შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული ( დასასრული)


16-03-2020, 14:05
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 4 547

რამდენიმე დღე გავიდა , ლევანი და კატო ერთმანეთთან თავს იმაზე ბევრად უკეთ გრძნობდნენ ვიდრე რომელიმეს წარმოედგინა, მაგრამ რაღაც დაძაბულობა მაინც იყო მათ შორის რომელსაც ვერცერთი ვერ ხსნიდა. ლაშას დაბადების დღე მოდიოდა, კატოს ახსოვდა თარიღი და თან ძალიან უნდოდა მის დაბადების დღეზე წასვლა, თუმცა არ იყო დარწმუნებული რომ ლევანი შესთავაზებდა.
- დღეს ლაშას დაბადების დღეა
- ხო, ვიცი
- გცალია დღეს ?
- კი, არაფერი მაქვს დაგეგმილი
- მარტო წასვლა არ მინდა, თბილად უთხრა ლევანმა
- წამოვალ, გაუღიმა კატომ თან გულში სიხარული და სითბო ერთად ჩაეღვარა.- საჩუქარი უკვე შეურჩიე? - გახარებულმა კითხა კატომ და თან ჰალსტუხის შეკვრაში დაეხმარა.
- არა, შემარცევინებ ?
- რატომაც არა
- ლევანი მოულოდნელად მიუახლოვდა კატოს და კისერში აკოცა, კატო დაიბნა , თუმცა ეცადა არ შეემჩნია და ორივე ხელი კისერზე მოხვია.
- მიდი მაშინ ჩაიცვი და გავიდეთ
კატო ზუსტად ათ წუთში მზად იყო. ბევრი იარეს მაღაზიებში, პიერ კარდენის საათი შეარჩიეს ლაშასთვის, შემდეგ კი პარკები მოათავსეს მანქანაში და ლანჩისთვის რესტორანში გავიდნენ. ბევრი ისაუბრეს, დაძაბულობა ნელნელა ქრებოდა, სახლში წამოვიდნენ, ყავა დალიეს , და მალე მოემზადნენ ლაშასთან წასასვლელად. კატოს კრემისფერი კომბინიზონი ეცვა და ასევე კრემისფერი ხელებჩასნილი პიჯაკი მოერგო, გაღიმებული იყურებოდა და უყურებდა ირგვლივ ყველას. წყვილი სხვანაირი ბედნიერი თვალებით უყურებდა ერთმანეთს და ეს მხედველობიდან არავის გამოჰპარვია, მათ შორის არც ირაკლის და არც დიტოს. დიტომ დრო როგორც კი იხელთა კატოს ცეკვა სთხოვა , კატომაც უარი ვერ უთხრა და საცეკვაოდ გაყვა, უნდოდა მალე დამთავრებულიყო მუსიკა რომ ლევანის გაღიზიანება არ გამოეწვია, მეორე სიმღერა მალე დაიწყო, წყვილს ლევანი მიუახლოვდა და დიტოს ძალიან თავაზიანა სთხოვა, ჩემს ცოლთან ცეკვის საშუალება მომეცითო, კატოს ლევანის ასეთი სიმშვიდე ძალიან გაუკვირდა.
- ცოტა არ იყოს მეშინოდა რომ გაბრაზდებოდი.
- ლევანს გაეცინა კატოს გულწრფელობაზე. ეს მაშინ ვბრაზდებოდი როცა დიტოსგან საფრთხეს ვგრძნობდი
- და ახლა ?
- ახლა ვიცი რომ არც შენ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ, ასე რომ არ მეშინია რომ დიტო რამეს შეძლებს.
კატოს გაეღიმა ლევანის სიტყვებზე, და უფრო ახლოს აეკვრა მთელი სხეულით მამაკაცს
- და მთავარი იცი რა არის, ყურთან წასჩურჩულა ლევანმა
- რა ?
- ის რომ გენდობი. ლევანმა ჩაფიქრებული თვალები შეანათა კატოს თვალებს და ასე უყურებდნენ რამდენიმე წუთი ერთმანეთს, მუსიკა დამთავრდა, წყვილი ლაშასთან და ანკასთან დაბრუნდა, მხედველობიდან არ რჩებოდათ რომ ამ ორს ძალიან მოსწონდა ერთმანეთი
- ისე,მგონი ჩვენს ნამდვილ ქორწილს და ანკას და ლაშას ქორწილს ერთად გადავიხდით გაეცინა ლაშას,
- ნამდვილ ქორწილს ?
- არ გინდა თეთრი კაბის ჩაცმა? ჯვრის წერა?
- კატოს გაეღიმა , მინდა უბრალოდ
- უბრალოდ რა ?
- ანუ ... დაიბნა კატო
- ანუ , ჯერ კიდევ ვერ იაზრებ რომ ერთმანეთი გვიყვარს და ერთად გვინდა, ცოლქმრობის პასუხისმგებლობას ასე რატომ გაურბიხარ
- იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული მერეც რომ ყველაფერი ასე იქნება.
- არ მენდობი ?
- გენდობი ლევან, უბრალოდ არ ვიცი, უცბად მოიწყინა კატომ
- მე არ გაჩქარებ, არაფერში არ გაჩქარებ, როცა ჩათვლი რომ გინდა, და მზად იქნები ამისთვის იმედია იტყვი.
- შენ თვითონ მიხვდები
- არა, მიხვედრით ახლაც მეგონა რომ გინდოდა. და სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რას ველოდებით
- გთხოვ დრო მომეცი.
- რამეს გაძალებ ? რამეში გაჩქარებ
- არა უბრალოდ, ჩქარობ ამაზე საუბარს, და თითქოს ჩემგან პასუხს ელი.
- კარგი აღარ გვინდა, ბავშვებთან გავიდეთ, ორივე მოწყენილებივით დაბრუნდენ მეგობრებთან. კატო ცდილობდა გამხიარულებულიყო და ლევანიც აჰყოლოდა, რას აღარ აკეთებდა, ხან ეხუტებოდა, ხან კოცნიდა. საღამო დასრულდა , ლევანი და კატო მალე წამოვიდნენ ლევანის ინიციატივით, გზაში არცერთს ხმა არ ამოუღიათ, სახლში მისულზე ისევ კატომ კითხა
- ასე მალე რატომ წამოვედით, რამე მოხდა ?
- ასე რატომ იქცევი, მიუახლოვდა ლევანი კატოს ?
- როგორ ? დაიძაბა კატო
- მკოცნი , მეხვევი, ყველას ნამდვილი ცოლ ქმარი ვგონუვართ, მართლა ვერ იაზრებ როგორ მიწვევ? თუ გავიწყდება რომ მამაკაცი ვარ
- ბოდიში, არც მიფიქრია რომ...
- რა ? რა არ გიფიქრია კატო ? რომ შენთან ისედაც მინდა, და კიდევ უფრო მანდომებ
- მაპატიე... კატომ სცადა თავი დაეძვრინა , თუმცა არ გამოუვიდა, ლევანმა მისი სხეული ხელებში მოიქცია და ტუჩებზე წაეტანა, ოდნავ ნასვამი იყო და ეს სასმელის სუნი უფრო მამაკაცურს ხდიდა, კატოს უჭირდა თავის დაძვრენა რადგან იცოდა მასაც სურდა ეს,
- ლევან.. სცადა მოეშორებინა მამაკაცის სხეული, თუმცა ლევანი არ დუნდებოდა
- გთხოვ , ჩუუუ- ჩასჩურჩულა ლევანმა და კისერზე ნაზად შეახო ტუჩები
- კატო გაჩუმდა და მოდუნდა.
ლევანმა ფრთხილად მოკიდა ხელი, ნაზი მოძრაობით თავისი ოთახისკენ გაიყვანა , ცოტა ხნით კოცნა შეწყვიტა და ჩაეხუტა, მერე ისევ მის კისერს წაეტანა, ნაზი მოძრაობით ლოგინზე ჯერ ჩამოაჯინა, შემდეგ გადააწვინა, ქალზე ზემოდან მოექცა და დიდ ხანს კოცნიდა, კატო წინააღმდეგობას არ უწევდა, , სანამ ლევანმა ფრთხილად პიჯაკი არ გახადა და კომბინიზონის შეხსნა არ დაუწყო. არ უნდოდა არც კატოს ამ ყველაფრის შეწყვეტა, მაგრამ რაღაცის ეშინოდა, სწორედ ამიტომ გაიბრძოლა,
- ლევან ახლა არა გთხოვ
- ლევანი არ ჩერდებოდა
- ლევან არა გთხოვ... მძლავრად მიაყრდნო ხელები ლევანის გულმკერდს და მისი მოშორება სცადა... ლევანი მოეშვა, მთრთოლვარე კატოს შეხედა , რომლის თვალებშიც სიამოვნებაც და შიშიც ერთად იკითხებოდა, ზემოდან დააჩერდა
- თვალებში შემომხედე და ისე მითხარი რომ არ გინდა. რომ არ გინდივარ... ჩააჩერდა თვალებში ლევანი
- შეცდომაა ეს ყველაფერი
- აარაფერია შეცდომა, მაინც მოხდება, დღეს იქნება, ხვალ, თუ ზეგ... შენც ხომ იცი რომ მაინც მოხდება... კატო გაჩუმდა... მიპასუხე... ხომ იცი?
- კიი...
- მაშინ რატომ არის შეცდომა... უბრალოდ მოეშვი... გაუღიმა ლევანმა და კვლავ კატოს სხეულს დაეწაფა... კესოც მოდუნდა , რამდენიმე წუთში იგრძნო სიშისვლეც და ისიც როგორ შეერწყა ლევანის და მისი სხეულები ერთმანეთს...
გათენდა... ლევანს მძლავრად ქონდა ხელები და ფეხები შემოჭდილი კატოზე... ახლაღა გაიაზრა რომ ლევანის ნამდვილი ცოლი იყო... ლევანს გახედა, მისი ნაკვთებბის შესწავლა დაიწყო... მამაკაცსაც გაეღვიძა და სიამოვნებით წაეტანა საყვარელი ქალის სხეულს...
ზუსტად 9 თვეში , გოგო შეეძინათ სანატრელი გოგო, ლევანი გიჟი მამა და მეუღლე აღმოჩნდა....
ერთი წლის მერე კვლავ შეეძინათ შვილი ამჟამად ვაჟი.....
ცოტა ხანში კი კვლავ ლევანმა გაიგო რომ მესამე შვილის მამა ხდებოდა....
მალე იქცნენ მრავალშვილიან ოჯახად, და ვინ იფიქრებდა რომ კატო ასე მალე გახდებოდა სამი შვილის დედა...
ვერც ვერავინ... ვერავინ იფიქრებდა რომ კარიერისტი გოგო ასე მოეკიდებოდა ოჯახს.
ლევანმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა თუმცა ეს იყო , სასიამოვნო არეულობა კატოს ცხოვრებაში.
ყოველ ლევანის შეხებაზე ხვდებოდა რომ იმაზე გაცილებით მეტად უყვარდა ვიდრე წინათ.
ლევანი კი უზომოდ ბედნიერი იყო რომ საყვარელმა ქალმა მას აჩუქა სამი შვილი და საკუთარი თავიც.



მეგობრებო, თუნდაც ერთ-ერთ თქვენგანს თუ მოეწონა ეს ისტორია, მე ძალიან მახარებს ეს ფაქტი. არ ვიცი რამდენად ღირს გავაგრძელო თუ არა წერა... როგორ ფიქრობთ ღირს ახალი ისტორიის დაწყება ? იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ისტორია, და არ ნანობთ რომ დრო დახარჯეთ ამის კითხვაზე, მადლობა თქვენ თითოეული თქვენი გაღებული წუთისთვის, რომ ეს ისტორია გენახათ. მიყვარხართ



№1 სტუმარი 123

კარგი წასაკითხი იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

კარგი და სასიამოვნო ისტორია იყო, მშვიდი და ემოციურად თბილი, აუცილებლად წერე და ყველაფერი ეტაპობრივად იქნება.

 


№3  offline წევრი mia miako 15

მომეწონა ძალიან კარგი იყო❤❤❤????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა, აუცილებლად გააგრძელე წერა, ყოჩაღ

 


№5 სტუმარი LS

ძალიან პატარა და მშრალი თავები იყო,შეიძლებოდა მეტად საინტერესეოდ გავრცობა და დახვეწილი ლექსიკით წერა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent