არ დამივიწყო (თავი მეხუთე)
-შენ ისევ შენ, აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -მგონი დრო მოვიდა იცი -რისი დრო ? -რომ ვილაპარაკოთ,ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანებივით-ხელი ძლიერად მომიჭირა მკლავშიდა უნდოდა კარისკენ წავეყვანე. -მტკივა, რას აკეთებ?! -თუ გინდა არ გეტკინოს თავად გამმყევი-თითქოს პასუხს უნდა დალოდებოდა მაგრამ უბრალოდ ხელი გამიშვა და წინ გავიდა. მეც უკან გავყევი, მხოლოდ ინსტიქტურად. -შენ მე დამპირდი-როგორც კი გარეთ გავედი თვალები ამემღვრა -რას დაგპირდი? -რომ აღარ მოხვიდოდ, რომ უკანასკნელად გხედავდი, მაგრამ ახლა მაინც აქ ხარ. და საუბარს მთხოვ. -შენც დამპირდი გახსოვს? -მე? მე რას დაგპირდი?! -რომ არ დამივიწყებდი-შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელით გადაიწია, გიჟივით დადიოდა წინ და უკან.-დამპირდი რომ არ დამივიწყებდი-კიდევ ერთხელ გაიმეორა. -და მახსოვხარ კიდეც-ჩუმად ჩავილაპარაკე. -მინდა მითხრა გესმის? -რა უნდა გითხრა ანდრია? -ყველაფერი რასაც გრძნობ თამთა, ყველაფერი რასაც თავში ფიქრობ.-მომიახლოვდა, პირდაპირ ჩემ წინ დადგა მხოლოდ სანტიმეტრები მაშორებდა მასთან, საჩვენებელი თითი საფეთქელთან მომიტანა.-შენც ხო იცი რამდენი შემეძლო, იცი რამდენჯერ შემეძლო მიმეღო ყველაფერი შენგან. -გგონია ეს შეგიძლია?-გაბრაზებულმა ხელი ვკარი. -არ მგონია თამთა, ვიცი, ვიცი რომ შემიძლია ის მივიღო რაც მინდა. შენ მე არ მიცნობ, არ იცი რა შემიძლია და რა მინდა. -არც შენ მიცნობ. -მე გიცნობ. -არა არ მიცნობ. -ყველაფერი ვიცი თამთა, ყველაფერი შენზე. გგონია მართლა წავიდოდი? გეგონა ასე უბრალოდ ავდგებოდი და მიგატოვებდი? -ცრემლი ჩემდა უნებურად ჩამომივარდა.- ჩემთვის მნიშვნელოვანია შენ რა გინდა თამთა, მინდა ვიცოდე რა გსურს. ვიცი, მარტოობას მიეჩვიე, ისიც ვიცი როგორ გიჭირს ყოველი დღის გათენება. ვიცი რას ჭამ, სად დადიხარ, ვისთან ურთიერთობ. მაგრამ არ ვიცი რას გძნობ-კედელს ბარბაცით მივეყრდენი, სახეზე ცეცხლი მეკიდებოდა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ მელაპარაკბოდა. - დღევანდელობაში რთული არაა ადამიანზე ზოგადი ინფორმაციის გაგება. მხოლოდ ისაა მთავარი შენ რას გრძნობ. შენ რა გინდა. -მე მინდა რომ წახვიდე.-ძლივს ამოვთქვი ერთი, მოკლე წინადადება. -მართლა თამთა? ეს მართლა გინდა?-მომიახლოვდა. წარბები ზემოთ ჰქონდა აზიდული და ისე მიყურებდა. -ვინ ხარ? ვინ ჯანდაბა ხარ? ან ჩემგან რა გინდა?-ყვირილი და ტირილი ერთად დავიწყე. -დამშვიდდი-მხრებში ხელი მომიჭირა.-შემომხედე-თვალებში ჩავხედე, გარე განათებას ირეკლავდა მისი საოცრად ღია და გამჭვირვალე თვალები.-უნდა დამიჯერო გესმის? -მითვალთვალებდი?-ისევ ტირლი ამიტყდა, მას ჩაეცინა. -მგონი სერიალების ყურებას თავი უნდა დაანებო-ისევ გაიცინა, მაგრამ მიხვდა რომ მე სულაც არ მეცინებოდა-სოც ქსელები ხელს უწყობენ შენი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანას.-მარტივად ამიხსნა, მეც გამახსენდა ჩემი საჭმლის რეცეპტები,სელფები სპორტ დარბაზიდან და ალბათ ამით უფრო მეტს გაიგებდა ჩემზე ვიდრე თვალთვალისას. -რა გინდა?-ჩუმად გავიმეორე. -ფხიზლად ხარ?-ეშმაკურად მაგრამ სასიამოვნოთ გამიღიმა თან ჩემს თვალებს მზერას არ აშორებდა. -კი, საკმაოდ. -მინდა ეს წამები, არასდროს დაივიწყო-თმაში ხელი შემიცურა, ჩემი თავიცი მისი ხელის მოძრაობას თავისით მიჰყვა, თავი ოდნავ უკან გადავწიე, თვალებიც კი თავისით დამეხუჭა, მისი ცხელი და სველი ტუჩები ვიგრძენი ქვედა ტუჩზე. ალბათ ორი წამიც კი არ უკოცნია. ალბათ მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე კოცნაც კი იყო, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს რომ ამაზე უკეთ ვინმეს ვინმესთვის უკოცნია. ჩემი თმებიდან ხელი გამოაცურა, და უკან გადადგა ნაბიჯი, თან თვალს არ მშორებდა.-არ დამივიწყო.-მშვიდად და ნაზად მითხრა და სახლში შევიდა. დილით საჭესთან ლამის მეძინებოდა მაგრამ მაინც მე მერგუნა ეს ბედი სახლში მშვიდობით მივსულიყავით ნიამ განაცხადა, შენი არჩევანი იყო მანქანით წამოსვლა და სხვა გზა არ გაქ სახლში დაგვაბრუნეო, მეც მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე რომ არ დამძინებოდა, გზად ყავა ვიყიდე და ძალიან ბევრი ღერიც მოვწიე, მაგრამ ეს ვის ადარდეა, ქალაქში შესულს წინა ღამე გამახსენდა, ის ცეცხლოვანი, არა უფრო ნაპერწკვლოვანი კოცნა ჩემში რომ ასე ანთებდა ცეცხლს და ამ ზამთრის ძალიან სუსხიან დღეს ოფლმა დამასხა. გამიმართლა რომ ბექას და ნიას ეძინათ. სახლში შესული არ ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა. -..-ვუპასუხე მაგრამ ხმა არ ამოვიღე. -იმედი მქონდა დილით გნახავდი.-ხრინწიანი ხმა გაისმა, როგორც ჩანს ახლა გაიღვიძა-ნუ გამექცევი-ტელეფონი გათიშა. ბევრი აღარ მიფიქრია უბრალოდ გავშიშვლდი და პირდაპირ შხაპს შევეყუდე, ემოციები რომლებიც თხემით ტერფამდე გახსენებისასაც კი გბურძგლავს, რაღაც მომენტში გაშინებს. მითუმეტეს ჩემი ისტორიის მქონე ადამიანს. ადამიანს არცერთხელ რომ უბრძოლველად არაფერი ღირებული არ მიუღია და ახლა როცა თითქოს ხელის ერთ გაწვდენაზე აქვს რაღაც ძვირფასი ამას ვერ აფასებს. ასე იყო ბავშვობიდან ბევრი უნდა მეჩხუბა, მეკამათა მეტირა და ბოლოს რამდენიმე წუთი ბედნიერიც ვიქნებოდი. ბედნიერების განცდა თითქოს სამუდამოდ დავკარგე მაშინ როცა სახლში ორი მიცვალეული მყავდა. მაშინ როცა მშობლების აშენებულ სახლში მარტო დავრჩი. ადგილს ვერ ვპოულობდი, ან როგორ გინდა იპოვო ერთ დროს სავსე სახლი რომ წამებში ცარიელდება. ამიტომ სახლი დავკეტე და წამოვედი, თინეიჯერი რომ სახლის კარს გამოიჯახუნებს და დედას სრულიად გაუაზრებლად მიახლის „შენ მე არ გიყვარვარო“ ზუსტად ისე, გაბრაზებული წამოვედი. ვბრაზობდი დედაზე რომ მაშინ დამტოვა როცა მისი უანგარო სიყვარული ვისწავლე, მამაზე ვბრაზობდი რომ მარტო იქაც არ წავიდა, რომ დედა წამართვა. ვბაზობდი ჩემს ძმაზე რომელიც ადგა და უკან მოუხედავად წავიდა. კი მეც ნამდვილად ასე მოვიქეცი მაგრამ ჩემს უკან ამ დროს სიცარიელე იყო, მან კი მე დამტოვა. ღამის თორმეტს უკვე დიდი ხანია გადაცდა, ღვინის ჭიქით ვიდექი აივნის კართან და მშვიდად, აუღელვებლად ვექაჩებოდი სიგარეტს, მთელი ემოციეი შხაპს გავატანე, მერე მელოდრამას ვუყურე და ცრემლებადაც დავიღვარე, ასე რომ საფიქრალი აღარც არაფერი მქონდა, გონებას ყველაზე კარგად ტირილი მიწმენდდა. მაგრამ კარზეისევ ეს მოულოდნელი და შიშის მომგვრელი კაკუნი. მაშინვე ტაფა მოვიმარჯვე, ფილმების დამსახურებით სხვა არც არაფერი მომსვლია თავში. -ვინ არის-ხმამაღლა დავიყვირე როცა ვერავინ დავინახე კარის მეორე მხარს -ის ვინც ძილს გიფრთხობს-ანდრიას ხმა ვიცანი და კარი გავაღე. -გამარჯობა დაბნეულო გოგონავ. -როდის უნდა შეწყდეს ეს? -მაშინ როცა მოგბეზრდება.-კედელზე აკრული სახესთან მის გახშირებულ თბილ სუნთქვას ვგრძნობდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.