შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენდე (მეშვიდე თავი)


21-03-2020, 00:25
ნანახია 1 882

ქართულიდან გამოსულს სანდრო გარეთ დამხვდა,გიოს და ლანას იცნობდა ორივე მოიკითხა და მანქანით მივიყვანეთ სახლებამდე რადგან ცუდი ამინდი იყო ისევ.
ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავდა
-ნეტა ვინ რეკავს? ვიკითხე ჩემთვის
-მომეცი მე ვუპასუხებ -სანდრომ შემომთავაზა მაგრამ მე ვუპასუხე
-გისმენთ
-სალამი ვიკა როგორ ხარ? -სოფის ხმა ვიცანი ,რა უნდა ნეტავ
-კარგად სოფი შენ როგორ ხარ?-სანდრომ სოფის სახელის გაგონებაზე თვალები ჭყიტა
-რავი კარგად, ხვალ ჩვენი კლასელი ნინოს დაბადებისღეა და მთხოვა დამეპატიჟე ,მხოლოდ გოგოები ვიქნებით და ძალიან გაახარებ თუ მოხვალ.
-კარგი სოფი მადლობა მოვიფიქრებ და სკოლაში გეტყვი პასუხს.-სოფის დავემშვიდობე
-ნინოს დაბ დღეში დამპატიჟა მხოლოდ გოგოები ვიქნებითო,რას იტყვი წავიდე?
-არვიცი ვიკა შენი გადასაწყვეტია
-კარგი მაშინ წავალ ,რაც აქ ვარ სახლიდან სკოლის და მასწავლებლების გარდა არსად წავსულვარ
-კარგი პატარა როგორც გენებოს.იქიდან მე წამოგიყვან უკან
-ჰო ვთქვი უკვე პირადი მძღოლი მყავსთქო
-ჰოდა ანაზღაურებას ვითხოვ კოცნის სახით-მეც არ დავაყოვნე დავაკოცე
-მმ უგემრიელესი
-ეგრე ნუ მეძახი თორე თავი საჭმელი მგონია-გამეცინა
-კარგი მაშ ვნებიანი გაწყობს?
-ისევ ის დარჩეს -დამპალი ბიჭია
-სანდრო მაღაზიაში წავიდეთ რა ბარემ საჩუქარს ვუყიდი
-არის უფროსო-ვერცხლის ცეპი და კულონი ვუყიდე ,ძალიან სადა და ლამაზი სანდროსაც მოეწონა, ცოტახანს კიდევ ვისეირნეთ მანქანით და მერე სახლში მიმიყვანა.
ორშაბათი 18:00
დღეს ქართულზე ვერ მივახერხე წასვლა რადგან აქ წამოვედი.სოფი მართალი იყო მხოლოდ გოგოები ვართ.ნინო მხიაულად შემხვდა ძალიან გაუხარდა რომ მივედი,მართალია დიდად არ ვკონტაქტობთ მაგრამ მისგან ცუდიც არაფერი მიგრძვნია.სოფი უცნაურად იქცეოდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.საერთო ჯამში კარგად ვერთობოდი.
-შეგატყე სასმელს არ სვავ,აი დალიე -წვენით სავსე ჭიქა მომაწოდა სოფიმ,კი მეუცნაურა მისგან ეს საქციელი მაგრამ წვენი ერთ ყლუპად ჩავცალე.იმდენი ხაჭაპური ვჭამე მომწყურდა.
ოთახში დავბრუნდი და მოცეკვავე გოგოებს შევუერთდი,ცოტახანში თავი უცნაურად ვიგრძენი ,თაბრუ მეხვეოდა ,სახეებს კარგად ვერ ვარჩევდი სანდროს დავურეკე მომაკითხეთქო,გოგოებს დავემშვიდობე სოფიმ ეზომდე გამომაცილა.ალბათ რამემ მომწამლა ,უკვე თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი ყველაფერი ტრიალებდა .შეხება ვიგრძენი გამიხარდა სანდროს მოსვლა.
-ძალიან ცუდად ვარ სანდრო,სახლში წამიყვანე რა-ხმა არ გაუცია ტუჩებზე მისი შეხება ვიგრძენი ,საშინლად უხეშად მკოცნიდა და უცებ გავიაზრე რომ ეს სანდროს ტუჩები არ იყო.
მაგრამ უკვე გვიანი იყო რადგან სანდროს განწირული ღრიალი მომესმა და ის ტიპიც უცბად მომშორდა.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა ,ბებოს წამალი მოვატანინე ოთახში რადგან ადგომის თავი არ მქონდა,უცბად გუშინდელი დღე ამომიტივტივდა თავში,ის კოცნა სანდროს ღრიალი და პანიკამ მომიცვა.სასწრაფოდ ტელეფონს ვეცი მაგრამ სანდროს გამორთული აქ. ღმერთოჩემო რავქნა ,ვერაფერს ვიგებდი გუშინ რა მოხდა ,უკვე აუტანელი იყო ჩემი მდგომარეობა ,სკოლაში არ წავედი,მთელი დღე ვიწექი.სანდროს უამრავი შეტყობინება მივწერე ნომერზეც და ფეისბუქზეც ,ვუხსნიდი რაც მოხდა მაგრამ არც ტელეფონი ჩაურთავს არც ფბ ზე შემოსულა.ქეთევანს ვუთხარი რომ ცუდად ვარ და მოსვლას ვერ შევძლებთქო.
უკვე აღარ ვიცოდი რამექნა.ტირილისგან თვალები სულ დამისივდა ,ბებია ცალკე ნერვიულობდა შვილო ჰოარაფერი გჭირსო.მშობლების სიკვილის შემდეგ ეს დღე იყო ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში.როდის ჩამეძინა არ მახსოვს .
დილით ძლივს ავდექი საფრთხობელას ვგავარ,გავემზადე და იმედი მქონდა სანდროსთან ლაპარაკს შევძლებდი.სკოლაში მისულს სანდრო კლასში დამხვდა.საშინლად გამოიყურებოდა,ცრემლები ძლივს შევიკავე მისი სახის დანახვისას.
-სანდრო ერთი წუთით გამოდი სალაპარაკო მაქ -დიდი ძალისხმევის შემდეგ ხმა ამოვიღე
-მოღალატეებთან სალაპარაკო არაფერი მაქ- ირონია გარეული ხმით მითხრა
-ყველაფერი ისე არაა როოგორც შენ გგონია ,ყველაფერს აგიხსნი
-არაფრის ახსნა არ მჭირდებს ,ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე,შენი დანახვა აღარ მინდა,როგორც შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში ისევ გაქრი.-ეს მითხრა და კლასიდან გავიდა.ავტირდი გული მტკიოდა ასე უცბად რომ დამთმო არც კი მომისმინა .ნეტავ არ წავსულიყავი იმ წყეულ დაბადებისდღეზე.სოფი მოვიდა ჩემთან
-შე კახპა ერთი ბიჭი არ გეყო და ორი მოინდომე,ძალიან კარგი სანდრო მიხვდა ვინც ხარ სინამდვილეში
-ენა ჩაიგდე,არ მოგცემ ჩემი დამცირების უფლებას,გამეცალე სანამ თმით არ გითრიე
საშინლად გაიწელა გაკვეთილები ,ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი,რატომ ღმერთო როცა თავს ბედნიერად ვგრძნობდი ,ყველაფერი რატომ დამენგრა თავზე.მთელი კვირა აღარც სკოლაში და არც მასწავლებლებთან არ წავსულვარ,საშინელი დეპრესია დამეწყო,ავდგებოდი ვჭამდი ისევ დავწვებოდი,ბებო და პაპა გადაირივნენ, მაგრამ ვამშვიდებდი უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობთქო.ღამე კოშმარები მესიზმრებოდა სულ სხვადასხვა ბიჭები მკონიდნენ ,მერე საინდანღაც სადრო ჩნდებოდა და მაგ დროს ტირილით მეღვიძებოდა.
ორშაბათ დღეს ჩემს თავს შევუძახე გონს მოეგეთქო, სანდროს რომ მოესმინა და ჩემი ოდნავი ნდობა მაინც ჰქონოდა ახლა ასე არ ვიქნებოდით.სკოლაში წავედი სანდრო ისე იქცეოდა ვითომ არც ვარსებობდი,ერთხელ შევხედე მის თვალებს და ისეთი ზიზღი ვოგრძენი გავნადგურდი.როცა მეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო მაშინ ჩამომექცა ცა თავზე.ქართულის მერე ბაბუამ მომაკითხა,აქამდე სულ სანდროს მივყავდი სახლში,თვალები ცრემლით ამევსო იმ მომენტების გახსენებაზე,კიდევ კარგი სიბნელეა და ბაბუამ ვერ შეამჩნია.
ქალბატონი ქეთევანიც ატყობდა რომ რაღაც მჭირდა.გაკვეთილზე უეცრად მკითხა
-ვიკა საყვარელო შენ და სანდრომ იკამათეთ?ვერც შენ გცნობ ესდღეებია და სანდროს ჰო საერთოდ.-გამიკვირდა ,მეგონა ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა
-ყველაფერი იცით არა ჩვენზე? ბოდიშით რომ გატყუებდით ,უბრალოდ მერიდებოდა ძალიან თქვენი და სანდროს ვთხოვე არაფერი ეთქვა ჯერჯერობით
-საბოდიშო არაფერია,კარგად მესმის შენი.სანდროს არაფერი უთქვამს ,მაგრამ თვალებმა გაგყიდეს,როცა დავინახე როგორ უყურებდით ერთმანეთს ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის,ახლა ვხედავ სანდროს როგორი ნაღვლიანი დადის,წესივრად აღარც მელაპარაკება
-რაღაც გაუგებრობა მოხდა,მაგრამ მან არც კი მომისმინა,ისე დამდო ბრალი.
-ამ დროის მანძილზე საკმაოდ კარგად გაგიცანი და ვიცი ცუდს არაფერს იზავდი,სანდრო მიხვდება თავის დანაშაულს აუცილებლად
-ასე მგონია დედას ვესაურები,ძალიან კარგი ადამიანი ხართ.
ქეთევანს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი, ვიმეცადინე და თიკას დავურეკრეკე
-რაა? რასამბობ უეჭველად მერადავები ჰო?გუშინ რო დაგირეკე არაფერი გითქვამს და ეხლა მეუბნები
-გუშინ მარტო არ ვიყავი როცა გესაუბრებოდი ,ამიტომაც ვერ გითხარი ვერაფერი
-რას აპირებ ეხლა?
-არაფერს თიკა რა გავაკეთო,უბრალოდ ეჭვი მღრნის იმ დღეს რა დამემართა ვერ ვიგებ,სასმელიც არ დამილევია
-იმ სოფიმ ხო არაფერი გიჩალიჩა?
-არა სოფის რა უნდა ეჩალიჩა , არვიცი თიკა ვერაფერს ვიგებ,მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული სანდრომ არც მაცადა ამეხსნა რა მოხდა,გამოდის არ მენდობოდა
-ასე ნუ ამბობ,შენც რო დაგენახა ის ვიღაცა გოგოს კოცნიდა შეიძლება უარესი რეაქცია გქონოდა.იმასაცგაუგე
-საშინლად მენტრება,სულ მისი სახე მელანდება,შემიყვარდა თიკა ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და ისე დავკარგე ვერც მოვასწარი მეთქვა თუ როგორ ძლიერად მიყვარს.
-აი ნახავ მე მჯერა აუცულებლად შერიგდებით
-არვიცი თიკა.
გაკვეთილზე ცოტა დამაგვიანდა,წინა მერხზე გადმოვედი ისევ, იმ ჩხუბის მერე.სოფი სანდროს რაღაცას ეჩურჩულებოდა სურვილი გამიჩნდა მთელი კლასის წინაშე თმით მეთრია.გადავწყვიტე გაკვეთილების შემდეგ სანდროსთან კიდევ მეცადა დალაპარაკება.კლასიდან ბავშვები გადიოდნენ ,სანდროს მკლავზე ხელი მოვკიდე და შევაჩერე.
-გთხოვ უბრალოდ მომისმინე,ყველაფერი სულ სხვანაირად არის
-ალბათ იმასაც მეტყვი ის ბიჭი შენ მეგონე და მაგიტო ვაკოცეო,გასაგებად გითხარი ვიკა შენი დანახვა აღარ მინდა -ზიზღით მითხრა და კლასიდან გავარდა
არ იტირო ვიკა არ გაბედო ჩემს თავს ვუმეორებდი,როგორ სჩანს სანდროში ვცდებიდი ,მას ჩემი დანახვა აღარ უნდოდა ასერომ მეც შევეცდები მის დავიწყებას.
დღეს პირველი დეკემბერია,არასოდეს მიყვარდა ზამთარი,სითბოს მოყვარული ადამიანი ვარ ზამთარში კი მუდმივად მცივა.ფბ -ზე მემორი მაქ,გავხსენი და ცრემლებმა უნებურად დაიწყეს დენა. ზუსტად ერთი წლის წინ ამ დროს მე დედა და მამა იტალიაში ვიყავით.ჩვენ სელფს ვუყურებდი ,მომღიმარ ბედნიერ სახეებს ,მაშინ რას წარმოვიდგენდი ასეთი რამე თუ მელოდა.დედას და მამას ბიზნეს ფორუმი ჰქონდათ ერთი კვირით ამიტომ მეც თან წამიყვანეს ,რადგან ძალიან მინდოდა იტალიის ნახვა.საუკეთესო 7 დღე გავატარე ჩემს ცხოვრებაში.დედა და მამა სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ ერთად აიწყეს ცხოვრება და ბევრი წარმატება ნახეს.ისინი კლასელებიი იყვნენ, მამა მასხრობდა პირველივე კლასიდან დავადგი თვალი დედაშენს.,დედას მშობლები ადრევე დაეღუპნენ ,6 წლის იყო გაზით რო გაიგუდნენ მისი მშობლები,იმ დროს დედა სკოლაში იმყოფებოდა,შემდეგ დეიდამისმა წამოიყვნა ამ სოფელში და აქ გაიზარდა დედა.დედას დეიდა და ბიძაც დაიღუპნენ დეიდაშვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ,ეს სახლიც გაყიდეს აქ სადაც ცხოვრობდნენ.ალბათ დედას როგორ უჭირდა მშობლების გარეშე,რამდენი ტკივილის ატანა მოუწევდა.მაგრამ დედა ძლიერი ქალი იყო.მე მას არ ვგავარ.მე ძალიან სუსტი ვარ.
დღეები უაზროდ მისდედა ერთმანეთს ,სანდრო ქეთევანთან აღარ შემხვედრია,სკოლაში ზედაც არ ვუყურებდით ერთმანეთს,მაგრამ უნდა ვთქვა ის ძველი სანდრო აღარ არის.წვერიც მოუშვა და სულ სხვანაირად გამოიყურება.სოფი ცდილობს მისი ყურადღება მიიქციოს მაგრამ სანდრო ზედ არ უყურებს.მიხარია სოფის მიმართ მისი დამოკიდებულება.
ქართულის გაკვეთილიდან გამოვედი,დღეს გიო და ლანა არ იყვნენ კლასელის დაბ დღეში წავიდნენ,ბაბუას უნდა მოეკითხა ჩემთვის მაგრამ არ ჩანს უკუნითი სიბნელეა,ტეფონის ძებნა დავიწყე ჩანთაში მაგრამ არ მაქვს.ახლა რა ვქნა ? ნეტავ რატომ არ მოვიდა ბაბუა?
სხვა რაგზა მქონდა იქ ხოარ ვიდგებოდი გზა სახლისკენ დავიძარი ,საშინლად ცივა თან ლამპიონის შუქი აქა იქ ანათებს.ქარი ხეეის ტოტებს არხევს მე კიდევ მათ მოძრაობას მონსტრებს ვამსგავსებ.სადღაც ძაღლი ყეფს გამწარებული,ქარის ზუზუნი სმენას მიძაბავს.
ვიკა დაწყნარდი წარმოიდგინე სახლში ხარ შენს თბილ საწოლში,აქეთ-იქით ყურებას მოეშვი და მხოლოდ წინ იხედე.მაგრამ ჯანდაბა ვერ ვწყნარდები,ყოველ წამს მგონია რო რაღაც არსება გადმომიხტება გზაზე,ადამიანის ჭაჭანება არაა ,რომც ვიყვირო ალბათ ვერავინ გაიგებს ,ბაბუა ნეტავ სად ხარ,რამე ცუდი ხოარ მოხდა სახლში იმაზე ცალკე ვნერვიულობ.გზის ნაზევარი უკვე გავლილი მაქ ,ცოტაც და მივალ,მეორეთი წამოსვლის წინ პირველ რიგში ტელეფონს წამოვიღებ,უცბად რაღაცის ბრახუნის ხმა მომესმა ,ხმამ მაიძულა გვერდით გამეხედა და საშინელება დავინახე,ნაგვის ურნასთან რაღაც არსება დგას.თავის გადარჩენის ინსტიქტმა მაიძულა გავქცეულიყავი,გავრბბივარ როგორ სწრაფადაც შემიძლია თან უკან უკან ვუყყურები,ცრემლები მისველებენ ლოყებს ,უცბად დიდ სინათლეს ვაწყდები ,ის ისაა უკვე დავეხაჯებით ერთმანეთს მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა ტანში მცრის.სახეზე ხელს ვიფარებ და შიშისგან ვიკუნტები.
-გოგო შენ სულ გაგიჟდი ,რამის გადაგიარე,თვალებიდან არ იყურები? გამეცი ერთი პასუხი-სანდროს ხმა ვიცინი ,პანიკამ ისე მომიცვა განძრევა არ შემეძლო, სულ ვკანკალებდი
შემდეგ მისი შეხება ვიგრძენი ,სხეულში სასიამოვნო ტალღებ,ა დამიარა
-ვიკა როგორ ხარ? გესმის ჩემი ?- ახლა მის ხმაში მღელვარება იგრძნობოდა
-სახლში წამიყვანე სანდრო გთხოვ- მხოლოდ ამია თქმა შევძლი.სანდრომ წამომაყენა და მანქანაში ჩამსვა.
-სულ გაყინული ხარ ა,მარტო რატომ წამოხვედი ? ხო იცი რო გეშინია და მაინც მარტო დადიხარ ,რომ დაგჯახებოდი რა უნდა მექნა ვიკა? ისე უცბად გადმომიხტი მეც არ ვიცი როგორ შევძელი დამუხრუჭება.აიღე დალიე-წყლით სავსე ბოთლი გამომიწოდა
წყალი დავლიე და ცოტა მართლაც მიშველა,აღარ ვკანკალებდი სხეულიც გამითბა ეხლა არაფტის მეშინოდა რადგას ის იყო ჩემთან
-ბაბუას ველოდებოდი არ მოვიდა,ტელეფონიც სახლში დამრჩა ამიტომ წამოვედი რა უნდა მექნა,გიო და ლანაც არ იყვნენ რომ გამოვეცილებინე,იმიტო გამოვრბოდი რომ ნაგვის ურნაასთან რაღაცა საშინელი არსება დავინახე მე მიყურებდა~
-რა სულელი ხარ.ადამიანი იყო მათხოვარი რომელიც საჭმელს ეძებდა ურნაში,და შენ იმიტო გიყურებდა ალბათ იფიქრა ამ შუაღამეს რას დადისო.
-საშინლად შემეშინდა ,შენ როარ გამოჩენილიყავი არვიცი სახლამდე როგორ მივაღწევდი.
ხმა აღარ ამოუღია ,სახლამდე მივედით.
-მადლობა სანდრო კიდევ ერთხელ გადამარჩინე
-ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას,დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭო ამ ყველაფერს.უბრალოდ დაგეხმარე როგორც ადამიანი ადამიანს ,სულ ესაა-ისევ მწვავე ტკივილი ვიგრძენი გულის არაში მისი სიტყვების გაგონებისას ,არ მეგონა რომ შვრიგდით მაგრამ მანამდე ისეთი თბილი იყო ახლა კი ისევ ის სანდროა.
აღარაფერი მიტქვანს ან რა უნდა მეთქვა ,სახლში სასწრაფოდ შევვარდი.ბებოო პაპა სად ხართ? ვყვირივარ მაგრამ ხმას არცერთი მცემს.სად გაქრა ეს ხალხი,ჩემს ოთახში ავირბინე მობილური ავიღე უამრავი გამოტოვებული ზარი ბაბუასგან,სასწრაფოდ დავურეკე
-ალოო -მესმის მისი შეშინებული ხმა
-ბაბუ სად ხართ ? არც მასწთან მომაკითხე ჰომ მშვიდობაა
-ბებია იყო შვილო ცუდად სასწრაფოდ კლინიკაში წამოვიყვანე,მოიწამლა ,გირეკავდი მაგრამ არ მპასუხობდი
-რასამბობ ახლა როგორაა? ტელეფონი სახლში დამრჩენია
-ახლა კარგადაა,გადასხმები გაუკეთეს უკვე სახლში მოვდივართ მალე მანდ ვიქნეით.
-კარგი გელოდებით
ჰომ ვამბობდი რაღაც ოხდათქო, მადლობა ღმერთს რომ ბებია კარგად არის.ტანსაცმელი გამოვიცვაკე და დაბლა ჩავედი,ბებო და პაპაც მოვიდნენ.
-როგორ ხარ ბეე? გავექანე და ძლიერად ჩავეხუტე
-კარგად ვარ ბები.ნეტა არ მეჭამა ის დასაწველი ტორტი აშკარად ძველი იყო
-როგორ მოხვედი სახლამდე? ისე ვნერვიულობდით ბაბუ შენზე
-ჰომ ხედავთ მე კარგად ვარ,ბავშვებმა მომაცილეს-ვიცრუე.
-წავიდეთ დავწვეთ გვიანია უკვე.-დაღლილი სახით თქვა ბებიამ
საშინელი კოშმარები მესიზმრებოდა როგორც მჩვევია.
სკოლააში არ წავედი რადგან ბებია ისევ სუსტად იყო.მთელი დღე თავს ვევლებოდი,როცა ბებია ცუდათაა ბაბუა საშინლად ნერვიულობს მასზე,საქმეს გულს ვერ უდებდა დაირებოდა აქეთიქით.
სკოლაში ისევვ ერთფეროვანი დღეები ,სანდრო ისევ არ მიმჩნევს სამაგიეროთ სულ ვიღაცას სწერს ღიმილით,ალბათ ახალი გოგო იპოვა -ამის გაფიქრებაზე თავი საშინლად ვიგრძენი ,ნუთუ შეეძლო ჩემი ასე უცბად დავიწყება -მაგრამ ვიკა სანროს ერთხელაც არ უთქვამს მიყვარხარო ,უბრალოდ მოწონდი და უცბათაც დაგივიწყა ,ჩემმა მეორე მემ დამგესლა.
ტანსაცმლის გახდით დროს ინსტიქტურად ტატუს ვეფერებო,სანდროსგან მხოლოდ ეს დამრჩა .სამ დღეში საახალწლო არდადეგები იწყება.მართწლია ზამთარი არ მიყვარს მაგრამ ახალ წელზე ვგიჟდები,თბილისში ნაძვისხეს ერთად ვრთავდით ოჯახი,ახალ წელს ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ხვდებოდნენ.
-ბეე ნაძვისხე გვაქ? დავუყვირე ბებიას რომელიც სამზარეულოში თუთარაობდა
-სადაფშია მაგრამ პატარაა ბეე
-მაშინ დიდი ვიყიდით ,თან ბევრი მოსართავებიც
-ბაბუას უთხარი და წადით საყიდლებზე
ზუსთად ორმეტრანახევრიანი ნაძვი ვიყიდეთ,უამრავი სათამაშო ,ფერადი ნათურები და კიდევვ უამრავი რამ.სახლში ისეთი დაღლილი მოვედი ,აწყობის თავი აღარ მქონდა ამიტომ ხვალისთვის გადავდე.სკოლაში წასვლას აღარ ვაპირებდი რადგან ბავშვების უმეტესობა აღარ დადიოდა და გაკვეთილებით ცდებოდა.ტელეფონო მირეკავს
-გისმენთ
-სალამი ვიკა ნინო ვარ
-სალამი ნინო -ის გოგოა ვის დაბ დღეზეც ვიყავი ,ნეტავ ამ ღამეს რაზე რეკავს
-ბოდიში ასე გვიან რომ გაწუხებ მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე მაქ შენთან,ხვალ თუ გცალიაა რომ მნახო,დამიჯერე რასაც მე გაჩვენებ ვერც კი წარმოიდგენდი ეგეთ რამეს.
-ნინო ნუ ამანერვიულე
-არაფერია ვიკა სანერვიულო ხვალ შევხვეთ დილით მოგწერ დროს და ადგილს -გათიშა
რა საინტერესოა რა უნდა მაჩვენოს ,უკვე მოსვენების უნარი დავკარგე.



№1 სტუმარი lell

dzaan kaia❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მმმ

ძააან მაგარია❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

აუ როდის დადებ ახალ თავს?❤️❤️

 


სტუმარი უცნობი
აუ როდის დადებ ახალ თავს?❤️❤️

ხვალ იქნება ახალი თავი

 


№5  offline წევრი Papuna

ველი შემდეგ თავს დავინტრიგდი რა უნდა აჩვენოის?? მალე დადე რაა ძაან კარგიაა❤❤❤❤

 


№6 სტუმარი 234455

როდის დადებ გაგრძელებას

 


234455
როდის დადებ გაგრძელებას

უკვე დაიდო <3

Papuna
ველი შემდეგ თავს დავინტრიგდი რა უნდა აჩვენოის?? მალე დადე რაა ძაან კარგიაა❤❤❤❤

დაიდო უკვე<3 მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent