მექანიკურად! (დასასრული)
ლევანი ადვილად შეეჩვია თავის ახალ ბინას და მარტო ცხოვრებას. ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. თათა და ის, ძალიან კარგად იყვნენ ერთად, მას შემდეგ სერიოზულად არაფერზე უკამათიათ,მხოლოდ წვრილმან რამეებზე თუ წაიკამათებდნენ ხოლმე. სხვა მხრივ ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ,თავად თათასაც უკვირდა. ამასობაში ლევანის მშობლებიც ჩამოვიდნენ გერმანიიდან,დიდი ალბათობით სამუდამოდ. თათას მამა ისევ ვერ ახერხებდა ჯერ საქართველოში დაბრუნებას. -მა,მძალიან მენატრები-თბილად უთხრა თათამ-ერთი სული მაქვს ჩამოხვიდე -მეც ძალიან მომენატრე და იქაურობაც მომენატრა. წლის ბოლომდე არ ამქვს იმედი,რომ ჩამოვალ საქართველოში- მოწყენილმა უპასუხა თემომ -ცუდი-ამოიოხრა -შენკენ რა ხდება მა?-ინტერესით შეეკითხა შვილს -რავიცი,ძველებურად-მხრები აიჩეჩა -ბიჭი როგორ გყავს?-ეშმაკურად ჩაეკითხა,თათას გაეღიმა. ლევანზე მამამისმა ყველაფერი იცოდა. თათამ უამბო,რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ. თემო ასე თუ ისე იცნობდა ლევანს და შვილის არჩევანი არ დაუწუნებია -კარგად-გაუღიმა თათამ-ძალიან ბედნიერი ვარ მასთან-ლევანის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა -გეტყობა,მასზე რომ ლაპარაკობ ანათებ -ძალიან მინდა მალე გაგაცნოთ ერთმანეთი -მოვა ეს დროც-გაუღიმა თემომ -მა, რაღაც მინდა რომ გითხრა-ყოყმანით დაიწყო თათამ,ვერ გადაეწყვიტა უნდა ეთქვა თუ არა,მაგრამ რადგან დაიწყო უნდა გაეგრძელებინა -გისმენ აბა-დაინტერესდა თემო -ოღონდ შემპირდი რომ არ გაბრაზდები-გააფრთხილა წინასწარ -ოჰო, ახლა უფრო დავინტერესდი-ცალი წარბი ასწია -ლევანმა ერთად ცხოვრება შემომთავაზა-თქვა და თითების მტვრევას მოჰყვა,თან ტუჩებს იკვნეტდა.თემოს სახეზე ვერანაირი რეაქცია ვერ ამოიკითხა -მერე?-მკაცრი ტონით ჰკითხა-შენ რა უპასუხე -არ დავთანხმდი-თავი ჩახარა -მაგრამ, გინდა ხომ?-თათამ თავი დაუქნია -ოფიციალურად შემოგთავაზა მასთან გადასვლა,როგორც ცოლი თუ როგორც შეყვარებულები?-მაინც დააზუსტა -როგორც შეყვარებულები -მდაა-ამოიოხრა თემომ-ახლა აქ და ევროპაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,არავის უკვირს,პირიქით წყვილების უმრავლესობა ასე აკეთებს,მაგრამ საქართველომდე ჯერ არ ჩამოსულა ეს ტენდენცია,ამიტომ ხალხი იჭორავებს,ხომ იცი? -კი,ვიცი და მეც მაგიტომ შევიკავე თავი,არადა ძალიან მინდა მასთან მა...-გულწრფელად უთხრა -დედაშენმა რაო? -მისთვის არ მითქვამს არაფერი-თემო რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. ის იყო კაცი,რომელიც სტანდარტული ქართული მენტალობით არ გამოირჩეოდა, ბევრი უნახავს და ხედავდა ამ ცხოვრებაში და ძალიან თნამედროვედ აზროვნებდა,ამიტომ იყო თათამაც პირველი მას რომ უთხრა,იცოდა მამამისი ცოტა სხვანაირად გაუგებდა. -თათა მა, მე შენ გენდობი,ვიცი რომ ცუდს არაფერს ჩაიდენ და ისეთ ნაბიჯს არ გადადგამ, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოს. შენ თუ თვლი,რომ მასთან გინდა და ბედნიერი ხარ, მასთან ერთად ცხოვრება ბედნიერებას მოგანიჭებს, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, მე მხარს დაგიჭერ- მოკლედ მისცა თანხმობა.თათას თვალები გაუბრწყინდა -მართლა? მართლა არ ხარ წინააღმდეგი რომ მასთან გადავიდე? -შენ თუ პრობლემა არ გექნება,არც მე არ მექნება თათა. ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერი იყო,ხომ იცი ძალიან მიყვარხარ. ვიცი ახლა ვენები უნდა გადამეხსნა,როგორც ტიპიურ მამას,რას ჰქვია შეყვარებულთან ერთად გადადიხარ საცხოვრებლად ქორწინების გარეშეთქო,მაგრამ იცი რომ ასეთი არ ვარ და შენი გაგება შემიძლია. ხოდა მოდი,ისე ქენი,როგორც შენ მიგაჩნია სწორად -მერე ნათესავები რას იტყვიან?-უცებ მოიღუშა -ოუფ, მაგათი აზრი ჯანდაბაში გაუშვი-გაეცინა თემოს-ყველა ჩემთან გადმოამისამართე თუ რამეს გეტყვიან და მე მოვუვლი-თვალი ჩაუკრა -სასწაული ხარ მა,ძალიან მიყვარხარ-თბილად გაუღიმა,ბედნიერმა თათამ -მეც ყველაზე ძალიან მიყვარხარ და აბა შენ იცი,გადაწყვიტე და იმოქმედე-გაუღიმა. თათამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ეკრანიდან. მერე თბილად დაემშვიდობა და ბედნიერმა გათიშა კომპიუტერი. უკვე თითქმის დარწმუნებული იყო,რომ ლევანთან გადავიდოდა. მერე თავისი ოთახიდან გავიდა, უნდოდა დედამისსაც დალაპარაკებოდა ამ თემაზე და მისი აზრიც მოესმინა, მაგრამ დედამისი წინააღმდეგი რომ ყოფილიყო,თათა მაინც ისე მოიქცეოდა,როგორც მას უნდოდა -რაღაც მინდა გითხრა-პირდაპირ უთხრა მისაღებში მჯდარ დედამისს,რომელიც რაღაც გადაცემას უყურებდა. თეამ ტელევიზორი დაასტოპა და თათას შეხედა ინტერესით. თათა მის წინ ჩამოჯდა -მნიშვნელოვანი რამ გადავწყვიტე და მინდა იცოდე-შესავლების გარეშე დაიწყო.თეამ წარბები მაღლა აზიდა გაკვირვებისგან -და რა გადაწყვიტე აბა?-დაამთქნარა,ცოტათი დაღლილი იყო და ეძინებოდა -ლევანთან გადავდივარ საცხოვრებლად-პირდაპირ აჯახა.თეას ლამის თვალები გადმოსცვივდა -რას ბოდავ?-გაოგნებული იყო -არ ვბოდავ დედა, გეუბნები,ლევანმა თავისთან გადასვლა შემომთავაზა და მეც მინდა მასთან -ხვდები მაინც რას ამბობ? -კი-მტკიცედ უპასუხა -თათა გააფრინე? არ გრცხვენია? რას იტყვის ხალხი?-სტანდარტული ფრაზა მიაგება -არ მაინტერესებს. ხალხი არ წყვეტს ჩემს ბედს. დიდი დიდი 2 კვირა ილაპარაკონ და მერე სხვა საჭორაოს მოძებნიან, ასე რომ ამაზე აღარ ვდარდობ! -მე შენ უფრო ჭკვიანი მეგონე-იმედგაცრუებულმა უთხრა -და რატომ არ ვარ ჭკვიანი?რადგან საყვარელ მამაკაცთან მინდა გადასვლა და მასთან ყოფნა?-ირონიულად მიუგო -ხელი ეთხოვა ოფიციალურად თუ ასე უყვარხარ მაგ შენ კაცს,საყვარლად რომ გისვამს სახლში-არანაკლებ ირონიულად მიახალა თეამ.თათას ნერვბეი მოეშალა -საერთოდ არ მაინტერესებს ფურცელზე მეწერება თუ არა რომ მისი ცოლი ვარ.ჩემთვის მთვარი მასთან ერთად ყოფნაა და სულ ერთია ეს ოფიციალურად იქნება თუ არაოფიციალურად. თანაც ნუ გავიწყდება,შენ და კახაც არ იყავით ოფიციალურ ქორწინებაში-გაახსენა დედამისს თავისი ყოფილი,,ქმარი’’ -კისერს წაიტეხ და მიხვდები რასაც გეუბნები! -ლევანი კახა არ არის!კისრის წასამტვრევს კიდევ არაფერს ვაკეთებ! -ანუ გადაწყვიტე უკვე? -კი! -თუ ჩემი აზრი არ გაინტერესებდა რაღას მეკითხებოდი მაშინ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა -მე შენ გაგაგებინე ჩემი გეგმები,მინდოდა რომ გცოდნოდა და შენი მხარდაჭერის იმედიც მქონდა-იმედგაცრუებულმა მიუგო თათამ-მაგრამ როგორც ყოველთვის,შენ ჩვეულ ამპლუაში ხარ-გულდაწყვეტილმა მიუგო.თეამ არ შეიმჩნია თათას კომენტარი -და მამაშენმა იცის?-წარბაწეულმაშეეკითხა იმის იმედით,რომ მამამისი არ დასთანხმდებოდა ამაზე -წეღან ველაპარაკე და შენგან განსხვავებით მხარს მიჭერს-ნიშნისმოგებით უპასუხა თათამ -სულ გამოურეცხავთ მისთვის ტვინი მაგ ამერიკაში-ირონიულად წაკბინა თემოს -მამაჩემი ძალიან საღად და ლოგიკურად აზროვნებს-არ შეარჩინა მამამისის შეურაცხყოფა -ორივე ერთნაირი მეამიტები ხართ -მოკლედ, მე სავარაუდოდ მალე გადავალ,მინდა რომ იცოდე. სულ ეს იყო-უთხრა და მარტო დატოვა. თეას საერთოდ არ გახარებია თავისი შვილის გადაწყვეტილება.ჯერ ერთი,არ უნდოდა მისი შვილი არაოფიციალურ ურთიერთობაში ყოფილიყო და მასთან ერთად ეცხოვრა,რადგან არ უნდოდა მისი დაქალების საჭორაო ობიექტი გამხდარიყო და მეორეც, უკვე მარტო დარჩენაც აღარ უნდოდა.მაგრამ მიხვდა,რომ თათას რამე მტკიცედ თუ ჰქონდა გადაწყვეტილი,მას აზრს ვერ შეაცვლევინებდი. -აუ რა მაგარია-გახარებული იყო კატო სიახლით,როცა თათამ უთხრა რომ ლევანმა მასთან გადასვლა შესთავაზა,მაგრამ თვითონ რომ თანახმა იყო,ჯერ არ უთქვამს,უნდოდა პირველი ლევანს გაეგო -და შენ დათანხმდი ხო?-მერე ინტერესით შეეკითხა -არა-გაეცინა კატოს წამიერად შეცვლილ სახეზე -რატომ?-ხასიათი წაუხდა -ჯერ ვფიქრობ, ვნახოთ-მარტივი პასუხით მოშორა -აუ,კაი, ჯერ როგორ გამიხარდა და ახლა მეწყინა- მოიწყინა კატომ-მინდა რომ ჩემი რძალი გახდე -რძლობა არც შემოუთავაზებია მერე -რა მნიშვნელობა აქვს, მასთან გადასვლით არაოფიციალური ცოლი ხდები და შენ კი ჩემი რძალი-თავისი აღმოჩენით გაიბადრა კატო-მიდი დათანხმდი რა -ვიფიქრებ კატო-გაუცინა და მერე ამ თემაზე კატოსთან არ ულაპარაკია. ყველანაირად ცდილობდა თუ ამ თემაზე წამოიწყებდა კატო საუბარს,სხვა თემაზე ოსტატურად გადაჰქონდა და კატოც წუწუნებდა. კატოს ცხოვრებაში ისევ ერთფეროვნება იყო. გაგა იტალიიდან არ ჩამოსულა და არც არაფერი ისმოდა.ისიც მის ,,ქრაშების’’ სიას მიამატა და ზარდახშაში ჩაკეტა. კიდევ ერთი იმედგაცრუებული მოწონება შერჩა მხოლოდ. ასეთები ბევრნი იყვნენ კატოს ცხოვრებაში,რომლებიც ისევე გაქრნენ,როგორც გამოჩდნენ და გაგასაც იგივე ბედი ეწეოდა,სულ მალე. -უნამუსო გოგო ხარ,დღეს დილის მერე არ შემომხმიანებიხარ-საყვედურით შეხვდა ლევანი თათას -დღეს ხომ უნდა მენახე-გაეცინა თათას და ლევანს ჩაეხუტა-მომენატრე -არ მჯერა-ცხვირი აუბზუა -ასეთი ბუტია არ მახსოვხარ ლევან-სიცილით უთხრა თათამ და დაეჯღანა -ხო,რაღაცას მიკეთებ,შენი ბრალია-თითი მიუშვირა და მერე ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე -დღეს სხვა ტუჩსაცხი გისვია ხომ?-სიცილით ჰკითხა,იცოდა თათას რომ აბრაზებდა ასე -მომავალში წიწაკის არომატით წავისვამ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა -საინტერესო იქნება, მიყვარს ეგზოტიკა -ხოდა მიიღებ -დაველოდები-გაუღიმა და კიდევ აკოცა-ხო,კარგი, ტუჩებიც გემრიელი გაქვს-ეშმაკურად უთხრა და მანქანისკენ წავიდა -არა,მართლა ვერ გცნობ-ბუზღუნით მიყვა თათაც და მის გვერდით მოთავსდა. ლევანთან წავიდნენ სახლში. თათა ახლა უფრო დაკვირვებით ათვალიერებდა ბინას,რადგან ძალიან მალე ეს იქნებოდა მისი საცხოვრებელი და უკვე ეჩვეოდა. ძალიან უყვარდა ეს ბინა და ლევანიც გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა მასში.წამიერად ბედნიერებისგან გააკანკალა,წარმოიდგინა რომ ყოველდღე ლევანთნ იქნებოდა,მასთან ერთად დაიძინებდა,გაიღვიძებდა,ერთად ისაუზმებდნენ და ერთად ცხოვრებას შეეჩვეოდნენ,ფიქრებში ისე გაერთო,ვერც კი გაიაზრა რომ ეღიმებოდა,სანამ ლევანის დაკვირვებულ მზერას არ შეეჩეხა -მაპატიე ფიქრებში რომ გეჭრები,მაგრამ უკვე ორჯერ გკითხე პიცა გამოვიძახოთ თუ სხვა რამეს შეჭამთქო-სიმყუდროვე ლევანის კითხვამ დაურღვია -იყოს პიცა-გაუაზრებლდ უპასუხა,რადგან ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო ფიქრებიდან -რაზე ფიქრობდი?თან გეღიმებოდა -მართლა? რავიცი,მექანიკურად ალბათ-მხრები აიჩეჩა თათამ -ეს მექანიკურად რომ არ არსებობდეს,რა გეშველებოდა-თავი გააქნია და ტელეფონი მოიმარჯვა,პიცის გამოსაძახებლად. პიცა მალევე მოუტანეს და გემრიელად მიირთვეს. -დღეს არ გინდა დარჩე? -დღეს ვერა-უარი უთხრა თათამ -სულ უარს ამბობ,მგონი აღარ გიყვარვარ-თათამ წარბები ასწია -რა შუაშია -აბა სულ მე რატომ მინდა შენთან და შენ არა-ისე საყვარლად უთხრა,თათმ ლამის გადაიფიქრა და დასთანხმდა. მაგრამ ჯერ უნდოდა ცოტა ეწვალებინა, ისედაც მალე სულ მასთან იქნებოდა. ამიტომ არ აპირებდა მანამდე აქ დარჩენას -გპირდები გამოვასწორებ-ღიმილით წამოდგა,კალთაში ჩაუჯდა და ხელები მოხვია. ლევანმა ტუჩები მის შუბლს მიადო და ღრმად ამოისუნთქა -ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ოდესმე ასე მოგეჯაჭვებოდი-მის შუბლზე ტუჩებმიდებულმა თქვა -რა?-თათას ეგონა მოესმა,რაც ლევანმა უთხრა -ხო თათა, სულ შენზე ვფიქრობ, სულ შენთან მინდა,სულ მაინტერესებს რას შვები. მთელი დღის განმავლობაში თუ არ გავიგე რა ხდება შენს თავს,მგონია რომ რაღაც მაკლია-გულწრფელად უთხრა ლევანმა. ეს პირველად ხდებოდა,როცა თათა ლევანის აღიარებასავით ისმენდა, გული აუჩქარდა -ლევან... - იცი,თავიდან მართლა ვერ წარმოვიდგენდი,რომ ჩვენ შეიძლება წყვილი ვყოფილიყავით, ფიქრის დონეზეც კი არ დავუშვებდი. მერე ისე უცებ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ზოგადად ჩემში,მე თვითონაც ვერ მივხვდი. -მეც ვერასდროს წარმომედგინა,შენ მე ოდესმე სხვა თვალით თუ შემომხედავდი.ძალიან განვიცდიდი მაშინ -მაპატიე... თუ შეგიძლია ის ყველა სიტყვა და ქცევა მაპატიე,როგორც იქამდე გექცეოდი, მინდა რომ ის პერიოდი საერთოდ დაივიწყო -არ დავივიწყებ! მე ისეთიც მიყვარდი და ასეთიც მიყვარხარ,ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა წარსულში. მთავარი აწმყოა,სადაც ჩვენ ერთად ვართ-გაუღიმა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე -მართალი ხარ,მთავარი აწმყო და მომავალია-გაუღიმა და ძალიან თბილად ჩაეხუტა. რამდენიმე წამი ასე ჩახუტებულები ისხდნენ.თათას თავი მის მხარზე ედო და კისერზე ეფერებოდა. ლევანს თვალები ჰქონდა დახუჭული. -უკვე ჩემი წასვლის დროა-გამოერკვა თათა -ასე მალე გავიდა დრო?-საათს დახედა-კარგი, გაგიყვან-ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. თათამ ჩანთა და ტელეფონი აიღო და ერთად დატოვეს ლევანის ბინა. ამ დღის შემდეგ 10 დღე გავიდა. ერთმანეთთან კონტაქტი სულ ჰქონდათ. რამდენჯერმე ნახვაც მოასწრეს. ამ შაბათ-კვირას,ლევანი კიკეთში იყო ძმაკაცთან ასული. ტელეფონით კი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს,მაგრამ თათას მთელი კვირა არ ენახა და ძალიან ენატრებოდა. ბოლო პერიოდში ეს ყველაზე დიდი პერიოდი იყო ერთმანეთის უნახავობის. თათამ მონატრებას ვერ გაუძლო და მოვლენები დააჩქარა,თავისი ბარგი ჩემოდანში ჩაალაგა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. ლევანი კვირა საღამოს ბრუნდებოდა სახლში,ხოდა თათამაც გადაწყვიტა სიურპრიზი მოეწყო. ასეც მოიქცა. დედამისის ირონიულ კომენტარებს ყურადღება აღარ მიაქცია,უბრალოდ ბედნიერება მისურვეო დაუბარა და გეზი ლევანის სახლისკენ აიღო. ღამის 12 საათი იყო. ლევანი უკვე ჩამოსული იქნებოდა. რადგან ბოლოს რომ ელაპარაკა მალე აპირებდა წამოსვლას და მის შემდეგ 3 საათი იყო გასული. ღრმად ამოისუნთქა. ზარის ღილაკისკენ ხელი ძლივს წაიღო. ზარი რომ დარეკა პულსი აუჩქარდა და დაელოდა კარს როდის გაუღებდა. არც მან დააყოვნა. 1 წუთიც არ დასჭირდა კართან მოსასვლელად და გასაღებად -თათა?-თვალები შუბლზე აუვიდა ამ დროს თათას დანახვისას,მერე მზერა ჩემოდნისკენ გაექცა და უფრო დაიბნა -შენი შემოთავაზება ისევ ძალაშია?-გულისფანცქალით ჰკითხა თათამ და სუნთქვაც კი შეწყვიტა,სანამ ლევანი პასუხს გასცემდა. ლევანი კი არეული იდგა და ვერ იაზრებდა ბოლომდე რა ხდებოდა -არ მეჩვენება ხომ?-გაოცება,ღიმილი,ბედნიერება,ყველაფერი ერთად ირეოდა ლევანის სახეზე.თათამ თავი გააქნია -თუ ისევ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება...-მხრები აიჩეჩა და ჩემოდანს შეხედა. ლევანმა ისე გაიღიმა,ყველა კბილი უჩანდა.მერე თათა ხელში აიტაცა,მის ჩემოდანს ხელი დაავლო და სახლში შეიყვანა -არ მჯერა-ძალიან ბედნიერი იყო და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა -ისე მინდოდა შენთან,მეც ვეღარ ვითმენდი -ძალიან კარგი გოგო ხარ, აქამდეც უნდა მოქცეულიყავი ასე-დივანზე ისხდნენ,თავი მის მხარზე ედო და ლევანი თმაში ეფერებოდა-ძალიან გამახარე,მართლა. თათაც ძალიან მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა თავს. დღეიდან სულ სხვა ცხოვრება იწყებოდა მისთვის. ლევანმა მისი ჩემოდანი თავის ოთახში შეიტანა -მერე შენ დააბინავე რა როგორ გინდა-ღიმილით უთხრა თათას,როცა საძინებელში შევიდნენ. საძინებელში შესვლისას თათა ცოტათი ანერვიულდა. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და ის და ლევანი ერთ ლოგინს გაიყოფდნენ.სახეზე აწითლებული და ახურებული იყო. ლევანმა შეამჩნია თათას ცქმუტვა და გაეღიმა,მაგრამ არ შეიჩნია. -ხვალ მივხედავ მაგათ-ცოტათი დამშვიდდა და ისე უპასუხა. ლევანი მიუახლოვდა,მისი სახე ხელებში მოიქცია,ნაზად აკოცა ტუჩებზე -ნუ ნერვიულობ ხომ? ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება-გაუღიმა და შუბლზე აკოცა. ყველააირად ეცადნენ დრო გაეყვანათ. მერე სააბაზანოში გავიდა თათა და იქედან საღამურით გამოვიდა. ლევანი უკვე იწვა და ტელეფონს ათვალიერებდა.კარის ხმაზე თათას გახედა და ვნებიანად აათვალიერა.თათა გაწითლდა,სწრაფად წავიდა საწოლისკენ და უცებ შეწვა ლოგინში. ლევანმა ტელეფონი დაბლოკა და გვერდზე გადადო. მერე თათასკენ მიბრუნდა -ამ საძინებელს სხვა მუხტი შესძინე-სახეზე მოეფერა.თათამ მისი ხელი აიღო,ლოყასთან მიიდო და ისე დადო თავი ბალიშზე. ორივე ძალიან დაღლილი იყო, სხვა რამ არც უფიქრიათ,ერთმანეთზე ჩახუტებულები იწვნენ და ლაპარაკში მიეძინათ. დილით უჩვეულოდ ბედნიერს გაეღვიძა, ლევანზე ადრე. ცოტა ხანი მისი ყურებით ტკბებოდა, მერე საწოლიდან წამოდგა, უნდოდა ლევანისთვის საუზმე მოემზადებინა. თავი მოიწესრიგა და სამზადისს შეუდგა. -რა საოცარი სუნები დააყენე ამ დილიდან-თვალების ფშვნეტით შევიდა სამზარეულოში,უკნიდან მიეხუტა და ყელში აკოცა- უკვე დაატყვე ხელი ამ სახლს. გემრიელად ისაუზმეს. მერე თათამ თავის ნივთებს ადგილი მიუჩინა და ყველაფერი დაალაგა. ძალიან მალე შეეჩვია მასთან ერთად ცხოვრებას. შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. ერთად ძილის გარეშე არ შეეძლოთ, სხვაგან არც ერთი არ ჩერდებოდა ღამით. კატო უკვე ეჭვიანობდა,დაქალი წამართვიო. ერთად გატარებული ვნებიანი ღამეები სულ სხვა განზომილება იყო ორივესთვის.თათა ძლივს შეეჩვია,რომ ლევანთან აღარ უნდა შებოჭილიყო და სიმორცხვეც რამდენიმე ღამის მერე,ძალიან შორს მოისროლა. თათა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში 100%ით დარწმუნებული იყო,რადგან ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არ ყოფილა,როგორიც ლევანთან ცხოვრებისას იყო. თავიდან ბევრს გაუკვირდა თათას გადაწყვეტილება,მაგრამ თათა მართალი აღმოჩნდა, რამდენიმე დღე იჭორავეს და მერე საერთოდ დაავიწყდათ,მაგრამ ამისთვის ყურადღება არც ერთს არ მიუქცევია. ნახევარი წელი იყო გასული,მათი თანაცხოვრებიდან,როცა თათამ ორსულობის ტესტი,ყოველი შემთხვევისთვის იყიდა,რადგან ბოლო პერიოდი თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა და გადაწყვიტა შეემოწმებინა. ახლა კი იჯდა და ხელში ორი ტესტი ეჭირა,რომელიც ორივე დადებითს აჩვენებდა. გული ბედნიერებისგან ისე აუჩქარდა, მის დამშვიდებას დიდი ხანი დასჭირდა. ერთი სული ჰქონდა ლევანისთვის ეთქვა და თან ცოტათი ნერვიულობდა,რადგან არ იცოდა ლევანს რა რეაქცია ექნებოდა,არასდროს უსაუბრიათ შვილებზე. სამსახურიდან დროულად დაბრუნდა ლევანი. თათამ დააცადა,სანამ ივახშმებდა. ლევანი ატყობდა,რომ თათას რაღაცის თქმა უნდოდა -თათა, რამე ხომ არ მოხდა?-ინტერესით ჩაეკითხა -კი,მოხდა-უცებ გასცა პასუხი და ფრთხილად დაჯდა მის გვერდით -მშვიდობაა?-ცოტათი ანერვიულდა,რადგან თათას ტონი არ მოსწონდა -კი,არა, მგონი... არ ვიცი-ყველაფერი ერთად თქვა და ლევანი უფრო დააბნია -თათა,ახლა აზრები დაალაგე და ისე მითხარი რა მოხდა?-ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა -ორსულად ვარ-უთხრა და ნიკაპი აუკანკალდა. ლევანი შოკში ჩავარდა. რამდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა და ეს რამდენიმე წამი თათასთვის საუკუნე აღმოჩნდა -დარწმუნებული ხარ?-ხმის კანკალით ჰკითხა ლევნმა.თათამ უბრალოდ თავი დაუქნია და ცრემლები წამოუვიდა -მერე რა გატირებს?- უცებ ბოლომდე გაიაზრა რაც ხდებოდა და ყურებამდე გაიღიმა-რა მაგარია თათა, შვილი გვეყოლება-ისე აჟიტირდა ბედნიერებისგან,თათა დაიბნა, მასაც კი არ ჰქონია ასეთი რეაქცია,რადგან იმდენად იყო კონცენტრირებული იმაზე თუ ლევანს რა რეაქცია ექნებოდა,ბოლომდე ვერ იაზრებდა ამ სიხარულს -გაგიხარდა?-ცოტათი დაბნეულმა ჰკითხა -აბა არ გამიხარდა?თათა,ხვდები რა მაგარია-მასთან მივიდა,მისი ხელები ხელებში მოიქცია და დაუკოცნა-თათამაც ახლა გაიაზრა რამხელა ბედნიერება ელოდა და ტირილი აუვარდა,ოღონდ ახლა ბედნიერებისგან -ვაიმე თათა,ნუ შემშალე,რა გატირებს?-შეშფოთდა ლევანი-ოღონდ ახლა არ მითხრა რომ ჯერ მზად არ იყავი დედობისთვის-გამომეტყველება შეეცვალა -არა,არა, გაგიჟდი?-ცრემლები სწრაფად მოიწმინდა-ბედნიერებისგან ვტირი, მე.. მე არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა და ვნერვიულობდი-უთხრა რაც აწუხებდა -როგორი რეაქცია უნდა მქონოდა გარდა იმისა,რომ გაგიჟებამდე გახარებული ვიქნებოდი-ცრემლები შეუმშრალა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა-სასწაული ახალი ამბავია -რავიცი,შვილებზე არასდროს გვისაუბრია და...-თავისთვის ჩაიბურტყუნა. მერე ღიმილით მიუბრუნდა -არ მჯერა,რომ დედა გავხდები-ბედნიერმა ამოილაპარაკა -და მე მამა-გაეცინა ლევანს- მშობლები ვხდებით-საოცრად ბედნიერი იყო. მთელი ღამე მუცელზე ეფერებოდა და გონებაში უკვე წარმოიდგინა,როგორი მამა იქნებოდა. -ხელი უნდა მოვაწეროთ-უცებ წამოიძახა ლევანმა,თათას თვალები გაუფართოვდა -რა,რატო? -ჩვენი შვილი კანონიერ ოჯახში რომ დაიბადოს-თათა მოიღუშა -არ მინდა,რომ შვილმა რაღაც ვალდებულებები დაგაკისროს და ისეთი რამ გააკეთო,რაც არ გინდა-ამოიბუზღუნა -თათა,ნუ სულელობ. ჯერ ერთი რომ შვილი მართლაც რაღაც ვალდებულებებს გაკისრებს და მეორე,საიდან მოიტანე რომ არ მინდა? ხელის მოწერა უბრალო ფორმალობაა.შენ ისედაც ჩემი ცოლი ხარ. მხოლოდ ერთი ფურცელი არ ადასტურებს ამას და ამასაც ვიზამთ,რადგან მინდა ჩვენს შვილს ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს -კი მაგრამ ლევან... -არანაირი მაგრამ-ტუჩებზე თითი მიადო-ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა-უთხრა და ტუჩებზე კოცნით გააჩუმა. თათას ბედნიერებისგან გააკანკალა. ძალიან ახლოს იყო სრულყოფილ ბედნიერებასთან,არა ,ახლოს კი არ იყო უკვე ჰქონდა სრულყოფილი ბედნიერება. თუმცა, ერთმა წვრილმანმა ფაქტმა კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა ყველაფერი -მიყვარხართ- ძილის წინ მის მუცელთან დაიჩურჩულა ლევანმა და თავი მუცელზე დაადო.იგრძნო თათას მთელი სხეული რომ დაეჭიმა და გაეღიმა -ლევან... -ჩუუ, შვილი არ შემიწუხო-მუცელზე კიდევ ერთხელ აკოცა და გააჩუმა -ჩვენც გვიყვარხარ, ძალიან-დაიჩურჩულა თათამაც და მისი მუცლიდან წამოსულმა ვიბრაციამ სასიამონვოდ დაუარა ლევანს. ისიც სრულყოფილად ბედნიერი იყო. დასასრული. მოკლედ,დავასრულე ეს ისტორიაც. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა,რომ კითხულობდით და მომყვებოდით. განსაკუთრებით რამდენიმე ერთგული მკითხველი მყავდა და მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ბოლო დროს რამდენიმეს ისე აღარ მოსწონდა ისტორია,როგორ თავიდან და ამისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ. მთლიანობაში ისეთი ისტორია გამომივიდა,როგორიც ჩაფიქრებული მქონდა და მიხარია,რომ როგორღაც ისე დავასრულე,რომ მკითხველს ბოლომდე არ მოვაბეზრე თავი(დიდი იმედი მაქვს ასეა). ახლა კი, შეფასება თქვენთვის მომინდვია. იმედია ისიამოვნეთ ამ ისტორიით(უმრავლესობამ მაინც). სავარაუდოდ, ახალი ისტორიით დავბრუნდები და ვინც დაელოდებით,თვალი ადევნეთ ჩემს სიახლეებს. კიდევ ბევრი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.