შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენდე (მეოთხე თავი)


18-03-2020, 02:12
ნანახია 10 474

-სანდრო?
-რაიყო მშიშარა?
-ხვალ სკოლაში იქნები? - რა გრძელი ენა გაქ ვიკა ,რა შენი საქმეა იქნება თუ არა სკოლაში. ფიქრებში გამოვლანძღე ჩემი თავი.
-აუცილებლად.- იყო სანდროს პასუხი და მე ბედნიერი გადმოვედი მისი მანქანიდან.
ისე ტკბილად მეძინა ასე კარგად დიდიხანია არ მიძინია,დილით ადრე წამოვხტი ერთი სული მქონდა სკოლაში წასვსულიყავი .არვიცი სანდრო ასეთი მნიშვნელოვანი როგორ გახდა ჩემთვის ,მაგრამ ფაქტია მისი ნახვის საოცარი სურვილი მაქ.დღეს განსაკუთრებულად გამოვეწყე, თმა გავიშალე ,სარაფანი და ბალეტკები ჩავიცვი ,ჩემი საყვარელი სუნამო შევიპკურე და სკოლისაკენ გავეშურე. მაგრამ განწყობა მაშინვე შემეცვალა ,როდესაც სკოლის ეზოში სანდროს კისერზე ჩამოკიდებული სოფი დავინახე .სანდროსაც ბედნიერი სახე ჰქონდა, ჩემი ხალისიანი განწყობა ჯანდაბაში გავუშვი და მოღუშული შევედი სკოლაში,რაღაცა მეტკინა ან უფრო მეწყინა,ვერაფერი გავუგე ამ ბიჭს ასე რატომ იქცევა არ ვიცი.ჩემს ადგილზე მოვთავსდი საკლასო ოთახში შემოსულ სანდროს და სოფის ზედ არ შევხედე .მასწავლებელიც მალევე შემოდის და მეც გაკვეთილის პროცესში ვერთვები,აღარც სოფი მახსოვს და არც სანდრო. უცბად ჩემს ყურადღებას პატარა დაკუჭული ფურცლის ნაგლეჯი იქცევს ,რომელიც ჩემს მერხზე ეცემა.ფურცელს ვიღებ და ვცდილობ ისე გავშალო რომ რომ არ დაიხეს.
-ნუ იბღვირები,ღიმილი უფრო გიხდება.-რათქმაუნდა წერილი სანდროსგან იყო.არ შევიმჩნიე ვნახოთ აბა როგორია როცა ორმაგი თამაში შეგიძლია.ზარის დარეკვის შემდეგ კლასიდან გავედი ,არმინდოდა სანდროს შევხვედროდი სადმე ,ამიტომ თითქმის მთელი დასვენება გოგოების საპირფარეშოში გავატარე ,დრო ვიხელთე და გაშლილი თმა ორ ნაწნავად გავიკეთე.კლასში მასწავლებლის შესვლის შემდეგ შევედი,ისევ სწრაფად დავიკავე ჩემი ადგილი და ესეს წერა დავიწყე.ისევ დაეცა ფურცელი ჩემს მერხზე,კარგი მიზანი ჰქონია გავიფიქრე.
-გაშლილი თმა უფრო გიხდება.-და პატარა გული მიეხატა ნაწერის გვერდით.გამეღიმა,მაგრამ მაინც არ ვაპირებდი ყურადღების მიქცევას .დღეს მეტი გაკვეთილი აღარ მაქ ,ზარის დარეკვის მერე სწრაფად დავავლე ჩანთას ხელი და სირბილით გამოვედი კლასიდან ,არვიცი რატომ გავრბოდი მაგრამ სანდროს დანახვაც კი არ მინდოდა,რამე რო ეთქვა ვიცოდი გული მომილბებოდა მე კიდე მასზე გაბრაზებული ვარ.დღეს მათემატიკა მაქვს,ამიტომ სკოლიდან პირდაპირ ქალბატონ ქეთევანთან წამოვედი. ეს ქალი ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება.სანამ გაკვეთილს დავიწყებდით სამზარეულოში შემიყვანა და თავისი მომზადებული კერძი მაჭამა
-ვიცი სკოლიდან პირდაპირ ჩემთან მოდიხარ, ამიტომ იცოდე უარს არ მივიღებ მეც მთელი დღეა მხოლოდ ერთ ჭიქა ყავაზე ვარ და შენ გელოდებოდი.
შემდეგ სამეცადინო ოთახში ავედით, რომელიც მეორე სართულზე იყო .ქალბატონი ქეთევანი ჩემს დავალებას ამოწმებდა ტელეფონმა რომ დაურეკა.
-გისმენ ემილ?
-უი რასამბობ ,ეხლავე მოვალ.
ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა.
-ვიკა ჩემო კარგო სკოლიდან დამირეკეს რაღაც პრობლემაა შენ ეს დავალელები დამიწერე და სანამ დაასრულებ მეც მოვალ .ბოდიში აუცილებელი საქმე რომ არ იყოს არ წავიდოდი.
-კარგით ქალბატონო ქეთევან რა პრობლემაა
ქალბატონი ქეთევანი წავიდა მისი მოცემული დავალებების კეთება დავიწყე.რამოდენიმე მქონდა დარჩენილი მაგრამ შარდის ბუშტის ტკივილი საშუალებას არ მაძლევდა კონცენტრაცია მომეხდინა .-ვიკა რამე მოიფიქრე თორემ მარცხი მოგივა ჩემს თავს გავულიანებდი. გადავწყვიტე საპირფარეშო მეპოვა ამიტომ ოთახიდან დერეფანში გამოვედი.დერეფნის ბოლოს შავ კარს მოვკარი თვალი და იქით გავემართე თან დარწმუნებული ვიყავი რომ სწორად მივდიოდი და მიხაროდა.კარი უცბად გამოვაღე და რასაც ქვია შიგნით შევვარდი მაგრამ საპირფარეშო კიარა საოცრად ლამაზ ოთახში აღმოვჩნდი.კედლებზე უამრავი ხანატი ეკიდა .იქვე კუთხეში მოლბერტი და საღებავებით სავსე მაგიდა დგას,განსსაკუთრებული ყურადღება საწოლის თავზე დაკიდებულმა სურათმა მიიქცია. ადამიანის ხელები ეხატა ,უფრო გოგოს ხელებს გავდა რადგან ძალიან ლამაზი თითები იყო ,ასევე ლამაზი ფრჩხილის მოყვანილობით, ამ ხელებს შორის კი კოსმოსი იყო მოქცეული.ნახატი ისე იყო შესრულებული თითქოს ხელის გულებზეა მოქცეული მთელი გალაქტიკაო.სიტყვები არ მყოფნის უკეთ როგორ გადმოვცე ეს სილამაზე.ალბათ ეს ქალბატონი ქეთევანის შვილის ოთახია.ფიქრებში ვიყავი გართული ზურგს უკან ნაცნობი ხმა მომესმა.
-მოგწონს? დენდარტყმულივით შევბრუნდი უკან სანდრო იყო .თმა სასაცილოდ აჩეჩვოდა , უცნაური მზერით მიყურებდა
-სანდრო შენ აქ რაგინდა ? გავოცდი
-რა კითხვებს სვავ ვიკა? ჩემი ოთახია და აქ რა მენდომება შენი აზრით?
ვიკაო ,სახელით პირველად მომმართა.ნეტავ მოგესმინათ როგორ სასიამოვნოდ ჟღერდა მისგან ნათქვამი ჩემი სახელი.
-რაა? ანუ შენ ხარ ქალბატონი ქეთევანის შვილი? არ არსებობს
-არსებობს ,როგორც შენ უწოდებ ქალბატონი ქეთევანი ჩემი ულამაზესი დედიკოა.- იღიმის
-სანდრო ნასვამი ხარ?
-ცოტა, რაიყო არ მოგწონვარ ასეთი
-და როდის მომწონდი სხვანაირი? არ დავნებდი
-ანუ არ მოგწონვარ? იღიმის თან ნელი ნაბიჯით მიახლოვდება
-არა!
-მაგასაც ვნახავთ და ჩვენს შორის მანძილი უცბად დაფარა. რაც შემიძლია უკან-უკან მივდივარ მაგრამ ბედი რო არ მაქვს კედელზე აკრობილი აღმოვჩნდი
-სანდრო არ მომიახლოვდე იცოდე ვიყვირებ
-იყვირე ჩვენს მეტი სახლში არავინაა.-ისევ იცინის და უკვე ზემოდან დამცქერის.
-რატომ კანკალებ ვიკა? ჩემს თავს ვეკითხები მიზეზი მეც ვერ გამეგო,სანდრო ვნებიანი თვალებით მიყურებს ,მე კი აზროვნების უნარს მაკარგვინებს მისი მზერა.მოულოდნელად სანდრო იხრება ,ინსტიქტურად თვალები მეხუჭება ,მთელი სხეულით ვკანკალებ.სანდროს ტუჩები შუბლზე მეხება და ასე მგონია ცეცხლი წამეკიდა.ვგრძნობ რომ საშინლად გავწითლდი.
-თურმე არ მოვწონვარ გოგოს .-ღიმილით მეუბნება ,გაშეშებული ვდგავარ სირცხვილით არ ვიცი რა მოვიმოქმედო.
-ვიკა გამოფხიზლდდი თორემ დედაჩემს ასეთი სახით ,რომ დახვდე იცოდე გაიფაქტები.-ისევ იცინის.ნეტავ ასე ძალიან ვინმეეს თუ უხდება სიცილი.
-ჯობს წავიდე.-ვლუღლუღებ .საერთოდაც სულ გადამავიწყდა მიზეზი რის გამოც ამ ოთახში აღმოვჩნდი
-ეს იმის სასჯელია დილით რომ გამირბოდი.-თქვა და გვერდით გაიწია გავლა რომ შემძლებოდა.
სირბილით მივედი ქალბატონი ქეთევანის კაბინეტში და მაგიდას მივუჯექი.ისე ვარ დაბნეული ამ სამი ამოცანის ამოხსნის თავი ნამდვილად არ მაქ .ამოტოომ აღარც ვიწვალებ.ცოტახალში ქალბატონი ქეთევანიც მოვიდა ,რადგან დრო აღარ გვქონდა და სხვა მოსწავლეებს ელოდა მხოლოდ დავალება მომცა და ჩემი ნაწერი აღარ შეამოწმა.
-ვიკა ხუთშაბათს 6 ზე შეძლებ მოსვლას ? სკოლაში საბჭოს სხდომა გვაქ და ამიტომ თუ შეგიძლია მაგ დროს რომ მოხვიდე.
-კი შემიძლია არარის პრობლემა.
-კარგი საყვარელო ,დროებით და დღევანდელის გამო კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს.
-საბოდიშო არაფერია ქალბატონო ქეთევან.
-ძალიაბნ გთხოვ ქეთევანი დამიძახე ,ეს ოფიციალური მიმართვები სკოლაშიც მყოფნის.-ღიმილით მეუბნება,აი ვისი ღიმილი აქ სანდროს ,აქამდე რატომ ვერ მივხვდი.ისინი ხომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
-კარგით ქეთევან.-დავემშვიდობე და დაბნეული გამოვედი ოთახიდან.კიბეზზე სწრაფად ჩავირბინე და სახლშიც ისე უცბათ მოვედი გამიკვირდა.-სულ სანდროს სახე მედგა თვალწინ და უნებურად მეღიმებოდა. სკოლაში მომხდარი უსიამოვნო ამბავიც აღარ მახსოვდა.
თიკას დავურეკე და სანდროზე ყველაფერი მოვუყევი რაც არ ცოდა ,ჩემზე მეტად უხარია .
-დაო ეგ ბიჭი შენი ბედია გეუბნები.
-კარგი რა თიკა ისეთი არაფერი მოხდარა
-ჯერ დასაწყისია გოგო,ნუ ხარ სულელი ,დამიჯერე რა გამოცდილი ქალი გეუბნები.-თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა.
-გამოცდილი რომ ხარ მაგიტო იცვლი ბიჭებს წინდებივით ჰომ?
-გველის სისინი მესმის.
- წავედი შხაპს მივიღებ და უნდა დავწვე რა ხვალ გავაგრძელოთ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ძეტკა.
შხაპი საშინლად მესიამოვნა ,თავს მსუბუქად გვრძნობ ,ჩემი ჭიამაიებიანი პიჟამო ჩავიცვი და ფუმფულა საწოლში მოვთავსდი.
ესემესი მომივიდა ,ნეტა რისი თქმა დაავიწყდა ამ გოგოს -გავიფიქრე მაგრამ უცნო ნომრისგან იყო შეტყობინება.
-იცოდე ჩემზე ბევრი არ იფიქრო თორემ დაგესიზმრები -ღიმილის და გულის სმაილი მოაყოლა.ნომერი საიდანღა გაიგო.გამეღიმა და დავრჩი ასე გაკრეჭილი.
-რომელი ხარ? -თავი გავისულელე ვითომ არვიცოდი ვინ იყო
-შენი მომავალი ქმარი ვარ ,როგორ ვერ მცნობ.-ახლა უკვე ხმამაღლა ვხარხარებ .
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს.-მივწერე და შემდეგი ესემესის მოსვლამდე ჩამეძინა.დილით ვნახე სანდროს მოწერილი -ძილინებისა მშიშარა.-აჰა ისევ მშიშარას დავუბრუნდით.მისი ნომერი ტელეფონში ,,ღიმილა’’-ს სახელით შევინახე.სკოლისათვის მოვემზადე მაგრამ დაბლა ჩასულს ცუდი სიტუაცია დამხვა.ბებია მდივანზე წევს ბაბუა წნევას უზომავს
-ბეე რა ხდება ცუდად ხარ?
-არა ბებია ნუ იღელვებ შენ ცოტა წნევამ ამიწია ,წადი სკოლაში არ დაგაგვიანდეს.-ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა მივხდი რომ ცოტა კიარა ძალიან ცუდად იყო.
-160/120 ზე თქვა ბაბუამ შეწუხებული ხმით
-ბებო როგორი მაღალი წნევა გაქ მოდი ექიმთან წავიდეთ რა
-მეც მაგას ვეუბნებიი ,მაგრამ ისეთი ჯიუტია არაფერი მომივაო გაიზახის-როგორც ჩანს ბაბუაც ძალიან ღელავდა,ამათ გარდა არავინ მყავს რომელიმეს რამე რო დაემართოს მართლა გავგიჟდები.
-ვსო გადაწყვეტილია ექიმთან მივდივართ. -მართალია ბებია ცივ უარზე იყო მაგრამ მაინც შევძელიტ მისი დათანხმება,მთელი გზა გვეწუწუნებოდა რას გამომაქცუნეთ ამხელა ქალიო.
ექიმმა გასინჯა,გულზეც გადაუღეს კარდიოგრამა ,მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერი იყო.ექიმმა გვითხრა გადღლილია და წნევაც მაგიტომ უწევსო,რამოდენიმე დღე იწვეს არ დაიტვირთოს თავიო.
სახლში საკმაოდ გვიან მოვედით,ახლა გამახსენდა რომ დღეს არაფერი მიჭამია.ვახშამი მოვამზადე ,სუფრა გავშალე ,ბებოს და პაპას დავუძახე სუფრასთან მოდითთქო.ვახშმის შემდეგ ორივე დასაძინებლად გავუშვი მე მაგიდა ავალაგე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი.ჭურჭლის რეცხვა საშინლად არ მიყვარს ,თბილისსში მარტო რომ მოწევდა დარჩენა სუ ვწუწუნებდი რა დარეცხავსთო ,დედამ და მამამ ერთ დღესაც ჭურჭლის სარეცხიმანქანა იყიდეს ,შენი წუწუნის მოსმენა აღარ გვინდაო,დამცინოდნენ.ნეტავ ცოცხლები იყვნენ და მთელი ცხოვრება ჭურჭლის რეცხვა რომ დამჭირდეს აღარ ვიწუწუნებდი.ბარემ გავამრალე ჭურჭელი თავის ადგილზე დავალაგე ყველაფერი და შემდეგ ავედი ოთახში.ტელეფონი აქ დამრჩენია მე კიდე არც გამხსენებია.უამრავი თიკას ორჯერ დაურეკავს ,სანდროსაც ურეკია.ესემესებიც მოუწერია.
-სკოლაში რატომ არ ხარ? მშვიდობაა?
-ვიკა
-კარგად ხარ?
-ვნერვიულობ ძალიან.- სანდროს მოწერილები წავიკიტხე ძალიან მესიამოვნა მისი ყურადღება .
-ბოდიში აქამდე რომ ვერ გიპასუხე ,ბებია იყო ცუდად ექიმთან წავიყვანეთ ,ტელეფონი სახლში დამრჩა.თიკასაც მივწერე არ ენერვიულა.
-მიხარია რომ კარგად ხარ, ბებია როგორ არის?
-უკეთაა,ექიმმა გვითხრა,გადაღლის ბრალიაო.სახლის საქმე სულ მარტო აკეთებს მე თითქმის არ ვეხმარები ,ამიტომ ხვალაც არ ვიქნები სკოლაში ,მე მივხედავ მის მაგივრად საქმეებს.
-არც დედასთან მოხვალ?და მოწყენილი სმაილი
-ქეთევანთან მოვალ
-კარგია,მიდი დაიძინე დაღლილი იქნები.
-ჰომ საშინლად მეძინება
-ძილინებისა მშიშარა
-ძილინებისა სანდრო.
დილით ადრე ავდექი,ქათმებს ვაჭამე,ეზო გადავგავე,ბებია წუხდა შვილო ნუ აცდენ სკოლასო მაგრამ ამათზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად არაფერია.საუზეც მოვამზადე,სახლიც მოვაწესრიგე და კარგა გვარიანად დავიღალე.ცოტახანს წამოვწექი ფეხები დავასვენე.
შემდეგ ავდექი და დავალებების წერა დავიყიწყე,დროც მალე გავიდა ,წასვლამდე წავიხემსე და ქეთევანის სახლამდე ბაბუამ მიმიყვნა და წამოსვლისას დავურეკავ და წამიყვანს ისევ თორემ ღამე რა მატარებს მარტოს.
მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვგრძნობდი რომ სანდრო სახლში იყო,ძალიან მინდოდა მისი ნახვა ,მაგრამ რათქმაუნდა არაფერს ვიმჩნევდი ქეთევანთან.
-დღეს ადღე გაგიშვებ გატყობ დაღლილი ხარ.გავიგე დღეს სკოლაშიც არ ყოფილხარ
-დიახ არც გუშინ ვიყავი ბებია სეუზლოდაა და ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მომევლო.
-ძალიან კარგი გოგო ხარ ,დარწმუნებული ვარ შენი მშობლები შენით ამაყობენ.
-მათი დამსახურებაა ასეთი რომ ვარ. ,ბაბუას დავურეკავ მმოომაკითხავს .
-სანდრო გაგაცილებს ,უკვე გაფრტხილებული მყავს და გელოდება.
-არარის საჭირო ბაბუამ იცის რო უნდა მომაკითხოს ,არ შევაწუხებ სანდროს.-სინამდვილეში ძალიან გამიხარდა მისი ნახვის შესაძლებლობა რომ მომეცა.
-დამერწმუნე არ შეწუხდება.მიდი გარეთ გელოდება დიდიხანია.-ეღიმება ვაიმე იმედია სანდრომ რამე არ მოუყვა ჩვენზე,ანდაც რა უნდა მოეყოლა,ისეთი არც არაფერი ხდება.
-კარგით ნახვამდის.
გარეთ გასულს სანდრო უკნიდან ჩამეხუტა .შიშისგან წამოვიკნავლე
-გული გამიხეთქე
-არაუშავს,თავი რომ მომანატრე იმის საფასური იყოს.-ანუ მოვეატრე მიხარია
-დამპალი ხარ
-შენ ძალიან ლამაზი.ჯობს ფეხით გავისეირნოთ.-ხელი ძლიერად ჩამკიდა.ბაბუას დავურეკე ვუთხარი აღარ მომაკითხო კლასილი მომაცილებსთქო.
-ანუ კლასელი ჰო
-დიახ .მეცინება მის გაბუტულ სახეზე
-როცა შენთან ვარ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.თავიდან როცა გავიგე თბილისიდან გადმოდიოდი ვიფიქრე სწერვა,ამპარტავანი იქნებათქო,მაგრამ შევცდი.იმაზე კარგი ხარ ვიდრე წარმოვიდგენდი.
-მეც ვფიქრობდი რომ იდიოტი იყავი.ორივეს გაგვეცინა.
-ახლა რას ფიქრობ ნეტავ?
-იმას რომ შენნაირად სიცილი არავის უხდება,როცა შენთან ვარ თავს დაცულად ვგრძნობ,და კიდევ როცა სიფის შენს გვერდით ვხედავ მინდა ორივე დაგახრჩოთ.-გულწფელად ვუთხარი რასაც ვფიქრობდი მას კი გაეღიმა
-გპირდები ამიერიდან სოფის ვეღარ ნახავ ჩემს გვერდით.
-მართლა? სიხარულით რამის ავცეკვდი
-კი ვიკა მართლა.-ამასობაში სახლამდეც მივედით.
-მოვედით -მოწყენილმა ვთქვი.
-ეგეთი სახით თუ იქნები იცოდე ამაღამ შენთან შემოვიპარებიი
-კარგი რა სანდრო ნუ ცდილობ გამაბრაზო.
-საერთოდაც არა ,თუ მომენატრე იცოდე მოვალ.იცინის და მეც გამაცინა.იმ მომენტში ისეთი საყვარელი იყო თავი ვერ შევიკავე და ჩავეხუტე,თვითონაც ძლიერად მომხვია ხელები და ასე ვიდექით ,ისეთი ბედნიერი ვარ დილამდე შემიძლია ასე ვიდგე მასზე მიკრობილი.ტუჩები ყურთან ძალიან ახლოს მომიტანა და თბილი ხმით მითხრა
-რომ გაკოცო გამიბრაზდები? თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,არ მოველოდი თუ ამას მეტყოდა.ჩემს პასუხს არ დალოდებიაა მისი ტუჩები ჩემსას შეეხნენ.სანდროს ხელები რომ არა ალბათ წავიქცეოდი.ძალიან ნაზად მკოცნიდა ,მე კი ამ სამყაროს საერთოდ მოვწყდი,მუცელში უამრავი პეპელა ამიფრთხიალდა.
-ჩემი გემრიელი ხარ შენ.-გავწითლდი-და როცა წითლდები უფრო საყვარელი ხარ.მიდი ახლა გაიქეცი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე.-ორივეს გაგვეცინა
-ნახვამდის სანდრო
-კარგად გემრიელო.-ისევ გავწითლდი



№1 სტუმარი lell

auu dzaan kaia ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მმმ

მაგარიაა❤❤

 


lell
auu dzaan kaia ❤️❤️

მადლობა <3

სტუმარი მმმ
მაგარიაა❤❤

მიხარია თუ მოგწონთ<3

 


№4 სტუმარი სტუმარი Nita

Rodis dadeebb gagrdzelebas?

 


სტუმარი Nita
Rodis dadeebb gagrdzelebas?

დღეში მხოლოდ ერთი სიახლის დამატების უფლება გვაქვს ,12 საათს რომ გადაცდება დავდებ და ალბთ დილით უკვე იქნება ატვირთული

 


№6 სტუმარი სტუმარი ...

კარგად და საინტერესოდ მიდიხარ ????გელოდები❤️

 


სტუმარი ...
კარგად და საინტერესოდ მიდიხარ ????გელოდები❤️

დიდი მადლობა<3

 


№8 სტუმარი სტუმარი Eka

Dzaan magaria kochag <3 <3 <3 dges cavikitxe. kvela tavi da dzalian momecona carmatebebi <3 <3 <3

 


№9  offline წევრი alienbaby

მალე დადე რა ახალი თავი❤️❤️❤️მეც პირველად დავწერე ისტორია და ჩემი არ მომწონს ისე როგორც შენი❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


სტუმარი Eka
Dzaan magaria kochag <3 <3 <3 dges cavikitxe. kvela tavi da dzalian momecona carmatebebi <3 <3 <3

ძალინ დიდი მადლობა <3

alienbaby
მალე დადე რა ახალი თავი❤️❤️❤️მეც პირველად დავწერე ისტორია და ჩემი არ მომწონს ისე როგორც შენი❤️❤️❤️❤️❤️❤️

დაიდო უკვე,მეც პირველი და მეორე თავი რო დავწერე არ მომწონდა ,ამიტომ მოინდომე და აუცინებლად მოგეწონრბა შენივე დაწერილი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent