შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (23 თავი)


16-03-2020, 19:08
ავტორი nia_93
ნანახია 2 714

-დღეს უეჭველი გამოდი, ახალი სეზონის პრემიერას ერთად ვუყუროთ-ტელეფონში შეუთანხმდა კატო თათას

-კარგი აზრია, გამოვალ-დაეთანხმა

-მიდი,გელოდები მაშინ.

პარასკევი საღამო იყო. მათი საყვარელი სერიალის ახალი სეზონის პრემიერა იყო და გადაწყვიტეს ერთად ენახათ. კატომ სასუსნავები და სასმელები მოიმარაგა

-კაი,სერიოზულად?-თვალები დაქაჩა თათამ ერთი შეკვრა ლუდის ბოთლების დანახვაზე

-არ მაინტერესებს,დღეს ვსვამთ-კატეგორიული იყო კატო

-ქორწილი გქონდა? ამდენი რად გინდოდა-დაიწუწუნა

-ვსვამთ და მორჩა!

-ერთი ქილა ლუდიც საკმაოდ მათრობს,ხომ იცი არა

-არაუშავს,დღეს აქ რჩები,ხვალ სამსახური არ გაქვს,ასე რომ პრეტენზიები არ მიიღება-ისე მოუჭრა თათა აღარ შეწინააღმდეგებია. სასურველი დროც დადგა და დაიწყო მათი სერიალი. ინტერესით უყურებდნენ და შიგადაშიგ კომენტარებსაც აკეთებდნენ,თან ლუდს წრუპავდნენ და სასუსნავებს აყოლებდნენ.

-აუ ახლა რა დაელოდება შემდეგ კვირას-ამოიოხრა კატომ და ლუდი მოსვა

-დასაწყისი კარგი იყო მომეწონა-თათამაც გააკეთა კომენტარი

-კი,გადასარევი-მიწის თხილი გაიქანა პირში-შენ რა, ერთი ქილაც არ დაგიცლია?-თვალები დაუქაჩა თათას-მიდი ახლა დამეწიე,იცოდე-დაუცაცხანა და კიდევ ერთი ქილა მიაწოდა
-კაი რა-აბუზღუნდა თათა და მეორე ქილა გახსნა.

ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ლუდს ეტანებოდა ისიც ათასში ერთხელ. მასზე ძალიან მოქმედებდა. ლუდიც საკმაოდ ათრობდა. ლაპარაკში ისე გაერთნენ, მთელი შეკვრა ლუდი დაცალეს. თავიდან ჭირდა დალევა თორემ სმის პროცესში უკვე კარგად მიდიოდა. კატოს უკვე თვალები ეხუჭებოდა,სასმლის მერე მალევე იძინებდა. საწოლზე მიწვა და ლაპარაკის პროცესში მიეძინა.

თათამაც თვალები დახუჭა. ცოტა ხანს დაიძინა,მაგრამ ალკოჰოლი აწუხებდა და ძილში ხელს უშლიდა.ვერ მოისვენა. წყვეტილ-წყვეტილ ეძინა. მერე ლოგინში რომ ვეღარ გაჩერდა,სამზარეულოში გავიდა. ცივი წყალი ერთი მოყუდებით გამოცალა,ისე წყუროდა.მერე მეორე ჭიქაც აივსო და ცოტა ხანი სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა. საათს გახედა,ორის ნახევარი იყო. თავი ხელებში ჩადო და საფეთქლები მოისრისა.
სახლში ახალმისული ლევანი,რომელიც მეგობრის შვილის ნათლობაზე რესტორანში იყო და გვიანობამდე შემორჩა, სამზარეულოში შუქის დანახვისას იქეთ წავიდა.ამ დროს მაგიდასთან მჯდარი,ხელებში თავჩარგული თათა რომ დაინახა ,ძალიან გაუკვირდა

-თათა?-ხელი ფრთხილად დაადო მხარზე.თათა მოულოდნელობისგან შეკრთა,არავის ელოდა ამ დროს

-ვაიმე ლევან,გული გამიხეთქე-რომ ნახა ვინც იყო ცოტა დამშვიდდა

-აქ რას აკეთებ ამ დროს?-ირგვლივ მიმოიხედა

-დღეს აქ ვრჩები-მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა

-მაგდენს მივხვდი-გაეცინა ლევანს-ამ დროს და ასეთი ჩაფიქრებული აქ რატომ ხართქო

-აააა-სიტყვა გაწელა-სამზარეულოში რატომ ვარ იმას მეკითხები?-გაეცინა-წყალს ვსვამ-ჭიქა აიღო და აჩვენა. ლევანს რაღაც არ მოეწონა თათას თავს, ეტყობოდა რომ ჩვეულებრივად არ იქცეოდა. სახეზე ძალიან აწითლებული იყო,თან სასაცილოდ ლაპარაკობდა

-თათა, მეჩვენება თუ ნასვამი ხარ?-დაკვირვებით ჰკითხა ლევანმა

-ვაა,ასე მეტყობა?-გაუკვირდა-ლუდი დავლიეთ მე და კატომ,იმას მშვენივრად დაეძინა,მე კიდევ ვერ-მოკლედ მოუყვა

-ლუდმა რანაირად დაგათრო?-გაეცინა და მის წინ გაზქურას მიეყუდა

-ყველანაირი ტიპის სასმელი,რასაც ოდნავ მაინც აქვს ალკოჰოლი,მათრობს-მხრები აიჩეჩა.ლევანს გაღიმა.პირველად ხედავდა ნასვამ თათას და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორი იყო ის სიმთვრალეში

-იმედია ჩხუბი არ იცი და მეზობლებს არ ითვლი, რომ დალევ-ხმამაღლა გაეცინა ლევანს
-პირიქით,ძალიან საყვარელი ვარ ხოლმე,სულ ვიცინი და ყველა მიყვარს-თვალები საყვარლად აახამხამა

-ხო,გეტყობა,რაც მოვედი მის მერე იღიმი-თვითონაც დაისხა წყალი და მოსვა-თუ ჩემმა დანახვამ გაგაღიმა?

-ორივე-ხელი აიქნია-სულ ვიღიმოდი და შენ რომ მოხვედი უფრო ვიღიმი თუ როგორაცა-ხელები აიქნია თათამ,რადგან აზრი ნორმალურად ვერ დაალაგა.ლევანს კიდევ უფრო გაეცინა-და შენ სად იყავი ამ დრომდე?-ახლა იქეთ შეეკითხა

-მე რესტორანში-მოკლედ მოუგო

-მერე მე რატომ ვარ მთვრალი და შენ არა?-სრული სრიოზულობით ჰკითხა

-მე იშვიათად ვსვამ და შენ რატომ ხარ მთვრალი ეგ ნამდვილად არ ვიცი

-ეჰ,ლევან, ლევან.....-ამოიოხრა კატომ და თავი ისევ ხელებში ჩარგო, უფრო მოეკიდა სასმელი და სასიამოვნოდ გაბრუბული იყო-რატომ ხდება ასე?-სხვათაშორის იკითხა

-როგორ ასე?

-რატომ მოქმედებს ასე ძალიან ალკოჰოლი ადამიანებზე...რატომ ეძალებიან ხოლმე...

-დაიწყო თავისთვის.ძალიან მოეკიდა სასმელი-რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი-მერე გადაუხვია უეცრად-რატომ ხვდებიან ან მერე რატომ შორდებიან-მხრები აიჩეჩა და ძალიან დანაღვლიანდა. ლევანი მიხვდა რომ სასმელმა პირიქით დაიწყო მოქმედება

-ოჰო,სენტიმენტალურ ხასიათზე დადექი...

-მე ბუნებით სენტიმენტალური ვარ...

-თათა,სჯობს როგორმე დაიძინო,ძილი გიშველის-რჩევა მისცა.თათამ უხმოდ უყურა ლევანს რამდენიმე წამი თვალებში

-ძილი დამავიწყებს რომ მიყვარხარ?- მერე სრულიად მოულოდნელი რამ უთხრა.ლევანი არ ელოდა თათასგან ამის აღიარებას და გაოცებისგან წარბები აზიდა

-გიყვარვარ?-ინტერესით ჩაეკითხა

-ძალიან დიდი ხანია-თათამ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა და დაესვენა, მერე რა რომ ნასვამი იყო,სრულად იაზრებდა რასაც ამბობდა,უბრალოდ სასმელმა სითამამე შეჰმატა

-რა?-გაოცებული იყო ლევანი

-ხო,შენ წარმოდგენაც არ გაქვს,რამდენი ხანია რაც მიყვარხარ,ჯერ კიდევ იმ დროს შემიყვარდი,როცა ვერ მიტანდი და სულ მეჩხუბებოდი-ძალიან ნაღვლიანმა თქვა თათამ

-თათა, რას ამბობ?...-ლევანი გაშრა

-არაფერს,უბრალოდ დიდი ხანია მიყვარხარ და მინდოდა შენც გცოდნოდა, დავიღალე ამის დამალვით. შენ ჩემთვის უბრალო კაცი არ იყავი არასდროს და ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, რასაც შენზე ვერ ვიტყოდი...-თავი დახარა

-მე არ ვიცოდი-მხოლოდ ამისი თქმა მოახერხა ლევანმა-არაფერი გეტყობოდა

-მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემტყობოდა-თათა უკვე ისეთ ხასიათზე დადგა,საერთოდ ვერ გრძნობდა ალკოჰოლს,თითქოს ფხიზლდებოდა

-რატომ არ მითხარი ერთად რომ ვიყავით?

-რამეს შეცვლიდა?

-ხომ უნდა მცოდნოდა თათა..

-და ახლა რომ იცი რა შეიცვალა? ან რა შეიცვლება? შენც შეგიყვარდები?-ირონიულად მიუგო

-არც შენ არ მიმხელდი არასდროს შენს გრძნობებს და ხომ არ დამესიზმრებოდა გიყვარდი თუ არა-გაღიზიანდა ლევანი

-არაფერს არ გეუბნები,ხომ ხედავ,პრეტენზიაც კი არ მაქვს-მხრები აიჩეჩა და ხელები გაშალა-უბრალოდ სასმელმა აშკარად გამათამამა და მათქმევინა სიმართლე,მაგრამ ჯობდა არაფერი მეთქვა-მერე უღონოდ ჩამოუშვა ხელები

-თათა..

-ამაზე ბევრი არ იფიქრო ლევან, არ მინდა გეგონოს რომ ჩემი აღიარებით რამის მიღწევას ვცდილობ,ეს ასე არაა.უბრალოდ მივხვდი,რომ რასაც გრძნობ ადამიანის მიმართ არ უნდა დამალო და მასაც უთხრა ან აგრძნობინო ან რავიცი...მე კი სულ ერთი ვიყავი შენთვის

-შენ ჩემთვის სულ ერთი არ იყავი,არ შეგიძლია ეს დამაბრალო-გაბრაზდა ლევანი

-უკვე არაფერი არ ვიცი ლევან,საერთოდ არაფერი

-გრძნობების გამოხატვა რომ არ შემიძლია,ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ადამიანი სულ ერთია ჩემთვის!

-ხო,ალბათ-თავისთვის ჩაილაპარაკა-ძილინებისა ლევან-მერე უცებ დაემშვიდობა და მარტო დატოვა სამზარეულოში.

როგორღაც თავს დააძალა რომ დაეძინა და გამოუვიდა კიდეც.
დილით მშვენივრად იყვნენ,არც ერთს არ ეტყობოდა ალკოჰოლის კვალი.
საუზმობდნენ და თან ლაპარაკობდნენ

-გაგა ხომ არ შეგხმიანებია?-კატომ სიტყვას მოაყოლა

-ინტერვიუ რომ ჩაატარეთ,საღამოს მომწერა და მაგის მერე არა-თქვა და ომლეტი გემრიელად გადაყლაპა თათამ

-არც ჩემთვის. მე დავურეკე რომ მეცნობებინა სტატიის გამოქვეყნების შესახებ-მოიწყინა კატომ

-მერე რაო?

-მადლობა რომ გამაგებინეო.მეტი ისეთი არაფერი,ძალიან მშრალი დიალოგი გვქონდა-უხალისოდ ჭამდა

-გინდა ერთი შეხვედრა დავაორგანიზო?-ინტერესით ჰკითხა.კატომ მხრები აიჩეჩა

-რავიცი, 2 კვირა გავიდა რაც შევხვდი მაგის მერე და რამე ინტერესი რომ გასჩენოდა ჩემს მიმართ თვითონ გამოიჩენდა ინიციატივას-მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა- ვერ მივიზიდე ალბათ-ირონიულად გაეცინა

-კარგი რა,წინასწარ რა იცი-დაამშვიდა თათამ

-ზუსტად ვიცი, კაცს ან თავიდანვე აინტერესებ,ან არა

-არაა მასე.თავიდან შეიძლება საერთოდ არ დააინტერესო,მერე კარგად რომ გაგიცნობს,დაგიახლოვდება,უფრო გაუჩნდეს ინტერესი შენს მიმართ. თუნდაც ჩემი და ლევანის მაგალითი აიღე.თავიდან არაფრად მაგდებდა და მერე ერთად ყოფნა შემომთავაზა-ცოტა მტკივნეული იყო მისთვის მათ ურთიერთობაზე საუბარი,მაგრამ ახლა კატოს დასამშვიდებლად სჭირდებოდა

-შევთავაზე და მერე თვითონ დამადო-კომენტარი გაუკეთა თათას სიტყებს ლევანმა,რომელიც ახლახანს შემოვიდა სამზარეულოში და მათი დიალოგის ბოლო ნაწილი გაიგო. თათა დაიბნა არ ელოდა ასე მოულოდნელად

-შენ რა ჩუმ-ჩუმად დაიწყე შემოპარვები-უსაყვედურა დამ

-არანაირად,შემოვედი ჩვეულებრივად და ყური მოვკარი თქვენს საუბარს-იუარა ლევანმა,კატომ ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა

-ყავას გავიკეთებ -აუხსნა რაც უნდოდა სამზარეულოში

-ჭამა არ გინდა?

-არა,არ მშია.

წყლის მადუღარა შეაერთა და ჭიქები გადმოიღო

-დალევთ ხომ თქვენც?

-მე კი-ეგრევე დათანხმდა კატო.თათას არაფერი უპასუხია,არც ლევანს უკითხავს პერსონალურად მისთვის

-მე მაინც შევეხმიანები და გაგაგებინებ-თათა კატოს მიუბრუნდა და წეღანდელ თემას მიუბრუნდა,ოღონდ ისე,რომ ლევენი ვერ მიმხვდარიყო რაზე საუბრობდნენ

-როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა კატომ,ბოლო ლუკმა გადაყლაპა და ჩანგალი უღიმღამოდ დადო თეფშზე.

ამასობაში წყალიც ადუღდა,ლევანმა ყავა გაამზადა და გოგოებს წინ დაუდგა

-მე მაინც გავაკეთე და თუ გინდა არ დალიო-მხრები აიჩეჩა ლევანმა,როცა თათამ გაკვირვებულმა შეხედა,ყავა რომ დაუდგა. მერე თავის ჭიქას ხელი დაავლო და გოგოები მარტო დატოვა.

-რა სჭირს ამას-სხვათაშორის იკითხა კატომ და ყავა მოსვა-უუჰ,ცხელია-პირი დაეწვა.
თათას არაფერი უპასუხია,თვითონაც მოკიდა ხელი ჭიქას და გემრიელად გადაუშვა პირველი ყლუპი.

-შენს დაბადების დღეზე აპირებ რამეს?-ინტერესით ჰკითხა ნიკამ
-ვფიქრობ ჯერ, მაგრამ დიდი ალბათობით,წელს დიდს გადავიხდი- მერე ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი
-ანუ ვქეიფობთ-ხელები ერთმანეთს გაუსვა ნიკამ-მომენატრა კაი ქეიფი
-ხო რა,ვნახოთ, გეგმაში მაქვს და...
-ძალიან კარგი, გაასწორებს-ნიკამ ცერა თითი აჩვენა მაგარიაო.ლევანს არაფერი უთქვამს,უხალისოდ ჩასჩერებოდა კომპიუტერს და რაღაცას ათვალიერებდა.


თათა გაგას შეეხმიანა და მოიკითხა სად დამეკარგეო.

გაგამაც უთხრა რომ იმდენი საქმე ჰქონდა საერთოდ ვერაფრისთვის იცლიდა.მაგრამ ახლა ცოტა ამოისუნთქა და შეპირდა ამ დღეებში გნახავო. თათამ კატოსაც უთხრა და ორივე წავიდა მასთან შესახვედრად,მიუხედავად კატოს წინააღმდეგობისა,რას იფიქრებს ორივე რომ დავადგებითო,იქნებ სულ არ უნდაო.თათამ მოგვარებული მაქვს ეს ამბავი,იცის ერთად რომ მივდვივართო და გააჩუმა.
იმ კაფეში წავიდნენ,სადაც გაგა და თათა დადიოდნენ ხოლმე.გაგამ გოგოები რომ დაინახა წამოდგა და მიესალმა.ორივე გადაკოცნა,სკამები გამოუწია და მაგიდასთან დაჯდომაში დაეხმარა.კატო თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა,თავიდანვე არ მოეწონა აქ წამოსვლის იდეა,მაგრამ თათას ბრალი იყო

-აბა როგორ ხართ,რას შვებით?-მოიკითხა გაგამ გოგოები,როცა შეკვეთა მისცეს

-რავიცი,ძველებურად-მოკლედ მოუჭრა თათამ-შენკენ?

-მე სულ გადარბენებზე ვიყავი და ძლივს მოვაგვარე,მაგრამ იტალიაში მიწევს წასვლა-აუხსნა სიტუაცია.კატოს ამის გაგონებისას გული აუჩქარდა

-უი,რატომ?-ჩაეკითხა თათა და კატომაც ყურები ცქვიტა

-რაღაც პერიოდი იქ უნდა ვიყო,ბიზნესს მივხედო და მერე შევხედავ, აქეთ დავბრუნდები სულ თუ ორივე ფრონტზე მომიწევს მუშაობა-მხრები აიჩეჩა-შენ რას შვები კატო?-ახლა აქამდე ჩუმად მჯდომ კატოს მიმართა

-მეც ძველებურად

-ინტერვიუ მართლა მაგარი იყო,გაღიარე,როგორც ჟურნალისტი-სიცილით უთხრა.კატოს გაეღიმა,უბრალოდ მადლობაო და მერე არაფერი უთქვამს,ძირითადად თათა და გაგა ლაპარაკობდნენ,ერთი-ორჯერ კატოს გაგასგან შეუმჩნევლად თვალები დაუბრიალა შენც ამოიღე ხმაო,მაგრამ კატომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.ისედაც უხერხულად იჯდა მთელი საღამო და არ აპირებდა რამე ეთქვა.

-რა გჭირდა შენ ამ საღამოს?-ჰკითხა თათამ,როცა ტაქსიში ჩასხდნენ

-თავიდანვე არ მინდოდა წამოვსულიყავი და უხერხულად ვიყავი

-უხერხული ის იყო,ხმას რომ არ იღებდი და არა შენი მანდ წამოსვლა

-როგორც არის, აღარ ვაპირებ მაგ ბიჭზე ფიქრს, ვხვდები რომ საერთოდ არ ვაინტერესებ

-ასე მცირე დროში რანაირად გაიგე მაინც ვერ ვხვდები

-მარტივია მაგის მიხვედრა

-კაი რა კატო

-თათა,არ მინდა გაგაზე საუბარი,გთხოვ, მინდა რომ საერთოდ არ ვიფიქრო მაგაზე და გადამავიწყდეს-აუხსნა თათას და თათასაც მის მერე გაგაზე სიტყვა არ ამოუღია.
ერთ კვირაში გაგა მართლაც გაფრინდა იტალიაში. თათას შეტყობინება გაუგზავნა რითიც ამცნო რომ მიფრინავდა და ზუსტად არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა.თათამ ბედნიერი მგზავრობა უსურვა.

ლევანის დაბადების დღე მოახლოვდა.
წელს, რესტორანში გადაწყვიტა გადახდა და ყველა თავისი თანამშომელი და ახლობელი დაპატიჟა. მათ შორის თათაც.
თათამ იფიქრა არ წავალო,მაგრამ კატომ ისეთები ჩაუტარა რას ქვია არ წამოხვალო,მაგის მერე არც უფიქრია რომ არ წასულიყო.
დაახლოებით 50 კაცამდე იყო სუფრა. ნიკა ეღადავებოდა,ბარემ ცოლი მოიყვანე და ქორწილიც მოსტუმრებული გექნებაო.
თათა და კატო ერთად მივიდნენ.

-გილოცავ-გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა

-მადლობა-თბილად გაუღიმა ლევანმა და საჩუქარი გამოართვა.

თათამ და კატომ თავიანთი ადგილები დაიკავეს,რომელიც ლევანის გვერდით იყო,ჯერ კატო იჯდა და მერე თათა.
თითქმის ყველა მოსული იყო. მათ შორის იყო ნატაც,რომელიც ლევანს თვალს არ აშორებდა და სულ ცდილობდა მის ახლოს ეტრიალა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა. ლევანი მარტივად იხსნიდა თავს ქალისგან და ცდილობდა ზედმეტად არ ყოფილიყო მის სიახლოვეს.

უკვე რამდენიმე ხანი იყო გასული,რაც ყველა შეიკრიბა და სუფრა მშვიდად გრძელდებოდა.ლევანი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა,თითქოს რაღაცას ელოდებოდა.
უამრავი მისი სადღეგრძელოს და დალოცვის მერე, ფეხზე წამოდგა და ერთი წუთით ყველას ყურადღება ითხოვა.
ყველა გაჩუმდა და ლევანს მიაჩერდა.

-პირველ რიგში,მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ,რომ დამაფასეთ და მოხვედით. აქ, თითქმის ჩემთვის ყველა ახლო ადამიანი ხართ, თუ არ ჩავთვლით ჩემს ოჯახის წევრებს,რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან.

-მოკლედ, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა-რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა-დღეს მინდათ გაგაცნოთ ერთი ადამიანი,ვინც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია-ეს თქვა და სუფრას თვალი მოავლო.ყველა გაკვირვებული იყო, ვერ ხვდებოდნენ რაზე საუბრობდა ლევანი,მათ შორის ვერც თათა.
მერე უცებ ადგილი იცვალა ლევანმა და კატოს და თათას შორის დადგა.მათ სკამებს დაადო ხელი

-კატოს ყველა იცნობთ,ჩემს დას-გაიღიმა და ლოყაზე უჩქმიტა-მაგრამ თქვენთვის მის გაცნობას არ ვაპირებ-გაეცინა. მერე თათასთან დაიხარა და ყურთან უჩურჩულა-წამოდექი თუ შეიძლება-ჩუმად უთხრა. თათამ ვერ გაიგო რა უნდოდა,დაბნეულმა,ინსტიქტურად სკამი გამოსწია და წამოდგომას აპირებდა,ლევანმა ხელი მოკიდა თვითონ ააყენა.თათამ დაბნეულმა შეხედა ლევანს,თვალებით ეკითხებოდა რა ხდებაო

-გაიცანით-სუფრას თვალი მოავლო,მერე თათას ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიკრა-ჩემი თათა-ღიმილით თქვა და თათას შეხედა,რომელიც თვალებგაფართოებული უყურებდა ლევანს.

ყველასთვის გასაგები იყო,რაც ლევანმა ,,ჩემი თათა’’-ში იგულისხმა. ხმაური ატყდა. ტაშის კვრით და ყიჟინით შეხვდნენ ახალ ამბავს. ულოცავდნენ, ამას გვიმალავდიო, ახალი ამბით გახარებულები იყვნენ. ნიკა უსტვენდა. მხოლოდ ნატა იჯდა გაყინული მზერით და რეაქცია არ ჰქონდა.
თათა მოსმენილსიგან შოკში იყო,აზროვნების უნარი ჰქონდა დაკარგული და ერთ ადგილს იყო მიყინული.საერთოდ არ ესმოდა რა ხდებოდა დარბაზში. მხოლოდ ლევანის მოხვეულ ხელს გრძნობდა წელზე. არანაკლებ გაოცებული იყო კატოც და თან იღიმოდა. არ სჯეროდა რაც თავისმა ძმამ თქვა,ამდენი ხალხის წინ.
მერე თათა ძლივს გამოერკვა

-ლევან,რას...რას აკეთებ?-ძლივს ამოიღო ხმა და ყურში უჩურჩულა.ლევანს სახიდან ღიმილი არ მოშორებია. თათას მიუბრუნდა და მანაც ყურში ჩასჩურჩულა

-ჩემს მეგობრებს შენს თავს ვაცნობ-უთხრა და ყურის ქვეშ, ყელზე კოცნა დაუტოვა. თათა გაბრუვდა.დედამიწას აღარ ეკუთვნოდა

-კი,მაგრამ... ჩვენ-რაღაცის თქმას აპირებდა,ლევანმა ხელი რომ მოჰკიდა, თავისი ადგილისკენ წაიყვანა და თათა გვერდით დაისვა

-ლევან რას აკეთებ?-სასოწარკვეთილმა ისევ გაუმეორა თათამ კითხვა-რა სპექტაკლი დადგი-ყურში ეჩურჩულებოდა,მაგრამ მათი ხმა მაინც არ ისმოდა,რადგან საკმაოდ ხმაური იყო

-მე დავდგი სპექტაკლი?-გაიოცა

-აბა მე?

-მეგობრებს ჩემი გოგო გავაცანი-ისე უშუალოდ თქვა თათას გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა

-ლევან..

-ჩუ-თითი ტუჩებთან მიადო, მერე მიუახლოვდა და ძალიან ნაზად აკოცა,რათა თათა გაეჩუმებინა და ზედმეტი არაფერი ეთქვა. მიზანს მიაღწია, კოცნის მერე თათას რამის თქმის სურვილი საბოლოოდ გაუქრა.

მადლობა მეგობრებო <3



№1  offline წევრი ვიპნი

ძლივს ლოდი გაცოცხლდა :)

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან ძალიან კარგია,ეს წყვილი უკვე შედგა და მალე ქორწილით დააგვირგვინებენ.იმედია კატოს მეწყვილეც გყავს,,კულისებში,,გისურვებ წარმატებებს.კარგიაა❤❤❤

 


№3  offline წევრი დარინა

მე ეს ისტორია მომწონს მართლა არ გავს სხვებს შეიძლება ვიღაცას ბანალური მოეჩვენოს, მაგრამ მე მომწონს როგორც ვითარდება მოვლენებიი, მთვრალი თათას აღიარებაც მომეწონა ლევანს პირი ღია რომ დაუტოვაა, ზუსტად მათ ურთიერყობას გულწრფელი ლაპარაკი და თავიანთი გრძნობების გამხელა აკლდაა, ისიც მომეწონა ბოლოს ლევანმა ყველას რომ გააცნო ჩემი თათაოო.

 


№4 სტუმარი სტუმარი თათუკა

რა კარგი თავი იყო, გულწრფელობით და სიყვარულით სავსე:) <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო,ძლივს ყინული გალღვა და გონს მოვიდა ბიჭი

 


№6 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, რამდენ ხანს ველოდით ურთიერთობის დათბობას, ასე გააგრძელე, წარმატებები.

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

როგორც იქნა გაბედა ლევანმა,.მიხარია თათას ბედნიერება .

 


№8  offline წევრი sofo_sofia13

ვაიმე რაკარიითავიიყოაა როგორციკნაა <3

 


№9  offline წევრი მე♥უცნაურე

ყოჩაღ❤️ ძალიან კარგი იყო❤️

 


№10 სტუმარი MeganDURGY

Hi Guys, here I posted my photos naked http://eskorttr.info/ If you like, you can write to me, talk.

 


№11 სტუმარი ana

დღეს დადებ?

 


№12 სტუმარი სტუმარი mmm

მალე დადებ?

 


№13  offline მოდერი nia_93

სავარაუდოდ, ხვალ დავდებ ახალ თავს :)

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

გთხოვრა ახალი თავი დადე????❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ლანა

გთხოვ რა ახალი თავი დადე :( ველოდები ძალიან❤️

ახალი თავი არ დაიდება დღეს?

 


№16 სტუმარი სტუმარი ლულუ

გთხოვ დადე რა❤️

 


№17  offline მოდერი nia_93

ახლა პროცესში ვარ წერის და რომ მოვრჩები,ავტვირთავ <3

 


№18 სტუმარი სტუმარი მაკა

მომდევნო თავი როდის დაიდება?სულმოუთქმელად ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent