ცეკვა სიკვდილთან ( თავი 6, 7 და 8)
თავი 6 ქარი ამოქროლდა და მბზინავ თმებს აქეთ-იქით მირხევდა... თავი ზღვის ტალღა მეგონა, რომელიც ოკეანეში ბობოქრობდა. და იქნებ?... იქნებ კიდევაც ვიყავი, ვინ იცის... არავინ.. სიო ტანში მიძვრება და ვგრძნობ, როგორ აფარფატებდა ნაზი პეპელა ჭრელაჭრულა ფრთებს... თეზოს უყვებოდა და უეცრად, მტკიცედ მტყორცნიდა ენითაღუწერელ მუხტს მუცლის არეში... ხო... სწორედ ასეთი უთქმელი გრძნობები ლივლივებდნენ, ჩემს სხეულშ. აქეთ-იქით ვაცეცებ დამშეულ თვალებს და გულში ტკივილის შეგრძნება იზრდება. პარკი გადავსებული იყო ახალგაზრდა წყვილებით, რომლებიც მწველი სიცივისგან გადამკიდე, ერთმანეთის მკლავებში პოვებდნენ შვებას. ყველას ცხოვრების მეგზური ჰყავდა გვერდით, ხოლო მე მეორე მოსვლის წუთებს უსიყვარულო მომენტებში ვფლანგავ. საკუთარი თავი მძულს... ის ერთმანეთს შეზრდილი წყვილებიც მძულს, რომლებიც ჩემს ტკივილს არაფრად აგდებდნენ. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ზემოთხსენებული სცენებია... მოსაცმელს მჭიდროდ ვიტმასნი ჩემს უსიცოცხლო სხეულზე... რომელიც ერთნაირად თრთიან სიცივისა და მარტოსულობის გადამკიდე. მუხლებს მკერდზე ვიწყობ და უსუსურ ჩვილად ვიქცევი... თვალებიდან ცრემლი მსკდება... სხეული თრთის... სხეული დუღს... სხეული დუმს... სხეული უიმედოთაა დარჩენილი, სრულად მარტო ამ უკაცრიელ მიწთა ერთობლიობაზე. თვალები მეწვის... ვგრძნობ, როგორ დუღს მასში სისხლი... კვლავ მოკუნტულ მდგომარეობაში ვარ და საკუთარ თავს შიგნიდან ვკიცხავ. „შენ არაფერი შეგიძლია! კვლავ უსიყვარულოდ ამოგძვრება სული და ვერასდროს გამოცდი, იმ გრძნობას, რომელიც მიჯნურის შეხებისას იქნება გამოწვეული.“ ვტიროდი... ბოლო ხმაზე ვღვრიდი გამომშრალ მიწაზე, მარგალიტისებრ ცრემლებს. მაგრამ, ვაი, რომ ამ ტანჯულ ხმასაც ვერავინ იგებდა. თვალებს მჭიდრო ვხუჭავ, ისე, რომ იგი მეწვის. კბილები ერთმანეთის შეხებაზე კაწკაწებს და სულისწამღებ მელოდიას ქმნის. შინაგანი სამყარო ბობოქრობს, თითქოს აპოკალიფსის დასაწყისი ყოფილიყოს. მე კიდევ ვზივარ, ამ უმისამართო პარკში და ცრემლად ვიღვრები. ვგრძნობ ნაბიჯების მოახლოვებას ჩემამდე, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი... ვიცი გვერდს უთქმელად ჩამივლიდა, მაგრამ... ? უცნობი ჩემს გვერდით მოთავსდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა... თითქოს ჩემი არსებობა, არც შეუმჩნევიაო. უეცრად კი, მისი შეხება ვიგრძენი ფეხებზე, რომელიც ყინულივით ცივი ყოფილა. - გაიყინები... ნუთუ გინდა დაავადება აიკიდო?- მითხრა თბილი ტონით. - ჩემთვის სულ ერთია, ისედაც მკვდარი ვარ... მკვდარს კი არანაირი გარემოს ფაქტორი შეაშინებს. - იცი? - მითხრა და თავისი ქურთუკი მომახვია ბეჭებზე. - ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები სიცოცხლის წამებს არ აფასებენ! რა გქვია უცნაურო გოგონავ? - კესანე... კესანე მქვია. - ვუთხარი ის სახელი, რომელიც პირველი მომაფიქრდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი მცენარე იყო. - სასიამოვნოა შენი გაცნობა, კესანე. ახლა კი წამოდი... ცხელი შოკოლადი დავლიოთ. აქეთ ერთი კარგი კაფე მეგულება. *** ჩემი გრძნობები აბლაბუდასავით იქსელება და სადღაც გაურკვევლობაში იკარგება. უგზო-უკვლოდ თუ უმისამართოთ. გრძნობა არეული აწმყოს კვალს მივყვები, რომელშიც უცხო წარმოშობის ბიჭს მივუყვები. კაფეში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, რომლის სიტკბოებაც ღრმა კედლებსაც ატანდა. მე შევყურებ ამ სამოთხის ქმნილებას და შინაგანად მაჟრიალებს. - ხომ გეუბნებოდი გცივათქო, მაგრამ შენ არც კი მისმენდი. - წარბები ეშმაკურად აათამაშა. - სულაც არ მცივა, უბრალოდ უეცარი ტემპერატურის ცვლილებამ თავისი ქნა. - მეც გამოვესარჩლე და ჩემი პოზიცია დავიცავი. - ოხხ... - ჩაიხითხითა.- ჰო. სულ დამავიწყდა, მე „იისფერი ბიჭი“ ვარ. ადგილზე გავშრი... გული თავიდანვე არ ცდებოდა, ალბათ ძაფებიც კავშირდებოდა მეტად. ის იყო... ბიჭი, რომელსაც ამდენ ხანს დავეძებდი! თავი 7 - კარგად ხარ? ფერი სულ დაკარგე. ცხელ შოკოლადსაც პირს არ ადებ, ხდება რამე, კესანე? - მომიგო მშვიდად. - გინდა, პატარა ისტორია მოგიყვე „იისფერო ბიჭოვ“ ? და მე თხრობა დავიწყე: - ერთ უკაცრიელ ადგილას ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელსაც სიკვდილის ძლიერ ეშინოდა... ყოველი ღამე მისთის ურჩხულთა გამოღვიძების საწინდარი იყო... სიბნელეს ერწყმოდა და დაუოკებელ ფიქრებში ეშვებოდა... მისთვის სამყარო ერთი დიდი ჯოჯოხეთი ყოფილა, რომლის ალშიც ფერფლად იქცეოდა. გოგონას ეშინოდა... ეშინოდა და ცრიდა, იმის გაფიქრებისას, რომ ოდესმე მოკვდებოდა. სიკვდილისთვის გვერდის ავლა, ხომ ყოვლად შეუძლებელია, თუმცა როდესაც მას ეხება საქმე, ყველა ეგოისტები ვხდებით. ვცდილობთ დადგენილი წესები, უკან მოვიტოვოთ და ფანტასტიკას შევერწყათ. ხო, რას ვამბობდი... მას ძლიერ ეშინოდა სიკვდილის. გადიოდა ხანი... დროსთან ერთად მის თმებშიც იჩიკებოდა ჭაღარა, რომელსაც ასე ძლიერ განიცდიდა. თანდათან უფრო და უფრო ეგოისტი ხდებოდა. სულ მალე კი, მის კარსაც მოადგა სიკვდილკაცა და უსასრულობაში ჩაიკარგა. სიკვდილის ბოლო წამებში კი, მხოლოდ და მხოლოდ განვლილ, ფუჭად დაკარგულ წუთებზე დარდობდა. დიახ... იგი უსიყვარულოდ კვდებოდა. მისი ისტორია აქ, როდი დამთავრებულა. დანაღვლიანებულმი გოგონა უსასრულობის ნაპრალშიც დარდს მისცემოდა. ერთხელ ღმერთმა მას მეორე შანსი მისცნა და დედამიწაზე ხელმეორედ ჩამოასახლა. მხოლოდ ერთი წესი იყო, როდესაც მიჯნურს იპოვიდა, ისევ დაუბრუნდებოდა მარადისობის სავანეში. და მან, ის იპოვა... შემდგომ კი, ფერფლად იქცა. თავი 8 - არაფერია იმაზე საშინელი გრძნობა ვიდრე უსიყვარულობა. - თქვა მან. - თვით უსიყვარულობაცაა, თავად სიკვდილი. - მის ღრმა თვალებში ჩავხედე და სევდა ვუწილადე. - რატომ სიკვდილი? - დაუშვათ, ცალმხრივი სიყვარული გტანჯავს, ამ დროს შენი სხეული ლეშს ემსგავსება, რომელიც სიკვდილის ზღვარს ადგას, ხოლო როდესაც ეს ღვთიური წარმოშობის გრძნობა ორივეს გააჩნია, ამ შემთხვევაში ხან ბუდე ინგევა, ხან ილუზიებში აცხოვრებენ ერთმანეთს ან უმეტესწილად კაცი დომინირებს ქალზე. ყველა შემთხვევაში სიყვარული მაინც სიკვდილია. ეს ასე გამოდის... - და შენ? გყვარებია ვინმე? - არა... უფრო სწორად ამის დროც კი არ მქონია... ალბათ საოცარი გრძნობაა, როცა ვინმე გიყვარს, მაგრამ ვერასდროს ავიტანდი, იმას რომ ვინეს ჩემთვის იდიალები დაენგრია. მე მიყვარს ოცნებები და ზოგჯერ ამ მორევშიც, ჩემს მეორე ნახევარზე ვფიქრობ. „ოცნების ბიჭოვ“ შენ ვინმე გიყვარს ან გიყვარდა? - ბევრთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართ წრფელი გრძნობები არ მაკავშირებდა. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ კაცები მხეცივით ვიქცევით და ქალის მცნება სულ სხვა რამე გვგონია... - ჩვენ შემთხვევაში? - ჩვენ?- გაეცინა. - ჩვენ შეყვარებულები არ ვართ. - ვიცი.... - ძლივას აღმოვთქვი... არადა ჩემში საციცოცხლო სიმი გაწყდა. - მომიყევი შენზე. - რა მოგიყვე? - რამე. - მაინც? - შენ რასაც თვლი საჭიროდ, რომ უნდა ვიცოდე. - მირჩევნია კითხვები დამისვა, ასე ცოტა არ იყოს მეძნელება. - რამდენი წლის ხარ, კესანე? - საუკუნეების.- ისე ვუპასუხე, რომ არც დავფიქრებულვარ. - კესანე, კარგად კი გამაცინე. - სიცილისგან თვალები უელავდა.- მართლა რამდენი წლის ხარ? - თექვსმეტის, შენ? - ოცდახუთის. - ხომ... - შენი ჰობი? - წერა და კითხვა მიყვარს... - ამჯერად რას კითხულობ?- მითხრა დაეჭვებით, თითქოს ეჭვი ეპარებოდა მის სიცხადეში. - მარიამ კობახიძეს „სიცხადის სევდა“. შენ რამეს კითხულობ? - კითხვით ასე თუ ისე, ჩემი სამუშაო გრაფიკის გადამკიდე, თუმცა წერა ძალიან მიყვარს... ცხრა წიგნის დაწერის გეგმა მაქვს ჯერ-ჯერობით, მაგრამ ყველაზე კარგი და ეპიკური ჟანრის, ჩემი აზრით „არაბული“ მაქვს. - აჰამ... გასაგებია. - „ოთხი ბიჭის ისტორია“-ც მაქვს დაწერილი და ასევე „ტელეპორტერი“. თუ გსურს შემდგომში წაგაკითხებ. - დიდი სიამოვნებით. - შენ რას წერ? - უმეტესწილად დღიურს. ეს რამდენიმე დღეა დავიწყე, თითქოს მგონია, რომ ამ პერიოდში ისეთი რაღაც მოხდება, რაც აუცილებლად უნდა აღიბეჭდოს ფურცელზე. სიცხადის სევდა თავი 2 ჩემი ცხოვრება ერთი დიდი აურზაური იყო, რომელიც თვალთახედვას მთლიანად მისპობდა... ყოველ დღეს ახალ განსაცდელს მიმზადებდა და შინაგან აურზაურს/ ქარბორბალას მიწყობდა. მაგრამ როდესაც გგონია შენში ყოველმა კარმა ზურგი გაქცია, სწორედ მაშინ გამოჩნდება ახალი გზა ხსნილამდე. მათე, ჩემი ცხოვრების კაშკაშა ვარსკვლავი იყო, რომელიც სიცოცხლის ნაპერწკლებს მჩუქნიდა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. სწორედ მან მაპოვნინა, შინაგანი ძალაც და ფეხზე მყარედ დამაყენა. მეგობრობა ხომ ცაში გამოსახულ ღრუბელს ჰგავს, რომელიც ყველაზე წმინდაა. დრო გადიოდა... წამი წამს ემატებოდა და წუთი წუთს, მე კიდევ ფიქრების ნაკადს ვეხებოდი და ჩემად ვაქცევდი... ჩემს გაძვალტყავებულ ოთახში დავიარებოდი, რომელშიც მკვეთრად იგრძნობოდა ლეშის სუნი, ალბათ ის, ჩემი ნაწერები გაიხრწნა, რომლებიც მარტოსულობის შეგრძნებებით იქნებოდა შემკული. მას მე მივუახლოვდი... ვცდილობდი ნაბიჯები სწორი და ჰაეროვანი ყოფილიყო, რომელიც დაფიქრებულად შეაბიჯებდა მის სამოთხეში. „ ყველაზე საშინელი გრძნობაა, როდესაც იდიალები გენგრევა ერთი ადამიანის გამო... სწორედ მაშინ განიცდი, იმ დაუოკებელ სულის ტირილს, რომელიც მდინარესავით ედინება თვალების ნაპრალიდან. მინდა... ძალიან მინდა, რომ მალე დასრულდეს ეს ჯოჯოხეთური ცხოვრება და მეც მეწვიოს სულიერი შვების პერიოდი... სხეული დამძიმებული მაქვს... იდიალების ნანგრევები ზურგზე მაწევს და მე გაჭირვებით ვატარებ... ყველაფერი მეწვის... ორგანოები კანკალებენ და თრთიან... მე კიდევ ისევ სამყაროს აღსასრულზე ვფიქრობ, რომელიც ერთადერთ შვებას მაპოვნინებს... ქუთუთოები შეწეპებულია ერთმანეთზე და დაშორებას ლამობენ, თუმცა უშედეგოდ... ახლა კიდევ უფრო მიძნელდება ცხოვრების რიტმზე ფეხის აყოლა, სწორედ ამიტომ მძიმედ მიწაზე ვემხობი... შვილმკვდარი დედასავით ვიწყებ ქვითინსა და ოხვრას, თუმცა რა გასაკვირია, მე ხომ სული მომიკლეს. ეს ყოველივე არაფრით განსხვავდება შვილმკვდარი დედის წოდებისგან... სულდაკარგული პიროვნება არაფერია... სრულიად არაფერი, რომელსაც ფეხზე წამოდგომა უბრალოდ არ შეუძლია. სამყარო უბედურებითაა სავსე და ფაქტობრივად პირველი ყოველთვის მე მატყდებოდა, ხოლმე თავს... გული ისედაც ნაწილ-ნაწილ მაქვს დაფლეთილი, მაგრამ მაინ განაგრძობს ცხოვრება, მის ფეხქვეშ თელვას... არ მინდობს... სულს მიჭამს და გულს მისერავს... და მე თუ ახლა მოვკვდები, დაგამახსოვრდება რო, ჩემი მეობა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი და შენკენ ილტვოდა?... აჰ... ისე რა მიკვირს... აქ ხომ ყოველთვის სიკვდილის შემდგომ აფასებენ... მაშინ აცნობიერებენ თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ის პიროვნება მათთვის... იქნებ, შენც ასე დაგემართოს, როცა სიცოცხლითსავსე თვალების მაგივრად, მიწის ფერფლთა ერთობლიობას ჩახედავ თვალებში? “ ამ წერილის დაწერის დროს, მათესთან მქონდა ურთიერთობა არეული და ძალიან კარგად მახსოვს მისი წაკითხვის დროს, როგორ მოვიდა და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა: - იქნებ, შენ მოგიწიოს ჩემს თვალებში სიკვდილის ამოკითხვა? - რას ბოდიალობ, მათე?! - სიკვდილი ყველას უწერია... მე შენზე დიდი ვარ, შესაბამისად მეტი შანსია ჩემს სიკვდილს შეესწრო. - მე შენს გარეშე სიცოცხლე არ მინდა. - მოგიწევს... - თითქოს რაღაცას მიმანიშნებდა. - არ მომიწევს... ყველაზე მეტად შენი დაკარგვა გამიჭირდება... ეტყობა ვერ ხვდები, ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ, თორემ აუცილებლად ამოიკითხავდი ჩემს თვალებში შენდამი გრძნობებს. - გავბრაზდი. - ნუ მიბრაზდები, მარიამ... შენ ჩემთვის ისეთივე ძვირფასი ხარ, როგორც მე შენთვის. - თუ ასეა, რატომ მაშინებ?! - არ გაშინებ... ეს ახლო რეალობაა. - ახლო რეალობა? ჩემს დატოვებას აპირებ ამ უკაცირელ მიწის ერთობლიობაში? თუ ხუმრობ ეს ყოველივე ახლავე შეწყვიტე... მე შენ მჭირდები... - ყველაფერი კარგად იქნება, მარიამ. - იმედი მაქვს, მათე... შენს გარეშე უყველაფრო ვიქნები. - ვიცი.... და კარი გაიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.