შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 4 თავი


18-03-2020, 15:38
ავტორი Mentalist
ნანახია 2 164

გამარჯობა მეგობრებო. მადლობა თქვენ, ვინც ისტორიას მიფასებთ.
შენიშვნები თუ გაქვთ აუცილებლად დააკომენტარეთ, რომ გამოვასწორო შეცდომები... :)


სანამ ნია გამაღვიძებდეს, მე თვითონ მეღვიძება და აბაზანაში შევდივარ. დღეს თუ გამიმართლებს, ალბათ ხვალ მუშაობას დავიწყებ. სარკეში ჩემს თავს თვალს ვავლებ და თმას ვიშლი...
-ასე ჯობია-ვეუბნები ჩემს თავს
ნიას ოთახთან მივდივარ და ჩუმად ვიხედები... თავს უცნაურად ვგრძნობ, აქამდე სულ მარტო ვცხოვრობდი. ახლა კი მეგობართან ერთად ვიცხოვრებ
-რას შვები?-ვამბობ ჩუმად და შეშინებულს რომ ვხედავ მეცინება-რისი გეშინია? ჩემს გარდა ამ სახლში არასდროს არავინ ყოფილა და არც იქნება შენ თუ არ ჩაგთვლით-ვამბობ სიცილით და მეც იატაკზე ვჯდები-მოგწონს ეს ნამუშევრები?-ვეკითხები და თვალს ვავლებ ძირს მიმოფანტულ ფურცლებს
-კი ძალიან საინტერესოა-ერთ-ერთ ნახაზს მიწვდის და მეუბნება-ეს განსაკუთრებით
-ეს ამ სახლისთვის გავაკეთე-ვეუბნები და მეღიმება-ვაპირებ ზემოდან მეორე სართული დავაშენო
-ზუსტად ასეთი იქნება?-მეკითხება გაოცებული
-კი. ზუსტად ასეთი არა, ამაზე უკეთესი-ფეხზე ვდგები-თუ მინდა ეს გამომივიდეს, მაშინ მუშაობა მომიწევს ამიტომ წავედი მე.
მისაღებში გავდივარ და ერთ-ერთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე ვრეკავ
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ტელეფონში ქალის ხმა ისმის
-გამარჯობა, განცხადების თაობაზე ვრეკავ
-ხელმძვანელის დამხმარის თანამდებობაზე?
-დიახ...
-გამოცდილება გაქვთ?
-დიახ 2 წელი ვმუშაობდი ამ თანამდებობაზე-ვამბობ და პასუხს ველოდები
-მოთხოვნებს ალბათ წაიკითხავდით და ხელმეორედ აღარ გაგაცნობთ. ხვალ 1 საათზე განცხადებაში მითითებულ მისამართზე მობრძანდით გასაუბრებაზე.-მეუბნება ქალი და მემშვიდობება.
დღეისთვის მეტ განცხადებაზე არ დავრეკავ, ვნახოთ ხვალ გასაუბრება როგორ ჩაივლის.
-რა გითხრეს?-ოთახიდან გამოდის ნია
-ხვალ გასაუბრებაზე დამიბარეს და ვნახოთ რა იქნება. ვახშამს მოვამზადებ და მერე ტანსაცმელს შეგიკერავ კაი?-ვამბობ და ფეხზე ვდგები
-კარგი, მაგარია... ისეთს შემიკერავ როგორიც მენდომება?-ფეხდაფეხ მედევნება ნია
-ჰოო აბა რა.. წადი აარჩიე ჯერ რა შევკეროთ.-ვეუბნები და მაცივარს ვაღებ. ვახშმად რაიმე გემრიელი უნდა გავაკეთო
ვახშმობის შემდეგ, ნიას ზომებს ვუღებ და კერვას ვიწყებ, ის კი ტელევიზორს უყურებს. როცა ნია დასაძიენებლად დაწვა ჩემი ნივთების ატანას შევუდექი სხვენში და ყველაფერი მოვაწესრიგე. ალბათ გაგიკვირდებათ, გოგოს რომელიც გადასახადებს ძლივს იხდის სახლი საიდან აქვსო. ეს სახლი ჩემმა აღმზრდელმა დამიტოვა. მას ნანი ერქვა. საბავშვო ბაღში გატარებულ წლებს ის მილამაზებდა. ყოველთვის როცა ვინმე ცუდად მექცეოდა ნანი მიცავდა და მარიგებდა. ერთი სიტყვით, ნანი იყო ჩემი დედა , და, მეგობარი და გულის მესაიდუმლე. ოჯახი არ ჰყავდა და მთელ სიყვარულს მე მიძღვნიდა... ეს სახლი მან დამიტოვა და 18 წლიდან მოყოლებული აქ ვცხოვრობ.
-ანიტა მგონი გიჟდები-ვეუბნები ჩემს თავს-ამდენი ფიქრი არ შეილება... ნახე ეხლა შენს თავს ელაპარაკები-მეცინება...
ოთხი წელი მარტო ვცხოვრობდი და თავს უჩვეულოდ ვგრძნობ რადგან სახლში ჩემს გარდა სხვა ადამიანიცაა.
აბაზანას ვიღებ და სხვენში ავდივარ. თბილ ლოგინში ვძვრები და ფიქრებში გართულს მეძინება.
დილით მზის სხივები მაღვიძებს. ფეხზე სწრაფად ვდგები. საათს ვუყურებ და ვხედავ რომ უკვე რვა ხდება.
-პირველივე დღეს ნია სკოლაში არ დაააგვიანებს-ვეუბნები ჩემს თავს სიცილით და ქვემოთ ჩავრბივარ. სამზარეულოში შევდივარ და ელექტრო მადუღარას ვრთავ
ნიასთან ჩუმად მივდივარ და ვაღვიძებ
-გაიღვიძე.. ნიაა. ნიააა-უკვე ნერვები მეშლება და ხმამაღლა ვეძახი-ნია-შეშინებული ახელს თვალებს და მიყურებს
-რა ხდება?-ლოგინში ჯდება
-საათს შეხედე და მიხვდები-ვეუბნები და მის კარადას ვაღებ-აქ არაფერია-ვამბობ ჩემთვის
-უი სკოლაა-ყვირის ისიც და სწრაფად დგება-ანიტა რა ჩავიცვა?-მეკითხება და ნერვიულად იწყებს წინ და უკან სიარულს
-აი ეს-მისაღებში გავდივარ და შარვალი და ზედა შემომაქვს
-ეს გუშინ შეკერე?-გაოცებული უყურებს ტანსაცმელს ნია და სიხარულისგან მეხუტება-ძალიან ლამაზია, მადლობა...-მეუბნება და თვალებზე ცრემლები ადგება
-არ გამაგიჟო რა გატირებს-ვამბობ სიცილით-დროზე ჩაიცვი.. ჩაის ხომ დალევ?-ვეკითხები და ოთახიდან გავდივარ
-კიი-ოთახიდაან მიბრუნებს პასუხს ნია
რამდენიმე წუთში საყვარლად გამოწყობილი ნია შემოდის სამზარეულოში და ბედნიერი მიღიმის.
-როგორია?-მეკითხება და ტრიალდება
-კარგია, ძალიან ლამაზი ხარ-ვეუბნები და ჩაის ვაწოდებ-მთავარია არ ინერვიულო.
ნია ჩემზე დაბალია, სუსტი აღნაგობის... სტაფილოსფერი ტალღოვანი თმით, შავი თვალებით და პატარა ცხვირით მულტფილმის პერსონაჟს გავს. ჩემს ფიქრებზე მეცინება
-გინდა პირველ დღეს წამოგყვე სკოლაში?
-წამომყვები?-მეკითხება გაოცებული
-კი რამ გაგაკვირვა?-ვამბობ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ
-წამომყევი-მეუბნება და უკან მომყვება-დღეს გასაუბრებაზე მიდიხარ ხომ?
-კი დღეს შენს მოსვლამდე მოვალ და თუ ამიყვანენ მერე ორი გასაღების გაკეთება მოგვიწევს-ვამბობ და ტანსაცმელში ქექვას ვიწყებ-მმმ... ისე უნდაა ჩავიცვა რომ მერე პირდაპირ გასაუბრებაზე წავიდე
-ეს ჩაიცვი-ხელს ადებს ნია შავ კლასიკურ შარვალს და თეთრ ფუმფულა პერანგს
-მაგაში ძალიან მაღალი ვჩანვარ
-ისედაც ძალიან მაღალი ხარ-მეუბნება სიცილით
-კარგი ჩავიცვამ, შენ ჩანთა მზად გაქვს?-ვეკითხები და ტანსაცმელს ვიღებ
-მზადაა ყველაფერი-კარებთან მიდის-ქვემოთ დაგელოდები...
სკოლაში მისვლისთანავე ნია მხარზე ამეკრო
-მგონია რომ პირველ კლასელი ვარ
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება-ვეუბნები და კლასის კარებთან ვჩერდები-აქედან მარტო შედი, უკვე დიდი გოგო ხარ-ვამბობ სიცილით
-კარგი-მეუბნება ყოყმანით და კარის სახელურს ეჭიდება-წარმატებები მისურვე
-წარმატებები... ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ
სკოლაში საკმაოდ დიდი ხანი გავჩერდი, რამდენიმე მასწავლებელსაც ვესაუბრე და შენობიდან გამოსვლისთანავე კომპანიისკენ მიმავალ გზას ფეხით შევუდექი.
ნეტავ უფროსი ქალი იქნება თუ კაცი? იმედი მაქვს გასაუბრება კარგად ჩაივლის. 4 წელი ვეუფლებოდი ჩემს პროფესიას და იმედგაცრუებული ვარ რადგან სამუშაო ვერ ვიპოვე. რანდენიმე გასაუბრებაზე ვიყავი, მაგრამ ზოგან ასაკი დამიწუნეს ზოგან კი გამოცდილება.
ფიქრებში გართული კომპანიასთან მალევე მივედი და საათს დავხედე, 12 სრულდებოდა. მაგარია 1 საათი რა ვაკეთო? იქაურობას თვალს ვავლებ და ახლოს პარკს ვხედავ. გზის მორე მხარეს გადავდივარ და პარკში მდებარე ერთ-ერთ სკამზე კომფორტულად ვთვასდები. ამდენი ფიქრით დავიღალე ამიტომ ჩანთიდან რვეულს და ფანქარს ვიღებ, ხატვას ვიწყებ.
ხატვა ბავშვობიდან მეხერხებოდა, მახსოვს ერთხელ ბავშთა სახლის კედელზე დავხატე და დირექტორმა სასტიკად დამსაჯა. ერთი ღამე საწყობში გავატარე, სადაც ძველ ნივთებს ინახავდნენ, სრულიად მარტომ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სასჯელი არც ყოფილა. იმ პერიოდში ყოველთვის ვცდილობდი რეალობას გავქცეოდი და მარტო ყოფნა ამის საშუალებას მაძლევდა. ჩემს სამყაროშსი ვიყავი ჩაძირული და ვერც კი ვხვდებოდი ჩემს გვერდით ვინმე თუ იყო, მანამ სანამ მისი ხმა არ გავიგე.



№1 სტუმარი lell

Wow,dzaan kaia gaagrdzele aucileblad❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი niii

Gaagrdzeleeee ❤❤

 


№3  offline წევრი -Unknown-

ძალიან საინტერესოა, ველოდები შემდეგ თავს.. კარგია და მომწონს რომ ყოველ თავს ნელ-ნელა ზრდი. კიდევ უფრო დიდი თავი მინდა❤️ შენიშვნა არ მაქვს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent