შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! ( 24 თავი)


19-03-2020, 22:18
ავტორი nia_93
ნანახია 2 366

-რას ნიშნავდა შენი საქციელი ლევან?-მანქანაში ჩასხდნენ თუ არა ,ეგრევე გაბრაზებულმა მიმართა თათამ

-რა არ მოგეწონა?-ისე ჰკითხა გზისთვის თვალი არ მოუშორებია და მანქანა დაძრა

-ხედავ რა ცინიკოსია კატო?-კატოს მიუბრუნდა,რომელმაც მხრები აიჩეჩა

-ხო,თათა მართლა ვერ ვხვდები უმაყოფილო რატომ ხარ?-ისევ ჩვეულებრივი ტონით საუბრობდა ლევანი

-ყველას თვალწინ შენს შეყვარებულად გამომაცხადე!

-მერე?

-რა მერე ლევან,რა მერე?-წყობიდან გამოიყვანა თათა ლევანის ურეაქციობამ-თუ არ გახსოვს ,გაგახსენებ რომ დავშორდით

-კარგი,ახლა არ იჩხუბოთ-ეცადა კატო სიტუაციის განმუხტვას

-მე არ ვჩხუბობ, შენი დაქალი წივის, უაზროდ

-კი არ ვწივი,ადეკვატური რეაქცია მაქვს

-არა,არ გაქვს

-ლევან...

-კატო,ადი სახლში-ახლა შეამჩნია თათამ,რომ ლევანი თავის სადარბაზოსთან იდგა,არადა წესით ჯერ თათა უნდა დაეტოვებინათ და მერე ერთად წასულიყვნენ სახლში-თათასთან საქმე მაქვს

-კარგი,ოღონდ გთხოვთ,ერთმანეთი არ დახოცოთ-სიცილით დაუბარა და მანქანიდან გადავიდა

-თათა-რამდენიმეწამიანი დუმილის მერე თათას მიუბრუნდა ლევანი-რატომ მიბრაზდები?-ისე საყვარლად ჰკითხა,თათა ლამის ჩამოდნა,მაგრამ მერე გაახსენდა რომ გაბრაზებული იყო და ისევ დაებღვირა

-რატომ მოიქეცი ასე?-მერე ცოტა შერბილებულად ჰკითხა-ჩვენ ხომ დავშორდით

-ყველაზე მეტად უაზრო დაშორებები არ მიყვარს,ჩვენც ასე დაგვემართა,ხოდ მინდოდა გამომესწორებინა, თანაც,შენ ხომ გინდოდა რომ მეგობრებისთვის გამეცანი?

-მინდოდა,ოღონდ როცა ერთად ვიყავით მაშინ-თავისთვის დაიბუზღუნა

-თათა-ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თვალებში ჩააჩერდა-ჩემთან არ გინდა?-ისეთი ვნებიანი ხმით და მზერით ჰკითხა ლევანმა,თათა ბრინჯივით დაიბნა-ხომ გინდა?-გაუმეორა,როცა თათამ პასუხი არ გასცა. თათა ისევ ხმას არ იღებდა,რატომღაც ისეთ ხასიათზე დადგა,ერთი სული ჰქონდა ეტირა,ხმასაც ამ მიზეზით არ იღებდა,რომ არ შეტყობოდა

-არ მიპასუხებ?-ისევ თბილად ჩაეკითხა ლევანი.თათამ თავი გააქნია და ერთი ცრემლი გადმოუგორდა და თავი გვერდზე მიაბრუნა

-რა მოგივიდა თათა-ისევ მისკენ მოაბრუნებინა თავი და ცრემლები რომ დაინახა,სახე შეეცვალა

-არ შემიძლია ლევან მეტი-ნიკაპი აუკანკალდა თათას-ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა-ღრმად ამოიოხრა და ცრემლები მოიწმინდა

-მე დაგღალე?-ინტერესით ჩაეკითხა

-გარემოებებმა,ყველაფერმა რაც ხდება

-გარემოებებს ჩვენ ვქმნით და შეგვიძლია ისე ვცვალოთ და ვაკონტროლოთ,როგორც ჩვენ გვინდა

-ყოველთვის არა...

-თათა,შენი მესმის,მართლა. ვიცი რაც გაწუხებს და არც გამტყუნებ,მაგრამ მე მართლა სხვანაირად არ შემიძლია,ასეთი ვარ და თუ შენც გინდა ჩემთან ასეთი უნდა მიმიღო, მე კი ჩემი მხრიდან გპირდები,რომ სულ შენს გვერდით ვიქნები,შეიძლება ზედმეტად თბილი სიტყვებით ხშირად ვერ განებივრო,მაგრამ ყველანარიად ვეცდები რომ გაგაბედნიერო თუ ეს რა თქმა უნდა შენც გინდა

-შენ ძალიან კარგად იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება და გრძნობები,იცი რომ მიყვარხარ-ხმადაბლა ჩაილაპარაკა თათამ

-მერე,რატომ არ გინდა შენს თავს ბედნიერების უფლება მისცე?

-არ ვარ დარწმუნებული,რომ მომავალშიც არ მეტკინება გული-გულწრფელად გასცა პასუხი

-ანუ არ მენდობი..

-არა,მასე არაა

-აბა?

-ემოციურად გამოვიფიტე. ძლივს აღვიდგინე ჩემი თავი და ახლა ისევ რომ დაგიბრუნდე და იმ მდგომარეობამდე მივიდე,ალბათ მერე თავს ვეღარ მოვერევი

-ჩვენ ხომ ორივეს გვინდა ერთად ყოფნა? თათა,ხომ გვინდა?-ინტერესით ჩაეკითხა.თათამ თავი დაუქნია

-ხოდა,მოდი ვიყოთ ერთად,ყველანაირი დრამების და სენტიმენტების გარეშე. უბრალოდ ერთად ვიყოთ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს,კარგი?-ჰკითხა და სახეზე მიეფერა.თათა რამდენიმე წამს ჩაფიქრებული იჯდა,თითქოს გადაწყვეტილებას იღებდა. მერე დაფიქრდა. რას კარგავდა ამითი?საყვარელი მამაკაცი მასთან ყოფნას სთავაზობდა და უნდა შეერგო ეს მომენტი,როცა მასაც ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მასთან ყოფნა უნდოდა

-კარგი-ხმაჩახლეჩილმა გასცა პასუხი-მინდა შენთან-უთხრა და თვალებში ჩააჩერდა-არ მაინტერესებს რა იქნება მომავალში, უბრალოდ მივყვეთ დინებას-უთხრა და სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.ლევანმა იმ ხელზე აკოცა,რომლითაც მოეფერა და თვითონაც გადაუსვა ხელი

-კარგი გოგო ხარ-გაუღიმა და გაბრწყინებული თვალები მიანათა-მოდი ჩემთან-თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში ძალიან ვნებიანად აკოცა.თათას ჟრუანტელმა დაუარა.თავს ბედნიერად გრძნობდა.

-ჩვენთან ამოხვალ თუ გაგიყვანო სახლში?-ერთმანეთის ფერებას რომ მორჩნენ,მერე შეეკითხა
-თუ არ გეზარება გამიყვანე

-როგორც შენ იტყვი-გაუღიმა და მანქანა დაძრა.


მეტნაკლებად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ.
დღეში რამდენჯერმე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.
უფრო ხშირად გადიოდნენ გარეთ ერთად.
იცოდნენ ერთმანეთის დღის წესრიგი.
თითქოს პირველი გამოცდილება უკვე მიიღეს ურთიერთობისგან და ცდილობდნენ იგივე შეცდომა არ დაეშვათ.
ყველა გახარებული იყო მათ ირგვლივ,რომ შერიგდნენ და ურთიერთობა გააგრძელეს.განსაკუთრებით კი კატო და ნიკა.

-თვალები გიციმციმებს შეჩემ ა-სიცილით უთხრა ნიკამ,როცა ბარში იყვნენ სავახშმოდ გასულები


-შენი დაკვირვებულობა მაოცებს პირდაპირ-თვალები აატრიალა ლევანმა და ლუდი მოსვა

-არა,მართლა,გეტყობა ბედნიერება.ისეთი უჟმური სახით აღარ მოძრაობ-ახლა ცოტა
სერიოზულად უთხრა-კარგად მოქმედებს შენზე თათა

-უი,კაი გამახსენე-თქვა და ტელეფონი აიღო. თათას მესიჯი გაუგზავნა თუ რას აკეთებდა. ბოლო 2 საათია არაფერი სმენია მისგან. თათამ სახლში მოვედი ახლაო,დაუბრუნა პასუხი.ლევანმა გაიღიმა,ტელეფონი გვერდზე გადადო და ისევ ნიკას მიუბრუნდა

-შენ რას შვები? აღარ აყენებ საშველს მაგ გოგოს?

-ჯერ არა, მინდა ვაწვალო-სიცილით უთხრა ნიკამ

-იმდენი არ ქნა,მერე ზედაც რომ არ შემოგხედოს

-ყველაფერს ვაკონტროლებ მე-წარბები აათამაშა და მანაც მოსვა ლუდი.
ცოტა ხანი იყვნენ ბარში და მერე დაიშალნენ.

-აბა, რას შვები?-თავის ოთახში შევიდა თუ არა,თათას დაურეკა,თან ფეხსაცმელი გაიძრო და საწოლზე წამოწვა

-ახლა დავწექი,ძალიან დავიღალე, შენ?-გაინაზა თათა

-მეც ახლა მოვედი სახლში

-დაიღალე?

-რავი არაა.. მომენატრე იცი?-უთხრა და თვალები დახუჭა.თათას გაეღიმა
-მეც მენატრები..სულ

-მერე,რატომ აღარ რჩები ჩვენთან?

-რავიცი ლევან,ცოტა უხერხულია გოგო შეყვარებულის სახლში ამდენჯერ რომ დარჩეს

-ოჰ,თორემ არ დარჩენილხარ რა

-ხო,მაგრამ არ მინდა მაინც ხალხმა ილაპარაკოს

-ვინ უნდა ილაპარაკოს? ან რატომ არ გკიდია სხვების აზრი

-რავიცი,მაინც

-ადრე რომ რჩებოდი მაშინ არ ილაპარაკებდა ხალხი?

-ადრე ცოტა სხვა სიტუაცია იყო, ბევრმა არ იცოდა ერთად რომ ვიყავით

-გამაგიჟებ შენ მე-ამოიოხრა

-კარგი,ახლა ამაზე არ ვიკამათოთ-გაეცინა თათას-ხვალ გნახავ

-კარგი

-კარგი,მიდი დაიძინე ახლა და წავედი,გკოცნი

-მიდი,მეც-დაემშვიდობნენ ერთმანეთს

შერიგებიდან რამდენიმე თვე იყო გასული და მართლა ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს,ხანდახან თათას კომპლექსებს თუ არ ჩავთვლიდით,მაგალითად რომ აღარ რჩებოდა კატო და ლევანთან,რადგან არ უნდოდა ვინმესთვის საჭორაო თემა მიეცა.
მეორე დღეს ლევანმა დაურეკა,აუცილებლად უნდა გნახო დღეს სალაპარაკო მაქვსო. სამსახურის მერე გაუარა და ერთად წავიდნენ სავახშმოდ.

-ჩემს სახლში ვაპირებ გადასვლას-უთხრა ლევანმა თავისი გადაწყვეტილება თათას

-უკვე?

-კი,ყველაფერი მოწესრიგებულია უკვე მანდ,თან ჩემებიც ჩამოვლენ მალე

-ცალკე არ გაგიჭირდება?

-პატარა ხომ არ ვარ, ჩემი თავის მიხედვა შემიძლია-გაუღიმა

-როდიდან გადადიხარ?

-იმ კვირას ალექსი ჩამოდის, კატო არ მინდა მარტო იყოს და რომ ჩამოვა,ნივთებს გადავიტან ნელ-ნელა და გადავალ

-ანუ კატოსთან რომ მივალ ხოლმე,შენ ვერ გნახავ-ცოტათი მოიწყინა კატომ

-სამაგიეროდ ჩემთან ცალკე მოხვალ ხოლმე-ღიმილით უთხრა

-თუ დამპატიჟებ?-გამომწვევად უთხრა

-პირველი შენ იქნები ჩემი სტუმარი-არანაკლებ გამომწვევად უპასუხა ლევანმა

-საინტერესოდ ჟღერს-გაუღიმა და წვენი მოსვა

ლევანს დიდი ხანია ცალკე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა შეძენილი.უბრალოდ ძალიან დიდი ხანი ჯერ,შენდებოდა,მერე რემონტი,მერე ავეჯი.დროში გაეწელა.თანაც სანამ მარტო იყვნენ,კატოს არ ტოვებდა და არ გადადიოდა ცალკე.ახლა კი როცა ალექსი და მისი მშობლები დაბრუნებას აპირებდნენ,გადაწყვიტა რომ დრო იყო ცალკე გადასულიყო.
ერთ კვირაში ალექსი ჩამოვიდა. ისე ენატრებოდა თავისი და-ძმა და ზოგადად საქართველო,მე ევროპაში წამსვლელი არ ვარო.
რამდენიმე დღე ზედიზედ მისი მეგობრები სტუმრობდნენ და მოსაწყენად ვერ იცლიდნენ.
ლევანს ნელ-ნელა გადაჰქონდა თავისი ნივთები,როგორც ჰქონდა გათვლილი.
ალექსის ჩამოსვლის შემდეგ, 2 კვირაში უკვე გადავიდა თავის ბინაში.
თავის და-ძმასთანაც ხომ თვისუფლად იყო,არავინ აწუხებდა ზედმეტად,მაგრამ ცალკე სულ სხვა იყო.

-აბა,მოგეწონა?-შეიყვანა თუ არა თავის ბინაში,ეგრევე ჰკითხა თათას.
დაპირებისამებრ,პირველი სტუმარი იყო თათა თავის ბინაში.

-ძალიან, საყვარელი და მყუდრო ბინაა-აღფრთოვანებული იყო თათა ლევანის ბინით.ათვალიერებდა და თან კომენტარებს აკეთებდა-ყველაფერი გემოვნებითაა შერჩეული, შენ შეარჩიე თუ ვინმე დაგეხმარა?-ეჭვის თვალით გადახედა

-ნატა მეხმარებოდა-ძალიან ჩვეულებრივად უთხრა,თათას თვალები გაუფართოვდა

-მართლა?-არ უნდოდა დაჯერება

-ხო თათა და ერთადაც გვეძინა ამ ბინაში-თვალები აატრიალა ლევანმა

-ახლავე მითხარი რომ ატყუებ,თორემ მერე ამ ტყუილსაც არ გაპატიებ იცოდე-თითი დაუქნია.ლევანს გაეცინა

-ეჭვიანი როგორი ბრაზიანი ხდები ხოლმე-გაუცინა და მიუახლოვდა-რა თქმა უნდა მე მოვაწყვე,არავინ ჩამირევია,მითუმეტეს ნატა ვინაა საერთოდ-მკლავებში მოიქცია და ტუჩებზე აკოცა.თათამ არ დაუბრუნა საპასუხო კოცნა

-ძნელი შემოსარიგებელი ხარ-გაეცინა-საერთოდ რატომ დაიჯერე 0.001%-ითაც კი. ახლა მე უნდა გავბრაზდე?-წარბი აუწია.თათას გაეცინა,მერე თვითონ აკოცა

-ეს ერთ წამიანი კოცნა რა იყო?-უკმაყოფილოდ დაიჭირა თათა, რომელიც გაბრუნებას აპირებდა და ვნებიანად აკოცა-გემრიელი ტუჩსაცხია-ტუჩები გაილოკა და თვალი ჩაუკრა.

-ტუჩსაცხი ხო?-მკლავზე მწარედ უჩქმიტა

-რა მწარე ხელი გქონია-ხელით დაიზილა მტკივანი ხელი

-მომავალში გეცოდინება-თვალი ჩაუკრა,ლევანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და სამზარეულოში გავიდა.წყლის მადუღარა შეაერთა

-ანუ მოგეწონა ხომ?-ისევ ჩაეკითხა ლევანი თათს,როცა ყავას მიირთმევდნენ და თან ტორტს აგემოვნებდნენ

-კი,გემოვნებას არ გიწუნებ-ცერა თითი აუწია და ტორტის ნაჭერი შეჭამა

-ხოდა,თუ მოგწონს,გადმოდი და აქ იცხოვრე-სხვათაშორის უთხრა და ყავა მოსვა.თათას ლუკმა გადასცდა. ხველა აუტყდა და წვენი მიაყოლა

-რას მეუბნები ლევან?-რომ დამშვიდდა ჰკითხა

-მგონი დროა,სხვა ეტაპზე გადავიდეთ,არა?-ინტერესით ჩაეკითხა-ერთად ცხოვრებას გთავაზობ

-სიზმარს ყვები ლევან?-ვერ იჯერებდა რას სთავაზობდა ლევანი

-სრულიად სერიოზულად ვამბობ

-ლევან,ცოლობას მთავაზობ?-ახლა თვითონ ჩაეკითხა ინტერესით

-არა, ერთად ცხოვრებას გთავაზობ, არაოფიციალურად

-და რა სტატუსით გადმოვიდე?-ირონიულად მიუგო-საყვარლის?-წარბები მაღლა აზიდა

-შენთვის სტატუსს მნიშნვნელობა აქვს?

-ნაწილობრივ აქვს

-ჩემთან ყოფნა არ გინდა? ასე შეყვარებულებად ყოფნას არ ვგულისხმობ მხოლოდ, ანუ სულ ერთად ყოფნაზე გეუბნები

-მინდა,როგორ არ მინდა,მაგრამ ასე არა-თავი გააქნია თათამ.ლევანის ცოლობაზე ისე ოცნებობდა, რომ ეთხოვა ცოლად გამომყევიო,ეგრევე ზედმეტი ფიქრის გარეშე დასთანხმდებდა,მაგრამ მასთან ისე რომ გადასულიყო საცხოვრებლად, ხალხის ყბიდან რა ამოიყვანდა, არც მისი ნათესავები მოუწონებდნენ ამ საქციელს

-ა,მივხვდი-ირონიულად გაეცინა ლევანს-ოფიციალურობის გარეშე არ გადმოხვალ,ეს უნდა მცოდნოდა

-ეს ირონიული ტონი ვერ მივხვდი რა საჭირო იყო. მე მართლა ძალიან მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ ჩემი ნათესავები ძალიან გამკიცხავენ,არც მამაჩემს არ მოეწონება-თავი იმართლა თათამ

-და შენ გინდა თათა? ყოველთვის სხვებზე რატომ ფიქრობ? რატომ არ ფიქრობ იმაზე თუ შენ რა გინდა?

-იმ საზოგადოებაში,სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,ძნელია ყველაფერი ისე გააკეთო როგორც შენ გინდა

-არადა იმაზე ადვილი არაფერია,გააკეთო ის რაც შენ გინდა

-ჩვენ სხვადასხვა შეხდულებები გვაქვს ამაზე ლევან

-კარგი,რომ გავაგრძელოთ,ვგრძნობ,რომ ვიჩხუბებთ, მე კიდევ არ მინდა ჩხუბი-ამოიოხრა ლევანმა-მე შემოგთავაზე და შენ თუ გადაწყვეტ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე. დაფიქრდი ამაზე ხო?-მერე თბილად მიუგო.

-კარგი, ვიფიქრებ-შეეცადა გაეღიმა თათამ.

ყველაზე ძალიან უნდოდა ლევანთან ერთად ცხოვრება, მაგრამ სხვა ფორმით და სხვა შემოთავაზებით.




№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ლევანი მომწონს და რა ვქნა?!
ეს სტერეოტიპული აზროვნება და საზოგადოებრივი აზრით დაინტერესება ამ დონეზე, მითუმეტეს, ნერვებს მიშლის.
თუმცა კი, ძნელია ჩვენს რეალობაში ისე იცხოვრო, როგორც გინდა, მაგრამ ერთხელ ცხოვრობ...

 


№2  offline წევრი დარინა

მართლა მესმის ორივესიი დღევანდელ რეალობაში ძნელია ჩვენ როგორც გვინდა ისე ვიცხოვროთ მიუხედავად იმის ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად, რაც არ უნდა არ იფიქრო საზოგადოების აზრზე ასე მარტივი არ არის ყველაფერიი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომწონს ძალიან ეს წყვილი მაგრამ თათასი ნესვის არარი ადვილი ამცხო რევანში ისე მოიქცე როგორც შენ გინდა????????

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

უფფ როგორმიხარია რომ შერიგდნენ რა ^_^

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

თავები გაზარდე რა გეხვეწები რა უფრო დიდი თავები დადე და კაი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent