შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -10- [ დასასრული ]


17-03-2020, 15:54
ავტორი Hilalli
ნანახია 2 501

საშინელი დეპრესია დამეწყო. ყაზბეგიდან ჩამოსვლიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ოთახისან თითქმის არ გამოვსულვარ. როგორც იქნა წოლითი რეჟიმის შესრულება დავიწყე. თუმცა ერთ შუადღეს კარზე ზარი გაისმა. სახლში მარტო მე ვიყავი ამიტომ საწოლიდან უნდა ავმდგარიყავი და გამოეღო.
კართან საბა იდგა, ძალიან გამიკვირდა მისი დანახვა, ყაზბეგის მერე მასთან არ მისაუბრია. შემოვიპატიჟე და მისაღებში დავსვი. რატომღაც ვიფიქრე გიორგისთან მოვიდოდა და მშვიდად გავაფრთხილე, რომ სამსახურში იყო. მან კი დაძაბულმა გამომხედა და მითხრა
- არა შენთან მოვედი... საქმე მაქვს.
- მშვიდობაა? - გავოცდი
- კი... კი. რაღაც უნდა მოგიყვე.
- დაიწყე!- კანკალით ვუპასუხე, ისეთი სახე ჰქონდა ვიცოდი რაცარუნდა ეთქვა აუვილებლად გულს დამწყვეტდა.
დივანზე წამოჯდა, სიგარეტს სწრაფად მოუკიდა, ეტყობოდა ანერვიულებული იყო. მაგრამ ბევრი აღარ გაუწელავს და თხრობა დაიწყო :
" გუშინ დილით ანკამ დამირეკა, ძალიან გამიკვირდა ერთი კვირაა საერთოდ არ შემხმიანებია. აღელვებული და შეშინებული ხმა ჰქონდა. მთხოვა სახლში მარტო ვარ და მოდი ძალიან მჭირდებიო. შემეშინდა და მასთან გავიქეცი. როგორც კი მივედი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა შემდეგ ჩაიკეცა, მუცელი ასტკივდა და სისხლდენა დაეწყო. ძალიან შემეშინდა. მას ხომ საერთოდ შიშისგან გული წაუვიდა. არვიცოდი რა გამეკეთებინა და საავადმყოფოში წავიყვანე. რომ შევედით ექიმები დაეხვივნენ ავუხსენი რაც დაემართა და ერთმა მკითხა:
- ფეღმძიმედაა?
- არვიცი - დაბნეულმა ვუპასუხე - ალბათ
- ორსულობა სასურველია? - არც ამაზე მქონდა პასუხი და შეშინებულმა დავუდასტურე
მერე პალატაში შეიყვანეს. ძალიან შემეშინდა. არვიცოდი რაგამეკეთებინა, დავიბენი და ნიკიტას დავურეკე. ვუთხარი ანკა საავადმყოფოშია და სასწრაფოდ უნდა მოხვიდე მეთქი. ისიც დაბნეული გამოიქცა. გიჟის თვალებით შემოვარდა მოსაცდელში, მომვარდა და მეკითხებოდა რასჭირსო.
- ორსულადაა. - კანკალით ვუპასუხე - არვიცოდუ რაგამეკეთებინა და შენ დაგირეკე. სისხლდენა ქონდა და გული წაუვიდა არვიცი რამოხდა.
- ღმერთო... - უფრო ანერვიულდა - როგორ არიან? იცოდი?
- არა... ახლა გავიგე. მგონი თითონაც დილით გაიგო შეშინებულმა დამირეკა ძალიან ცუდად ვარ და მოდიო, რომ მივედი ცუდად გახდა. ალბათ ნერვიულობაზე დაემართა. ანკა გათიშული იყო მე მკითხეს სასურველია თუარა ორსულობაო და ვუთხარი კი თქო. არვიცოდი რა მეპასუხა შენ არიყავი ვიფიქრე, რომ შენც...
- კი კი... - გამაწყვეტინა და მხარზე დამადო ხელი - სწორად მოიქეცი. მადლობა.
- არა რა მადლობა...
- ჩემი ბრალია. ამდენი ვანერვიულე - თვალები აუცრემლიანდა. პირველად ვნახე ნიკიტა ასეთი შეშინებული. - გეფიცები ეს რომ მცოდნოდა. ასე არ მოვიქცეოდი.
- ვიცი... დამშვიდდი.
- როგორ არის?
- შესანარჩუნებლებს უკეთებენ. ექიმმა მითხრა ვუშველით არ ინერვიულოვო.
- თავს ვერ ვაპატიებ რამე რომ დაემართოს.
- დამშვიდდი კარგათ იქნება. - მეც საშინლად ვნერვიულობდი თუმცა როგორმე ის უნდა დამეწყნარებინა, განადგურებული და წაშლილი იყო.
ცოტახანში ექიმი გამოვიდა ნიკიტა გაგიჟებული ეცა და კითხვების დასმა დაუწყო.
- დამშვიდდი ყველაფერი კარგათაა. დედაც მოვიდა გონს და ნაყოფიც კარგათაა. საბედნიეროდ ტოქსიკაციამ მასთან ვერ მიაღწია. დროზე მოიყვანეთ. კუჭი გამოვურეცხეთ და ახლა შესანარჩუნებლებს უკეთებენ.
- ტოქსიკაცია? - გაოცდა - რითი მოიწამლა?
- პრეპარატებით. ალბათ მოსაშლელად დალია.
- რა? - დაიღრიალა, სისხლიანი თვალებიდან სიბრაზე გადმოუვიდა
- დაწყნარდით. ეს ბევრ ქალს ემართება, რომ იგებენ ორსულად არიან პანიკური შეტევა აქვთ და მოშლას აპირებენ. მაგრამ დამიჯერეთ გადაიფიქრა და ძალიან ინერვიულა. ნუღარ დაუმატებთ და არ ეჩხუბოთ ისედაც სტრესი აქვს მისი ნერვიულობა არ შეიძლება. გადასხმა რომ მორჩება შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ ყველაფერი კარგათ აქვს. სანერვიულო არაფერია. მაგრამ საშინელად განერვიულდა შედით და დაამშვიდეთ...
ნიკიტა საშინლად იყო გაცოფებული. აქამდე საკუთარ თავს ადანაშაულებდა ვანერვიულე და მაგიტომ დაემართაო მაგრამ როგორც კი გაიგო ანკამ ეს ძალით გააკეთა საშინლად გაბრაზდა.
- ბავშვი ხომ კარგათაა? - კანკალით კითხა
- კი სანერვიულო აღარაფერია, არდაზიანებულა. - გვითხრა და ღიმილით დაგვტოვა
ამის გაგონებაზე ცოტა მოეშვა მაგრამ მაინც ძალიან გაბრაზებული ჩანდა.
- ანუ მოგილოცო ხო? - მორცხვად ვკითხე
- კი... - გაეცინა და გადამეხვია.- მადლობა ყველაფრისთვის.
- წამო დედიკო ვნახოთ. - გავეხუმრე
- ახ... - კბილები ძლიერად დაადო ერთმანეთს ბრაზზს ვერ იკავებდა
- გთხოვ არ ეჩხუბო რა. მის გვერით არ იყავი შეეშინდა და არიცოდა რა გაეკეთებინა. ბოლო ერთიკვირაში ისედაც საშინელება გამოიარა. არც შენ ყავდი არც მე მეკონტაქტებოდა. მარტო იყო და არ იცოდა რა ექნა. დამიჯერე მართლა ძალიან ცუდათარის. და ახლა ძალიან ჭირდება შენი გვერდში დგომა.
- მესმის მაგრამ ეს არ ამართლებს. საშინელება გააკეთა.
- ვიცი მაგრამ მისი ნერვიულობა არ შეიძლება. ეცადე მშვიდად დაელაპარაკო კარგი?
- ხო ... - დამპირდა და მშვიდად შევედით პალატაში.
ანკა გაფითრებული, თმა აწეწილი, თვალებ აწითლებული, შეშლილი სახით იწვა საწოლზე. და პატარა თითებით მუცელს ეფერებოდა. ნიკიტა რომდაინახა თვალები აუწყლიანდა:
- შენც აქ ხარ? - ცრემლიანი ხმით მორცხვად კითხა.
- არ უნდა ვიყო? მაგრამ თუ იმას ფიქრობ რომარ მაქვს უფლება ბავშვის დატოვება, მოშორების გადაწყვეტილებაში მონაწილებოა მივიღო. ალბათ აქ ყოფნის უფლებაც არ მაქვს. - ანკამ არაფერი უპასუხა. ტუჩებს იკვნეტდა და თვალბი უარესად აუცრემლიანდა ამიტომ ისევ ნიკიტამ განაგრძო ამჯერად უფრო მშვიდად - ეს რატომ გააკეთე?
- მიმატოვე! რა უნდა მექნა მოვსულიყავი და მეთქვა ორსულად ვარ ვერ დამშორდები თქო? - კარგი არგუმრნტი იყო. ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა მაგრამ მივხვდი რომ იტყუებოდა. მუცელს იმიტომ იშლიდა ნიკიტასთვის, რომ დაებრალებინა მერე. ის არასდროს აპატიებდა საკუთარ თავს ამას და მთელი ცხოვრება მონასავით ეყოლებოდა. მაგრამ ნიკიტა ამას ვერ მიხვდა, ან უბრალოდ არ შეიმჩნია.
- აი ეს ამპარტავნება დაგღუპავს და ფეხქვეშ მიწას გამოგაცლის ერთ დღესაც - ტონს აუწია - და რა რომ გეთქვა? გგონია არ გამიხარდებოდა? იცი როგორი ბედნიერი ვიყავი სანამ გავიგებდი რომ ძალით მიკლავდი შვილს?...
- მაპატიე - ჩურჩულით უთხრა ანკამ. და ცრემელები წასკდა
საოცრად გამიკვირდა. პირველად მოვისმინე მისგან ეს სიტყვა. თავს დამნაშავედ არასდროს თვლიდა და არც ბოდიშს იხდიდა. მისი ცრემლების დენა და პატიების თხოვნა ადვილი საყურებელი არ იყო. თუმცა ნიკიტამ კარგად გაუძლო და საუბარი გაუგრძელა.
- დღეიდან იქნები ანა იოსელიანი. ღირსეული ცოლი და დედა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგაბედნიერო მაგრამ ფეხის გადაბრუნებას აღარ გაპატიებ! შენს ჩკუაზე სიარულს აღარ ვაპირებ! მეყო 6 წლი ამისთვის. ჩემთან შეთანხმების გარეშე ვეღარაფერს გააკეთებ! ეს ბავშვი კიდევ შენი სიცოცხლის გარანტი იქნება. რამე, რომ დაუშავდეს გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ! სხვა არჩევანი არ გაქვს!
არც ნიკიტასგან მსმებია არასდროს ანკას მიმართულრბით მუქარა. მაგრამ ამსრულებელს გავდა. ანკა წყლიანი თვალებით ჩუმად უსმენადა და მუცელს ეფერებოდა.
- შენები გააფრთხილე. წყნეთში ავალ ჩემს მშობლებს ჩამოვიყვან და საღამოს ამოვალთ ხელის სათხოვნელად როგორც წესი და რიგია ისე. საბა წაგიყვანს სახლში, გზად იუველირთან გაგატარებს და ბეჭედი შეარჩიე. გავივლი და ვიყიდი
- სხვა დროს მიყიდე. - ხმა გაებზარა - სადუნდა იშოვო დღეს ბეჭდის ფული
- გაიარე და აარჩიე მეთქი! მაგას მე მივხედავ.
- არ აქვს მნიშვნელობა - მორცხვად უთხრა - რომელიც გინდა ის იყიდე
- მაშინ დედაჩემს ავარჩევინებ - გაეხუმრა
- კარგი გავივლით და ავარჩევთ - უთხრა ანკამ, გამეცინა. ამაზე ნიკიტაც გამხიარულდა.
- ახალი კაბაც იყიდე საღამოსთვის - ბარათი გაუწოდა
- მაქვს ფული
- გააკეთე რასაც გეუბნები და ბარათი გამომართვი ! - მკაცრად უთხრა. აშკარა იყო ნიკიტამ სტრატეგია უკვე შეცვსლა. და ანკას სახეს თუ გავითვალისწინებთ ეს სიმკაცრე მასზე ძალიან მოქმედებდა. ბარათი გამოართვა და გაბუტული სახე მიიღო. რაზეც ნიკიტა მოლბა და თბილი ტონით გააგრძელა - როგორ ხარ?
- მუცელი მტკივა ცოტა დანარჩენი კარგათ.
- ნეტავ რატომ გტკივა... - ირონიულად გადაუკრა. ანკას პასუხი არ გაუცია.
გადასხმებს რომ მორჩა გამოწერეს და ნელა ჩავედით მანქანებამდე. ნიკიტა ძალიან ნერვიულობდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია:
- წავედი... და ეგ წამლები არ დალიო რაც გამოგიწერეს! ხვალ ნორმალურ გინეკოლოგთან წაგიყვან. ეს ქალი არ მომეწონა. რაიცი რას გასმევს... სიგარეტი არ მოწიო! და სახლში, რომ მიხვალთ დამირეკეთ! - მკაცრად გვითხრა და წავიდა.
ანკა ძალიან მოწყენილი იყო. ნიკიტას არ ვამტყუნებდი სწორად გაბრაზდა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში შეეძლო ცოტა უფრო თბილადაც მოქცეოდა ანკას. სიტუაციის ასეთ შემოტრიალებას არ მოველოდი. მუცელზე დავადე ხელი, ჩავეხუტე და ვთხოვე მანქანაში ჩამჯდარიყო. ვეცადე გამეხალისებინა და ყურადღება გადამეტანა სხვა თემაზე:
- არ გშია?
- არა - მოწყენილმა მიპასუხა
- რა ჭამე დღეს?
- არაფერი მაგრამ არ მშია
- არ შეიძლება უნდა ჭამო რამე. თან ნიკიტას ბარათი გვაქვს - გამეცინა - ეს შანსი ხელიდან გასაშვები არაა.
- კაი ვჭამოთ...
მაკ დრაივზე გავიარეთ. შემდეგ თეთრი სადა კაბა იყიდა როგორც დედამისმა დაარიგა. იუველირიდანაც მალე გამოვედით. გიჟივით შევარდა და ყველაზე ძვირიანი რაც გაქვთ მანახეთო უთხრა. გამეცინა რამდენიმე წუთის წინ ნიკიტას იმას ეუბნებოდა ბეჭედი საჭირო არა მერე მიყიდეო. ეხლა კი მისი გაწეწვა გადაწყვიტა. თუმცა ეს ბეჭედი ნამდვილად იყო ფასის შესაბამისი. მანქანაში რომ ჩავჯექით სიცილით ვკითხე:
- შენ არ ამბობდი რომ ბეჭედი არ გინდოდა? ღირსი ხომ იქნები სხვა რომ მოგიტანოს.
- რომ მითხრა წადი და აარჩიეო მზად უნდა ყოფილიყო ამისთვის.
- არ ნებდები ხო? - გულდაწყვეტით ვკითხე
- საბა ვიხუმრე! - მოწყენილმა მიპასუხა - ამდენ ფულს ბეჭედში ვინ იხდის? რაც არუნდა მომიტანოს გამიხარდება. მაგრამ ფასს რომ ეტყვიან ხომ გაეცინება? უბრალოდ ვიხუმრე არ მჭირდება ხუთიათას ლარიანი ბეჭედი.
- და ხო იცი რო სხვას არ გიყიდის.
- კაი რა ვერ გაიგე რეები მელაპარაკა?
- ეგეთი ცუდი არაფერი უთქვამს. და იქნებ დროა გონს მოეგო და დაუჯერო.
- კი... დროა... უბრალოდ ვიხუმრე... ნიკიტა მართალია არ ვიმსახურებ იმ ყველაფერს რასაც ჩემს გამო აკეთებს. და ძალიან ცუდად მოვექეცი. და... გამოვასწორებ ყველაფერს. მაგრამ ბეჭედია ამის გამო ნუ მეჩხუბები. ხომ იცნობ არა? უბრალოდ გაეცინება და რამე სხვას იყიდის. მაგრამ თუ ასე ნერვიულობ შევცვლი.
- საქმე ბეჭედში კიარა იმაშია რო ცდილობ შენ ჩკუაზე ატარო.
- არ ვცდილობ! მართლა ამას აღარ გავაკეთებ. უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი მაქვს ვიდრე ნიკიტას ჩემ ჭკუაზე ტარებაა, დედა უნდა გავხდე და შვილი ავღზარდო.
- ერთი საათის წინ არ კლავდი?
- პანიკაში ვიყავი. თანაც ვერ მოუსმინე ნიკიტას? სხვა არჩევანი მაინც არ მაქვს.
- უბრალოდ აზრზე მოდი და დაუჯერე კარგი?!
- კი - ჩუმად მითხრა და თავი დახარა.
მეტი სალაპარაკო აღარ მქონდა. თანაც ეტყობოდა ძლიერი სტრესის ქვეშ იყო და მე ნამდვილად აღარ უნდა დამემატებინა. სახლში რომ მივედით ანკას დედამ მკითხა ასე უცებ რატომ გადაწყვიტეს ნიშნობა ნიკიტა ხომ ამბობდა არსად მეჩქარება ჯერ ისწავლოსო. არვიცოდი რა მეპასუხა და უბრალოდ არ ვიცი ვუპასუხე. მგონი მიხვდა კიდეც მაგრამ მეტად აღარ ჩამძიებია.
საღამოს ნიკიტა ამოვიდა ვარდებით და შამპანურით. ტრადიციული ნიშნობა ქონდათ. ყველა წესის დაცვით. ზუსთად ის ბეჭედი მოუტანა რომელიც ააარჩია ანკამ რომ დაინახა იმის მაგივრად დათანხმებოდა კითხა მართლა ეს მიყიდეო. ნიკიტა ძალიან დაიბნა:
- ეს არ აარჩიე?
- კი მაგრამ ძალიან ძვირი იყო არ მეგონა ამას თუ მიყიდიდი მართლა.
- ბეჭედია, ამის გამო გული რატომ უნდა დაგწყვიტო. ხომ მოგეწონა არა?
- კი მაგრამ...
- თანახმა ხარ თუ არა?! - გააწყვეტინა, რა თქმა უნდა რიტორიკული კითხვა იყო. აბა გაებედა და უარი ეთქვა.
- კი... კი...
ბედნიერები ჩანდნენ თუმცა ორივეს თვალებში იგრძნობოდა სევდა. ქორწილი მომავალ შაბათს დანიშნეს. უფროსებს გაუკვირდათ ასე რატომ ჩქარობთო თუმცა ნიკიტა ისე გადაჭრით საუბრობდა რომ ვეღარავინ გაბედა მასთან შეწინააღმდეგება. ბევრი დავლიეთ. ნიკიტა ძალიან მთვრალი იყო. მანქანამდე მე და ანკამ გავაცილეთ ის და მისი მშობლები რომლებსაც მანქანაში ჩაჯდომა და დალოდება თხოვა სანამ დაგვემშვიდობებოდა. ხელი ჩამომართვა და ანკას მიუბრუნდა.
- რამე თუ დაგჭირდა დამირეკე კარგი?
- მადლობა ყველაფრისთვის. და ბოდიში - მორცხვად უთხრა ანკამ - ბევრი შემეშალა და მართლა ვნანობ. ყველაფერს დაგიჯერებ და ისე გავაკეთებ როგორც შენ გინდა ოღონდ მაპატიე კარგი? ოღონდ ისეთი სახით ნუ მიყურებ თითქოს გეზიზღები - ატირდა
- არა... არ მეზიზღები. - შუბლზე აკოცა და ნაზად მოწმინდა ცრემლები - და არც ის არმინდა ჩემ ჭკუაზე იარო. უბრალოდ მინდა სანამ რამეს გააკეთებ კარგად დაფიქრდე. როგორ აისახება ეს ჩემზე შენზე და ჩვენს შვილზე. მინდა რომ ცოტა მეტი იფიქრო... მიყვარხარ და მინდა დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო... მჯერა, რომ კარგი დედა იქნები, და ყველაფერს დავალაგებთ ჩვენ ურთიერთობაში. მიყვარხარ, შენი მჯერა და იმედებს ნუ გამიცრუებ კარგი?
- გპირდები. - ეს სიტყვები თითქოს სულიდან ამოუვიდა. აცრემლებული თვალებით ჩაეხუტა. ნიკიტამ მთელი არსებით ჩაიკრა გულში შემდეგ დაიხარა და მუცელზე აკოცა:
- ჩემ შვილს გაუფრთხილდი რა. მეტი არაფერი არ მინდა. "
- ანკას ზუსტად იმ ცამეტი წლის გოგოს გამოხედვა ჰქონდა მთელი არსებით რომ უყვარდა ნიკიტა. არვიცი რატომ შეიძლება ვცდები მაგრამ მჯერა რომ ეს ორი იმსახურებს ბედნიერებას. მჯერა რომ ყველაფერს მოაგვარებენ და ყველაფერი კარგათ იქნება მათ სამყაროში. მჯერა, რომ ანკა გონს მოვიდა მე ვნახე როგორ უყურებდა ნიკიტას. წლებია ეს ბავშური სიყვარულით სავსე თვალები აღარ მინახავს. მჯერა რომ ყველაფერი კარგათ იქნება. მჯერა რომ მშვენიერი ოჯახი ექნებათ. - აღფრთოვანებით ამბობდა საბა
- ანუ ყველაფერი მორჩა არა? - მორცხვად ვკითხე.
- კი... მორჩა და ხვალამდე გაქვს დრო რომ დატოვო თბილისი. ნიკიტას ველაპარაკე და ვთხოვე წასვლის უფლება მოეცა შენთვის. გთხოვ წადი კარგი? მეტს ნუღარაფერს გააფუჭებ...
მითხრა საბამ. გადამეხვია და სახლიდან გავიდა. ბილეთი ავიღე და იმავე ღამეს წამოვედი ბერლინში. აღარაფერი მქონდა რაც თბილიში გამაჩერებდა. ან რისგამოც გული დამწყდებოდა წასვლაზე. ამ ისტორიაში ზედმეტი პერსონაჟი ვიყავი და ეს თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი, რომ საოცნებო ქალს მოვიპოვებდი. ქალს რომელმაც თავი ისე შემაყვარა ჩემი არსებობის შესახებაც არ იცოდა. ალბათ გავა დრო და ისევ დავავიწყდები. ალბათ ორივეს დავავიწყდები. ანკა დადიანი კი ჩემთვის ყოველთვის დარჩება როგორც სხვისი ქალი აივნიდან. ქალი რომელიც ვერ მოვიპოვე და ქალი რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, ისე რომ ჩემი არსებობის შესახებაც აღარ ემახსოვრება. მეკი ყოველთვის ვიცხოვრებ მათი აჩრდილებით.
დრო გავიდა 8 თვის შემდეგ ულამაზესი ბიჭი ეყოლათ. სახელად საბა. და ძალიან ძალიან ბედნიერი ოჯახი ქონდათ. მე კი მივხვდი, რომ ანკაში მხოლოდ გარეგნული სილამაზე მატყვევებდა და ალბათ კარგიც იყო ყველაფერი ასე რომ დამთავრდა. რადგან ის დარჩა კაცთან რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და დაიცავდა. დაიცავდა ყველასგან და ყველაფრისგან. ის საკუთარი თავისგანაც იცავდა. მივხვდი იმასაც რომ ნიკიტას არა მხოლოდ ვაღმერთებდი, არამედ ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. კაცი რომლის სიტყვასაც ფასი ექნებოდა, კაცი რომელსაც პატივს სცემდნენ, კაცი რომელსაც არაფრის ეშინოდა და მინდოდა ვყოფილიყავი კაცი რომელიც ყოველთვის სწორად იქცეოდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო. რომელსაც ყველა აღმერთებდა გულის სიღრმეში. მინდოდა ვყოფილიყავი კაცი რომელიც ყველასთვის საყვარელ პერსონაჟად დარჩებოდა.






P.S აბა რას ფიქრობთ ასეთ დასასრულზე? ვიცი ბევრი ჩემი მკითხველი სხვანაირ დასასრულს ელოდა მაგრამ. მაინც მჯერა რომ იმედები არ გაგიცრუეთ



№1  offline წევრი Gemini mood

Momewona dasasruli tavidan megona rom titqos ragac maklda tumca sabolood mivxvdi rom idealuri iyo isetive idealuri rogoric nikita...am personajot yvelaze metad movixible chkviani simpatiuri kaci romelsac swori gadawyvetilebebis migeba sheudzlia kaci romelic martlac rom yvelastvis sayvarel personajad darcheba

 


№2  offline წევრი Hilalli

Gemini mood
Momewona dasasruli tavidan megona rom titqos ragac maklda tumca sabolood mivxvdi rom idealuri iyo isetive idealuri rogoric nikita...am personajot yvelaze metad movixible chkviani simpatiuri kaci romelsac swori gadawyvetilebebis migeba sheudzlia kaci romelic martlac rom yvelastvis sayvarel personajad darcheba

აი ძალიან დიდი მადლობა ❤️ ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️ მინდოდა რომ ნიკიტა ყოფილიყო იდეალური კაცის პროტოტიპი. კაცის რომელიც ყველა ქალის ოცნება იქნებოდა და ძალიან მიხარია თუ გამომივიდა ❤️

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

ვაღიარებ ძალიან მომეწონა ზუსტად ისეთი დასასრული ჰქონდა როგორსაც მოველოდიი და ძალიან მიხარია ანკა თავისსს შეცდომებს რომ მიხვდაა <3 ...წარმატებები და ველოდები შემდეგ ისტორიასს <3

 


ახლა დავიწყე კითხვა და ძალიან მომეწონა, საყვარლობა იყო, ბოლო ბოლო ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მკითხველი როგორ წერს? მე შენ ძალიან მომწონხარ

 


№5  offline წევრი Hilalli

sofo_sofia13
ვაღიარებ ძალიან მომეწონა ზუსტად ისეთი დასასრული ჰქონდა როგორსაც მოველოდიი და ძალიან მიხარია ანკა თავისსს შეცდომებს რომ მიხვდაა <3 ...წარმატებები და ველოდები შემდეგ ისტორიასს <3

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️ ახლა ვმუშაობ რაღაცაზე და იმედია მალე იქნება და დაიმაახურებს თქვენს სიმპათიას ❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ახლა დავიწყე კითხვა და ძალიან მომეწონა, საყვარლობა იყო, ბოლო ბოლო ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მკითხველი როგორ წერს? მე შენ ძალიან მომწონხარ

მადლობა საყვარელი მეც ძალიან მომწონხარ და ვფიქრობ რომ იმაზე უნდა წერო რაც გაინტერესებს. რაც გულიდან მოდის ❤️ და აუცილებლად უნდა გააგრძელო რასაც დაიწყებ თუ მუზა გაქვს ❤️

 


№6 სტუმარი 123

ძალიან კარგი დასასრულია კარგია რომ ანკა და ნიკიტა ერთად დარჩნენ

 


№7  offline წევრი Hilalli

123
ძალიან კარგი დასასრულია კარგია რომ ანკა და ნიკიტა ერთად დარჩნენ

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent