შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტა-კილია თავი 1


17-03-2020, 01:31
ნანახია 914

მკრთალი მზის სხივი სახეზე ეცემოდა მოძრაობდა და მთელ ემოციებს ამ მოძრაობაში დებდა,ჰაეროვნად გადაადგილდებოდა სივრცეში,მუსიკას ტანს აყოლებდა,ყველა ვინც დარბაზში იყო აღფრთოვანებით შესცქეროდნენ,ის კი ამას ვერც ხედავდა იმას აკეთებდა,რაც ასე ძალიან უყვარდა მიუხედავად ასაკისა ის უკვე ოსტატურად იყო დახელოვნებული ამ დარგში აშკარა იყო,რომ მას წინ დიდი მომავალი ელოდა. მუსიკა დასასრულს მიუახლოვდა მოძრაობები შეანელა და თვალი გაახილა,მხოლოდ ამ დროს შეამჩნია რამდენი წყვილი თვალი მისჩერებოდა. თავი მორცხვად დახარა,რომ სიწითლე დაემალა,მუსიკა გაჩერდა..კარის სახელური გამოძრავდა და ოთახში მაღალი,შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა. გოგონამ თავი ასწია და ბიჭს შეხედა..არც ბიჭს დაუყოვნებია და თვალი თვალში გაუყარა.
ბედისწერა უცნაური რამ არის შეიძლება ერთ წამს ბედნიერებით სავსე იყო ყველაფერი გაგაჩნდეს,მაგრამ მეორე წამს ხელიდან ისე გეცლება,როგორც ბაბუაწვერა ქარის დროს..ბედისწერას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ზოგისთვის ეს ცუდია,რადგან ფიქრობს,რომ ეს არის მიზეზი იმისა თუ, რატომ არაქვს საკუთარ ცხოვრებაზე სრული კონტროლი,ზოგისთვის კი ბედისწერა ბედნიერებაა,რადგან ცხოვრებას ამარტივებს,რთულ სიტუაციებში შეცდომებს მხოლოდ მას შეაწერენ ხოლმე,ასეთია ბედისწერა მას ვერ გაექცევიო,თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებისთვისაც ბედისწერა ერთი უაზრო ბოდვაა,მათ არ სჯერათ ამის და ამტკიცებენ,რომ ბედისწერას თავად ქმნი..ასე თუ ისე ბედისწერა მაინც იქმნება თავად თუ სხვის მიერ არვიცი,მაგრამ არსებობს რაღაც,რაც ზუსტ დროს ზუსტ ადგილას მიგიყვანს ასე,რომ არ ყოფილიყო ეს ორი ახალგაზრდა ერთმანეთის პირისპირ არ იდგებოდა და არც მე დავწერდი ამ სიტყვებს უაზროდ.
-საყვარელო დროა-შუახნის კაცმა ქალიშვილს ხელი გაუწოდა.
თავისი თავი სარკეში აათვალიერა და თვალები აარიდა. ვერხვდებოდა როდის მოვიდა აქამდე,როდის მოხდა ყველაფერი,თაიგული ხელში აიღო და მამამისს ხელმკლავი გამოსდო,თითები მუჭად ჰქონდა შეკრული და ტუჩებს იკვნეტდა.
-გაიღიმე დღეს ყველაზე ბედნიერი უნდა იყო.-დაამშვიდა გვერდით მიმავალმა დედამ.
ბედნიერი?! და რა არის ბედნიერება? ნუთუ,ის,რაღაც კონკრეტულია? ბედნიერებას ყოველწამს ვკარგავთ,ახლაც როდესაც ნაბიჯებს დგავს დარწმუნებულია,რომ ეს ბედნიერება არ არის..თვალს ხუჭავს და თავს სწორედ იმ ბედისწერას ანდობს,რომელმაც აქამდე მოიყვანა.
***
აბლობისმენტებმა გამოაფხიზლა და ბიჭს თვალები აარიდა,თუმცა გონებაში ღრმად ჩარჩა მისი ზღვისფერი თვალები,ფეხებში ძალა დაიბრუნა ბიჭს თვალი გააყოლა და დარბაზი დატოვა.
-ნატალია,მშვენვრად შეასრულე-გაუღიმა მეგობარმა.
-გმადლობ..ცოტა ვინერვიულე-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ფეხი მოკეცა ცეკვის ტუფლის გასახდელად.
-შენ სულ ეგრე ნერვიულობ,მაგრამ ყოველჯერზე უკეთესად გამოგდის-დაამშვიდა უფროსმა ჯგუფელმა.
-არვიცი..-ისევ იმ ბიჭზე ფიქრობდა წეღან,რომ ნახა.
-აუ გოგოებო ის ბიჭი დაინახეთ? ამბობენ სპეციალურად სხვა ანსამბლიდან გადმოიყვანეს,რომ ძირითადი სოლოები აცეკვონო ტურნესთვის.-ნატალიამ ყურები ცქვიტა და თმის დავარცხნას შეეშვა.
-ხო მაგის ვიდეოები იუთუბზეც დევს უმაგრესი მოცეკვავეა.-სხვა ინფორმაცია გაავრცელა მეორემ.
-მოცეკვავე არვიცი,მაგრამ სხეული ნამდვილად უმაგრესი აქვს-კისკისით დააყოლა.
გოგონების გამოსაცვლელი სიცილმა მოიცვა.
-ნატალია შენ წინა ჯგუფთან აღარ ვარჯიშობ? ასაკობრივად მათ მიეკუთვნები,როგორც ვიცი-ირონიული ღიმილით უთხრა ჯგუფის ერთ-ერთმა ძლიერმა მოცეკვავემ.
-ათჯერ მაინც გითხრა სალომე რა გჭირს?-დაიბღვირა კესო,რომელიც ნატალიას ბავშვობიდან იცნობდა.
-არაუშავს-გაიღიმა ნატალიამ კესოს-ტურნეს გამო ვარ აქ და იქ ვარჯიშის დრო აღარ მრჩება სამწუხაროდ.
-ხო მართალია..სულ დამავიწყდა,რომ 16 წლის ბავშვი ცეკვავ ჩვენს მთავარ ნომერს.
-ჩვიდმეტის-შეუსწორა ნატალიამ.
-დიდი მნიშვნელობა არ აქვს,კარგად გოგოებო-კარი გაიხურა სალომემ.
-ჩვენც წავიდეთ ხო?-კესომ ნატალიას შეხედა.
გოგონამ ჩანთა მოიკიდა ჯგუფელებს დაემშვიდობა და დერეფანში გამოვიდა.
-თავშიავარდნილი-ჩაიბურტყუნა კესომ-შურიანი..ბოღმისგან სკდება ჯეირანს შენ,რომ ცეკვავ.
-დაწყნარდი კესო,ათასჯერ მაინც გითხარი..არ მაინტერესებს რას იფიქრებს სალომე ჩემზე ამიტომაც არ ვყვები მის პროვოკაციებს.
-სახლში მიდიხარ?
-კი უნდა გადავივლო და ბიბლიოთეკაში წავიდე,თორემ რეპეტიციების გადამკიდე
დამრიგებელი გადავიმტერე სულ ხელს მაფარებს,წამო შენი გიჟი დაქალი სახლშია
დღეს.
-ხოო? სამსახურში არარის?
-არა.
ავტობუსის ტაბლოს 25 წუთი ეწერა.
-ამ ავტობუსმა ხო ტვინი წაიღო უკვე-გაბრაზებული ჩამოჯდა სკამზე კესო.
გოგონების ავტობუსის გაჩერებაზე დაღლილები ისხდნენ და ელოდნენ ავტობუსს,რომელიც წესით 5 წუთში უნდა მოსულიყო.
-ააააჰ-იყვირა კესომ და წამოხტა.
-რამოხდა?-გაოცებით შეხედა ნატალიამ.
-უკვე ნერვები მომეშალა რით ვერ მოეთრა.
სიცილი ვეღარ შეიკავა ნათალიამ და გაეცინა.
-რა გაცინებს?!
-სადაც ოცი წუთი ელოდე ხუთი წუთის გამო რატომ შეყარე ხალხი?!
-ნატალია იცი? მე ნერვოზი მაქვს. აი ასეთი რამ არის ნერვოზი ისიც კი ნერვებს მიშლის ახლა,რომ ნერვოზი მაქვს-ლაპარაკობდა კესო და აქეთ-იქით დადიოდა.
-დამშვიდდი-ასოები გაწელა გოგონამ და მობილური ამოიღო.
-სულ რატომ მამშვიდებ დავიჯერო ნერვები შენ თვითონ არ გეშლება არასდროს?!
-იშვიათად..
-შენი სიმშვიდეც ნერვებს მიშლის!
ავტობუსი გამოჩნდა თუ არა კესოს ნერვები დაუწყნარდა..ტრანსპორტში ავიდნენ ბილეთები აიღეს და სკამზე დასხდნენ.
კარი უკვე იხურებოდა,როდესაც ის უცნობი ბიჭი წამის მეასედში ამოხტა და ხშირი სუნთქვისგან შეწითლებულ ლოყებზე ხელი მოისვა..ოდნავ გრძელი თმა გაისწორა და ბილეთი აიღო,რომ მოტრიალდა კვლავ გადაეყარნენ მათი თვალები ერთმანეთს,თუმცა ამჯერად სწრაფადვე მოაშორეს ერთმანეთს მზერა.
ამინდი მოღრუბლული იყო,მკრთალად ელავდა,მაგრამ აშკარა იყო,რომ იწვიმებდა.
ბიჭი ნატალიას უკან დაჯდა,გოგონას მისი სუნთქვა ისე ესმოდა თიტქოს ცხვირი მის ყურთან ჰქონდა მოტანილი და ისე სუნთქავდა,კესოს არც შეუმჩნევია ეს ბიჭი ისევ ავტობუსის მძღოლს,მათ განრიგს,სატრანსპორტო კომპანიას და ქალაქის მერსაც კი ლანძღავდა..ნატალია დაძაბული იყო ხმას არიღებდა და ცდილობდა წარმოედგინა,რომ მხოლოდ თვითონ იჯდა ავტობუსში.
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კესო შეახსენა,რომ ჩასვლის დრო იყო ბიჭმა,არც გახედა ფანჯარაში იყურებოდა.
სახლამდე ხმა არ ამოუღიე სახლში მისულს პიჟამაში გამოწყობილი ელენე დახვდა.
-აბა რა ქენით იტანცავეთ?-ყავის ჭიქით დაფრატუნობდა ოთახში.
-ჩვენ კი ვიტანცავეთ,მაგრამ შენ რატო ზიხარ სახლში?-უთხრა კესომ.
-დეი ოფი ავიღე,ძალიან დავიღალე უნდა განვიტვირთო-გაიზმორა და დაქალს შეხედა.
ელენე და კესო კლასელები და საუკეტესო მეგობრები იყვნენ ბავშვობიდან ახლაც გრძელდება მათი დაქალობა,ელენემაც ბევრჯერ სცადა ცეკვისთვის ალღოს აღება,მაგრამ აშკარად არ იყო მისი სფერო,ვარჯიშები უშედეგოთ მთავრდებოდა ბოლოს კი მოტეხილობით დასრულდა. მას შემდეგ ელენემ ცეკვას თავი დაანება და თავისი გზა მოდის სფეროში იპოვა..მუშაობდა კომპანიაში დიზაინერად და კერძო შეკვეთებსაც იღებდა,კესო კი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს კვების ინდუსტრიაში მოღვაწეობდა.
ნატალია კი,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო წელს ამთავრებდა და ჯერ წარმოდგენა არ ჰქონდა სად სურდა ჩაბარება..ცეკვის სიყვარულმა იქამდე მიიყვანა,რომ ერთი პერიოდი სკოლიდან გამოსვლასაც ფიქრობდა,რათა უფრო მეტი დრო დარჩენოდა ცეკვისთვის,თუმცა ეს გადაწყვეტილება მისი მშობლებისთვის მიუღებელი..ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა.
წელს იმდენად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა,რომ აღარ იცოდა რა ექნა..ერთი მასწავლებლიდან მეორესთან გარბოდა,ცეკვაზე ევროტურნე იგეგმებოდა და ისიც არ იცოდა მოასწრებდა თუ არა გამოცდებზე გასვლას..მთელი დღის სტრესს საღამოს ცეკვით ინთავისუფლებდა და ღამე უკვე დაღლილი,მაგრამ ნასიამოვნები ბრუნდებოდა სახლში.
ცხელი აბაზანა მოიმზადა და შიგნით ჩაწვა,თვალები დახუჭა და კისერი უკან გადააგდო.
ისევ მასზე მოაწვა ფიქრები მისი თვალები ყველგან ეჩვენებოდა,ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა გრძნობა,რომელსაც ვერადავერ იშორებდა,მისთვის ეს უცხო იყო,თუმცა ალბათ გულის სიღრმეში გრძობდა იმ თავგადასავალს,რომელსაც „ბედისწერა“ უმზადებდა.
აბაზანის შემდეგ დაღლილი გავიდა სასტუმრო ოთახში,სადაც თავისი და და მისი დაქალი ისხდნენ,გვერძე მიუჯდა და ბატი ბუტი შეუჭამა.
-არ გშია?-მიუტრიალდა ელენე.
-არა-თავი გააქნია და ფილმს შეხედა-უბის წიგნაკი?
-ხო საუკეთესო მელოდრამაა-თავი დაუქნია კესომ.
-ნამდვილად,შეხედე როგორი თვალებით უყურებს ეს გოგო,როგორ შეიძლება ასეთი თვალებით შემოგხედოს ვიღაცამ და არ შეგიყვარდეს?-მსახიობს კოცნა გაუგზავნა ელენემ.
-ხო ისეთივე თვალებით,როგორც დღეს შენი და მიაშტერდა ვიღაც ბიჭს-კესომ გადაიკისკისა ნატალიას კი ტანში გასცრა.
-რაა?-გაიოცა ელენემ და დას გადახედა.
დაბნეულმა ნატალიამ იმ ხერხს მიმართა,რომელსაც ბავშვობაში იყენებდა,ინსტიქტურად ხელები გადააჯვარედინა და თვალები აარიდა დას.
-რა სისულელეა!-გაიბუსხა და მაგიდიდან ქლიბი აიღო,რომ ფრჩხილის ფორმა შეესწორებინა.
-არაააა,ეს საქციელი მეცნობა-თქვა ელენემ და ბატი ბუტის თეფში მაგიდაზე დადო.
-აბა ქალბატონო მომიყევი,სიმპატიურია?
-მე რა ვიცი! წესიერად არც კი შემიხედავს!
-რაო?-გამოხტა კესო-მე ვიყავი მიშტერებული 2 საათი?
-შენ თვითონაც არ იცი რაზე ლაპარაკობ! და საერთოდ რათ გვინდა ეს მელოდრამა-პულტს დაწვდა და ფილმი გამორთო-რამე სხვას ვუყუროთ!
-აჰა კარგი ქალბატონო ამაზე მერე ვილაპარაკოთ-გაიცინა ელენემ და კესოს გამომცდელად გადახედა.
-დედას და მამას ელაპარაკე?-ისე ჰკითხა ელენემ,რომ დისთვის არც შეუხედავს.
-არა..
-დაელაპარაკე ნერვიულობენ უკვე.
-კარგი დავურეკავ-მობილური აიღო ნატალიამ და მეორე ოთახში გავიდა.
-ჰა როგორი ბიჭია!-ეგრევე მიუტრიალდა ელენე დაქალს.
-სიმპატიურია,მაგრამ მგონი გადავაჭარბე კი უყურებდა,მაგრამ ხო იცი რანაირი და გყავს? ხანდახან მგონია,რომ ლესბოსელია ისეთი ბიჭები დაიწუნა.
ელენემ გულიანად გადაიხარხარა.
-არვიცი დღედაღამე იმას გაიძახის ჯერ რა დროს სიყვარულიაო..გახსოვს ის ბიჭი? ვარდებს რო უგზავნიდა ანონიმურად ერთი კვირა,არ გახსოვს რა გაუკეთა?
-როგორ არ მახსოვს აქ არ ვიჯექი? გაიგო,რომ უბნელი იყო და ქუჩაში რომ იყო მაგის თვალწინ ჩაყარა ის ვარდები ურნაში თან ისეთი თვალებით შეხედა ის ბიჭი მანდ აღარ მინახავს.
ორივემ გადაიკისკისეს.
-შენ რას შვრები ლევანთან?
-არვიცი ამ ბოლო დროს ბევრს ვჩხუბობთ,მაგრამ სერიოზული არაფერი-ხასიათი შეეცვალა ელენეს.
-რატომ?
-იმიტომ,რომ არასდროს აყენებს თავისთავს ჩემს ადგილას..მთელი დღე ქორწინებაზე მაწვება და მე კიდევ არ მინდა გათხოვება.
-ხო მესმის,მაგრამ ხომ იცი როგორ უყვარხარ?
-ვიცი,მაგრამ დამღლელი ხდება უკვე.
-ველაპარაკე-ოთახში ნატალია შებრუნდა.
-როგორ არიან?
-კარგად,ნერვიულობენ,როგორც ყოველთვის.წავედი მე დავიძინებ და დილით გამაღვიძე გასვლის წინ რა.
-ტკბილი ძილი.
-თქვენც.
დარბაზი ცარიელი იყო ნატალია ცენტრში იდგა, ნელი მოძრაობით იწყებდა ცეკვას,ხელი მსუბუქად გაშალა ღრმად ჩაისუნთქა და ნაბიჯი უნდა გადაედგა კარი,რომ გაიღო ოთახში ისევ ის ბიჭი შემოვიდა მაღალი,შავი თმით და იმ ლურჯი თვალებით ასე,რომ მოხიბლა ნატალია.
-მარტო რატომ ცეკვავ?-ნელა მიუახლოვდა მამაკაცი.
ნატალია გაჩერდა სუნთქვა გახშირებული ჰქონდა,ცივმა ოფლმა დაასხა და გულისცემაც აუჩქარდა..ბიჭი უფრო და უფრო ახლოს მოიწევდა ნატალია კი ცდილობდა თავი აერიდებინა,იმდენად მოუახლოვდა,რომ მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა თვალებში შეხედა და მთლიანად ჩაიძირა მათში.
გულაჩქარებულმა გაახილა თვალები და წამოჯდა..რაიყო ეს თვითონაც ვერ ხსნიდა,თუმცა ერთი რამ ნამდვილად იცოდა,ეს ბიჭი მისი ინტერესის ობიექტად იქცა.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Sainereso chans, warmatebebi, imedia ar daagvianeb dadebas:-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent