შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცდელი კურდღელი


20-03-2020, 19:49
ავტორი Nino katcheishwilli
ნანახია 1 183

იმ საღამოს,მისი გაუჩინარების ამბავი რომ შეგვატყობინა დედამისმა მე და ჩემი ძმა სახლში ვიყავით,დილიდანვე ეტყობოდა,რაღაც ისეთი პირი რომ არ უჩანდა ამ ყველაფერს. ჰოდა,ზუსტად საღამოს ცხრა იყო,დაგვირეკეს.
ლუკას სახე მახსოვს,არასდროს დამავიწყდება,მოკვდაო შეიცხადა და რამდენიმე ცრემლი გადმოაგორა. ადეკვატური რეაქცია არ მქონია,წყნარად ავიკარი გუდა-ნაბადი და საწოლ ოთახში ავიხიზნე. 29 საათი ვიწექი,არც ვფიქრობდი,უბრალოდ ვიწექი,არავის შევუწუხებივარ,ზუსტად იცოდნენ რაც ხდებოდა ჩემს თავში და იზოლირება ამჯობინეს.
29 საათის შემდეგ,ყველანაირი მოთხოვნილება ერთად რომ გამიჩნდა მისაღებ ოთახში ჩავფრატუნდი და მთელს საგვარეულოს,ერთად რომ იყვნენ შეკრებილნი,გამოვუცხადე. -ალექსანდრე ცოცხალია, ნუ გეშინიათ,მე კიდე,საფრანგეთში მიივდივარ,საერთოდ - დედაჩემის წარბები მახსოვს შეკრული,მერე წავედი და პარიზული დღეები ყველაზე პატარა სახლში გავატარე,სანდროთი იწყებოდა და მთავრდებოდა დღე. სადრო მესიზმრებოდა,სადრო მელანდებოდა,სანდროს ველაპარაკებოდი,სანდროს ვუმზადებდი საუზმეს,სადილს,ვახშამს. სანდროზე ვწერდი,სანდროსავე ნაკარნახევს და სანდროსვე ვწერდი უკიდეგანოდ დიდ წერილებს.

სანდრო.
ალექსანდრე.
ლექსო.
მაჩაბელი.
მაჩო.
ან,ყველაზე ოფიციალურად,მხოლოდ ჩემთან.
ალექსანდრე მაჩაბელი.



თავი პირველი.

მინიატურის პრეზენტაცია.

ოცი წელი რომ შემისრულდა,გამომცემლობა “სათაგურის” რედაქტორმა,მარინე ხეთაგურმა ჩემი რომანი გამოსცა. მარინე დედაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო და ჩემი პირველი ჩანაწერიდან მოყოლებული თითქმის ყველაფერი წაკითხული ჰქონდა. რა თქმა უნდა,თითქმის,ყველას გვაქვს რაღაც,რასაც არავი ვაკითხებთ,მეც მქონდა ჩემი მინიატურები,ომ მეგონა ვერავინ გაიგებდა და აზრადაც არ მომსვლია ვინმესთვის მეჩვენებინა.

წიგნის პრეზენტაციიდან სახლში ვბრუნდებოდით მთელი ოჯახი,ნენე ზარანდიამ რომ დამირეკა,შენ და ლუკა ჩემთან გამოდით,ლუკას ძველი მეგობარი ჩამოვიდაო. ნენეს ძმა ჩემი ძმის მეგობარი იყო და ასე და ამგვარად ერთად გამოვდიოდით გაზრდილები.
ნენესთან მისულს,წიგნის პრეზენტაცია მომილოცეს,პირველი ხუთი წუთი მე ვიყავი განხილვის საგანი,შემდეგ გადაკარგული მეგობარი შემოვიდა ოთახში. ყველამ რომ მოისიყვარულა,ბოლოს ნიკოლოზმა,ნენეს ძმამ ჩემი თავი წარუდგინა.
-ლექსო, გაიცანი,ეს ლუკას დაა,კესო. - არ მახსოვს ზუსტად რა ხდებოდა ირგვლივ,ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
- თქვენთვის,ალექსანდრე მაჩაბელი,კესარია. - მეც ჩამოვართვი ხელი და შვიდი წამი გაშეშებული ვუყურებდი.ოდნავ ავღელდი. სიტუაცია ისე წარიმართა,რომ ჩემი პირველი მინიატურა ამ შეკრების ბოლოს წავიკითხე.
-კესო,რამე წაგვიკითხე შენი,ლექსოს დაბრუნების და შენი პირველი წიგნის პრეზენტაციისა იყოს. - დაჩი დევდარიანმა ჩემი ჩანთა გამომიწოდა,კრებულის ამოსაღებად.
-დაჩი,აარ გვინდა.. -შევეცადე გადამერწმუნებინა.
-მწერალი ხარ,კესარია? -მკითხა მოურიდებლად სანდრომ.
-მთლად მწერალი,არა! - ავუხსენი სანდროს და დაჩის მუდარის თვალები მივაკარი.
-მით უმეტეს,წაგვიკითხე რამე. -დაჩის სანდრო აჰყვა,სანდროს თემუკა,თემუკას ლიზა და საბოლოოდ დამითანხმეს.
-ყველა ნაწერს თავისი განმარტება აქვს. -დავიწყე ახსნა. -მაგარმ ვერ დაგპირდებით,რომ სათქმელს ღიად დაინახავთ. - უდარდელი ღიმილით დამიკრეს თავი და ინტერესიანი მზერები ერთმანეთში გაცვალეს.

-წვიმა.
განთიადი.
ლილიტის ვარდის აღზევების ბუტაფორიული მოძღვრება.
შენი მოიისფრო თვალი,ჩემი მოლურჯო მზერა.
გავარვარებული ხელის მტევნის ნაზი მიმოქცევა.
შეფერმკრთალებული ღრუბლები და მათში გაბნეული საკუთარი ეგო,რომელსაც ვერ ვიკმაყოფილებ უშენობის ნოტიო ჰავაში დაკარგული რამდენიმე ბგერის გაბმით.
დავიკარგები.
დაიკარგები.
დავიკარგებით.
მინდა გაწვიმება.
გარინდული ნაბიჯის აჩქარებით რომ გავუყვე ქუჩას,რომელიც არ დამთავრდება,იმედით,რომ დამთავრდება.
და თუ გაჯიუტდა ფიქრი,გაგიმწვავა აზროვნება,ჩაგაცივდა მკვლელად,არ მიუშვა შენთან ახლოს.
მე კი მახსოვს,ნადგურდება ქვით ქვიშაზე ნაკაწრები,ყველა.
ფეტიში მაქვს ვარდისფერის,გამძაფრებულად აღვიქვამ ფერებს.
არ მინდა უსაშველო განსხვავების გამოვლენა.
მარიონეტად ათამაშებულს,აზრი რომ დამიმონებს ფიქრი რომ მომმართავს თავისი ხელით,ვფიცავ,ჩემი მოქმედების ფსევდოადრესატს,რიგად ჩალაგებულ ლურჯსა და ცისფერს,ტონალობათა ცვალებადი მოღრუბლულობით დავიზეპირებ,აღარ ავურევ და არც დავურევ.
მარათონის ნომრებს მივაკრავ და მეცოდინება,რომ არც იისფერია თაფლის ფერის დასახასიათებლად გამოსაყენებელი სიტყვა და ვერც ლურჯი ვერ ასახავს ღაწვების იმ მქრქალ ვარდისფერს,წვიმის წვეთსაც რომ უდუღებს გაყინულ სულსა და გონებას.
თუ დავიკარგე,ჩემს თავში ვიპოვი ამბივალენტურ სამყაროს,თავიდან დავიბადები,მოვლენად. თუ დაიკარგე,პათოლოგიურ სამყაროს შექმნი არაფრისგან და ისე იცხოვრებ როგორც ღმერთი.
თუ დავიკარგეთ, ვეღარ გვიპოვიან, ქუჩას გავყვებით,ედემური ჰარმონიით,უშფოთველი ნაბიჯებით,უშიშარი, თავგადასავლისმაძიებელი მზერათა თამაშით.
დაუსრულებელს, დასრულების ამაო იმედით.

მინიატურის კითხვა დავამთავრე თუ არა,კრებულიდან თავი არ ამომიღია,უფრო ღრმა,არქეოლოგიურ ძიებში გადავდიოდი,სანდრომ სანამ არ დაარღვია უხერხეული სიჩუმე.
-ავთო მახათაძე დაუბრუნებიათ ნაკრებში,გაიგეთ? - და უხერხული სიჩუმე წამში შეცვალა მრავალხმიანმა სიცილმა.
ეს იყო და ეს,იმის მერე ორი თვე არ მინახავს.
10 ივნისი იყო,ჩემი დაბადების დღე,ლუკამ დამირეკა,დროზე სახლში მოდიოდ და მეც უკან არ მომიხედავს თავკუდმოგლეჯილი რომ გავვარდი სახლში. მისაღებში შესულს,ლუკას მთელი სამეგობრო დამხვდა,სახეები ჩამოსტირვოდათ ყველას და ჩემს მისვლას ელოდებოდნენო თითქოს,ლუდის ბოკალი რომ გამომიწოდა ნიკოლოზმა და დაიწყო.
-კესო,რას შვები დღეს? - თვალი ერთხელ კიდევ მოვავლე შეკრებილ საზოგადოებას,იმის იმედით,რომ სანდრო იქნებოდა რომელიმე.
-არაფერს,ახლა ავალ და დავიძინებ -განვუცხადე და კარისკენ შევტრიალდი რომ შემომაგება ლუკამ სიტყვეები.
-კეს,დღეს ლექსოს ნიშნობაა,არ წამოხვალ? - შენელებული მოძრაობასავით იყო,თითქოს ფილმში ვიყავი,სანამ ყველაფერს გადავხარშავდი. მერე ერთიანად ჩავისუნთქე,შევბრუნდი და გავუღიმე.
-ჰო,აბა რას ვიზამ.

მთელი საღამო დეასთან,ჩემს მეგობართან ერთად გავატარე,თბილისის რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმრო-რესტორანში.
-ხვალ ბათუმში მივდივარ. -ვუთხარი დეას და ფრანგულ სიმღერას ავყევი. სანდრო არ მინაახავს,მის საცოლეს გგვერდიდან არ შორდებოდა,მაშინ გავიაზრე რა შეიძლება ყოფილიყო ნამდვილი სიყვარული,პირველად. უკვე სახლში წამოსვლა რომ გადავწყვიტეთ,დეას ხელი მოვკიდე და სანდროსთან მივედით.
-ალექსანდრე,გილოცავ. -გამიღიმა და გაწვდილ ხელზე ხელი მომარტყა,გამიკვირდა. -ბედდნიერებას გისურვებ,ნახვამდის. - გავუღიმე და პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე წამოვედი.

სახლში ახალი მისული ვიყავი,უცხო ნომერმა რომ დაიწყო რეკვა და დაწყნარებულს ისევ რომ ამირია ფიქრები.
-გისმენთ. - ვუთხარი და პასუხს დაველოდე.
-კესარია,რამე შენი წამიკითხე. -მივხვდი სანდრო იყო და კრებულს დავწვდი. პირველივე მინიატურა წავუხითხე.

-სადღაც
სივრცეში
მოჩანს.
არ მოჩანს.
ან
კი
ვსაუბრობ,მე საუბრობ-შენ და ის?
სად გაქრებოდი თუ იცოდი?! მე მეგონა ყველამ იცოდა,შენ კიდე ყველაზე უფრო. მარტივად გავალღობდი ალეგორიულად სათქმელს,ვფიცავ!
თვალებს რომ არ ვხუჭავდე და თავიდან არ ვახელდე,როგორ არ მეცოდინებოდა,როგორ ვერ დავინახავდი,მერე იქნებ მქონოდა შანსი და აღმებეჭდე ჩემს არაცნობიერში,ყოველ ღამე რომ დამსიზმრებოდი და ხატებად მოვლენილს შენი ხმა,ოდნავ ხრინწიანი და ყველაზე ღრმა,რაც ოდესმე მსმენია, მალამოდ არ მომლამუნებოდა.
ვინ თქვა?
რამ ათქმევინა?
თუ თქვა მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა?
მე მეგონა ექნებოდა.
შენ,შენც ხომ გეგონა რომ უმიზეზოდ არ გადმოაფრქვევდა სიტყვათა კორიანტელს და უსიერად არ აქცევდა შეცდომათა კულტს.
არაფერი.
ყველაფერი.
ნაირფერი.
ფერი.
ან
არა და ფერი
თუ
არა-ფერი?
ვერ დაუშვებ დასაშვებლად დაუშვებელს,წლებში თუ გაფანტავ ან არა,ვერ გაფანტავ. ძალისხმევა არ გეყოფა და ამაოდ დროს დახარჯავ.
გესმის? მინდა იცოდე,ვისთვის თუ რისთვის თუ რატომ თუ სადღაც-ყველგან. გესმის? მინდა იგრძნო და შეგარყიოს გრძნობათა უაზრო მოზღვავებამ ტალღებად.
გესმის? და თუ არ გესმის, როგორ მარტივად გესმის მაშინ.
ყველგან.
არსად.
სადღაც.
რაღაც
უფერულდება.
მე. თუ შენ. თუ ის.
უაზროდ ან აზრიანად,ან აღარც ოცნებად სივცრესთან ჩაეშვა სასაუბროდ.
დავამთავრე თუ არა კითხვა,ღრმა ჩასუნთქვის ქმა მომესმა ყურმილის იქით.
-კესარია,ერთხელ ჩემზეც დაწერე,გთხოვ! - ტელეფონი სწრაფად გავთიშე და ფანჯრის რაფაზე ავხტი,ცოტა ვიტირე,დაუწყებელი სიყვარული გამოვიგლოვე. იმ დღის მერე,ალექსანდრე მაჩაბელზე სიტყვა არ მიხსენებია არსად,არც ერთ ნაწერში,არც ერთ მინიატურაში.



№1 სტუმარი Mari shubitidze

აუ რაკაია გააგრძელე

 


№2  offline მოდერი guroo

საინტერესო გადაწყვეტილებაა მინიატურების ჩართვა. თან ის ამძაფრებს ამ საინტერესოობას, რომ მართლა ჩართვასავით არის მინიატურების მონაკვეთი: თითქოს მაღალი დენი მოვარდა და განათდა წამიერად ის ადგილი, სადაც კესარია თავის ნაწერებს კითხულობს. ზუსტად ასე დიდი და სასიამოვნო განათებებია მკითხველისთვისაც, რომელლსაც დახვეწილი ტექსტის კითხვა სურს.
ძალიან კარგად წერ, მძაფრი ემოციურ-მენტალური სიღრმეები შეეიმჩნევა ზოგიერთ ადგილას. ამიტომ, არ მოდუნდე და წერა გააგრძელე

 


№3  offline წევრი Nino katcheishwilli

მადლობა ასეთი კარგი შეფასებითვის,ვეცდები იმედი არ გავუცრუო მკითხველს.. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent