შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოშმარის პრინცი თავი 2


15-03-2020, 12:54
ავტორი teona184
ნანახია 1 089

უგემრიელესი წვნიანის სურნელმა მაიძულა თვალები გამეხილა, ლევანის გავხედე, ღიმილით მომაგება საოცარი მწვანე თვალები და სკამზე ჩამოჯდა.
წვნიანი დაასხა და ახლოს მოიწია
-ირი, ხო შეჭამ? ჩემი გაკეთებულია
სახეზე გაბრწყინებული ღიმილი გადაეფინა, ვერ ვიგებდი როგორი ტიპის მამაკაცი იყო, უბრალოდ ვერ ვპოულობდი მინუსს, არც ზედმეტად სერიოზული, არც შემაწუხებელი, თუმცა ვამჩნევდი, რომ მხოლოდ ეს არ იყო მისი მხარეები, არც კი ვიცნობდი საკმარისად, ამიტომ ბოლომდე ვერ ვენდობოდი, თავი ღიმილით დავუქნიე და ოდნავ წამოვიწიე, წვნიანს სული შეუბერა და პირითან მომიტანა, ტუჩებზე ისეთი თვალებით მიყურებდა, მეგონა, მეცემოდა და ვნებიანი კოცნით მთლიანად მომაჭამდა, მაგრამ ამას არ აკეთებდა, ასეთი საქციელით სიამოვნებას მგვირდა, ვგრძნობდი როგორ იყო მისი ყველა ნერვი სათითაოდ დაჭიმული, სურვილს ჩემ მიმართ, მის ამღვრეულ თვალებში ვამჩნევდი, ოცი დღე გავატარე იმ წყეულ კედლებში, ოცი ღამე მელანდებოდა მისი სასწაულ თვალები, თუმცა ასეთი გრძნობებით აღსავსე, არასდრის ყოფილა.
ჭამა დავასრულე, თეფში გადადო, სკამი ისევ მოშორებით მოათავსა და ტელეფონი აიღო, დიდი ხანი ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, ტელეფონს უაზროდ ურტყამდა თითებს, ალბათ იმიტომ რომ რამე მეეჭვა.
-რას აკეთებ?
შეწუხებულმა დავუსვი კითხვა.
-არაფერს და რა იყო?
თვითკმაყოფილი მზერა მომაგება.
-ყურადღებას აღარ მაქცევ?
გაოცებულმა შემომხედა, უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-არა ირი, ეგ რატო იფიქრე?
საცოდავი თვალებით მიცქერდა, ხმა აღარ ამომიღია, თავზე მედგა, საწოლზე არ ჯდებოდა, არც სკამზე.
-ირი, დღეს სახლში მივდივართ.
იპოვა მიზეზი იმისათვის, რომ გავეღიმებინე, მართლა მოქმედებდა ჩემზე, მისი ასეთი საქციელები.
იმდენად მეძინებოდა რომ თვალებს ნახვერად ძლივს ვახელდი, ლევანის ავხედე.
-დავიძინებ, რომ გავიღვიძებ მერე წავიდეთ.
საწოლზე ჩამოჯდა, სახე სახესთან ახლოს მომიწია, საწოლს ხელებით დაეყრდნო, ცხელი ტუჩები ბაგეზე დამადო და შუბლამდე კოცნით აყვა, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვერ შევეწინააღმდეგებოდი, სასწაულად მსიამოვნებდა, მომენტალურად ვითიშებოდი, თვალები დამეხუჭა, მთელს სახეზე მკოცნიდა, ლოყებზე, თვალებზე, ცხვირზე, ტუჩის კუთხეებში, მოულოდნელად ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია, ტუჩებისკენ საკოცნელად გამოიწია და ჩვენი ცხვირის აპრეხილი წვერები ერთმანეთს რომ შეეხო, მაშინვე შეჩერდა.
-მაპატიე, დაიძინე
თმაში ხელი შემიცურა და ლოყაზე წამიერად, ნაზად მაკოცა, ადგა და სიარული დაიწყო, ვუყურებდი, თვალს არ ვწყვეტდი იქამდე, სანამ არ ჩამეძინა.

***
ისევ სიბნელემ მომიცვა, მთელი სხეული გამეყინა, ჩემი გონება შიშმა მოიცვა, მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის, ცრემლები მომდის, დაბმული ვარ, მესმის მისი სიცილის ხმა, მისი ცინიკური სიცილის, მთელი არსებით ზიზღს ვგრძნობ, ჩემი სხეული ყვირის, შველას ითხოვს, მაგრამ გარედან ვერ გადმოვცემ ჩემ ემოციებს, მაქვს შეგრძნება თითქოს შინაგანად მჭამს რაღაც, ჩემ სხეულში ძვრება და მანადგურებს, ახლოს მოდის, ვერ ვხედავ, მაგრამ სიახლოვეს ვგრძნობ, ხელებს წელზე მხვევს და კედელს მთელი ძალით მანარცხებს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველა ძვალი სათითაოდ ჩამელეწა, ჭრილობებიდან წითელი ბლანტი სითხე ჩქეფით მომდიოდა, ვერ ვმოძრაობდი. მოულოდნელად სასურველი ხმა მომესმა.
***
-ირი, ირი!
ლევანის შეხებაც ვიგრძენი, ავკანკალდი, ნელ-ნელა ვიაზრებდი რომ გამოვდიოდი ამ საშინელი კოშმარიდან, ეს მორიგი კოშმარი იყო, თუმცა კიდევ ვერ ვარჩევდი წარმოსახვასა და რეალობას ერთმანეთისგან.
ძლიერი ჩახუტება ვიგრძენი და ბავშვივით ავქვითინდი, ხმამაღალი ტირილი მოვრთე, ლევანიმ თმაში ხელები შემიცურა და შუბლზე მაკოცა.
-უბრალოდ სიზმარი იყო, ირი დამშვიდდი
უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები, მეც რაც ძალი და ღონე მქონდა შერჩენილი არ ვზოგავდი და ვუჭერდი.
-წავიდეთ, ძალიან გთხოვ
სიტყვებს ძლივს მოვაბი თავი, სახე გულზე მივადე და ტირილი შევწყვიტე, არ ვიყავი იმდენად სუსტი რამდენადაც ვჩანდი, ლევანიმ დამაწვინა და საავადმყოფოს ტანსაცმლის გახდა დამიწყო, სუნთქვა შემეკრა, საწოლს ხელები ისტერიულად მოვუჭირე და თვალები გამიფარათოვდა.
-ირი, არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩაგაცვა რომ წავიდეთ.
დანანებით თქვა, თვალები აემღვრა, საწოლს ხელები მოვუშვი და მის თვალებს მივაშტერდი, თითქოს და ჩემში სიხარულმა გაიღვიძა, არც შიშს ვგრძნობდი, არც ვნერვიულობდი, მისი სახის ყურება ღიმილს მგვრიდა.
ზედმეტად არ მეხებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა, ნაზად მომპყრობოდა, თუმცა როგორც კი ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გრძელი ჩამოთლილი თითებიდან ერთი მაინც მოუხვდებოდა მაშინვე სიამოვნებისგან მაჟრიალებდა, გამომიცვალა და წასასვლელად გამამზადა, ხელში ამიყვანა, ტანზე ამიკრა და მომაშორა მედიკამენტების სუნში გაჟღენთილ, თეთრ სივრცეს.
მანქანის წინა სავარძელზე კომფორტულად მომათავსა, და ძალიან ნელა გაუყვა გზას.
-სიჩქარის არ მეშინია
ეს რომ არ მეთქვა, დაძაბულობისგან შეიძლება საერთოდ გადაეხვია გზიდან, ძალიან უცნაური იყო, ჩემს გვერდით პატარა ბავშვს ემსგავსებოდა.
-ირი, ბოლოს ჩქარა რომ ვატარებდი შენ...
გამეცინა და შევაწყვეტინე
-რატომ არ შეგიძლია უბრალოდ სიჩქარეს მოუმატო?
ბავშვივით დავიწუწუნე, მძიმე მოგონებები მომაწვა, ჩემი წარმოსახვა ისევ სიბნელემ მოიცვა, თვალები დამეხუჭა, სუნიც კი გამახსენდა იმ ამაზრზენი სივრცის, საკუთარი სხეულიდან ჩამოღვენთილი, სისხლის ბინძურ იატაკზე დაწვეთების ხმაც ჩამესმოდა, გონება ამერია, წამიერად იმ საზიზღარი, უხეში ხელების, მხრებზე შეხებაც ვიგრძენი, მოულოდნელად ხმამაღლა დავიყვირე და თვალები გავახილე.
-ირინა!
მაღალი ტონით დამიძახა, მისმა უხეშმა მომართვამ კიდევ უფრო მეტად იმოქმედა ჩემზე.
-მანქანა გააჩერე
სუფთა ჰაერზე ფეხით გავლის სურვილი გამიჩნდა, არ შემპასუხებია, შეაჩერა და სევდით აღსავსე თვალები მომაპყრო.
-ირი, მარტო არ გადახვიდე რა.
მანქანის კარი რომ გავაღე ხელი ჩამკიდა, მანქანას მოუარა და გადამიყვანა, ხელი ისევ ჩამკიდა და არ მიშვებდა.
-ვერ ვიგებ რა გემართება, მაშინებ.
რამდენიმე მეტრი ისე გავიარეთ სიტყვა არ დაუძრავს, თუმცა ბილოს მაინც ამოღერაღა რაღაც,
თავს არ წევდა, ხმაზეც ეტყობოდა რამდენად ნერვიულობდა, ვერ ვხვდებოდი ასე რატომ მექცეოდა, იმის გამო რომ ვეცოდებოდი?
-ვერ აგიხსნი, დავბრუნდეთ მანქანაში და წავიდეთ.
არანაირი ემოცია არ გამაჩნდა, არც რამის სურვილი, უბრალოდ გადიოდა დრო და მე საერთოდ არ ვფიქრობდი.
წინ აღარ ჩავჯექი, უკანა სავარძელზე მივწექი, როგორც კი დაძრა მანქანა, მაშინვე ჩამეძინა.
თვალები გავახილე და ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, პირველად ვიგრძენი სიმყუდროვე და სითბო.
რომ დავფიქრდი, სახლში ისე შემოვუყვანივარ, ისე გამოუცვლია ჩემთვის და ისე ჩავუწვენივარ თბილ, ფუმფულა ლოგინში, რომ მე ვერაფერი გამიგია. ფიქრებში გართულს, სიმარტოვე მისმა მძიმე ნაბიჯების ხმამ დამირღვია, კარი მთელი სისწრაფით შემოაღო, გაეღიმა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს იგრძნო, ჩემი გაღვიძება და ისეთი თვალები ჰქონდა ზუსტად ამოიკითხავდი რამდენად მოვენატრე რამდენიმე საათის განმავლობაში, ნელი ნაბიჯებით წამოვიდა საწოლისკენ, დახტა და ზევიდან მომექცა, ცხვირით ყელზე, ბაგეებსა და ცხვირზე დამიწყო თამაში, ლოყებზე დამკოცნა, ბავშვივით ვიცინოდი, ზურგზე მჭიდროდ მოვხვიე ხელები და ცხვირზე ვაკოცე.
მომენტალურად გაჩერდა, თვალებში მიყურებდა, ვერ დავიჯერებდი იმას რომ ამ მწვანე, ხასხასა, ემოციებით აღსავსე მრავლისმთქმელი თვალების პატრონი სანდო არ ყოფილიყო.
ოდნავ გაეღიმა და ახლოს დაწია სახე ჩემს სახესთან, ერთი ხელი კისერზე დამადო, მეორე ლოყაზე, სადაცაა მისი დიდი, ცხელი ტუჩები ჩემს უსუსურ ტუჩებს უნდა დაწაფებოდა და კარის ზარი გაისმა, ისევ უკან დაიხია, ადგა.
-გავუღებ და მოვალ, მეზობელი იქნება, სხვა გაუფრთხილებლად არავინ მეწვეოდა.
გამწარებული, უკმაყოფილო ღიმილით გავიდა სტუმრის მისაღებად.
რამდენიმე წუთი გავიდა, ხმა საერთოდ არ ისმოდა, მაინც არ გავედი, იქნებ მეგობარი იყო, არ მსურდა რომ ხელი შემეშალა. თავის ტკივილმა უცნაურად შემომიტია, წამოვჯექი, თმაში შევიცურე ხელები, დაბლა ვიყურებოდი, ველოდებოდი, თან შიშმა და ნერვიულობამაც ამიტანა, დაახლოებით ოცი წუთი გავიდა, ვეღარ გავუძელი და ნელი ნაბიჯებით გავედი ოთახიდან
-ლევან, ლევან!
განწირული ვიძახდი მის სახელს, საკმაოდ დიდი სახლი იყო, ვკანკალებდი, ვგრძნობდი შიშისგან სიცხე ისევ მიწევდა, ცრემლები მომდიოდა, ყველა კუთხეს ვამოწმებდი, მაინც მქონდა იმედი რომ სადღაც იქნებოდა, არ მეგონა თუ მიმატოვებდა.
მთელი სახლი შემოვიარე, გასასვლელამდე მივედი, კარი შიგნიდან ჩაკეტილი არ იყო, ოდნავ გამოვაღე და გარეთ გავიხედე, ეზოც სულ ცარიელი დამხვდა.
თვალები დამეხუჭა, უეცრად ისევ ამოტივტივდა ჩემს გონებაში, ამაზრზენი, ნაოჭიანი სახე და იმ მანიაკის ცინიზმით აღსავსე შავი თვალები.
შიშით, ყველა ფანჯარა და კარი ჩავკეტე, ჩარაზული სახლის შუა ოთახში დივანზე მოვთავსდი და ვრეკავდი მის ნომერზე იმ იმედით, რომ რაღაც მომენტში მაინც მიპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ, ბოლოს საერთოდ მიუწვდომელი გახდა.
ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ბნელ ოთახში ნახევრად შეღებულ ფანჯარაში, სანთლის შუქზე ვიჯექი, ვიყინებოდი და ასე გადიოდა წამები, წუთები, საათები და დღეები...



№1 სტუმარი სტუმარი ანასტასია

იმედია მალე დადებ, კარგია მაგრამ ცუდად არგააგრძელორაა

 


№2  offline წევრი teona184

სტუმარი ანასტასია
იმედია მალე დადებ, კარგია მაგრამ ცუდად არგააგრძელორაა

heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Nita

ძააალიან მაგარიააა???? მაგრამმ ზედმეტად არ გაამძაფროო, მოვლენები არც დაასწრაფო და არც ძალიან არ გაწელოოო?? იმედია მალე დადებბ

Kargia, male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent