შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე 10 თავი


20-03-2020, 15:11
ავტორი gabi du
ნანახია 2 654

არეული ავიდა საძინებელში. კარი მჭიდროდ მიხურა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. კადრებად დაუდგა თვალწინ 2 წლის წინანდელი კადრები ბაკურიანიდან. ახალი წლის წინა დღეებში თბილისში, როგორც ყოველთვის "გაზაფხულის" ამინდები იდგა. ამიტომაც, რამდენიმე თოვლის მოყვარული ჯგუფელი შეიკრიბნენ და დღესასწაულების ბაკურიანში შეხვედრა გადაწყვიტეს. იმ დღეს, ბოლო საღამოს ატარებდნენ კურორტზე. მგზავრობამდე დარჩენილი საათნახევრის სასრიალო ტრასაზე გატარება გადაწყვიტა ცარომ. სრიალში ისე გაერთო დრო შემოეფლანგა. აჩქარებით მიმავალი მთელი ძალით შეასკდა ვიღაც აშკარად დილეტანტს. ბიჭი უკან გადავარდა და რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა. ცარო მაშინვე მივარდა და შეფხიზლებას ეცადა. არც პეპლები და არც დინოზავრები უგრძვნია მუცელში... მხოლოდ შიში. დაშავებულმა თვალები რომ გაახილა ეგონა ეჩხუბებოდა. მან კი - ასეთი ლამაზი თვალები არასდროს მინახავსო. მაშინვე წამოხტა ცარო და გაიქცა. ბიჭმა მიაძახა ჯერ ხომ ერთმანეთიც არ გაგვიცნიაო. ცარომ უპასუხა თუკი საჭიროა, ცხოვრება ჩვენს გზებს აუცილებლად გადაკვეთავსო და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
- შეუძლებელია. იცის, რომ მე ვარ და სპეციალურად მითხრა? არ არსებობს ვახსოვდე 2 წუთით მნახა. ნეტავ მართლა არ გაგეშვი. ვიცი, აუცილებლად შემიყვარდებოდი... იმ ნაძირალასაც არ გადავყროდი იქნებ და... ღმერთო რა სისულელეზე ვფიქრობ. სანდროს უბრალოდ ვეცოდები. სახელგატეხილ ქალთან ურთიერთობას არ დაიჭერს. მან იცის სიმართლე მაგრამ... მაგრამ მხოლოდ მან. - ძლივს დაეძინა სველ ბალიშზე თავდადებულს. დიდი ხნის წრიალისა და ბორგვის შემდეგ. სანდრო კი მეორე ოთახში უბრალოდ ზურგზე იწვა ჭერზე თვალგაშტერებული. ფიქრობდა მთელ ამ არეულობაზე და შიგადაშიგ ეღიმებოდა, როცა ცარო ახსენდებოდა.
- ხომ მითხარი ცხოვრება ჩვენს გზებს გადაკვეთავსო. ჰოდა გადაკვეთა კიდეც. თანაც ორჯერ და... და სამუდამოდ. აღარასდროს და აღარსად გაგიშვებ ცარო ადამია. ვგრძნობ, რომ ჩემთვის დაიბადე.

* * *
დილით ჯერ კიდევ ეძინა ცაროს სანდრო რომ შევიდა მის ოთახში.
-ცარო, გაიღვიძე. - ფრთხილად შეეხო მკლავზე. გოგომ ძლივს დააშორა თვალები ერთმანეთს. წამოიწია და გაკვირვებული მიაჩერდა ბიჭს.
- ცარო პასპორტი ხომ გაქვს? მოულოდნელად საქმე გამომიჩნდა. შვეიცარიაში უნდა გავფრინდე რამდენიმე დღით და მინდა შენც წაგიყვანო.
- მე... - გაოცებას ვერ მალავდა გოგო. გული სიხარულით შეუფრთხიალდა, მაგრამ როცა გაახსენდა თავისი ვადაგასული პასპორტი დასევდიანდა. მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია. - ადექი, მოემზადე 3 საათში ფრენა გვაქვს.
- მე ვერ წამოვალ სანდრო... ჩემი პასპორტი ვადაგასულია. ამდენ დავიდარაბაში სულ გადამავიწყდა ახალი ამეღო.
- ვწუხვარ... არადა... მეც დღეს გავიგე, რომ უნდა წავსულიყავი. შენი მარტო დატოვება არ მინდა, მაგრამ... ვერც წასვლას გადავდებ. - აშკარად წუხდა ბიჭი.
- არაუშავს სანდრო. არაფერი მიჭირს. თან სულ აქ ხომ არ დავრჩები? დღესვე გადავალ სხვაგან. თან ბინაც მოძიებული მაქვს. ამ დღეებში მაინც ვაპირებდი გადასვლას.
- ამას სერიოზულად მეუბნები თუ ჩემი გაგიჟება გინდა?
- რატომ უნდა მეთქვა არასერიოზულად? ან რატომ უნდა გაგიჟდე?
- ცარო! ჩემს მოსვლამდე აქედან ფეხს თუ გაადგამ. ინატრებ, რომ მართლა რამე დაგმართნოდა. - საჩვენებელი თითი მისკენ გაბშიკა და ძალიან სერიოზული სახით მოახსენა მისი აზრი გოგოს. ცარო გაკვირვებული მალიმალ არხევდა წამწამებს და ვერ მოეფიქრებინა რა ეპასუხა. სანდრომ, მოულოდნელად ხელისგულებში მოიქცია მისი სახე და ნეტარებით დაეწაფა ტუჩებზე.
- გთხოვ, ახლა არა... - ამოთქვა კოცნებს შორის, როცა მიხვდა, რომ გოგო რაღაცის თქმას აპირებდა. - რომ ჩამოვალ ყველაფერს გავარკვევთ და სახელს დავარქმევთ. ახლა კი უბრალოდ ნება მომეცი სახსოვრად ეს გემრიელი შეგრძნება წავიღო. - კიდევ ერთხელ დაეწაფა მის ტუჩებს და სწრაფად გაეცალა იქაურობას. სასიამოვნოდ გაკვირვებულ ცაროს დიდად არ შეუწუხებია თავი ფიქრით და სასიამოვნო შეგრძნებებით თავადაც გადაეშვა სიზმრების სამყაროში.

* * *
სამზარეულოში შესულ ცაროს ნამდვილი სიურპრიზი ელოდა. მაგიდასთან ორი ქალი დახვდა, რომლებიც ნეტარებით მიირთმევდნენ ყავას და თან ჭორაობაში ისე გართულიყვნენ ცარო ვერც კი შეამჩნიეს.
- ვითომ გაახარებს სანდროს ჩემი ნახვა? - კეკლუცად ეკითხებოდა ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა ასაკით აშკარად უფროს ქალბატონს.
- რა თქმა უნდა შვილო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წყვილი შედგება. ვიცნობ ჩემს შვილს. ერთნაირი გემოვნება გვაქვს. - გაუღიმა და ხელი ხელზე დაადო ქალმა.
- გამარჯობა. - ხმადაბლა მიესალმა მოსმენილით შოკირებული ცარო.
- გამარჯობა. არც დამხვდურები ჩანდნენ ნაკლებად გაკვირვებულები.
- შენ ახალი მოახლე ხარ არა? ამიტომაც არ გიცნობ. აქამდე რას აკეთებდი? შუადღემდე გძინავთხოლმე? - მედიდურად ჟღერდა უფროსი ქალბატონის ხმა, რომელიც როგორც მათი საუბრიდან დაასკვნა სანდროს დედა უნდა ყოფილლიყო.
- მე... - რაღაცის თქმა დააპირა გოგომ, მაგრამ ქალმა არ დაანება.
- მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია სწრაფად მიხედო საქმეს და ჩვენი ჩემოდნები დააბინავო. შემოსასვლელთან დევს. ჩემი ჩემოდნები სანდროს მოპირდაპირე ოთახში შეიტანე. ლიკუნასი კი სანდროს გვერდით სასტუმრო ოთახში. ამოლაგებით თავს ნუ შეიწუხებ თავად მივხედავთ. - ცარო დაიბნა. ვერ მოიფიქრა რა ჯობდა ეთქვა მოახლე რომ არ იყო თუ... რომ ეკითხა მაშინ ვინ ჯანდაბა ხარო რა უნდა ეპასუხა? თან ეს გოგოც სანდროს საცოლეა როგორც ჩანს დდა მისმა გაუაზრებელმა რეპლიკამ საქმე რომ გაუფუჭოს?.. ჰოდა არჩია არაფერი ეთქვა და მოახლის ბედს შეგუებოდა. უსიტყვოდ გატრიალდა და ჩემოდნები მეორე სართულზე აათრია. ჯერ სანდროს დედის ჩემოდნები დააბინავა. მერე ლიკუნას ჩემოდნებს მოჰკიდა ხელი და აღმოაჩინა, რომ სანდროს ოთახის გვერდით მხოლოდ მისი ოთახი იყო. ანუ, გამოდის უნდა დაეცალა. დაეცალა რა, სულ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჰქონდა, მაგრამ სადღაც ხომ უნდა მოთავსებულიყო. ახლა გააცნობიერა, რომ სახლი არც კი დაეთვალიერებინა და არ იცოდა სახლში მეტი საძინებლის არსებობის შესახებ.
- ღმერთო ჩემო, ამდენ ხანს რას აკეთებ? - ცაროს სმენას მისწვდა სანდროს დედის ხმა, რომლის სახელი ჯერაც არ იცოდა.
- აქ ვარ ქალბატონო. - მაშინვე მასთან გაჩნდა ცარო.
- სანდრო სად არის?
- ქალაქში არ არის. რამდენიმე დღით საზღვარგარეთ წავიდა.
- სად?
- არ ვიცი ქალბატონო.
- რუთი? სად არის ჩემი გოგონა?
- ანტალიაში ისვენებს ძიძასთან ერთად. - გაახსენდა სანდროს ნათქვამი.
- შენ რა გქვია?
- ცარო.
- ცარო. - გაიმეორა ქალმაც. -უცნაური სახელია. მაგრამ ლამაზი. სანდრო როდის დაბრუნდება?
- არ ვიცი ქალბატონო. დაცვას ეცოდინება.
- დაცვას არა? მე სანამ აქ ვარ ლაშა აქ ფეხს ვერ შემოდგამს. ვერც მისი დამქაშები.... კარგი, წადი, საქმეს მიხედე.
ცარომ პირველ სართულზე საძინებელი იპოვა, თავისი ნივთებიც აქ გადმოიტანა. მთელი დღე რეცხვასა და დალაგებაში გაატარა. რამდენიმე თავი კერძიც მოამზადა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას დიდი ვერაფერი მზარეული იყო და ქალბატონის რისხვაც დაიმსახურა. ამასობაში სადედამთილო-სარძლო საქორწილო გეგმებს აწყობდნენ. რაზეც ცაროს სული ეწვოდა, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. ოთხი დღე ტანჯვაში მიილია. უკვე დასაძინებლად ემზადებოდა ქალბატონმა რომ დაუძახა.
- ხვალ შუადღისთვის შეგიძლია წახვიდე. შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ნამდვილად არ გეხერხება მზარეოულობა. დაბნეულიც ხარ. თან სანდროზე უკვე ლიკუნა იზრუნებს. ახლა დაისვენე ხვალ კი გაორმაგებულ გასამრჟელოს მიიღებ. ისე რამდენს გიხდიდა სანდრო? - ჩამჭრელი კითხვა დასვა ქალმა.
- მე... არ ვიცი... - გაწითლდა და თავი დახარა ცარომ. - ქალმა გაკვირვებულმა ასწია წარბი. - ეს როგორ?
- მე... ჯერ ანაზღაურებაზე არ შევთანხმებულვართ.
- კარგი. გავარკვევთ. ახლა დაისვენე.

* * *
ცხრა სრულდებოდა სანდრო სახლში რომ შევიდა. პირველად ცაროს ოთახს მიაშურა... გოგოს ფანჯრებისთვის მუქი ფარდა ჩამოეფარებინა და მზის სხივებს ჯერაც ვერ შეეღწიათ მის ოთახში. სანდრომ ჩუმად დაუდო პაწაწინა ყუთი კომოდზე და წინასწარ დაწერილი ბარათიც ,,გთხოვ ნუ გაჯიუტდები და ეს კულონი გაიკეთე, ძალიან გამახარებ. სანდრო" გვერდზე მიუდო. საწრაფად გაბრუნდა უკან. ახლა ყავავ რომ არ დაელია მოკვდებოდა. ძალიან დაღალა მგზავრობამ. თან იქაც სრულ გადადრბენაზე იყო, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად დაბრუნებულიყო საყვარელ ქალთან. სამზარეულოში მოფუსფუსე ქალში დედა რომ ამოიცნო სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.
- დედა.
- სანდრო! დაბრუნდი შვილო? - გულში ჩაეკრა და თმაზე ფერება დაუწყო ბიჭს.
- როდის ჩმოხვედი დედა? ან რატომ არ გამაფრთხილე?
- სიურპრიზი მინდოდა მომეწყო. ძალიან მომენატრე შვილო. რამდენი ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ.
- მეც მომენატრეთ დედა. ბევრი საქმე დამიგროვდა, მაგრამ ცოტაც და ბოლოსკენ გავალ და ხშირად ვნახავთ ერთმანეთს. ცაროს უკვე გაიცნობდი...
- სანდროოო. - კივილით წამოვიდა მისკენ ლიკუნა და ყელზე მოხვია ხელები.
- ვა ლიკუნა? შენც აქ ხარ? - გაუკვირდა სანდროს. თუმცა ისიც შეემჩნა, რომ მაინცდამაინც არ ახარებდა ეს ფაქტი.
- მე ჩამოვიყვანე შვილო. დროა ოჯახს მოეკიდო. აქაურობას დიასახლისი სჭირდება.... - სანდრო როგორც კი მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი დედამისს მაშინვე შეაწყვეტინა.
- დედა. როდიდან გეგმავ ჩემს ცხოვრებას და მე არ ვიცი?
- მე და დედამ უკვე ყველაფერი დავგეგმეთ. რამდენიმე კვირა დაგვჭირდება სამზადისისთვის. -წამოაჭარტალა ლიკუნამ. სანდრომ ამრეზით შეხედა გოგოს და ცაროსთვისს განკუთვნილი კულონი მის ყელზე რომ შენიშნა გაღიზიანდა.
- ეს კულონი შენ რატომ გიკეთი?
- შენ არ დამიტოვე დილას საწოლთან?
- იმ ოთახში შენ რა გინდოდა. ცარო სადაა? იღრიალა სანდრომ.
- ცარო დავითხოვე შვილო. არაფერი მაგას არ ეხერხებოდა. აწი ლიკუნა იზრუნებს შენზე და მოახლე აღარ დაგჭირდება.
- რა ქენი? - ყურებს არ უჯერებდა ბიჭი.
- დავითხოვე. - მხრები აიჩეჩა ქალმა, რომელიც ვერაფრით მიმხვდარიყო რა დააშავა. ამ დროს სანდროს ტელეფონმა დარეკა. დაცვა იყო.
- ბატონო ტაქსი მოვიდა. ქალბატონი ცარო გამოვიდა ჩანთით ხელში, მგონი სადღაც მიდის.
- ლევან შეაჩერე. ახლავე გამოვალ. თქვენ მოგხედავთ რომ მოვბრუნდები. - მიუბრუნდა ოთახში გასუსულ ქალებს და ეზოში გავარდა.
- ცარო. არ წახვიდე. მენდე გთხოვ. - მიეჭრა და გულში ჩაიკრა ბიჭმა.
- სანდრო...
- ჩუმად. ვიცი, ყველაფერი ვიცი... გაგაგიჟეს იმ გველაძუებმა მაგრამ ნაწყენი ვარ შენზე. რატომ არ უთხარი ვინც იყავი? ყველას როგორ უნდა მისცე უფლება დაგამციროს? როდის ისწავლი საკუთარი ღავის დაცვას ცარო?
- და ვინ ვიყავი. ვინ ვარ სანდრო? რა უნდა მეთქვა? - თვალებში ჩახედა გოგომ.
-მართალი ხარ. ამ ყველაფერს ახლავე მივხედავთ. - თქვა ბიჭმა და ხელჩაკიდებული გოგო სახლისკენ წაიყვანა.
- მაშ ასე ქალბატონებო. - შევიდა თუ არა სახლში დაიწყო სანდრომ. - პირველ რიგში ოთახი დაცალე ლიკუნა...
- შენს ოთახში გადავდივარ? თვალები გაუბრწყინდა გოგოს.
- ქვემოთ ჩამობარგდი ოღონდ ჯერ ცაროს საწოლზე თეთრეული შეუცვალე.
- ვერ გავიგე?
- ცაროს ოთახი გაუნთავისუფლე და პირველ სართულზე დაბინავდითქო რა ვთქვი საოცარი?
- სანდრო როგორ იქცევი? რა უნდა მოახლეს სასტუმრო ოთახში?
- ეს ჩემი სახლია და წესებსაც მე ვადგენ დედა. მეორეც საიდან მოიტანე, რომ ცარო მოახლეა? საიდან? - იყვირა ბიჭმა.
- რა გაღრიალებს? თავად დავასკვენი გამასამართლე ახლა ამისთვის. აბა ვინ უნდა ყოფილიყო კითხვა რა საჭირო იყო?
- ის არის ჩემი და ამ სახლის ქალბატონი დედა. ამ სახლის დიასახლისი ცარო ადამიაა. ჩემი გული, სული და სიყვარული. ჩემი ცაროა დედა, მთელი ორი წელი ქუჩა-ქუჩა რომ დავეძებდი ის ცაროა დედა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათი სახელი ჰქვია შენ ვერ მიხვდი ვინც იყო, იმიტომ, რომ ყოველთვის ლიკუნათი იყავი დაკავებული და ჩემი სურვილისა თუ ტკივილისთვის გულისყურით არასოდეს მოგისმენია. ახლა მე და ცარო გავალთ თქვენ კი აქაურობა მოაწესრიგეთ. ლიკუნას კვალიც აღარ დამხვდეს იმ ოთახში სადაც შჩემმა გულმა უნდა იცხოვროს. - ხელი ჩაჰკიდა თვალებგაფართოებულ გოგოს და კარისკენ წაიყვანა. მერე მოულოდნელად მოტრიალდა და ლიკუნას ყელზე ჩამოკონწიალებული კულონი ჩამოგლიჯა. ერთხანს ხელში ატრიალა მერე კი სანაგვეში ჩაუძახა.
- ეს შენ ჩამოგიტანე, მაგრამ ახლა აღარ მინდა სხვისი ხელის შენახები სამკაული გამშვენებდეს. მაგრამ ვერც იმას დავუშვებ სხვამ ატაროს ის, რაც შენ გეკუთვნოდა. ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ოთახიდან გაიყვანა.



პ.ს. ბევრი ადამიანი გამინაწყენდა დაგვიანების გამო, რომელიც ჩემი ბრალი სულაც არ ყოფილა. ადმინისტრაციამ რამდენჯერმე წამიშალა მეათე თავი სრუალიად აბსურდული მიზეზების გამო ' აღწერა უნდა იყოს სამი ოთხი ხაზი". ვინაიდან დედნებს ვერ ვინახავსდი რამდენჯერმე მომიწია ხელახლა დაწერამ. მუზა ყოველთვის არ მოდის და ვერც უკვე დაწერილს ვიზეპირებ ამის გამო სრულიად გამიქრა წერის და მითუმეტეს აქ ატვირთვის სურვილიც. ახლა ერთმა ჩემმა მკითხველმა 'თათუმ" მომწერა, რომ კიდევ ერთხელ მეცადა იმ ადამიანებისთვის ვინც ასე მელოდა. მადლობა მას მოტივაციისათვის.
ადმინისტრატორო იმედი მაქვს, რომ ისევ არ დამბლოკავ.



№1 სტუმარი teona

როგორ გამახარე დაბრუნებით kissing_heart kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

მეგონა მეჩვენებოდა, არ დაიკარგო, ძალიან კარგია....წარმატებები.

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Auuu, gamixarda ro vnaxe axali tavi:-) imedia agar gagawvaleben ds daideba ro atvirtav. Warmatebebi:-*

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

კარგია,ველოდებით ახალს,მეგონა მომეჩვენა, რომ დავინქხე

 


№5  offline წევრი gabi du

teona
როგორ გამახარე დაბრუნებით kissing_heart kissing_heart

რეალურად მე სულ თქვენს გვერდით ვიყავი. მიხარია, რომ შემიძლია თუნდაც რამდენიმე წუთით გასიამოვნოთ.

სტუმარი მანანა
მეგონა მეჩვენებოდა, არ დაიკარგო, ძალიან კარგია....წარმატებები.

მაქსიმალურად ვეცდები ხხვალვე დავდო მომდევნო თავი. :*

[quote=სტუმარი Mariamimari]Auuu, gamixarda ro vnaxe axali tavi:-) imedia agar gagawvaleben ds daideba ro atvirtav. Warmatebebi:-*[/
რამდენჯერაც არ უნდა დაწერო არასოდესაა ისეთი, როგორიც პირველად. ამიტომაც გული ამიცრუვდა თითქოს. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. მადლობა, რომ კითხულობთ.

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

იმდენი ხანი გელოდებოდი და ისე გამიხარდა შენი დაბრუნება <3 <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?

 


№8  offline წევრი gabi du

როგორც ყოველთვის, მოდერატორის განაჩენს ელოდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent