შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე 11 თავი


22-03-2020, 20:21
ავტორი gabi du
ნანახია 2 236

- სანდრო. ცუდად მოიქეცი. - უთხრა ცარომ, როგორც კი სახლი დატოვეს.
- ვითომ რატომ?
- ძალიან ეუხეშე. მოტყუების გარეშეც შეგეძლო აგეხსნა, რომ ლიკუნა არ მოგწონდა. ძალად ხომ არ გამოგყვებოდა არა?
- უფრო კონკრეტულად?
- არ უნდა გეთქვა, რომ ჩემზე ხარ შეყვარებული.
- იმის თქმა გინდა, რომ ეს ტყუილია?
- რა არა?
- ნუ მაფიქრებინებ, რომ შენც იმ ქარაფშუტა ქალების კატეგორიას განეკუთვნები, რომლებთან ალერსიც გრძნობების გარეშეა შესაძლებელი. - ცარო გაშრა. ძალიან ეწყინა სანდროს ცივი და ირონიული ჩაკვრა.
- სანდრო... - ცრემლით აევსო თვალები, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადა დაემალა. ამიტომაც სწრაფად დახარა თავი. სანდრომ მანქანა გზიდან გადაიყვანა. მისკენ მიბრუნდა, ორი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
- როდის მიხვდები საკუთარი თავის ფასს ცარო? როგორ ფიქრობ, ქალი არ მინახავს? მადლისდა ვიშოვე და სახლში მოვიყვანე, რომ ხანდახან ვკოცნო-ხოლმე? შენი აზრით ვინ ვარ? ან შენ ვინ ხარ? თვალს ნუ მარიდებ. მიპასუხე შენი აზრით ვინ ვართ ერთმანეთისთვის?
- თავს იმდენი რამ გადამხდა ლოგიკურაად აზროვნების უნარიც აღარ მაქვს. მართალია თითქმის სამი თვეა რაც ლეოს დავშორდი მაგრამ შოკიდან გამოსვლა ვერ მოვახერხე. ამას დამატებული დედაჩემი... ამ ხნის მანძილზე ჩემი არცერთი მეგობარი შემხმიანებია. მხოლოდ ლექსო მირეკავს ხანდახან. თითქმის ყველა ერთდროულად დავკარგე ვინც კი მიყვარდა. შენ - ადამიანი ვინც, წესით ყველაზე უცხო უნდა ყოფილიყავი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შენ მიცნობ, მხოლოდ შენ გჯერა ჩემი და...
- და?
- და ვგრძნობ, რომ მიზიდავ. ამდენხანს სხვაგან გადასვლაც იმის შიშით ვერ შევძელი, რომ შენგან შორს ყოფნის შემეშინდა. მაგრამ არ მინდა შეცდომა დავუშვა და მადლიერების გრძნობა სხვა გრძნობაში ამერიოს. კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტან. მინდა შენც დაფიქრდე. ჯობია დღესვე გადავიდე შენი სახლიდან. ცოტახანს თუ ერთმანეთს ვერ ვნახავთ ორივე მივხვდებით რას ველით ერთმანეთისგან.
- პირობას გაძლევ, რომ ამ თემაზე აღარ დაგელაპარაკები, სანამ თავად არ მოინდომებ. რამდენი დროც არ უნდა დაგჭირდეს. მაგრამ ნუ მთხოვ, რომ ჩემი სახლიდან გაგიშვა.
- ეს აუცილებელია...
- არა და მორჩა. როგორ უნდა გაგიშვა ჩემგან, როცა ვიცი, რომ პატარა დაბრკოლებაც რომ შეგექმნას თავს ვერ და არ დაიცავ?
- ხო, მაგრამ სულ ჩემს გვერდით ხომ არ იქნები?
- ვიქნები. თუკი ამის უფლებას შენ მომცემ.
- მართლა მეძებდი? - მოულოდნელად თემა შეცვალა ცარომ.
- სულ. ლამის მოვკვდი იმ დღეს ლეოსთან ერთად, რომ გამომეცხადე.
- ჩემს ადგილას სხვა, რომ ყოფილიყო რას იზამდი სანდრო? მასაც გაუშვებდი?
- არ ვიცი. შეიძლება კი შეიძლება არა.
- ანუ შეიძლება პირობა აგესრულებინა? - სანდრომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ამაზე აქამდე არ უფიქრია.
- მაშინ რა განსხვავებაა შენსა და ლეოს შორის?
- მე ჩემს სიყვარულს სასწორზე არ დავდებ თუნდაც სიცოცხლის ფასად.
- ვისაც სხვისი სიყვარულის პატივისცემა და დაფასება არ შეუძლია მან არც საკუთარი სიყვარულის ფასი იცის.
- სხვისი სიყვარულის არა? - ირონიულად ჩაეცინა. - შენი აზრით სიყვარული აკავშირებდა ლეოს შენთან?
- მე ხომ მაკავშირებდა?
- ხომ მითხარი არ მყვაებიაო? - სახე შეეცვალა ნაკაშიძეს.
- მაშინ ხომ არ ვიცოდი რომ სიყვარული არ იყო ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. მითუმეტეს შენ არ იცოდი ეს.
- ამით რა გინდა მითხრა, რომ იმ სირთან მაიგივებ?
- რომ ვიცოდე შენც მას გავხარ ერთი დღე არ ვიცოცხლებდი თავს. - სანდროს გაეცინა. თითქოს ამოისუნთქაო. ერთიანად დამშვიდდა. ცაროს კეფაზე წაავლო ხელი და მომთხოვნად დაუწყო ტუჩებში კოცნა. მერე უცებ მოშორდა.
- ბოდიში. ეს ბოლო იყო. აღარასდროს გაკოცებ თუნდაც მოვკვდე, სანამ თვითონ არ მაკოცებ. - თვალი ჩაუკრა, საჭეს მიუბრუნდა ძრავა ააღმუვლა და სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს.


პატარა თავია, მაგრამ ამ სიტუაციაში მეტის წერას ვერ ვახერხებ. ხვალ უფრო ვრცელ თავს დავდებ. და მომდევნო უკვე დასასრული იქნება მგონიოა. ძალიან მიყვარხართ



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძაან პატარა იყოო :(

 


№2  offline წევრი თათუ♡

ვაიმე როფორ გამახარე ნეტავ იცოდე შენ! ძალიან ძალიან მაგარია, ყოჩაღ!
მადლობა!♡♡
ველოდები შემდეგს♡

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

ცოტა დაძაბულობაა და აღირსე ამათ ბედნიერება შევწუხდი :დდდ <3 <3

 


№4 სტუმარი ატბ

როდის დადებ

 


№5  offline წევრი gabi du

საკმაოდ მოზრდილი თავი წამეშალა :( ახლა ვცოდვილობ ხელახლა დავწერო. ყოველ სემთხვევაში საღამომდე დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent