ეტა-კილია (2)
თვალის გახელისთანავე მიხვდა,რომ ელენეს მისი გაღვიძება დაავიწყდა და საწოლიდან გიჟივით წამოვარდა,კარადა გამოაღო და რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა წიგნებს ხელი დაავლო და ჩანთაში უსწორმასწოროდ ჩაყარა..ნახევრად შიშველი შევიდა სამზარეულოში და ქაღალდის ჭიქაში ჩაყრილ ყავას წყალი დაასხა ისე,რომ არც დაუკვირდა წყალი ცხელი იყო თუ არა..სახლის კარი გადაკეტა და კიბეზე სირბილით დაეშვა,სასწრაფოდ გადაირბინა მეორე კორპუსში,სადაც ისტორიის მასწავლებელი ელოდებოდა. ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა,კაბინაში შევიდა და ჯიბეებზე ხელი მოისვა 10 თეთრიანის საპოვნელად...ამის დედაც...ლიფტიდან გამოვარდა და კიბეებზე აირბინა სულ 9 სართული უნდა აერბინა..ხო 9 მეტი კი არა. როგორ ვერ მიხვდა,რომ მის გახუნებულ 3 წლის წინ ნაყიდ ჯინსში ფურცლის ნაგლეჯიც არ იქნებოდა. ქოშინით ააღწია და ზარს მიაჭირა,ღმერთო როგორ სძულდა ეს მელოდია. კარი მასწავლებელმა უკმაყოფილო სახით გაუღო. -მაპატიეთ ჩამეძინა-ხელები აწია და ოთახში მთლიანად გაოფლილი და გაწითლებული შევიდა. მიესალმა ლაშას,რომელიც ისტორიაზე მასთან ერთად ზის. მან უბრალოდ ხელი დაუქნია და წიგნში თავით გადაეშვა..უცნაური ტიპი იყო,თუმცა უდავოდ ჭკვიანი და მოწესრიგებული. *** ისტორიიდან სახლში დაბრუნდა,წიგნები ამოყარა და ცეკვის ფორმა ჩააგდო,მართალია რეპეტიციამდე ჯერ კიდევ 2 საათი იყო დარჩენილი,მაგრამ სურდა,რომ ჯეირანის სოლოში მაქსიმალური დაედო და ამისთვის ენერგიას არ იშურებდა,თუმცა ნუთუ მხოლოდ ეს იყო იმის მიზეზი,რომ რეპეტიციაზე ასეთი გულაჩქარებული მიდიოდა? დიახ,ის ღრმად მალავდა გულში იმ ინტერესსა და სურვილს,რომელსაც იმ ბიჭის მიმართ გრძნობდა. დარბაზამდე ფეხით გადაწყვიტა მისვლა და ქუჩას გაუყვა,მზის სხივი და გაზაფხულის დაბალანსებული სითბო მასში უფრო დიდ განცდებს იწვევდა..ერთი წამით ისიც კი იფიქრა,რომ ახლავე დათანხმდებოდა იმ ბიჭთან ურთიერთობას,თუმცა ეს აზრი მალევე მოიშორა და გზას გაუყვა. ზებრაზე გადასვლისაც ვიღაცამ მხარი გაკრა.. -უკაცრავად..-უკნიდან ბოხი ხმა შემოესმა და მიტრიალდა. წინ ზორბა მამაკაცი ედგა შავ სათვალეებსა და გრძელ,თხელ პალტოში. -დიახ?-შეხედა გაკვირვებით. -დაგივარდათ-მამაკაცმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიაწოდა,ალბათ მაშინ დაუვარდა,როდესაც მხარი კრეს. -გმადლობთ-ოდნავ გაუღიმა და გზა გააგრძელა.. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ მხარის გაკვრაც და მისი პირადობის მოწმობის დავარდნაც წინასწარ იყო დაგეგმილი და რამდენიმე წელიწადში დღევანდელი დღე მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. გამოსაცვლელ ოთახში შევიდა და კარადა გამოაღო,რამდენიმე წუთში მზად იყო,დარბაზიდან მუსიკის ხმა ისმოდა,გაკვირვებული დაიძრა კარისკენ,იცოდა,რომ ამ დღეს პატარებს რეპეტიცია არ ჰქონდათ,სახელური ჩამოწია და მისი ორი დღის ინტერესის ობიექტი დაინახა. ბიჭი რესკი მოძრაობებით ასრულებდა ყაზბეგურის სოლოს,ისე მძიმედ და იმავდროულად ისე ჰაეროვნად მოძრაობდა,რომ გოგონამ პირი გაოცებისგან პირი დააღო..ეს სოლო განსაკუთრებით უყვარდა ნატალიას..ყაზბეგურის მუსიკაც მასში სულისკვეთების გრძნობას ძლიერ აღვივებდა,სანამ ნატალია ბიჭის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და მის თითო ტექნიკას გონებაში იბეჭდავდა მუსიკა დასრულდა და ბიჭის ყურადღებაც დინამიკზე გადავიდა,რომელიც ნატალიას გვერდით კუთხეში იდგა. როგორც კი გოგონა დაინახა გასწორდა და თმა უკან გადაიყარა,გაშეშებული ნატალია თვალებში შეჰყურებდა და მის თითოეულ ნაკვთს აკვირდებოდა. -გამარჯობა-ცარიელ დარბაზში ექოსავით გაისმა ბიჭის ხმა,რომელმაც ნატალია წამში გამოაფხიზლა,თუმცა შინაგანად ის უფრო გადაეშვა მის შესწავლაში ახლა მისი ხმის ტემბრს იმახსოვრებდა. -გამარჯობა-ჩუმად თქვა ნატალიამ და ადგილიდან დაიძრა,რომ ბიჭს არაფერი შეემჩნია. ბიჭი დინამიკთან მივიდა და ახლადდაწყებული ოსურის მუსიკა დააპაუზა. -ჯერ ადრეა..აქ რატომ ხარ? ნატალიამ ეს სიტყვები უხეშად მიიღო და მაშინვე გადაავიწყდა მისი სიმპათიები ბიჭის მიმართ. -რაიყო არ მაქვს უფლება?!-ხმის ტონისთვის არც აუწევია,ძელთან მივიდა და ფეხი მასზე შემოდო,რომ გაწელილიყო. -ეს არ მიგულისხმია-ჩაიცინა ბიჭმა. -აქ იმან მომიყვანა,რამაც შენ-მშვიდად უთხრა ნატალიამ და დიდ ყურადღებას აღარ უთმობდა,ფიცხი ხასიათის იყო,რა მდგომარეობაში არ უნდა ყოფილიყო,ყურებამდე შეყვარებულის,ყოველთვის ინარჩუნებდა მის სიმკაცრეს,რადგან ეს გენში ჰქონდა. ის ხომ კავკასიელი იყო,თანაც ხევსური,მას ბევრჯერ უნახავს,როგორ ცეკვავდნენ მისი თანასოფლელები ყაზბეგურს,მაგრამ ის ტექნიკა,რომელსაც ეს ბიჭი იყენებდა... სწორედ ამან გააოცა ნატალია,ასეთი არასდროს უნახავს. -ანუ ცეკვის სიყვარულმა? თავი მსუბუქად დაუქნია და ფეხი შეცვალა,ბიჭი ამოძრავდა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას,რომელიც თითქოს ყურადღებას არ აქცევდა,ნატალია დაიძაბა და თავისი სიზმარი გაახსენდა. -ვაჩე მაისურაძე-ბიჭი დისტანციას იცავდა,მაგრამ მაინც ახლოს იყო. -ნატალია ბურდული. -როგორც ვიცი ჯეირანს შენ ცეკვავ.. -ასეა-უემოციოდ უთხრა გოგონამ,მაგრამ შიგნიდან იწვოდა. -ანუ ერთად ვართ..-თქვა ვაჩემ. -რაა?-გაოცებულმა კითხა ნატალიამ. -ცეკვაში-გაუღიმა ვაჩემ,რომელმაც ძალიან კარგად იცოდა გოგონების ფსიქოლოგია და რა თქმა უნდა ეს სპეციალურად უთხრა. -არვიცი..ალბათ. -მაშინ ვიცეკვოთ..-ბიჭი დინამიკთან მივიდა და ჯეირანის მუსიკა ჩართო. ნახტომით გაჭრა ჰაერი და თავისი ნაწილის ცეკვა დაიწყო,ნატალია გაშეშებული უყურებდა,თან დაიბნა,მაგრამ როგორც კი მისთვის ნაცნობი მელოდია მოესმა მაშინვე გაშალა ხელები..ნელი მოძრაობით გადაიწია ბიჭისკენ და თავისი სოლო განაგრძო,მუსიკამ ეს ორი სხეული ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა..ნატალია რა მიმართულებასაც აიღებდა,ვაჩეც იქ მიყვებოდა..ასე მოითხოვდა ცეკვა,თუმცა ასე მოითხოვდნენ მათი გულებიც,დასასრულისკენ ვაჩემ გულზე ხელი დაიდო და ოდნავ დაიხარა,ახლა ნატალიას სიმაღლეზე იყო,რომელმაც ხელები ჰაერში რესკი მოძრაობით ასწია და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. მუსიკა დასრულდა,თუმცა მათთვის არა..ორი სხეული გაუნძრევლად იდგა ერთ პოზაში და ერთმანეთით იყვნენ გატაცებულნი..ცეკვამ ისინი სამუდამოდ დააკავშირა,ჰაერში პირველი გულწრფელი სიყვარულის ჰაერი ტრიალებდა და ამ დღემ და ამ წამმა მათ გულებში და გონებაში სამუდამო ადგილი ჰპოვა. -მშვენიერია! იდეალურია!-ტაშის დაკვრით მიიქცია ქორეოგრაფმა ყურადღება-ვიცოდი,რომ თქვენ ორნი განსაკუთრებულად მოუხდებოდით ერთმანეთს,ვაჩე შენი უხეში ტექნიკა ისე ერწყმის ნატალიას ნაზ მოძრაობებს,როგორც წყალი ცეცხლს. ორ წუთში დავბრუნდები..-ქორეოგრაფი გავიდა და ოთახში ისევ ის ორნი დარჩნენ. -აბა შენ იქნები ცეცხლი თუ მე ვიყო?-გადახედა ვაჩემ. ნატალიამ სიცილი ვეღარ შეკავა და ორივემ ხარხარი ატეხეს. იმ დღეს ძალიან ბევრჯერ იცეკვეს ეს ცეკვა,თუმცა ყოველჯერზე ახალ ემოციებს შეიგრძნობდნენ,მათ ერთმანეთი ერთი დანახვით თუ არა ერთი ცეკვით ნამდვილად შეუყვარდათ,ეს იყო გრძნობა,რომელსაც ისინი ვერასდროს ვერ გააქრობდნენ,თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგი სრულდება ხომ ასეა? ბედისწერა ყველას ეთამაშება და არც ისინი ყოფილნან გამონაკლისნი,ერთ-ერთ მათგანს არჩევანის უფლება მისცა,ხოლო მეორეს არა. გამოსაცვლელ ოთახში შესული საშინლად დაღლილი,მაგრამ ამავდროულად ნასიამოვნები იყო,უამრავი უცნაური შეგრძნება დაეუფლა და მიხვდა,რომ მას პირველი სიყვარული ეწვია. -ოჰო..რა ბედნიერი ხარ.-აღნიშნა სალომემ. ნატალიამ მხოლოდ თბილად გაუღმა,თუმცა ამ ღიმილში ძალიან ბევრი ირონია იხატებოდა. -შემთხვევით იმედი ხომ არ მოგეცა,რომ რადგან შენი მეწყვილეა ცეკვაში,ცხოვრებაშიც იქნება? -იცი? სულ მიკვირდა ეს გოგო სოლოებს რატომ ვერ იღებს-თქო,მაგრამ თურმე იმის მაგივრად,რომ შენს თავზე იმუშაო სხვას მიშტერებიხარ და მის ცხოვრებაზე დაკვირვებით ხარჯავ ენერგიას და დროს-კარადის კარი მიხურა ნატალიამ-გულწრფელად გირჩევ,შენს ცხოვრებას მიხედე სალომე.-კარი გამოაღო და კორიდორში გამოვიდა. დარბაზიდან გამოსული ეზოში გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. -დაიღალე?-უკნიდან ხმა მოესმა და მიტრიალდა. -კი,საკმაოდ-უკვე შეჩვეულიყო ბიჭს და თბილად უპასუხა. -როგორც ვიცი ერთი გზა გვაქვს-გაუღიმა და ამ ღიმილით გოგონას სხეულში ჟრუანტელი გამოიწვია. -ანუ შენიშნე-გაიცინა ნატალიამ. -რა თქმა უნდა,ისეთი ლამაზი გოგო გეჯდა გვერდით..-უთხრა ბიჭმა,ნატალია ერთ ადგილას მიიყინა და იგრძნო,როგორ დაცარიელდა მისი მუცელი პეპლებისგან..ბიჭმა ორი ნაბიჯი გადადგა და ნატალიას გამომცდელად შეხედა..თავი ვეღარ შეიკავა. -კარგი, უბრალოდ ვიხუმრე-გადაიხარხარა ვაჩემ-წამოდი-ხელი მსუბუქად მოკიდა და ავტობუსის გაჩერებამდე გაუყვნენ გზას..ნატალიას თითქოს მხრებიდან ტვირთი მოეხსნა. ვაჩე დარწმუნებული იყო,რომ მასზე 5 წლით პატარა გოგონას გული იმ წამიდან მოიგო,როდესაც ავტობუსში მისი დაძაბული სხეული შეამჩნია,რომელიც მას მიშტერებოდა და ნატალიაც ხვდებოდა,რომ ვაჩე არ იყო მის მიმართ გულგრილი. გზაში უამრავ თემაზე ილაპარაკეს და იცინეს..ნამდვილად ლამაზი წყვილი იყო,თუმცა არავინ იცის აღმოჩნდებოდნენ თუ არა იმდენად ძლიერები,რომ ერთმანეთი მაშინ შეენარჩუნებინათ,როდესაც ბედისწერა მათ სიყვარულში გამოსცდიდა. ერთმანეთს უღიმოდნენ და ისეთი თვალებთ შეჰყურებდნენ,რომ ყველაფერი აშკარა იყო. სახლში მისული ოთახში კი არ შევიდა არამედ შენარნარდა. -ვიცი,ბოდიში,ვიცი დამავიწყდა და ამის გამო პრობლემები შეგექმნა,ვის არ დავიწყებია-ელენეს ხელში დიდი ბალიში ეჭირა და იფარებდა,რომ ნატალიას მოსალოდნელი თავდასხმა აერიდებინა-ვერ გაგაღვიძე დამირეკეს და ისე სწრაფად გავვარდი....-განაგრძობდა ელენე. -არაუშავს-უბრალოდ ხელი აიქნია ნატალიამ და სამზარეულოში შევიდა. -საჭმელი რა გვაქვს? -აამ არაფერი გამიკეთებია-მხრები აიჩეჩა ელენემ. -კარგი გამოვიძახებ რამეს გინდა? -არა,სამუშაო მაქვს და ჩემ კაბინეტში ვიქნები,მაგრამ იქამდე რაღაც უნდა გკითხო? -აბა გისმენ-მაცივრიდან ნაბეღლავი გამოიღო და დივანზე ჩამოჯდა. -ასეთ ხასიათზე რატომ ხარ? -არ შეიძლება?-ცოტა მოსვა და ტელევიზორი გადართო. -შემთხვევით ეს იმ ამბავს ხომ არ უკავშირდება კესო რო ყვებოდა? ნატალია დაიძაბა და მაშინვე დის მოსაშორებლად მოჩვენებითი მკაცრი ტონით უთხრა. -თუ გგონია,რომ დამავიწყდა შენი უპასუხისმგებლო საქციელ ძალიან ცდები! -კარგი დამშვიდდი ბოდიში ხომ მოგიხადე?-კვლავ გადაერთო ელენე თავდაცვაზე. -არ მჭირდება შენი ბოდიში! -კარგი მივდივარ-ელენე ოთახში შევიდა და ნატალიამაც სიცილით ამოისუნთქა. მობილური აიღო და კესოს დაურეკა. -ხო-ნამძინარევი ხმით უთხრა კესომ. -კესო მალე სადხარ 5 წუთი დააგვიანე და კივის უკვე ფრიდონი. -ვაიმე!-ნატალიას ესმოდა როგორ წამოხტა კესო,რაღაცეები გადმოყარა და რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ყურმილი აიღო. -ძალიან სასაცილო! ჩემი სურნელოვანი სანთელი გავტეხე. -ეგეც სასჯელი იმისთვის,რომ რეპეტიციაზე არ მოხვედი. -აუუ ძაან იჩხუბა ფრიდონმა. -არაა...ჩემთან მოვიდა და თავის ულვაშებში რაღაც ჩაიბურტყუნა,რაღაც ესეთი..სად არის ის ქალბატონი,რა უპასუხისმგებლობააო-ქორეოგრაფის ტონით გააჯავრა და სიცილი აუტყდა. -ვაიმე დავიღუპე! -ნუ გეშინია,ვუთხარი მოიწამლა და სისხლის გადასხმას უკეთებენ-თქო. -მადლობა ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო. -მაგრამ იცი რა მიპასუხა? -რა? -რეპეტიციამდე ვერ გაიკეთა? მაგისთვის ტურნეს ვერ გადავდებო. -ვაახ-სიცილი აუტყდათ ორივეს. -კარგი წავედი და გნახავ ხვალ..ხოიცი რამდენიმე კვირაში ჩემოდნები უნდა ჩავალაგოთ. -კარგი. ძილინებისა. ტელევიზორში “Get you the moon” დაიწყო,ეს სიმღერა ძალიან უყვარდა,რადგან ამშვიდებდა და მასში კარგ შეგრძნებებს აღვიძებდა..თავი უკან გადააგდო და ვაჩეზე ფიქრი დაიწყო. იქ სადღაც ჩრდილში ბედისწერა დგას და ნატალიას დასცინის,დგას და იმხელა ხმაზე ხარხარებს,რომ ადამიანის ყურითაც შეძლებდით აღქმას. პ.ს მეგობრებო ეს ჩემი ახალი ისტორიაა. ვფიქრობ სიუჟეტი საინტერესო იქნება,რადგან რეაურად ისტორია 180 გრადუსით შემოტრიალდება. იმედი მაქვს წაიკითხავთ და თქვენს შთაბეჭდილებებს გამზიარებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.