შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 6 თავი


20-03-2020, 14:38
ავტორი Mentalist
ნანახია 2 265

გამარჯობა მეგობრებო. ვცდილობ თავების მოცულობა ყოველ ჯერზე გავზარდო. მადლობა ყველას ვინც ისტორიას აფასებთ. თუ რაიმე შენიშვნა გექნებათ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და შევეცდები გამოვასწორო... :)


ჩემი ახალი სამსახურიდან ბედნიერი სახით გამოვრბივარ... კიდევ კარგი ბოტასები ჩავიცვი, აბა მაღალქუსლიანებს რა ჩამაცმევდა?! სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ გაჩერებასთან და ჩემსკენ მომავალ ავტობუსს ხელს ვუქნევ. სწრაფად ავდივარ ტრანსპორტში და თანხას წინასწარ ვუხდი. პირველივე თავისუფალ სკამზე ვჯდები და სულელივით ისევ ვიკრიჭები.
-ღმერთო ამას რატომ მიკეთებ?-ვჩურჩულებ-წლებიის წინ დამაშორე პირველ, ყველაზე წრფელ სიყვარულს და ახლა ისევ მას მახვედრებ?!-ჩემს საუბარზე მეთვითონვე მეცინება და წამის მეასედში ეს ღიმილი სახეზე მაშრება-მას ოჯახი ჰყავს-ვამბობ და თითებს ერთმანეთში ვხლართავ-მას ოჯახი ჰყავს ანიტა, სამსახურიდან უნდა წამოხვიდე. ასე არ გამოვა-ვეუბნები ჩემს თავს-არააა არც ასე არ გამოვა-ხმამაღლა მომდის ამ სიტყვების თქმა და ჩემსკენ მომზირალ რამდენიმე ადამიანს რომ ვხედავ ბოდიშს ვიხდი... ავტობუსს ვაჩერებ და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მივიდე სახლამდე-ნეტავ ნიას მივასწრებ სახლანდეე მისვლას?-ვფიქრობ ჩემთვის და სახლის ჭიშკარს ვაღებ
-ნია აქ ხარ?-ხმადაბლა ვიძახი და იქაურობას თვალს ვავლებ
ბუჩქებიდან თავს ყოფს ნია და გაბურძგნული და გაჭუჭყიანებული სწრაფად დგება
-ვაიმე, რა მოგივიდა?-მასთან მივრბივარ და მკლავზე ხელს ვკიდებ-სულ გადაირიე? ბუჩქებში რას აკეთებ?
-შემეშინდა ჭიშკრის ხმა რომ გავიგე, მე მეგონა მოგვაგნეს-ჩახლეჩილი ხმით ამბობს და თვალებიდან ცრემლები სცვივა
-ღმერთო, შენ მიეცი ამ გოგოს ჭკუა...-ვამბობ და სახლის კარებს ვაღებ-შედი დროზე
-დედასავით ლაპარაკობ-სიცილით მეუბნება და დედის ხსენებაზე თავს ხრის
-არა, არა და არა... არ დაღონდე, შენ დედა გახსოვს და ის მუდამ იცოცხლებს ამით. დაიმახსოვრე ეს და იცოდე რომ სანამ შენ იარსებებ, დედაც შენს გვერდით იქნება. გარდა ამისა მეც შენს გვერდით ვარ და ყოველთვის შენთან ვიქნები-სიტყვა არ მაქვს დამთავრებული ნია რომ მეხუტება... ჩემზე ერთი თავით დაბალ გოგოს ღიმილით ვუყურებ და თმაზე ხელს ვუსვამ
-შენ მართლა ანგელოზი ხარ-მშორდება და მიღიმის
-მოწესრიგდი და გავისეირნოთ-ვეუბნები და საძინებელში ავდივარ... ტანსაცმელს ვიცვლი და ქვემოთ ჩასვლისთანავე ნიას ოთახში შევდივარ
-მზად ხარ?-ვეკითხები და თვალს ვავლებ გრძელ კაბაში გამოწყობილ ნიას
-კი, მზად ვარ-მეუბნება და ოთახიდან სწრაფად გამოდის
-სამსახურშსი ამიყვანეს-ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვამბობ სახლიდან გამოსვლისას
-მართლა? ძალიან კარგია... თუ გინდა მეც ვიმუშავებ. შემიძლია მაღაზიაში კონსულტანტად ვიმუშაო-მხრებს იჩეჩს ჩემს გვერდით მომავალი ნია
-სანამ მე ვარ შენს გვერიდით არ იმუშავებ. სკოლაში სწავლის პერიოდში მითუმეტეს, სტუდენტი რომ იყო კიდევ მესმის...
-ვნერვიულობ, რომ შენს ტვირთად ვიქეცი
-კარგი რა... რამდენჯერ გითხრა რომ ტვირთი არ ხარ.
-კარგი აღარაფერს ვამბობ... შენი სამუშაო როგორია?
-არ მინდა ამაზე საუბარი-ჩუმად ვამბობ-მომიყევი, სკოლის პირველმა დღემ როგორ ჩაიარრა?
-ძალიან კარგად, კარგი ბავშვები არიან. ერთმა გოგომ, სალომე ჰქვია, სკოლა დამათვალიერებინა.
-შენობა მოგეწონა? მასწავლებლები?
-კი ყველა და ყველაფერი კარგია-ამბობს ნია და სიცივისგან იბუზება
-გცივა? ამ მაღაზიაშიც შევიდეთ საკვებს ვიყიდი და სახლისკენ წავიდეთ მერე...
სახლში მისულებმა რამდენიმმე საათი მე და ნიამ ტელევიზორის უყურებაში გავატარეთ, შემდეგ ის გაკვეთილების მოსამზადებლად და დასასვენებლად წავიდა მე კი ჩემს საძინებელში ავედი ჩემს ფიქრებთან პირისპირ დასარჩენად...
მახსოვს ერთხელ ნანიმ მითხრა თუ სიყვარულო ეძებ ისე ეძებე რომ არავის წაართვაო. მაშინ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს ცხადზე ცხადია. ბევრისთვის უცნაურიც შეიძლება იყოს, წლების წინ გაცნობილი ადამიანის სიყვარული ამდენ ხანს როგორ გასტანდა... მაგრამ სიყვარული ხომ არ გვეკითხება როდის მოვიდე და როდის წაავიდეო... გული სწრაფად და მტკივნეულად მიცემს... მკერდზე ხელს ვიდებ და თვალებიდან ცრემლები მცვივა. ყოველთვის რატომ უნდა დავიტანჯო?
-საერთოდ გასაუბრებაზეც კი რატომ დავრჩი?-ვუბრაზდები ჩემს თავს-არც კი ვახსოვარ.. ეს ჩემთვის უპირატესობაა, ისე მოვიქცევი თითქოს დღეს გავიცანი.
ვფიქრობ და ამ ფიქრებში გართულს მეძინება
დილით მაღვიძარა რეკავს და იძულებული ვარ თბილ ლოგინს მოვშორდე
-ჯანდაბა შენს თავს-ვეჩხუბები მაღვიძარას და ისეთი სისწრაფით ვურტავ თითს რომ ლამისაა ვიღრძო-ღმერთო ოდესმე მიკარნახე რომ ეს მაღვიძარა 7 საათზე არ დავაყენო თორემ ცხოვრების საუკეთსო მომენტებს მიფუჭებს-ამ სიტყვებით ვტოვებ ოთახს და აბაზანაში მივდივარ...
თავის მოწესრიგების შემდეგ საუზმეს ვამზადებ და ნიას ოთახში შევდივარ
-ნია გაიღვიძე-ხმადაბლა ვეუბნები და როცა ვხედავ რომ ფხიზლადაა მის ოთახს ვტოვებ
ტანსაცმლის მორგების შემდეგ სამზარეულოში შევდივარ და საქმეში გართულ მეგობარს ინტერესით ვუყურებ
-რას შვები?
-არაფერს? უკვე ყველაფერი მოგიმზადებია, მე ჩაი დავასხი...-მპასუხობს ღიმილით და პატარა მრგვალ მაგიდასთან ჯდება
საუზმობის შემდეგ სწრაფდ ვტოვებთ სახლს და მე სამსახურის გზას ვადგები, ნია კი სკოლისას. დღეს გასაღებს მას ვატან რადგან ვიცი გვიან მომიწევს მოსვლა.
სამსახურში მისვლამდე ყველანაირად ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რომ დამიანეს ვიცნობ და ის ჩემთვის იმაზე ახლობელია, ვიდრე ამას ვინმე შეიძლება იფიქრებდეს.
ესეც ასე, სასახურში უფროსის მისვლამდე მივდივარ. მის კაბინეტში შევდივარ და მიმოფანტულ საბუთებს ვაწესრიგებ. ჩემი საქმის კეთებაში ვარ გართული, როცა კარები იღება და სიცილით შემოდიან უფროსი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი... დამიანეს სახე წამში უსერიოზულდებაა ჩემს დანახვაზე
-აქ რას აკეთებ ანიტა?
-თქვენს მაგიდას ვალაგებდი-ვამბობ და ნაცრისფერ თვვალებს ინტერესით შევყურებ
ნეტავ რას ფიქრობს? იცის რომ ერთმანეთს ვიცნობთ? ვახსოვარ?... უამრავი კითხვა ერთდროულად მიტრიალებს თავში და უფროსის მითითებას ველოდები
-რაიმე გჭირდებათ? თუ დაგტოვოთ?-ვკითხულობ და კარებისკენ მივდივარ
-ჯერჯერობით შეგიძლია დაგვტოვო, მაგრამ სანამ გახვალ გაიცანი კომპანიის თანამფლობელი და ჩემი ახლო მეგობარი თორნიკე კაპანაძე-თორნიკე ჩემთან ახლოს მოდის და ხელს მიწვდის
-სასიამოვნოა, ანიტა ონიანი-ჩემს თავსაც ვაცნობ და ხელს ვართმევ
-ჩემთვისაც ანიტა... როგორ მოგწონს შენი სამუშაო? უძლებ ამ უჟმურს?
-ძაან ნუ მოშინაურდით.. თავისუფალი ხარ ანიტა-ღიმილით ამბობს დამიანე
-ხომ ვამბობ უჟმურია_მეთქი-ჩურჩულებს თორნიკე და იცინის
-დროებით ბატონო თორნიკე-ვამბობ ღიმილით და იქაურობას ვტოვებ
კარებიდან გამოსვლისთანავე ლანა მეღობება წინ და ორ გავსებულ საქაღალდეს მაწვდის
-გამარჯობა ანიტა, ამას აქამდე მე ვაკეთებდი მაგრამ უფროსმა როგორც იქნა დამხმარე აიყვანა და ამის კეთება მე აღარ მომიწევს... აიღე, წაიღე შენს კაბინეტში და დაახარისხე... რაზეც უფროსის ხელმოწერაა საჭირო, უფროსს მიუტანე და დანარჩენი მე მომეცი დღის ბოლოს-შეუსვენებლად ამბობს და პირველი სართულისკენ მიდის სწრაფი ნაბიჯებით
-გამარჯობა ლანა-ვიძახი სიცილით და ჩემს კაბინეტში შევდივარ
13_მდე საბუთზე უფროსის ხელმოწერა იყო საჭირო და როცა საბუთების გატანას ვაპირებდი მის კაბინეტში,ტელეფონზე ზარიც გაისმა...
-ანიტა ჩემს კაბინეტში შემოდი სწრაფად
-კა...-სიტყვა არ მაქვს დამთავრებული რომ მობილურს თიშავს-სულ ასე რატომ მექცევა?
მის კაბინეტში შევდივარ
-ამ დოკუმენტებზეე თქვენი ხელმოწერაა საჭირო-მაგიდაზე ვაწყობ საბუთებს
-კარგი, ამას გადავხედავ ცოტა ხანში და შენთან თხოვნა მაქვს
-თხოვნა?-წარბებს ვწევ და გაკვირვებული ვუყურებ
-თხოვნა დიახ... მარიამის ბაღიდან დარეკეს, ბავშვებმა იჩხუბეს და შეგიძლია შენ მიხვიდე? მე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და შენ იმიტომ გგზავნი, რომ მარიამსაც იცნობ...
-კარგით, როგორც გინდათ-ენის ბორძიკით ვამბობ და კარებისკენ მივდივარ
-მოიცადე, სად მიდიხარ? ჩემს მძღოლს უთხარი და ის გაგიყვანს ბაღამდე... კარგიი?
-კარგით, დროებით უფროსო...-ვიძახი და სწრაფად ვტოვებ იქაურობას
ბაღში მისვლისთანავე ეზოში ატირებული მარიამი დავინახე, რომლის დამშვიდებასაც მასწავლებელი უშედეგოდ ცდილობდა
-რა მოხდაა საყვარელო?-მასთან ვიხრები და სახეს ზევით ვაწევინებ
-შენ? აქ რასაკეთებ?-მეკითხება ერთდროულად გაოცებული და გახარებული
-ბატონმა დამიანემ გამომგზავნა, უფროსწორად მამაშენმა... რატომ ტირი?
-ბავშვებმა მითხრეს რომ დამიანეც დამტოვებს დედიკო და მამიკოსავით
-სისულელეა, ნუღარ ტირი... მოდი ჩემთაან-ვეუბნები და ბალახზე ჩამომჯდარი მარიამს კალთაში ვისვამ-ეს რატომ გითხრეს?
-მამა და დედა წავიდნენ... აი იქ-პატარა თითს იშვერს ზეცისკენ-ბავშვებს ჰგონიათ რომ მათ დამტოვეს მაგრამ ასე არაა-რაა? ანუ მარიამი დამიანეს შვილი არაა? რა მიხარია? ბავშვმა მშობლები დაკარგა, მე კიდევ ის მიხარია რომ დამიანეს ოჯახი არ ჰყავს... ნუ ხარ სულელი ანიტა...
-დაწყნარდი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება... არ იტირო კარგი?-ვეხუტები
-დამიანეც დამტოვებს?
-არა, საყვარელო... დამიანეს ძალიან უყვარხარ, როგორ დაგტოვებს?
-მე შეენი სახელი არ ვიცი-უეცრად ხასიათი ეცვლება პატარა ქალბატონს
-ანიტა მქვია-ვამბობ ღიმილით და ფეხზე ვდგები-მოდი იცი რა ვქნათ? შენი ჩხუბი დავივიწყოთ, შოკოლადები ვიყიდოთ და დამიანესთან წავიდეთ, კარგი?
-კარგი-მეუბნება და პატარა ხელებს კისერზე მხვევს



№1  offline წევრი isterichka123

ოქროს გოგოხარ ველოდები შემდეგ თავს❤????

 


№2 სტუმარი სტუმარი მმმ

ძალიან კარგიაა❤❤❤❤

 


№3 სტუმარი 123

პროგრესი იგრძნობა თავიც საგრძნობლადაა გაზრდილი კარგი გოგო ხარ ასე გააგრძელე

 


№4  offline წევრი -Unknown-

აუუ ძალიან კარგია, ველი მოუთმენლად❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Xxxx

Au momewona dzalian ❤️❤️❤️adre Dade shemdegi raa!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent