შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ იმ მუსიკას უკრავენ თავიდან


3-11-2018, 15:48
ავტორი bla.ell
ნანახია 2 342

ფანჯრები ღია მაქვს(ოთახში სიცივე).
ჩამესმის საღამოს მუსიკა შორიდან,
მე ვზივარ მშვიდად და სხვა ყველა იცინის,
დღეს შენგან უფროა ჩემამდე შორი და...

საათში გაჩერდა ამწუთას ისრები,
არადა...ხომ ვიცი დრო მიდის ხელიდან.
მივიწევ წინ მაგრამ სულ უფრო ვისვრები,
დგას თვალახვეული,სასწორით თემიდა...

სიმართლეს არასდროს ექნება სიმძიმე,
ბოროტად ვინც მიმზერს,ღმერთია ზევიდან,
ფიქრებში ვათენებ რომ ვეღარ ვიძინებ,
და'მივლის რწმენა მე ტერფამდე,თხემიდან.

რად გინდა,წესები,საგზაო ნიშნები,
შენ იწყებ ცხოვრებას ზეცაში ფრენით და...
ჯერ შენი მერე კი სხვა ფრთებიც იშლება,
მოდიან გრძნობები თბილი ქვეყნებიდან...

განვიცდი ბოლო დროს,ლექსების სიმცირეს,
გარბიან ცრემლები სულ ღია კარიდან,
ვერ ვწვდები ზეცის ყელს,მაღლა ვერ ვიწევი,
ისევ იმ მუსიკას უკრავენ თავიდან...

მზერებით,კვლავ ცივი ღიმილით ვივსები,
სიბნელეს ჩემს სულში თავს ვეღარ ვარიდებ.
ცხოვრება როგორც ჩანს არც არის ისეთი...
როგორც მე ვიცოდი...როგორც მე გავიგე...


ავტორი:Bla.ell/ელისაბედი

გამარჯობა ჩემო ტკბილებო...ნუ გაგიკვირდებათ თუ ეს ლექსიც არ იქნება თქვენთვის მოსაწონი...ეს ის ლექსია ზოგისთვის რომ კარგია და ზოგისთვის საერთოდ არ არის ლექსი,ჰო...ზოგისთვის სიტყვების რახარუხია...ავტორისთვის ბევრი რამ არის...მადლობა წინასწარ ყველას,დამფასებელსაც,შემფასებელსაცდა კრიტიკოსსაც...მაინც ყველა მიყვარხართ!❤ innocent heart_eyes



№1  offline წევრი luana

როგორ მომწონს შენი ლექსებიი ❤️

 


№2  offline წევრი sweetgirl

Au dzalian magari iyo el❤️❤️Sheudzlebelia vinmes ar moewonos es leqsi❣️❣️❣️❣️

 


№3  offline წევრი M-morieli

მე რომ უკვე მეათასეთ მაგიჟებს შენი ლექსი უკვე ვთქვი ხომ? მეტი რა გითხრა სასწაული და საყვარელი მწერალი ხარ <3 მიხარია რომ აღმოგაჩინე<3

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

შენი შექმნილი წარმოუდგენელია იყოს ცუდი...უბრალოდ ვერ იქნება

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მომეწონაა და მერე როგორ ♥️♥️♥️
ძალიან ცოტაა ისეთი ლექსი ემოციები გამომიხატოს რომ ჰოდა ამ ლექსმა მოახერხა და უამრავი ემოციით და გრძნობით ავივსე ჰოდა უბრალოდ
შესანიშნავიხარ♥️

 


№6  offline წევრი qarishxali

აი ჩემი აზრით, რეალისტი ადამიანის სიტყვებია, რომლებიც სრულიად შესაფერისია იმ ადამიანებისთის, რომლებიც ამ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებენ და კიდევ ვერ იჯერებენ სინამდვილეს( მათში ჯერ კიდევ ბავშვი ექიმიც იმალება პოეტო❤❤მიხვდები ამას რაღა თქმა უნდა❤❤) სულაც არ არის სიტყვების რახა-რუხი, ეს ის სიტყვებია, რომლებიც რეალობას გვაჩვევენ❤❤ ჩემო პოეტო ვგიჟდები შენზე???????? ჩემი ბრმა თვალების ბრალია აქამდე რო ვერ შევამჩნიე ახალი ლექსი❤❤ გყვარობ ჩემო ელ❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Saba Somxishvili

ძალიან კარგია ბრავო <3
--------------------
"მე მეშინია, მაგრამ არა სიცოცხლის, არც სიკვდილის და არც სიცარიელის, არამედ იმის გაცნობიერების, რომ არც მიარსებია.

/დენი კიზი
ყვავილები ელჯერნონისთის

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი კარგი ლექსი იყო ჩემო კარგო.ძალიან მომეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent