაგრამ ეს სიტყვები რომ გაიგო კარებში გაშეშდა.
- კარგია! - მითხრა ანკამ და ღიმილით შემობრუნდა
- ვიცი ამის დრო არ გაქვს ახლა მაგრამ მე შემიძლია ბედნიერ ქალად გაქციო. მე შემიძლია შენთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყო. წელიაადია კუდში დაგდევ და მე... მე ეს უნდა მეთქვა. წავიდეთ! მოვშორდეთ ამ ქალაქს და ქვეყანას. ბერლინში წავიდეთ! ძალიან მოგეწონება იქაურობა. გეფიცები ძალიან ბედნიერი იქნები.
- მართლა გჯერა რასაც ბოდავ? - გაოცებულმა თან თიმილით მკითხა - გჯერა რომ დედოფლის გვირგვინს დავტოვებ და შენთან ერთად გავიქცევი სადმე ცხოვრების ნოლიდან დასაწყებად? მართლა გჯერა ამ ბოდვის? რომ მე ანკა დადიანი ბედნიერი ვიქნები ოდესმე შენნაირ კაცთან? - ისევ ამაყად გაეცინა - სახლში წადი ლუკა!
აღარაფერი მითქვამს. მკაფიოდ გამაგებინა რომ მისი შესაფერისი არ ვიყავი. რომ ტყუილად ვიბრძოდი ამდენიხანი მისგამო და ოდნავადაც არ ვაინტერესებდი. მიუხედავად მისი საპირისპირო ქცევებისა ნიკიტა უყვარდა. უყვარდა მაგრამ სიამაყე აბრმავებდა. ეტყობოდა გული საშინლად სტკიოდა. თუმცა მთელი არსებით ცდილობდა არ შეემჩნია.
სახლიდან გამოვედი და მანქანისაკენ წავედი. რამდენიმე წუთში ქუჩაში საბა გამოვიდა. ვანოს დაუძახა და სთხოვა იქნებ როგორმე თბილიში ჩამოიყვანო ჩვენთან ერთად წამოსვლა არ უნდაო. ვანოც დასთანხმდა და ანკასთან შევიდა რომენახა როგორ იყო. იმდენად დასტრესილი ვიყავი თავის ტკივილი საერთოდ აღარ მახსოვდა. საბა მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და თბილისისაკენ გავემართეთ.
ეტყობოდა საბაც გაბრაზდა ანკაზე თორემ ასე ადვილად არ დატოვებდა ასეთ მდგომარეობაში მყოფს .ცოტახანს ჩუმად ვისხედით ორივე და ძრავას ვუსმენდით მერე კი საუბარი დავიწყე.
- ცუდი დრო შევარვჩიე არა? - მორცხვად ვკითხე
- კი მაგრამ "დაიკიდე" როცა არ უნდა გეთქვა იგივე პასუხს მიიღებდი.
- ჩემს გამო დაშორდნენ არა?
- არა! მაინც ასე დამთავრდებოდა. ნიკიტა მართალია. ყელში ამოუყვანა თავისი ქცევებით ყველაფერი.
- არ შერიგდებიან?
- არამგონია! - ჩუმად ჩაილაპარაკა - ყოველთვის ასეთი არ იყო იცი? კეთილი საყვარელი გოგო იყო. მაგრამ დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ხომ იცი სკოლებში როგორ ხდება არავის მოსწონდა კლაში. გოგოებს იმიტომ რომ მათზე ლამაზი იყო. ბიჭებს კი იმიტომ რომ ზედმეტად თამამი იყო.
- თქვენ როგორ დამეგობრდით?
- ჩვენი მამები კურსელები იყვნენ. ერთ კლასში რომ აღმოვჩნდით ძალიან გაუხარდათ. ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს. ყაზბეგში ვისვენებდი მასთან. ის ჩემთან მცხეთაში. მართლა კარგი გოგო იყო ადრე. ძალიან საყვარელი - გაღიმა - მერე ნიკიტა გამოჩნდა თავისი ქარიზმით თავი ძალიან შეაყვარა. იცი როგორ უყვარდა ანკასაც? ერთმანეთზე აფანატებდათ. საოცრად ლამაზი წყვილი იყო ყოველთვის.
- მერე რამოხდა?
- ნიკიტამ სახელი გაითქვა. მთელი თბილისი პატივსს სცემდა. ანკა კი დედოფლად იქცა. პოპულარობა და პატივისცემა თავში აუვარდა და ეგოისტი გახდა. მოუნდა ყველა თავის ჭკუაზე ეტრიალებინა. ბევრთან გამოსდიოდა... ნიკიტა მისგამო სულ შარში ეხვეოდა. შემდეგ ხალხს მისი შიში გაუჩნდა. საშინელ დღეში ვარდებოდა ის ვინც დედოფალს აწყენინებდა. შეიძლება შორიდან ასე არ ჩანს და შეშლილი დესპოტი ჰგონია ხალხს მაგრამ ნიკიტა მართლა კარგი ადამიანია. თუ ვინმესთვის რამე ცუდი გაუკეთებია ყოველთვის აწუხებდა. მაგრამ ამას მხოლოდ ანკას გამო აკეთებდა. მან კი ვერ დაუფასა ეს ყველაფერი... მეც ვერ დავუფასე, ის ზრუნვა რასაც ჩემს მიმართ გასცემდა. უფროსი ძმასავით მყავდა ყოველთვის. და ჭკუას მარიგებდა... გულის სიღრმეში ეს ცხოვრება ნიკიტას არ უნდა... სულ სხვა ადამიანია ამ შეშლილი მანიაკის მიღმა. საოცრად ჭკვიანი და განათლებილია... ეროვნული გამოცდები უმაღლეს ქულებზე ჩააბარა. 100% იანი გრანტით. და საოცარი ქულებით დაამთავრა უნივერსიტეტი. მაგრამ ამას არ არსად ამბობს.
- ნიკიტა სწავლობს? - გამიკვირდა
- კი... არ ეტყობა არა? მართლა ძალიან ჭკვიანია. და როგორ უნდოდა რომ კარგათ გვესწავლა იცი? პატარა ბავშვებივით დაგვსდევდა სულ. მე და ანკა სკოლას ხშირად ვაცდენდით, სასწავლო ნაწილი მას ურეკავდა - გაეცინა - ის კი მთელ საბურთალოზე გიჟივით გვეძებდა ხოლმე. მერე გვტუქსავდა. მთელი აბიტურიენტობა მასწავლებლებთან დავყავდით და ქვევით გველოდებოდა ადრე რომ არ გამოსულიყავითვ. მერე გვიჯდებოდა და გვამეცადინებდა, რომ დავალების გარეშე არ მივსულიყავით. მარტო ანკაზე კიარა ჩემზეც ძალიან ზრუნავდა სულ. ის რომ არა არვიცი რაიქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.... იცი რამდენ გოგოს მოსწონდა ყოველთვის? ნიკიტა კი საოცრად ერთგული იყო. არასდროს გაუხედავს სხვა ქალისკენ.
- შენ რატო არ გამოუტყდი ანკას სიყვარულში?- მორცხვად ვკითხე
- არვიცი. თავიდან ბავშური გატაცება იყო. მერე ნიკიტას იმხელა რიდი გამიჩნდა რომ მაგას ვერ ვაკადრებდი.
- იცის?
- ნიკიტამ? კი იცის... დიდი ხნის წინ მიხვდა. ძმაკაცურად მომიდგა, მაგრამ ავუხსენი, რომ სერიოზული არაფერი იყო და გადამივლიდა. ანკასთვის არასდროს უთქვამს. მაგრამ ყოველთვის მორიდება ქონდა ჩემთან ერთად რომ ეკოცნა მისთვის ან რამე მსგავსი... ეს სიყვარული არ მიღირს იმ ურთიერთობების ფასად რაც ამ ორ ადამიანთან მაქვს... და მაინც მჯერა რომ ადრე თუ გვიან გადამივლის....
ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ვხვდებოდი როგორ ძლიერ უყვარდა ნიკიტა და რამხელა პატივს სცემდა. თუმცა ხალხში ამაზე არასდროს ულაპარაკია. მთელი გზა ვსაუბრობდით.
სახლში ძალიან მოწყენილები მივედით. გიორგი მიხვდა რომ ბევრი კითხვა არ უნდა დაესვა ჩემთვის და საბას დაუჯდა იმფორმაციის გამოსაცინცლად. მე ოთახში ჩავიკეტე და ფიქრებს მივეცი... გული საშინლად მტკიოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ მე ყველაზე ნაკლები მქონდა საწუწუნო....




P.S დასასრულს წააგავს მაგარმ, ჯერ არ დამიმთავრებია. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ თავზე



№1  offline წევრი sofo_sofia13

იმედია ანკა მმიხვდება თავის დანაშაულს და შერიგდებიან

 


№2 სტუმარი ana

ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ნიკიტამ, ვინც არ აფასებს შენს სიყვარულს და ელემენტარულად პატივს არ გცემს იმ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნები. არც საბა არ ყოფილა კარგი მეგობარი, ის რაც ლუკას უთხრა ანკასთვის უნდა ეთქვა თავის დროზე და გონზე მოეყვანა, მის დაკრულზე კიარ უნდა ეცეკვა და სისულელეების კეთებაში ხელი შეეწყო. ლუკაზელა ლაპარაკიც არ მინდა, მე მაგ ტიპს კაცად არ ვთვლი. აი საერთოდ არ მინდა რომ ნიკიტა და ანკა შერიგდნენ, ანკასთვის საერთოდ არ მემეტება ასეთი ბიჭი. მინდა ბედნიერი იყოს, მაგრამ სხვა ქალთან. ვისაც მთელი გულით ეყვარება და დააფასებს.

 


№3 სტუმარი elen

მომეწონა ამ თავში განვითარებილი მოვლენები
ნამდვილად დრო იყო დაშორებოდნენ ერთმანეთს.
ნიკიტას შესახებ იფრო ვრცლადაც რო გავიგეთ ესეც კარგია
უბრალოდ ნიკიტა შემეცოდა,უყვარს ანკაა

 


№4  offline წევრი ბანუ

ძალიან კარგი იყო, ადამიანი რომელსაც არ შეუძლია შენი ამხელა სიყვარულის დანახვა შემდეგ ჯერზე ვეღარ გამოკეთდება ამიტომ იმედია ანკა და ნიკიტა არ შერიგდებიან, ნიკიტას გამოუჩნდება ადამიანი რომელიც დააფასებს , ვინმე დაუცველი გოგო და არა ასეთი ანკასავით ამპარტავანი და თავის თავში დარწმუნებული გოგო, ლუკასაც იგივე <3

 


№5 სტუმარი )

ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მადლობა ამისთვის) სიმართლე გითხრა ახლა ნიკიტას ცხოვრება რო გააგრძელო უფრო საინტერესო იქნება) არ მინდა რომ ანკას შეურიგდეს მინდა ვინმე სხვა გამოჩნდეს ნიკიტას ცხოვრებაში ❤️ და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ ჩვენ აზრსაც და გააგრძელებ ამბავს სადაც ნიკიტა იქნება მთავარი პერსონაჟი რომლის ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება!!!!!

 


№6 სტუმარი სტუმარი eva

ძალიან გამიხარდა ნიკიტამ რომ მიატოვა, ღირსია ანკა, ნამდვილად არ იმსახურებს ნიკიტას. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თუ მეორე ნაწილს დაწედრი ნიკიტაზე, სადაც ეს სულელი და ეგოისტი ანკა არ იქნება.

 


№7 სტუმარი evi

dges ar deb?

 


№8 სტუმარი evi

vaime shemodixar da pasuxsav ar cer ra aris ra unedurebaa

 


№9  offline წევრი Hilalli

evi
dges ar deb?

ბოდიში ვერ მოვიცალე მართლა დღეს დავდებ და როგორც კი გაივლის ადმინისტრაციის შემოწმებას აიტვირთება ❤️ მადლობა მოთმინებისთვის

sofo_sofia13
იმედია ანკა მმიხვდება თავის დანაშაულს და შერიგდებიან

ძალიან დიდი ბოდიში რომ გალოდინეთ ბოლო თავზე. ავტვირთე და სიახლეების ზოლში მალე დაემატება. მადლობა მოთმინებისთვის ❤️

ana
ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ნიკიტამ, ვინც არ აფასებს შენს სიყვარულს და ელემენტარულად პატივს არ გცემს იმ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნები. არც საბა არ ყოფილა კარგი მეგობარი, ის რაც ლუკას უთხრა ანკასთვის უნდა ეთქვა თავის დროზე და გონზე მოეყვანა, მის დაკრულზე კიარ უნდა ეცეკვა და სისულელეების კეთებაში ხელი შეეწყო. ლუკაზელა ლაპარაკიც არ მინდა, მე მაგ ტიპს კაცად არ ვთვლი. აი საერთოდ არ მინდა რომ ნიკიტა და ანკა შერიგდნენ, ანკასთვის საერთოდ არ მემეტება ასეთი ბიჭი. მინდა ბედნიერი იყოს, მაგრამ სხვა ქალთან. ვისაც მთელი გულით ეყვარება და დააფასებს.


ძალიან დიდი ბოდიში რომ გალოდინეთ ბოლო თავზე. ავტვირთე და სიახლეების ზოლში მალე დაემატება. მადლობა მოთმინებისთვის ❤️

elen
მომეწონა ამ თავში განვითარებილი მოვლენები
ნამდვილად დრო იყო დაშორებოდნენ ერთმანეთს.
ნიკიტას შესახებ იფრო ვრცლადაც რო გავიგეთ ესეც კარგია
უბრალოდ ნიკიტა შემეცოდა,უყვარს ანკაა

მადლობა დადებითი შეფასებისთვის ❤️

ბანუ
ძალიან კარგი იყო, ადამიანი რომელსაც არ შეუძლია შენი ამხელა სიყვარულის დანახვა შემდეგ ჯერზე ვეღარ გამოკეთდება ამიტომ იმედია ანკა და ნიკიტა არ შერიგდებიან, ნიკიტას გამოუჩნდება ადამიანი რომელიც დააფასებს , ვინმე დაუცველი გოგო და არა ასეთი ანკასავით ამპარტავანი და თავის თავში დარწმუნებული გოგო, ლუკასაც იგივე <3


❤️❤️❤️

)
ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მადლობა ამისთვის) სიმართლე გითხრა ახლა ნიკიტას ცხოვრება რო გააგრძელო უფრო საინტერესო იქნება) არ მინდა რომ ანკას შეურიგდეს მინდა ვინმე სხვა გამოჩნდეს ნიკიტას ცხოვრებაში ❤️ და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ ჩვენ აზრსაც და გააგრძელებ ამბავს სადაც ნიკიტა იქნება მთავარი პერსონაჟი რომლის ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება!!!!!

მადლობა რომ მოგწონს ❤️ იმედი მაქვს დასასრულც მოგეწონება

 


№10  offline წევრი ლილილი

ნიკიტა იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა ყბა დავაღე.
ამ თავმა მთლიანად დამაკმაყოფილა,ყველაფრით.ყოჩაღ.
ეს ორი რომ შერიგდეს წავიკითხავ და მივიღებ შენს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა,მაგრამ ვერ მოვიწონებ.
მჯერა ადამიანების ცვალებოდადობის და ა.შ,მაგრამ ანკაში ამას ვერ ვხედავ,ვერც ნიკიტას გვერდით ვხედავ.
იმედია ნიკიტაზე გააგრძელებ წერას,ცოტას მაინც ამ ისტორაიში,დამიჯერე მაგარი რაღაცა გამოგივა.მთავარია მუზამ უარი არ გითხრას.

 


№11  offline წევრი Hilalli

L.eli13
ნიკიტა იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა ყბა დავაღე.
ამ თავმა მთლიანად დამაკმაყოფილა,ყველაფრით.ყოჩაღ.
ეს ორი რომ შერიგდეს წავიკითხავ და მივიღებ შენს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა,მაგრამ ვერ მოვიწონებ.
მჯერა ადამიანების ცვალებოდადობის და ა.შ,მაგრამ ანკაში ამას ვერ ვხედავ,ვერც ნიკიტას გვერდით ვხედავ.
იმედია ნიკიტაზე გააგრძელებ წერას,ცოტას მაინც ამ ისტორაიში,დამიჯერე მაგარი რაღაცა გამოგივა.მთავარია მუზამ უარი არ გითხრას.

კი ვფიქრობ რომ მართლა საინტერესო გამოვიდოდა ასე რომდამეწერა მაგრამ დასასრულის ჩემ ვარიანტში შევეხე ძალიან მნიშვნელოვან თემას. და კიდევ ერთხელ მივეცი ნიკიტას იმის საშვალება რომ ეჩვენებინა ყველასთვის როგორ იქცევა ნამდვილი კაცი ❤️ იმედია მოგეწონება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent