მექანიკურად! (სრულად)
სრულადაც გთავაზობთ ისტორიას :) -,,რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა,იმიტომ რომ დღეს ჩემი უსაყვარლესი,უსიმპათიურესი და ყველაზე უჟმური ძმის,დაბადების დღეაა’’-სანთლებიანი ტორტით და სიმღერით შეუღეს საძინებლის კარი კატომ და ალექსმა ლევანს,რომელიც პერანგის ღილებს იკრავდა და წასასვლელად ემზადებოდა.სიმღერა რომ დაამთავრეს და ტორტი ლამის ცხვირწინ ააფარეს,ლევანმა თვალები სიცილით აატრიალა და სანთლები ჩააქრო -გილოცავთ-ერთხმად შეყვირა და-ძმამ -მადლობა-ღიმილით უპასუხა-მე რომ მიყვარს ის ტორტია ხომ?-ტორტს დააკვირდა და კრემს თითი აუსვა-მმ,გემრიელია,რომ მოვალ შევჭამ-პიჯაკი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა -დღეს სახლში შევიკრიბებით ხომ? თუ რამე სხვა გეგმები გაქვს?-კითხა კატომ,რომელმაც ასევე ძმას მიბაძა და კარებისკენ წავიდა,რათა ტორტი სამზარეულოში გაეტანა -კი,სახლში ამოვლენ ჩემი მეგობრები,არსად წასვლის თავი არ მაქვს-მხრები აიჩეჩა -ნუ,მესმის შენი,დაბერდი და ხმაურიან ადგილებს ერიდები-სიცილით უთხრა ალექსმა -ხო,რას ვიზამთ-მობეზრებულმა ალექსის ხუმრობებით მის ასაკზე,ხელები აიქნია და გასასვლელისკენ წავიდა-თქვენც უთხარით თუ გინდათ თქვენებს და გამოვიდნენ-მხრები აიჩეჩა და გარეთ გავიდა. კატომ თავის ორ საუკეთესო მეგობარს,თათას და მაკუნას დაურეკა და საღამოს ძმის დაბადების დღეზე დაპატიჟა -არ ვიცი,ვნახოთ თუ მოვახერხებ-სხვათაშორის უთხრა თათამ -რას ნიშნავს თუ მოახერხებ?-თვალები დაქაჩა კატომ,თითქოს თათა დაინახავდა-მაკუნა ქალაქგარეთაა გასული და ვერ მოვა,შენც რომ არ მოხვიდე ძალიან მეწყინება -ნათესავთან უნდა წავიდეთ დღეს საღამოს-იცრუა თათამ -კაიი?-რა თქმა უნდა არ დაუჯერა -ხო -მასე მოატყუე მაკუნა -ოო, აწი კატო-დაიწუწუნა -დღეს საღამოს ჩემთან თუ არ გამოხვალ იცოდე 1 კვირა ხმას არ გაგცემ -ხომ იცი,ისედაც არ ვეხატები შენს ძმას დიდად გულზე და რა აუცილებელია მოსვლა? -მე ჩემი გითხარი,გელოდები! -კარგი,ვნახოთ-დანებდა ბოლოს და დაემშვიდობა. კატო და მაკუნა სკოლის ასაკიდან მეგობრობდნენ. 12 წელი ერთ მერხთან ისხდნენ და განუყრელები იყვნენ. თათა უნივერსიტეტში გაიცნო და იქ დაახლოვდნენ და მათი მეგობრობა უკვე 7 წელს ითვლის. ორივე იცნობდა კატოს ძმებს, ლევანს და ალექსს. ალექსი ძალიან მხიარული და უშუალო ბიჭია,ადვილად პოულობს ყველასთან საერთო ენას,ამიტომ არ გასჭირვებია კატო და თათასთვის მარტივად გაეგო და დაახლოვებოდა.ლევანი კი,ძმისგან განსხვავებით,ძალიან თავშეკავებული და წყნარია,სწორედ ამიტომ,თავიდანვე დისტანცია დაიჭირა კატოს დაქალებთან და მხოლოდ უბრალო ნაცნობობით შემოიფარგლა. განსაკუთრებით თვალში არ მოუხვდა თათა,პირველივე დღიდან,რაც გაიცნო. სრულიად უმიზეზოდ,არა,გატყუებთ, დაინახა თუ არა ქერათმიანი თათა,მან რატომღაც სტერეოტიპულად შეხედა მას და ქარაფშუტად ჩათვალა.(ზოგადად სტერეოტიპული აზროვნებით არ გამოირჩევა და თათასთან რა ეტაკა,ვერ გაიგო)ხოდა,აი ასე, უბრალოდ,შეხედა და აითვალწუნა. ჯერ ისედაც არ იკლავდა კატოს მეგობრებთან ურთიერთობით თავს,მაგრამ, როცა რაიმე სახის შეხება ჰქონდა მათთან, თათას აგრძნობინებდა,რომ მას ის არ მოსწონდა და მხოლოდ კატოს გამო იტანდა. მოსაღამოვდა. ლევანი სამსახურის მერე სახლში დაბრუნდა.შარვალ-კოსტუმი გამოიცვალა და უფრო კომფორტულად ჩაიცვა. მისი მეგობრებით მალე აივსო სახლი. კარგი მეგობრები ჰყავდა მას. კატო კი დასცინოდა,ყველა შენნაირი მოსაწყენიაო,რადგან ცოტა ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის და დიდად ვერ უგებდა ,,დიდ ხალხს’’ როგორც თვითონ უწოდებდა. ნელ ტემპში გრძელდებოდა ლევანის დაბადების დღე.სასიამოვნო გარემო იყო.ბევრი იცინეს,ძველი ამბები გაიხსენეს(ტრადიციისამებრ),მოგვიანებით გიტარაც დაუკრეს და იმღერეს.ყველა ერთობოდა და მხიარულობდა,მაგრამ თათა ჯერ კიდევ არ ჩანდა. ის იყო მობილური უნდა აეღო კატოს და გამოელანძღა მისი გადაგდებისთვის,კარზე ზარი რომ დარეკეს,მაშინვე გაქანდა გასაღებად -ზუსტად ახლა ვაპირებდი შენს გათახსირებას!-გადაკოცნა თუ არა მაშინვე მიაყარა. თათას გაეცინა -საჩუქარს ვარჩევდი,მერე ხან რა საქმე გამომიჩნდა ,ხან რა და მაინცდამაინც პიკის საათში მომიწია გამოსვლა,1 საათი გზაში მოვუნდი-აუხსნა ვითარება თათამ და პალტო საკიდზე დაკიდა-სად არის აბა იუბილარი,მივულოცო-მისაღები ოთახისკენ წავიდა ორივე,საიდანაც ხმაური გამოდიოდა. ყველამ შენიშნა ახალმისული თათა,რომელიც მორცხვად მიესალმა მათ,რადგან საშინლად არ უყვარდა ყურადღების ცენტრში რომ იყო.მალევე მოძებნა იუბილარი,რომელიც სუფრის თავში იჯდა -გილოცავ,მრავალს დაესწარი ბედნიერად-მიულოცა და საჩუქარი გადასცა ლევანს,რომელიც თათას მისასალმებლად წამოდგა(ნუ,ზრდილობიანი იყო) -მადლობა-მოკლედ უპასუხა-რა საჭირო იყო-საჩუქარზე მიუთითა და იქვე მის გვერდით მდგარ კომოდზე დადო. თათამ უბრალოდ გაუღიმა და მისთვის განკუთვნილი ადგილისკენ წავიდა,რომელიც კატომ ანახა,მის გვერდით.ალექსმა შორიდან თვალი ჩაუკრა ღიმილით,რომელსაც უკვე ეტყობოდა რომ ალკოჰოლისგან შეჟუჟუნებულიყო. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თავითვის ისხდნენ კატო და თათა და ლაპარაკობდნენ.მერე კატომ სამზარეულოში გავიდეთ,ყავა მოვადუღოთო.ორივე წამოდგა და სამზარეულოსკენ აიღეს გეზი. -ცოტა დავიღალე-დაიწუწუნა კატომ-როდის დაბრუნდება დედაჩემიი,თორემ სახლის საქმეებს ჭკუიდან გადავყავარ-წუწუნებდა,როგორც ყოველთვის,თათას გაეცინა. -კარგი,რა,ათასში ერთხელ გიწევს ისედაც სახლის საქმეების კეთება და ტყუილად ნუ წუწუნებ-უთხრა და თვითონაც მიეხმარა,ჭიქები გამოიღო კარადიდან-რამდენს უნდა? -გოგოებს ყველას,მარის გარდა და ბიჭებიდან ზურას და ლევანს-თათამ 6 ჭიქაში ყავა ჩაყარა -ჩაიდანში ახალი წყალი ხომ ჩაასხი?-ინტერესით შეეკითხა კატოს -ჰა?-უცებ ვერ მიხვდა-აა,არა-გაეცინა,რადგან გაიაზრა რაც შეეკითხა -კარგი რა, ხომ იცი,ანადუღარი წყლის კიდევ ადუღება და მერე მაგის დალევა,კატასტროფაა-შეწუხებულმა გადაღვარა წყალი მადუღარადან და თავიდან აავსო -აუ,შენ და შენი წიკები-სიცილით უთხრა კატომ-ერთი წუთით დაგტოვებ,ამ მაისურს გამოვიცვლი და მოვალ-მაისურს დახედა,რომელზეც ტორტის კრემი მისცხობოდა-ყავას შენ გაბარებ-მიაძახა და სამზარეულო დატოვა.წყალი მალე ადუღდა,ყავას დაასხა და ლანგარზე დადო. -კატო-ის იყო ბოლო ჭიქა უნდა დაედო ლანგარზე,სამზარეულოში ახალშემოსულმა ლევანმა ძალიან ხმამაღლა რომ დაუძახა კატოს და თათას მოულოდნელად,შიშისგან ჭიქა გადმოუვარდა თეფშიდან და ცხელი ყავა ხელებზე დაესხა -ვაიმეეე-სიმწრისგან ერთი შეყვირა -რა მოგივიდა?-დაინტერესდა ლევანი და მისკენ წავიდა, რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე,ირონიულად ამოიოხრა და ონკანში ცივი წყალი მოუშვა -მიდი შეუშვირე და ისე აღარ გეტკინება-უმარტივესი რჩევა მისცა,თათამაც მორჩილად მიუშვირა ხელები ცივ წყალს,და სახე უსიამოვნოდ დამანჭა -ისე,სულ ასეთი მოუხერხებელი რანაირად ხარ?!-ცინიკურად მიაძახა ლევანმა და ონკანთან მარტო დატოვა თათა,რომელმაც თვალი,დაგროვილი ცრემლისგან გაინთავისუფლა და ონკანი გაბრაზებულმა დაკეტა. -გაფიცებ,რანაირად მოახერხე?-შეწუხებული ეკითხებოდა კატო და თან მალამოს ეძებდა კარადაში-აჰა,ეს წაისვი და იმდენად აღარ აგეწვება-იპოვა რასაც ეძება -შენი ძმა შემოვიდა და ხმამაღლა დაიძახა,უცებ ისე შემეშინდა,თავი ვერ შევიკავე და გამივარდა-უხასიათოდ აუხსნა.კატომ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და კიდევ ერთხელ გადაუსვა მალამო -მორჩა,სიწითლეც არ დაგეტყობა მალე-კრემს თავზე დააფარა და მაგიდაზე დადო -წავალ რა მე, ხასიათი უარესად გამიფუჭდა -აუ კარგი რა,მეგონა დღეს ჩემთან დარჩებოდი -ხო,რავიცი.არ მინდა უჟმური სახით ვიჯდე-მხრები აიჩეჩა -არაფერიც, მალამო წაგისვი,ახლა არ აგეწვება და მოდი ისევ ხასიათზე- იმდენი ქნა,მაინც დატოვა თათა თავისთან.სტუმრებთან დაბრუნდნენ და მხიარულ საზოგადოებას შეუერთდნენ. ქეიფს მორჩნენ და სტუმრებმა დაშლა დაიწყეს. -აუ რა აალაგებს ახლა ამებს-როგორც ყოველთვის დაიწუწუნა კატომ,როცა ბოლო სტუმარიც გააცილა -მოგეხმარები და ნუ წუწუნებ-გაუცინა თათამ. -ჰა,გინდა მოგეხმარო კატო?-მისაღებში ლევანიც შემოვიდა,ალექსი უკვე საძინებელში იყო და სავარაუდოდ ეგრევე დაეძინა -როდის იყო მაგიდას ალაგებდი?-თვალები გაუფართოვდა კატოს -კარგი,რახან არ გინდა,წავედი მეც და დავიძინე. 2 გოგოც მშვენივრად გაართმევთ თავს-მხრები აიჩეჩა და საძინებლისკენ წავიდა. -რა ცინიკოსია ღმერთო-ჩაილაპარაკა თათამ -გეთანხმები.გვეღადავა თავისი ჭკუით,იცოდა მაინც არაფერს რომ არ იზამდა-გაეცინა კატოს გოგოები დიდხანს მოუნდნენ სახლის ბოლომდე დალაგებას.მერე დაღლილები საძინებელში წავიდნენ -ზურგი ჩემი აღარ არის-წელზე ხელები მიიდო და უკან გადაიზნიქა -ხო,მეც დავიღალე-დაღლილმა უპასუხა თათამ და ლოგინზე გაწვა.ერთხანს უხმოდ იწვა და თვალები ჭერისთვის ჰქონდა გაშტერებული -კატო-დაიწყო ცოტა ხნის დუმილის შემდეგ -გისმენ-უპასუხა და ღამისპერანგჩაცმული ისიც გვერდით მიუწვა თათას -შენი ძმა რატომ ვერ მიტანს?-პირველად დაუსვა ცხოვრებაში ეს კითხვა კატოს -კაი,საიდან მოიტანე რომ ვერ გიტანს-სხვათაშორის უპასუხა -შენც ხომ იცი რომ ასეა?-დამწუხრებულმა უთხრა -არა,ასე არ არის,ლევანი ცოტა უჟმურია და თავისებური ხასიათები აქვს,შენც გეუხეშება ხშირად,მაგრამ არ ძულხარ,ეს ზუსტად შემიძლია გითხრა. მას არავინ სძულს!-დარწმუნებით თქვა -არ ვიცი,ჩემს მიმართ აშკარად აგრესიულია,სულ მკბენს ხოლმე თავისი რეპლიკებით,არასდროს არაფერი მოსწონს რაც არ უნდა გავაკეთო და ვთქვა -თუ გინდა დაველაპარაკები და ვკითხავ-მხრები აიჩეჩა -არა,არა, გაგიჟდი? არ მინდა-იუარა თათამ-უბრალოდ შენ რას ფიქრობდი ამასთან დაკავშირებით ის მაინტერესებდა,მასთან არც კი იფიქრო რომ ეს განიხილო რა,გთხოვ -კარგი,არ ვკითხავ არაფერს რახან არ გინდა-ამოილაპარაკა ნახევრად მძინარემ. მერე მარტივად დაეხუჭა თვალები და მიეძინა. მიუხედავად იმისა,რომ 4 იყო დაწყებული,როცა დაიძინეს, თათამ თვალები მაინც 8 საათზე ჭყიტა. არადროს უყვარდა ზედმეტი ძილი,რაც არ უნდა გვიან დაეძინა,მაინც სულ ადრე იღვიძებდა. არც ეს დილა იყო გამონაკლისი. ცოტა ხანი ისე იწვა,სოციალურ ქსელში სიახლეებს ეცნობოდა.მალევე მობეზრდა და ადგომა გადაწყვიტა.იცოდა კატოს ამბავი,მინიმუმ 12 საათამდე თავს ვერ ასწევდა. ტანსაცმელი ჩაიცვა და სააბაზანოში გავიდა.თავი მოიწესრიგა და სამზარეულოს მიაშურა,რადგან ყავა რომ არ დაელია,მერე თავის ტკივილი შეაწუხებდა. სამზარეულოში ლევანი დახვდა.ისიც ყავას იმზადებდა. -დილამშვიდობის-მიესალმა თათა -დილამშვიდობის-მშრალად მიესალმა-დალევ?-ყავაზე მიანიშნა,რადგან თათა უხერხულად იდგა,ვერც გასვლა მოახერხა და სამზარეულოშიც არ იყო კომფორტულად,ლევანის გვერდით -იყოს,მე თვითონ გავიმზადებ-კარადისკენ წავიდა და ჭიქა გამოიღო.ლევანმა მხრები აიჩეჩა და მაგიდას მიუჯდა. ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა,მაგრამ წამიერად თათსკენ გაექცა თვალი,რომელიც უკვე მესამე კოვზ შაქარს აყრიდა ყავას -მასე დიაბეტს დაიმართებ-სხვათაშორის უთხრა და ისევ ტელეფონში განაგრძო ყურება -რა ვქნა,ტკბილი ყავა მიყვარს-მოკლედ მოუჭრა -ნამდვილი ყავის გემო თუ გინდა გაიგო,უშაქროდ უნდა დალიო-ისევ გააგრძელა ლევანმა -მე ასეც მაკმაყოფილებს -არ ყოფილხარ ნამდვილი მოყვარული -კარგი,არ ვარ-გაეცინა თათას და მოკლედ დაეთანხმა,რადგან არ სურდა ამ თემაზეც ეკამათათ. ცოტა ხანი ორივე ჩუმად სვამდა ყავას და წესის გამო იტანდნენ ერთმანეთს,რადგან უკულტურობა იყო რომელიმეს სამზარეულოში მარტო დატოვება,როცა მხოლოდ იმ ორს ეღვიძა.ლევანი ისევ ტელეფონში იყო ჩამძვრალი,თათამ რომ თვალი მას გაუშტერა... ძალიან სიმპათიური იყო ლევანი. მაღალი,წაბლისფერთმიანი,ამავე ფერის თვალებით.სწორი ცხვირი და საშუალო სისქის ტუჩებით.ყველაზე მეტად კი ,მისი თითები მოსწონდა,გრძელი და თხელი. ზოგადად, მოსწონდა თათას ლევანი.ზუსტად ისეთი ტიპის მამაკაცი იყო,მის გემოვნებაში რომ ჯდებოდა- სიმპათიური,განათლებული,უკვე დაღვინებული-ცოტა მკაცრი და ამასთანავე იუმორის გრძნობის მქონე. სწორედ ასეთი იყო ლევანი,ყველასთან, გარდა თათასი.რამდენჯერ დასწყდომია გული,მაკუნას ისე თბილად მოიკითხავდა ხოლმე,რომ ლამის იქვე აღრიალებულიყო,როცა მას ცივად უბრალოდ მიესალმებოდა,რომელ მოკითხვაზეა საუბარი.თათა კი ამ ყველაფერს გულის სიღრმეში ძალიან განიცდიდა,რადგან ვერ ხვდებოდა რა იყო მისი ასეთი აგრესიის მიზეზი მის მიმართ, მას ხომ არანაირი საბაბი არ მიუცია,რომ ასე მოქცეოდა,პირიქით,ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად მორიდებულიც კი იყო ლევანთან მიმართებით.ასე რომ არ ყოფილიყო,აუცილებლად გააბამდა მასთან ფლირტს და რაიმე შანსისთვის იმოქმედებდა კიდეც,მაგრამ არ სურდა კიდევ უფრო გაეღიზიანებინაა და გულში იმარხავდა მის მიმართ გაჩენილ სიმპათიებს. -ლევან,შეყვარებულს რატომ დაშორდი?-უეცრად,სიჩუმე თათას მოულოდნელმა შეკითხვამ დაარღვია და ლევანის გაფართოებულ თვალებს რომ შეხედა,მიხვდა რომ ძალიან მიქარა. ან რა შუაში იყო ახლა ეს შეკითხვა? დასვა თუ არა ეგრევე ინანა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,რადგან კითხვამ გაიჟღერა და ლევანმაც ძალიან კარგად გაიგო.თათას ჩვევად ჰქონდა,ხანდახან ისეთ დროს ისეთ კითხვას დასვამდა,თვითონაც არ სჯეროდა რომ ეს იკითხა -რა შეკითხვაა??-გაოცებულმა, აგრესიულად დაუბრუნა კითხვა და თათას ეგონა ახლა ჭიქა არ მესროლოს გაბრაზებულმაო -მაპატიე,რა ჩემი საქმეა,ან საერთოდ საიდან მომაგონდა ეს ამ დილით-თავი იმართლა და სასწრაფოდ წამოდგა,ჭიქის ნიჟარაში ჩასადებად. თავის თავს წყევლიდა ამ კითხვის დასმისთვის -მართალი ხარ,შენი საქმე არ არის და შენი გრძელი ცხვირი იქ არ უნდა ჩაყო,სადაც არაფერი გესაქმება-აგრესიული ტონი არ შეუცვლია.თათას,მიუხედავად იმისა,იცოდა რაც ,,მიქარა’’,მაინც ეწყინა მისი ეს სიტყვები -ბოდიში ხომ მოგიხადე,რა საჭიროა ამხელა აგრესია?-ვერ მოითმინა- შეგეძლო საერთოდ არაფერი გეპასუხადა ისე დაგეტოვებინე. მეც არ ვიცი ეს რატომ გკითხე-ცოტაც და ხმა გაუტყდებოდა -მომავალში გეცოდინება სად რა უნდა იკითხო-უთხრა და ჭიქა ნიჟარაში ჩადო. -იცი რა,სულ არ მიკვირს რომ დაგშორდა-უეცრად,თათას ენამ დაასწრო გონებას და ისევ შეუფერებელ დროს,შეუფერებელი რამე თქვა-ალბათ ვერ გაუძლო შენს ჯმუხ ხასიათს და მარტივად დაგადო-არც ახლა უფიქრია გაჩერება.ლევანს ლამის თვალები გადმოსცვივდა, ეს გაიგო თუ არა ეგრევე მაჯაში ხელი სტაცა მის გვერდით მდგარ თათას და ისე ძლიერად მოუჭირა,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა -მეორეჯერ რომ ჩემს შეყვარებულზე რამე მკითხო ან შენი შტერული ვარაუდი გამოთქვა,იცოდე ისეთ რამეს ჩავიდენ,რაც არ მეკადრება და გაფრთხილებ,არაფერი გამომტყუო-ზიზღით მიახალა, ხელი გაბრაზებულმა გაუშვა და სასწრაფოდ დატოვა მარტო. თათა კი უზომოდ ნანობდა თავის ნათქვამ სიტყვებს,მაგრამ უკვე ნათქვამს ვერაფერს შველოდა. ლევანის სიტყვებზე გული იმაზე მეტად დასწყდა,ვიდრე წარმოედგინა.მერე კი თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა,რომელიც უხეშად მოიშორა, შემდეგ ინსტიქტურად ნიჟარას მიუბრუნდა და მისი და ლევანის ყავის ჭიქები გარეცხა. თათა ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი წამოვიდა კატოს სახლიდან.ერთი სული ჰქონდა მოშორებოდა ამ ადგილს,ისე წავიდა კატოს გაღვიძებას არც დალოდებია,წერილი მისწერა და მოკლედ აუხსნა რომ ეჩქარებოდა.სახლში გაღიზიანებული შევიდა -დილამშვიდობისა საჭმელს მიაყოლე?-ჰკითხა დედამისმა,შვილს,რომელიც ისე შევიდა სახლში,არ მისალმებია არც დედამისს და არც მამინაცვალს,რომლებიც მისაღებში საუზმობდნენ -შენი შვილი ცოტა უკულტურო რომ არის ახლა შეამჩნიე?-ირონიულად აღნიშნა კახამ,თეამ უკმაყოფილოდ ტუჩები დაპრუწა -დილიდან იგესლები?-არანაკლებ ირონიულად მიუგო თათამაც -მორჩებით?-ჩაერია თეა,სანამ უფრო მწვავე ფაზაში გადავიდოდა მათი კამათი,ისე როგორც წინათ მოხდა,ერთ უბრალო ხუმრობას აყვნენ და სერიოზულად იჩხუბეს,ისე რომ თეა აშველებდა თათას და კახას. თათამ თვალები აატრიალა და თავისი საძინებლისკენ განაგრძო სვლა.თვითონაც არ იყო ამ დილით კახასთან კამათის ხასიათზე,უკვე საკმარისად დათრგუნა ლევანთან მომხდარმა. -ღმერთო,როგორ დავიღალე ამ სიტუაციით-სინანულით ამოიოხრა საწოლზე წამოწოლილმა თათამ. მე-9 კლასში იყო თათა,მისი მშობლები ერთმანეთს რომ გაშორდნენ.მიზეზი მარტივად ახსნეს-ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ და ყველასთვის ასე სჯობსო. თათამ ძნელად გადაიტანა მათი დაშორება.ძალიან განიცდიდა,მაგრამ სხვებთან არ იმჩნევდა,სულ მხიარული იყო და ცდილობდა მისი დარდი სხვებს არ შეემჩნიათ,არც ერთი წამით. მამასთან ურთიერთობას ჩვეულებრივ განაგრძობდა,თემოც ძალიან მზრუნველი მამა იყო და ცდილობდა მის შვილს არაფერი დაკლებოდა,მისი ზრუნვის ჩათვლით. მისი მშობლები უბრალოდ ერთად არ ცხოვრობდნენ,თორემ სხვა მხრივ თათას მშობლების დანაკარგი არ ჰქონდა. მეორე შოკი 2 წლის წინ მიიღო,როცა დედამისმა პირდაპირ გამოუცხადა,რომ თხოვდებოდა. მაშინაც არ გამოუთქვამს უკმაყოფილება,უთქმელად დამორჩილდა ბედს და შეეგუა სიახლეს,რომელზეც აზრი არავის უკითხავს. თავისი მამინაცვალი კახა,თავიდანვე არ მოეწონა,იყო მასში რაღაც ამოუცნობი,რაც მის გვერდით ყოფნის დროს დისკომფორტს შეგიქმნიდა. თავიდან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. არც ზედმეტად თბილი და არც ზედმეტად ცივი,მაგრამ ბოლო პერიოდში ბევრი რამე არ მოსწონდა მასში. პირველად კახასთან ურთიერთობა მაშინ დაეძაბა , როცა დედამისს ხელი გაარტყა,დედამისმა კი ეს აპატია. ამის შემდეგ ხშირად ჩხუბობდნენ თეა და კახა,მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთად იყვნენ. ვერ ხვდებოდა თათა,რა მოსწონდა დედამისს ამ კაცში და რატომ იტანდა მის ასეთ დამცირებას. ამის გამო დედასთანაც ხშირად მოსდიოდა კამათი, ის კი მარტივად მოშორებდა თავიდან-რაც შენი საქმე არ არის იმაში ცხვირს ნუ ჩაყოფო.თათაც საბოლოოდ ნებდებოდა,რადგან იცოდა აზრი არ ჰქონდა. შუადღე იყო თავისი ოთახიდან რომ გამოვიდა. კახა უკვე წასულიყო,დედამისი ყავას სვამდა და თან ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. -დღეს რა ბზიკმა გიკბინა?-ისე ჰკითხა,ტელეფონიდან თავი არ აუწევია -დედა,ახლა კამათის ხასიათზე არ ვარ-დაღლილმა უპასუხა -როდის იყო კამათი გეზარებოდა?-ირონიულად ჰკითხა და ცალი წარბი ასწია -და შენთან კამათს აზრი აქვს?-დაღლილმა ამოიოხრა -კახას წესიერად მოექეცი-მიადგა მისთვის მნიშვნელოვან საკითხს-შენი ასაგდები არაა და ტონი შეარჩიე ხოლმე მასთან საუბრისას-თათამ თვალები მობეზრებულად აატრიალა -ვეერასდროს ვხვდებოდი და ვერც მივხვდები რა ნახე მაგ კაცში ასეთი განსაკუთრებული-ზიზღით წარმოსთქვა-ყველაზე საშინელი კაცია ვისაც კი ვიცნობ-პირში მიახალა სათქმელი -წესიერად მეთქი-დაუყვირა და ტელეფონი მაგიდაზე დაახეთქა-იცოდე არ მოგითმენ მსგავს ლაპარაკს-თითი დაუქნია -არაკაცია შენი კახა!-დაუყვირა თათამაც-არ მესმის მისგან ასეთ დამცირებას როგორ იტან? ისე გექცევა როგორც ჩვარს,როცა უნდა გიყვირის,გირტყამს,ეს ნორმალურია? მიპასუხე დედა ეს ნორმალურია?-თან ყვიროდა და თან ცრემლები მოსდიოდა გამწარებულს.თეაც გააგიჟა მისმა სიტყვებმა,გაავებული წამოხტა და თათას სილა გააწნა,ცხოვრებაში პირველად.თათას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა,ხმა ვერ ამოიღო და ცრემლები გადმოსცვივდა. ეტკინა ლოყაც და გულიც ,მაგრამ ყველაზე მეტად ეს უკანასკნელი -სიყვარული იცი რა ხილია საერთოდ?-უყვირა თეამ-მე მიყვარს ეს კაცი-მერე ცოტა დამშვიდებული ხმით გააგრძელა-თუმცა შენ რა იცი როგორია სიყვარული საპირისპირო სქესისგან,ცალხმრივად ხარ შეყვარებული შენი დაქალის ძმაზე-უხეშად,საოცარი ზიზღით მიახალა თათას,თათამ ეს გაიგო თუ არა ეგონა ფეხქვეშ მიწა გამოეცლებოდა,საიდან გაიგო? ეგრევე ეს კითხვა აამოუტივტივდა -რა...შენ... საიდან მოიტანე?-გაოგნებულმა,გატეხილი ხმით ჰკითხა.თეას გაეცინა -შტერი სულ იყავი,არც ახლა შეცვლილხარ -თეა!!-დაუყვირა თათამ-საიდან მოიტანე რომ ლევანი მიყვარს? -შენს ღიურში წავიკითხე,ასე გამალებით რომ მალავ ლეიბის ქვეშ-მხრები აიჩეჩა -ჩემს დღიურთან რა გესაქმებოდა,მითხარი თეა რატომ? რატომ წაიკითხეე?რატომ?რატომ?-დაიყვირა და ჭიქა,რომლითაც თეა ყავას მიირთმევდა კედელს შეალეწა-ვინ გეკითხებოდა? -დამშვიდდი,არ მეგონა ასე თუ გიტყდებოდა ცალმხრივად სიყვარული-მხრები აიჩეჩა უკვე დამშვიდებულმა -შენ რანაირი დედა ხარ? არც ერთი წამითაც არ შეგიძლია უთანაგრძნო შენს შვილს ხომ? რჩევა მისცე,როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს? არ შეგიძლია ხომ? რა თქმა უნდა არ შეგიძლია-ძალიან გულნატკენმა თვითონვე გასცა თავის შეკითხვას პასუხი -იმედები ძალიან გამიცრუე დედა,ძალიან-უთხრა თუ არა,ეგრევე საძინებლისკენ გაიქცა,ჩანთა და ტელეფონს ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გაიქცა სახლიდან. *** თავის მხრივ,ლევანიც საშინლად გაბრაზებული იყო თათაზე.ვინ ეკითხებოდა?რა უფლებით ჩაერია მის პირადში ეს ქარაფშუტა გოგო?მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო სამსახურში. საღამოს ნიკამაც,მისმა უახლოესმა მეგობარმა აღნიშნა მისი უხასიათობა -რა გჭირს შენ დღეს? შუბლი არ გაგიხსნია-ჰკითხა უხმოდ მჯდარ ლევანს,რომელსაც თვალი ვისკის ჭიქისთვის გაესწორებინა -ო,დაიკიდე რა-მოკლედ უპასუხა და ვისკი მოსვა -ქალის ამბავია?-სხვათაშორის მაინც ჩაეძია,ლევანმა ამოიოხრა -თათამ მომიშალა ნერვები,როგორც ყოველთვის -რატომ? რატომ გეშლება მაგ გოგოზე ნერვები?-ინტერესით ჰკითხა -ხომ იცი რომ არ მევასება,ისედაც ძლივს ვიტან,დღეს დილით კიდევ ისეთი რამ მკითხა რაც არ უნდა ეკითხა -მაინც რა? -ეკას რატომ დაშორდიო -რაში აინტერესებდა?-გაეცინა ნიკას -მე რა ვიცი,ხანდახან ისეთ არაადეკვატურ რამეს იკითხავს ან გააკეთებს,მინდება მივახრჩო -ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ამ ყველაფერს ლევან,მგონი ერთადერთი გოგოა ვინც ასე გაღიზიანებს და მიზეზი შენ თვითონაც არ იცი -როგორ არ ვიცი?-გაღიზიანებულმა მიუგო-ვერ ვიტან მის ქცევებს, დაუდევარ ლაპარაკს და იმას,სულ რომ იცინის,შეუფერებელ მომენტშიც კი. რაღაცნაირად ნიტო გოგოა რა-მოკლედ აუხსნა რაც არ მოსწონდა და ვისკი მოსვა -ო, სერიოზული მიზეზი გქონია-ისევ გაეცინა ნიკას და მანაც მოსვა ვისკი-ყველა შენი ნაშების უმრავლესობა მასეთი იყო,მაგრამ მაგათ მიმართ ამდენ ზიზღს არ აფრქვევდი -მაგათთან ურთიერთობას ვიწყებდი და მალევე ვამთავრებდი,ამ გოგოს კი თითქმის მთელი ცხოვრებაა ვიტან -ისე,დიდ ჩხუბს დიდი სიყვარული მოსდევსო თუ როგორაა მაგი?-წარბები აათამაშა ნიკამ და ზუსტად იცოდა რომ ძალიან გააბრაზებდა ლევანს -იცოდე გცემ ეგ რომ კიდევ ერთხელ თქვა-თითი მიუშვირა გამაფრთხილებლად -როგორ შემაშინე-თავი გადააქნია ნიკამ -მართლა გცემ კიდევ ერთხელ რომ მეხუმრო ასე-ისევ სერიოზული იყო ლევანი -კარგი,ვღადაობ შეჩემ ა,რას ატყდი ახლა-თვითონაც დასერიოზულდა -მაგ გოგოზე ასეთი ხუმრობები არ შემიძლია და საერთოდაც,არ მინდა მაგაზე ლაპარაკი,თემა შევცვალოთ-უთხრა და ამით მორჩნენ იმ საღამოს თათაზე ლაპარაკს, ცოტატი მოეშვა ლევანი და ბარს თვალი მოავლო,იქნებ ვინმე სათავისო ენახა. თათამ ცოტა ხანი უმისამართოდ იარა ფეხით და თან ფიქრობდა. ყველაფერს ერთად განიცდიდა. ცდილობდა ეს განწყობა მოეშორებინა და ისევ უდარდელობა აეკრა სახეზე. საღამოსკენ კატოს შეეხმიანა.სახლში იყო. მანაც გადაწყვიტა მისთვის აეკითხა. -სად გამექეცი ამ დილით? -დედაჩემი გადიოდა სახლიდან,გასაღები ვერ უპოვნია და მე მომიწია მისვლამ,ჩემი რომ მიმეცა-ურცხვად იცრუა,ვითომც არაფერიო -აუ,დღესაც გაბრუებული ვარ,მაინც ვერ გამოვიძინე წესიერად-დაიწუწუნა კატომ -შენ ოდესმე ძილით კმაყოფილი იქნები?-გაეცინა თათას -ალბათ არც არასდროს-კატოსაც გაეცინა-ყავას მოვამზადებ,ხომ დალევ?-თათამ უბრალოდ თავი დაუქნია -კატოო-მიაძახა სანამ გავიდოდა-ლევანი სახლშია? -კი,თავის ოთახში იყო წეღან-ცოტათი გაკვირვებულმა უპასუხა -კარგი,მე ერთი წუთით მასთან შევალ,რაღაცას ვეტყვი სანამ შენ ყავას მოამზადებ-წამოდგა ისიც -ხომ მშვიდობაა? -კი,კი,რაღაც წვრილმანი მაინტერესებს-ჩვეულებრივად უპასუხა და ორივემ ერთად დატოვა კატოს საძინებელი.კატომ სამზარეულოსკენ აიღო გეზი,თათამ ლევანის ოთახისკენ. ფრთხილად დაუკაკუნა კარზე და პასუხს დაელოდა,მხოლოდ ამის შემდეგ შეაღო ოთახის კარი.ლევანი საწოლზე წამომჯდარიყო, ლეპტოპი ედო მუხლებზე და მუშაობდა.თათა რომ დაინახა გაოცებულმა შეხედა -შეიძლება?-მორიდებით ჰკითხა თათამ.ლევანმა წარბი ასწია -ისედაც თითქმის შემოხვედი-ცოტათი უხეშად უთხრა-მოდი-თქვა და ლეპტოპში რაღაცის წერა გააგრძელა.თათა რამდენიმე წამს ჩუმად იყო,რადგან ლევანს ელოდებოდა,ეგონა მორჩება საქმეს და ყურადღებას მომაქცევსო -გისმენ თათა-ჰკითხა ისე,თავი არ აუწევია ლეპტოპიდან -ა,ჰო. მე.. ბოდიშის მოსახდელად მოვედი-უთხრა და რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა,მიხვდა ლევანი მისკენ გამოხედვას რომ არ აპირებდა და ისევ განაგრძო-მაპატიე რა, არ უნდა მეკითხა ამ დილით ის, რა ჩემი საქმე იყო,ვინ მეკითხებოდა -მართალი ხარ,არავინ გეკითხებოდა-სხვათაშორის უპასუხა და ისევ განაგრძო რაღაცის ბეჭდვა -ლევან-ხმა სულ ოდნავ გაუტყდა,როცა ამას მიხვდა,ეცადა თავი უფრო მხნედ დაეჭირა-ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემს საზოგადოებაში ყოფნა და ძალიან გაღიზიანებ,მართალია არ ვიცი რატომ,მაგრამ მე,ასეთი არ ვარ -ასეთი როგორი?-უინტერესოდ ჰკითხა -ქარაფშუტა-უთხრა და ლევანს დააკვირდა,რომელმაც როგორც იქნა ინება და თავი ამოსწია კომპიუტერიდან და გახადა თათა მისი მზერის ღირსი -ნუთუ?-ირონიულად ჩაეკითხა -ხო,ლევან. ვიცი ასეთად მთვლი,მაგრამ დამიჯერე,ცდები. მართალია შეიძლება ხანდახან შეუფერებელ რამეებს ვიძახი და ისეთ კითხვებს ვსვამ,რომელსაც არ უნდა ვსვამდე,მაგრამ ამით ვცდილობ რომ დავმალო ჩემი..-აქ ხმა გაუწყდა-უბრალოდ მაპატიე რა- მიხვდა რომ ცოტა სხვა გზით წავიდოდა ასე საუბარი და დროულად გაჩერდა,რადგან მშვენივრად იცოდა,რომ ლევანს მისი განცდები ფეხებზე ეკიდა-არ მინდა ვინმეს უაზროდ ვძულდე და მითუმეტეს ეს შენ იყო,ჩემი საუკეთესო დაქალის ძმა.ამიტომ,იქნებ ნორმალურად მომესალმო ხოლმე,ზიზღის და ირონიის გარეშე? ან თუ გინდა საერთოდაც არ მომესალმო,ოღონდ ნუ მაგრძნობინებ რომ ასე გძულვარ,გთხოვ-ძლივს უთხრა რისი თქმაც უნდოდა და არც დალოდებია ლევანის პასუხს ისე დატოვა მისი ოთახი,ლევანი კი ერთ ხანს ჩაფიქრებული დატოვა. -მმმ, ვგიჟდები ყავის სუნზე-ნეტარე ხმით შევიდა თათა სამზარეულოში კატოსთან.თითქოს წეღან არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო და ლევანთან ასე მისთვის ემოციური საუბარი არ ჰქონოდა -მერამდენე ჭიქაა ეს შენთვის დღეს?-გაეიცნა კატოს,რადგან იცოდა როგორ გიჟდებოდა თათა ყავაზე -არ დამითვლია,მაგრამ დაახლოებით მე-4 ან მე-5- მხრები აიჩეჩა -შაქარი არ ჩამიყრია,შენით ჩაიყარე,ვიცი სიროფი გიყვარს-თათამ 3 კოვზი შაქარი ჩაყარა და კარგად მოურია. თათას ტელეფონმა დაურეკა.ნომერს რომ დახედა, არც უფიქრია ეპასუხა,უბრალოდ შეწუხებულმა თავი გააქნია -დამანებოს რა თავი,დამანებოს-ლამის ამოიტირა თათამ -ისევ გიგაა?-დამანჭულად ჰკითხა კატომ,რადგან ცხელი ყავა მოსვა და პირი აეწვა -ხო-ამოიოხრა-აღარ ვიცი რანაირად მოვიშორო,ყველანაირად ვბლოკავ ამ ბიჭის საქციელებს,მაგრამ მაინც არ მანებებს თავს -ეგ ბიჭი სრულ ჭკუაზე არაა,მე როდის ვთქვი ეგ. აი, ვერ ვხვდები გოგომ ამდენჯერ უარი გითხრას და თავს მაინც არ ანებებდე,თავმოყვარეობა არ გააჩნია ვაფშე?-კატოსაც მობეზრებული ჰყავდა ეს გიგა -რამე საბაბს რომ ვაძლევდე კიდევ მესმის. რადგან მარტო ვარ და შეყვარებული არ მყავს,ჰგონია რომ შანსი აქვს -რაო?-გაეცინა -ხო,ერთხელ მითხრა,შენი გული რადგან თავისუფალია,მე ვიბრძოლებ მისთვის ყველანაირ ფასადო-ახლა თათასაც გაეცინა -ოო,სერიოზული შანსი ჰქონია-სიცილს არ წყვეტდა კატო-მაშინ სასწრაფოდ შეყვარებული უნდა გაიჩინო,ეგ რომ თავიდან მოიშორო-უცებ დაასკვნა კატომ -ხო კატო,აი ახლა ასე ვიტყვი შეყვარებული უნდა გავიჩინოთქო და ეგრევე გამიჩნდება-თითი დაატკაცუნა თათამ -შენ არ გაგიჭირდება,ისეთი ლამაზი ხარ თათა. უბრალოდ შენ არ გინდა რატომღაც -არაა მასე რა, ასე უბრალოდ არ მინდა ფლირტები,ძალიან მომბეზრდა. ცოტა სერიოზული ურთიერთობა მჭირდება-თათა ურთიერთობებს სხვანაირად აღიქვამდა,არ მოსწონდა დროებითი უაზრო ფლირტები.არ მოსწონდა გოგოები,რომლებიც ბიჭებს უბრალოდ იმისთვის წერდნენ,მერე რომ ეტრაბახათ მე ამდენი ბიჭი მწერს და ამდენს მოვწონვარო.მას ნამდვილი სიყვარული და სერიოზული ურთიერთობა უნდოდა.სიყვარულზე ცოტათი გულნატკენიც იყო. ჯერ მისი მშობლების დაშორება და იმის დაჯერება რომ მათ თურმე ერთმანეთი იმ დონემდე არ ჰყვარებიათ ან საერთოდ უყვარდათ რომ ერთმანეთი?მერე დედამისი და კახას ურთიერთობა,სადაც ასევე ვერ ხედავდა სიყვარულის ნატამალს, მერე მისი ცალმხრივი სიყვარული ლევანის მიმართ და მოკლედ ეს ყველაფერი ერთად აღბული,თათას ურთიერთობების და სიყვარულის შიშს უჩენდა.ამიტომაც იკავებდა თავს არასერიოზული ურთიერთობებისგან. ან იქნებოდა სიყვარული ისეთი,როგორიც თათას სწამდა და სჯეროდა, ან საერთოდ არ იქნებოდა. -თუ ვინმეს შანსი არ მიეცი,როგორ გაიგებ სერიოზულია თუ არა?-ამ ფაქტით სულ აღშფოთებული იყო კატო -ჰა,ხომ არ დავფიქრდე და მივცე გიგას შანსი?-გაიხუმრა თათამ.კატომ კი ხის მაგიდაზე დააკაკუნა,ღმერთმა გადიფაროსო.ამაზე ორივეს გაეცინათ. კიდევ ცოტა ხანი დაჰყო კატოსთან და მერე უნდოდა თუ არ უნდოდა სახლში წავიდა. მისდა საბედნიეროდ არც დედამისი და არც კახა,სახლში არ იყვნენ.ცოტა ამოისუნთქა და აბაზანაში წავიდა წყლის გადასავლებად. ლევანი თათას სიტყვებმა ცოტათი დააფიქრა,სულ სულ ცოტათი,გულის სიღრმეში.ოდნავ დაეთანხმა თათას. რა ბავშვობა იყო ამხელა აგრესიის და ზიზღის გამოხატვა ამ გოგოს მიმართ? მართლა რა დაუშავა ასეთი? ქარაფშუტა თუა იყოს,თვითონ თათაა ეგეთი და არა ლევანი. მისი რა საქმეა? უბრალოდ დისტანცია დაიჭიროს და მეტი მასთან არანაირი შეხება არ ექნება-გამარჯობა- ნახვამდის და მორჩა. დაფიქრდა და მიხვდა რომ მართლა რაღაცნაირად გამოსდიოდა ამხელა ზიზღის ფრქვევა თათასადმი. ამიერიდან,ცოტათი მაინც შეეცდება სხვებს არ აჩვენოს მისი ამხელა აგრესია ამ გოგოს მიმართ და მხოლოდ გულში იფიქროს ასე, ან საერთოდაც არ იფიქროს ამ გოგოზე და ამით მორჩება ყველაფერი. რატომღაც,თავისი გადაწყვეტილებით მშვიდად დაეძინა. იმ საღამოს არც ერთი წამით აღარ გახსენებია თათა და არც ის, რომ ის ქარაფშუტა იყო. თათასთან სახლში დაძაბული ატმოსფერო იყო. თითქმის არ ლაპარაკობდა არც დედამისთან და არც კახასთან. დილით ადრე მიდიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა დასაძინებლად.ოღონდ მათთვის არ ეყურებინა და ყველანაირად ცდილობდა რაიმეთი დაკავებულიყო და ათას საქმეს გამოიჩენდა ხოლმე. კატოსთან ხშირად დადიოდა.მისდა გასაკვირად,ლევანი რამდენჯერაც ნახა,უბრალოდ მიესალმა,ჩვეულებრივ და ამის მეტი არც ენახვებოდა. ცოტათი მოეშვა.გაბრაზებულ მისალმებას და ბრაზის თათაზე ნთხევას, ეს მშრალი,არაფრისმთქმელი გამარჯობა ბევრად ჯობდა. გიგა ისევ არ ანებებდა თავს,სულ ურეკავდა,წერდა.თათა კი მაქსიმალურად მშვიდად იტანდა მის იერიშებს,მანამ სანამ ერთ საღამოს,კატოსგან გამოსულს სადარბაზოსთან არ დახვდა გიგა.თათას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. -გიგა?-აქ რას აკეთებ?-გაოგნებულს აღმოხდა -შენ გელოდებოდი-თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს ისე ახარა ეს ფაქტი გიგამ და გაუღიმა -მე რატომ მელოდებოდი გიგა?!-მკაცრად ჰკითხა-ხომ მილიონჯერ აგიხსენი რომ ასე არ უნდა მოიქცე და შანსები არ გვაქვს? -და მეც მილიონჯერ გიპასუხე რომ შანსები ყოველთვის არის-გაუღიმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა,თათამ უხეშად მოიშორა მისი ხელი და განზე გადგა -თავი დამანებე და ნუ მაიძულებ პოლიციაში გიჩივლო!-ამაზე გიგა ახარხარდა -უცებ არ შემაშინო პოლიციით -გიგა,არ მიყვარხარ,არც არასდროს შემიყვარდები,რატომ არ გინდა თავი დამანებო? -რატომ არ შეგიყვარდები ვითომ? შენი დასაწუნი რა მაქვს -ჩემი დასაწუნი არაფერი გაქვს მართლა,უბრალოდ გულს ვერ უბრძანებ ხომ იცი არა?-უთხრა სტანდარტული ფრაზა -შანსი მომეცი,ვცადოთ,იქნებ და გამოგვდის? -არაფერი გამოვა გიგა. მე სხვა მიყვარს-მიახალა უცებ,რადგან მიხვდა რომ გიგა დანებებას არ აპირებდა.გიგას თვალები შუბლზე აუვიდა -რა? -ხო,რაც გაიგე -ვინ არის?მასაც უყვარხარ?ერთად ხართ?-მიაყარა კითხვები,რადგან მსგავსი რამ პირველად გაიგო თათასგან -რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?გითხარი რომ სხვა მიყვარს -რომ გეუბნები ესე იგი აქვს-დაუყვირა გიგამ -ხო,ერთად ვართ!-ურცხვად მოატყუა -ვინაა? -მაგას არ გეტყვი! -თათა,იცოდე თუ არ მეტყვი,ვიფიქრებ რომ ამ გზით უბრალოდ ჩემს თავიდან მოცილებას ცდილობ და არ შეგეშვები იცოდე -გიგა.. -მაგრამ,შენ თუ ახლა მეტყვი ვინ არის ის ვინც შენ გიყვარს და მასაც უყვარხარ, თუ დამარწმუნებ რომ შეყვარებული ნამდვილად გყავს და ერთმანეთი გიყვართ,კაცობას გეფიცები თავს დაგანებებ და თვალით ვერ მიხილავ-ეს ისეთი ხმით უთხრა გიგამ,თათას თვალები გაუფრთოვდა,ეგონა მომესმაო,მაგრამ შემდეგ დარწმუნდა რომ მართალს ამბობდა.რა უნდა ექნა? ვისზე უნდა მოეტყუებინა? რეალურად ასეთი ხომ არავინ იყო. არ იცის ასეთი დამთხვევები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა თუ რეალურადაც შესაძლებელი იყო,მაგრამ სწორედ ამ დროს გაჩერდა ლევანის მანქანა სადარბაზოსთან.ის იყო გადმოვიდა მანქანიდან,თათას ბევრი არც უფიქრია,როგორც სჩვეოდა.ამ მომენტში მხოლოდ გიგას თავიდან მოშორებაზე ფიქრობდა.მერე დანარჩენი გონებასთან ახლოს არ მიუშვია ისე გაიქცა ლევანთან და ისე ძლიერად ჩაეხუტა,ლევანმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო -გემუდარები,კატოს გაფიცებ ამყევი,არაფერი თქვა და მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები-ჩასჩურჩულა ლევანს,რომელიც ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა და მისი სიტყვების ბოლომდე გააზრება არ აცალა, ისე მიუბრუნდა გიგას და უთხრა -ეს არის გიგა ის, ვისზეც გეუბნებოდი-ლევანს,რომელიც ჯერ კიდევ შოკში იყო და აზრზე ვერ მოსულა რა ხდებოდა,ხელი ჩაჰკიდა და გიგას თვალი თვალში გაუყარა-ეს არის ჩემი შეყვარებული!-შეეცადა ომახიანად ეთქვა სათქმელი.უეცრად თვალები დახუჭა და არც კი უნდოდა ეფიქრა რა მოხდებოდა იქ,იმ საღამოს! თათამ თვალები ნელა გაახილა,რადგან ჯერჯერობით სამარისებური სიჩუმე იყო. ჯერ გიგას გაფართოებული თვალები მოხვდა და მერე ლევანს გახედა,რომელიც გიგას მიმართულებით იყურებოდა და სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა -ოღონდ ახლა არ იყვიროს,ღმერთო,ოღონდ ახლა არა-ფიქრობდა თათა და გული ძალიან სწრაფად უცემდა .თავიდანვე მიხვდა რა სულელეც ჩაიდინა,მაგრამ ნათქვამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა,ახლა მხოლოდ ლევანის იმედად იყო,რომელიც ნაკლებად ჰქონდა -რა ხდება აქ?-თათასგან გასაოცრად სრულიად მშვიდად იკითხა ლევანმა-თათა,ვინაა ეს ბიჭი?-ახლა თათას მიუბრუნდა -ეს...ეს...გიგაა-ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპასუხა -და? ვინაა გიგა?-ისევ განაგრძო კითხვის დასმა.თათას უნდოდა ეპასუხა ამ დროს გიგა რომ ჩაერია -მე გიგა ვარ,თათას ძველი ნაცნობი-თვალი თვალში გაუყარა,აქვე დავინახე და მივესალმე-იცრუა გიგამ, რადგან არ სურდა თათასთვის პრობლემები შეექმნა ,,შეყვარებულთან’’ -შენ მე მელოდებოდი ხომ თათა?-ახლა თათას მიუბრუნა ლევანი ირონიული ღიმილით და მხარზე ხელი გადახვია.თათამ უბრალოდ თავი დაუქნია,ჯერ კიდევ შოკში იყო,რომ ლევანი არ ყვიროდა და თან თამაშში აჰყვა-კარგი,ავიდეთ მაშინ ჩემთან ხომ? თორემ ცივა. აბა კარგად გიგა-დაემშვიდობა და თათაზე ხელგადახვეული შევიდა სადარბაზოში.გიგამ ერთხანს უყურა ,,წყვილს’’ და მერე ადგილს მოსწყდა.საინტერესოა,დაიჯერა კი? თათა სუნთქვაშეკრული მიჰყვებოდა ლევანს -ლევან.. მე..მაპატიე-უთხრა როგორც კი ლიფტში შევიდნენ და მიხვდა რომ ხმის ამოღება შეეძლო -ამ დღეებში მერამდენედ მთხოვ პატიებას დაითვალე მაინც?-ჯერ კიდევ მშვიდად ირონიული ხმა ჰქონდა ლევანს.თათა მიხდა რომ ემოციებს ძლივს იკავებდა და სადაცაა ბრაზს ამოანთხევდა. -არც კი დავფიქრებულვარ ისე მოვიქეცი-თავი ჩახარა -როდის ფიქრობ რო?-ხმას ცოტათი აუწია.ამასობაში ლიფტიდან გამოვიდნენ და სახლში შევიდნენ-სულ ასე დაუდევრად იქცევი-ამოიყვირა როცა სახლში შევიდნენ.მათ ხმაზე კატო და ალექსი გამოვიდნენ -რა ხდება?-ორივემ ერთხმად იკითხა -თათა? შენ ხომ წახვედი?-გაოცებულმა ჰკითხა კატომ -მიდიოდა,სანამ ,,შეყვარებული’’ არ ნახა-დაიყვირა ლევანმა -რა? რა შეყვარებული,თათა რას ამბობს?-გაოცდა კატო, -იცი მაინც რა ჩაიდინა შენმა ჩერჩეტმა დაქალმა?-ხმის დაწევაზე არც ფიქრობდა ლევანი -რა ნამიოკებით ლაპარაკობთ,თქვით რა მოხდა-ალექსიც ჩაერია -გიგა დამხვდა ქვემოთ-ხმადაბლა თქვა თათამ -რაო??-თვალები გაუფართოვდა კატოს-აქ რა უნდოდა მაგას? -არ ვიცი, დამხვდა და დამიწყო როგორც ჩვევია ისე, მერე ისე მოხდა,დაუფიქრებლად ვუთხარი სხვა მიყვარს და ერთად ვართ მეთქი. იქნებ ამან გაჭრასთქო.მერე ჩამეძია მითხარი ვინ არის თორემ ისე არ მჯერაო.რა თქმა უნდა არ ვაპირებდი არაფრის თქმას,მაგრამ ამ დროს-ლევანს შეხედა-ლევანის მანქანა დავინახე და ბევრი არ მიფიქრია ისე მივვარდი და გიგას ვაჯახე ჩემი შეყვარებულია მეთქი-დაასრულა მოყოლა. ალექსს სიცილი აუტყდა,ცოტა ხანი ვერ მოსულიერდა.კატო ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა მოხდა და მერე მასაც გაეცინა -და შენც აყევი თამაშში ლევანიკო?-სიცლით ჰკითხა ალექსმა.ლევანმა დაუბღვირა ძმას,რითაც ანიშნა გაჩუმებულიყო -სასაცილო რა არის აქ?-ხელები გაშალა გაბრაზებულმა-ფაქტის წინაშე დამაყენა ქალბატონმა და იქ რა უნდა მექნა? -მაპატიე რა... -არა,ისე კი იყავი ღირსი მანდვე მომესვი შენს ადგილას და შენი ტყუილი გამომეაშკარავებინა-ღვარძლიანად მიახალა თათას.ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ამ გოგომ ეს მართლა თქვა და თავი მის შეყვარებულად გაასაღა,რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამ ფაქტზე,ბრაზი უფრო მოსდიოდა -კარგი,ლევან,რა მოხდა ამ ერთი უწყინარი ტყუილით-ჩაერთო კატოც-სამაგიეროდ იმედია მოიშორებს გიგას თავიდან -მე ამ თამაშის გაგრძელებას არ ვაპირებ. არ მაინტერესებს რა და როგორ,მეტად შენს შეყვარებულად არ გამასაღო,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-მკაცრად უთხრა ლევანმა და მისაღები დატოვა.თათამ ამოიოხრა -ასეთი შტერი რატომ ვარ-ხელები უღონოდ ჩამოყარა და დივანზე დაჯდა -კარგი თათუს რა მოხდა ასეთი-გაამხნევა ალექსმა-ჩემი ძმაა ზედმეტად უჟმური,თორემ მე რომ ვყოფილიყავი მსგავს სიტუაციაში,სიხარულით დაგთნხმდებოდი ხომ იცი-თვალები აათამაშა და გაუღიმა,თათასაც გაეღიმა მის გულწრფელობაზე -შენ კლოუნი ხარ-ხელი გაჰკრა ძმას კატომ და თათას მიუჯდა -მართლაა რაა სანერვიულო,გადაუვლის მაგასაც.მთავარია გიგამ დაიჯეროს და თავი დაგანებოს-გაამხნევა დაქალი -არ ვიცი.იმედია დაიჯერა მაინც და მეტჯერ აღარ გამოჩნდება,თუ თავს არ დამანებებს მიხვდება რომ მოვატყუე და ისევ თავიდან დაიწყებს-მხრები აიჩეჩა თათამ და ცოტა აკლდა რომ არ ეტირა,მაგრამ აქ,სხვების თვალწინ არაფრის დიდებით არ იტირებდა-წავალ ახლა,ისედაც ბევრ უსიამოვნებას ვქმნი-წამოდგა ფეხზე და ჩანთა აიღო -დარჩენილიყავი დღეს -მოდი,შენი ძმის ნერვებზე უარესად აღარ ვითმაშებ-ეცადა გაეცინა-შეგეხმიანები-გადაკოცნა ორივე და დაემშვიდობა. -აუ ჩემი, რა ჭირს ამ ბიჭს -თავისთვის დასვა შეკითხვა ალექსმა,დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორის პულტი ხელში აათამაშა. კატო ლევანთან შევიდა -კიდევ გაბრაზებული ხარ?-მის ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოუჯდა -გაბრაზებული არ ჰქვია იმას,მე რომ ვარ-კატეგორიული ტონით უთხრა -კარგი რა,ერთი უწყინარი ტყუილი რას დაგიშავებს-მხრები აიჩეჩა -არანაირი სურვილი არ მაქვს,ვინმეს ამ გოგოს შეყვარებული ვეგონო კატო! -რატომ?რატომ ლევან?მართლა ზედმეტი მოგდის-ახლა კატოც გაბრაზდა-თათა ჩემი საუკეთესო დაქალია და შენ უფლება არ გაქვს ასე გალანძღო,თანაც უმიზეზოდ,შენთვის მას არასდროს არაფერი დაუშავებია და რატომ ვერ იტან ასე ძალიან მართლა არ მესმის. -არ მომწონს! აი ასე,უბრალოდ,არ მომწონს და მორჩა! არავისთან არ ვაპირებ ამის გამო თავის მართლებას! და გაბრაზების სერიოზული საფუძველი მაქვს ამ საღამოს და ამაზე არც კი იფიქრო რომ შემეკამათო!! -თათა ცუდი გოგო არ არის, მართლა.პირიქით,ის ძალიან მგრძნობიარეა.მართალია ჩვენ არ გვაჩვენებს თავის სუსტ მხარეს და ცდილობს უდარდელობის იმიჯი მოირგოს,მაგრამ ამას ყველაფერს ჩვენს დასანახად აკეთებს,სინამდვილეში კი ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს -თათას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. სულ იმას აკეთებს და ამბობს რაც უნდა. ის კი არ აინტერესებს სხვები რას ფიქრობენ! -ასე არაა! -ასეა,კატო,ასე. დღევანდელი მაგალითიც იმის დადასტურებაა.ამ საღმოსაც ისე მოიქცა როგორც თვითონ სურდა.არც კი დაფიქრებულა რომ ამით ორ ადამიანს უხერხულობაში აგდებდა, პირველი-მაგ ბიჭს,რომელსაც გული ძალიან ატკინა თავისი დაუდევარი საქციელით და მეორე- მე,რომელიც საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო და თავი ძლივს დავიძვრინე -გიგა თვითონ ტკენს საკუთარ თავს. თათას მისთვის იმედი არასდროს მიუცია,სულ თავს არიდებდა,გეფიცები,ერთხელაც კი არ გაუღიმია მისთვის,ისე რომ მას რამე სხვანაირად ეფიქრა,მაგრამ ეს მაინც არ ანებებდა თავს.არ ვიცი რატომ,მაგრამ იმედი ჰქონდა,რადგან თათა მარტო იყო და არავინ ჰყავდა,ეგონა შანსი ჰქონდა,ამიტომ ეპოტინებოდა იმ მცირეოდენ იმედს და ვფიქრობ ამ საღამოს მერე თათას იმდენად აღარ შეაწუხებს-მოკლედ უამბო გიგა და თათას ამბავი ლევანს,რომელსაც დიდად არც აინტერესებდა -ჩემთვის სულ ერთია.მე არ გამრიოს ამ ამბავში და რაც უნდა ის ქნას! -ლევან,ერთ რამეს გთხოვ რა-შეეხვეწა კატო.ლევანმა ინტერესით შეხედა -გთხოვ, გიგა თუ თათას შენზე რამეს ჰკითხავს,მიეცი უფლება ისე მოგიხსენიოს როგოც შეყვარებული და ასე თავს დაანებებს -გაგიჟდი? -შენ ამით არც არაფერი დაგაკლდება და არც მოგემატება. უბრალოდ სიტყვის მასალად იქნები მისი შეყვარებული, კარგი?გთხოვ-ხელები ერთმანეთს მიატყუპა და ნიკაპთან მიიდო თხოვნის ნიშნად-შენ ასეთი გულქვა ხომ არ ხარ, არა? ცოდვაა თათა,მართლა... -არა კატო! -ლევან?-ისევ იმ პოზაში იჯდა კატო-მართლა არ შეგიძლია ასეთი უგრძნობი იყო-თავი გააქნია -მე მაინც არაფერს მეკითხება ისე აკეთებს და არც ახლა დასჭირდება ჩემი ნებართვა-თვალები აატრიალა -შენ რომ წინააღმდეგი არ იქნები,უფრო თავისუფლად მოაჩვენებს შენს თავს შეყვარებულად -მე არაფერში გამრიოთ,ამის გამო ვინმემ არ შემაწუხოს ზედმეტად და რაც გინდათ ის ქენით!-ეს ირიბად მაინც თანხმობას ნიშნავდა.კატო ღიმილით წამოდგა -ჩემი მკაცრი და გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე ძმა-მიუახლოვდა ლევანს,ლოყები სასაცილოდ გაუწელა, აკოცა და მისი საძინებლიდან გავიდა. ლევანი კი ცდილობდა ამ საღამოს მომხდარზე არ ეფიქრა და ისევ არ მოშლოდა ნერვები. მერე წყალი გადაივლო და დაიძინა *** -სად დადიხარ შენ?-სახლში შევიდა თუ არა თათა მაშინვე გაბრაზებულმა ჰკითხა დედამისმა-ამ ბოლო დროს სახლში თითქმის არ ხარ! -უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის,რომ ანგარიში გაბარო-მკვახედ მიუგო -ტონი შეარჩიე ჩემთან საუბრისას,ნუ გავიწყდება ვინ ვარ! -ეს შენ გავიწყდება დედა,რომ მე შენი შვილი ვარ -სად იყავი?-ტონი არ შეუცვლია თეას -კატოსთან! -ყოველდღე კატოსთან დადიხარ?-ეჭვით ჩაეკითხა -თეა,რა გინდა? კატოს გარდა სხვა მეგობრებიც მყავს და როგორმე ვანაწილებ დღეებს მათთან შესახვედრად -ვიღაცას ხვდები ხომ? და მატყუებ?-ისევ ეჭვით ჩაეკითხა -არავის ვხვდები და ასეც რომ იყოს, არავის საქმე არაა,ჩემს თავს როგორღაც მე თვითონ მივხედავ-გაღიზიანებულმა დაიყვირა,რადგან უკვე საკმარისზე მეტად ეშლებოდა ნერვები დედამისის უსაფუძვლო უნდობლობაზე -რამე შარს არ გადაეყარო,ყურადღებას ვერ გაქცევ დ არ აიშვა და ოჯახი არ შეარცხვინო-სხვათაშორის უთხრა და ტელეფონი აიღო.თათას გაეცინა,მერე ახარხარდა,ასე იცოდა როცა ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა -ყურადღებას როდის მაქცევდი რო?-სიცილით მიუგო,უფრო სიმწრის სიცილი იყო-არ გინდა ეს მოჩვენებითი მკაცრი დედის როლის თამაში,თითქოსდა ჩემზე წუხდე. მე არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს რაც ოჯახს შეარცხვენს,ოჯახს,რომელიც არ არსებობს. შენ არასდროს ინტერესდებოდი მე რა მაწუხებდა,რა მინდოდა,რას ვაკეთებდი და ნურც ახლა ნუ შეიწუხებ თავს, ახლა არა, ახლა არ მჭირდება-უკვე დასერიოზულებულმა მიახალა და თეა მარტო დატოვა. ამ ამბების შემდეგ ერთი კვირა გავიდა.თათა კატოსთან არ გასულა,მხოლოდ მიმოწერებით თუ მოიკითხავდნენ ერთმანეთს. ლევანსაც ცოტათი გადაუვიდა გაბრაზება,ან უბრალოდ არ იმჩნევდა.გიგა არ გამოჩენილა თათას სიახლოვეს,რაც ძალიან უკვირდა და ელოდებოდა კიდეც,რომ გამოჩნდებოდა,რადგან ის ასე მარტივად არ დაანებებდა თავს,მიუხედად იმისა რომ ,,შეყვარებული’’ ჰყავდა თათას. ოჯახში ისევ დაძაბული სიტუაცია ჰქონდა. საერთოდ არც კი საუბრობდნენ ერთმანეთთან. სამსახურიდან დაღლილი გამოვიდა და თავის საყვარელ კაფეში გადაწყვიტა მარტო წასულიყო და მშვიდად ეფიქრა,ცხელ ამერიკანოსთან ერთად. ასეც მოიქცა.კუთხეში,თავის საყვარელ ადგილას დაჯდა. ამერიკანო და შოკოლადის ტორტი შეუკვეთა.სანამ შეკვეთას მოუტანდნენ,ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო და წერას შეუდგა.მას შემდეგ,რაც დედამისმა მისი დღიური წაიკითხა,სულ თან დაჰქონდა ჩანთით.ახლაც გადაწყვიტა თავისი განცდები თავისი დღიურისთვის მოეყოლა და ცოტა დაცლილიყო. იმავე კაფეში ლევანი და ნიკაც ისხდნენ,რომლებიც თათას არც კი შეუმჩნევია,რადგან მთელი არსებით გადართული იყო რაღაცის წერაში. შეკვეთა რომ მიუტანეს,მხოლოდ მაშინ ამოხედა მიმტანს,გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. შოკოლადის ტორტის პირველი ლუკმა ნეტარებით გადაყლაპა და ცხელი ყავა მიაყოლა,მერე ისევ ბლოკნოტს მიუბრუნდა -ეს გოგო მგონი ლატარეაში მოვიგე-მისი დანახვისას ამოიოხრა ლევანმა.ნიკას გაეცინა -ხშირად იკვეთებით ერთად და მგონი შენი ბედია!-სერიოზულმა უთხრა ნიკამ და რომ არ გასცინებოდა ლუდი მოსვა,მაგრამ ლევანის სახეზე თავი ვერ შეიკავა და მაინც გაეცინა-ხუმრობაზე აცრილი ხარ შენ? -მორჩი რა-ხელი უაზროდ აიქნია და თვითონაც მოსვა ლუდი -ისე,ლამაზია ხომ იცი შენ?-ხელი ნიკაპზე მოისვა ნიკამ და თათას გახედა-თან ძალიან-თავის კითხვას თავადვე გასცა პასუხი -ქერა გოგოები სულ გევასებოდა შენ-ჩაეცინა ლეანს და ისევ მოსვა ლუდი -არა რატო, შეხედე,მართლა ლამაზი ნაკვთები აქვს,მარტო ქერა თმები ხომ არაა-მხრები აიჩეჩა ნიკამ-არა,აღიარე ახლა,რომ ფიზიკურად უნაკლოა!-თითი მიუშვირა ლევანს -არ ვიცი,არ დავკვირვებულვარ ისე,რომ აღმექვა მისი სილამაზე-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა -ხოდა ახლა დააკვირდი-მხრები აიჩეჩა-რა პრობლემაა -ო,შემეშვი ახლა.მეტი საქმე არ მაქვს-თქვა და ლუდი მოსვა ყურადღების გადასატანად. მერე თემა გადაუტანა და უაზრო რამეებზე ლაპარაკობდნენ. ლაპარაკის პროცესში თვალი ბლოკნოტში თავჩარგული თათასკენ გაექცა და მის თვალიერებას შეყვა.თათა ამ ორისგან პროფილით იჯდა,თმები მსუბუქად ჰქონდა შეკრული,წერისას ხელი რომ არ შეეშალა. ლამაზი ფორმის ცხვირი,პროფილში კიდევ უფრო ლამაზი იყო. თათა აქაურობას არ ეკუთვნოდა ისე იყო გადართული წერაზე,თითქოს იმ კაფეში მის გარდა არავინ იყო.მერე ერთი მომენტი კალამი გვერდზე დადო,ტორტის ნაჭერი კიდევ შეჭამა და ყავა მოსვა.სანამ ბლოკნოტს მიუბრუნდებოდა,რამდენიმე წუთი ნაღვლიანად ჩაფიქრებული იჯდა და უბრალოდ ფიქრობდა. სახეზეც ეწერა რომ უგუნებოდ იყო. ლევანი ისე შეყვა თათას თვალიერებას,ვერც მიხვდა. რომ არა ნიკას ხელის აფრიალება სახესთან,კიდევ გააგრძელებდა ყურებას -ლევან, არ გესმის ბიჭო?-ხელი აუქნია თვალთან -ჰა,რას ამბობდი?-მხოლოდ ახლა მიაქცია მას ყურადღება -არ მისმენდი?-უკმაყოფილოდ ჰკითხა -გისმენდი,უბრალოდ ბოლოს რა მკითხე ვერ გავიგე -ჰა,გამოტყდი, თათას უყურებდი ხომ?-სიცილით ჰკითხა-რომ გკითხონ მისი დანახვა არ გსიამოვნებს და თვალი არ მოგიშორებია-კვლავ დასცინოდა -რა თვალი არ მომიშორებია,რეებს იგონებ,უბრალოდ ჩავფიქრდი-იუარა-რას მეკითხებოდი?-ისევ შეცვალა თემა.ნიკამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი -კვირას დათას დაბადების დღეზე ხომ წამოხვალთქო, ამას გეკითხებოდი -რავიცი,წავიდეთ-მხრები აიჩეჩა, ის იყო ნიკას რაღც უნდა ეკითხა,თათას მაგიდისკენ გაექცა ორივეს მზერა,სადაც მიმტანს, რომელმაც მეორე ჭიქა ყავა მიუტანა,შემთხვევით ჭიქა დაუვარდა და თათას ფეხებზე გადაასხა. თათას საშინლად აუწვა ფეხები ცხელმა სითხემ და ცრემლები მოადგა თვალებზე.მიმტანი გოგონა კი გამალებით ცდილობდა ბოდიშის მოხდას და ძალიან ნერვიულობდა,თან ხელსახოცებს უსვამდა ფეხზე,რომ სითხე მოეშორებინა. მერე თათა გონს მოვიდა. მკრთლად გაუღიმა მიმტანს და ხელსახოცი გამოართვა -არაუშავს,მე თვითონ ვიზამ-დარჩენილი წვეთები თვითონ მოიწმინდა,მაგრამ საშინლად ეწვოდა და აწითლებულიც ჰქონდა -ვაიმე ,ეს როგორ დამემართა წარმოდგენა არ მაქვს,ძალინ ვწუხვარ,მე..მე-ტირილით ეუბნებოდა გოგონა -დაწყნარდი რა,არ ინერვიულო.ეს სამყაროს დასასრული არაა-კვლავ ეცადა გამამხნევებლად გაეცინა მისთვის-შენ ეს მოასუფთავე და ჩემს თავს მე მივხედავ-გუღიმა,ჩანთა აიღო და საპირფარეშოსკენ გასწია.სახეზე ტკივილი აღბეჭდვოდა,დამწვრობით გამოწვეული. ამ ყველაფერს ლევანი და ნიკა ხმაამოუღებლად უყურებდნენ. ყავა რომ გადაესხა,ლევანს ეგონა ახლა აწივლდება და კივილით აიკლებს აქაურობასო,მაგრამ შეცდა და ცოტათი გააოცა თათას საქციელმა.არ ეგონა ამდენად მომთმენი და ლმობიერი თუ იქნებოდა. -არ წავიდეთ?-უცებ იკითხა ლევანმა -მოიცა არ დაველოდოთ როგორ იქნება? -რა მოუვა?-გაეცინა -ლევან,რა უგულო ხარ?!სხვა თუ არაფერი შენი დის დაქალია და საერთოდ არ გადარდებს მისი ბედი? -ნიკა,რას აზვიადებ, ყავა გადაესხა,ვერ ხედავ მშვენივრადაა,იქეთ ამშვიდებდა მიმტანს -აუ,ისე,წარმოიდგინე,ეს რომ ეკას დამართნოდა-უცებ ეკა გახსენდა ნიკას და გაეცინა,ლევანმა შუბლი შეკრა-მთელს კაფეს ჰაერში აწევდა და იქამდე არ მოისვენებდა სანამ ამ გოგოს არ გააგდებინებდა -რა საჭირო იყო ახლა მაგისი გახსენება-უკმაყოფილოდ თქვა ლევანმა -არაფერი,უბრალოდ პარალელი გავავლე,შენ ხომ ორივეს ვერ იტან-გაეხუმრა ლევანს.მერე ლევანსაც ჩაეცინა -ხო,ვერც ერთს ვერ ვიტან,მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი ქულა თათას-სხვათაშორის თქვა და მიმტანს დაუძახა ანგარიშის მოსატანად. ნიკას უცნაურად ჩაეღიმა,თითქოს რაღაც დასკვნებს აკეთებდა გონებაში. კვირა დღე მალე მოვიდა.ცოტათი ეზარებოდა რესტორანში წასვლა,მაგრამ მეგობარმა დაპატიჟა და არ წასვლა არ გამოდიოდა. ნიკა და ის ერთად წავიდნენ. დაახლოებით 20 კაცამდე იყო სუფრა. ლევანი იშვიათად სვამდა,თუ დალევდა,ბოლომდე სვამდა,გათიშვამდე.დღეს კი არ იყო დალევის ხასიათზე და უბრალოდ არ დაულევია,არც ერთი ჭიქა. ასეთი იყო ის,თუ არ უნდოდა,ვერავინ დააძალებდა,ერთს იტყოდა და მაგას არ გადავიდოდა.სხვები ნელ-ნელა შეთვრნენ. ლევანს ტელეფონმა დაურეკა,სამსახურის თობაზე ურეკავდნენ. ამ ხმაურში ვერაფერს გაიგებდა,ამიტომ გარეთ გავიდა სასაუბროდ. ამ დროს,იქვე დარბაზში სხვა მაგიდასთან გიგა ქეიფობდა თავის მეგობრებთან ერთად და და შეუმჩნეველი არ დარჩენია ლევანი,რომელმაც რესტორანი დროებით დატოვა. მერე ფეხზე წამოდგა ბანცალით და იმ მიმართულებით წავიდა სადაც ლევანი. სანამ გიგა გარეთ გავიდა,ლევანს უკვე დასრულებული ჰქონდა საუბარი ტელეფონზე და უბრალოდ იდგა და ეწეოდა. ამ დროს გიგა გავიდა და წინ დაუდგა -შენ თათას შეყვარებული ხომ?-თითი თვალთან აურტიალა.თან ერთ ადგილას ქანაობდა,სასმლისგან გაბრუებული -ბატონო?-უცებ ვერ მიხვდა და მერე კარგად რომ დააკვირდა გაახსენდა ადრინდელი ინციდენტი ამ ბიჭთან,თათამ ვის წინაშეც შეყვარებულად გაასაღა -გამარჯობა გიგა-უემოციოდ მიესალმა და ბოლი გამოუშვა. -შეყვარებული სად დატოვე?-შეყვარებულს ხაზი გაუსვა და პირდაპირ ჰკითხა -ანგარიში უნდა გაბარო?-ირონიულად გაეცინა -რას ბრძანებ,უბრალოდ მაინტერესებდა-ხელები მაღლა ასწია.ლევანს პასუხი არ გაუცია,მშვიდად განაგრძობდა მოწევას. -ისე,არ მესმის,ასეთი გოგო გყავდეს და შენ მარტო დადიოდე საქეიფოდ-ისევ დაიწყო გიგამ,აშკარად რაღაცას ცდილობდა.ლევანმა ისევ არ მიაქცია ყურადღება და მისმა სიჩუმემ გიგა გააღიზიანა -იცი რას გეტყვი?-თითი მიუშვირა- მე ასე ადვილად არ დავნებდები!-კატეგორიული ხმით განაცხადა. -და?-მხოლოდ ამის მერე შეხედა ლევანმა ცინიკური მზერით -მე მისთვის ვიბრძოლებ,ასე მარტივად თავს არ დავანებებ..არა,არა, ვერ დავანებებ. მე..ის.. მე მართლა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ რომ ის ჩემი გახდეს-ძალიან კატეგორიული ტონით ლაპარაკოდბდა გიგა.ლევანს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ნამდვილი შეყვარებული რომ ყოფილიყო,წესით ახლა მისთვის მინიმუმ თავ-ყბა უნდა გაეერთიანებინა ჩემს შეყვარებულზე რეებს ბაზრობო,მაგრამ ახლა მისთვის ცოტათი სულ ერთი იყო რასაც გიგა იძახდა. საბოლოოდ მაინც არ მისცა მისმა გულმა უფლება ასე დაუნდობლად მოქცეოდა მისი დის დაქალს და გამოემჟღავნებინა სიმართლე,რომელიც უფრო გაუხსნიდა გზას ამ ტიპს. -როცა გოგოს არ უნდიდხარ, არანაირ ასპქეტში, მისთვის კუდში დევნა რომ ს*რობაა მე გასწავლო თუ შენითაც ხვდები?-ბოლო ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი იქვე,სანაგვეში ჩაასრირა -ომში და სიყვარულში ყველა გზა დასაშვებია-მხარზე ხელი დაარტყა -ამ ფრაზით მხოლოდ თავს იმშვიდებ-მოკლედ მოუჭრა,მისი ხელი უხეშად მოიშორა და მის პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა დარბაზში. გიგა ძალიან დაიბოღმა ლევანის სიტყვებზე.ვერ ეგუებოდა რომ თათა ვიღცის შეყვარებული იყო.ამდენი იწვალა მის მოსაპვებლად,ამდენი წელი სდია და თათამ მაინც სხვა აირჩია? არა! ეს შეუძლებელია.ამას ასე არ დატოვებს.დარბაზში რომ შებრუნდა,ცოტა გამოფხიზლებული ჩანდა,მეტი აღარ დაუმატებია სასმელი, ლევანს თვალს არ აშორებდა და ერთი სული ჰქონდა გარეთ გასულიყო. ამასობაში ლევანის ამგიდასტან დაშლა დაიწყეს. ლევანი დანიკაც წამოდეგნენ და გასასვლელისკენ წავიდნენ,გიგამ ეს დაინახა თუ არა ეგრევე გაყვა. გარეთ რომ გავიდნენ ეგრევე ლევანს ეცა და მუშტი დაარტყა.ეს ყველაფერი წამებში მოხდა,ლევანი მოულოდნელობისგან შეტორტმანდა. მერე თვითონაც დაარტყა. ნიკა უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ამ ორის შუაში ჩადგა -შენ შიგ ხომ არ გაქვს?-დაუყვირა ნიკამ გიგას და ხელით დაუჯიკავა.ლევანმა ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ნიკა ხელით გააჩერა -გოგო აგეხა და საქმის მოგვარება მუშტებით გადაწყვიტე?-ირონიულად ჩაეცინა.გიგა ისევ იწევდა,მაგრამ ნიკამ არ გაუშვა -არ მესმის თათამ შენში რა დაინახა. მე მას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე!არ შეიძლება ასე უბრალოდ შენ შეყვარებოდი-ყვიროდა გიგა -ეგ შენი პრობლემაა და არა თათასი!-ირონიულად ელაპარაკებოდა ლევანი -მე მას ასე ადვილად არ დავთმობ-თითი მიუშვირა,მისკენ იწევდა მაგრამ ნიკა ისევ ამაგრებდა -მიდი! სცადე! მხოლოდ შენ დაზარალდები-სარკასტულად მოუგო ლევანმა-ნიკა,შეეშვი თუ ძმა ხარ და წავიდეთ-მობეზრებულმა მიაძახა ნიკას. ნიკამ ხელი უხეშად შეუშვა, ერთი შეიგინა და ლევანს გაყვა უკან. -ეს რა იყო?-მანქანაში ჩასხდნენ თუ არა მაშინვე ჰკითხა ნიკამ ლევანს -ამასთან გამომაცხადა ქალბატონმა შეყვარებულად და დაიბოღმა-გაბრაზებული ჩანდა ლევანი -აუ რა *ლეა-გაეცინა ნიკას-საქმეს გირჩევდა ამის გამო?-აფხუკუნდა-ტუჩი შეგისივდა ისე ხომ იცი?-ლევანს შეხედა.ლევანმა სარკეშ ჩაიხედა და თავის გახეთქილ ტუჩს თვალი შეავლო -ფუ მე მაგის-შეიკურთხა,სარკე გაასწორა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ნიკა სახლში დატოვა და მერე თვითონაც სახლში წავიდა. სახლში მისულს კატო და თათა მისაღებში დახვდნენ,ფილმს უყურებდნენ და პოპ-კორნს ჭამდნენ, თან იცინოდნენ.ლევანის მისვლა ორივემ შეამჩნია,თათა წამში დასერიოზულდა. ლევანი უბრალოდ მიესალმა მათ და საძინებლისკენ წავიდა გამოსაცვლელად.რამდენიმე წუთში უკან გამოვიდა და გვერდით დაუჯდა გოგოებს. -როგორი დრო გაატარე-ჰკითხა კატომ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ტელევიზორისთვის -ნორმალური-მოკლედ მოუჭრა.თათა თავს ძალიან შებოჭილად გრძნობდა.პოპ-კორნის ჭამაც შეწყვიტა და თვალი უაზროდ გაუშტერა ტელევიზორს. -რა დეტალურად აღწერე-გაეცინა კატოს და ლევანს გახედა- ლევან?!- წამოიყვირა-ტუჩზე რა დაგემართა?-პოპ-კორნის ჯამი გვერდზე გადადო და მას მიუჯდა გვერდით -თათას ხომ არ ჰკითხავდი?-ირონიულად უპასუხა-თათას და კატოს ორივეს თვალები გაუფართოვდა -რა?თათა რა შუაშია?-დაიბნა კატო,თათამაც კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა -ახლა რა დავაშავე?-გაოცებულმა ჰკითხა. -მაგ შენი უწყინარი ტყუილის დამსახურებაა ეს-ტუჩისკენ წიღო თითი-თათას სუნთქვა შეეკვრა -რაო?-ისევ ვერ მიხვდა კატო -რესტორანში ამისი თაყვანისმცემელიც სვამდა. მოვიდა და საქმე გამირჩია,თათას თავი როგორ წამართვიო-ირონიულად ყვებოდა-და აჰა,შედეგიც-თათა გაფითრდა,ხმა ვერ ამოიღო. რამდენიმე წამი ასე გაშეშებული იჯდა,მერე ხელები სახეზე აიფარა და ამოიოხრა -ეს რა მოუშორებელი ჭირია-ლამის ამოიტირა,როცა ხმის ამოღება შეძლო.ლევანი კვლავ ცინიკურად უყურებდა -ახლა ხომ ხვდები,დაუფიქრებლად რომ არ უნდა იძახო რაღაცები?! -ბოდიში,მართლა მექანიკურად მომივიდა,არ მეგონა ასე ღრმად თუ შეტოპავდა-ნაღვლიანად საუბრობდა -ხო,შენ ზოგადადაც მექანიკურად ფიქრობ და მექანიკურად მოქმედებ,მხოლოდ შემდეგ უფიქრდები თუ რა ჩაიდინე-ისევ ირონიული იყო ლევანის ხმა -გამოვასწორებ. ვეტყვი რომ მოვატყუე და შენ არასდროს შეგაწუხებს-ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა-მართლა არ მეგონა ამ დონემდე თუ მივიდოდა. ხვალვე ვნახავ და ყველაფერს ვეტყვი და რაც უნდა ის ქნას-ხმა გაუწყდა და თავი დახარა -რა?არც იფიქრო მაგას რამე აუხსნა-კატოც ჩაერია-გიჟია და რამე არ დაგიშავოს-შეშფოთდა -ჩემს თავს უკვე აღარ ვჩივი კატო,არ მინდა სხვები გავრიო და რამე დაუშავოს ჩემს გამო-მხრები აიჩეჩა -ამაზე მანადე უნდა გეფიქრა-მკვახედ მიუგო ლევანმა -ახლავე დავურეკავ და ყველაფერს ავუხსნი-უცებ ფეხზე წამოხტა და ტელეფონს ხელი დაავლო -თათა,სისულელე არ გააკეთო-კატო მის გაჩერებას შეეცადა -არა კატო,სისულელე მისი მოტყუება იყო-ხელი აუქნია და სხვა ოთახში გავიდა -ლევან-სასოწარკვეთილმა დაუძახა კატომ-გთხოვ რა, არ დაარეკინო გიგასთან,უთხარი რომ არაუშავს,გემუდარები რა-თითებით ყელი გამოწელა და ისე ევედრებოდა-გთხოვ... ლევანმა თვალები აატრიალა,კატოსთვის პასუხი არ გაუცია ისე გაყვა უკან თათას,რომელიც ტელეფონს ხელში ათამაშებდა და დასარეკად ემზადებოდა,უჭირდა,მაგრამ მზად იყო. -არ გინდა, ნუ აუხსნი-მშვიდად უთხრა ლევანმა-არ ღირს მასთან თავის მართლება -ის ზღვარს გადავიდა ლევან...სჯობს ავუხსნა რომ მოვატყუე და შენ თავი დაგანებოს,მას საქმე მხოლოდ ჩემთან აქვს -და რა გინდა ახლა,ქალის კალთას ამოვეფარო? -რა შუაშია.შენ გაუგებრობაში აღმოჩნდი და შენი ბრალი არაფერი არ არის -მეც შემეძლო მეთქვა,რომ ერთად არ ვართ -ხო,შეგეძლო გეთქვა-მხრები აიჩეჩა-ტუჩის გახეთქვას აიცილებდი თავიდან -ნუ,როგორც არის. ისე მომიშალა ნერვები,არ ჩავთვალე საჭიროდ რამე ამეხსნა მისთვის -არაუშავს,მე ავუხსნი-მკრთალად გაუღიმა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.ის იყო უნდა დაერეკა ლევანმა რომ წაართვა -და გინდა რომ ჩემი ტუჩის შეწირვა ტყუილუბრალო იყოს?არა,გმადლობთ-უთხრა და მისი მობილურიანად გავიდა მისაღებში.თათა კი გაურკვევლობაში დატოვა -ეს მიეცი რომ გამოვა და უთხარი ისევ რამე არ მიქაროს -ანუ არ დაურეკოს?-თვალები გაუბრწყინდა კატოს -რაც იყო,იყო. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?-მხრები აიჩეჩა და დასაძინებლად წავიდა.ეს თანხმობას ნიშნავდა და კატომაც გახარებულმა ხტუნვა დაიწყო -ვერ მოვასწარი დარეკვა-უკმაყოფილოდ გამოვიდა თათა. -არც მოგიწევს-ღიმილით უთხრა და ტელეფონი მიაწოდა -რა? -ხო,რაც იყო იყოო,ანუ აღარ არის დარეკვა და ახსნა საჭიროო-გაუღიმა -მაინც ცუდად გამოდის ლევანთან -კაი,დაიკიდე რა, ძლივს რაღაცაზე დაგვთნხმდა და რაღას წუხხარ-ხელი აიქნია კატომ და ამით დაასრულეს იმ საღამოს ლაპარაკი გიგაზე. თათამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. სულ ამ ფაქტზე ეფიქრებოდა. გიგას საქციელი აცოფებდა. ვერაფრით რომ ვერ შეაგნებინა ვერაფერი. მერე ლევანის საქციელიც გაახსენდა და უნებურად გაეღიმა.პირველად შეძლეს და დიალოგი ჩხუბის გარეშე ჩაამთავრეს,თანაც დახმარებაც გაუწია და უფლება არ მისცა გიგასთვის სიმართლე ეთქვა,ამ ფაქტმა ცოტათი გააბედნიერა,ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა იმ ურთიერთობის ფონზე,რაც მასსა და ლევანს ჰქონდათ. დილით ლევანი არ უნახავს,ადრიანად წავიდა სამსახურში. კატომ და მან ისაუზმეს და მერე თათაც სამსახურში წავიდა. ამასობაში ერთი თვე გავიდა. ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპში მიდიოდა,არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.თათა ისევ დილით გამოდიოდა სახლიდან და გვიან მიდიოდა,მხოლოდ დასაძინებლად,ისიც ხანდახან კატოსთან რჩებოდა ღამით. ამ ერთი თვის განმავლობაში მაკუნა გააცილეს გერმანიაში,მაგისტრატურაზე სასწავლებლად. გასაცილებელი საღამო მოუწყვეს და კარგად გაერთნენ,მაგრამ ნაღვლიანები იყვნენ,მათი მეგობარი ორი წლით რომ ტოვებდა მათ. გიგაც უჩვეულოდ არ ჩანდა.მისგან არაფერი ისმოდა,რაც თათას ძალიან უკვირდა. ოჯახში მდგომარეობა არ გამოსწორებია.ძირითადად ვერ ხედავდა. მამამისს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოვიდოდა ამერიკიდან. უკვე 3 წელი იყო რაც მანდ იმყოფებოდა და მასაც ერთი სული ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ერთ საღამოს,თათა სამსახურიდან გვიან გამოვიდა.გარეთ გამოსულს გიგა დახვდა მანქანასთან.მის დანახვას ნამდვილად არ ელოდა.ეცადა გვერდი აევლო -თათა გთხოვ-ძალიან ნაღვლიანი ჩანდა გიგა-2 წუთით დამელაპარაკე -შენთნ სალაპარაკო არაფერი ამქვს გიგა!-მკაცრად მიუგო -მე მაქვს! მინდა ბოდიში მოგიხადო მაშინდელი ჩემი საქციელის გამო -ნუთი?-წარბები ირონიულად ასწია-თავს რომ დამანებებ ის იქნება ჩემთვის ბოდიშიც და ყველაფერიც!ახლა კი ნახვამდის-ზურგი აქცია.ელოდა გიგა მსგავს ქცევას, და სწორედ ამიტომ, ის იყო წასვლას აპირებდა თათა,გიგა უკნიდან მიეპარა,ცხვირზე რაღაც ნაჭერი ააფარა,რამაც ეგრევე გათიშა.მერე მანქანაში ჩატენა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. ქალაქს ახალი გამცდარი იყო,თათა რომ გამოფხიზლდა,თავი ძლივს წამოსწია.ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. რომ გაიაზრა მანქანაში იჯდა და თან საჭესთან გიგა იყო,ყველაფერი მიყოლებით დაალაგა და სწორად აღიქვა, რაც ხდებოდა -გიგა სად მივდივართ?-დაუყვირა გიგას,როცა მიხვდა რომ ქალაქს გასცდნენ -გიტაცებ!-უემოციოდ უპასუხა -რა?შენ ხომ არ გაგიჟდი? გააჩერე ახლავე მანქანა-გამწარებულმა დაიყვირა.გიგას რეაქცია არ ჰქონია-გიგა,ნუ მაგიჟებ,ახლავე გააჩერე,თორემ საშინელებას ჩავიდენ -თათა დაწყნარდი -მანქანა გააჩერე! -დაწყნარდი მეთქი! -გიგა გააჩერე!!-ისე დაიყვირა,ხმა ჩაუწყდა -არა! -გიგა გააჩერე ახლავე-მისკენ წაიწია და ეცადა ხელი შეეშალა.გიგამ ძლივს მოიშორა თათა -არა,ხომ?კარგი-შეშლილი სახე ჰქონდა თათას.მერე მანქანის კარი გამოაღო -თათა რას აკეთებ?- დაიყვირა სასოწარკვეთილმა გიგამ-ახლავე დაბრუნდი უკან. თათა მიხვდა,რომ გიგა დანებას არ არა პირებდა,ამიტომ მერე ბევრი არ უფიქრია ისე გადახტა სწრაფად მიმავალი მანქანიდან. გიგამ უსწრაფესად გააჩერა მანქანა, შეშლილი სახით გადმოვიდა და თათასთან მივარდა,რომელიც უგონოდ იყო და ხელებზე და სახეზე სულ ნაკაწრები ჰქონდა -თათა... თათა შემომხედე თათა-სახეზე ხელებს უსვამდა და ცდილობდა გონს მოეყვანა,თათა კი თვალებს არ ახელდა-ვახ ჩემი-თავზე ხელი წამოირტყა-თათა კიდევ ერთხელ დაუძახა და ისევ შედეგი რომ არ ჰქონდა,ფრთხილად აიყვანა ხელში,მანქანის უკანა სავარძელზე ნელა დააწვინა,მერე თვითონაც სასწრაფოდ მოკალათდა საჭესთან,მანქანა მოატრიალა და საავადმყოფოსკენ გააქანა. უსწრაფესად დაფარა მანძილი მცხეთიდან პირველ საავადმყოფომდე -ჩქარა,ჩქარა საკაცე.. ექიმს დაუძახეთ-ყვირილით შევარდა საავადმყოფოს მიმღებში. ექიმებიც მალევე გამოჩნდნენ.თათა საკაცეზე დააწვინეს -რა დაემართა?_თან ეკითხებოდნენ თან საკაცეს მიაგორებდნენ -მანქანიდან გადმოვარდა-მოკლედ აუხსნა -თქვენი აქ შემოსვლა არ შეიძლება-ხელით გააჩერა ექთანმა,გიგა,რომელიც შეყოლას აპირებდა -ხომ კარგად იქნება? ექიმო ხომ არაფერი მოუვა?-ექიმი მოაბრუნა და გამტყდარი ხმით ჰკითხა -გამოკვლევებს ჩავუტარებთ,ასე პირდაპირ არაფრის თქმა არ შემიძლია-მოკლედ მოუჭრა ექიმმა და გიგა დერეფანში დატოვა. უსაშინლესად გაიწელა მომდევნო ერთი საათი.გიგას ცხოვრებაში ამდენი არ უნერვიულია, რაც იმ ერთი საათის განმავლობაში. მის გამო გოგოს სიცოცხლეს,რომელიც სიგიჟემდე უყვარს,საფრთხე შეექმნა. ვერც კი წარმოიდგენდა თათა ამას თუ გააკეთებდა. ანუ იმდენად ვერ იტანს გიგას,რომ სიკვდილისთვისაც მზად იყო,რადგან დაუფიქრებლად გამოაღო მანქანის კარი და გადახტა.გიგა თავს ვერ პატიობდა -ოღონდ კარგად იყავი, ოღონდ..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავზე ხელები შემოიწყო. გიგა ფიქრებში იყო წასული,ექიმი რომ გამოვიდა. -როგორ არის ექიმო?-ფეხზე წამოხტა -საშიში არაფერია. ხელის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა. დღეს და ხვალ დავაკვირდებით მაინც და ზეგ გამოვწერთ. გილოცავთ. თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ნახოთ-ყველაფერი ერთიანად მიაყარა ექიმმა,მერე მხარზე ხელი დაკრა და გზა გააგრძელა. გიგამ შვებით ამოისუნთქა.მთავარი იყო,საფრთხემ ჩაიარა. ფეხს ძლივს მიათრვდა თათას პალატისკენ. მერე გამბედაობა მოიკრიბა და ფრთხილად შევიდა.თათა გონზე იყო. გიგა დაინახა თუ არა,თვალები ჩაუწითლდა -თათა...-ხმა ძლივს ამოიღო -შენი დანახვა არ მინდა გიგა! აქედან გადი!-რაც შეეძლო ზიზღით უთხრა -თათა,არ ვიცი პატიების თხოვნას რამდენად აქვს აზრი,მაგრამ მაპატიე-ჩახლეჩილი ხმით უთხრა გიგამ-მე ასე არ მინდოდა -ხო,შენ ჩემი მოტაცება და ცოლად მოყვანა გინდოდა-ირონიულად მიუგო -შენთან ძალიან შევცდი და დავაშვე.თათა მაპატიე, გპირდები შენს ცხოვრებაში საერთოდ აღარ გამოვჩნდები-თათას პასუხი არ გაუცია -ისე შემეშინდა მანქანიდან რომ გადახტი,ისე ძალიან,რომ მივხვდი,ამ ქვეყნად არაფერი მიღირს თუ შენ რაიმე დაგიშავდება-თათას მოუახლოვდა და მისი ხელი ხელში აიღო.თათამ ხელი უხეშად გამოართვა -გიგა!-მკაცრად მიუგო-ნუ მეხები თუ შეიძლება! -თათა, დღეს უანასკნელად მხედავ,სადმე შემთხვვით თუ არ შეგხვდი,გეფიცები,მეტად არ მოგიახლოვდები. მივხვდი,რომ იმდენად გეზიზღები,ჩემთან ყოფნას სიკვდილი გირჩევნია. მე კიდევ არ შემიძლია, არ მინდა ამის მონაწილე ვიყო-თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა,მერე ცალი თვალიდან წამოსული ცრემლი ხელით მოიწმინდა- თუ გინდა მიჩივლე,რაც გინდა ის გააკეთე. ჩემთვის მართლა სულ ერთია -მარტო დამტოვე, არ მინდა გხედავდე-უთხრა და თავი გვერდზე მიაბრუნა -ბედნიერებას გისურვებ თათა-ნაღვლიანმა უთხრა. რამდენიმე წამი სახეზე დააკვირდა და პალატა დატოვა. ცოტა ხანში ექთანმა შემოაკითხა -თავს როგორ გრძნობთ?-ღიმილით ჰკითხა -ცოტა გაბრუებული ვარ და ნაკაწრი მეწვის-დამანჭვით უთხრა თათამ -ეგ მალე გაგივლით. ეს იმ ბიჭმა დაგიტოვათ,ვინც აქ მოგიყვანათ-უთხრა და მისი ჩანთა მიაწოდა.თათამ მადლობა გადაუხადა და ეგრევე ტელეფონი მოიძია. კატოს წერილი და დანარეკი ნახა. მერე უკან გადაურეკა -სად გაქვს ეს ტელეფონი,სად-უსაყვედურა კატომ როგორც კი თათამ დაურეკა -კატო, საავადმყოფოში ვარ -მანდ რა გინდა? -მანქანიდან გადავხტი-მოკლედ მოუჭრა -რააააა?-ისეთ ხმაზე იკივლა კატომ,სავარაუდოდ მთელმა კორპუსმა გაიგო-გააფრინე?რატომ?რა მოხდა? როგორ ხარ მერე?-ყველაფერი ერთიანად მიაყარა -ხელი მაქვს მოტეხილი და ტვინის შერყევა -რომელ საავადმყოფოში ხარ? ახლავე წამოვალ-თათამ უთხრა თავისი ადგილსამყოფელი და ტელეფონი გათიშა კატოს კივილზე ლევანი და ალექსი გამოვარდნენ ოთახებიდან -რა გაყვირებს გოგო ამ საღამოს,ნორმალური ხარ?-შეუღრინა ლევანმა -სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წამიყვანოთ რომელიმემ,თათასთან-სწრაფად მიაყარა ძმებს -თათას საავადმყოფოში რა უნდა-გაოცებულმა ჰკითხა ალექსმა -მეც წესიერად არ ვიცი,მანქანიდან გადავხტიო,მხოლოდ ეს მითხრა -რაო?-თვალები გაუფართოვდა ორივე ძმას -ნორმალური რომ არ იყო თავიდანვე ეტყობოდა -ახლა მაგის დრო არაა ლევან,მითხარით რომელი წამიყვანთ? -მე საჭესთან ვრ დავჯდები,რამდენიმე ჭიქა მაქვს დალეული-თქვა ალექსმა-ლევან შენ წაგვიყვანე.ლევანმა ამოიოხრა,სხვა რა გზა ჰქონდა. კატო უსწრაფესად მოემზადა და მალევე გავიდნენ სახლიდან. საავადმყოფომდე მისასვლელად დიდი დრო არ დასჭირვებიათ,რადგან გზა თითქმის ცარიელი იყო. მალევე გაიგეს რომელ პალატაშიც იყო და ეგრევე მის სანახავად ავიდნენ. -ვაიმე თათა-პალატის კარი შეაღო და თაბაშირიანი, სახეზე ნაკაწრებიანი თათა დაინახა თუ არა,ეგრევე შეჰყვირა კატომ და საწოლზე მიუჯდა.თათას გაეღიმა.ბიჭებიც უკან მიყვნენ კატოს -ვახ ჩემი,ეს რა მოგსვლია თათ-ალექსმა თბილად ჰკითხა და თვითონ მეორე მხარეს მიუჯდა-იმედია რამეს არ გატკენთ ხო?-ჰკითხა როცა გვერდით ჩამოუჯდა.თათამ თავი გააქნია. ლევანი იქვე ფანჯარასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ხმა არ ამოუღია -მოყევი ჩქარა რა მოხდა-კატეგორიულად ჰკითხა კატომ.თათამ ამოიოხრა, ძალიან არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი,მაგრამ სხა გზა არ ჰქონდა -გიგამ მომიტაცა-ამის გაგონებაზე კატომ და ალექსმა ერთხმად შეყვირეს. ლევანს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,მაგრამ არაფერი უთქვამს. თათამ დეტალებში მოიყვა რა როგორ. კატო ემოციებს ვერ მალავდა,ისე ბრაზობდა,თათა აქეთ აწყნარებდა. -ჩივილს როდის აპირებ? -ჩივილს არ ვაპირებ-მშრალად მიუგო -რას ჰქვია არ უჩივლებ,ისევ იგივე რომ გაიმეოროს?!-შეშფოთდა კატო -არამგონია,ძალიან იყო შეშინებული და ეტყობოდა რომ ნანობდა თავის საქციელს. ისე დამემშვიდობა,ვფიქრობ არასდროს გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში -მაგას ნუ დაიჯერებ! ჯობს უჩივლო და დაიჭირონ! -არა,კატო,არაა საჭირო,ყველაფერმა ჩაიარა. მართლა მგონია რომ აწი არაფერს იზამს -თათა... -მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი რა-დაღლილმა ამოიოხრა-უბრალოდ დედაჩემმა არ მინდა ამის შესახებ გაიგოს, ვეტყვი რომ კიბიდან დავგორდი ან რამეს მოვიფიქრებ-კატომ თვალები აატრიალა და ტუჩები დაპრუწა,შენ როგორც გინდაო. ლევანიც გაოგებული იყო გიგას საქციელით,ნამდვილად არ ეგონა აქამდე თუ შეტოპავდა. წამიერად თათას მგომარეობაში შევიდა. ალბათ რამხელა სტრესი მიიღო.გოგო იმ მდგომარეობამდე მივიდა,რომ სიცოცხლე გარისკა,ოღონდ მასთან არ ყოფილიყო. თათას მდგომარეობაზე დაფიქრდა და ძალიან შეეცოდა. მერე სახეზე დააკვირდა.წარბთან გახეთქილი იყო, სახეზე და შუბლზე, რამდენიმე ადგილას ნაკაწრები ჰქონდა. თათას გულში საოცრებები ხდებოდა, კარებში ლევანიც რომ დაინახა მის სანახავად მისული, მუცელში ყველაფერი დაუტრიალდა.ძალიან ესიამოვნა მისი დანახვა,მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან არ უნდოდა ლევანს ასეთ მდგომარეობაში ენახა. ჯერ ისედაც ვერ იტანდა და არანაირ სიმპათიას არ აღძრავდა ლევანში და ახლა ხომ მითუმეტეს,ზედაც არ შეხედავდა ბიჭი. თათასდა გასაკვირად კი, ლევანი აკვირდებოდა და ამ მდგომარეობაში მხოლოდ იმას ფიქრობდა თუ როგორ უხდებოდა თათას ეს ნაკაწრები და ასეთ მდგომარეობაშიც კი როგორ საოცრად ლამაზი იყო. მერე,რომ გაიაზრა რაზეც ფიქრობდა,თავი გააქნია და აბეზარი ფიქრები მოშორა. ისევ უემოციოდ გახედა თათას,რომელიც ძალიან ჩვეულებრივად ესაუბრებოდა კატოს და ალექსს. თათას წამიერად მაინც რომ ჰქონოდა წარმოდგენა თუ რას ფიქრობდა იმ მომენტში ლევანი,თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობდა მთელს დედამიწაზე. -რანაირად დაგემართა კი მაგრამ?-ცოტათი შეშფოთებული ეკითხებოდა დედამისი თათას. -დედა, ხომ აგიხსენი? სამსახურის კიბეებიდან ჩამოვდიოდი და ფეხი ამისრიალდა-თვალები აატრიალა თათამ-რამდენი ბრუნი გავაკეთე დაცემისას ეგეც გაინტერესებს? -აი ვერ წარმომიდგენია,ასე დაუფიქრებლად რანაირად ჩამოდიოდი,რომ ასე დაეცი-უკმაყოფილოდ წუწუნებდა -კარგი რა-ამოიოხრა თათამ -გტკივა?-მერე შერბილებული ხმით საწოლზე ჩამოუჯდა და თათასდა გასაკვირად მზრუნველი მზერით შეხედა -არა,გამაყუჩებლები მაქვს დალეული და საერთოდ ვერ ვგრძნობ ტკივილს -ექიმს ველაპარაკე და ხვალ გამოგწერენ-თათამ არაფერი არ უპასუხა,უბრალოდ ამოიოხრა და თვალები დახუჭა. დედამისი დიდ ხანს არ გაჩერებულა,საქმეები მაქვსო და მალევე დატოვა თათა. თათა იწვა და მთელი დღე მომხდარზე ფიქრობდა. წარმოდგენაც არ უნდა რა მოხდებოდა მანქანიდან რომ არ გადმომხტარიყო,ახლა ალბათ გიგას ცოლი ერქმეოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა,რაც არ უნდა მომხდარიყო,გიგასთან არც ერთი წუთით არ გაჩერდებოდა და რა მომენტიც ჩაუვარდებოდა იმ წამსვე გამოიქცეოდა მისგან. მისდა საბედნიეროდ ამ ზომამდე არ მისულა საქმე და ახლა მხოლოდ მოტეხილობას და ტვინის შერყევას ებრძვის,მაგრამე ეგ არაფერია იმის ფონზე,რაც შეიძლება მომხდარიყო. ცოტათი ამოისუნთქა. მერე კატო,ალექსზე და ლევანზე დაფიქრდა. კატო და ალექსი შეშინებული თვალებით რომ შემოვარდნენ,ლევანი კი როგორც ყოველთვის უემოციოდ იყო,მიუხედავად ამისა,გაეღიმა ლევანის გახსენებაზე,მთავარი იყო რომ პირვევლივე ღამეს მის სანახავად მოვიდა,მერე რა, რომ თუნდაც კატოს გამოყვა, მთავარი იყო რომ ის მოვიდა. მეორე დღეს გამოწერეს კატო. კახამ და დედამისმა წაიყვანეს. მას დიდად არ სურდა სახლში მათთან ერთად ყოფნა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა აეტანა,სანამ გამოჯანმრთელდებოდა. კატომ რამდენჯერმე ინახულა, თათა ძირითადად იწვა,ტვინის შერყევის გამო და უკვე მეტი აღარ შეეძლო. ერთი სული ჰქონდა ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა. 2 კვირაში თავს უკეთ გრძნობდა.სამსახურშიც დაიწყო სიარული. მართალია თაბაშირიანი ხელით მუშაობა ცოტა უჭირდა, მაგრამ თავს მშვენივრად ართმევდა. სამსახურის მერე კატოს გაუარა,მოენატრა მისი სახლი. თათა გიჟდებოდა კატოსთან ყოფნაზე. იმ სახლში რაღაც ძალიან დადებითი და თბილი აურა სუფევდა და თავს გაყვარებდა. ადამიანებზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო.ყველა მისთვის ძვირფასი ადამიანი მანდ ცხოვრობდა. -ლამის ერთი თვეა აქ არ ყოფილხარ-კარი გაუღო თუ არა ჩაეხუტა თათას-მოენატრე სახლს-გაუღიმა -მეც მომენატრა-თათამაც გაუღიმა და მისაღებში შევიდნენ. -მარტო ხარ? -კი,ალექსი წყნეთში ავიდა მეგობრებთან ერთად და იქ დარჩება რამდენიმე დღე,ლევანი ჯერ არ მოსულა-გააგებინა ძმების ასავალ-დასავალი-ყავას ხომ დალევ?-თათამ თავი დაუქნია.კატო სამზარეულოში გავიდა ყავის გასამზადებლად. ამასობაში ლევანი მოვიდა -გამარჯობა თათა-მიესალმა,როცა მისაღებში დივანზე მჯდარი თათა დაინახა -ლევან? გამარჯობა-თავისდაუნებურად გაუღიმა -როგორ ხარ?-ჰკითხა და მის წინ დივანზე ჩამოჯდა -მადლობა,უკეთ. მხოლოდ ამისი მოხსნაღა დამრჩა-თაბაშირიან ხელზე მიუთითა -კარგია, მაინც მსუბუქად გამოხვედი-რატომღაც ძალიან მშვიდად და შინაურულად ესაუბრებოდა ლევანი.ალბათ იმის ბრალი იყო,რაც თათას გადახდა და არ უნდოდა ისედაც ტრავმირებული გოგოსთვის თვითონაც დაემატებინა. -ხო-მოკლედ უპასუხა თათამ და ტელეფონს დახედა,თავს უხერხულად გრძნობდა -რომელი საუკუნეა გოგოს რომ იტაცებ-მოულოდნელად ისევ დაიწყო ლევანმა და გაეცინა-აშკარად ძველი დროიდან არის ეგ შენი გიგა-ცოტათი ირონიულად მიუგო -ჩემი არა!-უკმაყოფილოდ შეუსწორა.ლევანმა ხელები ასწია დანებების ნიშნად.ამასობაში კატოც გამოვიდა -ვა, ლევან მოხვედი-ჰკითხა და ყავა დაუდგა თათას-დალევ შენც? -არა,დავლიე წეღან წამოსვლამდე-კატომ როგორც გინდაო და ისიც ჩამოჯდა დივანზე -როდის უნდა მოიხსნა?-თათას თაბაშირზე ჰკითხა -შემდეგ კვირას უნდა მივიდე და მომხსნის.უკვე ძალიან მაწუხებს-დაიწუწუნა თათამ. ლევანი ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცებს -ეს ქეთა ნაკანი როგორი გოგოა?-სხვათაშორის ჰკითხა კატოს ისე,რომ ტელეფონიდან თავი არ აუწევია -მოდელი როა?-დააზუსტა კატომ -ხო,ეგ -რავიცი,ცოტა ქარაფშუტა იყო ეგ-გაახსენდა კატოს თავისი ძველი ნაცნობი,ცეკვაზე ერთად დადიოდნენ სკოლის პერიოდში,მაგრამ გულზე არადროს ეხატებოდა-და რამ გაგახსენა ახლა ეგ? -facebook-ზე გამომიგდო მისი ფოტო, ნიკას ბიძაშვილს ჰყავს მონიშნული.კაი ვიდზეა ისე,ხომ იცი შენ-სხვათაშორის ჩაილაპარაკა.თათას გულზე მოხვდა მისი სიტყვები.მერე რა რომ ლევანი აზრზე არაა თათას გრძნობებზე,მერე რა რომ თათას წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაინც არ ესიამოვნა სხვა გოგოზე ასე დადებითად რომ საუბრობდა. ცოტა იეჭვიანა,არა,ცოტაზე მეტი. -არის რა- ტუჩები დაპრუწა კატომ და თათას დაეჯღანა -ისე,შენ როდის უნდა იყოლიო ვინმე?-საერთოდ არ მორიდებია კატოს თათას თანდასწრებით ასეთი რამ რომ ეკითხა ლევანისთვის.თათას შინაგანად შეახურა-ეკას მერე რამდენი ხანია სერიოზული არავინ გყოლია -როცა საჭირო იქნება მეყოლება-მოკლედ მოუჭრა-და მაგ გოგოს ნუ მიხსენებ თუ შეიძლება! -რა იყო,გრძნობები შემოგრჩა და გულს გტკენ?-გაეცინა.ლევანი ებღვირებოდა -რაც შენი საქმე არაა,მაგაში ცხვირს ნუ ჰყოფ კატო. ჩემი და ეკას ურთიერთობა დიდი ხნის წინ მორჩა და თუ დავაკმაყოფილებ შენ ეგოს გიპასუხებ რომ არა, არანაირი გრძნობები არ მაქვს მის მიმართ შემორჩენილი და საერთოდ არ მაღელვებს ეკას ხსენება!-დაგაკმაყოფილა პასუხმა?-კატოს კი ესაუბრებოდა,მაგრამ ქვეცნობიერად თათას გასაგონადაც იძახდა,ადრე რომ შეეკითხა ეკაზე.თათა აწითლებული იჯდა და ადგილს ვერ პოულობდა,რადგან თვითონაც მიხვდა,ლევანმა მასაც რომ ჩაუნამიოკა. რას არ გაიღებდა ახლა აქ რომ არ მჯდარიყო და კატოს მისთვის ეს არ ეკითხა. -ჩემი ეგო კმაყოფილია-სიცილით უპასუხა კატომ და ყავა მოსვა-არ გეწყონოს და არასდროს მომწნდა ეგ გოგო-ისევ ეკაზე ჩაურტყა -რატომ?-გაეცინა ლევანს და თან დააინტერესა.ისე საუბრობდა და-ძმა,თითქოს ოთახში მარტო იყვნენ -ამპარტავანი და ყეყეჩი იყო.ყველას ზევიდან უყურებდა -მაგიტომაც ვერ შევეწყვეთ-თვალი ჩაუკრა ლევანმა დას,მერე წამოდგა და გოგოები მარტო დატოვა. თათამაც დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა,სულ აინტერესებდა ლევანი და ეკა რატომ დაშორდნენ,ჰქონდა თუ არა მის მიმართ გრძნობები ისევ. დღეს კი მათი დიალოგით თავადვე გამოიტანა დასკვნა,რომ ლევანს ეკა აღარ უყვარდა,რადგან როცა ისევ უყვართ, ასე თავისუფლად და სულ ერთია ტონით მათ წარსულ ურთიერთობაზე ვერ ლაპარაკობენ. მეორე კვირას თათამ თაბაშირი მოიხსნა. დაუბრუნდა ისევ სრულფასოვან ცხოვრებას. ისე შეეჩვია ამ ერთი თვის განმავლობაში ცალი ხელით ყველაფრის კეთებას, ორი ხელით მუშაობა უკვირდა კიდეც და ძალიან დიდ შვებას გრძნობდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ისევ იგივე რუტინა. სამსახური-მეგობრები-სახლი. სახლი ისევ იმ რეჟიმით,დილით რომ გადიოდა და საღამოს შედიოდა. ლევანთან ურთიერთობა სტაბილურად მშვიდად იყო,რაც ძალიან აკვირვებდა თათას. ზედმეტ რეპლიკებს აღარ ისროდა მისი მისამართით,მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. თათა ცოტათი დამშვიდებული იყო,რადგან სიტყვების კონტროლი აღარ უწევდა იმის შიშით,რომ ლევანი რამეს ცინიკურად ეტყოდა. ერთხელ,კატო ლევანი და თათა ერთად გავიდნენ კაფეში. კატო მთელი დღე წუწუნებდა,აჭარული ხაჭაპური მინდაო.ლევანმა კი,რომელიც სახლში იყო და ისვენებდა,გოგოებს შესთავაზა წავიდეთ,აჭარულზე დაგპატიჟებთო.თათას ეგონა მოესმა,მაგრამ კატო გახარებული რომ გაიქცა ჩასაცმელად.,მიხვდა რომ ლევანი მართლა პატიჟებდა მათ. განა ხაჭაპურის საჭმელად თვითონ და თათა ვერ წავიდოდნენ? მაგრამ ლევანის დაპატიჟება ძალიან გაუხარდა. შეკვეთას ელოდებოდნენ რესტორანში, ეკა რომ შემოვიდა ვიღაც კაცთან ერთად. ლევანი რომ დაინახა,მისკენ წამოვიდა,თან მამაკაციც გამოიყოლა -ლევან,როგორ ხარ?-ჰკითხა ეკამ და თან გადაკოცნა.კატოს თვალები გაუფართოვდა.თათას არ ესიამოვნა მისი დანახვა.ლევანი ფეხზე წამოდგა და მიესალმა -კარგად,შენ როგორ ხარ ეკა?-ჩვეულებრივად მიუგო,როგორც ჩანს ცივილურად დაშორდნენ და სადმე თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ესალმებოდნენ და მოიკითხავდნენ კიდეც -მეც კარგად. გაიცანი,ლადო,ჩემი საქმრო-ღიმილით გააცნო-ლადო,ეს ლევანია,ჩემი ყოფილი-აუღელვებლად წარმოთქვა. ლადოს დიდად არ გახარებია ლევანის ნახვა და მშრალად მიუგო სასიამოვნოაო.ეკამ გოგოებს გადახედა,კატო იცნო და უბრალოდ მიესალმა -ჩემს დას იცნობ-ლევანმა ეკას მზერა რომ დაინახა გოგოების მიმართ გადაწყვიტა მათთვისაც გაეცნო-ეს კი თათაა-თათასკენ გაიხედა-ჩემი შეყვარებული-ამის გაგონებისას თათამ ფერი დაკარგა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.კატოც არანაკლებ გაოცებული იყო,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია,დაახლოებით მიხვდა რა თამაშსაც თამაშობდა ლევანი -სასიამოვნოა-მკრთალად გაუღიმა ეკამ-დაგემშვიდობებით აბა-ხელი დაუქნია და ლადოსთან ერთად მათგან მოშორებულ მაგიდასთან დასხდნენ. ლევანი უემოციო სახით მიუჯდა მაგიდას,თათა ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო. ძალიან ესიამოვნა ლევანის ნათქვამი,მაგრამ თვიტონ ხომ იცოდა რომ მოიტყუა -ვაუ ლევან,ეს რა შოუ დადგი- თითი აუწია კატომ -ერთხელ მეც ხომ უნდა მესარგებლა ამისი ,,შეყვარებულის’’ სტატუსით-თათას მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა. თათას ყველაფრის მიუხედავად გაეღიმა და თავი გააქნია.ვერაფერი თქვა -ახლა ბარი-ბარში ვართ-მხრები აიჩეჩა ლევანმა და მიმტანს მადლობა გადაუხადა,რომელმაც იმ წამს მიუტანათ ცხელი აჭარული ხაჭაპური. თათას მადა გაუქრო ლევანის სიტყვებმა. ჩანგალს უაზროდ ატრიალებდა ხაჭაპურში. რა კარგად ჟღერდა ლევანის მიერ წარმოთქმული სიტყვები-,,ეს კი თათაა,ჩემი შეყვარებული’’.თათას ამ სიტყვების გახსენებაზე ჟრუანტელმა დაუარა,მერე რა,რომ ეს ფარსი იყო და ლევანმა მხოლოდ ეკაზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით თქვა, მაინც გააბედნიერა,ერთმა ტყუილმა ფრაზამ. ეიფორიამ რომ გადაუარა,მერე გული დაწყდა,როცა გაიაზრა რომ ტყუილი იყო, რადგან ყველაზე ძალიან ამ ქვეყნად ის უნდოდა,ლევანი მართლა მისი შეყვარებული რომ ყოფილიყო. -რატომ არ ჭამ?-ფიქრები კატომ გააწყვეტინა,რომელიც გემრიელად ილუკმებოდა -რა ვიცი, რაღაც მადა არ მაქვს-ძლივს გამოერკვა თათა კატომ რა ჰკითხა და უაზროდ გასცა პასუხი. ლევანს უცნაურად ჩაეღიმა -უგემრიელესია, ამისი არ ჭამა შეიძლება?-პირგამოტენილმა უთხრა. -ხო,შევჭამ,კი-ის იყო უნდა ეჭამა ლევანმა ხელი ხელზე დაადო და გაუღიმა,თათას ადგილზე თავბრუ დაეხვა -ეკა გვიყურებს და ცოტა შეყვარებული კაცის იმიჯი მინდა შევიქმნა-ისე უთხრა,სახიდან ღიმილი არ მოუშორებია.თათა გონს მოვიდა -მესმის,ლევან-გაუღიმა,როცა მიხვდა რაშიც იყო საქმე და თვითონაც დაადო ხელი იმ ხელზე,რომელიც თავისაზე ედო. ლევანს რეაქცია არ ჰქონია,თვალებში უყურებდა და უბრალოდ უღიმოდა,ეკას საჩვენებლად. კატო კი გაშტერებული აკვირდებოდა როლში შესულ ,,წყვილს’’ -მშვენივრად უხდებით ისე-სიცილით წამოაყრანტალა კატომ. ამის გაგონებაზე თათას ღიმილი სახეზე შეახმა, ლევანმა უხმოდ მოაშორა ხელი -მგონი აღარ გვიყურებს-ისე თქვა თათასთვის არ შეუხედავს და ხაჭაპურის ჭამა განაგრძო -მსახიობი ძმა მყოლია და არ ვიცოდი-ხუმრობას განაგრძონდა კატო-საუკეთესო შეყვარებული მამაკაცის როლის შესრულებისთვის ოსკარი გადაეცემა ლევან ბერიძეს!-არტისტულად შესძახა კატომ. ამაზე ყველას გაეცინა. დიდი ხანი არ გაჩერებულან,ცოტა ხანი ისე ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ. თათასთვის ეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო,იმ დღეებიდან,სადაც ის და ლევანი ასე მშვიდად ისხდნენ ერთ მაგიდასთან და ძალიან ჩვეულებრივად საუბრობდნენ. ბოლო პერიოდში დაუთბათ ურთიერთობა და ეს დღე ჯერჯერობით ერთადერთი ყველაზე თბილი და ემოციებით დატვირთული დღე იყო იმ დღეებიდან,რაც ლევანთან გაუტარებია. -მეჩვენება თუ თათას აღარ კბენ?-სახლში შესვლისას ჰკითხა კატომ ლევანს -ასე ფიქრობ?-სერიოზულად შეეკითხა -კი არ ვფიქრობ,ასეა -რა აზრი აქვს მასზე ვიყარო ჯავრი, თვითონ არის როგორიც არის და თუ რამე თვითონ წაიმტვრევს კისერს-მხრები აიჩეჩა -თათას კისრის წასამტვრები არაფერი ჭირს-უკმაყოფილოდ უპასუხა -ხო,რა ვიცი,თქვენ უკეთ იცით-გაეცინა -დედამ ზაფხულში ჩამოვალთ ალბათო-მოწყენილმა უთხრა კატომ. მათი მშობლები, საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. თორნიკეს, მათ მამას, იქ ბიზნესი აქვს და მას ხელმძღვანელობს. შვილებთან წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან. მათაც შესთავაზეს გერმანიაში გადასულიყვნენ და იქ ეცხოვრათ,მაგრამ ამათ დაიჟინეს ჩვენ საქართველოში გვინდაო. და-ძმებს შორის,ყველაზე ხშირად ლევანი აკითხავს ხოლმე მათ,გერმანიაში. -სააღდგომოდ უნდოდათ,მაგრამ ვერ ახერხებენ,მამას საქმეები აქვს მოსაგვარებელი-უთხრა ლევანმა -ნეტავ სულ აქ იყვნენ-სევდიანად ამოიოხრა კატომ -მალე იქნება ეს დროც კატო,მალე-დაამშვიდა და -იმედია-სუნთქვას ამოაყოლა ეგ ფრაზა. იმ საღამოს მშობლებზე მეტი აღარ უსაუბრიათ. -შენ რომ გიყვარს ისეთია-სამუშაო მაგიდაზე დაუდო ცხელი ამერიკანო თათას სანდრომ,მისმა თანამშრომელმა, რომელიც დიდი ხანია ეფლირტავება,მაგრამ უშედეგოდ. -მადლობა სანდრო-ღიმილით გააუხადა მადლობა-ეს ზედმეტი არასდროსაა ჩემთვის-ყავაზე მიუთითა -ვიცი!-თვალი ჩაუკრა-ამის გარდა კიდევ ბევრი რამ ვიცი შენზე-ინტერესით დააკვირდა -სანდრო... -ბევრი რამ ვიცი,მაგრამ უფლებას არ მაძლევ გამოვავლინო ხოლმე-მის თმას წაეთამაშა-სასწაული ფერია-თემა უცებ გადაიტანა და თმაზე მიანიშნა-წავედი საქმეს მივხედო-გაუცინა,თმას ხელი ფრთხილად მოაშორა და თავისი სამუშაო მაგიდისკენ აიღო გეზი -უი დამავიწყდა-მოუბრუნდა-თათ, ახალი პროექტის თავდაპირველი ხელშეკრულება გამომიგზავნე რა, მე დამეკარგა -ოქეი, ახლავე-უთხრა და კომპიუტერს მიუბრუნდა,ფაილი რომ მოეძებნა. სწრაფად იპოვა და სანდროს გაუგზავნა -მადლობა, ძალიან ოპერატიული ხარ-დაუბრუნა პასუხი სანდრომ.თათამ უბრალოდ ღიმილის სმაილი მისწერა. სანდრო ძალიან კარგი ბიჭია,ჭკვიანი,განათლებული,მშრომელი და ძალიან პერსპექტიული. თათა სამსახურის დაწყების დღიდანვე მოეწონა. ჯერ მისმა ვიზუალმა საოცრად მოხიბლა და მერე ახლოს რომ გაიცნო, შეუყვარდა. თათა კი ჩვეულ ამპლუაში იყო. არავის იკარებდა და თავიდანვე დიდი ზღვარი გაუვლო სანდროს და მიანიშნა, რომ ის მას როგორც კარგ მეგობარს და თანამშრომელს ისე აღიქვამდა. სხვას ალბათ ნებიმიერს შეუყვარდებოდა სანდრო,მისი ქცევებიდან გამომდინარე,მაგრამ არა თათას, რადგან ჯერ ერთი რომ თათას ასე მარტივად არ უყვარდებოდა და მეორეც,მისი გული უკვე დაკავებული იყო. თათა დღესაც სახლში გვიან მივიდა. სიჩუმეს მხოლოდ ტელევიზორის ხმა არღვევდა. მისაღებში კახა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. არაფერი უთქვამს ისე აუარა გვერდი და თავის ოთახსი შევვიდა.როგორც ჩანს დედამისი სახლში არ იყო. კახას თათას უზრდელობა ყელში ამოუვიდა და უკან გაყვა -როდემდე უნდა იქცეოდე უზრდელი ბავშვივით?-მისი ოთახის კარებთან დადგა და მხრით კარის ჩარჩოს მიეყრდნო -სანამდეც მომინდება-მოკლედ მოუჭრა -დედაშენს ნერვებს უშლი შენი ქცევებით!-მკაცრად მიუგო -არაუშავს, მეც ბევრ რამეზე მეშლება ნერვები,მაგრამ არავის აინტერესებს-მკვახედ გასცა პასუხი თათამ -ხოო? და მაინც რაზე?-ირონიულად შეეკითხა -ამ სახლში არსებულ სიტუაციაზე... შენზეც მაგალითად-ზიზღით მიუგო.კახას ამის გაგონებისას ბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა -როგორ ბედავ ლაწირაკო?-ხმას აუწია-შენი თავი ვინ გგონია რომ ასე მელაპარაკო?უკვე ყელში ხარ ამოსული შენი უზრდელური ქცევებით -მე საერთოდ იმის მომხრე ვარ,რომ არ გელაპარაკო,მაგრამ მაიძულებ! -ძალიან თავხედი და თავნება ხარ! გეტყბა რომ აღზრდა დაგაკლეს შენმა ძვირფასმა მშობლებმა-ამის გაგონებისას თათა ძალიან გაბრაზდა -შენ არავინ გკითხება!-მაინც ეცადა თავი მოეთოკა და ბოლომდე არ აფეთქებულიყო -თუმცა სად ეცალათ შენს მშობლებს შენთვირ,ორივე თავის კარიერას იყო გადაყოლილი-ისევ განაგრძო კახამ,ცდილობდა თათა მოთმინებიდან გამოეყვანა,რადგან უკვე ყელში ჰყავდა ამოსული ს გოგო და მისი თვიდან მოშორება უნდოდა,რადგან თათა ერთადერთი მიზეზი იყო,რომელიც ცოლთან ურთიერთობას უფუჭებდა,ირიბად,მაგრამ მაინც -კახა,შენთან ამის განხილვას არ ვაპირებ და გადი ჩემი ოთახიდან!-მკაცრად მიუგო -შენზეც კი არ იფიქრეს...-აგრძელებდა სისინს-მამაშენმაც მიგატოვა და დაგტოვა მარტო -მამაჩემს არ მივუტოვებივარ!-ეცადა მტკიცედ ეთქვა -ხო,როგორ არა,რამდენჯერ გირეკავს ხოლმე მოსაკითხად?-ირონიულად ჩაეკითხა -კახა! -დიდი ვერაფერი კაცია მამაშენი, დედაშენისაირი ქალი ვერ დააფასა და მაიტოვა-ტუჩები დანანებით გასწია გვერდზე -არაკაცი ხარ!-მოთმინებადაკარგულმა დაუყვირა თათამ. ამის გაგონებაზე კახას თვალები გაუფართოვდა -რაო?რა თქვი გაიმეორე?-ყურთან ხელი მიიდო,თითქოს ვერ გაიგო -არაკაცი ხარ მეთქი-უყვირა ისევ-შენ კაცობაზე როგორ უნდა ლაპარაკობდე როცა თვითონ არ ვარგიხარ კაცად! შენ ვისზე რას ამბობ საერთოდ? ქალს რომ ხელს დაარტყამ მანდ მთავრდება კაცობა...ის იყო კიდევ უნდა გაეგრძელებინა მისი ლანძღვა, სახეში მწარე ხელის დარტყმა რომ იგრძნო. კახა გაავებული უყურებდა.თათა შოკში ჩავარდა. ვერ დაეჯერებინა რომ კახამ ეს გააკეთა გაფართოებული თვალებით უყურა და მერე მთელი ხმით დაიღრიალა -როგორ გაბედე არაკაცო...-მივარდა და თან მუშტებს ურტყამდა მკერდზე.კახა მის გაკავებას ცდილობდა-აქედან გაეთრიე და არ დამენახო,არასდროს-კიოდა თათა ჩასისხლიანებული თვალებით -რა ამბავია?-ყვირილზე თათას ოთახში შემოვარდა თეა,რომელიც სახლში ახალი მოსული იყო-რა ხდება?-დაიყვირა თვითონაც -შენმა ქმარმა ხელი დამარტყა-იყვირა თათამ და ცრემლები უხეშად მოიწმინდა -რა?-თვალებგაფართოებულმა იკითხა თეამ?-კახა ეს მართლა ქენი?-მიუბრუნდა კახას -შენი შვილი უზრდელია და რაც დაიმსახურა ის მიიღო!-ზიზღით თქვა კახამ-მოთმინებიდან გამომიყვანა! -კი მაგრამ,ასეთი რა დააშავე?-გაოცებულმა ჰკითხა. თათას ამ შეკითხვაზე თვალები კაკლისოდენა გაუხდა -რა?..დედა რას მეკითხები ხვდები??-ხმა გაუტყდა-რა მნიშვნელობა აქვს რა ჩავიდინე, ხელი უნდა გაერტყა ჩემთვის?გეკითხები თეა, ხელი უნდა გაერტყა?? ამართლებ მის საქციელს?-ყვიროდა თათა -ტონს დაუწიე,რა გაღრიალებს!!-გააჩუმა თეამ-მნიშვნელობა როგორ არ აქვს რა ჩაიდინე?-მშვიდად დაიწყო- აბა კახა ისეთი უკონტროლოა რომ ტყუილად გაერტყა ხელი?-განაგრძობდა ლაპარაკს თეა და თათას ლამის გული აერია დედამისის სიტყვებზე. ასეთი რამ მოხდა,მისმა ქმარმა მის შვილზე ხელი ასწია და ეს მშვიდი სახით დგას და იძახის ტყუილად არ დაგარტყამდა და ეტყობა დაიმსახურეო -ანუ შენ იმსახურებ ხელს რომ გირტყამს ხოლმე?-გაშტერებულმა ჰკითხა -თათა, სიტყვები აკონტროლე!-თათას სიტყვებზე შეცბა თეა -ყველანაირად არ დამიკარგო შენზე წარმოდგენა დედა... გთხოვ-გულნატკენმა უთხრა თათამ -უკანასკნელი სიტყვებით გამომლანძღა!-ჩაერთო კახაც, მეც ვერ მოვითმინე და გავარტყი-ვითომ არაფერიო ისე ჩაილაპარაკა,თათას მის ამ ტონზე უფრო მოეშალა ნერვები -თათა-თათას გახედა დედამისმა-ბოდიში მოუხადე!-ექოსავით გაისმა მისი ხმა.თათას ეგონა რომ მომესმაო,მაგრამ დედამისს სახეზე რომ შეხედა,მიხვდა არაფერიც არ მოესმა -ბატონო?-გაკვირვებულმა ჰკითხა-ბოდიში,რომელიც არ მჭირდება,აქეთ უნდა მომიხადოს! -თათა,უფროსების პატივისცემა უნდა იცოდე!-კატეგორიული იყო თეა.თათას ეგონა ამ ოთახში დედამისის მაგივრად სხვა ქალი იდგა -დედა... -თათა! -ეს მან უნდა მომიხადოს ბოდიში და საერთოდაც,მოვითხოვ რომ ამ კაცმა ჩვენთან არ იცხოვროს! მინდა აქედან წავიდეს!-მტკიცედ განუცხადა თათამ -სისულელეებს ნუ ბოდავ!კახა ჩემი ქმარია!- კახას ჩაეღიმა და ნიშნისმოგებით გადახედა თათამ -მე ამ კაცთან ერთ ჭერქვეშ არ ვიცხოვრებ თეა! -როგორც გინდა!-მხრები აიჩეჩა -ანუ, ეს კაცი არ წავა ხომ ამ სახლიდან?-კიდევ ჩეკითხა -არა, რა თქმა უნდა!-კატეგორიული იყო თეაც.თათას ირონიულად ჩაეცინა -კარგი, გასაგებია-ამოიოხრა- მაშინ მე წავალ ამ სახლიდან-ირონიულად მიუგო.თათას გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა,რომ დედამისი არჩევანის დროს შვილს აირჩევდა, ყველაფრის მიუხედავად მაინც სჯეროდა ამისი. საბოლოო იმედი კი თეას უემოციო სიტყვებმა გადაუწურა -დიდი გოგო ხარ! შენი გადასაწყვეტია-მოკლედ მოუჭრა და კახასთან ერთად დატოვა თათას ოთახი. თათას გული იმაზე მეტად ეტკინა,ვიდრე წარმოდგენა შეეძლო. დედამისის სიტყვებმა, მისმა შეუბრალებლობამ ბოლო მოუღო. შემდეგ, ბევრი არ უფიქრია,ისე გადმოიღო მცირე ზომის ჩემოდანი, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები სასწრაფოდ ჩაყარა. მერე კარი მაგრად გამოიჯახუნა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. თათას აღარ შეეძლო ამდენის გაძლება. სულ ასეთი უბედური იყოს ადამიანი შეიძლება? სახლს რომ გასცდა,რომელიღაც სკვერში ჩამოჯდა,სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა,მისგან მოშორებით. დაჯდა თუ არა ეგრევე ცრელმები წამოუვიდა. ძალიან,ძალიან ბევრი იტირა,სანამ გული არ მოიოხა. რომ დაწყნარდა,მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფიქრი,რა უნდა ექნა?სად წასულიყო? მამამისი მაინც იყოს აქ,მასთან იცხოვრებდა,მაგრამ მამამისი კიდევ რამდენიმე თვე ვერ ჩამოვიდოდა საქართველოში. მის სახლში მამამისის გარეშე ვერ მივიდოდა,მარტივი მიზეზის გამო- გასაღები არ ჰქონდა. მამამისს კიდევ ვერ დაურეკავდა და ამხელა მანძილზე ნერვებს ვერ მოუშლიდა. რა უნდა ექნა? ბინას იქირავებდა, მაგრამ სანამ ბინას მოძებნიდა,სადმე ხომ უნდა წასულიყო. ამიტომ სხვაგან სად წავიდოდა თუ არა კატოსთან, მაგრამ არ იცოდა რამდენად იყო მზად კატოსთვის ყველაფერი მოეყოლა. სხვა გზა არ ჰქონდა. თავის პატარა ჩანთას ხელი დაავლო,ტაქსი გააჩერა და კატოს მისამართი უკარნახა. -სადმე მიდიხარ თუ საიდანმე მოდიხარ?-გადაკოცნა თუ არა, ჩანთის დანახვისას ეგრევე ეგ ჰკითხა კატომ თათას -მოგიყვები-მშრალად მიუგო,ჩანთა მისაღებში დადო და დაღლილი დივანზე ჩამოდა-მარტო ხარ?-თვალი ოთახს მოავლო -ლევანიცაა,მაგრამ სძინავს. ხომ მშვიდობაა?-ეჭვნარევად ჰკითხა -მოგიყვები და შენ გადაწყვიტე მშვიდობაა თუ არა-თათამ ღრმად ამოიოხრა. -სახლიდან წამოვედი! -რა? რატომ?-გაუკვირდა -ბოლო დროს ძალიან დამეძაბა სახლში ურთიერთობა დედაჩემთან და კახასთან-შესავალი გაუკეთა-ვერ ვიტან მაგ კაცს!-ზიზღით თქვა-დედაჩემს ძალიან ამცირებს,დედაჩემი კი ამ ყველაფერს იტანს, მიზეზად კი სიყვარულს ასახელებს-თავი გააქნია -რა უნდა კი მაგრამ?-შეშფოთდა კატო,რადგან არასდროს გაუგია მსგავსი რამ თათასგან -არ ვიცი,მაგრამ ბუნებით აშკარად მოძალადეა ეგ კაცი -მერე? -დედაჩემს რამდენჯერ ვეჩხუბე,რატომ იტან ამ ყველაფერს, გაშორდი,სანამ სიცოცხლეს გაგიმწარებსთქო,თვითონ კი სულ მაჩუმებდა შენი საქმე არაა და ცხვირს ნუ ჰყოფო-თათა ძლივს ლაპარაკობდა,სულ ცოტა აკლდა აღრიალებამდე.ძალიან უჭირდა ამ თემაზე ვინმესთან საუბარი- დღეს პიკი იყო- ცრემლებმა მის დაუკითხავად იწყეს დენა-კახას ვეჩხუბე..საშინელებები მითხრა და მეც არ დავაკელი, მერე კი... მერე.. იმან -ხმა გაუტყდა და- იმან ხელი გამარტყა-ამის თქმა და ხმით აუტყდა ტირილი.კატო მოსმენილისგან შოკში იყო -თათა-სხვა ვერაფერი უთხრა,უბრალოდ მასთან მივიდა და ჩაეხუტა -დედაჩემს ვუთხარი ეს კაცი თუ არ წავა,მე წავალ მეთქი...-სლუკუნებდა- მან კი...მან... როგორც...გინდაო-სლუკუნით ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა- გესმის კატო? დედაჩემმა ისევ მას დააფარა ხელი. ის კი არა, ბოდიში მოუხადე ცუდი რამეები რომ უთხარიო-არც უფიქრია გაჩერება. მთელი ძალით ტიროდა და ცრემლებისგან იცლებოდა. კატო ვერაფერს ეუბნებოდა. ჩახუტებული იყო მასთან და თმაზე ეფერებოდა. მოსმენილის და ნანახისგან,არანაკლებ შოკურ მდგომარეობაში იყო ლევანი,რომელის ლაპარაკის ხმამ გააღვიძა. მერე ხმა ეუცნაურა, ოთახიდან გავიდა და მოსმენილმა და ნანახმა ისიც არანაკლებ გააოცა. ჯერ ერთი რაც გაიგონა საშინელება იყო და მერე მეორე,ცხოვრებაში პირველად ხედავდა თათას მოტირალს და ასეთ განადგურებულს. მის მდგომარეობაში შევიდა. გაუგო და ძალიან შეეცოდა. მერე მიხვდა რომ დიდხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული. გოგოებს ჯერ კიდე ვარ შეუმჩნევიათ მისი იქ ყოფნა,ამიტომ გადაწყვიტა უხმოდ გაბრუნებულიყო თავის ოთახში,ისე თითქოს არაფერი გაუგია. თათას ალბათ არ ენდომებოდა ლევანს გაეგო მის პირადში რა ხდებოდა, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეექმნა მისთვის, ისე უჩუმრად გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა. -ახლა რას აპირებ?-ჰკითხა კატომ,როცა ტირილს მორჩა და გული ცოტათი დაიმშვიდა -ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ბინა უნდა ვიქირავო,სანამ მამაჩემი ჩამოვა. მერე მასთან ვიცხოვრებ-მხრები აიჩეჩა და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა -მოიცა,ბინა რატომ უნდა იქირავო? აქ ვერ გაცხოვრებ?-იწყინა კატომ -შენ ხომ არ ჩაგისახლდები კატო-სახეზე შერჩენილი ცრემლები მოიშორა-კი მერიდება,მაგრამ რამდენიმე დღე შემიფარე რა,სანამ ბინას ვიპოვი -აბა ახლა ასეთები არ იყოს-გაუწყრა კატო-შენ ჩემთან დარჩები იმდენ ხანს,რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლი,თუ გინდა სულ აქ იცხოვრე-გაუცინა -რამდენიმე დღით, მერე რამეს ვიპოვი და გადავალ-მხრები აიჩეჩა -არა თათა! ბინაში ფული რატომ უნდა დახარჯო?თუ მერე მამაშენთან აპირებ ცხოვრებას, მანამდე ჩემთან იცხოვრე. -არა,არა, თქვენ ამდენი ხანი ვერ დაგაწვებით კისერზე. შენი ძმები რას იტყვიან ამაზე?-გაჯიუტდა-თან არ მინდა რომ გაიგონ რაც შემემთხვა-ძალიან ხმადაბლა უთხრა -რა აუცილებელია მათ მიზეზი ავუხსნათ-მხრები აიჩეჩა-ჩემი ძმები არაფერს არ იტყვიან და მიზეზი რომ იცოდნენ, პირიქით თვითონვე შემოგთავაზებდენ ამას -ხო,მაგრამ მაინც არ მინდა რომ ვუთხრათ-თხოვნით მიმართა -არა,კაცო,რა სისულელეა. ეს ისე ვთქვი მაგალითისთვის თორემ არაფერს არ ვეტყვი-იუარა კატომ-ისე,ძალიან გაუხარდებათ-გაეღიმა. ზუსტად იცოდა ალექსი თათაზე გიჟდებოდა და ახალი ამბით ძალიან გახარებული იქნებოდა,აი ლევანის ამბავი კი არ იცოდა,რას მოიმოქმედებდა -ხო,განსაკუთრებით ლევანს გაუხარდება-შეეცადა გაეცინა -რა გამიხარდება?-ინტერესით შეეკითხა გოგოებს ლევანი,რომელიც ახლახანს ხმაურით შემოვიდა მისაღებში. თათა დაიბნა, არ ელოდა ლევანს -თათამ ცოტა ხანი ჩვენთან უნდა იცხოვროს და შენ რამე პრობლემა გექნება?-პირდაპირ ჰკითხა კატომ,თათამ თვალებით ანიშნა პირდაპირ რას აჯახეო -მე რა პრობლემა უნდა მქოდნეს?-მხრები აიჩეჩა -დიდ ხანს არ შეგაწუხებთ,მხოლოდ ცოტა ხნით-ხმადაბლა თქვა თათამ -კატოს მოუწევს შენთვის თავისი საწოლის გაზიარება და თვითონ მან იკითხოს-უშუალოდ გაუცინა ლევანმა -მე მზად ვარ გაგინაწილო ჩემი საწოლი!-ომახიანად წამოიძახა კატომ.თათას და-ძმის შემხედვარე გული გაუთბა და გაეღიმა -მადლობა-უთხრა და თავი ჩახარა - წამოდი,ოთახში გავიდეთ და ცოტა დაისვენე,დაღლილი ხარ- ხელით უბიძგა კატომ თათას საძინებლისკენ. თათამ ჩანთა აიღო და კატოს გაყვა. ლევანმა თვალი ჩაფიქრებულმა გააყოლა გოგოებს. მერე მისი ფიქრები თათას მამინაცვალს გადასწვდა. როგორ ძულდა მოძალადე კაცები. სიამოვნებით ამოხდიდა სულს ცემაში. თათამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. შიგადაშიგ ტიროდა კიდეც,ოღონდ ჩუმად, რადგან კატოს გაღვიძება არ უნდოდა. გამთენიისას მიხუჭა თვალები. სულ რაღაც 2 საათი ეძინა. თვალი რომ გაახილა,კატო საწოლში არ დახვდა. ლოგინი გაასწორა. ტანსაცმელი ჩაიცვა. ხელ-პირი დაიბანა და მისაღებში გავიდა, კატოს მოსაძებნად,მისაღებში რომ არ დახვდა,სამზარეულოში წავიდა, სადაც მხოლოდ ლევანი იყო და ყავას სვამდა. -დილამშვიდობისა-ჩახლეჩილი ხმით მიესალმა თათა -დილამშვიდობისა-გაუღიმა ლევანმა -კატო არ არის?-ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა -მართვის მოწმობის გაკვეთილზე წავიდა.მალე დაბრუნდება -ააა- ჩაილაპარაკა თავისთვის და საფეთქლები დაიზილა.თავი უსკდებოდა. სახეზეც არ გამოიყურებოდა კარგად.მთელი ღამის უძილარს და ნამტირალევს,შეშუპებული და ჩაშავებული ჰქონდა,რაც არც ლევანს არ გამოჰპარვია. -გინდა ყავა გაგიკეთო?-მოულოდნელად შესთავაზა ლევანმა. თათას გაუკვირდა -იყოს,მე თვითონ გავიკეთებ-მხრები აიჩეჩა -მოდი,სანამ გთავაზობ შეირგე, მერე ისედაც სულ შენ მოგიწევს გაკეთება-სიცილით წამოდგა ლევანი და ყავის გამზადებას შეუდგა. თათას კი უკვირდა ზოგადად ლევანის საქციელი. გუშინ არც ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს თუ რატომ რჩებოდა თათა ამდენი ხნით მათთან.ამ დილით კი ისე მიესალმა,თითქოს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ და თან ყავასაც უმზადებდა. სასწაულების არსებობა დაიჯერა თათამ. -შაქარი რამდენი? -3- ლევანს გაეცინა -უნდა გადაეჩვიო ასეთ ტკბილ ყავას, მართლა არ შეიძლება-უთხრა და ყავის ჭიქა წინ დაუდგა -მადლობა. დიდი პატივია-მიანიშნა ყავაზე. მერე ტელეფონი აიღო, ჯერ ყავის ჭიქას გადაუღო ფოტო,მერე ჭიქა ხელში დაიჭირა,ცოტათი მაღლა ასწია და მასთან ერთად სელფი გადაიღო-ლევანი პირდაღებული უყურებდა თათას მოქმედებებს. ჯერ ხომ საერთოდ არ იმჩნევდა თუ რა ხდებოდა მის თავს და ახლა კიდევ ყავასთან სელფს იღებდა -ეს დღე კალენდარშია აღსანიშნი-აუხსნა თათამ სიცილით-ცხოვრებაში პირველად გამიმზადე ყავა,თან შენი სურვილით-უთხრა და საოცარი ღიმილით გაუღიმა. ლევანსაც გაეცინა.მერე თათას დააკვირდა,რომელიც საოცარი ღიმილით იღიმოდა და რომელიც ძალიან წრფელი იყო იმ მომენტში. გონებაში კი ერთი ფრაზა ამოუტივტივდა- ,,როგორ უხდება ღიმილი’’. თათა მარტივად ადაპტირდა კატოს ოჯახში,მაგრამ ისე თავისუფლად მაინც ვერ გრძნობდა თავს,როგორც საკუთარ სახლში. ცოტათი ერიდებოდა ბიჭების და ცდილობდა ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო მისი იქ ყოფნა. ალექსს ძალიან გაუხარდა,როცა გაიგო,რომ თათა გარკვეული ხანი მათ სახლში იცხოვრებდა. მარტივად შეეგუვნენ თანაცხოვრებას. -ისევ,ჩემზე ადრე წავიდა-ამოიბუზღუნა თათამ,როცა მიხვდა რომ კატო უკვე გასულიყო-კარს რომელი დაკეტავს ნეტავ?-ალექსს იცოდა რომ ეძინა და შუადღის 2 საათამდე მინიმუმ არ გაიღვიძებდა. მერე ლევანის შესამოწმებლად წავიდა,თუ სალხში იყო. მის საძინებელთან მივიდა და კარზე დაუკაკუნა. -მოდი- დაიძახა შიგნიდან ლევანმა -ლევან,მე გავდივარ და კარს ჩაკეტავ?-შეაღო თუ არა კარი,მაშინვე უთხრა ლევანს,რომელიც ჰალსტუხის შეკვრას ამაოდ ცდილობდა შეწუხებული სახით -კი,კი,მეც გავდივარ მალე ისედაც-უპასუხა და ჰალსტუხი ხელებში აბლანდა-ამისი შეკვრის გაგეგება რამე?-შეწუხებულმა ჰკითხა თათას სანამ გავიდოდა -გინდა შეგიხვიო? -ხო,თუ იცი -კი,მოდი-ჰალსტუხი ხელებში მოიქცია,ნაზად შემოახვია კისერზე და მის შეკვრას შეუდგა -მილიონში ერთხელ მიწევს გაკეთება და ეგ დღე დღესაა-დაიწუწუნა ლევანმა-ვერაფრით დავუმუღამე-მხრები აიჩეჩა. თათას გაეღიმა და ოსტატურად შეუხვია -გაიხარე,მადლობა-მადლობა გადაუხადა ლევანმა და თათას გაყვა,რომელიც ოთახიდან გადიოდა. ლევანი თათას მიმართ ძალიან შეიცვალა. აგრესიულად და ირონიულად ლაპარაკს გადაეჩვია მისი მისამართით. ხანდახან მოიკითხავდა კიდეც,ხომ კარგად იყო და ხომ არაფერი სჭირდებოდა. თათას ძალიან უკვირდა მისი საქციელი,მაგრამ ვერაფერს ეკითხებოდა.უკვირდა,მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერი იყო,შეცვლილი ლევანით. -კატო,შენ ძმას რამე ხომ არ სჭირს?-ერთხელ შეეკითხა თათა კატოს -რატომ მეკითხები?-გაეცინა -რა ვიცი,უკვე მიტანს და ირონიულადაც აღარ მელაპარაკება ხოლმე -მიხვდა ალბათ,რომ ტყუილად იქცეოდა ასე -რავიცი,შეიძლება-ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი თათამ ლევანის ცვლილება რამ გამოიწვია? ალბათ მოსმენილმა, თათას და კატოს დიალოგმა,როცა თათა სახლიდან წამოვიდა. ისეთი განადგურებული იყო,ძალიან შეეცოდა. ლევანი ადამიანი იყო და ადამიანური გრძნობები გააჩნდა.. მაშინვე უთანაგრძნო გოგოს და სურვილი არ გასჩენია მეტად რამე გადაკვრით ეთქვა მისთვის და მისი ცუდად ყოფნის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დამატებოდა. ყოველ დილით ჩვეულებრივად ესალმებოდა,ყავასაც ერთად სვამდნენ ხშირ შემთხვევაში. 1-2-ჯერ სამსახურშიც გაიყვანა. თათას ეს წვრილმანი რამეები ისე აბედნიერებდა, სახეზე ანათებდა და ბედნიერი თათა ორმაგად ლამაზი იყო. -თათ, შეყვარებული გყავს?-ერთ დღეს მოულოდნელად ჰკითხა სანდრომ თათას.თათამ ბეჭდვას თავი დაანება და სანდროს შეხედა -საიდან მოიტანე?-გაუკვირდა -დავინახე რამდენჯერმე სამსახურში რომ მოგიყვანეს და მაგიტო-მხრები აიჩეჩა.თათას გაეცინა. -ეგ ჩემი დაქალის ძმაა-მოკლედ აუხსნა -ა,ნუ თუ დაქალის ძმაა მაშინ კარგი-გაეცინა სანდროს.მართალია ეჭვები ვერ მოიშორა,მაგრამ აღარ ჩაეძია,რადგან იცოდა როგორ ვერ იტანდა თათა მის პირადში უხეშად რომ ერეოდნენ,ამიტომ გაჩუმება არჩია. საღამოს თათა სამსახურიდან ცოტა დაგვიანებით გამოვიდა. დაახლოებით 10 საათი იყო სახლში რომ მივიდა. სახლში შესულს,მისაღებიდან ხმაური შემოესმა.პირდაპირ იქეთკენ წავიდა. მისაღებში ლევანი,ნიკა და მისი კიდევ 2 მეგობარი ისხდა, ლუდს მიირთმევდნენ და თან რაღაც სასუსნავები ედოთ. -გამარჯობათ-მიესალმა თათა. ბიჭებიც მიესალმნენ.ნიკას რატომღაც გაეღიმა თათას დანახვაზე თათას ხელის შეშლა არ უნდოდა,ამიტომ საძინებელში შევიდა. ფეხსაცმელი გაიხადა,რომელმაც ფეხი ძალიან ატკინა. ფლოსტები ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა,ყავის მოსამზადებლად. კატო სახლში არ იყო. წყლის მადუღარაში არსებული წყალი გადაღვარა, ახლიდან აავსო და ჩართო. სანამ წყალი ადუღდებოდა,ჭიქა გამოიღო და ყავა ჩაიყარა. -ყავას იმზადებ?-მოულოდნელად შემოსულმა ლევანმა მყუდროება დაურღვია ჩაფიქრებულ თათას -ხო-გაუღიმა -თუ არ შეგაწუხებ, ჩვენც გაგვიმზადებ?-მუდარით თხოვა-კატო არაა სახლში -კი, რა პრობლემაა-უცებ მიუგო თათამ -კარგი, მე უშაქრო და ბიჭებისთვის შაქარი გამოიყოლე, ისინიც სიროფს სვამენ შენსავით-გაეცინა ლევანს -კარგი ბატონო-თათასაც გაეცინა წყალი მალე ადუღდა. ჭიქებში ჩაასხა. ლანგარზე მოათავსა 4 ჭიქა და მისაღებში გაიტანა. ბიჭებს ჩამოურიგა მადლობა ყველამ სათითაოდ გადაუხადა. -თათა ფეხბურთი არ გიყვარს? თუ გინდა შემოგვიერთდი-შესთავაზა ნიკამ.ლევანმა თვალები აატრიალა,რადგან მიხვდა ნიკა,რასაც ცდილობდა. ნიკა სულ ეხუმრებოდა ლევანს,მაგ გოგოს მიმართ რაღაცას გრძნობო,რაზეც ლევანს სულ ეცინებოდა და ნიკას სრულ ჭკუაზე ეჭვი ეპარებოდა. მერე შეეჩვია მის ასეთ რეპლიკებს და ყურადღებას არ აქცევდა -ადრე მიყვარდა ყურება, დიდი ხანია რაც არ ვუყურებ-მხრები აიჩეჩა -მოდი,საკაიფო თამაში იქნება,მაგრად გაგისწორდება-არ მოეშვა ნიკა -კარგი,ჩემს ყავას გამოვიტან და ცოტა ხანი მეც ვუყურებ-გაუღიმა თათამ და თავისი ყავის მოსატანად წავიდა. საინტერესო თამაში იყო,დაძაბული მომენტებით და ბევრი სახიფათო დარტყმებით. თათა ისე შეიყოლია ყურებამ, ემოციებს ვერ მალავდა მნიშვნელოვან მომენტებზე. ბიჭებს ხანდახან ეღიმებოდათ თათას ასეთ ჩართულობაზე,ლევანი კი დიდად არ იმჩნევდა თათაც რომ მანდ იყო, არ უნდოდა ნიკასთვის სალაპარაკო მიეცა,რომელიც მიკროსკოპით აკვირდებოდა მის ქცევებს. თამაში რომ მორჩა ძლივს ამოისუნთქეს,რადგან იმ ანგარიშით დამთავრდა,რაც ბიჭებს აწყობდათ. თამაშის დამთავრების მერე ბიჭებმა დაშლა დაიწყეს. ჯერ გეგა და დათო წავიდნენ, ყველაზე ბოლოს კი ნიკა -ლევა, გამაცილე ერთი-უთხრა წასვლამდე სიცილით. ლევანი კარებამდე მიყვა. ამასობაში თათამ მისაღების მილაგება გადაწყვიტა. -ეს თათა ჩემთვის მომწონს-კარები გააღეს და სადარბაზოში გავიდნენ თუ არა,მაშინვე მიახალა ნიკამ ხმადაბლა. ლევანს თვალები გაუფართოვდა -რას ბოდავ?-ოთახში შეიხედა და ეგრევე კარები გამოიხურა, თათამ არ გაიგოსო -მართლა ძალიან საყვარელია. შენ როგორც ჩანს მართლა არ გაინტერესებს,ადრე რომ დაგცინოდი,ხოდა მინდა ვცადო ფლირტი -ნუ სულელობ! არაა ეგ გოგო შენი სტილის!-ძალიან არ მოეწონა ეს ფაქტი ლევანს -ზუსტადაც რომ ჩემი სტილია,ძალიან ლამაზი,საყვარელი, უშუალო,მხიარული და კეთილი-მიაყარა ეპითეტები თათას -წესიერად არ იცნობ და საიდან დაასკვენი როგორია-უკმაყოფილოდ ჰკითხა ლევანმა -ერთი ნახვაც საკმარისია რომ მიხვდე როგორია!-კატეგორიული იყო ნიკა -არა ნიკა,შანსი არ გაქვს რომ იცოდე! -რატომ ვითომ? -ჩემი დის დაქალია!-რაც პირველი მოადგა ენაზე,ის უპასუხა -ხოდა მითუმეტეს-არ ნებდებოდა ნიკა-უფრო ხშირად შემიძლია ვნახო,თან ახლა თქვენთან ცხოვრობს -ჩემთან მოსვლას გიკრძალავ ამიერიდან!-ლევანი ეცადა გაეხუმრა და ის იყო კიდევ უნდა ეთქვა რაღაც,ნიკამ ხარხარი ატეხა,რადგან მიიღო სასურველი რეაქცია და პასუხი -ვღადაობ შეჩემ ა, ვღადაობ-მხარზე ხელი დაკრა.ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულ ლევანს -რა? -რომ გკითხონ ფეხებზე გკიდია და ახლა შენი თავისთვის რომ შეგახედა რა სახე გაქვს...-სიცილს ვერ იკავებდა- მგონი შეგძულდი კიდეც და ჩემი ცემა გინდა რაც გითხარი იმის გამო,ხოდა დროზე ავახვიე-კიდევ ერთხელ დაარტყა მხარზე ხელი და სწრაფად ჩაირბინა კიბეები-ხვალამდე ლევან- სიცილით მიაძახა კიბეებიდან. ნიკას საქციელმა ნერვები მოუშალა. ვერ იტანდა როცა ასე ეღადავებოდა და თავისებურ დასკვნებს აკეთებდა. ცოტათი გაღიზიანებული შებრუნდა სახლში.თათა მაგიდის ალაგების პროცესში იყო, უკვე ასრულებდა -ყოფილიყო,მე ავიღებდი-ბრაზმორეულმა უთხრა.თათას დიდი ხანია მისგან ეს ტონი არ გაუგია და ცოტათი ეუცნაურა -რა პრობლემაა,ავალაგებ -შეეშვი, მე თვითონ ვიზამ-ცოტა უხეშად გამოართვა ჭიქები ხელიდან და თვითონ წაიღო სამზარეულოში.თათამ აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. რა ჯანდაბა ეტაკა რამდენიმე წუთში? თათაც მიყვა სამზარეულოში -რამე მოხდა?-გვერდით მიუდგა ლევანს,რომელიც ჭურჭლის დარეცხვას ცდილობდა-რამე არასწორად გავაკეთე?-გულწრფელად აინტერესებდა -თათა, რა გინდა?უბრალოდ შემეშვი და ჭურჭელს გავრეცხავ -არ მოგეწონა შენს მეგობრებთან ერთად მეც რომ ვიყავი ამ საღამოს? -ეს რა შუაშია?-ცოტათი მოლბა ლევანი, როცა მიხვდა თათაზე ტყულად იყრიდა ჯავრს,რა მისი ბრალი იყო ნიკას ეჭვები? -რა ვიცი,აქამდე თითქოს არაგვიშავდა ისე ვსაუბრობდით და ახლა...-ხელები გაშალა.ლევანმა ჭიქა ონკანში ჩააბრუნა,ხელზე გადაივლო და ონკანი დაკეტა -ბოდიში თათა, უბრალოდ დღეს ცუდი დღე მქონდა-ბოდიში მოუხადა და მოკლედ ეცადა აეხსნა მისი ცვლილების მიზეზი -არაფერია, უბრალოდ ვერ მივხვდი რამე დავაშავე თუ არა,თორემ შენგან ეს ტონი კი არ გამკვირვებია -მხრები აიჩეჩა თათამ და ლევანი მარტო დატოვა. ლევანს უარესად მოეშალა ნერვები. მეორე დღეს ალექსმა ოჯახის წევრებს გამოუცხადა რომ ცოტა ხნით მშობლებთან მიდიოდა გერმანიაში. -რამ გადაგაწყვეტინა ასე უცებ?-ჰკითხა ლევანმა -ცოტა ხნით დასვენება მინდა,თან იქაური მეგობრები მენატრებიან -რამდენი ხნით აპირებ გაუჩინარებას?-ახლა კატომ ჰკითხა -ზუსტად არ ვიცი.დაახლოებით 2-3 თვე -მომენატრები მასხარა-უთხრა და ძმას ჩაეხუტა. იმ საღამოს ფილმს ერთად უყურეს. თათაც მათთან ერთად იყო. არც ლევანი და არც თათა არ იმჩნევდნენ მომხდარს. ლევანი სამზარეულოდან ტკბილეულით სავსე ჯამით გამოვიდა. გვერდით მჯდომ თათასაც მოაწოდა.თათამ ერთი ცალი შოკოლადი აიღო და მადლობა გადაუხადა -არაფრის-თვალი ჩაუკრა ლევანმა და თვითონაც გაიქანა შოკოლადი პირში. ასე თუ ისე,დალაგდა მათი ურთიერთობა. ამასობაში ალექსიც გაამგზავრეს გერმანიაში. თათას დედამისისგან არაფერი სმენია მას შემდეგ,რაც სახლიდან წამოვიდა, ერთხელად კი არ მოუკითხავს თუ სად წავიდა,რას აკეთებდა,ვისთან ცხოვრობდა. არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია და თათას აგიჟებდა ასეთი ფეხებზე მკიდი ა დამოკიდებულება დედამისისგან.თვითონ სცადა რამდენჯერმე დაერეკა,მაგრამ რამდენჯერაც ტელეფონი ხელში აიღო,იმდენჯერ გადაიფიქრა. მამამისს ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა, არ აგრძნობინებდა რომ რამე პრობლემა ჰქონდა. ჩამოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა დაუმთავრებელი საქმეების გამო,რაზეც თათა უარესად წუხდა. როდემდე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება კატოსთან? ყველაფერს ჰქონდა საზღვარი, ამ ოჯახის სტუმართმოყვარეობასაც. იმ საღამოს შემდეგ,თათა ცდილობდა ზედმეტად არ გაჩხეროდა ლევანს თვალში,როცა მისი მეგობრები სახლში იყვნენ.ძირითადად ოთახში იკეტებოდა ხოლმე.ლევანი მიხვდა მის ამ განწყობას და ერთ საღამოს როცა მასთან ნიკა იყო,გადაწყვიტა თათასთვის დაეძახა თავისებურად შემოსარიგებლად.კატო აბაზანაში იყო,როცა ლევანი თათასთან შევიდა -ნიკა თავს იგიჟებს, თათას გაკეთებული ყავა ისე მომეწონა მაშინ, იმედია არ შევაწუხებ და ამ საღამოს კიდევ გამასინჯებსო-დაკაკუნების შემდეგ რომ შევიდა ოთახში,პირდაპირ უთხრა თათას. თათას გაეღიმა.ძალიან მოსწონდა ნიკა. პოზიტივს აფრქვევდა ეს ბიჭი და თათას სულ კარგ განწყობაზე აყენებდა. -კარგი,გამოვალ და გავუკეთებ-ფეხზე ფლოსტები ჩაიცვა და ლევანს გაყვა -საღამო მშვიდობის-მიესალმა ნიკას და გადაკოცნა -პრივეტ-მიესალმა ნიკაც -მე გავალ,გავაკეთებ ყავას ხომ?-გეზი სამზაეულოსკენ აიღო-შენც დალევ ?-ლევანსაც შეეკითხა,სანამ ოთახიდან გავიდოდა -თუ არ გეზარება გამიკეთე,მე რომ მიყვარს ისეთი-უშუალოდ უთხრა და გაუღიმა.თათასაც ჩაეცინა. 2 ჭიქა გადმოიღო.ორივეში ჩაყარა ყავა და ორივე ჭიქაში 3 კოვზი შაქარი ჩაამატა,თან გულში ეცინებოდა,ლევანის სახეზე. ძალიან ტკბილ ყავას რომ დალევდა. პატარა შურისძიება გადაწყვიტა. -აუ შეგაწუხე რა-დაიწყო წუწუნი ნიკამ,როცა თათამ ჭიქა დაუდო -არა,რა შემაწუხე-იუარა თათამ და მეორე ჭიქა ლევანს დაუდო -აი უგემრიელეს ყავას ამზადებ-სული შეუბერა დაეგრევე მოსვა ცხელი ყავა ნიკამ-სუპერ-ცერა თითი აჩვენა. ლევანმაც მოსვა ყავა და სახე ძალიან დამანჭა. მგონი ცხოვრებაში პირველად დალია ასეთი ტკბილი ყავა -მეც შაქარი გამიკეთე?-ეცადა დიდად არ შეემჩნია,მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდა -აუ არ გინდოდა?-ოსტატურად შეწუხდა თათა -მგონი მთელი ქილა შაქარი აქ ჩაყარე-გაეცინა - არ მახსოვდა ზუსტად როგორი გიყვარდა, ამიტომ ჩემი გემოვნებით გავაკეთე-მხრები აიჩეჩა-თუ არ მოგწონს ახლიდან გაგიკეთებ -არა,იყოს მადლობა-ძალით გაუღიმა -კარგი,როგორც გინდა-უთხრა და ბიჭები მარტო დატოვა. ნიკა ფხუკუნებდა -რა გაცინებს? -მე როგორი მიყვარდა ახსოვდა-თვალები სასაცილოდ აათამაშა -დიდი ამბავი ახლა-ლევანს გაეცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა- საშინელებაა,ამას როგორ სვამთ-თქვა და ჭიქა ადგილზე დადო. მეტი აღარ დაულევია. ნიკა ცოტა ხანი კიდევ ეღადავა და მერე დროულად წავიდა,სანამ გააბრაზებდა. კატო სააბაზანოდან გამოვიდა თუ არა,გრევე დაწვა,ისე დავიღალე მხოლოდ ბალიში მელანდებაო. თათა გვიანობამდე მაინც ვერ იძინებდა. თავისი ყავის ჭიქა გაიტანა სამზრეულოში და გარეცხა -მეტჯერ აღარ გამიკეთო ყავა რა- შემრიგებლურად გაეხუმრა სამზრეულოში ახლადშესული ლევანი და გვერდით მიუდგა -კარგი,არ გაგიკეთებ-მშვიდად მიუგო თათამ -თათა,ჩემზე ნაწყენი ხარ?-ინტერესით ჰკითხა -არა- ლევანი თათას მიუბრუნდა,ხელებით ნიჟარასა და თავის შუა მოიქცია,ისე რომ თათას გასვლა არ შეეძლო.თათა შეცბა. ასე ახლოს ლევანთან არასდროს ყოფილა -არა? მე კი მგონია რომ ხარ?- სახე ცოტა ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა.თათას ლამის სუნთქვა შეეკრა. -არ ვარ ლევან-ძლივს ამოილაპარაკა -აბა თავს რატომ მარიდებ? -ვცდილობ დისტანცია დავიცვა. შენს ხასიათებზე დამოკიდებული ვერ ვიქნები,ხან მიცინი,ხან კიდევ მეჩხუბები-ძლივს უთხრა სათქმელი.ლევანს გაეცინა მის ახსნაზე -ყავა სპეციალურად გამიკეთე ასეთი!-ეს კითხვა არ ყოფილა,დარწმუნებულმა უთხრა -ასე არაა, მართლა არ მახსოვდა-შეეცადა თავი დაეხსნა მისგან და ხელები მკერდზე მიაბჯინა,რომ გაწეულიყო -არ გახსოვდა არა?-გაეღიმა ლევანს. მისი ხელები მკერდიდან მოიშორა და თავის ხელებში დაიჭირა.ერთ ხანს თვალებში უყურა, მერე უცებ თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა. თათა გაშეშდა..თავბრუ დაეხვა... დედამიწას არ ეკუთვნოდა - ბოდიში მაშინ რომ გეუხეშე-ყურთან ხმადაბლა უჩურჩულა, მერე ხელი ფრთხილად შეუშვა და გასასვლელისკენ წავიდა -ხო მართლა, ყავა საშინელება იყო-ღიმილით უთხრა და აზროვნებადაკარგული თათა სამზარეულოში დატოვა. თათას თავი სიზმარში ეგონა. ეს რას მოესწრო? ლევანი მის მიმართ შეიცვალა.აღარ ეუხეშებოდა, ბოდიში მოუხადა და თან..თან აკოცა. ამისი მხოლოდ წარმოდგენა თუ შეეძლო თათას.ძლივს დააჯერა თავს რომ რეალობა იყო. მართლა ძალიან შეიცვალა ლევანი.ძალიან თბილი გახდა მის მიმართ. ეს არავის დარჩენია შეუმჩნეველი,არც კატოს და მითუმეტეს არც ნიკას,რომელიც სულ ეშმაკურად უღიმოდა ლევანს,როცა ერთად იყვნენ,თათას გარემოცვაში. ერთი ასეთი საღამო იყო. ლევანთან იყვნენ შეკრებილები,კატო,ლევანი,ნიკა და თათა. ჯოკერი ითამაშეს და ძალიან გაერთნენ. წყვილებში თამაშობდნენ. ნიკა და თათა ერთად მოხვდნენ და მცირე სხვაობით მოუგეს ლევანს და კატოს. ნიკა და თათა ძალიან გახარებულები იყვნენ და სიცილით აღნიშნავდნენ გამარჯვებას -მე ვარ ჯოკრის მამა!-სიამაყით განაცხადა ნიკამ-და შენ ჯოკრის დედა-სიცილით მიუბრუნდა თათას და თითით ანიშნა.ლევანმა თვალები აატრიალა.ნიკა ძალიან ,,ტრიპაჩი’’ იყო ასეთ საკითხებში.უყვარდა ტრაბახი,როცა საქმე ისე მიდიოდა,როგორც მას უყვარდა,მაგრამ ეს ისე სასაცილოდ გამოსდიოდა,არ არსებობდა არ გაგცინებოდა. -ოო,მორჩი ახლა,სულ ცოტათი გვაჯობე და თავი ნუ მოგაქვს-უთხრა კატომ -მთავარი შედეგია გენაცვალე-თვალი ჩაუკრა -ჩვენ კარგი გუნდი ვართ თათ-ისევ თათას მიუბრუნდა,აწი სულ შენ აგარჩევ ჩემს მეწყვილედ -მეც მომეწონა შენთან თანამშრომლობა-თათამაც თვალი ჩაუკრა. ლევანს არ გამოპარვია მისი ეს ქმედება. ცოტათი გაღიზიანებული იყო,რადგან მთელი საღამოს განმავლობაში,ნიკა და თათა ისე შეხმატკბილებულად საუბრობდნენ და იცინოდნენ, ნერვები ეშლებოდა. ნიკას არ გამორჩენია ლევანის ხასიათის ცვლილება. გულში ფეიერვერკებს უშვებდა. როცა გოგოები ცოტა ხნით სამზარეულოში გავიდნენ საჭმლის მოსამზადებლად, ნიკამ ლევანი მოიხელთა -წამო აივანზე, მოვწიოთ-შესთავაზა და ლევანიც ეგრევე გაყვა -ორივემ მოუკიდა სიგარეტს და გააბოლა. -რა გჭირს შენ?რაღაც ცუდ ხასიათზე დადექი-სხვათაშორის ჰკითხა ნიკამ და ბოლი გაუშვა -რა უნდა მჭირდეს?-მხრები აიჩეჩა -ახლა დავიჯერო ჯოკერი რომ მოგიგეთ მაგის გამო შეგეცვალა ხასიათი?-გაეცინა -ხო ნიკა,ზუსტად გაარტყი-გაუცინა ლევანმაც. ნიკა რამდენიმე წამი ჩუმად იყო -ეჭვიანობ!-დაზუსტებით უთხრა და კიდევ ერთი ნაპაზი დაარტყა -ბოდავ!-მოკლედ მოუჭრა -მორჩი ახლა, არ ვბოდავ და შენც კარგად იცი რასაც გეუბნები-დარწმუნებულმა უთხრა-მაგრამ შენც მშვენივრად ხვდები, რომ ჩემზე არ უნდა იეჭვიანო,თათას როგორც კარგ მეგობარს, დას და მომავალ რძალს-ბოლო სიტყვაზე ეშმაკურად გაეცინა- ისე ვუყურებ და ისიც ასეა, მეგობრად აღმიქვამს -არ ვეჭვიანობ-ბოლომდე მაინც არ დანებდა,მაგრამ სიმტკიცე დაეკარგა-თან რა იცი შენ,ის როგორ აღგიქვამს?-მაინც ვერ მოითმინა და წამოსცდა. ნიკას გულით გაეცინა -ვგრძნობ. თანაც თათას შენ მოსწონხარ!-მხრები აიჩეჩა -საიდან მოიტანე? -მაგას მხოლოდ შენ,ვერ ამჩნევ,თორემ მე ვინ რას გამომაპარებს?-წარბები აუთამაშა.ლევანიც ჩაფიქრდა ნიკას სიტყვებზე. ნუთუ შესაძლებელია რომ თათსაც მოსწონდეს? -იცი რა მაინტერესებს? თათას რატომ არაფერს არ ეტყვი?-მაინც თავისას მიაწვა ნიკა -ნიკა,ახლა აქ ამაზე საუბარი არ მინდა!-იცოდა ნიკა არ მოეშვებოდა და მაინც ათქმევინებდა იმას,რაც უნდოდა რომ გაეგო -კარგი,მხოლოდ აღიარე რომ თათა მოგწონს და შეგეშვები!-გაეცინა-მანამდე შანსი არ გაქვს-თითი გააქნია უარის ნიშნად.ლევანი ძალიან დაიღალა ამდენი უარყოფით,თანაც მას რას გამოაპარებდა? ერთი ამოიოხრა და ნიკას მიუბრუნდა,თვალებში ჩახედა და ისე უპასუხა -დარხეული მაქვს!-მერე სახეზე ხელები მოისვა და ღრმად ამოისუნთქა-საშინლად მომწონს!-სუნთქვას ამოაყოლა ბოლო ფრაზა -ეგ შენზე ადრე ვიცოდი-თვალი ჩაუკრა სიცილით ნიკამ,სიგარეტის ნამწვი იქვე მდგარ ნაგვის ყუთს მიასრისა, შიგ ჩააგდო და მერე ლევანს მიუბრუნდა -მერე,იმოქმედე ძმაო,რაღას უცდი-მხარზე ხელი დაკრა და შიგნით შევიდა. ნიკას ნათქვამმა და თავისმა აღიარებამ,საგონებელში ჩააგდო. მთელი ღამე ამაზე ფიქრობდა. როგორ უნდა მოქცეულიყო? მისულიყო და თათასთვის ასე პირდაპირ ეთქვა მომწონხარო? გოგოს ხომ დააბნევდა.იქნებ ნიკა ცდება და თვითონ თათას არანაირი გრძნობა არ აქვს ლევანის მიმართ? ან რა გრძნობა უნდა ჰქონდეს,როცა სულ საშინლად ექცეოდა გოგოს, ნიკას აშკარად რაღაც მოელანდა. მაგრამ რომ უნდა რომ აგრძნობინოს? როგორ მოიქცეს? როგორ? მერე, იმაზე დაფიქრდა თუ თვითონ როდის გაუჩნდა თათას მიმართ გრძნობები. ფიქრობდა და თავში ეგრევე კაფეში მომხდარი ინციდენტი გაახსენდა, მიმტანმა ყავა რომ გადაასხა. სწორედ მაგ შემთხვევის მერე დაეწყო ლევანს ცვლილება ფიქრებში და თათაზე ხშირად ეფიქრებოდა. მოტაცების ამბავმა,საერთოდ ამოუყირავა აზრები თათასთან მიმართებით,მერე აკვირდებოდა და ხვდებოდა რომ არც ისე ქარაფშუტა იყო,არა არც ისე კი არა,საერთოდ არ იყო. მერე ის შემთხვევა გაახსენდა,ცხოვრებაში პირველად რომ ნახა სახლიდან წამოსული,განადგურებული თათას ტირილი,სადაც ძალიან უნდოდა რომ ეთანაგრძნო მისთვის.მას შემდეგ კი სულ სხვა თათა იყო,მხიარული,საყვარელი,რომელიც საერთოდ არ იმჩნევდა მომხდარს და თავისთვის ინახავდა გულში. სწორედ აქედან დაიწყო ინტერესი თათას მიმართ. მთელი ღამე ტვინს იჭყ ლეტდა ლევანი. როგორ უნდა მოეგო თათას გული? რომ სცოდნოდა ლევანს თუ როგორ უყვარდა თათას ის,მთელი ღამე თეთრად არ გაათენებდა. -დილამშვიდობის-თვალების ფშვნეტით მიესალმა სამზარეულოში მყოფ თათას,რომელიც ომლეტს ამზადებდა -დილამშვიდობის-უთხრა და ომლეტი გადმოაბრუნა -რა კარგი სუნია-სურნელი ჩაიყნოსა და ჭიქა გამოიღო კარადიდან -ომლეტს ვაკეთებ,ხომ შეჭამ?-შესთავაზა -აუ კი-თათამ თეფშებზე გადაანაწილა და მაგიდაზე დადო. ლევანი ყავას იმზადებდა. -ძალიან გემრიელია-შეუქო ნახელავი და თან ყავა მიაყოლა-რაღაცების კეთება იცი,შეიშვები ოჯახში-გაეხუმრა.თათას გაეღიმა. -კატოსაც ასწავლე რამე-სიცილით უთხრა -რა უნდა მასწავლოს?-მთქნარებით შემოვიდა კატო სამზარეულოში-დილამშვიდობის -რა და საჭმლის კეთება. კვერცხსაც რომ ამზადებ,მაგასაც წვავ -ნუ ხარ უმადური! -შენთვისაც დავტოვე ტაფაზე და ჭამე თუ გინდა-ომლეტზე მიანიშნა თათამ -აუ,ოქრო ხარ,ძალიან მშია და ძალიან მეზარება ხოლმე რამის გამზადება-გაეცინა და ტაფაზე დარჩენილი ომლეტი თეფშზე დაიდო. ცოტა ხანი ჩუმად ჭამდნენ -თანამშრომლები შაბათ-კვირას ლოპოტაზე მივდივართ-სიჩუმე კატომ დაარღვია -აუ,მაგარია ძალიან,მიყვარს მანდ-უპასუხა თათამ -მეც,ვგიჟდები ისეთი გარემოა -2 დღით მიდიხართ?-დააზუსტა -ხო, აუ თათა,შენ რამე პრობლემა ხომ არ გექნება,მარტო რომ გტოვებ?-ახლა გაიაზრა კატომ და შეწუხდა -არა,რა პრობლემაა,მაგაზე არ იდარდო -არ მოიწყინო უჩემოდ და ლევან, შენ ნერვები არ მოუშალო-ახლა ლევანს მიუბრუნდა,რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა -არ შევაწუხებ,დაწყნარდი -ხო,ბოლო დროს იმდენად არ მეჩხუბება-თათას გაეცინა და ლევანს შეხედა,რომელიც უღიმოდა.თათას შეახურა და მზერა აარიდა -მე წავედი უკვე,თორემ დამაგვიანდება-წამოდგა თათა და თეფში ნიჟარაში ჩადო -მეც გავდივარ და გაგიყვან-წამოდგა ლევანიც -არა,იყოს არ შეგაწუხებ -მიდი,ჩაიცვი და გავიდეთ-ყურადღება არ მიაქცია თათას პასუხს და სამზარეულოდან გავიდა.კატო თვალებგაფართოებული უყურებდა ძმას,რომელსაც რა ჭირდა ვერაფრით გაეგო -კატო,გთხოვ,გარეცხავ ხომ ამებს? მართლა რომ არ მეჩქარებოდეს არ დავტოვებდი-შეეხვეწა თათა -მიდი წადი,მაგაზე არ იდარდო--თათამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სამზარეულოდან გავარდა,რომ მოესწრო. -მადლობა ლევან,ძალიან დიდი-მანქანიდან გადასვლამდე მადლობა გადაუხადა ლევანს-შენ მოასწრებ ხო? -კი,მე დრო მაქვს ჯერ-გაუღიმა -კარგი,წავედი აბა,დროებით -თათა-დაუძახა სანამ მანქანიდან გადავიდოდა.თათა მისკენ მიბრუნდა კითხვისნიშნიანი მზერით. მოულოდნელად ლევანი სახეზე მიეფერა.თათას გააჟრჟოლა -ჭკვიანად იყავი-ეს უთხრა და თვალი ჩაუკრა.თათა ვერ მიხვდა ლევანმა რა იგულისხმა, ინსტიქტურად თავი დაუქნია და გაბრუებული გადავიდა მანქანიდან. ლევანმა კი გაღიმებულმა დატოვა თათას სამსახურის ტერიტორია. პარასკევს საღამოს კატო ბარგს ალაგებდა -ცოტა მეზარება მგზავრობა-წუწუნებდა -ნუ,იქაურობაზე იფიქრე და არ დაგეზარება-დაარიგა თათამ -ეგ ხო,იქ საოცრება იქნება. თათა,დარწმუნებული ხარ,რომ ლევანთან მარტო დისკომფორტი არ გექნება? თუ რამე შემიძლია მოვიტყუო რომ ცუდად ვარ და არ წავიდე -გაგიჟდი? ჩემს გამო რატომ არ უნდა წახვიდე. ორი დღე რა მომივა, ხომ არ შემჭამს ლევანი-გაეცინა -რავიცი,შენთან ცუდად გამომდის -კატო, მორჩი ტყუილად ნერვიულობას. მშვიდად წადი და გაერთე. 2 დღით მიდიხარ,2 წლით ხომ არა- დაამშვიდა მეგობარი -მიყვარხარ-მივიდა და ჩაეხუტა -მეც მიყვარხარ-გაუცინა თათამ და თმა აუბურდა. ჩალაგებას რომ მორჩა, მერე შხაპი მიიღო კატომ,მერე ცოტა ხანი იჭორავეს და გვიან დაეძინათ. ლევანი ძილის წინ ფიქრობდა,რომ ეს 2 დღე უნდა გამოეყენებინა, სანამ მარტოები იქნებოდნენ ისე ეთქვა თათასთვის სათქმელი. აუცილებლად გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას. კატო დილით ადრე გავიდა. თათას უკვე ეღვიძა მაგ დროს და გააცილა. ლევანი ოთახიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა. შაბათი დღე მშვიდად ჩაამთავრეს. ერთად ისადილეს. მთელი დღიე ორივე სახლში იყო. ძირითადად თავის ოთახებში. ლევანი შესაფერის მომენტს ელოდა,რომელიც ვერ დაიჭირა მთელი დღის განმავლობაში. ასე პირდაპირ როგორ მივარდნოდა და ეთქვა? არადა სხვა გზასაც ვერ ხედავდა, რომანტიულობასთან დიდად ვერ მეგობრობდა. რომ ისადილეს მის მერე თათა არ უნახავს.თითქოს ჯიუტად ოთახში შეიკეტა და არ გამოდიოდა. საღამო იყო,როცა ლევანს მოთმინების ფიალა ამოეწურა და გადაწყვიტა თვითონ შესულიყო მასთან. კარზე დაუკაკუნა და მისი პასუხის შემდეგ გააღო.თათა წიგნს კითხულობდა -შეიძლება? -კი,მოდი-უთხრა და წიგნი გვერდზე გადადო -რას აკეთებ?-ჰკითხა ინტერესით და ლოგინზე ჩამოჯდა -წიგნს ვკითხულობდი -ხო,მაგას ვხედავ,მაგრამ მთელი დღე ოთახში ხარ და არ მოგწყინდა? -რავიცი, არც ისე-მხრები აიჩეჩა -მე საშინლად. გასვლაც დამეზარა სადმე. სახლში კიდევ მგონია რომ მარტო ვარ-გაეცინა -წიგნის კითხვას შევყევი და ვერც გავიგე დრო როგორ გავიდა-უთხრა და გაუღიმა. ლევანმა თვალი თათას გაუშტერა -რა ლამაზი ხარ!-მოულოდნელად უთხრა,ისე,რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. თათა გაოცდა და თან გაწითლდა -ლევან... -აქამდე არ მითქვამს ხომ?-გააწყვეტინა ლევანმა-არა, არ მითქვამს,პირველად გეუბნები-თვითონვე უპასუხა თავის შეკითხვას -მადლობა-გაწითლებულმა თავი ჩახარა. ლევანი ახლოს მიიწია,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა. ერთ ხანს თვალებში უყურა,მერე სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა და ძალიან,ძალიან ფრთხილად და ნაზად აკოცა ტუჩებზე. თათას მთელი სხეული გაეყინა,გაშეშდა. ტუჩებიც კი ვერ აამოძრავა იმდენად შოკში იყო.იმ წამს დარწმუნებული იყო,რომ რაც ახლა ხდებოდა სიზმარი იყო და არა რეალობა. ლევანს საოცრად ესიამოვნა თათას ტუჩების შეგრძნება,რომელიც ძალიან რბილი და არომატული იყო. -მაპატიე მაგრამ,ეს უნდა გამეკეთებინა-უთხრა,როგორც კი მის ტუჩებს მოსცილდა.თათა ხმას ვერ იღებდა,თვალებგაფართოებული უყურებდა -ლევან... ეს..ეს რას ნიშნავს?-ძლივს მოაბა შეკითხვას თავი თათამ. ახლა წესით მინიმუმ უნდა ეყვირა ეს რა ჩაიდინეო,მაგრამ ამისი თავი არ ჰქონდა,სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს -ეს ნიშნავს იმას,რომ ძალიან მომწონხარ!-ისე უთხრა თვალი არ მოუშორებია მისთვის. -რა?-ლევანის სიტყვებმა კიდევ ერთი შოკი მოგვარეს ბოლო 5 წუთის განმავლობაში -ხო,თათა. ძალიან მომწონხარ და მინდოდა ეს შენც გცოდნოდა-ძალიან შვიდად ესაუბრებოდა ლევანი,არადა შინაგანად ფორიაქობდა,არ იცოდა თათას რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე -მეღადავები ხო?-გაოცებულს გაეცინა -ძალიან სერიოზული ვარ, ასეთ რამეებზე არ ვხუმრობ თათა-მტკიცედ უთხრა ლევანმა. -რანაირად? -აი ასე,მომწონხარ და მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ჩემზე?თუ შენც გაქვს ჩემს მიმართ რაიმე სიმპატიები,მინდა რომ ურთიერთობა ვცადოთ-თათამ პასუხი ვერ გასცა,რა უნდა ეთქვა? ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც კი ვერ ბედავდა იმის წარმოდგენას,რომ ლევანი ოდესმე ასეთ სიტყვებს ეტყოდა.რამდენიმე წამი ჩაფიქრდა -არაფერს მეტყვი თათა?-როცა მისგან პასუხი ვერ მიიღო კიდევ ჩეკითხა -არ ვიცი.. ლევან.. გაოცებული ვარ, მე არ მეგონა... თუ...შენ--ისევ არეულად ლაპარაკობდა-ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მოგეწონებოდი-ძლივს დაალაგა წინადადება -ახლა წარმოიდგინე და ისე გამეცი პასუხი-გაუღიმა და ლოყაზე მიეფერა- მე ახლა გავალ,შენ ჩემს ნათქვამზე იფიქრე და მერე მითხარი პასუხი. არ იჩქარო-ეს უთხრა და თათა მარტო დატოვა. რას გრძნობდა თათა? ალბათ მაგის ახსნა წარმოუდგენელია. თავისი ოცნება ასრულების პირას იდგა და არ იცოდა რა მოემოქმედა. როდის მოასწრო ლევანმა თათას მოწონება? სულ ეჩხუბებოდა და აგრესიულად ელაპარაკებოდა ხოლმე,როდის გადაუტრიალდა გონება და პირიქით დაიწყო ფიქრი? თათას ტვინი აუდუღდა. ემოციებს ძლივს იკავებდა.სხვადასხვა გრძნობები ცვლიდნენ ერთმანეთს მის ფიქრებში. ძალიან ბედნირი იყო,თან დაბნეული და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ლევანმა დრო მისცა დასაფიქრებლად და რა უნდა ეთქვა? ყველაფერი ერთმანეთში აერია და ერთ აზრამდე ვერ მივიდა. მთელი ღამე ფიქრებში გაატარა. იმავე მდგომარეობაშ იყო ლევანიც. ვერ ისვენებდა. ძალიან აინტერესებდა თათა რას ფიქრობდა, რა პასუხს გასცემდა ან როდის? ეს პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას უკარგავდა. მეორე დღეს ეცადა თვალში არ გაჩხეროდა. უნდოდა ფიქრისთვის ცოტა მეტი დრო მიეცა და არ აეჩქარებინა. თათაც ისევ დუმდა და მთელი დღე ისევ ოთახში გაატარა.ლევანს არ გუპროტეტებია,იცოდა რომ ასე იყო საჭირო,ამიტომ მოთმინებით ელოდა. ორშაბათს შუადღეს დაბრუნდა კატო ლოპოტადან.თათა და ლევანი სამსახურში იყვნენ.კატომ ეგრევე საწოლს მიაშურა და დაიძინა.საღამომდე არ გაუღვიძია. საღამოს კატოსთან ერთად იყო თათა. მარტო ვერ მოიხელთა ლევანმა,სულ თვალს არიდებდა და არ იმჩნევდა ლევანს.თან ძალიან ერიდებოდა,თან არც იცოდა რა ეპასუხა,ამიტომ მასთან ლაპარაკისთვის ჯერ კიდევ არ იყო მზად. კატო აღფრთოვანებული უყვებოდა თავის ორდღიან დასვენებას. -ერთი კვირაა თავს მარიდებს-შეწუხებული ეუბნებოდა ლევანი ნიკას, ძალიან განიცდიდა თათას ქცევებს, კი იცოდა რომ ასე იყო საჭირო,მაგრამ მაინც არ მოსწონდა -აბა რა გეგონა, ეგრევე აჯახე,შოკში ჩააგდე გოგო და ცოტა აზრზე მოსვლასაც არ აცდი? -ხო,მესმის რომ დრო სჭირდება,მაგრამ მე ნერვები მაწყდება-ამოიოხრა -დაელოდე კიდევ ცოტა და მერე ისევ დაელაპარაკე იცდიდა,მოთმინებით ელოდა რომ თათა თვითონ მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა,მაგრამ ის ისევ ჯიუტად დუმდა. ლევანს მოთმინების ფიალა ამოეწურა,როცა 10 დღე ისევ ასე,დუმილში გავიდა. პარასკვეს საღამოს კატო მართვის მოწმობის მასწავლებელთან იყო წასული,თათა ოთახში იყო. ლევანი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა,თან პულტს ნერვიულად ათამაშებდა. ამ დროს თათა გამოვიდა ოთახიდან. ლევანის გასაკვირად,ისიც მისაღებში დაჯდა და მზერა ტელევიზორს გაუშტერა -საინტერესო ფილმია?-ლაპარაკის წამოსაწყებად იკითხა თათამ,თორემ საერთოდ არ აინტერესებდა რა გადიოდა და როგორი ფილმი იყო -არ ვიცი,მეც ახლა გადმოვრთე-ლევანმაც ისე უპასუხა,როგორც შეკითხვა იყო დასმული. რამდენიმე წუთი უხმოდ უყურებდნენ ტელევიზორს და აზრი ვერ გამოჰქონდათ.ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა -თათა-ბოლოს მოთმინებადაკარგულმა დაუძახა- რა გადაწყვიტე ჩემს ნათქვამზე?-ტელევიზორი გამორთო და თათას მიუბრუნდა -ლევან,იცი,მე ბევრს ვფიქრობდი-დაიწყო თათამ- შენმა აღიარებამ,ყველაზე მეტად გამაკვირვა.არ დაგიმალავ და გეტყვი,რომ მსგავს რაღაცას ვერასდროს წარმოვიდგენდი.იმდენად მივეჩვიე შენს უხეშ დამოკიდებულებას ჩემდამი,რომ მიჭირს ახლა ამ სიტუაციის წარმოდგენა -თათა,მაპატიე,ჩემი ყველა ქცევა, მე მართლა ძალიან ვნანობ ყველაფერს და საერთოდ მინდა რომ ის ლევანი და მაშინდელი ჩემი ქცევები საერთოდ დაივიწყო ან ნება მომეცი და მე დაგავიწყებ-ძალიან გულწრფელი იყო ლევანი -მჯერა რომ ნანობ- თათამაც გულწრფელად უპასუხა -რა გადაწყვიტე?- ვეღარ ითმენდა -არ ვიცი, კატოსთან ამაზე არც კი მილაპარაკია-მიადგა მისთვის მნიშვნელოვან საკითხს -მხოლოდ ეს გაწუხებს და გიშლის ხელს?-ინტერესით ჩაეკითხა ლევანი -მხოლოდ ეს არა,მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია -კატოს მე დაველაპარაკები ან თუ გინდა ერთად დაველაპარაკოთ,ოღონდ ნება მომეცი რომ მქონდეს მიზეზი,მასთან დალაპარაკების-მისი ხელები თავისაში მოიქცია და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა,თათა ლამის დადნა -წინააღმდეგი რომ იყოს?-ამოიოხრა და პოზიციაც ცოტათი დათმო -არ იქნება! კატოს ორივე კარგად ვიცნობთ და მას ძალიან გაუხარდება! -ლევან... -დამთანხმდი თათა-თხოვნით უთხრა-თუ შენც გაქვს ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა...-მერე წამიერად ჩაფიქრდა-ან.. ან იქნებ არ გრძნობ არაფერს და მე მაქვს იმის ილუზია რომ შენც მოგწონვარ-ამის გააზრებისას სახე შეეცვალა და სევდამ მოიცვა ლევანი.თათა ვეღარ უძლებდა ლევანის ამ მზერას.თან თვითონაც ძალიან უნდოდა მასთან ყოფნა და რატომ არ უნდა ეცადა? თვითონაც ხომ ჰქონდა უფლება ბედნიერი ყოფილიყო და ერთხელ მაინც მხოლოდ თავის თავზე ეფიქრა? ხოდა იმ წამსვე მიიღო გადაწყვეტილება -თანახმა ვარ, ვცადოთ!- უცებ უპასუხა და მხოლოდ ლევანის გაბედნიერებული სახის ხილვად ღირდა მისი ეს სიტყვები, რომელიც წამიერად მიეჭრა თათას და გახარებული ძალიან,ძალიან მაგრად ჩაეხუტა. თათამაც ღიმილით მოხვია საპასუხოდ ხელები და ცხვირი მის მხრებში ჩარგო. თათა ბედნიერებისგან დაფრინავდა. თავისი ოცნება ახდა. იმ მამაკაცმა შესთავაზა ურთიერთობა,რომელზეც გიჟდებოდა. თავი სიზმარშ ეგონა და ეშინოდა არ გამოღვიძებოდა. -კატოს ეგრევე ვუთხრათ ხო?-დივანზე ისხდნენ და თავი მის მხარზე ჰონდა თათას მიდებული -კი,როცა გინდა-უპასუხა ლევანმა და თავზე აკოცა -მაშინ,რომ მოვა ვუთხრათ-ვერ ითმენდა თათა,არ უნდოდა კატოსთან რამე დამალული ჰქონოდა და მის ძმასთან ურთიერთბა ისე დაეწყო,მას რომ არ სცოდნოდა ისევ დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ,კატო რომ დაბრუნდა სახლში. -გამთიშა მასწავლებელმა-დაიწუწუნა შემოსლისთანავე და მათთან დაჯდა. თათა ანერვიულდა. არ იცოდა რა როგორ უნდა ეთქვათ და თან მისი რეაქციის ძალიან ეშინოდა.ლევანი საერთოდ არ ნერვიულობდა.მშვიდად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. კატოს მათი ასე ახლოს ყოფნა ცოტათი ეუცნაურა,მაგრამ დიდად აღარ მიუქცევია ყურადღება,რადგან ბოლო დროს უკეთ ეწყობოდნენ ეს ორი. -აბა,რას გეუბნება მასწავლებელი, აიღებო მართვის მოწმობას?-გაეხუმრა ლევანი -კარგი გოგო ხარო-ენა გამოუყო ძმას-იმ კვირას გავალ და ჩავაბარებ -როგორც იქნა დააყენებ საშველს-თათამაც სხვათაშორის უთხრა და გაუღიმა.შინაგანად ისევ ფორიაქობდა -კატო,შენთან საქმე გვაქვს-პირდაპირ უთხრა კატოს.კატომ ინტერესით გახედა ძმას. ლევანმა რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა- უფრო სწორად,მე და თათას გვაქვს საქმე-თათას მიუბრუნდა,ხელი ჩაკიდა და მერე ისევ კატოს მიუბრუნდა,რომელსაც ბოლო მოქმედებაზე თვალები გაუფართოვდა. რაღაც აზრმა გაუელვა ეჭვის დონეზე,მაგრამ ბოლომდე არ გაიზიარა ეს ეჭვი,სანამ ლევანი არ ეტყოდა სათქმელს -მოკლედ-დაიწყო მშვიდად- მე და თათა ერთად ვართ-თქვა და გაჩუმდა. თათამ სუნთქვა შეწყვიტა კატოს მოლოდინში,რომელიც თვალებგაფართოებული იჯდა და ხმას არ იღებდა -რა? რას ქვია ერთად ხართ?-აზრზე მოვიდა და დასვა პირველი შეკითხვა -ერთად ვართ ნიშნავს,რომ ამიერიდან ერთმანეთს შევხვდებით!-სიმშვიდეს არ კარგავდა ლევანი -როდიდან ხართ ერთად?- ურეაქციოდ ჩაეკითხა -დღეიდან-ძლივს ამოიღო ხმა თათამ და თავად გასცა ამ კითხვაზე პასუხი -ერთმანეთი გიყვართ? როგორ? რანაირად? როდის მოახერხეთ?სულ ერთმანეთს არ ჭამდით?-კითხვები მიაყარა -ერთმანეთი მოგვწონს,როგორც ქალს და კაცს მოსწონთ ერთმანეთი ისე, გვაქვს სიმპათიები და გვინდა ურთიერთობა ვცადოთ, შენ წინააღმდეგი ხარ?-ინტერესით ჰკითხა. კატო გაჩუმდა.ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა სიახლე. -ყველაფერი გადაგიწყვეტიათ და ჩემი თანხმობა რად გინდათ?-უკმაყოფილოდ თქვა -კატო-ისევ დაიწყო თათამ-ცალკე დავილაპარაკოთ რა-შეეხვეწა.კატო წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა,თათაც უკან მიყვა. გაბუსხული ლოგინზე დაჯდა და ბალიში მუხლებზე დაიდო. -გისმენ აბა -მიბრაზდები?-ხმაგამტყდარმა ჰკითხა თათამ -შენი აზრით?-მშრალად მიუგო -შენი მესმის, მაგრამ ასე გამოვიდა,არ მინდა ამის გამო ურთიერთობა გაგვიფუჭდეს -თათა, როდის მაოსწარი ჩემი ძმის მოწონება? ან რანაირად მოგეწონა,სულ გეჩხუბებოდა-ჯერ კიდევ გაოცებული იყო კატო -სინამდვილეში,მე შენი ძმა სულ მიყვარდა- ძალიან ხმადაბლა უთხრა ყველაზე ხმამაღალი განცხადება.კატოს თვალები ლამის გადმოუცვივდა ბუდიდან -რაა??-შოკირებული იყო -ხო, დიდი ხანია, ცალმხრივად ვიყავი მასზე შეყვარებული.რა თქმა უნდა მან არაფერი იცოდა და არც ახლა იცის ამის შესახებ. უბრალოდ 2 კვირის წინ თვითონ გამომიტყდა რომ მოვწონვარ და უნდოდა ურთიერთობა გვეცადა თუ მეც მქონდა რაიმე სიმპათიები მის მიმართ. რა თქმა უნდა მე არ დავთანხმებულვარ ეგრევე,ვფიქრობდი და ვაანალიზებდი მის ნათქვამს, თავიდან არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეს დავთანხმდი,ძალიან მიყვარს ის და მინდა რომ რამე გამოგვივიდეს. ძალიან ბედნიერი ვიქნები,შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ ურთიერთობის- როგორც იქნა დასრულა მონოლოგი თათამ და კატოს დაელოდა -წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო?-ბოლოს მშვიდად შეეკითხა -რა.. არა?-დაბნეულმა შეუბრუნა კითხვა -რა სისულელეა! პირიქით,ძალიან მიხარია, უბრალოდ იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელი ამბავი იყო,შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ,თორემ შენზე უკეთესს ვის ვნახავ ჩემი ძმის გვერდით-თბილად უთხრა და გაუღიმა.თათას ცოტა გულზე მოეშვა და მანაც გაიღიმა -ანუ ჩვენი წყვილი მოგწონს?-წყვილი ისე ლამაზად მოხვდა თათას ყურში,გააჟრჟოლა -ძალიან უხდებით ერთმანეთს და მინდა ბედნიერები იყოთ-ყურებამდე გაუღიმა -მაგრამ,შენზე მაინც ვარ გაბრაზებული- თითი მიუშვირა.თათას სახე შეეცვალა -ამდენი ხანი ჩუმად გიყვარდა ჩემი ძმა და არაფერი მითხარი, დაქალი ვარ შენი თუ ვინ ვარ?-ეცადა გაბრაზებულს ეთქვა -რანაირად მეთქვა,მაინც შენი ძმა იყო და არ მინდოდა თავი უხერხულად გეგრძნო-მორცხვად ჩაილაპარაკა.კატოს გაეცინა -კარგი, ამ ერთხელ გაპატიებ! -აღარ უნდოდა მეტი ეწვალებინა დაქალი,მერე მასთან მივიდა და ჩაეხუტა-წამოდი მაგასაც ვუთხრათ,ვიცი აინტერესებს აქ რა ხდება -რამე რომ აწყენინო საქმე ჩემთან გექნება-გავიდნენ თუ არა ეგრევე აჯახა კატომ და თითი დაუქნია.ლევანს გაეცინა,მიხვდა რომ მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა -მაგაზე არ ინერვიულო შენ, მოვგვარდებით-თვალი ჩაუკრა კატოს, მერე თათასთან მივიდა,თავზე აკოცა და აბაზანაში წავიდა. ტიპიური წყვილი იყო. დილით სამსახურში ლევანს მიჰყავდა და სამასახურიდანაც მოჰყავდა თუ დროს დაამთხვევდნენ. რამდენჯერმე კინოში იყვნენ; პაემნებზეც ხშირად დადიოდნენ. შეძლებისდაგვარად ერთად ჩნდებოდნენ ხალხში, დაბადების დღეებზე. თათას რაც დრო გადიოდა,უფრო უყვარდებოდა ლევანი. ლევანს კი ძალიან მოსწონდა მასთან ყოფნა,მშვიდად და ბედნიერად იყო მის გვერდით. ეკასთან შედარებით, თათა სულ სხვანაირი იყო,ყველა კონტექსტში. რაღაც მომენტებში ერთმანეთს ადარებდა კიდეც,მაგრამ საერთო ვერაფერი უპოვა,თათა ყველა ასპექტში ჯობდა. სიყვარული ერთხელაც არ აუხსნია მისთვის. სიტყვა მიყვარხარ არც ერთს არ უთქვამს ერთმანეთისთვის,მიუხედავად იმისა,რომ თათას სიგიჟემდე უყვარდა,ბოლომდე არ გამოხატავდა გრძნობას,რადგან ხედავდა რომ ლევანი ჯერ ასეთი რამეებისგან თავს იკავებდა. არ უნდოდა სიტყვებით შეეზღუდა ურთიერთობა, თანაც ძალიან უნდოდა პირველი ეს სიტყვა მისთვის ლევანს ეთქვა,რომელიც დუმდა. -შენს თანამშრომელ სანდროს დიდი ხანია მოსწონხარ?-ერთ საღამოს ძალიან მშვიდად ჰკითხა ლევანმა თათას,რომელიც დივანზე იყო წამოწოლილი და თავი მის ფეხებზე ედო -რა? საიდან მოიტანე?-ჰკითხა და დივანზე წამოჯდა -რა,არ მოსწონხარ?-კითხვა შეუბრუნა -ლევან, საიდან მოიტანე მეთქი-ისევ გაუმეორა კითხვა -მაილი დაგრჩა ლეპტოპში და შემთხვევით თვალში მომხვდა მისი წერილი-მხრები აიჩეჩა -რომელი წერილი?-ანერვიულდა თათა -მხოლოდ სამსახურის თაობაზე მიბრუნებ პასუხს და მეც შანსს არ ვუშვებ რომ მოგწერო და დღევანდელი შეთანხმება გამომიგზავნეო-სიტყვა-სიტყვით უთხრა წერილის შინაარსი -ლევან... ჩვენს შორის არასდროს არაფერი ყოფილა,მხოლოდ მსუბუქი ფლირტი,ისიც მისი მხრიდან -რატო, ცუდი ბიჭია? -რა? რა შუაშია?-გაუკვირდა თათას -აბა შანსი რატომ არ მიეცი? -რამდენიც ფლირტს დამიწყებს ყველას შანსი უნდა მივცე?-გაბრაზდა თათა -ბევრი გეფლირტავება ხოლმე?-გაუღიმა ლევანმა -კი,ძალიან, იმდენი რომ ვეღარ ვითვლი-გაბრაზებულმა მიახალა -მაგრამ შენ არც ერთს პასუხობ,რადგან მე გიყვარვარ,ხომ?-თბილად ჩაეკითხა -მე არ მითქვამს რომ მიყვარხარ-უემოციოდ ჩაილაპარაკა -აბა არ გიყვარვარ?-გაიოცა ლევანმა -და შენ?-კითხვა დაუბრუნა და თან სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს.ლევანს ჩაეღიმა,მიხვდა საითაც მიყავდა საუბარი თათას -ჩვენ ერთად ვართ,ერთმანეთი მოგვწონს და ერთმანეთთან გვინდა. შენს გარდა სხვა ქალი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს -მისკენ დაქაჩა, მუხლებზე დაისვა და ბოლო სიტყვები ხმადაბლა,ყურთან უჩურჩულა თათას,რომელსაც ჟრუანტელმა დაუარა.იქვე ყურის ქვეშ კოცნაც დაუტოვა.თათა გაბრუვდა -ლევან,ხომ არ მიღალატებ?-ხმაგაპარულმა ჰკითხა.ლევანს გაეცინა-სჯობს მითხრა რომ ურთიერთობა აღარ გინდა და დავასრულოთ,ოღონდ არ მიღალატო,კარგი?-ძალიან გულწრფელად უთხრა -რატომ უნდა გიღალატო თათა?-ცხვირი ლოყაზე გაუსვა-სულელი უნდა ვიყო,შენ სხვა ქალში რომ გაგცვალო-სახე მისკენ მოაბრუნა და ტუჩებში აკოცა. თათა ლამის ხელებში ჩაადნა. -მაგრამ,მაინც...თუ რამეს დავაპირებ-როცა ტუჩები მოაშორა გააგრძელა- გპირდები,ჯერ ურთიერთობას გავწყვეტ და მერე ჩავიდენ- ხმამაღლა გაეცინა თათას შეცვლილ სახეზე -ვხუმრობ თათა,ვხუმრობ- ლოყაზე მოეფერა -არარეალური არაფერი გითქვამს-მხრები აიჩეჩა და ტახტზე გადაჯდა -თათა, მე შენთან ძალიან კარგად ვარ. იმედია შენც. ამიტომ სისულელეებზე ფიქრი არ გინდა კარგი? მომავალში რა მოხდება არავინ იცის,ამიტომ წინასწარ ნუ მოიშლი ნერვებს,უბრალოდ დატკბი დღევანდელი დღით-უთხრა და ისევ ნაზად აკოცა ტუჩებში. -მართალი ხარ, არავინ ვიცით რა იქნება მომავალში-ძალით გაუღიმა თათამ და ეცადა არ დატყობოდა რომ გული ძალიან ატკინა მისმა სიტყვებმა. კონკრეტულად კი იმის გააზრებამ,რომ ლევანი არ ფიქრობს მათ მომავალზე, ფიქრის დონეზეც არ განიხილავს მათ მომავალ ოჯახს,რომელზეც თათა ყველაზე მეტად ოცნებობს. -იმედია შენი სანდრო ჭკვიანად იქნება,თორემ ნამდვილად არ მინდა საქმეები ვარჩიო ამ ასაკში- ისევ იმ თემას მიუბრუნდა ლევანი,რითიც დაიწყო და ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლო თათას გაღიმება. -ჩემი შეყვარებული უნდა მოგტაცო კატო-მოულოდნელად გამოუცხადა ლევანმა სამზარეულოში მყოფ გოგოებს,რომლებიც ყავას და ნამცხვარს მიირთმევდნენ,ამის გაგონებისას ორივემ ინტერესიანი მზერა მიაგება. ლევანი თათას მიუახლოვდა და უკნიდან მიეხუტა -ყავის სმას რომ მორჩები ჩემთან შემოდი რა-თხოვნით მიმართა.თათამ თავი დაუქნია და ლევანიც მალევე გავიდა -ამ საღამოს რამ მოუარა ნეტა?-თავისთვის იკითხა კატომ.თათამ მხრები აიჩეჩა. ყავის სმას რომ მორჩნენ, სამზარეულო მიალაგეს და თათა ლევანის საძინებლისკენ წავიდა -სპეციალურად დიდხანს სვამდი ყავას ხომ?-სიცილით ჰკითხა ლევანმა ოთახში შესულ თათას,რომელსაც გაეღიმა -ლაპარაკს შევყევით, აბა რა საქმე გქონდა?-ჰკითხა და პუფში მოთავსდა -რა შორს დამიჯექი,მოდი ჩემთან-ხელით თავისკენ ანიშნა. თათა წამოდგა და მასთან მივიდა.ლევანმა ხელი მოკიდა,გვერდით მიიწვინა და ჩაეხუტა -დღეს ერთად დავიძინოთ რა-კისერში აკოცა -ლევან, რა?..- თათას გააჟრჟოლა -ხო,რა მოხდა, უბრალოდ დავიძინოთ რა, მინდა დილით შენთან ერთად გავიღვიძო-თავი მის ყელში ჩარგო და თვალები დახუჭა-სასწაული სუნი გაქვს-ღრმად ჩაიყნოსა მისი სურნელი -ეგრე ნუ მიშვები,თორემ აზროვნებას ვკარგავ-სიცილით უთხრა თათამ. ლევანს მისი ყელიდან ცხვირი არ ამოუწევია და თათამ რომ დაილაპარაკა,მისი ხმის ვიბრაციამ სასიამოვნოდ დაუარა სხეულში -მეც ეგ მინდა-ღიმილით უთხრა ლევანმა-დაიძინებ ხომ,ჩემთან ერთად? -აჰა-უპასუხა თვალებდახუჭულმა თათამ. მალევე ჩაეძინათ,ერთად ჩახუტებულებს. მთელი ღამე არ განძრეულა არც ერთი. დილით თათას ლევანზე ადრე გაეღვიძა.სხეული ძლივს შეარხია,მთელი ღამე ერთ პოზაში ძილმა,მთელი სხეული დაუბუჟა.თავი მისი მკლავებიდან რომ გაინთავისუფლა,ცოტა ხანი მის სახეს დააკვირდა. მერე თითებით სახეზე მოეფერა. ლევანს ღრმად ეძინა. შაბათი დღე იყო და არსად ეჩქარებოდა,ამიტომ დილით ადრე ადგომა არ უწევდა. თათა უხმაუროდ ადგა,რომ არ გაეღვიძებინა. თავი მოიწესრიგა და ყავა გაიმზადა. ყავის სმაში ფიქრებმა ისე გაიტაცეს,ვერც გაიგო,ლევანი როდის გამოვიდა საძინებლიდან -გამომეპარე?-თვალებს იჭმუჭნიდა,ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული -ღრმად გეძინა,მე კიდევ რომ გამეღვიძება მერე ლოგინში ვერ ვჩერდები-ღიმილით აუხსნა სიტუაცია -თვალისგახელისთანავე შენი დანახვა მინდოდა და არა ცარიელი საწოლის- თვალები აატრიალა,მერე თათას ჭიქა ააცალა და ყავა მოუსვა. როგორც ყოველთვის სახე დამანჭა -ხომ იცოდი რომ ტკბილი იქნებოდა-სიცილით მხრები აიჩეჩა -მინდოდა დილას შენი გემოვნებით შევხვედროდი-გაეღიმა და ლოყაზე აკოცა -რამხელა მსხვერპლია-გაეცინა თათას -უნდა გადაგაჩვიო ამ სიროფის სმას -რატომ უნდა გადამაჩვიო,მე ასეთი მომწონს -შენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ -მადლობა ზრუნვისთვის,მაგრამ მაგ მწარე სითხეს მე ვერ დავლევ -კარგი,როგორც გინდა-ლევანმა დანებების ნიშნად ხელები ასწია და სააბაზანოსკენ გაეშურა ყავის სმას მორჩა. ჭიქა სამზარეულოში გაიტანა და გარეცხა. ხელებს იმშრალებდა ტელეფონმა რომ დაურეკა. დედამისის ნომრის დანახვაზე გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. ამდენი ხანია მისგან არაფერი სმენია. ძლივს გადაუსვა სენსორს ხელი. -გისმენ-ეცადა მტკიცედ ეპასუხა -საერთოდ დაგავიწყდა დედის არსებობა?-უკმაყოფილო იყო თეა - როგორ ხარ? -ერთი არ მოგიკითხივარ,იქნება და რა მჭირდა -სხვათაშორის არც შენ გაგხსენებია შვილი,რომელიც სახლიდან ფაქტობრივად გააგდე-არც თათამ დააკლო -სახლში დაბრუნდი თათა...-ცოტა შერბილებულმა უთხრა თეამ,თითქოს მუდარანარევი ხმით -კახა ისევ მაგ სახლში ცხოვრობს? -თათა.. -თეა,კახა ისევ მანდ ცხოვრობს?-გაუმეორა თათამ -კი -მაშინ მე მანდ არაფერი მესაქმება -გთხოვ-ბოლოს მაინც გატყდა- მინდა რომ დაბრუნდე -ამ დღეებში გამოგივლი, დაბრუნებას ვერ შეგპირდები- მოკლედ მოუჭრა თათამ და დედამისს დაემშვიდობა -დედაშენი იყო?- არც კი გაუგია როდის შევიდა სამზარეულოში ლევანი -ხო-მშრალად უპასუხა და ტელეფონი მაგიდაზე დადო -უბრალოდ მოგიკითხა თუ რამე მოხდა?-ინტერესით ჩაეკითხა და მაგიდას მიეყრდნო -უბრალოდ მომიკითხა-მხრები აიჩეჩა თათამ-მეტი რა უნდა ნდომებოდა -რა ვიცი,მაგალითად ბოდიშის მოხდა- სხვათაშორის უთხრა ლევანმა -რა ბოდიში?.. -თათა...-აღარ გააგრძელა ლევანმა -მოიცა- მერე წამით დაფიქრდა-რას გულისხმობ?-ლევანს არაფერი უპასუხია,უბრალოდ გაჩუმდა და გვერდზე გაიხედა -იცი ხო?-ამოიოხრა თათამ,რადგან ლევანის სიჩუმემ მიახვედრა,რომ მან იცოდა თათას სახლიდან წამოსვლის მიზეზი,ოღონდ არ იცოდა საიდან- საიდან გაიგე? -რა მნიშვნელობა აქვს? -როგორ არ აქვს, ვინ გითხრა?-ჩაეძია თათა - არავის არ უთქვამს, სახლიდან რომ წამოხვედი იმ დღეს,შემთხვევით მოვკარი შენი და კატოს საუბარს ყური-აუხსნა საიდანაც იცოდა.თათას ტუჩები აუკანკალდა,ცოტაც და იტირებდა,ანუ ლევანმა ყველაფერი თავიდანვე იცოდა, ყველაფერი ზუსტად ისე მოისმინა,როგორც კატოს უთხრა. -რა მოისმინე?-გულაჩქარებულმა დაუსვა კითხვა და პასუხის მოლოდინში ლამის გული გაუჩერდა -როგორც იყო ისე მოვისმინე ყველაფერი. -ანუ თავიდან ბოლომდე-ხმადაბლა ჩაილაპარაკა -საშინლად მომხვდა მაშინ შენი ცრემლები გულზე-მიუახლოვდა,თავზე ხელი გადაუსვა და ჩაიხუტა.თათა ვერ აზროვნებდა.ცრემლები უნებურად წამოუვიდა.ერთ ხანს უხმოდ იყო. მერე ლევანს მოშორდა, ცრემლები მოიწმინდა და ჰკითხა -შეგეცოდე? -თანაგიგრძნე! --შეგეცოდე და მაგიტომ დაიწყე ჩემთან ურთიერთობა?- ამის გააზრებისას ლამის გული გაუჩერდა თათას. -რა სისულელეა!-თვალები გაუმუქდა ლევანს ბრაზისგან -გთხოვ,სიმართლე მითხარი,მას შემდეგ შეგეცვალა ჩემზე წარმოდგენა? დაინახე როგორი საწყალი და დაუცველი ვიყავი და ამიტომაც მექცეოდი თბილად?- თათას ხმა დანაწევრებული იყო -თათა... ახლა ხომ ხვდები, რომ რასაც შენ ამბობ... ეს აბსურდია! -არა ლევან, ახლა დავფიქრდი და სწორედ მაშინ დაიწე ჩემთან სხვანაირად მოქცევა,როცა აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ისიც კი არ გაგიპროტესტებია რომ თქვენთან უნდა მეცხოვრა,რადგან სიმართლე იცოდი და შეგეცოდე!-აგრძელებდა თავისთვის ხმამაღალ დასკვნებს -თათა,ახლა ჭკუიდან არ ამშალო!-მოთმინებიდან გამოვიდა ლევანიც- რას ნიშნავს შემეცოდე და მაგიტომ დავიწყე შენთან ურთიერთობა?კი,მართალია ის,რომ იმ მომენტში ძალიან შემეცოდე,რადგან განადგურებული იყავი,ასეთი კი არასდროს მყავდი ნანახი, მაგრამ ის რასაც ახლა შენ მაბრალებ,სრული აბსურდია. ვგავარ მე ადამიანს,რომელიც გოგოსთან ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ დაიწყებდა,რომ ის შეეცოდა? -აბა რამ გამოიწვია შენი ცვლილება?-მაინც არ ნებდებოდა თათა -შენ თათა,შენ! შენ გამოიწვიე ცვლილება,შენ დამანახე რომ ვცდებოდი,რომ საერთოდ არ ხარ ისეთი,როგორიც მეგონე. სხვანაირი გრძნობები გამიჩნდა შენს მიმართ. ყველაფერი შეგიძლია დამაბრალო შენთან მიმართებით, მაგრამ ის რომ შენთან იმიტომ ვარ რომ მეცოდები, ეს ყველაზე დიდი სისულელეა დედამიწაზე!-მტკიცედ საუბრობდა ლევანი. -რომელი გრძნობები ლევან?-დაღლილმა ამოილაპარაკა თათამ.ლევანს თვალები გაუფართოვდა -ანუ?-გაოცებულმა ჰკითხა -შენ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს? -აბა? არ მაქვს? -არ ვიცი,არასდროს გითქვამს რას გრძნობ ჩემს მიმართ -სიტყვები აუცილებელია? ჩემი დამოკიდებულებით ვერ მიგახვედრე?-ძალიან გაღიზიანებული ჩანდა ლევანი -ვერა ლევან,ვერ მიმახვედრე,არასდროს გითქვამს ის,რაც საჭირო იყო -ეგ არც შენ გითქვამს თათა! -და ახლა ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ ვის რა უთხრა?- ირონიულად ჩაეღიმა თათას -არ გეჯიბრები, უბრალოდ ჩემსას რომ ხედავ,მინდა შენიც დაინახო-მხრები აიჩეჩა ლევანმა, ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეყვირა,ისე მოუშალა თათამ ნერვები -კარგი, იყოს როგორც არის- მერე დამშვიდებულმა მიუგო თათამ-ამაზე კამათს აზრი არ აქვს-უთხრა და ის იყო გასვლას აპირებდა,ლევანმა ხელი რომ დაუჭირა -ახლა ერთმანეთზე გაბრაზებულები უნდა ვიყოთ?-მერე ცოტათი დამშვიდებულმა ჰკითხა -ცოტა ხანი გავისეირნებ, მერე ვილაპარაკოთ-ხელი შეუშვა და სამზარეულოდან გავიდა. ლევანი კი გაღიზიანებული დატოვა სამზარეულოში. თათა ფეხით მიუყვებოდა ქუჩებს. ნერვები მოშლილი ჰქონდა და დაწყნარება სჭირდებოდა. ჯერ დედამისის ზარმა ააფორიაქა, მერე ლევანმა და ბოლოს თავის თავზე მოეშალა ნერვები,რადგან მიხვდა რომ ლევანთან ზედმეტები მოუვიდა. თვითონაც დაფიქრდა და მიხვდა,რომ ლევანი არ არის იმ ტიპის კაცი,ქალთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ დაამყაროს,რომ ის ეცოდება, მითუმეტეს თათასთან არ გააბამდა რომანს,მართლა რომ არ მოსწონდეს,რადგან სხვა საბაბი არ ექნებოდა. ჰაერზე სეირნობამ ცოტა დააწყნარა. 2 საათიანი უაზრო ბოდიალის მერე სახლში დაბრუნდა. კარი კატომ გაუღო -სახლში ხარ?-ჰკითხა კატოს შესვლისთანავე -ჯერ კი და გავდივარ ცოტა ხანში.შენ სად იყავი? -ცოტა ჰაერზე გავისეირნე -რამე ხომ არ მოხდა?მოწყენილი მეჩვენები? -არაფერი,უბრალოდ ცოტა დამღალა სიარულმა. ლევანი აქაა? -ოთახშია მგონი -კარგი,ვნახავ და მოვალ-უთხრა და მისი საძინებლისკენ წავიდა,კარზე დაუკაკუნა და შეაღო. ფილმს უყურებდა ლეპტოპში. კარის გაღებისას თათასკენ გაიხედა,რომ ნახა ვინც იყო,მერე ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა. -ვილაპარაკოთ?-მშვიდად ჰკითხა და მასთან ახლოს დაჯდა.ლევანმა ფილმი დაასტოპა და თათას გახედა -თუ ისევ იმ აზრზე ხარ,სადაც ბოლოს გავჩერდით, ლაპარაკის არსს ვერ ვხვდები-ისევ ნაწყენი ჩანდა ლევანი -არა.. მაპატიე,მაშინ დაუფიქრებლად ვთქვი, ასე არ ვფიქრობ -შენ ყოველთვის ჯერ აკეთებ და მერე ფიქრობ-მკვახედ მიუგო -მექანიკურად მომდის...-თავი ჩახარა- მართლა მჯერა შენი და მაპატიე რა-ხელზე მოეფერა და მზერა გაუსწორა -ყველაფერს მექანიკურად აკეთებ-ცოტა შერბილებული პასუხი დაუბრუნა -არ მაპატიებ?-ისევ ჩაეკითხა -თუ მომავალში ასეთ უაზრო რამეებში არ დამადანაშაულებ,მაშინ გაპატიებ-გაუღიმა ლევანმა.თათასაც გაეღიმა,თავი გააქნია და უბრალოდ ჩაეხუტა. ლევანმაც მოხვია ხელები და თავზე აკოცა -ესეც ჩვენი პირველი ჩხუბი-ღიმილით უთხრა თათამ -პირველი? რაც თავი მახსოვს სულ ვჩხუბობდით-გაეცინა ლევანს -რაც წყვილი ვართ,მას შემდეგ ვგულისხმობ-თვალები აატრიალა თათამ-ისინი არ ითვლება -უნდა გამოისყიდო შენი ცრუ ბრალდება და ამ საღამოსაც ჩემთან იძინებ!-კატეგორიული იყო ლევანი -კარგი რა,კატოსთნ სირცხვილია -კატოზე ნუ ღელავ,გაგვიგებს-ხელები მოხვია და ჩაეხუტა-დღესაც არსად არ გიშვებ- კარგად მოკალათდა საწოლწე და თათასთან ჩახუტებულმა გააგრძელა ფილმის ყურება. მეორე დღეს თათამ გადაწყვიტა დედამისი ენახა. დღის მეორე ნახევარში უკვე მისი ბინის კართან იდგა. ძლივს დააზარუნა. რამდენიმე წუთი ელოდა,სანამ კარს გაუღებდნენ. ის იყო წასვლას აპირებდა,გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა. კარი თეამ გაუღო,რომელიც ნახევრად ჩანდა კარებში. თათა უბრალოდ მიესალმა და სახლში შევიდა. -მარტო ხარ?- მიუბრუნდა დედამისს, რომელიც უკან მიყვებოდა -დედაა, ეს რა არის?-შეჰყვირა როცა თეას სახეს გადააწყდა,რომელსაც თვალთან დალურჯებული ჰქონდა.თეამ სახე აარიდა -თეა, რა მოგივიდა?!-დაუყვირა გამწარებულმა.თეა ხმას არ იღებდა. სკამზე დაჯდა, სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო და მოუკიდა -მაგან გააკეთა ხო?-თვითონ გასცა თავის შეკითხვას თათამ პასუხი?-კახამ დაგარტყა?-ძალიან გამწარებული იყო თათა-როდის გითხარი მოაშორე ეს კაცი შენი ცხოვრებიდან მეთქი? სულ ხომ ამას გეუბნებოდი დედა?-ვერ წყნარდებოდა თათა-პოლიციაში დარეკე?ახლავე დავრეკავ-ანერვიულებული არეულად ლაპარაკობდა და თან წინ და უკან დადიოდა,მერე ტელეფონს დაავლო ხელი და ის იყო დარეკვას აპირებდა თეამ რომ გააჩერა -დაწყნარდი თათა,საჭირო არაა პოლიციაში დარეკვა- ძალიან მშვიდი ხმით უთხრა თეამ -აბა ეს ყველაფერი უნდა შერჩეს?-გაოცებული იყო -ის ამ სახლიდან გავაგდე, აქ აღარ დაბრუნდება და სჯობს შევეშვათ- მშვიდად თქვა და სიგარეტი გააბოლა -ამ დონემდე როგორ მიხვედი,არ მესმის,მართლა ვერ გიგებ- ღრმად ამოისუნთქა თათამ, დედამისის მოპირდაპირედ დაჯდა და ტელეფონი მაგიდაზე დადო-ისევ რომ მოვიდეს? ისევ რომ გაბედოს ასეთი რამ? -არ გაბედავს,თუ გაბედავს და მერე მართლა დავრეკავ პოლიციაში-დარწმუნებულმა თქვა -მას არ ვენდობი -მოდი,შევეშვათ კახას! შენ რას შვები?-თემის შეცვლას შეეცადა თეა-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და თათას შეხედა.თათამ მხრები აიჩეჩა -სახლში არ აპირებ დაბრუნებას? -არ ვაპირებდი! ახლა ვნახოთ-ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი. -ვიცი შენთან მტყუანი ვარ, არც კი ვიცი ბოდიშის მოხდას თუ აქვს აზრი-მხრები აიჩეჩა თეამ -შენ სცადე და მე გადავწყვეტ აქვს თუ არა აზრი! -თათა... მაპატიე. მე დაბრმავებული ვიყავი და საღად განსჯის უნარი დაკარგული მქონდა. მისით ვიყავი შეპყრობილი -იმდენად იყავი შეპყრობილი,რომ შვილიც კი ფეხებ ზე დაიკიდე- ირონიულად შეუსწორა თათამ - ყველაფერში მართალი ხარ. არაფრის უარყოფას არ ვაპირებ. შენი ნებაა გძულდე და არ გინდოდეს სახლში დაბრუნება -მე არ მძულხარ დედა! შეუძლებელია შვილს დედა სძულდეს,მიუხედავად იმისა,რა ჩაიდინა მან-თეამ ვერაფერი უპასუხა. იცოდა რომ შვილთან მტყუანი იყო და თავის გასამართლებელი მიზეზი არ ჰქონდა. თათა ძალიან დანაღვლიანებული წამოვიდა დედამისისგან. სახლიდან გამოვიდა თუ არა უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. კატოსთან რომ მივიდა,მხოლოდ ლევანი იყო თათამ ლევანი რომ დაინახა, ეგრევე მივიდა და ჩაეხუტა. ახლა ძალიან სჭირდებოდა ვინმე,დარდის გამზიარებელი.რამდენიმე წამი უხმოდ ეხუტებოდა -თათა-ლევანი თავზე მოეფერა და ხმადაბლა მიმართა -ხო-მისი მკერდიდან ხმადაბლა ამოსძახა თათამ -კარგად ხარ?-მზრუნველად ჰკითხა და თავი ააწევინა.თათამ თავი გააქნია უარის ნიშნად და თვალები აუწყლიანდა -რა მოხდა?-ჰკითხა და დივნისკენ წაიყვანა.ჯერ თვითონ დაჯდა და თათა მუხლებზე დაისვა-არ მეტყვი?-სახეზე ნაზად მიეფერა და თმა გადაუწია -დღეს დედაჩემთან ვიყავი-დაღვრემილმა დაიწყო. -მერე?-ლევანს სახე შეეცვალა-ის კაციც იქ იყო? -არა, მარტო იყო-თათას ძალიან უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი -როგორ შეგხვდა? -კახას ისევ უცემია-თქვა და ცრემლები წამოუვიდა -რა თქვი?-ლევანს ბრაზისგან ცხვირის ნესტოები დაებერა და მუშტები მაგრად შეკრა -უჩხუბიათ და...-ვეღარ შეძლო გაგრძელება -იმედია უჩივლა და ახლა ციხეში ზის ხომ?-ბრაზს ვერ იკავებდა ლევანი -არა, არ ვაპირებ ჩივილსო-უღონოდ თქვა-სახლიდან გააგდო -ასეთი რამის ასე დატოვება არ შეიძლება,ეგეთი ნაძირლების ადგილი ციხეშია! -მეც ეგ ვუთხარი,მაგრამ მეტჯერ აქ ვეღარ მოვაო -ეგ არავინ არ იცის -მე სახლში უნდა დავბრუნდე -რა? -ხო,ლევან, მე ახლა დედას ვჭირდები,ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დავტოვებ -რა სისულელეა თათა! -რა არის სისულელე, ჩემს სახლში ვბრუნდები,დედაჩემთან-ტონი შეეცვალა თათას -მანდ საშიშია შენთვის, ვერ გაგიშვებ-ლევანს კატეგორიული ტონი ჰქონდა.თათას გაეღიმა -გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, მხოლოდ ბარგი უნდა ჩავალაგო-მხრები აიჩეჩა თათამ -თათა,მანდ ძალიან საშიშია,ისევ რომ მოვიდეს? რამე რომ დაგიშავოთ?ერთხელ უკვე აღმართა შენზე ხელი,მეორედაც რომ გაბედოს? იცოდე ვერ გადამირჩება! -დედა მარტოა, მასთან რომ მივიდეს მარტო რას იზამს,მეც მის გვერდით ვიქნები და ორი ერთად რამეს ვიზამთ. -ძალიან მარტივად უყურებ -მეტი არ მინდა გაბედოს მოსვლა, ეგრევე პოლიციაში დავრეკავ, მე დედაჩემს არ ვგავარ-მტკიცედ თქვა თათამ-ვერაფერს დაგვიშავებს -თათა რომ... -არა,ლევან,არა-მისი ხელი ხელებში მოიქცია-დამიჯერე,ვერაფერს გაბედავს. მე მისი არ მეშინია! -რა ჯიუტი ხარ-ამოიოხრა ლევანმა-და შენთან ერთად ცხოვრებას რომ მივეჩვიე?-ბოლოს დანებდა-ახლა როგორ გადავეჩვიო?-უთხრა და თვალი თვალში გაუყარა -როგორც მიეჩვიე,ისე გადაეჩვევი. 1-2 დღე შეიძლება გაგიჭირდეს,მერე მიეჩვევი-გაუღიმა თათამ და სახეზე მიეფერა -და შენ არ გაგიჭირდება უჩემოდ?-ინტერესით ჩაეკითხა.თათას გაეცინა -ლევან,შეყვარებულები ზოგადად უფრო იშვიათად ნახულობენ ერთმანეთს ხოლმე და ძლებენ. ჩვენ სიტუაცია გვქონდა ასეთი,რომ სულ ერთად მოგვიწია ყოფნამ -მერე რა,მე მომწონდა როგორც ვიყავით-მხრები აიჩეჩა ხასიათშეცვლილმა ლევანმა და სახე აარიდა თათას -მიბრაზდები?-გაეღიმა- ადრე რას არ მისცემდი რომ არ დაგენახე,ახლა კი ჩემი გაშვება არ გინდა-ეცადა გაეხუმრა თათას -ადრე შეყვარებულებიც არ ვიყავით-ისევ არ იყო ხასიათზე -ასე ხშირად რომ ვერ ვნახავთ ერთმანეთს,ჩვენთვის უკეთესიცაა, უფრო მივხვდებით ერთმანეთის ფასს -სისულელეა -არა,ასეა ლევან,ხანდახან საჭიროა ადამიანი მოგენატროს-ლევანმა თვალები აატრიალა, მიხვდა ახლა თათასთან კამათს აზრი არ ჰქონდა,ის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა -როდის მიდიხარ? -დღეს საღამოს. ხომ გამიყვან? -მაგას რა კითხვა უნდა თათა- გაუღიმა და ჩაეხუტა. კატოს დიდად არ გახარებია ახალი ამბავი.ისიც ისე შეეჩვია თათასთან ერთად ცხოვრებას, ახლა მისი გაშვება არ უნდოდა. -რა კარგი იყო ერთად ცხოვრება-დაიწუწუნა კატომ -კი,კარგი იყო-ღიმილით დაეთანხმა თათაც და კატოს მოეხვია- ისევ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას. დროებით შემოგეხიზნეთ და ახლა ვუბრუნდები სახლს-გაეცინა და იქვე დივანზე მჯდომ ლევანს გახედა,რომელსაც შუბლი შეკრული ჰქონდა და მთელი საღამო არ გაუღიმია. ცოტა ხანი ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს და მერე თათამ წასვლის დროაო. ლევანმა მანქანამდე მიიტანა მისი ჩემოდანი. მერე ორივე მანქანაში ჩასხდა და თათას სახლისკენ აიღეს გეზი. -როდის გნახავ?-მანქანა გააჩერა თუ არა მის სადარბაზოსთან ეგრევე ეგ ჰკითხა-აწი სულ მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ-ამოიოხრა -მოგწერ,როგორც კი მეცლება და გნახავ -რა გაეწყობა-მხრები აიჩეჩა.მერე მანქანიდან გადავიდა და ჩემოდანი გადმოიღო საბარგულიდან -იყოს ჩემით ავიტან-ლევანმა ისეთი მზერით შეხედა, ეს რა მაკადრეო.ბინამდე მიატანინა. -აბა-ღრმად ამოისუნთქა,როცა მისი კარის წინ იდგნენ-დროებით-უთხრა ძალიან თბილად,ჩაეხუტა და მის ტუჩებს წაეტანა.მალევე მოსწყდა მის ბაგეებს,თვალი ჩაუკრა და გაღიმებული თათა დატოვა სადარბაზოში. დედამისს თათას ასე მალე დანახვა გაუკვირდა -დაბრუნდი?-აუღელვებლად ჰკითხა -ხო,დავბრუნდი-მოკლედ მოუჭრა და თავისი ჩემოდანი საძინებელში გაიტანა. იმ საღამოს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,ამიტომ ოთახიდან არ გასულა,არც თეას შეუწუხებია ზედმეტად. ისიც თავისთვის იყო. თათა დაღლილი გაწვა ლოგინზე და ფიქრებში გადაეშვა. რამდენი ხანია თავის საძინებელში არ ყოფილა,ცოტათი მონატრებია კიდეც. ფიქრები ლევანისკენ გაექცა. ეს პირველი ღამე იყო,მათი შეყვარებულობის მერე,რაც ცალ-ცალკე მოუწევდათ ღამის გათენება. თათა ფიქრობდა,რომ სწორედ ახლა იწყებოდა მათი ურთიერთობის გამოცდა, რასაც მოუთმენლად ელოდებოდა. აინტერესებდა,რამდენად ძლიერი იყო მათი სიყვარული. თავის გრძნობაში ისე იყო დარწმუნებული,როგორც სხვა არაფერში. მას სიგიჟემდე უყვარდა ლევანი და თავის გრძნობას ეჭვის ქვეშ არც კი აყენებდა,მაგრამ უნდოდა ლევანის გრძნობებშიც ბოლომდე დარწმუნებულიყო თუ რამდენად მყარი იყო. ლევანი უხასიათოდ დაბრუნდა სახლში. დივანზე ჩამოჯდა და თავი საზურგეს მიადო. -მოიწყინე რომეო?-კატო შემოვიდა და გახუმრება სცადა.ლევანს არაფერი უპასუხია უბრალოდ ჭერზე ჰქონდა თვალები გაშტერებული -სასწაულის მომსწრე ვარ!ჩემი ძმა თათას წასვლას განიცდის-ხელები ზემოთ აღმართა და გაიცინა -საერთოდ არ მეცინება კატო- იკადრა პასუხის დაბრუნება ლევანმა -გეტყობა-ენა გამოუყო და გვერდით მიუჯდა-კარგი,რა მოხდა მერე,სხვა პლანეტაზე ხომ არ წასულა,აქვე,ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ყოველდღე შეგვიძლია ვნახოთ-ანუგეშა კატომ -ვიცი,მაგრამ სულ სხვა იყო სახლში მოსულს აქ რომ მხვდებოდა -ნუ,ოდესმე წავიდოდა,ეგ ხომ ყველამ ვიცოდით,უბრალოდ დროის საკითხი იყო-მხრები აიჩეჩა-მეც ძალიან მომწონდა მასთან ერთად ცხოვრება,მაგრამ მისი მესმის,დედამისს ახლა ძალიან სჭირდება-უთანაგრძნო თათას -მეც მჭირდება!-პატარა ბავშვივით გამოუვიდა ლევანს.კატოს გაეცინა - მერე მოიყვანე ცოლად და სულ შენთან იქნება-მხრები აიჩეჩა კატომ -ჯერ ადრეა ეგ, მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ვხვდებით-მისი შეთავაზებით გაკვირვებულმა მიუგო -დროს რა მნიშვნელობა აქვს,როცა გიყვართ ერთმანეთი -აქვს კატო,ნაჩქარევი არაფერი ვარგა -შენ და ეკა რომ იყავით 2 წელი შეყვარებულები რა? -ხოდა 2 წელიც რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ოჯახის შესაქმნელად,რამდენიმე თვე იქნება საკმარისი კატო? -შენ და ეკას არ გეწერათ ოჯახის შექმნა და იმიტომ არ დაოჯახდით -მარტივად უყურებ -არანაირად, თუ გიყვარს,მასთან გინდა ყოფნა,ვერ ხვდები რატომ უნდა წელო წლები ურთიერთობა -მაგრამ არც რამდენიმე თვეში უნდა მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თანაც,ამაზე არასდროს გვილაპარაკია მე და თათას -თუ იდეას არ წამოაყენებ,ვერც ვერასდროს ილაპარაკებთ-მკვახედ მიუგო კატომ-ლევან,თათა გიყვარს?-მერე პირდაპირ ჰკითხა -რა კითხვებით ხარ კატო?-წარბი აუწია -მართლა მაინტერესებს. ოდესმე შენთვის მაინც დაფიქრებულხარ მასთან ოჯახის შექმნაზე? არ გიფიქრიათ თქვენს საერთო მომავალზე?ამას იმიტომ გეკითხები,რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია,როცა გიყვარს,მასთან აკავშირებ მომავალს და ფიქრის დონეზე მაინც განიხილავ. ლევანს არაფერი უპასუხია.კატომ მიზანში მოარტყა. რაც თათას ხვდება,ერთხელაც კი არ უფიქრია მათ საერთო ოჯახზე. ალბათ იმის ბრალი იყო,ერთად რომ ცხოვობდნენ,როგორც ოჯახი და დიდად ამაზე ფიქრის საჭიროებას ვერ ხედავდა,თანაც ურთიერთობის საწყის ეტპზე იყვნენ და ასეთ მნიშვნელოვან რამეზე ფიქრს ნაადრევად მიიჩნევდა. ცოტა ხანი და-ძმა ჩუმად იჯდა -მე არ მინდა თათას გული ატკინო- მერე სიჩუმე კატომ დაარღვია-კარგად დაფიქრდი რა გინდა და ისე გადაწყვიტე აპირებ თუ არა თათასთან მომავლის დაკავშირებას. მე არ მინდა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი შენს გამო დაიტანჯოს- მტკიცედ უთხრა კატომ -კატო,რას მეფილოსოფოსები ამ საღამოს? მე და თათა მშვენივრად ვართ ერთად და თუ რამე პრობლემა გვექნება,ერთად მოვაგვარებთ -იმედია ლევან,იმედია მასე იქნება- უთხრა, მერე ფეხზე წამოდგა და ძმა მარტო დატოვა მისაღებში. ერთი კვირა გავიდა,რაც თათა კატოს სახლიდან წავიდა და ერთი კვირაა რაც ლევანი არ უნახავს. მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. თათა დროის უმეტეს ნაწილს დედამისთან ატარებდა. ჯერ ერთი,რომ ეშინოდა კახა ისევ არ მისულიყო მასთან და დედამისი ამ დროს მარტო ყოფილიყო.სამსახურიდან ეგრევე სახლში მიდიოდა.თეაც ცოტა მობრუნდა თათასკენ. ისე დაიწყეს ურთიერთობა,როგორც აქამდე არ ჰქონიათ. ერთად საუზმობდნენ და ვახშმობდნენ,საღამოობით ტელევიზორს უყურებდნენ,გადაცემებს და ფილმებს განიხილავდნენ.თათა უჩვეულოდ გრძნობდა დედამისთან თავს,ასეთი თეა არასდროს ახსოვდა მას. დედასთან ურთიერთობას მონატრებული თათა კი ამ შანსს ხელიდან არ უშვებდა და ცდილობდა მეტი დრო დაეთმო დედამისისთვის. 2 კვირა რომ გავიდა და ისევ ვერ შეხვდნენ,ლევანს ნერვები მოეშალა. -დღეს რა დროს ამთავრებ თათა?-მოუთმენლად ჰკითხა -დღეს ბევრი საქმე არ მაქვს და დროულად გამოვალ -დამელოდე,გამოგივლი და უჩემოდ არ წახვიდე-უთხრა და თათასგან დადებითი პასუხი რომ მოისმინა ტელეფონი გათიშა. შვიდის 5 წუთი იყო თათა რომ ოფისიდან გამოვიდა, ლევანი უკვე ადგილზე იყო. თათა მალევე ჩაჯდა მანქანაში და ერთმანეთს ისე მოეხვივნენ,თითქოს მთელი წელი არ ენახათ ერთმანეთი. -საერთოდ არ მოგენატრე ხო?-უთხრა ლევანმა და ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე,თათას პეპლებმა ფრენა დაიწყეს მუცელში. სულ ასე ემართებოდა,როცა ლევანი კოცნიდა. -როგორ არ მომენატრე-ლევანს რომ მოშორდა,სახეზე მოეფერა -ასე რომ იყოს,როგორმე მოახერხებდი ჩემს ნახვას-საყვედურნარევი ტონით მიმართა და მანქანა დაძრა -რომ შემძლებოდა გნახავდი. მართლა არ მქონდა ისეთი სიტუაცია -სად გავიდეთ? ხომ გშია?-თემა შეცვალა ლევანმა -დღეს ვერა რა, დედაჩემს შევპირდი ერთად ვივახშმოთ მეთქი,უკვე მზად აქვს და მელოდება -კაი? არადა მეგონა სადმე გავიდოდით-ხასიათი გაუფუჭდა -ისე დაიჟინე გამოგივლიო,უარი აღარ გითხარი-მხრები აიჩეჩა-შენც ამოდი ჩემთან-შესთავაზა ლევანს -არა,რა ამოვიდე -რატომ? თან გაგაცნობდი დედაჩემს -დღეს არა, სხვა დროს იყოს -კარგი,როგორც გინდა- ცოტათი ეწყინა,ლევანმა პირდაპირ უარი რომ უთხრა -ჩვენ როდის შევძლებთ ცოტა მეტი დროის გატარებას ერთად?- უთხრა,როცა მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა -შაბათს კატოსთან გამოვალ და გნახავ -კატოსთან არა თათა,ჩემთან გამოხვალ!-ისეთი ტონით უთხრა ,თათას გაეცინა -კატოც გამებუტა ამდენ ხანს რომ ვერ ვნახე,ხოდა შევპირდი გამოგივლითქო -ნახე რა, კატოს ეგრევე პირობა მისცა და მე დამადო-ნაწყენმა თავი გვერდზე გააბრუნა -ლევან,რას ბავშვობ ახლა, შაბათს მოვალ და ორივეს გნახავთ, მერე თუ გინდა სადმე გავიდეთ მე და შენ-თავისი ჭკუით მოაგვარა სიტუაცია -ასე ,,ბარემ მოვალ და მოვისტუმროთ ერთად ყოფნა’’, არ მინდა-უკმაყოფილო იყო ლევანი -კარგი,მაშინ მოდი,კვირას შენ დაგითმობ, გაწყობს?-გაუღიმა თათამ -ეგ უკვე სხვა თემაა-ლევანსაც გაეღიმა -კარგი,წავედი და შაბათს გნახავ -და კოცნა?-გაკვირვებულმა მიაძახა ლევანმა,თათას,რომელიც მანქანიდან ისე გადადიოდა.თათას გაეცინა. ახლოს მივიდა,მაგრად აკოცა და მანქანიდან გადავიდა. ლევანმაც მალევე დაძრა მანქანა და თათას სადარბაზოდან გაუჩინარდა. თათა სახლში რომ შევიდა,სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა. როგორც ჩანს დედამისს წვნიანის მომზადებაც გადაუწყვეტია -რა სუნებია?-ყნოსვით შევიდა სამზარეულოში -ქათმის წვნიანს ვაკეთებ,ხომ შეჭამ?-გაუღიმა თეამ -უფ,კი,დიდი ხანია წვნიანი არ მიჭამია-ხელი მუცელზე მიიდო. მერე სააბაზანოში გავიდა ხელების დასაბანად. თეამ და თათამ ივახშმეს,მაგიდა ერთად აალაგეს და მერე მისაღებში გავიდნენ -თათა,კვირას ნანა გვეპატიჟება წყნეთში. მითხრა ამოდი და თათაც ამოიყვანეო და ხომ წამოხვალ?-ინტერესით მიაჩერდა თათას -ამ კვირას? -ხო, რამე გეგმები გაქვს? -კი,მქონდა დაგეგმილი სადღაც გასვლა-ჩაფიქრდა თათა -მნიშვნელოვანია? ვერ გადადებ? -არამგონია, ვერ გადავდებ -ნანას შვილი ჩამოვიდა იტალიდან და უნდა რომ გაგაცნოს,ძალიან მთხოვა მისვლა,ჩვენს დასახვედრად უკვე დაწყებული აქვს მზადება -რაღა ამ კვირას მოუნდა-დაიწუწუნა თათამ-მე ალბათ ვერ წამოვალ -თათა,გთხოვ,თუ ისეთი რამეა,რისი გადადებაც შეიძლება,იქნებ გადადო, არ მინდა ნანას ვაწყენინო,თან გაგა 2 კვირაში ბრუნდება უკან -გაგა ვინაა? -ნანას შვილი,ვინ იქნება-ეს რა მკითხე მზერით უპასუხა თეამ -და რა აუცილებელია მისი შვილის გაცნობა-მხრები აიჩეჩა -თათა... -არ ვიცი დედა,ვნახოთ,ვერ დაგპირდები-თავი გააქნია თათამ,თეამ უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები.იმდენი ეწუწუნა თათას ტვინი გაუბურღა. შაბათს კატოსთან გავიდა,რომელმაც მისალმების მაგივრად ლანძღვა დაუწყო ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდა -ერთი თვეც არ გასულა,რას დამაყარე ერთიანად-გაუცინა თათამ და მისაღებში შევიდა. კარის ხმაზე ლევანი გამოვიდა საძინებლიდან და თათას დანახვისას სახე გაებადრა,მისკენ წავიდა,ჩაეხუტა და აკოცა -18+ ოთახში გააგრძელეთ, რაებს მაყურებინებთ-ვითომ გაბრაზებულმა უთხრა კატომ და მერე გაცინა ლევანმა რომ თმები აუჩეჩა. მისაღებში დასხდნენ.ლევანმა თათა გვერდით მოისვა,კატო მათ წინ დაჯდა. -შენს გარეშე მოვიწყინეთ-დაიწყო კატომ და ლევანს გახედა -მეც მომენატრეთ -არაფერი გეტყობოდა-მაინც ვერ მოისვენა ლევანმა -ლევან... -ორშაბათს ძალით შევხვდი ფაქტობრივად.არ აპირებდა ჩემს ნახვას -ლევან,რატომ არ გინდა გამიგო? ამ პერიოდს დედაჩემთან ვატარებდი, მას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდები. მისი სახლში მარტო დიდხანს დატოვება მეშინია, არ მინდა კახა მოვიდეს და იმ დროს ის მარტო იყოს,თანაც დედაჩემი ისეთი შეცვლილია,ისე იქცევა ჩემთან,როგორც სულ მინდოდა რომ ყოფილიყო-ამაზე თავი ჩახარა თათამ-არ შემიძლია ეს შანსი ხელიდან გავუშვა. რაც ამ ორი კვირის განმავლობაში გვქონდა,ისეთი დედაშვილური ურთიერთობა არასდროს არ გვქონია,ხოდა ამ მომენტებს ვერ ვტოვებ...-ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაილაპარაკა -კარგი,მაპატიე თათა-ლევანი მოეხვია-შენ უკეთ იცი. ცოტა ხანი არც ერთს ხმა არ მოაუღია. კატომ საერთოდ არ იცოდა რა უნდა ეთქვა და გაჩუმება გადაწყვიტა. მერე ამ უხერხული მომენტიდან თავის დასაძვრენად,სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად. ლევანი და თათა ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ -გეწყინა?-ჰკითხა ლევანმა -არა, უბრალოდ მინდა გამიგო,ხშირად რომ ვერ გნახულობ. გგონია მე არ მინდა? -კარგი, ბოდიში,ხო?-თბილად ჰკითხა-უბრალოდ რაც ერთად ვართ, ამდენი ხანი ერთმანეთისგან შორს არ ვყოფილვართ და ცოტა უცხოა -აწი სულ ასე მოგვიწევს ლევან. ყოველდღე ვეღარ მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას-მოწყენილმა უთხრა -კარგი,როცა შევძლებთ მაშინ ვნახავთ-თმაზე მიეფერა-ხვალ სად გავიდეთ?-ჰკითხა ისე,მისი თმისთვის ხელი არ მოუშორებია,ისევ ეფერებოდა -აუ,ლევან...-არ იცოდა რა ფორმით ეთქვა- ხვალინდელი შეხვედრა რომ გადავდოთ ძალიან გეწყინება?-მერე პირდაპირ თქმა გადაწყვიტა და დამნაშავე თვალებით შეხედა -რატომ?-ლევანმა თათას თმებს ხელი შეუშვა და ინტერესით ჩაეკითხა -დედაჩემის დაქალი გვეპატიჟება წყნეთში, უნდა რომ მეც აუცილებლად მივიდე და ასე გადაჭრით უარის თქმა არ შემიძლია-ლევანმა ამოიოხრა -ა, ისევ დაიწყო-ღრმად ამოისუთქა-შენ რომ ისევ ნაჩხუბარი ყოფილიყავი დედაშენთან,ხომ ვერ წახვიდოდი?-ცოტა ირონიულად მიუგო ლევანმა.თათას სახე შეეცვალა,არ მოეწონა ეს ტონი -რომ ვყოფილიყავით ვერ წავიდოდით და დედაჩემიც რამეს მოიმიზეზებდა და უარს ეტყოდა,მაგრამ ახლა ხომ არ ვართ ნაჩხუბრები?-ნაწყენმა მიუგო -შენ უკვე უთხარი რომ მიდიხარ? -გადაჭრით არაფერი მითქვამს,ვუთხარი რომ ზუსტად არ ვიცოდი -გადაჭრით არა ვერ უთხარი ხომ? -ლევან,რატომ მიძაბავ ასეთ მომენტებში, რა უაზრობაზე ვკამათობთ ხვდები?-ლამის ამოიტირა შეწუხებულმა თათამ -ყველაფერი მესმის თათა,მაგრამ ხვალინდელი დღე ხომ უკვე დავგეგმეთ მე და შენ? არ შეგეძლო პირდაპირ უარი გეთქვა დედაშენისთვის? -არაა მასე... -მაინც ვერ ვხვდები რა აუცილებელია შენი, დედაშენის დაქალთან წასვლა-მხრები აიჩეჩა ლევანმა -მისი შვილი უნდა რომ გამაცნოს,რომელიც მხოლოდ 2 კვირითაა საქართველოში ჩამოსული -ნუ მაშინ, სერიოზული მიზეზი ყოფილა-ირონიული ტონი არ მოუშორებია -ლევან.. -მისი შვილი გოგოა?-მერე ინტერესით ჩაეკითხა -ბიჭი. რატომ,რამე მნიშვნელობა აქვს? -ნეტავ რატომ უნდა დედაშენის დაქალს მისი ბიჭი გაგაცნოს, რა საინტერესოა?-სარკაზმით უთხრა და გაეცინა -მე რა ვიცი...-მხრები აიჩეჩა-აუ.. კაი??-მერე მიხვდა რაც იგულისხმა ლევანმა-შენ გგონია რომ... -კი არ მგონია,დარწმუნებული ვარ-გადაჭრით უთხრა ლევანმა,ისე რომ თათას სიტყვის თქმა ბოლომდე არ დააცალა -სისულელეა, ასეთი რამეები დღეს არ ხდება-თავი გააქნია,რა აფსურდიაო -კარგი, გეგონოს-მოკლედ მოუჭრა ლევანმა- მე ახლა უნდა დაგტოვოთ, ნიკა უნდა ვნახო, მასთან ხვალ მქონდა გეგმები,მაგრამ რადგან შენ უნდა შეგხვედროდი,დღეს გადმოვწიე-ეტყობოდა ლევანს,რომ ისევ ნაწყენი იყო. თათას გულზე მოხვდა მისი სიტყვები -ლევან.. -წავედი,იმედია ერთი თვის მერე არ გნახავ-მკვახედ მიუგო და თათა სამზარეულოდან ახლადგამოსულ კატოსთან ერთად დატოვა,რომელიც გაკვირვებული იყურებოდა,ვერ გაეგო რა მოხდა. თათამ მოკლედ აუხსნა,რაზეც გაჭედა ლევანმა. კატომ დაამშვიდა გადაუვლისო. მერე დიდხანს ილაპარაკეს და გვიანი იყო,თათა რომ სახლში წავიდა. მეორე დილით, ადრე გავიდნენ სახლიდან.ტორტი და რაღაც სასმელები იყიდეს და წყნეთისკენ დაადგნენ გზას. ნანა დიდი მოწიწებით შეხვდა თავის დაქალს.თათასაც ისე თბილად გადაეხვია,რამხელა და რა ლამაზი გაზრდილხარო. სახლში შეიპატიჟა. ნანა და თეამ იმდენი ილაპარაკეს,მგონი მთელი წლის ამბები ერთიანად მოყვნენ. თათა უხერხულად იჯდა,აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. მერე გაგაც გამოჩნდა. საშუალოზე მაღალი, წაბლისფერთმიანი,მწვანეთვალება და საკმაოდ სიმპათიური გაგა. სტუმრებს ღიმილით მიესალმა.ნანამ გააცნო ორივე.გაგამაც ორივეს ხელი ჩამოართვა და სასიამოვნოაო გაუღიმა. თათაზე მზერა ცოტათი მეტ ხანს შეაჩერა- პირველი შეხედვით ვიზუალით აღფრთოვანდა,თათა ხომ მართლა ძალიან ლამაზი იყო. თათასაც პირველი შთაბეჭდილება ცუდი არ დარჩენია გაგაზე. რაღაც დადებითი აურა მოდიოდა ამ ბიჭისგან. ნანამ სუფრასთან მიიპატიჟა სტუმრები.მათთვის საგულდაგულოდ მომზადებულა და გაუშლია სუფრა. გემრიელად დაიწყეს სადილი. შუა ჭამაში იყვნენ,ნანა მისთვის საინტრესო თემას რომ მიადგა -თათა,შვილო, ასეთი ლამაზი და კარგი გოგო ხარ და გათხოვებას არ აპირებ?-ისე პირდაპირ მიახალა,თათს ლუკმა გაეჩხირა -ჯერ არა-ლუკმა ძლივს გადაყლაპა და ეცადა თავაზიანად ეპასუხა,მერე გაზიანი სასმელი მოსვა უხერხულობის მოსახსნელად -რატომ კაცო,შეყვარებული არ გყავს?-ვითომ შეიცხადა,არადა ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად აინტერესებდა. თათამ ჩაახველა -კი,მყავს- მანაც პირდაპირ მიახალა პასუხი და თეამ და ნანამ ორივემ გაკვირვებულებმა შეხედეს.თეამ არ იცოდა მისი შვილის სასიყვარულო ამბების შესახებ -აბა როგორ იქნებოდა,შენისთანა გოგოს მარტო ვინ დატოვებდა- ეცადა ხმაზე არ დატყობოდა,უკმაყოფილო რომ იყო თათას პასუხით და ძალით გაღიმებულმა უთხრა ნანას თათა ძალიან მოსწონდა და ცდილობდა მისი შვილისთვის გაერიგებინა. რა თქმა უნდა ხმამაღლა არ აცხადებდა ამას არავისთან და ფარულად ჰქონდა განზრახული,მათი შეკრებაც ამ მიზანს ემსახურებოდა,იქნებ ახალგაზრდებს მოსწონებოდათ ერთმანეთი. თავისი გაგაც ხომ ძალიან სიმათიური იყო და ერთ-ერთ პერსპექტიულ სასიძოდ განიხილავდა.თანაც უნდოდა მისი შვილი სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა. გოგოს გაცნობით კი იქნებ მოესურვებინა და დაბრუნებულიყო. თან,ზუსტად იცოდა,თათა მის გემოვნებაში ჯდებოდა. გაგას დედამისის სიტყვებზე გაეცინა. მიუხვდა ჩანაფიქრს და თათას ღიმილით თვალი ჩაუკრა.თათაც მიხვდა,რომ გაგაც მიხვდა.მასაც გაეღიმა. ორივემ გაფაქტეს ნანა,მაგრამ არ შეიმჩნიეს. მერე ნანამ თეა ცალკე გაიყვანა,სალაპარაკო მაქვსო და ახალგაზრდები მარტო დატოვეს -აქ რომ დაგინახე,ეგრევე მივხვდი დედაჩემის განზრახვას-ღიმილით დაიწყო გაგამ საუბარი -მე კიდევ,ბოლო წუთამდე არ მინდოდა ამისი დაჯერება-თათამაც გაუღიმა -შენი პასუხი გაუტყდა-გაეცინა გაგას -ხო,შევატყვე მეც., -მართლა ძალიან ლამაზი ხარ და ვეთანხმები დედაჩემს-თვალი თვალში გაუყარა გაგამ.თათა გაწითლდა და თავი უხერხულად იგრძნო,ლაპარაკის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა -მადლობა -მგონია,რომ შენი შეყვარებული ძალიან იღბლიანია-ისე ელაპარაკებოდა,მზერას არ აშორებდა.თათა თავს უხერხულად გრძნობდა და ვერც ის მოეხერხებინა თავი როგორ დაეძვრინა. -არ დაგიმალავ და როგორც კი დაგინახე,მაშინვე აღვფრთოვანდი შენი სილამაზით, მაგრამ რა წამსაც გავიგე რომ შეყვარებული გყავს,იმ წამსვე გაგფილტრე,რომ ზედემტად არ მომოწონებოდი-სიცილით უთხრა გაგამ,ბოლო ფრაზაზე თათასაც გაეცინა. გაგა ძალიან უშუალო პიროვნება იყო, პირდაპირ ამბობდა,რასაც ფიქრობდა. ცოტა ხანი კიდევ ისაუბრეს და მერე დედებიც გამოჩდნენ. ნანას წყალში ჩაეყარა გაგას და თათას ამბავი,არადა თათა თავისუფალი რომ ყოფილიყო,ზუსტად იცოდა, რომ გაგას ის მოეწონებოდა. გამორიცხული იყო,გაგა თათათი არ აღფრთოვანებულიყო. მაგრამ,გეგმები ჩაეშალა. გვიან წამოვიდნენ წყნეთიდან. თათა დილით სამსახურში იყო წასასვლელი,ამიტომ ნანას დაჟინებულ თხოვნაზე ,მათთან დარჩენილიყვნენ,თავაზიანი უარი უთხრეს. -რატომ არ მითხარი შეყვარებული თუ გყავდა?-გზაში შეეკითხა თეა თათას -არ გიკითხავს-მხრები აიჩეჩა -კარგი ბიჭია?-ინტერესით ჩაეკითხა -კი,ძალიან კარგი ბიჭია-მოკლედ უპასუხა -გიყვარს? -ძალიან-მოკლე კითხვებს მოკლედ პასუხობდა -ვინაა? ვინმე ნაცნობია? -კატოს ძმაა-მოკლედ მოუჭრა -შენი კატოსი?-თვალები გაუფართოვდა -ხო -როდის მოასწარით ერთმანეთის შეყვარება? -არ ვიცი,ასე გამოვიდა-მხრები აიჩეჩა. მეტი არაფერი უითხავს.თეა არ იყო დედების ის კატეგორია,შვილის შეყვარებულს რომ განიცდიან და ზედემტად ეძიებიან,მისთვის ეს ზედაპირული მონაყოლიც საკმარისი აღმოჩნდა. სახლში რომ მივიდნენ,კატო საძინებელში შევიდა. ფეხსაცმელი გაიძრო და ეგრევე ლევანს დაურეკა. რამდენიმე ზარის მერე უპასუხა -რას შვები? -რაღაცას ვბეჭდავდი,შენ რას შვები, მიხვედი სახლში? -კი, ამ წამს და ეგრევე დაგირეკე- საწოლზე წამოწვა დაღლილი -კარგი დრო ატარეთ? -ნორმალური -და იმ დაქალის შვილი როგორი ბიჭი იყო?-ჰკითხა რაც ძალიან აინტერესებდა -სხვათაშორის,ძალიან კარგი-ეშმაკურად უთხრა და ჩაეღიმა -ხოო?რა საინტერესოა-ხასიათი წაუხდა ლევანს -შენ რას შვებოდი მთელი დღე? -მთელი დღე სახლში ვიყავი და ვმუშაობდი. შენგან განსხვავებით ლამაზი გოგოების გარემოცვაში არ ვყოფილვარ-თათას გაეცინა -ძილინებისა მინდოდა მესურვებინა შენთვის.ძალიან დავიღალე-უთხრა და თან დაამთქნარა -ჰო,მიდი დაისვენე. -ტკბილი ძილი -შენც ასევე -გკოცნი -მეც-უთხრა და გაუთიშა. როგორ უნდოდა თათას,ძილის წინ სხვა სიტყვებით დამშვიდებოდა ხოლმე ლევანი,მაგრამ ის არაფრით ამბობდა იმ სიტყვას,რაც თათას სურდა და თათაც ჯიუტად არ ამბობდა არაფერს. მერე ტელეფონი გვერდზე გადადო,აღარ უნდოდა ამაზე ბევრი ფიქრი. მშვიდად უნდოდა დაეძინა,ზედმეტი ფორიაქის გარეშე. მერე თვალები დახუჭა და ძილის სამყაროში გადაეშვა. დრო გადიოდა. ცხოვრება თითქოს ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. თათას ასე თუ ისე გამოუსწორდა დედამისთან ურთიერთობა და ძალიან ბედნიერი იყო,იმ მცირედი სითბოთი,რასაც დედამისი აძლევდა. კახა აღარ გამოჩენილა მათ სიახლოვეს. თათას ცხოვრებაც რუტინას დაემსგავსა.ძირითადად სამსახური-სახლი,ეს იყო მისი მარშუტი და კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ლევანს ნახულობდა და სადმე გადიოდნენ. ლევანი უკვე აღარ წუწუნებდა იმაზე,რომ ასე იშვიათად უწევდათ ერთმანეთის ნახვა, მიეჩვია ამ სიტუაციას და აღარ გამოთქვამდა პრეტენზიას. კატოც ზედმეტად დაკავებული გახდა,რაც სამსახურში ახალი პროექტები დაემატა, ამიტომ ხშირად ვერც მის ნახვას ახერხებდა თათა.ძირითადად ტელეფონით და სოციალური ქსელებით კონტაქტობდნენ. შაბათი დღე იყო. ლევანი თანამშრომლებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე მიდიოდა. თათა ლევანს წვეულებაზე წასვლამდე ესაუბრა. -რა დროს მიდიხარ? -9-ზე უნდა ვიყო მანდ-ლევანს ხმამაღალზე ჰქონდა ტელეფონი ჩართული და თან ემზადებოდა -ანუ ახლა ემზადები და გაცდენ -ვემზადები,მაგრამ არ მაცდენ -კაი,მიდი მშვიდად გაემზადე, ხვალ გნახავ- კარგი დროის ტარება უსურვა და დაემშვიდობა. ისე,თათა გულის სიღრმეში ელოდა,რომ ლევანი მასაც შესთავაზებდა წასვლას მასთან ერთად,რადგან ასეთ წვეულებებზე ზოგი მიდიოდა თავის მეორე ნახევართან ერთად,სურვილისამებრ. ერთი იყო თათა რამდენად წავიდოდა,მაგრამ მეორე იყო ლევანმა რომ არ შესთავაზა, წესის გამო მაინც. ცოტათი მოწყენილი იყო იმ საღამოს. გული დაწყდა.რატომღაც ლევანი სულ მარტო დადიოდა ასეთ სიტუაციებში. ადრე მეგობრის დაბადების დღე იყო,რესტორანში აღნიშნავდნენ და იქაც მხოლოდ ის და ნიკა წავიდნენ. რატომღაც არც უფიქრია ლევანს,რომ თათასაც ენდომებოდა და არც შეუთავაზებია. იფიქრა,კაცების გარემოცვაში მოიწყენსო და აღარ შესთავაზა. თათა მთელი ღამე მოუსვენრად იყო.სულ სოციალურ ქსელებს ამოწმებდა, იქნებ ვინმემ რამე ფოტო ან ვიდეო დადოო. ლევანი თვითონ არ იყო ფოტოების მოყვარული და სოციალურ ქსელებსაც არ წყალობდა სიახლეების დადებით. მხოლოდ მეგობრების მიერ მონიშნულ ფოტოებზე იყო. მისი თანამშრომლები Live ვიდეოებს აქვეყნებდნენ და თათაც გულმოდგინედ უყურებდა. აინტერესებდა რა ხდებოდა. ჯერჯერობით ისეთი არაფერი,სტანდარტული სიტუაცია იყო,ცეკვავდენ და მღეროდნენ. ლევანი მხოლოდ ერთხელ მოხვდა კადრში,როცა სუფრისკენაც მაიტრიალეს კამერა. თათა ცოტათი დამშვიდდა,სიტუაციას რომ გადახედა,ისეთი არაფერი ხდებოდა. დაძინებას აპირებდა,კიდევ ერთხელ რომ შეავლო სოციალურ ქსელს თვალი,სადაც ლევანი იყო მონიშნული,მისი თანამშრომელი ნატას მიერ. თითქოს ჩვეულებრივი ფოტო,თანამშრომელთან ერთად,ამაში გასაკვირი არაფერი იყო,მაგრამ... ნატა მიხუტებოდა ლევანს,ცალი ხელი მის მკერდზე ედო და ლევანს უყურებდა გაღიმებული. ლევანი კი კამერას უყურებდა,ოდნავ გაღიმებული,ფოტოსთვის. ეს ნატა ისე ახლოს იყო ლევანთან, თათას სუნთქვა შეეკრა. ფოტო ისეთი იყო, რომ არ გცოდნოდა,შეყვარებულები გეგონებოდათ.თათა კომენტარებს დაუყვა,სადაც გულის სმაილიკები დაეწერათ მათთვის. ნერვებმოშლილმა თათამ ტელეფონი საწოლზე დააგდო და თავი ბალიშში ჩარგო. ხვდებოდა რომ მხოლოდ ერთი ფოტოს გამო ამხელა ამბის ატეხა არ ღირდა,მაგრამ თავს ვერ მოერია და მერე მის დაუკითხავად ცრემლები წამოუვიდა. ეჭვიანობა საშინელი გრძნობა იყო. ძლივს დაეძინა, უფრო სწორად,ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეძინა,ხშირად ეღვიძებოდა. ასე იყო სულ,როცა რამეზე ნერვიულობდა,ძილი უჭირდა და ვერ ისვენებდა. დილით თვალებშეშუპებულმა გაიღვიძა. სარკეში რომ ჩაიხედა,შეეშინდა. ეცადა თავი მოეწესრიგებინა,რადგან ლევანს უნდა შეხვედროდა და არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო. 3 საათისკენ ლევანმა გამოუარა. დაურეკა აქ ვარ და ჩამოდიო.თათამ ჩანთა აიღო და ჩავიდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მხოლოდ მიესალმა და გადაკოცნა. ლევანმა შენიშნა რომ რაღაც ხასიათზე ვერ იყო თათა,მაგრამ არაფერი უთქვამს,იქნებ გადაუაროსო. სასადილოდ რესტორანში რომ შევიდნენ და თათა უხალისოდ ჩასჩერებოდა მენიუს ლევანმა დუმილი დაარღვია -რას შეჭამ?-საუბრის დასაწყებად თქვა -არ ვიცი, ალბათ ცეზარს-მზრები აიჩეჩა- ხო,მოდი მე ცეზარს ავიღებ- მერე გადაწყვიტა და მენიუ გვერდზე დადო. ლევანმაც აარჩია რაც უნდოდა და მიმტანს შეკვეთა მისცა. -ხასიათზე არ ხარ თუ მეჩვენება?-ინტერესით ჰკითხა -ხო,არ ვარ-მოკლედ მოუჭრა თათამ -რამე მოხდა? -შენი ფოტო ვნახე-თათამ ვეღარ მოითმინა,ერთი სული ჰქონდა ლევანის პასუხი მოესმინა, რას ეტყოდა მაგ ფოტოზე -რომელი ფოტო? -შენი და ნატასი- მკვახედ მიუგო -მერე?-გაუკვირდა ლევანს -რა მერე?-თათასაც გაუკვირდა- რანაირი ფოტოა, რომ ვნახე შეყვარებულები მეგონეთ-ლევანს გაეცინა -ჩემი შეყვარებული შენ ხარ და მე და ნატა რანაირად გეგონეთ?-სიცილით ჰკითხა -ლევან,საერთოდ არ მეცინება-თვალები დაუქაჩა- ფოტოზე კარგად ჩანს როგორი მზერით გიყურებს ეგ გოგო -და როგორი?-დაინტერესდა ლევანი,მართლა ვერ ხვდებოდა თათა რაზე ბრაზობდა -ნატა გათხოვილია? ან შეყვარებული თუ ჰყავს? -გათხოვილი არაა და შეყვარებული ჰყავს თუ არა მე რა ვიცი -ხოდა მოსწონხარ!-მტკიცედ განუცხადა -თათა,ცუდი სიზმარი დაგესიზმრა?- ამოიოხრა ლევანმა -აი,შეხედე და დააკვირდი-ტელეფონი მიუტრიალა და ფოტო აჩვენა- ამ ფოტოზე მხოლოდ ორ თანამშრომელს ხედავ? -აბა ვის უნდა ვხედავდე თათა? რაებს მელაპარაკები ვაფშე? -ასეთ რამეებში არასდროს ვცდები. არ ვიცი შენ მართლა ვერ ამჩნევ თუ თავს ისულელებ,მაგრამ ასეა!-გაბრაზებულმა დადო ტელეფონი -ახლა ნერვებს ძალიან მიშლი იცი?-უკვე ლევანიც გაბრაზდა-არ იცნობ ჩემს თანამშრომლებს და ისე სწამებ ცილს,თითქოს მოვწონვარ. ერთი ფოტოთი,სადაც საეჭვო არაფერს ვაკეთებთ, რამის დასვკნა როგორ შეგიძლია? -მართალი ხარ, არ ვიცნობ,რადგან არასდროს გაგიცვნია ჩემთვის არც ერთი შენი თანამშრომელი-თვალები გაბრაზებულმა აატრიალა და გვერდზე გაიხედა. -აჰ,ანუ სანამდე მივდივართ-ირონიულად ჩაილაპარაკა-პირდაპირ გეთქვა რაც გაწუხებდა-ამის გაგონებისას ლევანს მიუტრიალდა -რა მაწუხებდა?-ინტერესით ჩაეკითხა -ის,რომ ჩემი თანამშრომლებისთვის შენი თავი არ გამიცვნია -კარგი,მართალი ხარ. რაღაც მხრივ ეგეც მაწუხებს. არასდროს არ დაგყავარ სადაც შენ მიდიხარ.ხომ დადიან შენი თანამშრომლები ცოლებთან და შეყვარებულებთან ერთად?-თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა-ხომ დადიან?-გაუმეორა კითხვა -ზოგი დადის-მოკლედ მოუჭრა -და შენ არ დადიხარ! იმიტომ რომ ჩემი გამოჩენა არ გინდა საზოგადოებაში-ხელები გაშალა თათამ -თათა ბოდავ!-უკვე აღარ შეეძლო თათას სისულელეების მოსმენა -არ ვიცი ბოდვაა თუ რა არის, მაგრამ მე ასეთი შეგრძნება მაქვს. არც ერთხელ არ შემოგითავაზებია ჩემთვის შენთან ერთად წამოსვლა -არ გთავაზობდი,იმიტომ რომ ვიცი არ მოგინდებოდა მაგ სიტუაციაში ყოფნა,თანაც ბოლო დროს სულ დაკავებული ხარ-მხრები აიჩეჩა -რატომ გადაწყვიტე რომ არ მომინდებოდა? შენ უნდა გეკითხა და უფლება მოგეცა მე გადამეწყვიტა წამოვიდოდი თუ არა-ნაწყენი ლაპარაკობდა თათა -კარგი,თათა გავითვალისწინებ. არ მეგონა ასეთ რამეებს ამხელა მნიშვნელობას თუ ანიჭებდი- მართლა უკვირდა ლევანს -მე ბევრ წვრილმან რამეს ვაქცევ ყურადღებას ლევან,მაგრამ შენ ვერაფერს ამჩნევ -არა,მართლა ცუდ ხასიათზე ხარ დღეს-შეეცადა გაეცინა ლევანს,მაგრამ თათას რომ შეხედა სახე დაასერიოზულა, მართლა არ ეგონა ასე თუ გაჭედავდა თათა -შენ სასაცილოდ არ გყოფნის ხომ?-ირონიულად ჩაეცინა. მერე რამენიმე წამი თვალებში უყურა და ძალიან სევდიანად უთხრა -იცი?ჩვენი ურთიერთობა უფრო მღლის,ვიდრე სიამოვნებას მანიჭებს... -როგორ?-ყურებს ვერ უჯერებდა ლევანი -ხო,ლევან,ასეა. შეყვარებულები ვართ,მაგრამ თან არ ვართ. არ ვიქცევით ისე,როგორც წყვილი,როგორც ტიპიური წყვილი იქცევა ხოლმე. ხანდახან ის ბანალური რამეებიც საჭიროა,რაც შეყვარებულებს ახასიათებთ. თავიდან თითქოს ასე დავიწყეთ, მაგრამ სულ სხვანაირად წავედით.ერთად არსად არ ვჩნდებით.არასდროს ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებზე,ერთმანეთს არ ვუზიარებთ ჩვენს განცდებს და კიდევ მრავალი ასეთი რამის ჩამოთვლა შემიძლია-რაც უცებ გაახსენდა ისინი ჩამოუთვალა თათამ- მგონი ერთმანეთს ტყუილად ვაფერხებთ.. -,,ტყუილად ვაფერხებთ’’-ში რას გულისხმობ? -ჩვენ მხოლოდ სტატუსი გვაქვს შეყვარებულების,მეტი არაფერი-მოკლედ ჩამოაყალიბა -და რას ითხოვ? თათა იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა რას არ ვაკეთებთ სწორად?-ბოლო სიტყვა ირონიულად წარმოთქვა -წეღან უკვე გითხარი,მაგრამ ვერ გაიგე, აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს- ნაღვლიანმა ამოიოხრა. ამასობაში შეკვეთა მოუტანეს. ლევანმა უბრალოდ მადლობა გადაუხადა და ისევ თათას მიუბრუნდა -თათა.. -შენ მე არ გიყვარვარ ლევან!-რაღაცის თქმას აპირებდა ლევანი,თათამ მოულოდნელად რომ გააწყვეტინა-ხოდა,მოდი ტყუილად ნუ გავწელავთ ამ ურთიერთობას,სჯობს რომ აქვე დავასრულოთ -შენ ასე გინდა? და საიდან მოიტანე რომ არ მიყვარხარ?-თათას თვალები გაუფართოვდა -არ ვიცი,ჩემთვის არასდროს გითქვამს... -სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ... -ქცევებშიც ვერ ვხედავ,საქმე მაგაშია -ვაა, ანუ არც სიტყვით და არც საქმით არ მიჩვენებია თურმე-ირონიულად ჩაეცინა.თათამ არაფერი უპასუხა,მხოლოდ თვალებში უყურებდა და ცდილობდა ცრემლების შეკავებას. უჭირდა და არ უნდოდა ურთიერთობის დასრულება,მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე? სჯობდა ახლა დაესვა წერტილი,ვიდრე მერე,როცა უფრო გაუჭირდებოდა. -კარგი,რადგან გავარკვიეთ,წავალ ახლა მე- ხმაგამტყდარმა ამოილაპარაკა -ანუ ვსიო?-კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ლევანი. საერთოდ ლევანი არ მიეკუთვნებოდა იმ ტიპის ადამიანთა კატეგორიას,ხვეწნა და კუდში დევნა რომ უყვართ. თუ ხედავდა რომ ვინმეს ურთიერთობა არ უნდოდა,უბრალოდ ამთავრებდა და მორჩა. -ხო-ძალიან ხმადაბლა თქვა თათამ. მერე ფეხზე წამოდგა,ჩანთა აიღო და ისე გავიდა გასასვლელისკენ,ერთხელაც არ მიბრუნებულა ლევანისკენ. კარებში რომ გავიდა მხოლოდ მაშინ იპოვეს ცრემლებმაც გზა და ლოყები დაუსველეს. თათასთვის ძალიან რთული დღე აღმოჩნდა.სახლში ისეთ ხასიათზე მივიდა,თეამ კითხვაც ვერ გაუბედა თუ რა სჭირდა. ოთახში ჩაიკეტა და ფეხი არ გამოუყვია მაქედან. მთელი ღამე ტირილში გაატარა.თავის თავს ადანაშაულედა,რადგან თვითონ იყო ინიციატორი დაშორების, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დაიღალა ასე სწორხაზოვანი ურთიერთობით, უფრო მეტი უნდოდა,სიყვარულით სავსე და ლამაზი დღეები. უნდოდა ხანდახან მაინც ყოფილიყო ლევანი ტიპიური შეყვარებული.ხანდახან მისთვისაც მოეწყო სიურპრიზები,თუნდაც მცირედი. მათი ურთიერთობა არაფერს ჰგავდა, ამიტომ დაიღალა თათა და გადაწყვიტა წერტილი დაესვა. არც ლევანს გამოუდვია თავი და უცდია თათას გადარწმუნება,რომ შეენარჩუნებინათ ურთიერთობა. როგორც გინდაო უთხრა და ასე დაამთავრეს. ლევანიც გაღიზიანებული მივიდა სახლში.კატოსთვის ორი სიტყვაც არ უთქვამს და მის კითხვებს არ პასუხობდა. ახლა არ ვარ ლაპარაკის ხასიათზეო და ოთახის კარი ცხვირწინ მიუხურა. კატომ ეგრევე თათას გადაურეკა,მაგრამ არ უპასუხა. მიხვდა რომ რაღაცაში იყო საქმე და აუცილებლად გაარკვევდა რა ხდებოდა. მეორე დღეს სამსახურში ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა. თანამშრომლებმაც შეამჩნიეს მისი უხასიათობა,მაგრამ სანდროს მეტი არავინ ჩაეკითხა -თათა,შენს თავს მშვიდობაა?-გვერდით მიუდგა შესვენების დროს სანდრო -ა, რა?-ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა -რამე ხდებათქო შენს თავს? -რატომ მეკითხები? -მთელი დღე გამწარებული ბეჭდავ,შესვენების დროა უკვე ნახევარი საათია და შენ ფეხსაც არ იცვლი ადგილიდან,თან სახეზე გეტყობა რომ ცუდ ხასიათზე ხარ-ჩამოუყალიბა -ცოტა თავი მტკივა უბრალოდ-იცრუა თათამ და თვალი აარიდა.სანდრო მიხვდა რომ თათას არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი და აღარ ჩაეძია,უბრალოდ ჰკითხა რამე ხომ არ გინდაო,რაზეც თათამ თავაზიანი უარი უთხრა და სანდროც მოშორდა. კატომ კიდევ დაურეკა. მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა თავის არიდებას,ხომ უნდა დალაპარაკებოდა ოდესმე,ხოდა უპასუხა -ხო,კატო -გუშინდელის მერე ტელეფონი აგიფეთქე და არ მპასუხობ,მოხდა რამე?-ეგრევე მიაყარა კატომ -გუშინ არ შემეძლო ლაპარაკი და ამიტომ არ გიპასუხე -რაღაც მოხდა, შენსა და ლევანს შორის ხომ?-დაეჭვებით ჰკითხა -ხო-მოკლედ მოუჭრა -ასეც ვიცოდი.ისიც საშინელ ხასიათზე მოვიდა გუშინ,მაგრამ არაფერი მითხრა-ამოიოხრა-დღეს შევხდეთ ხო? -რავიცი,სამსახურის მერე შევხვდეთ თუ გინდა ჩვენს კაფეში -კარგი,მოკლედ საღამომდე-დაემშვიდობნენ ერთმანეთს და თათა ისევ საქმეში გადაერთო,ასე გულს აყოლებდა და ცდილობდა არ ეფიქრა სხვა არაფერზე. *** -დაშორდით?-გაოგნებული იყო ნიკა მოსმენილით -ხო -და მიზეზი? -ჩვენი ურთიერთობა მღლისო-მხრები აიჩეჩა -ანუ?-ვერ მიხვდა ნიკა -ანუ თან ვართ შეყვარებულები და თან არ ვართო.სხვა რამეს ელოდა ჩვენი ურთიერთობისგან -ვაა-გაოცებული იყო ნიკა-იქნებ გონია რომ სერიოზული გეგმები არ გქონდა მასთან დაკავშირებით და ასე უბრალო ურთიერთობა მობეზრდა?-თავისით დაასკვნა ნიკამ -რა სერიოზული გეგმები ნიკა? ჯერ რა დროს გეგმებზე საუბარი იყო? ეგრევე ცოლად ხომ არ შევირთავდი?-გაბრაზდა ლევანი -არა,მაგას კი არ ვამბობ, ლაპარაკის დონეზე მაინც გისაუბრიათ საერთო მომავალზე? -არა-უპასუხა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ლევანმა -ხოდა ალბათ მაგიტომაც. ქალებს უყვართ ხომ იცი,რაღაცები გარკვეული რომ აქვთ და არ უყვართ ბუნდოვანი ურთიერთობები -არამგონია -ასეა,დამიჯერე-თავი დაუქნია ნიკამ-არადა მაგრად მევასება ეს გოგო რა,თან უხდებით ერთმანეთს -რაც იყო იყო-ხელი აიქნია -შენ როგორ ხარ?-ინტერესით ჰკითხა -რავი,არც ისე,არც ასე -არ განიცდი? -ოო,ნიკა რა ჯურნალისტივით ჩამომიჯექი და მისვამ რაღაცნაირ კითხვებს-უკმაყოფილოდ უთხრა -რა იყო შეჩემ ა მაინტერესებს განიცდი თუ არა ვა... -კი,განვიცდი,მაგრამ ამ მომენტში ჯერ მგონი კარგად ვერ ვიაზრებ დაშორებას,ერთი დღე გავიდა მხოლოდ -რანაირი უგულო ხარ რა. ახლა მესმის მაგ გოგოსი- გაუცინა და დაეჭყანა.ლევანი დაებღვირა -შემევი ახლა -კაი,შერიგდებით,აი ნახავ -არამგონია-თავისთვის ჩაილაპარაკა ლევანმა და კომპიუტერს მიუბრუნდა. -რა მოხდა და ერთი სული მაქვს გავიგო-გადაკოცნა თუ არა ეგრევე ჰკითხა კატომ და კაფეში შევიდნენ -გეტყვი,ხო-მაგიდას მიუსხდნენ და მიმტანს დაელოდნენ -მე და ლევანი დავშორდით-მშრალად უთხრა,კატოს თვალები გაუფართოვდა -რააა? რას ქვია დაშორდით?-ხმამაღლა დაიყვირა კატომ -ჩუუ-თითი ტუჩზე მიიდო და ირგვლივ მიმოიხედა ვინმემ ხომ არ გაიგოო -რა მოხდა?-შეეცადა ხმა ეკონტროლებინა-რატომ დაშორდით? -ლევანს არ ვუყვარვარ კატო.. -ეს თვითონ გითხრა?-გაოგნდა -არა,არ უთქვამს,მაგრამ ვგრძნობ. -კარგი რა თათა,რა სისულელეა-თავი გააქნია კატომ -არაა სისულელე. არ ვიცი ჩემთან რატომ იყო,მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიყვარულით რომ არ ყოფილა ეგ ფაქტია -რატომ ფიქრობ ასე? -მისი ქცევებით და დამოკიდებულებით კატო.არ ვიცი როგორ აგიხსნა,მაგრამ ვგრძნობ. ამიტომ ურთიერთობის ასე უაზროდ გაწელვას,ვუთხარი დავშორდეთ მეთქი -შეცდომას უშვებთ. დაილაპარაკეთ და მოგვადრებით -ვერ მოვგვარდებით კატო,ჩვენ გუშინ დავამთავრეთ -ლევანმა რაო?-ამოიოხრა კატომ,ძალიან არ მოეწონა ეს სიახლე -როგორც გინდაო-მხრები აიჩეჩა. ამის გაგონებაზე უფრო მოეშალა კატოს ნერვები,როგორ შეიძლებოდა ასე ჩვეულებრივად მისდგომოდა მისი ძმა ამ საკითხს. დიდხანს აღარ გაუბა ლევანზე კატომ,რადგან მიხვდა თათასთვის მძიმე იქნებოდა ამ თემაზე საუბარი. -იცოდე,ლევანის გამო ჩემთან ურთიერთობას არ გაწყვეტ!-კატეგორიულად უთხრა და თითი მიუშვირა -არა, რა თქმა უნდა! -ხო, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში იქნება, ჩემთან რომ აღარ მოხვიდე იმის გამო რომ ლევანიც მანდ ცხოვრობს,ხმას აღარ გაგცემ-დაემუქრა -ვეცდები კატო რომ ჩემი და ლევანის ურთიერთობამ ჩვენსაზე გავლენა არ მოახდინოს-გაუღიმა -აუცილებლად. სად იყო ლევანი,მე და შენ რომ ვიყავით-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა კატომ და ყავა მოსვა.მაინც მოახერხა თათას გაღიმება. 2 კვირა გავიდა მათი დაშორებიდან. ორივე ცდილობდა არ შეემჩნიათ,მაგრამ შინაგანად განიცდიდნენ,განსაკუთრებით კი თათა. ლევანს არასდროს უჭირდა გრძნობების მოთოკვა და უფრო სხვანაირად უმკლავდებოდა,თათას კი პირიქით,ძალიან უჭირდა. ვერაფრით მოვიდა ხასიათზე,მაგრამ შეძლებისდაგვარად ცდილობდა სხვებთან არ შეემჩნია. კატოს მუქარების მერე,რომ თუ მასთან არ გავიდოდა,სამუდამოდ დაკარგავდა დაქალს, 3 კვირის შემდეგ მასთან ავიდა სახლში. ლევანი მას მერე არ ჰყავდა ნანახი. რომ დააზარუნა გული ისე აუჩქარდა,ეგონა საგულედან ამოუხტებოდა. კარი ლევანმა გაუღო. თათას გულმა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება,ისე სწრაფად შეუნელდა გულისცემა. -გამარჯობა-მიესალმა ლევანი მშრალად -გამარჯობა-ძლივს თქვა თათამ და ოთახში შევიდა-მე კატოსთან მოვედი-ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თითქოს თავს იმართლებსო -ვიცი-მოკლედ მიუგო- მარკეტში ჩავიდა და ამოვა,შეგიძლია დაელოდო-მხრები აიჩეჩა და მისაღებში მარტო დატოვა.თათამ თავი ძლივს შეიკავა რომ არ ატირებულიყო. ისევ ასეთი გულგრილი ლევანის დანახვა არ შეეძლო,მაგრამ იცოდა რომ ეს ასე იქნებოდა და არც უკვირდა,უბრალოდ ფაქტის წინაშე მაინც ძნელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. დივანზე ჩამოჯდა და კატოს დაელოდა. მანამდე ტელეფონი აიღო და უაზროდ დაუარა სოციალური ქსელის სიახლეებს. დრო ისე გაიწელა ლოდინში,ნერვები ეშლებოდა. ლევანი ოთახიდან არ გამოსულა. კატოც როგორც იქნა გამოჩნდა,პარკებით დატვირთული -უი,მოხვედი?გავიტან ამათ და მოგაქცევ ყურადღებას- მიაძახა და პარკები სამზარეულოში დააწყო -დიდი ხანია მელოდები?-გადაკოცნა და გვერდით მიუჯდა -რამდენიმე წუთია-მხრები აიჩეჩა -ის,აქაა-თავით ანიშნა ძმის ოთახისკენ -კი,რაც მოვედი იმის მერე ოთახშია. -ეგეც რა ჯიუტია-თავი გააქნია კატომ. საუბრობდნენ,როცა ლევანი ჩაცმული გამოვიდა. -დღეს გვიან დავბრუნდები-გააფრთხილა კატო -ნახვამდის თათა-მოკლედ მიუგდო და სახლიდან გავიდა -ზედაც არ მიყურებს-გაეცინა თათას-ამას ვგულისხმობდი როცა გეუბნებოდი,არ ვაინტერესებ ლევანს მეთქი-მხრები აიჩეჩა -გაბრაზებულია და მაგიტომ-დაიცვა ძმა -არც გაბრაზება არ ეტყობა სხვათაშორის,უბრალოდ ვკიდივარ -არაა მასე თათა... -კარგი,მოდი არ გვინდა. რამდენჯერაც შენ გნახავ სულ მასზე ხომ არ ვილაპარაკებთ?გთხოვ,თემა შევცვალოთ-მერე თემა შეცვალეს და ყველაფერზე ილაპარაკეს ლევანის გარდა. ლევანი ყველას გასაკვირად ძალიან მშვიდი ჩანდა. ნიკა გიჟდებოდა მას რომ უყურებდა. შეყვარებულს დაშორდი და საერთოდ როგორ არ განიცდიო. მერე ლევანს აგიჟებდა და კამათი მოსდიოდათ -რას შემე*ი ნიკა,რა გინდა?-ყელში რომ ამოუყვანა ერთ დღეს,ვეღარ მოითმინა -რა რა მინდა, დამანახე რომ გრძნობები გაგაჩნია საერთოდ!-ნიკასაც ნერვები ეშლებოდა -და იქნებ მართალი ხართ ყველა და არ გამაჩნია გრძნობები? რატომ მომი*ყანით ტვინი? -მაგისი არ მჯერა! უბრალოდ ეკას მერე ცდილობ არაფერი შეგემჩნეს. -ეკა რა შუაშია ვაფშე?-გაუკვირდა -პირველი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო შენთვის ეგ ქალი და მაგიტომ! სწორედ მაგ ქალის დამსახურებაა ქალებს ცოტა სკეპტიკურად რომ უყურებ -ეკა საერთოდ ვის ახსოვს ნიკა? -შეიძლება გკიდია,მაგრამ ფაქტია, რომ იყო ის ქალი შენს ცხოვრებაში და ურთიერთობები შეგაზიზღა. ამიტომაც იყავი თათასთან ასეთი თავშეკავებული,ზუტად ვიცი! მე რას გამომაპარებ შენ! -არაფერიც არ იცი! -კაი,მე ნუ მეტყვი,მაგრმ შენს თავს მაინც გამოუტყდი და ეგეც საკმარისი იქნება- ამით შეეშვა ნიკა ეკა და თათაზე საუბარს და მის მერე არც ართი არ უხსენებია და არც აპირებდა,მანამ,სანამ ლევანი თავად არ მოისურვებდა. ლევანი კი დუმდა. არაფერს ამბობდა. გულის სიღრმეში კი ენატრებოდა თათა და მასთან გატარებული დრო. ბევრი მოსაგონი არც არაფერი ჰქონდათ,მაგრამ მასთან ყოფნის დროს თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა,რასაც ეკასთან ყოფნის დროზე ვერ იტყოდა და ვერ გაიხსენებდა ასეთ მომენტს, მასთან სულ დაძაბული იყო,არასდროს იცოდა რა მოეწონებოდა ან რის გაკეთება მოუნდებოდა, ამიტომ სულ ცდილობდა მოეზომა ქმედებები და სიტყვები მასთან. ეკა იყო ქალი,რომელიც ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ნიკა მართალი იყო. ეკამ გავლენა მოახდინა ლევანის ცხოვრებაზე. სერიოზულ ურთიერთობებზე მას მერე აღარ ფიქრობდა,რაც ეკას დაშორდა,მანამ,სანამ თათა არ ჩაუვარდა გულში. მოსწონდა თათასთან ისეთი ურთიერთობა,როგორიც ჰქონდა, მოვალეობების გარეშე. მშვიდი და სწორხაზოვანი,როგორსაც თათა უწოდებდა. მაგრამ როგორც ჩანს თათას ამოუვიდა ყელში ასეთი ურთიერთობა და როცა უკვე ვეღარ უძლებდა,უთხრა და დაამთავრეს კიდეც ის. არ ტყდებოდა სხვებთან,მაგრამ მაინც ენატრებოდა თათა, ამას კი არავის აგრძნობინებდა,თათას ჩათვლით. არც თათა იკლავდა თავს შერიგების ინიციატივით.მიუხედავად იმისა,რომ ყველაზე მეტად უნდოდა ლევანთან ყოფნა. მაშინვე ინანა,როგორც კი დაშორებაზე უთხრა,მაგრამ უკვე გვიანი იყო და უკან დახევას აზრი არ ჰქონდა. სიამაყე ორივეს ხელს უშლიდა ერთად ყოფნაში. შაბათი საღამო იყო.თათა და თავისი თანამშრომლები რესტორანში იყვნენ,ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღეზე.ცოტა კი ეზარებოდა წასვლა,მაგრამ მაინც წავიდა. დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ.კარგი გარემო იყო და ბენდიც შესანიშნავად უკრავდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ,თუ ვიტყვი,რომ ლევანიც იმ რესტორანში,იყო,სხვა მაგიდასთან და სხვა გარემოცვაში.ცოტა ნასვამი. ლევანმა ადვილად შეამჩნია თათა, მაგრამ თათას წარმოდგენა არ ჰქონდა ისიც მანდ თუ იყო. სანდრო სულ თათას გვერდით იყო ხოლმე,1-2ჯერ აცეკვა კიდეც. დროს მშვენივრად ატარებდნენ. ლევანი ამ ყველაფერს უყურებდა უემოციო სახით. მერე თვითონაც რომ ვერ მიხვდა ისე ტელეფონი აიღო და წერილის წერა დაიწყო -ისე,ამ სანდროსთან ზუსტად ისეთი ურთიერთობა გექნება, როგორიც შენ გინდოდა,ხოდა რატომ არ მისცემდი შანსს? ))-დაწერა და ეგრევე თათას გაუგზავნა. მერე ტელეფონი დადო და თათას დააკვირდა. რომელმაც შეტყობინება გახსნა. სახეზე გაოცება ეტყობოდა. მერე ირგვლივ მიმოიხედა და ლევანის მზერას შეეჩეხა. რამდენიმე წამი უყურა, მერე ტელეფონს დაუბრუნა მზერა და თვითონაც აკრიფა შეტყობინება -გავითვალისწინებ)- სწრაფად დაუბრუნა პასუხი,მერე ისევ ლევანს შეხედა, რომელმაც წერილი გახსნა და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.მერე თითები აამოძრავა და ისევ რაღაც დაწერა -არც იფიქრო, არ არის ეგ შენი ტიპის კაცი!- გაუგზავნა და ტელეფონი გვერდზე დაიდო და მას მერე არ შეუხედავს თათასთვის,რომელიც წერილის წაკითხვის მერე ფეიერვერკებს უშვებდა გულში. ლევანი გაღიზიანებული დაბრუნდა რესტორნიდან,თათა კი პირიქით. ამ ერთმა მესიჯმა ისე გაახარა, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ხომ ისეთი არაფერი,მაგრამ თათა ხომ ყველა წვრილმანს ეძიებოდა და ყველაფერში რაღაც პოზიტიურს ეძებდა,ამიტომ ამ წერილშიც,მარტივად დაინახა მცირედი ეჭვიანობა,რომელიც ასე აკლდა მისგან. დაძინებას აპირებდა,ტელეფონმა რომ დაურეკა.ლევანის ნომრის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა -გისმენ-ვერ იჯერებდა რომ ახლა ლევანმა დაურეკა -ხომ არ გეძინა?-ხმაზე ეტყობოდა რომ ნასვამი იყო -ახლა ვაპირებდი-დაუბრუნა პასუხი -ხელს გიშლი? -ლევან,ნასვამი ხარ? -ვარ! -გინდოდა რამე?-გულაჩქარებულმა ჰკითხა -არაფერი, მიდი დაიძინე თუ ძილს აპირებდი- უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. თათა ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ლევანის ზარი. ან დარეკვა რა იყო ან გათიშვა. ვერაფერი გაიგო, მერე ალკოჰოლს დააბრალა და დაიძინა. ფხიზელი ლევანი ამ შემთხვევაში არ დაურეკავდა საღამოს მოსაკითხად. სამსახურში იყო ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა -გისმენთ?-უპასუხა უცხო ნომერს თათამ -თათა ხომ?-სასიამოვნო და ნაცნობი ხმა მოესმა მეორე მხრიდან -კი და რომელი ხართ?-გაკვირვებულმა ჰკითხა -გაგა ვარ თათა -აა,გაგა-გაახსენდა დედამისის დაქალის შვილი-როგორ ხარ? -კარგად,შენ როგორ ხარ? -რავიცი,არამიშავს -მოკლედ,რაზე გირეკავ, იტალიაში წასვლა გადადამედო გაურკვეველი ვადით,ხოდა მინდა რომ შეგხვდე თუ წინააღმდეგი არ ხარ,რა თქმა უნდა მეგობრულად-დაამატა ბოლოს,რადგან არ უნდოდა თათას რამე სხვანაირად გაეგო- ძალიან მომეწონე და მგონი არ ღირს ჩვენი ნაცნობობა ერთ დღეში დასრულდეს. ყავაზე რომ მიგიპატიჟო დამთანხმები? -რავიცი...-ცოტათი ყოყმანი დაიწყო -გეფიცები არანაირი მზაკვრული აზრები-გაეცინა გაგას-არც დედაჩემის ხელი ურევია-დაუმატა ისევ სიცილით.თათასაც გაეცინა -კარგი, როდის მეპატიჟები? -როცა შენ გეცლება,მითხარი და იმის მიხედვით. -ალბათ უფრო შაბათს -მაშინ იყოს შაბათი-შაბათს შეხვედრაზე შეთანხმდნენ და და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. კვირის დღეები ძალიან მალე გავიდა და შაბათიც მოვიდა. თათა და გაგა კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. მართლა მეგობრული შეხვედრა იყო. გაგამ პირდაპირ უთხრა ისე მომეწონე მაშინ რომ გნახე,შენნაირი მეგობრის დაკარგვა არ შეიძლებაო. -იმედია შენი შეყვარებული ჩემზე არ იეჭვიანებს ხომ?-ჩაეკითხა -არამგონია-თათამ მაინც თავი შეიკავა ჯერ გაგასთან გრძნობების გადაშლაზე და საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის ეთქვა რომ შეყვარებულს დაშორდა. ცოტა ხანი ისაუბრეს.გაგამ ძალიან გაამხირაულა. მეორედ ხედავდა ცხოვრებაში ამ ბიჭს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა ,რომ მთელი ცხოვრებაა იცნობდნენ ერთმანეთს. ისეთი უშუალო იყო გაგა,მასთან თავს შებოჭილად ვერ იგრძნობდი. კიდევ შეხვედრაზე შეთანხმებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. საღამოს კატო გავიდა თათასთან. იქ დარჩენას აპირებდა. თეაც წასული იყო ნანასთან წყნეთში,ალბათ რამდენიმე დღე მანდ დარჩებოდა. -ისე გადავიღალე,საერთოდ აღარ მინდა მუშაობა-წუწუნებდა კატო -შვებულებას არ იღებ? -ზაფხულამდე არა,ახლა რომ ავიღო ზაფხულში არ მომცემენ -რას ვიზამთ,ასეთია ჩვენი ხვედრი-გაეცინა თათას -სხვა რას შვები და.. -რავიცი,განსაკუთრებულს არაფერს. გაგას რომ შევხვდი გითხარი? -გაგა?-ვერ მიხვდა უცებ კატო -აი,დედაჩემის დაქალის შვილი, დამირეკა და შევხვდეთო -აა,ხო გამახსენდა-დიდად არ მოეწონა გაგას ხსენება კატოს-რაო,რა მინდაო? -მინდა რომ ვიმეგობროთო.მართლა კარგი ბიჭია -და გჯერა ახლა მაგისი შენ,რომ მაგას მართლა მეგობრობა უნდა?-დაეჭვებით ჰკითხა -კი კატო,მჯერა. -რა გულუბრყვილო ხარ არ შემიძლია-ტუჩები დაპრუწა -არ იცნობ და მაგიტომ მსჯელობ მასე. მერე შენც გაგაცნობ და მიხვდები რასაც ვამბობ-თათასაც არ ესიამოვნა კატოს უნდობლობა -ლევანს არ მოეწონება ვიღაც ბიჭს რომ ხვდები -გაგახსენებ, მე და ლევანი დავშორდით უკვე -მერე რა, მე მაინც მგონია რომ შერიგდებით-მხრები აიჩეჩა - მე არ მგონია კატო... -მე მაინც გირჩევდი,რამე ისე არ გააკეთო,მერე მართლა რომ ვერ შერიგდეთ-გააფრთხილა კატომ -რას გულისხმობ?-გაღიზიანდა თათა -მაგ გაგას უცნაურად უახლოვდები, არ მინდა მაგ ბიჭმა უფრო დიდი უფსკრული გააჩინოს შენსა და ლევანს შორის-გულწრფელად უთხრა რასაც ფქრობდა -კატო, ჩემსა და ლევანს შორის უფსკრულს სხვა ვერ გააჩენს,ჩვენ თვითონ ვერ შევინარჩუნეთ ურთიერთობა და სხვას როგორ დავაბრალოთ -მაინც არ მესმის ბოლომდე,რატომ დაშორდით.არ გენატრება? -გთხოვ... ჭრილობაზე მარილი არ დამაყარო.. -მაპატიე -მენატრება,როგორ არ მენატრება? ხანდახან ისე მინდა მივიდე და უბრალოდ მოვეხვიო. თან ვნანობ რომ მე ვიყავი ინიციატორი დაშორების,თან მგონია რომ მართალი ვიყავი, მეც არეული ვარ. ლევანის გარდა სხვა არავინ მინდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ მეც დავიღალე. ჯერ იყო და არ მამჩნევდა,სულ მეჩხუბებოდა და უმიზეზოდ ვყავდი ათვალწუნებული, მერე იყო და არ ვიცი რა გააუტრიალდა თავში და მომწონხარო და შეყვარებულები გავხდით.შეყვარებულობის პერიოდითაც ვერ დავიკვეხნი. მგონია რომ ,,პონტის’’ შეყვარებულები ვიყავით-თათამაც გულწრფელად თქვა რაც აწუხებდა -ლევანთან ამაზე გისაუბრია?-ინტერესით ჩაეკითხა კატო -მეტნაკლებად -მგონია რომ მას უნდა უთხრა ეს ყველაფერი გულწრფელად და ისე გაარკვიოთ -რა აზრი აქვს, ერთად აღარ ვართ -და ისევ რომ იყოთ ხელს რა გიშლით თქვენი პრინციპების მეტი? -არ ვიცი კატო, არამგონია ლევანს ისევ მოუნდეს ჩემთან-ამის თქმისას ხმა გაუტყდა და თავი ჩახარა -უნდა,დარწმუნებული ვარ მასაც უნდა. სულ დაბღვერილი დადის -არ ვიცი...სულ ყველაფერი რთულად რატომ მაქვს ცხოვრებაში-ამოიოხრა თათამ და თავი ბალიშზე დადო. კატომ ცოტა ხანი გაჩუმება არჩია,მიხვდა რომ თათა თავს არ გრძნობდა კარგად.თვითონაც გვერდით მიუწვა და ჩუმად ჭერს მიაშტერდა -ლევან, ჩემი პრინტერი რაღაც ჭედავს და ამომიბეჭდავ?- მეხსიერების ბარათით ხელში შევიდა ნატა ლევანთან -კი,მომეცი-ჩიპი გამოართვა და თავის კომპიუტერში შეაერთა -სულ მიჭედავს და უკვე ძალიან შემაწუხა-ტუჩები დაპრუწა ნატამ -უთხარი ნიკას და გამოგიცვლის-უთხრა და ამობეჭდილი ფურცელი მიაწოდა -მადლობა-ცალი ხელი ხელზე დაადო და მოუჭირა მადლობის ნიშნად და მეორეთი ფურცლები გამოართვა-ოქრო ხარ-ლევანს გაეცინა,არაფერი უპასუხია ნატა გასვლას აპირებდა,კარებიდან რომ მოტრიალდა -ისე,მე და შენ ყავა ერთად არასდროს დაგვილევია და ხომ არ გავსულიყავით ერთი დღე სადმე?-ღიმილით შესთავაზა. ლევანისთვის მოულოდნელი იყო,არ ელოდა მსგავს შეთავაზებას -რავიცი ნატა, ვნახოთ-მხრები აიჩეჩა -კი კი,აუცილებლად-თვალი ჩაუკრა და ფეხსაცმლის კაკუნით დატოვა მისი ოთახი. ლევანმა თვალები აატრიალა -ესღა მაკლდა-უკმაყოფილოდ ამოიოხრა და კომპიუტერს მიუბრუნდა. თათა და გაგა კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ტელეფონითაც კონტაქტობდნენ.ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ბევრ ბავშვობიდან მოყოლებულ მეგობრებს შეშურდებოდათ. ნატამ მაინც მოახერხა,იმდენი უბურღა ტვინი ლევანს, ყავის დასალევად მაინც გაიყვანა.სოციალურად აქტიურ ნატას არც ფოტოს დადება და ლევანის მონიშვნაც არ დავიწყნია. თათამ ფოტო რომ ნახა უარესად მოეშალა ნერვები.თავისი ვარაუდი გამართლდა. კატოს დაბადების დღე ახლოვდებოდა. კატოს ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღეების აღნიშვნა,ამიტომ არც ეს იყო გამონაკლისი და რესტორანში გადაწყვიტა გადახდა. თათას შესთავაზა,თუ გინდა გაგასაც უთხარი,ისე მიხასიათებ მაგ ბიჭს,ერთი სული მაქვს გავიცნო და ეს კარგი შესაძლებლობა იქნებაო და თუ სურვილი ექნება წამოიყვანეო.თან გულში მზაკვრულმა იდეამაც გაურბინა. უნდოდა თავისი ძმა ეეჭვიანებინა და თათას ბიჭთან ერთად რომ დაინახავდა გაბრაზებულიყო. თათამ ცოტა ხანი იყოყმანა,ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა გაგასთვის,თან იმაზეც ფიქრობდა სხვანაირად არ გაიგოს რამეო,მაგრამ მერე მიხვდა რომ სისულელეებს ფიქრობდა და გაგას შესთავაზა მასთან ერთად წასვლა,რაზეც ბიჭი სიხარულთ დასთანხმდა. ლევანს შეუმჩნეველი არ დარჩენია თათას ვიღაც ბიჭთან ერთად მოსვლა.ორივე ისე მხიარულად მოაბიჯებდა,რომ ტვინში სისხლი მოაწვა. თათამ კატოს მიულოცა და თან გაგაც გააცნო -კატო,გაიცანი გაგა. გაგა ეს კატოა-მოკლედ გააცნო ერთმანეთს. კატოს გაგას დანახვისას გულმა სხვანაირი დარტყმა გააკეთა. კი იცოდა თათასგან რომ კარგი ბიჭი იყო,მაგრამ ასეთ სიმპათიურს არ ელოდა. -სასიამოვნოა-ძლივს ამოიღო კატომ ხმა -ჩემთვისაც-საოცარი ღიმილით უთხრა გაგამ-და გილოცავ დაბადების დღეს-უთხრა და ყვავილები გადასცა კატო ახურებული მოშორდა მათ.ცდილობდა არ შეემჩნია,რომ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა გაგამ. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა მაგიდასთან. ლევანი მათგან ცოტა მოშორებით იჯდა,მაგრამ კარგად ხედავდა თათას. ნერვები ისე ჰქონდა მოშლილი,ყველაფრის ხალისი დაკარგა -რაღაც ცუდ ხასიათზე მეჩვენები-ეშმაკურად ჰკითხა გვერდით მჯდომმა ნიკამ-ვინმემ ხომ არ გაგაბრაზა?-სიცილით ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა.ლევანმა ისეთი მზერით გახედა, მაგის მერე სურვილი არ გასჩენია ნიკას ეღადავა. თათა გრძნობდა ლევანის მზერას და სახეზე ახურებული იჯდა, არ უნდოდა მისკენ გაეხედა,მაგრამ რამდენჯერმე მზერა გაეპარა და თვალი თვალში მოუხვდა. ცოტა რომ შეხურდა სიტუაცია,თათა ცოტა ხანი დაეხსნა გაგას და საპირფარეშოში გავიდა. ტუჩსაცხი ცოტათი გადასვლოდა და შეისწორა,თმასაც გადაუსვა ხელი. წყალი გადაივლო და გარეთ გავიდა. ის იყო დარბაზში უნდა შესულიყო,ლევანმა მხარში ხელი რომ მოჰკიდა და გასსასვლელისკენ წაიყვანა -ლევან,რას აკეთებ?-გაოცებულმა ჰკითხა -სალაპარაკო მაქვს-მოკლედ მოუჭრა და რესტორნის გარეთ გავიდნენ -მოკლედ,ბიჭების დეფიციტს არ განიცდი ხომ?-ირონიულად ჰკითხა და ხელი გაუშვა -რანაირად მელაპარაკები? -როგორც იმსახურებ. ჯერ იყო და შენი თანამშრომელი სანდრო,ახლა კიდევ ეს უცხო ტიპი,არ გრცხვენია მაინც? -სასირცხვილოს რას ვაკეთებ?-აღშფოთდა თათა -ვერ ხვდები?-არც ლევანმა დააკლო-2 თვეა დავშორდით და ხალხს სალაპარაკოს აძლევ! არაა ლამაზი,გოგო სხვადასხვა ტიპებთან ერთად რომ იჩითება -ლევან,სისულელეს მაბრალებ-ეწყინა კატოს -რაც აქამდე არ გაგიკეთებია,მაგას ახლა ანაზღაურებ და აიშვი ხომ?-საერთოდ არ დაინდო ლევანმა,რადგან ისე ჰქონდა მოშლილი ნერვები,არ აინტერესებდა თუ როგორ ატკენდა თათას გულს -ასეთ რაღაცას რანაირად მაბრალებ?-ცოტაც და შეურაცხყოფისგან იტირებდა,მაგრამ თავს მაქსიმალურად იკავებდა-სანდრო თანამშრომელია და მასთან არაფერი არ ხდება,გაგა კიდევ ჩემი მეგობარია და საერთოდ ვერ ვხვდები რატომ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა-ცოტა ხმას აუწია თათამ -ხო,მეგობარი-ირონიულად თქვა-ჭკუას ვერასდროს ისწავლი ხომ? -შენ საერთოდ ჩემთან რა პრეტენზიები გაქვს?შენ თვითონაც კარგად დადიხარ კაფეებში ნატასტან ერთად -ნატა რა შუაშია -ნატა ისევე შუაშია, როგორც სანდრო-ნიშნისმოგებით უთხრა-რომ გითხარი მოსწონხარ მეთქი არ დამიჯერე. -მსგავსი არაფერი! -კარგი, არ ვაპირებ შენთან კამათს-უთხრა და შიგნით შესვლას აპირებდა ლევანმა რომ გააჩერა -მართლა არ არის რა ლამაზი სხვადასხვა ბიჭებთან სიარული-ბოლოს ოდნავ დამშვიდებულმა უთხრა- არ მინდა შენზე ცუდი თქვან -მე ცუდს არაფერს ვაკეთებ-მკვახედ მიუგო და რესტორანში შევიდა. ლევანმა გაბრაზებულმა ამოიღო სიგარეტი,მოუკიდა და ღრმად გადაუშვა მისი ბოლი ფილტვებში. -ჩემს ნერვებს შეიწირავს ეს გოგო-ამოიოხრა და ფილტვებში დაგუბებული ბოლო გარეთ გამოუშვა. კატოს დაბადების დღემ მშვიდად ჩაიარა. ლევანს და თათას მის მერე ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.კარგად მოილხინეს და ნასიამოვნები დაიშალნენ. მეორე დილით კატომ თათას დაურეკა -ხომ არ გაგაღვიძე?-ახალი გაღვიძებული იყო კატო,თვალი გაახილა თუ არა ეგრევე თათას დაურეკა -არა,რა გამაღვიძე,ხომ იცი ამ დრომდე არასდროს მძინავს -ხო,მართალია,მე ვერ გამოვფხიზლდი ჯერ -ახლა რომ გღვიძავს ის მიკვირს მე-გაეცინა თათას -ხო,რაღაც კარგად ვერ დავიძინე-დაამთქნარა-ის გაგა რა მაგარი ტიპია-გადავიდა იმ თემაზე რაც აინტერესებდა-აქამდე რატომ არ ვიცნობდი ნეტა-კატო ყოველტვის პირდაპირი იყო,იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი -მოგეწონა?-გაეცინა-ხომ გეუბნებოდი კარგი ბიჭიათქო -მინდა ახლოს გავიცნო,ვერ მოგვიწყობ ერთ შეხვედრას?- -ვაუ,ასე სერიოზულად კატო?-წარბები ასწია თათამ -პირველივე ნახვით დამშოკა-სიცილით უთხრა-ხომ შემახვედრებ?-თხოვნით მიმართა -კი,რა პრობლემაა,როგორმე შეგახვედრებთ-გაეცინა-რახან შენ ვიღაც მოგეწონა,უკან არაფერზე დავიხევ -მიყვარხარ. წავედი ახლა ავდგები და მოგწერ მერე -კაი,მიდი-დაემშვიდობნენ და ტელეფონი გათიშეს. თათას გაუხარდა კატოს ინიციატივა. იშვიათად ამბობდა ვინმეზე,რომ მოსწონს და გაგაც იმ უიშვიათესთაგანი იყო,ვინც კატოს მოეწონა,ამიტომ,რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეორგანიზებინა შეხვედრა. კატოს დაბადების დღის შემდეგ,1 კვირა იყო გასული,თათამ გაგას დაურეკა.მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა -შენთან პატარა თხოვნა მაქვს -აბა გისმენ-დაინტერესდა გაგა,პირველი შემთხვევა იყო თათა რომ რაღაცას თხოვდა -კატო ხომ იცი? -როგორ არ ვიცი-გაეცინა -მართალია,რა კითხვაა,რა თქმა უნდა იცი-არეულად უთხრა- მოკლედ,კატო მუშაობს რედაქციაში,ჟურნალისტია.ახლა დავალება აქვს ასეთი-სტატია უნდა დაწეროს უცხოეთში მყოფ ბიზნესმენებზე,ხოდა სურვილი ხომ არ გექნებოდა რომ მიგეღო ინტერვიუში მონაწილეობა?-ისე შესთავაზა,კარგად მოფიქრებული ტყუილი თათამ, წარბიც არ შეუხრია -და კონკრეტულად რას ეხება?-ინტერესით ჰკითხა -ნუ,ზოგადად,იქაური ბიზნეს გარემო როგორია და შედარება რომ გააკეთო საქართველოსი ევროპის სხვა ქვეყნებთან -გაწელილი ხომ არ იქნება ძალიან?-გაეცინა -არამგონია-თათასაც გაეცინა -მაშინ,კარგი,პრობლემა არაა.მითხარი როდის და შევხვდები -კარგი,დიდი მადლობა-გახარებული დაემშვიდობა,მაგრამ ეცადა ხმაზე არ შემჩნეოდა. ახალი ამბავი კატოს აცნობა,რომელმაც სიხარულისგან შეჰკივლა -აუ ოქრო ხარ რა. რეები ჩაგიტარებია-ძალიან აჟიტირებული იყო -ახლა შენ იცი,კითხვები მოამზადე-გაცინა -კი მოვამზადებ,მაგრამ,ეს თემა საერთოდ რომ არ გვაქვს გეგმაში-მერე დაფიქრდა -შენი ნება არაა რას დაწერ?ხომ გაქვს თავისუფალი თემები,ხოდა დაწერე -ხო,თვეში ერთხელ იმაზე ვწერ რაზეც მე მინდა,ხოდა ამისთვის გამოვიყენებ-გაუხარდა,რომ მარტივად მოერგო სიტუაციას. მალევე დიწყო კითხვების მომზადება. ეცადა ძალიან მომაბეზრებელი არ ყოფილიყო და თან ისეთი გამოსულიყო,დიალოგი რომ გამოსვლოდათ. კატოს ასეთები არ ეშლებოდა,ამიტომ შედგენილ კითხვებს რომ გადახედა,კმაყოფილმა გაიღიმა და დაელოდა როდის შეხვდებოდა გაგას. -სუპერია-თათამ რომ კითხვები წაიკითხა,ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად.კატოსთან იყო სახლში,რომელიც მარტო იყო,რადგან ლევანი 2 დღით წასული იყო ქალაქგარეთ. -ვეცადე მაქსიმალურად-მხრები აიჩეჩა -არა,მართლა მაგარია. როდის გინდა რომ ვუთხრა გაგას შეხვედრაზე? -იმ კვირას ნებისმიერ დღეს -ოქეი -დღეს ხომ დარჩები? -რავიცი -დარჩი რა,მარტო მეზარება -კარგი ხო-იცოდა კატო მაინც იმდენს იზამდა,დაარწმუნებდა დარჩენაზე,ამიტომ მალევე დათანხმდა. ისე შემოაღამდათ ლაპარაკში,ვერც იგრძნეს, ლოგინში დაწვნენ თუ არა,კატო ეგერვე გაითიშა. თათამ ვერაფრით მოისვენა,ძილი არ ეკარებოდა. მერე სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. საძინებლისკენ რომ მიდიოდა,ლევანის ოთახისკენ გაეპარა მზერა. მერე ცდუნებამ სძლია და იქეთ წავიდა. შესვლისთანავე იგრძნო ოთახის დადებითი აურა.ღრმად ამოისუნთქა და ოთახს მოავლო თვალი. ისე ჩუმად დადიოდა, თავი ქურდი ეგონა,სხვის სახლში ჩუმად შეპარული. კომოდზე მის სუნამოს მოკრა თვალი.ხელში ფრთხილად აიღო,თავსახური მოხადა, მისი სურნელი შეიყნოსა და თვალები დახუჭა. როგორ ძალიან ენატრებოდა. ცრემლებმა თვალები აუწვა.სუნამო ფრთხილად დადო და მერე ლოგინისკენ წავიდა. ჩამოჯდა,ხელი გადასაფარებელს გადაუსვა და ჩაფიქრდა.გაახსენდა ერთად რომ ეძინათ. რა ბედნიერი იყო მის მკლავებში რომ ეღვიძებოდა.ცრემლი წამოუვიდა და ლოყის გავლით ყელამდე ჩააღწია.მერე დაუფიქრებლად საწოლზე წამოწვა,მისი ბალიჩი ჩაიხუტა და ბალიშთან ჩახუტებული გაუნძრევლად იწვა კარგა ხანი,თან ლოყას ცრემლები უნამავდა. ვერ მიხვდა,ისე ჩაეძინა. არ განძრეულა, დილით იმავე პოზაში იწვა,როგორც დაიძინა. მზის სხივებმა შეაწუხა.თვალი ნელ-ნელა გაახილა.გაიზმორა და ხელები ჰაერში გაუშეშდა,საწოლზე,მის გვერდით მჯდარი ლევანი რომ დაინახა,რომელიც თათას მზერას არ აშორებდა. თათა სწრაფად წამოჯდა.თავი ძალიან უხერხულად იგრძნო,ლევანმა მის ოთახში ასეთ მდგომარეობაში რომ წაასწრო -ლევან...-ვერაფრის თქმა ვერ შეძლო -დილაშვიდობისა-ურეაქციოდ მიესალმა ლევანი,სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა,უბრალოდ თათას თვალებში უყურებდა,რაც უფრო აბნევდა გოგოს -მე..ისა.. მაპატიე-უაზრო მოძრაობები გააკეთა და სიტყვებიც არ ჰქონდა,რა შეიძლებოდა ეთქვა-ასე გამოვიდა-ამოიოხრა ბოლოს,რადგან მიხვდა აზრი არ ჰქონდა არაფრის მტკიცებას და მოეშვა.ლევანი უხმოდ უხურებდა რამდენიმე წამი,თითქოს აკვირდებოდა და რაღაცის გაგება სურდა -თათა,რას ცდილობ?-მერე ინტერესით ჩაეკითხა.თათას თვალები გაუფართოვდა -არაფერს,მართლა,ისე ინსტიქტურად მოხდა ყველაფერი-ისევ შეეცადა აეხსნა მაგრამ ლევანმა არ დააცადა -ზოგადად გეკითხები. რა გინდა? -რა მინდა?-კითხვა შეუბრუნა -ჩვენი ურთიერთობისგან რა მოლოდინები გქონდა?-მერე პირდაპირ მიადგა სათქმელს,რადგან თათა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ლევანი -დილაუთენია არ მგონია ამაზე საუბარი ღირდეს-წამოდგომა დააპირა -არა,ახლა ზუსტად რომ შესაფერისი დროა-ხელით დააბრუნა ლევანმა უკან საწოლზე -ლევან... -მაინტერესებს,რამეს დაგპირდი და ვერ ავასრულე? რა ვერ გავაკეთე ისე,როგორც შენ გინდოდა. გისმენ თათა!-ინტერესით ჩააჩერდა -რისი მოსმენა გინდა ლევან? -გითხარი უკვე! მაინტერესებს რა ვერ გავაკეთე სწორად შენი გადმოსახედიდან? -კარგი-ამოიოხრა-რადგან გაინტერესებს გეტყვი რაც მაწუხებდა-ბოლოს დანებდა,ახლა ეტყოდა ყველაფერს რაც სათქმელი ჰქონდა და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებდა -ვგრძნობდი,რომ შენ მე არ გიყვარდი-თვალი თვალში გაუყარა,უნდოდა ლევანის რეაქცია დაენახა,მაგრამ ლევანს მიმიკაც არ შეცვლია-ჩვენ არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა,როგორიც წყვილებს აქვთ ხოლმე-განაგრძო მერე,რადგან მიხვდა რომ ლევანი მას ელოდებოდა და აცდიდა სათქმელი ბოლომდე დაესრულებინა-ხანდახან ისე მინდოდა შენც ბანალური შეყვარებული ყოფილიყავი,როგორც სხვები არიან ხოლმე,მაგრამ ასეთი არ იყავი. მინდოდა თავი საჭიროდ მეგრძნო შენს გვერდით,მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდი,სულ ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ ჩემთან რაღაც გაკავებდა,მაგრამ შენი სურვილით არა.ასე მგონია გიტყდებოდა მე რომ შენი შეყვარებული ვიყავი. არსად არ ვჩნდებოდით ერთად,არასდროს მთავაზობდი შენთან ერთად წამოსვლას... არასდროს მიზიარებდი შენს განცდებს, არასდროს მიყვებოდი შენი დღის ამბებს,თუნდაც წვრილმანებს და რაც მთავარია,არასდროს გითქვამს რომ გიყვარდი-ბოლო სიტყვა ხმადაბლა თქვა. ძალიან იყო ამ სიტყვა ,,მიყვარხარ’’-ს ჩაბღაუჭებული თათა,რადგან ოცნებობდა ეს სიტყვები ერთხელ მაინც მოესმინა მისი საყვარელი მამაკაცისგან. -შენ მე არ მიცნობდი თათა?-მისი მონოლოგის მერე პირველი ეს კითხვა დაუსვა-ხომ მიცნობდი?-კითხვა გაუმეორა,თათამ უბრალოდ თავი დაუქნია -მერე? ხომ იცოდი როგორიც ვიყავი? არ ვარ ეს ტიპი ლამაზი სიტყვებით და სიურპრიზებით რომ ვანებივრო ქალი,მართალია ძალიან გიყვართ ქალებს ასეთი რამეები,მაგრამ მე არ შემიძლია,განა არ მინდა,უბრალოდ ჩემს ხასიათში არ ჯდება. არ შემიძლია გრძნობების გამოხატვა.უაზრო სიტყვების რახარუხს,მირჩევნია საქმით დავამტკიცო ხოლმე ჩემი გრძნობები -და რა გრძნობები გქონდა ჩემს მიმართ ლევან?-ცოტა ირონიულად ჰკითხა თათამ-რაში გამოხატავდი და მე ვერ ვამჩნევდი? -თუნდაც იმაში,რომ შენთან ურთიერთობისას ძალიან შევიცვალე. ვერ ამჩნევდი ჩემს ცვლილებას შენდამი? ის ლევანი,რომელიც მანამდე გეპყრობოდა და შეყვარებული ლევანი ერთი და იგივე იყო?მე შენთან ძალიან კომფორტულად ვიყავი თათა.მართალია,შენთვის არასდროს მითქვამს რომ მიყვარხარ, რასაც ასე ძალიან ხარ ჩაჭიდებული,მაგრამ მითხარი,განა რა ძალა აქვს ამ უაზრო სიტყვებს?ადამიანს შეიძლება უთხრა მიყვარხარ,მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვა იყოს და მეტი არაფერი,შეიძლება ის ადამიანი დღეს რომ შენ გეფიცება სიყვარულს,წავიდეს და ხვალ სხვას აუხსნას, მითხარი ასეთ სიტყვას რა ფასი აქვს?არანაირი თათა. მთავარია გულით გრძნობდე რომ იმ ადამიანთნ გინდა და მასაც უნდა. -ხო,მაგრამ ხანდახან საჭიროა სიტყვებითაც აგრძნობინო ადამიანს რომ მისთვის ძვირფასი ხარ,რომ გჭირდება, მასთან გინდა და რომ მის გარეშე არ შეგიძლია -ჩემთან თავს ცუდად გრძნობდი? -არა -გაგრძნობინე რომ ჩემთვის საჭირო არ ხარ? ასე რომ ყოფილიყო,მარტივად გავწყვეტდი შენთან ურთიერთობას,რადგან არ ვარ იმ ტიპის ადამიანი,ქალთან უაზროდ რომ წელოს ურთიერთობა და შეყვარებულის სტატუსი ატაროს, ამის არანაირი მიზეზი არ მქონია და ამას უნდა მიხვედროდი,რადგან ასე თუ ისე გამიცანი-ლევანმაც თავისებურად აუხსნა.თათას არაფერი არ უთქვამს ლევანიც ნაწილობრივ მართალი იყო და იმ ქალურ ამბებს რაც არ უნდა აეხსნა მისთვის,ლევანი ვერ გაიგებდა.ამიტომ მეტად აღარ გააგრძელა -თანაც,მხოლოდ ჩემგან რომ ითხოვ,შენ რანაირად იქცეოდი?-მერე ისევ ლევანმა გააგრძელა- რაც აქედან წახვედი, შეხვედრებზე სულ პრობლემა გვქონდა,რამდენიც შენთან შეხვედრას დავგეგმავდი,იმდენი საქმე გამოგიჩნდებოდა,მაგრამ ახლა რატომღაც დრო სულ გაქვს,სხვა ბიჭებთან ერთად რომ იარო-ბოლო სიტყვები ირონიულად უთხრა -ლევან,შენც კარგად იცი რა პრობლემები მქონდა ოჯახში.. იმ მომენტში ის დრო მჭირდებოდა დედაჩემთან -მესმის თათა,მაგრამ როგორღაც შეგეძლო გადაგენაწილებინა, ახლა ხომ ახერხებ? -ახლა სიტუაცია შეიცვალა.. -მართალი ხარ,ახლა დავშორდით -ეს არაფერ შუაშია,ლევან რატომ არ გესმის? -მეც ისევე არ მესმის შენი,როგორც შენ ჩემი -სხვა ბიჭები არ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში -,,ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო’’-ირონიულად თქვა ლევანმა -არ ვიცი რამდენად გჯერა ჩემი, შენი ნებაა დაიჯერებ თუ არა,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სხვა ბიჭი არ არსებობს და არც არსებულა შენს გარდა-ლევანის უნდობლობით გულნატკენმა მიახალა. აღარ აპირებდა იმის მტკიცებას,რომ სხვა ბიჭებს არ ხვდებოდა,თუ არ უნდოდა მაინც არ დაიჯერებდა,ამიტომ ნერვები უარესად არ მოიშალა. მერე ლევანს არ დალოდებია ისე გავარდა მისი ოთახიდან. კატოს ოთახში შევიდა,რომელსაც ისევ ეძინა. ფრთხილად მიუწვა,ისე თითქოს მთელი ღამე მასთან ეძინა და ეცადა ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო. იმ დღეს ლევანს არ გადაყრია,ყველანარიად ეცადა მალე წასულიყო,კატომ გიღვიძა თუ არა,თათა დაემშვიდობა,რაღაც მოიმიზეზა და წავიდა. გაგა და კატო პარასკევს შეთანხმდნენ ინტერვიუზე.მყუდრო კაფე აირჩიეს,სადაც ხმაური ხელს არ შეუშლიდათ. კატო რომ მივიდა გაგა უკვე მანდ იყო.კატოს დანახვისას ფეხზე წამოდგა, ღიმილით მიესალმა და მაგიდასთან დაჯდომაში მიეხმარა. -ბოდიში რომ დამაგვიანდა,საშინელი საცობი იყო-უთხრა ყველაზე სტანდარტული პასუხი დაგვიანების -არაუშავს,ქალმა თუ შეხვედრაზე არ დაიგვიანა, ეგრე რა მუღამი აქვს-გაეცინა გაგას -ეგ პაემანზეა ნათქვამი-სიცილით შეუსწორა კატომ -ნუ ამ სიტუაციაშიც ჩაჯდა-სიცილით თვალი ჩაუკრა. კატოს ძალიან მოსწონდა გაგას ღიმილი, ათჯერ უფრო სიმპათიური ხდებოდა,როცა იღიმოდა. -ზოგადად,ძალიან პუნქტუალური ვარ,მაგრამ ახლა მართლა საცობის ბრალი იყო-ეცადა სახელი არ გაეფუჭებინა და თავი დაიცვა -არაუშავს,მესმის-დაამშვიდა გაგამ. მერე მიმტანი მოვიდა,რომელსაც შეკვეთა მისცეს. კატომ ბლოკნოტი ამოიღო და ხმის ჩამწერიც მოამზადა. -დავიწყოთ ხომ,დრო რომ არ დავკარგოთ?-ჰკითხა და გაგას თანხმობის მერე დაიწყო შეკითხვების დასმა. ინტერვიუს პროცესში სულ სხვანაირი იყო გაგა,თავდაჯერებული,გაწონასწორებული და ზუსტად პასუხობდა ყველა შეკითხვას. საერთოდ არ ჰქონდა თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა და ძალიან უშუალო იყო ურთიერთობაში. ბოლო კითხვაც დაუსვა კატომ და ღიმილით დახურა ბლოკნოტი -ძალიან მაგარი იყო-შეუქო ინტერვიუ კატომ-მომდევნო კვირას დაიბეჭდება -ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თუ რამით დაგეხმარე-გაუღიმა -შენი შეწუხება არ მინდოდა,მაგრამ თათას რომ ვუთხარი რაზეც უნდა დამეწერა,თვითონ შემომთავაზა ვთხოვ გაგას თუ დამთანხმდებაო-ურცხვად იცრუა და წვენი მოსვა -არ შევწუხებულვარ,პირიქით,ჩემთვისაც საინტერესო იყო. იმედია ტიპიური ჟურნალისტი არ ხარ და შენებურად არ გადააკეთებ პასუხებს-გაეხუმრა გაგა, კატოსაც გაეცინა -პირობას გაძლევ ყველაფერს ისე დავწერ,როგორც თქვი-გაუღიმა -დასაფასებელია ასეთი ჟურნალისტები-კატოს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. -სასიამოვნოა შენი გაცნობა გაგა-მოულოდნელად კომპლიმენტი უთხრა კატომ -ჩემთვისაც-გულწრფლად გაუღიმა გაგამ -ახლა უნდა წავიდე, სტატია მაქვს დასამთავრებელი-ბლოკნოტი ჩანთაში ჩაიდო და გაგას მიუბრუნდა- იმედია კიდევ შევხვდებით-იდუმალი მზერით შეხედა და გაუღიმა -აუცილებლად-ისეთივე პასუხი დაუბრუნა,როგორი ნათქვამიც იყო მისი მისამართით -მაშინ,დროებით-კიდევ ერთხელ დაუღიმა კატომ, დაემშვიდობა და ბედნიერმა დატოვა კაფე. -დღეს უეჭველი გამოდი, ახალი სეზონის პრემიერას ერთად ვუყუროთ-ტელეფონში შეუთანხმდა კატო თათას -კარგი აზრია, გამოვალ-დაეთანხმა -მიდი,გელოდები მაშინ. პარასკევი საღამო იყო. მათი საყვარელი სერიალის ახალი სეზონის პრემიერა იყო და გადაწყვიტეს ერთად ენახათ. კატომ სასუსნავები და სასმელები მოიმარაგა -კაი,სერიოზულად?-თვალები დაქაჩა თათამ ერთი შეკვრა ლუდის ბოთლების დანახვაზე -არ მაინტერესებს,დღეს ვსვამთ-კატეგორიული იყო კატო -ქორწილი გქონდა? ამდენი რად გინდოდა-დაიწუწუნა -ვსვამთ და მორჩა! -ერთი ქილა ლუდიც საკმაოდ მათრობს,ხომ იცი არა -არაუშავს,დღეს აქ რჩები,ხვალ სამსახური არ გაქვს,ასე რომ პრეტენზიები არ მიიღება-ისე მოუჭრა თათა აღარ შეწინააღმდეგებია. სასურველი დროც დადგა და დაიწყო მათი სერიალი. ინტერესით უყურებდნენ და შიგადაშიგ კომენტარებსაც აკეთებდნენ,თან ლუდს წრუპავდნენ და სასუსნავებს აყოლებდნენ. -აუ ახლა რა დაელოდება შემდეგ კვირას-ამოიოხრა კატომ და ლუდი მოსვა -დასაწყისი კარგი იყო მომეწონა-თათამაც გააკეთა კომენტარი -კი,გადასარევი-მიწის თხილი გაიქანა პირში-შენ რა, ერთი ქილაც არ დაგიცლია?-თვალები დაუქაჩა თათას-მიდი ახლა დამეწიე,იცოდე-დაუცაცხანა და კიდევ ერთი ქილა მიაწოდა -კაი რა-აბუზღუნდა თათა და მეორე ქილა გახსნა. ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ლუდს ეტანებოდა ისიც ათასში ერთხელ. მასზე ძალიან მოქმედებდა. ლუდიც საკმაოდ ათრობდა. ლაპარაკში ისე გაერთნენ, მთელი შეკვრა ლუდი დაცალეს. თავიდან ჭირდა დალევა თორემ სმის პროცესში უკვე კარგად მიდიოდა. კატოს უკვე თვალები ეხუჭებოდა,სასმლის მერე მალევე იძინებდა. საწოლზე მიწვა და ლაპარაკის პროცესში მიეძინა. თათამაც თვალები დახუჭა. ცოტა ხანს დაიძინა,მაგრამ ალკოჰოლი აწუხებდა და ძილში ხელს უშლიდა.ვერ მოისვენა. წყვეტილ-წყვეტილ ეძინა. მერე ლოგინში რომ ვეღარ გაჩერდა,სამზარეულოში გავიდა. ცივი წყალი ერთი მოყუდებით გამოცალა,ისე წყუროდა.მერე მეორე ჭიქაც აივსო და ცოტა ხანი სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა. საათს გახედა,ორის ნახევარი იყო. თავი ხელებში ჩადო და საფეთქლები მოისრისა. სახლში ახალმისული ლევანი,რომელიც მეგობრის შვილის ნათლობაზე რესტორანში იყო და გვიანობამდე შემორჩა, სამზარეულოში შუქის დანახვისას იქეთ წავიდა.ამ დროს მაგიდასთან მჯდარი,ხელებში თავჩარგული თათა რომ დაინახა ,ძალიან გაუკვირდა -თათა?-ხელი ფრთხილად დაადო მხარზე.თათა მოულოდნელობისგან შეკრთა,არავის ელოდა ამ დროს -ვაიმე ლევან,გული გამიხეთქე-რომ ნახა ვინც იყო ცოტა დამშვიდდა -აქ რას აკეთებ ამ დროს?-ირგვლივ მიმოიხედა -დღეს აქ ვრჩები-მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა -მაგდენს მივხვდი-გაეცინა ლევანს-ამ დროს და ასეთი ჩაფიქრებული აქ რატომ ხართქო -აააა-სიტყვა გაწელა-სამზარეულოში რატომ ვარ იმას მეკითხები?-გაეცინა-წყალს ვსვამ-ჭიქა აიღო და აჩვენა. ლევანს რაღაც არ მოეწონა თათას თავს, ეტყობოდა რომ ჩვეულებრივად არ იქცეოდა. სახეზე ძალიან აწითლებული იყო,თან სასაცილოდ ლაპარაკობდა -თათა, მეჩვენება თუ ნასვამი ხარ?-დაკვირვებით ჰკითხა ლევანმა -ვაა,ასე მეტყობა?-გაუკვირდა-ლუდი დავლიეთ მე და კატომ,იმას მშვენივრად დაეძინა,მე კიდევ ვერ-მოკლედ მოუყვა -ლუდმა რანაირად დაგათრო?-გაეცინა და მის წინ გაზქურას მიეყუდა -ყველანაირი ტიპის სასმელი,რასაც ოდნავ მაინც აქვს ალკოჰოლი,მათრობს-მხრები აიჩეჩა.ლევანს გაღიმა.პირველად ხედავდა ნასვამ თათას და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორი იყო ის სიმთვრალეში -იმედია ჩხუბი არ იცი და მეზობლებს არ ითვლი, რომ დალევ-ხმამაღლა გაეცინა ლევანს -პირიქით,ძალიან საყვარელი ვარ ხოლმე,სულ ვიცინი და ყველა მიყვარს-თვალები საყვარლად აახამხამა -ხო,გეტყობა,რაც მოვედი მის მერე იღიმი-თვითონაც დაისხა წყალი და მოსვა-თუ ჩემმა დანახვამ გაგაღიმა? -ორივე-ხელი აიქნია-სულ ვიღიმოდი და შენ რომ მოხვედი უფრო ვიღიმი თუ როგორაცა-ხელები აიქნია თათამ,რადგან აზრი ნორმალურად ვერ დაალაგა.ლევანს კიდევ უფრო გაეცინა-და შენ სად იყავი ამ დრომდე?-ახლა იქეთ შეეკითხა -მე რესტორანში-მოკლედ მოუგო -მერე მე რატომ ვარ მთვრალი და შენ არა?-სრული სრიოზულობით ჰკითხა -მე იშვიათად ვსვამ და შენ რატომ ხარ მთვრალი ეგ ნამდვილად არ ვიცი -ეჰ,ლევან, ლევან.....-ამოიოხრა კატომ და თავი ისევ ხელებში ჩარგო, უფრო მოეკიდა სასმელი და სასიამოვნოდ გაბრუბული იყო-რატომ ხდება ასე?-სხვათაშორის იკითხა -როგორ ასე? -რატომ მოქმედებს ასე ძალიან ალკოჰოლი ადამიანებზე...რატომ ეძალებიან ხოლმე... -დაიწყო თავისთვის.ძალიან მოეკიდა სასმელი-რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი-მერე გადაუხვია უეცრად-რატომ ხვდებიან ან მერე რატომ შორდებიან-მხრები აიჩეჩა და ძალიან დანაღვლიანდა. ლევანი მიხვდა რომ სასმელმა პირიქით დაიწყო მოქმედება -ოჰო,სენტიმენტალურ ხასიათზე დადექი... -მე ბუნებით სენტიმენტალური ვარ... -თათა,სჯობს როგორმე დაიძინო,ძილი გიშველის-რჩევა მისცა.თათამ უხმოდ უყურა ლევანს რამდენიმე წამი თვალებში -ძილი დამავიწყებს რომ მიყვარხარ?- მერე სრულიად მოულოდნელი რამ უთხრა.ლევანი არ ელოდა თათასგან ამის აღიარებას და გაოცებისგან წარბები აზიდა -გიყვარვარ?-ინტერესით ჩაეკითხა -ძალიან დიდი ხანია-თათამ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა და დაესვენა, მერე რა რომ ნასვამი იყო,სრულად იაზრებდა რასაც ამბობდა,უბრალოდ სასმელმა სითამამე შეჰმატა -რა?-გაოცებული იყო ლევანი -ხო,შენ წარმოდგენაც არ გაქვს,რამდენი ხანია რაც მიყვარხარ,ჯერ კიდევ იმ დროს შემიყვარდი,როცა ვერ მიტანდი და სულ მეჩხუბებოდი-ძალიან ნაღვლიანმა თქვა თათამ -თათა, რას ამბობ?...-ლევანი გაშრა -არაფერს,უბრალოდ დიდი ხანია მიყვარხარ და მინდოდა შენც გცოდნოდა, დავიღალე ამის დამალვით. შენ ჩემთვის უბრალო კაცი არ იყავი არასდროს და ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, რასაც შენზე ვერ ვიტყოდი...-თავი დახარა -მე არ ვიცოდი-მხოლოდ ამისი თქმა მოახერხა ლევანმა-არაფერი გეტყობოდა -მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემტყობოდა-თათა უკვე ისეთ ხასიათზე დადგა,საერთოდ ვერ გრძნობდა ალკოჰოლს,თითქოს ფხიზლდებოდა -რატომ არ მითხარი ერთად რომ ვიყავით? -რამეს შეცვლიდა? -ხომ უნდა მცოდნოდა თათა.. -და ახლა რომ იცი რა შეიცვალა? ან რა შეიცვლება? შენც შეგიყვარდები?-ირონიულად მიუგო -არც შენ არ მიმხელდი არასდროს შენს გრძნობებს და ხომ არ დამესიზმრებოდა გიყვარდი თუ არა-გაღიზიანდა ლევანი -არაფერს არ გეუბნები,ხომ ხედავ,პრეტენზიაც კი არ მაქვს-მხრები აიჩეჩა და ხელები გაშალა-უბრალოდ სასმელმა აშკარად გამათამამა და მათქმევინა სიმართლე,მაგრამ ჯობდა არაფერი მეთქვა-მერე უღონოდ ჩამოუშვა ხელები -თათა.. -ამაზე ბევრი არ იფიქრო ლევან, არ მინდა გეგონოს რომ ჩემი აღიარებით რამის მიღწევას ვცდილობ,ეს ასე არაა.უბრალოდ მივხვდი,რომ რასაც გრძნობ ადამიანის მიმართ არ უნდა დამალო და მასაც უთხრა ან აგრძნობინო ან რავიცი...მე კი სულ ერთი ვიყავი შენთვის -შენ ჩემთვის სულ ერთი არ იყავი,არ შეგიძლია ეს დამაბრალო-გაბრაზდა ლევანი -უკვე არაფერი არ ვიცი ლევან,საერთოდ არაფერი -გრძნობების გამოხატვა რომ არ შემიძლია,ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ადამიანი სულ ერთია ჩემთვის! -ხო,ალბათ-თავისთვის ჩაილაპარაკა-ძილინებისა ლევან-მერე უცებ დაემშვიდობა და მარტო დატოვა სამზარეულოში. როგორღაც თავს დააძალა რომ დაეძინა და გამოუვიდა კიდეც. დილით მშვენივრად იყვნენ,არც ერთს არ ეტყობოდა ალკოჰოლის კვალი. საუზმობდნენ და თან ლაპარაკობდნენ -გაგა ხომ არ შეგხმიანებია?-კატომ სიტყვას მოაყოლა -ინტერვიუ რომ ჩაატარეთ,საღამოს მომწერა და მაგის მერე არა-თქვა და ომლეტი გემრიელად გადაყლაპა თათამ -არც ჩემთვის. მე დავურეკე რომ მეცნობებინა სტატიის გამოქვეყნების შესახებ-მოიწყინა კატომ -მერე რაო? -მადლობა რომ გამაგებინეო.მეტი ისეთი არაფერი,ძალიან მშრალი დიალოგი გვქონდა-უხალისოდ ჭამდა -გინდა ერთი შეხვედრა დავაორგანიზო?-ინტერესით ჰკითხა.კატომ მხრები აიჩეჩა -რავიცი, 2 კვირა გავიდა რაც შევხვდი მაგის მერე და რამე ინტერესი რომ გასჩენოდა ჩემს მიმართ თვითონ გამოიჩენდა ინიციატივას-მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა- ვერ მივიზიდე ალბათ-ირონიულად გაეცინა -კარგი რა,წინასწარ რა იცი-დაამშვიდა თათამ -ზუსტად ვიცი, კაცს ან თავიდანვე აინტერესებ,ან არა -არაა მასე.თავიდან შეიძლება საერთოდ არ დააინტერესო,მერე კარგად რომ გაგიცნობს,დაგიახლოვდება,უფრო გაუჩნდეს ინტერესი შენს მიმართ. თუნდაც ჩემი და ლევანის მაგალითი აიღე.თავიდან არაფრად მაგდებდა და მერე ერთად ყოფნა შემომთავაზა-ცოტა მტკივნეული იყო მისთვის მათ ურთიერთობაზე საუბარი,მაგრამ ახლა კატოს დასამშვიდებლად სჭირდებოდა -შევთავაზე და მერე თვითონ დამადო-კომენტარი გაუკეთა თათას სიტყებს ლევანმა,რომელიც ახლახანს შემოვიდა სამზარეულოში და მათი დიალოგის ბოლო ნაწილი გაიგო. თათა დაიბნა არ ელოდა ასე მოულოდნელად -შენ რა ჩუმ-ჩუმად დაიწყე შემოპარვები-უსაყვედურა დამ -არანაირად,შემოვედი ჩვეულებრივად და ყური მოვკარი თქვენს საუბარს-იუარა ლევანმა,კატომ ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა -ყავას გავიკეთებ -აუხსნა რაც უნდოდა სამზარეულოში -ჭამა არ გინდა? -არა,არ მშია. წყლის მადუღარა შეაერთა და ჭიქები გადმოიღო -დალევთ ხომ თქვენც? -მე კი-ეგრევე დათანხმდა კატო.თათას არაფერი უპასუხია,არც ლევანს უკითხავს პერსონალურად მისთვის -მე მაინც შევეხმიანები და გაგაგებინებ-თათა კატოს მიუბრუნდა და წეღანდელ თემას მიუბრუნდა,ოღონდ ისე,რომ ლევენი ვერ მიმხვდარიყო რაზე საუბრობდნენ -როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა კატომ,ბოლო ლუკმა გადაყლაპა და ჩანგალი უღიმღამოდ დადო თეფშზე. ამასობაში წყალიც ადუღდა,ლევანმა ყავა გაამზადა და გოგოებს წინ დაუდგა -მე მაინც გავაკეთე და თუ გინდა არ დალიო-მხრები აიჩეჩა ლევანმა,როცა თათამ გაკვირვებულმა შეხედა,ყავა რომ დაუდგა. მერე თავის ჭიქას ხელი დაავლო და გოგოები მარტო დატოვა. -რა სჭირს ამას-სხვათაშორის იკითხა კატომ და ყავა მოსვა-უუჰ,ცხელია-პირი დაეწვა. თათას არაფერი უპასუხია,თვითონაც მოკიდა ხელი ჭიქას და გემრიელად გადაუშვა პირველი ყლუპი. -შენს დაბადების დღეზე აპირებ რამეს?-ინტერესით ჰკითხა ნიკამ -ვფიქრობ ჯერ, მაგრამ დიდი ალბათობით,წელს დიდს გადავიხდი- მერე ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი -ანუ ვქეიფობთ-ხელები ერთმანეთს გაუსვა ნიკამ-მომენატრა კაი ქეიფი -ხო რა,ვნახოთ, გეგმაში მაქვს და... -ძალიან კარგი, გაასწორებს-ნიკამ ცერა თითი აჩვენა მაგარიაო.ლევანს არაფერი უთქვამს,უხალისოდ ჩასჩერებოდა კომპიუტერს და რაღაცას ათვალიერებდა. თათა გაგას შეეხმიანა და მოიკითხა სად დამეკარგეო. გაგამაც უთხრა რომ იმდენი საქმე ჰქონდა საერთოდ ვერაფრისთვის იცლიდა.მაგრამ ახლა ცოტა ამოისუნთქა და შეპირდა ამ დღეებში გნახავო. თათამ კატოსაც უთხრა და ორივე წავიდა მასთან შესახვედრად,მიუხედავად კატოს წინააღმდეგობისა,რას იფიქრებს ორივე რომ დავადგებითო,იქნებ სულ არ უნდაო.თათამ მოგვარებული მაქვს ეს ამბავი,იცის ერთად რომ მივდვივართო და გააჩუმა. იმ კაფეში წავიდნენ,სადაც გაგა და თათა დადიოდნენ ხოლმე.გაგამ გოგოები რომ დაინახა წამოდგა და მიესალმა.ორივე გადაკოცნა,სკამები გამოუწია და მაგიდასთან დაჯდომაში დაეხმარა.კატო თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა,თავიდანვე არ მოეწონა აქ წამოსვლის იდეა,მაგრამ თათას ბრალი იყო -აბა როგორ ხართ,რას შვებით?-მოიკითხა გაგამ გოგოები,როცა შეკვეთა მისცეს -რავიცი,ძველებურად-მოკლედ მოუჭრა თათამ-შენკენ? -მე სულ გადარბენებზე ვიყავი და ძლივს მოვაგვარე,მაგრამ იტალიაში მიწევს წასვლა-აუხსნა სიტუაცია.კატოს ამის გაგონებისას გული აუჩქარდა -უი,რატომ?-ჩაეკითხა თათა და კატომაც ყურები ცქვიტა -რაღაც პერიოდი იქ უნდა ვიყო,ბიზნესს მივხედო და მერე შევხედავ, აქეთ დავბრუნდები სულ თუ ორივე ფრონტზე მომიწევს მუშაობა-მხრები აიჩეჩა-შენ რას შვები კატო?-ახლა აქამდე ჩუმად მჯდომ კატოს მიმართა -მეც ძველებურად -ინტერვიუ მართლა მაგარი იყო,გაღიარე,როგორც ჟურნალისტი-სიცილით უთხრა.კატოს გაეღიმა,უბრალოდ მადლობაო და მერე არაფერი უთქვამს,ძირითადად თათა და გაგა ლაპარაკობდნენ,ერთი-ორჯერ კატოს გაგასგან შეუმჩნევლად თვალები დაუბრიალა შენც ამოიღე ხმაო,მაგრამ კატომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.ისედაც უხერხულად იჯდა მთელი საღამო და არ აპირებდა რამე ეთქვა. -რა გჭირდა შენ ამ საღამოს?-ჰკითხა თათამ,როცა ტაქსიში ჩასხდნენ -თავიდანვე არ მინდოდა წამოვსულიყავი და უხერხულად ვიყავი -უხერხული ის იყო,ხმას რომ არ იღებდი და არა შენი მანდ წამოსვლა -როგორც არის, აღარ ვაპირებ მაგ ბიჭზე ფიქრს, ვხვდები რომ საერთოდ არ ვაინტერესებ -ასე მცირე დროში რანაირად გაიგე მაინც ვერ ვხვდები -მარტივია მაგის მიხვედრა -კაი რა კატო -თათა,არ მინდა გაგაზე საუბარი,გთხოვ, მინდა რომ საერთოდ არ ვიფიქრო მაგაზე და გადამავიწყდეს-აუხსნა თათას და თათასაც მის მერე გაგაზე სიტყვა არ ამოუღია. ერთ კვირაში გაგა მართლაც გაფრინდა იტალიაში. თათას შეტყობინება გაუგზავნა რითიც ამცნო რომ მიფრინავდა და ზუსტად არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა.თათამ ბედნიერი მგზავრობა უსურვა. ლევანის დაბადების დღე მოახლოვდა. წელს, რესტორანში გადაწყვიტა გადახდა და ყველა თავისი თანამშომელი და ახლობელი დაპატიჟა. მათ შორის თათაც. თათამ იფიქრა არ წავალო,მაგრამ კატომ ისეთები ჩაუტარა რას ქვია არ წამოხვალო,მაგის მერე არც უფიქრია რომ არ წასულიყო. დაახლოებით 50 კაცამდე იყო სუფრა. ნიკა ეღადავებოდა,ბარემ ცოლი მოიყვანე და ქორწილიც მოსტუმრებული გექნებაო. თათა და კატო ერთად მივიდნენ. -გილოცავ-გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა -მადლობა-თბილად გაუღიმა ლევანმა და საჩუქარი გამოართვა. თათამ და კატომ თავიანთი ადგილები დაიკავეს,რომელიც ლევანის გვერდით იყო,ჯერ კატო იჯდა და მერე თათა. თითქმის ყველა მოსული იყო. მათ შორის იყო ნატაც,რომელიც ლევანს თვალს არ აშორებდა და სულ ცდილობდა მის ახლოს ეტრიალა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა. ლევანი მარტივად იხსნიდა თავს ქალისგან და ცდილობდა ზედმეტად არ ყოფილიყო მის სიახლოვეს. უკვე რამდენიმე ხანი იყო გასული,რაც ყველა შეიკრიბა და სუფრა მშვიდად გრძელდებოდა.ლევანი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა,თითქოს რაღაცას ელოდებოდა. უამრავი მისი სადღეგრძელოს და დალოცვის მერე, ფეხზე წამოდგა და ერთი წუთით ყველას ყურადღება ითხოვა. ყველა გაჩუმდა და ლევანს მიაჩერდა. -პირველ რიგში,მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ,რომ დამაფასეთ და მოხვედით. აქ, თითქმის ჩემთვის ყველა ახლო ადამიანი ხართ, თუ არ ჩავთვლით ჩემს ოჯახის წევრებს,რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. -მოკლედ, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა-რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა-დღეს მინდათ გაგაცნოთ ერთი ადამიანი,ვინც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია-ეს თქვა და სუფრას თვალი მოავლო.ყველა გაკვირვებული იყო, ვერ ხვდებოდნენ რაზე საუბრობდა ლევანი,მათ შორის ვერც თათა. მერე უცებ ადგილი იცვალა ლევანმა და კატოს და თათას შორის დადგა.მათ სკამებს დაადო ხელი -კატოს ყველა იცნობთ,ჩემს დას-გაიღიმა და ლოყაზე უჩქმიტა-მაგრამ თქვენთვის მის გაცნობას არ ვაპირებ-გაეცინა. მერე თათასთან დაიხარა და ყურთან უჩურჩულა-წამოდექი თუ შეიძლება-ჩუმად უთხრა. თათამ ვერ გაიგო რა უნდოდა,დაბნეულმა,ინსტიქტურად სკამი გამოსწია და წამოდგომას აპირებდა,ლევანმა ხელი მოკიდა თვითონ ააყენა.თათამ დაბნეულმა შეხედა ლევანს,თვალებით ეკითხებოდა რა ხდებაო -გაიცანით-სუფრას თვალი მოავლო,მერე თათას ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიკრა-ჩემი თათა-ღიმილით თქვა და თათას შეხედა,რომელიც თვალებგაფართოებული უყურებდა ლევანს. ყველასთვის გასაგები იყო,რაც ლევანმა ,,ჩემი თათა’’-ში იგულისხმა. ხმაური ატყდა. ტაშის კვრით და ყიჟინით შეხვდნენ ახალ ამბავს. ულოცავდნენ, ამას გვიმალავდიო, ახალი ამბით გახარებულები იყვნენ. ნიკა უსტვენდა. მხოლოდ ნატა იჯდა გაყინული მზერით და რეაქცია არ ჰქონდა. თათა მოსმენილსიგან შოკში იყო,აზროვნების უნარი ჰქონდა დაკარგული და ერთ ადგილს იყო მიყინული.საერთოდ არ ესმოდა რა ხდებოდა დარბაზში. მხოლოდ ლევანის მოხვეულ ხელს გრძნობდა წელზე. არანაკლებ გაოცებული იყო კატოც და თან იღიმოდა. არ სჯეროდა რაც თავისმა ძმამ თქვა,ამდენი ხალხის წინ. მერე თათა ძლივს გამოერკვა -ლევან,რას...რას აკეთებ?-ძლივს ამოიღო ხმა და ყურში უჩურჩულა.ლევანს სახიდან ღიმილი არ მოშორებია. თათას მიუბრუნდა და მანაც ყურში ჩასჩურჩულა -ჩემს მეგობრებს შენს თავს ვაცნობ-უთხრა და ყურის ქვეშ, ყელზე კოცნა დაუტოვა. თათა გაბრუვდა.დედამიწას აღარ ეკუთვნოდა -კი,მაგრამ... ჩვენ-რაღაცის თქმას აპირებდა,ლევანმა ხელი რომ მოჰკიდა, თავისი ადგილისკენ წაიყვანა და თათა გვერდით დაისვა -ლევან რას აკეთებ?-სასოწარკვეთილმა ისევ გაუმეორა თათამ კითხვა-რა სპექტაკლი დადგი-ყურში ეჩურჩულებოდა,მაგრამ მათი ხმა მაინც არ ისმოდა,რადგან საკმაოდ ხმაური იყო -მე დავდგი სპექტაკლი?-გაიოცა -აბა მე? -მეგობრებს ჩემი გოგო გავაცანი-ისე უშუალოდ თქვა თათას გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა -ლევან.. -ჩუ-თითი ტუჩებთან მიადო, მერე მიუახლოვდა და ძალიან ნაზად აკოცა,რათა თათა გაეჩუმებინა და ზედმეტი არაფერი ეთქვა. მიზანს მიაღწია, კოცნის მერე თათას რამის თქმის სურვილი საბოლოოდ გაუქრა. -რას ნიშნავდა შენი საქციელი ლევან?-მანქანაში ჩასხდნენ თუ არა ,ეგრევე გაბრაზებულმა მიმართა თათამ -რა არ მოგეწონა?-ისე ჰკითხა გზისთვის თვალი არ მოუშორებია და მანქანა დაძრა -ხედავ რა ცინიკოსია კატო?-კატოს მიუბრუნდა,რომელმაც მხრები აიჩეჩა -ხო,თათა მართლა ვერ ვხვდები უმაყოფილო რატომ ხარ?-ისევ ჩვეულებრივი ტონით საუბრობდა ლევანი -ყველას თვალწინ შენს შეყვარებულად გამომაცხადე! -მერე? -რა მერე ლევან,რა მერე?-წყობიდან გამოიყვანა თათა ლევანის ურეაქციობამ-თუ არ გახსოვს ,გაგახსენებ რომ დავშორდით -კარგი,ახლა არ იჩხუბოთ-ეცადა კატო სიტუაციის განმუხტვას -მე არ ვჩხუბობ, შენი დაქალი წივის, უაზროდ -კი არ ვწივი,ადეკვატური რეაქცია მაქვს -არა,არ გაქვს -ლევან... -კატო,ადი სახლში-ახლა შეამჩნია თათამ,რომ ლევანი თავის სადარბაზოსთან იდგა,არადა წესით ჯერ თათა უნდა დაეტოვებინათ და მერე ერთად წასულიყვნენ სახლში-თათასთან საქმე მაქვს -კარგი,ოღონდ გთხოვთ,ერთმანეთი არ დახოცოთ-სიცილით დაუბარა და მანქანიდან გადავიდა -თათა-რამდენიმეწამიანი დუმილის მერე თათას მიუბრუნდა ლევანი-რატომ მიბრაზდები?-ისე საყვარლად ჰკითხა,თათა ლამის ჩამოდნა,მაგრამ მერე გაახსენდა რომ გაბრაზებული იყო და ისევ დაებღვირა -რატომ მოიქეცი ასე?-მერე ცოტა შერბილებულად ჰკითხა-ჩვენ ხომ დავშორდით -ყველაზე მეტად უაზრო დაშორებები არ მიყვარს,ჩვენც ასე დაგვემართა,ხოდ მინდოდა გამომესწორებინა, თანაც,შენ ხომ გინდოდა რომ მეგობრებისთვის გამეცანი? -მინდოდა,ოღონდ როცა ერთად ვიყავით მაშინ-თავისთვის დაიბუზღუნა -თათა-ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თვალებში ჩააჩერდა-ჩემთან არ გინდა?-ისეთი ვნებიანი ხმით და მზერით ჰკითხა ლევანმა,თათა ბრინჯივით დაიბნა-ხომ გინდა?-გაუმეორა,როცა თათამ პასუხი არ გასცა. თათა ისევ ხმას არ იღებდა,რატომღაც ისეთ ხასიათზე დადგა,ერთი სული ჰქონდა ეტირა,ხმასაც ამ მიზეზით არ იღებდა,რომ არ შეტყობოდა -არ მიპასუხებ?-ისევ თბილად ჩაეკითხა ლევანი.თათამ თავი გააქნია და ერთი ცრემლი გადმოუგორდა და თავი გვერდზე მიაბრუნა -რა მოგივიდა თათა-ისევ მისკენ მოაბრუნებინა თავი და ცრემლები რომ დაინახა,სახე შეეცვალა -არ შემიძლია ლევან მეტი-ნიკაპი აუკანკალდა თათას-ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა-ღრმად ამოიოხრა და ცრემლები მოიწმინდა -მე დაგღალე?-ინტერესით ჩაეკითხა -გარემოებებმა,ყველაფერმა რაც ხდება -გარემოებებს ჩვენ ვქმნით და შეგვიძლია ისე ვცვალოთ და ვაკონტროლოთ,როგორც ჩვენ გვინდა -ყოველთვის არა... -თათა,შენი მესმის,მართლა. ვიცი რაც გაწუხებს და არც გამტყუნებ,მაგრამ მე მართლა სხვანაირად არ შემიძლია,ასეთი ვარ და თუ შენც გინდა ჩემთან ასეთი უნდა მიმიღო, მე კი ჩემი მხრიდან გპირდები,რომ სულ შენს გვერდით ვიქნები,შეიძლება ზედმეტად თბილი სიტყვებით ხშირად ვერ განებივრო,მაგრამ ყველანარიად ვეცდები რომ გაგაბედნიერო თუ ეს რა თქმა უნდა შენც გინდა -შენ ძალიან კარგად იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება და გრძნობები,იცი რომ მიყვარხარ-ხმადაბლა ჩაილაპარაკა თათამ -მერე,რატომ არ გინდა შენს თავს ბედნიერების უფლება მისცე? -არ ვარ დარწმუნებული,რომ მომავალშიც არ მეტკინება გული-გულწრფელად გასცა პასუხი -ანუ არ მენდობი.. -არა,მასე არაა -აბა? -ემოციურად გამოვიფიტე. ძლივს აღვიდგინე ჩემი თავი და ახლა ისევ რომ დაგიბრუნდე და იმ მდგომარეობამდე მივიდე,ალბათ მერე თავს ვეღარ მოვერევი -ჩვენ ხომ ორივეს გვინდა ერთად ყოფნა? თათა,ხომ გვინდა?-ინტერესით ჩაეკითხა.თათამ თავი დაუქნია -ხოდა,მოდი ვიყოთ ერთად,ყველანაირი დრამების და სენტიმენტების გარეშე. უბრალოდ ერთად ვიყოთ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს,კარგი?-ჰკითხა და სახეზე მიეფერა.თათა რამდენიმე წამს ჩაფიქრებული იჯდა,თითქოს გადაწყვეტილებას იღებდა. მერე დაფიქრდა. რას კარგავდა ამითი?საყვარელი მამაკაცი მასთან ყოფნას სთავაზობდა და უნდა შეერგო ეს მომენტი,როცა მასაც ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მასთან ყოფნა უნდოდა -კარგი-ხმაჩახლეჩილმა გასცა პასუხი-მინდა შენთან-უთხრა და თვალებში ჩააჩერდა-არ მაინტერესებს რა იქნება მომავალში, უბრალოდ მივყვეთ დინებას-უთხრა და სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.ლევანმა იმ ხელზე აკოცა,რომლითაც მოეფერა და თვითონაც გადაუსვა ხელი -კარგი გოგო ხარ-გაუღიმა და გაბრწყინებული თვალები მიანათა-მოდი ჩემთან-თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში ძალიან ვნებიანად აკოცა.თათას ჟრუანტელმა დაუარა.თავს ბედნიერად გრძნობდა. -ჩვენთან ამოხვალ თუ გაგიყვანო სახლში?-ერთმანეთის ფერებას რომ მორჩნენ,მერე შეეკითხა -თუ არ გეზარება გამიყვანე -როგორც შენ იტყვი-გაუღიმა და მანქანა დაძრა. მეტნაკლებად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ. დღეში რამდენჯერმე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. უფრო ხშირად გადიოდნენ გარეთ ერთად. იცოდნენ ერთმანეთის დღის წესრიგი. თითქოს პირველი გამოცდილება უკვე მიიღეს ურთიერთობისგან და ცდილობდნენ იგივე შეცდომა არ დაეშვათ. ყველა გახარებული იყო მათ ირგვლივ,რომ შერიგდნენ და ურთიერთობა გააგრძელეს.განსაკუთრებით კი კატო და ნიკა. -თვალები გიციმციმებს შეჩემ ა-სიცილით უთხრა ნიკამ,როცა ბარში იყვნენ სავახშმოდ გასულები -შენი დაკვირვებულობა მაოცებს პირდაპირ-თვალები აატრიალა ლევანმა და ლუდი მოსვა -არა,მართლა,გეტყობა ბედნიერება.ისეთი უჟმური სახით აღარ მოძრაობ-ახლა ცოტა სერიოზულად უთხრა-კარგად მოქმედებს შენზე თათა -უი,კაი გამახსენე-თქვა და ტელეფონი აიღო. თათას მესიჯი გაუგზავნა თუ რას აკეთებდა. ბოლო 2 საათია არაფერი სმენია მისგან. თათამ სახლში მოვედი ახლაო,დაუბრუნა პასუხი.ლევანმა გაიღიმა,ტელეფონი გვერდზე გადადო და ისევ ნიკას მიუბრუნდა -შენ რას შვები? აღარ აყენებ საშველს მაგ გოგოს? -ჯერ არა, მინდა ვაწვალო-სიცილით უთხრა ნიკამ -იმდენი არ ქნა,მერე ზედაც რომ არ შემოგხედოს -ყველაფერს ვაკონტროლებ მე-წარბები აათამაშა და მანაც მოსვა ლუდი. ცოტა ხანი იყვნენ ბარში და მერე დაიშალნენ. -აბა, რას შვები?-თავის ოთახში შევიდა თუ არა,თათას დაურეკა,თან ფეხსაცმელი გაიძრო და საწოლზე წამოწვა -ახლა დავწექი,ძალიან დავიღალე, შენ?-გაინაზა თათა -მეც ახლა მოვედი სახლში -დაიღალე? -რავი არაა.. მომენატრე იცი?-უთხრა და თვალები დახუჭა.თათას გაეღიმა -მეც მენატრები..სულ -მერე,რატომ აღარ რჩები ჩვენთან? -რავიცი ლევან,ცოტა უხერხულია გოგო შეყვარებულის სახლში ამდენჯერ რომ დარჩეს -ოჰ,თორემ არ დარჩენილხარ რა -ხო,მაგრამ არ მინდა მაინც ხალხმა ილაპარაკოს -ვინ უნდა ილაპარაკოს? ან რატომ არ გკიდია სხვების აზრი -რავიცი,მაინც -ადრე რომ რჩებოდი მაშინ არ ილაპარაკებდა ხალხი? -ადრე ცოტა სხვა სიტუაცია იყო, ბევრმა არ იცოდა ერთად რომ ვიყავით -გამაგიჟებ შენ მე-ამოიოხრა -კარგი,ახლა ამაზე არ ვიკამათოთ-გაეცინა თათას-ხვალ გნახავ -კარგი -კარგი,მიდი დაიძინე ახლა და წავედი,გკოცნი -მიდი,მეც-დაემშვიდობნენ ერთმანეთს შერიგებიდან რამდენიმე თვე იყო გასული და მართლა ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს,ხანდახან თათას კომპლექსებს თუ არ ჩავთვლიდით,მაგალითად რომ აღარ რჩებოდა კატო და ლევანთან,რადგან არ უნდოდა ვინმესთვის საჭორაო თემა მიეცა. მეორე დღეს ლევანმა დაურეკა,აუცილებლად უნდა გნახო დღეს სალაპარაკო მაქვსო. სამსახურის მერე გაუარა და ერთად წავიდნენ სავახშმოდ. -ჩემს სახლში ვაპირებ გადასვლას-უთხრა ლევანმა თავისი გადაწყვეტილება თათას -უკვე? -კი,ყველაფერი მოწესრიგებულია უკვე მანდ,თან ჩემებიც ჩამოვლენ მალე -ცალკე არ გაგიჭირდება? -პატარა ხომ არ ვარ, ჩემი თავის მიხედვა შემიძლია-გაუღიმა -როდიდან გადადიხარ? -იმ კვირას ალექსი ჩამოდის, კატო არ მინდა მარტო იყოს და რომ ჩამოვა,ნივთებს გადავიტან ნელ-ნელა და გადავალ -ანუ კატოსთან რომ მივალ ხოლმე,შენ ვერ გნახავ-ცოტათი მოიწყინა კატომ -სამაგიეროდ ჩემთან ცალკე მოხვალ ხოლმე-ღიმილით უთხრა -თუ დამპატიჟებ?-გამომწვევად უთხრა -პირველი შენ იქნები ჩემი სტუმარი-არანაკლებ გამომწვევად უპასუხა ლევანმა -საინტერესოდ ჟღერს-გაუღიმა და წვენი მოსვა ლევანს დიდი ხანია ცალკე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა შეძენილი.უბრალოდ ძალიან დიდი ხანი ჯერ,შენდებოდა,მერე რემონტი,მერე ავეჯი.დროში გაეწელა.თანაც სანამ მარტო იყვნენ,კატოს არ ტოვებდა და არ გადადიოდა ცალკე.ახლა კი როცა ალექსი და მისი მშობლები დაბრუნებას აპირებდნენ,გადაწყვიტა რომ დრო იყო ცალკე გადასულიყო. ერთ კვირაში ალექსი ჩამოვიდა. ისე ენატრებოდა თავისი და-ძმა და ზოგადად საქართველო,მე ევროპაში წამსვლელი არ ვარო. რამდენიმე დღე ზედიზედ მისი მეგობრები სტუმრობდნენ და მოსაწყენად ვერ იცლიდნენ. ლევანს ნელ-ნელა გადაჰქონდა თავისი ნივთები,როგორც ჰქონდა გათვლილი. ალექსის ჩამოსვლის შემდეგ, 2 კვირაში უკვე გადავიდა თავის ბინაში. თავის და-ძმასთანაც ხომ თვისუფლად იყო,არავინ აწუხებდა ზედმეტად,მაგრამ ცალკე სულ სხვა იყო. -აბა,მოგეწონა?-შეიყვანა თუ არა თავის ბინაში,ეგრევე ჰკითხა თათას. დაპირებისამებრ,პირველი სტუმარი იყო თათა თავის ბინაში. -ძალიან, საყვარელი და მყუდრო ბინაა-აღფრთოვანებული იყო თათა ლევანის ბინით.ათვალიერებდა და თან კომენტარებს აკეთებდა-ყველაფერი გემოვნებითაა შერჩეული, შენ შეარჩიე თუ ვინმე დაგეხმარა?-ეჭვის თვალით გადახედა -ნატა მეხმარებოდა-ძალიან ჩვეულებრივად უთხრა,თათას თვალები გაუფართოვდა -მართლა?-არ უნდოდა დაჯერება -ხო თათა და ერთადაც გვეძინა ამ ბინაში-თვალები აატრიალა ლევანმა -ახლავე მითხარი რომ ატყუებ,თორემ მერე ამ ტყუილსაც არ გაპატიებ იცოდე-თითი დაუქნია.ლევანს გაეცინა -ეჭვიანი როგორი ბრაზიანი ხდები ხოლმე-გაუცინა და მიუახლოვდა-რა თქმა უნდა მე მოვაწყვე,არავინ ჩამირევია,მითუმეტეს ნატა ვინაა საერთოდ-მკლავებში მოიქცია და ტუჩებზე აკოცა.თათამ არ დაუბრუნა საპასუხო კოცნა -ძნელი შემოსარიგებელი ხარ-გაეცინა-საერთოდ რატომ დაიჯერე 0.001%-ითაც კი. ახლა მე უნდა გავბრაზდე?-წარბი აუწია.თათას გაეცინა,მერე თვითონ აკოცა -ეს ერთ წამიანი კოცნა რა იყო?-უკმაყოფილოდ დაიჭირა თათა, რომელიც გაბრუნებას აპირებდა და ვნებიანად აკოცა-გემრიელი ტუჩსაცხია-ტუჩები გაილოკა და თვალი ჩაუკრა. -ტუჩსაცხი ხო?-მკლავზე მწარედ უჩქმიტა -რა მწარე ხელი გქონია-ხელით დაიზილა მტკივანი ხელი -მომავალში გეცოდინება-თვალი ჩაუკრა,ლევანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და სამზარეულოში გავიდა.წყლის მადუღარა შეაერთა -ანუ მოგეწონა ხომ?-ისევ ჩაეკითხა ლევანი თათს,როცა ყავას მიირთმევდნენ და თან ტორტს აგემოვნებდნენ -კი,გემოვნებას არ გიწუნებ-ცერა თითი აუწია და ტორტის ნაჭერი შეჭამა -ხოდა,თუ მოგწონს,გადმოდი და აქ იცხოვრე-სხვათაშორის უთხრა და ყავა მოსვა.თათას ლუკმა გადასცდა. ხველა აუტყდა და წვენი მიაყოლა -რას მეუბნები ლევან?-რომ დამშვიდდა ჰკითხა -მგონი დროა,სხვა ეტაპზე გადავიდეთ,არა?-ინტერესით ჩაეკითხა-ერთად ცხოვრებას გთავაზობ -სიზმარს ყვები ლევან?-ვერ იჯერებდა რას სთავაზობდა ლევანი -სრულიად სერიოზულად ვამბობ -ლევან,ცოლობას მთავაზობ?-ახლა თვითონ ჩაეკითხა ინტერესით -არა, ერთად ცხოვრებას გთავაზობ, არაოფიციალურად -და რა სტატუსით გადმოვიდე?-ირონიულად მიუგო-საყვარლის?-წარბები მაღლა აზიდა -შენთვის სტატუსს მნიშნვნელობა აქვს? -ნაწილობრივ აქვს -ჩემთან ყოფნა არ გინდა? ასე შეყვარებულებად ყოფნას არ ვგულისხმობ მხოლოდ, ანუ სულ ერთად ყოფნაზე გეუბნები -მინდა,როგორ არ მინდა,მაგრამ ასე არა-თავი გააქნია თათამ.ლევანის ცოლობაზე ისე ოცნებობდა, რომ ეთხოვა ცოლად გამომყევიო,ეგრევე ზედმეტი ფიქრის გარეშე დასთანხმდებდა,მაგრამ მასთან ისე რომ გადასულიყო საცხოვრებლად, ხალხის ყბიდან რა ამოიყვანდა, არც მისი ნათესავები მოუწონებდნენ ამ საქციელს -ა,მივხვდი-ირონიულად გაეცინა ლევანს-ოფიციალურობის გარეშე არ გადმოხვალ,ეს უნდა მცოდნოდა -ეს ირონიული ტონი ვერ მივხვდი რა საჭირო იყო. მე მართლა ძალიან მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ ჩემი ნათესავები ძალიან გამკიცხავენ,არც მამაჩემს არ მოეწონება-თავი იმართლა თათამ -და შენ გინდა თათა? ყოველთვის სხვებზე რატომ ფიქრობ? რატომ არ ფიქრობ იმაზე თუ შენ რა გინდა? -იმ საზოგადოებაში,სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,ძნელია ყველაფერი ისე გააკეთო როგორც შენ გინდა -არადა იმაზე ადვილი არაფერია,გააკეთო ის რაც შენ გინდა -ჩვენ სხვადასხვა შეხდულებები გვაქვს ამაზე ლევან -კარგი,რომ გავაგრძელოთ,ვგრძნობ,რომ ვიჩხუბებთ, მე კიდევ არ მინდა ჩხუბი-ამოიოხრა ლევანმა-მე შემოგთავაზე და შენ თუ გადაწყვეტ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე. დაფიქრდი ამაზე ხო?-მერე თბილად მიუგო. -კარგი, ვიფიქრებ-შეეცადა გაეღიმა თათამ. ყველაზე ძალიან უნდოდა ლევანთან ერთად ცხოვრება, მაგრამ სხვა ფორმით და სხვა შემოთავაზებით. ლევანი ადვილად შეეჩვია თავის ახალ ბინას და მარტო ცხოვრებას. ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. თათა და ის, ძალიან კარგად იყვნენ ერთად, მას შემდეგ სერიოზულად არაფერზე უკამათიათ,მხოლოდ წვრილმან რამეებზე თუ წაიკამათებდნენ ხოლმე. სხვა მხრივ ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ,თავად თათასაც უკვირდა. ამასობაში ლევანის მშობლებიც ჩამოვიდნენ გერმანიიდან,დიდი ალბათობით სამუდამოდ. თათას მამა ისევ ვერ ახერხებდა ჯერ საქართველოში დაბრუნებას. -მა,მძალიან მენატრები-თბილად უთხრა თათამ-ერთი სული მაქვს ჩამოხვიდე -მეც ძალიან მომენატრე და იქაურობაც მომენატრა. წლის ბოლომდე არ ამქვს იმედი,რომ ჩამოვალ საქართველოში- მოწყენილმა უპასუხა თემომ -ცუდი-ამოიოხრა -შენკენ რა ხდება მა?-ინტერესით შეეკითხა შვილს -რავიცი,ძველებურად-მხრები აიჩეჩა -ბიჭი როგორ გყავს?-ეშმაკურად ჩაეკითხა,თათას გაეღიმა. ლევანზე მამამისმა ყველაფერი იცოდა. თათამ უამბო,რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ. თემო ასე თუ ისე იცნობდა ლევანს და შვილის არჩევანი არ დაუწუნებია -კარგად-გაუღიმა თათამ-ძალიან ბედნიერი ვარ მასთან-ლევანის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა -გეტყობა,მასზე რომ ლაპარაკობ ანათებ -ძალიან მინდა მალე გაგაცნოთ ერთმანეთი -მოვა ეს დროც-გაუღიმა თემომ -მა, რაღაც მინდა რომ გითხრა-ყოყმანით დაიწყო თათამ,ვერ გადაეწყვიტა უნდა ეთქვა თუ არა,მაგრამ რადგან დაიწყო უნდა გაეგრძელებინა -გისმენ აბა-დაინტერესდა თემო -ოღონდ შემპირდი რომ არ გაბრაზდები-გააფრთხილა წინასწარ -ოჰო, ახლა უფრო დავინტერესდი-ცალი წარბი ასწია -ლევანმა ერთად ცხოვრება შემომთავაზა-თქვა და თითების მტვრევას მოჰყვა,თან ტუჩებს იკვნეტდა.თემოს სახეზე ვერანაირი რეაქცია ვერ ამოიკითხა -მერე?-მკაცრი ტონით ჰკითხა-შენ რა უპასუხე -არ დავთანხმდი-თავი ჩახარა -მაგრამ, გინდა ხომ?-თათამ თავი დაუქნია -ოფიციალურად შემოგთავაზა მასთან გადასვლა,როგორც ცოლი თუ როგორც შეყვარებულები?-მაინც დააზუსტა -როგორც შეყვარებულები -მდაა-ამოიოხრა თემომ-ახლა აქ და ევროპაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,არავის უკვირს,პირიქით წყვილების უმრავლესობა ასე აკეთებს,მაგრამ საქართველომდე ჯერ არ ჩამოსულა ეს ტენდენცია,ამიტომ ხალხი იჭორავებს,ხომ იცი? -კი,ვიცი და მეც მაგიტომ შევიკავე თავი,არადა ძალიან მინდა მასთან მა...-გულწრფელად უთხრა -დედაშენმა რაო? -მისთვის არ მითქვამს არაფერი-თემო რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. ის იყო კაცი,რომელიც სტანდარტული ქართული მენტალობით არ გამოირჩეოდა, ბევრი უნახავს და ხედავდა ამ ცხოვრებაში და ძალიან თნამედროვედ აზროვნებდა,ამიტომ იყო თათამაც პირველი მას რომ უთხრა,იცოდა მამამისი ცოტა სხვანაირად გაუგებდა. -თათა მა, მე შენ გენდობი,ვიცი რომ ცუდს არაფერს ჩაიდენ და ისეთ ნაბიჯს არ გადადგამ, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოს. შენ თუ თვლი,რომ მასთან გინდა და ბედნიერი ხარ, მასთან ერთად ცხოვრება ბედნიერებას მოგანიჭებს, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, მე მხარს დაგიჭერ- მოკლედ მისცა თანხმობა.თათას თვალები გაუბრწყინდა -მართლა? მართლა არ ხარ წინააღმდეგი რომ მასთან გადავიდე? -შენ თუ პრობლემა არ გექნება,არც მე არ მექნება თათა. ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერი იყო,ხომ იცი ძალიან მიყვარხარ. ვიცი ახლა ვენები უნდა გადამეხსნა,როგორც ტიპიურ მამას,რას ჰქვია შეყვარებულთან ერთად გადადიხარ საცხოვრებლად ქორწინების გარეშეთქო,მაგრამ იცი რომ ასეთი არ ვარ და შენი გაგება შემიძლია. ხოდა მოდი,ისე ქენი,როგორც შენ მიგაჩნია სწორად -მერე ნათესავები რას იტყვიან?-უცებ მოიღუშა -ოუფ, მაგათი აზრი ჯანდაბაში გაუშვი-გაეცინა თემოს-ყველა ჩემთან გადმოამისამართე თუ რამეს გეტყვიან და მე მოვუვლი-თვალი ჩაუკრა -სასწაული ხარ მა,ძალიან მიყვარხარ-თბილად გაუღიმა,ბედნიერმა თათამ -მეც ყველაზე ძალიან მიყვარხარ და აბა შენ იცი,გადაწყვიტე და იმოქმედე-გაუღიმა. თათამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ეკრანიდან. მერე თბილად დაემშვიდობა და ბედნიერმა გათიშა კომპიუტერი. უკვე თითქმის დარწმუნებული იყო,რომ ლევანთან გადავიდოდა. მერე თავისი ოთახიდან გავიდა, უნდოდა დედამისსაც დალაპარაკებოდა ამ თემაზე და მისი აზრიც მოესმინა, მაგრამ დედამისი წინააღმდეგი რომ ყოფილიყო,თათა მაინც ისე მოიქცეოდა,როგორც მას უნდოდა -რაღაც მინდა გითხრა-პირდაპირ უთხრა მისაღებში მჯდარ დედამისს,რომელიც რაღაც გადაცემას უყურებდა. თეამ ტელევიზორი დაასტოპა და თათას შეხედა ინტერესით. თათა მის წინ ჩამოჯდა -მნიშვნელოვანი რამ გადავწყვიტე და მინდა იცოდე-შესავლების გარეშე დაიწყო.თეამ წარბები მაღლა აზიდა გაკვირვებისგან -და რა გადაწყვიტე აბა?-დაამთქნარა,ცოტათი დაღლილი იყო და ეძინებოდა -ლევანთან გადავდივარ საცხოვრებლად-პირდაპირ აჯახა.თეას ლამის თვალები გადმოსცვივდა -რას ბოდავ?-გაოგნებული იყო -არ ვბოდავ დედა, გეუბნები,ლევანმა თავისთან გადასვლა შემომთავაზა და მეც მინდა მასთან -ხვდები მაინც რას ამბობ? -კი-მტკიცედ უპასუხა -თათა გააფრინე? არ გრცხვენია? რას იტყვის ხალხი?-სტანდარტული ფრაზა მიაგება -არ მაინტერესებს. ხალხი არ წყვეტს ჩემს ბედს. დიდი დიდი 2 კვირა ილაპარაკონ და მერე სხვა საჭორაოს მოძებნიან, ასე რომ ამაზე აღარ ვდარდობ! -მე შენ უფრო ჭკვიანი მეგონე-იმედგაცრუებულმა უთხრა -და რატომ არ ვარ ჭკვიანი?რადგან საყვარელ მამაკაცთან მინდა გადასვლა და მასთან ყოფნა?-ირონიულად მიუგო -ხელი ეთხოვა ოფიციალურად თუ ასე უყვარხარ მაგ შენ კაცს,საყვარლად რომ გისვამს სახლში-არანაკლებ ირონიულად მიახალა თეამ.თათას ნერვბეი მოეშალა -საერთოდ არ მაინტერესებს ფურცელზე მეწერება თუ არა რომ მისი ცოლი ვარ.ჩემთვის მთვარი მასთან ერთად ყოფნაა და სულ ერთია ეს ოფიციალურად იქნება თუ არაოფიციალურად. თანაც ნუ გავიწყდება,შენ და კახაც არ იყავით ოფიციალურ ქორწინებაში-გაახსენა დედამისს თავისი ყოფილი,,ქმარი’’ -კისერს წაიტეხ და მიხვდები რასაც გეუბნები! -ლევანი კახა არ არის!კისრის წასამტვრევს კიდევ არაფერს ვაკეთებ! -ანუ გადაწყვიტე უკვე? -კი! -თუ ჩემი აზრი არ გაინტერესებდა რაღას მეკითხებოდი მაშინ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა -მე შენ გაგაგებინე ჩემი გეგმები,მინდოდა რომ გცოდნოდა და შენი მხარდაჭერის იმედიც მქონდა-იმედგაცრუებულმა მიუგო თათამ-მაგრამ როგორც ყოველთვის,შენ ჩვეულ ამპლუაში ხარ-გულდაწყვეტილმა მიუგო.თეამ არ შეიმჩნია თათას კომენტარი -და მამაშენმა იცის?-წარბაწეულმაშეეკითხა იმის იმედით,რომ მამამისი არ დასთანხმდებოდა ამაზე -წეღან ველაპარაკე და შენგან განსხვავებით მხარს მიჭერს-ნიშნისმოგებით უპასუხა თათამ -სულ გამოურეცხავთ მისთვის ტვინი მაგ ამერიკაში-ირონიულად წაკბინა თემოს -მამაჩემი ძალიან საღად და ლოგიკურად აზროვნებს-არ შეარჩინა მამამისის შეურაცხყოფა -ორივე ერთნაირი მეამიტები ხართ -მოკლედ, მე სავარაუდოდ მალე გადავალ,მინდა რომ იცოდე. სულ ეს იყო-უთხრა და მარტო დატოვა. თეას საერთოდ არ გახარებია თავისი შვილის გადაწყვეტილება.ჯერ ერთი,არ უნდოდა მისი შვილი არაოფიციალურ ურთიერთობაში ყოფილიყო და მასთან ერთად ეცხოვრა,რადგან არ უნდოდა მისი დაქალების საჭორაო ობიექტი გამხდარიყო და მეორეც, უკვე მარტო დარჩენაც აღარ უნდოდა.მაგრამ მიხვდა,რომ თათას რამე მტკიცედ თუ ჰქონდა გადაწყვეტილი,მას აზრს ვერ შეაცვლევინებდი. -აუ რა მაგარია-გახარებული იყო კატო სიახლით,როცა თათამ უთხრა რომ ლევანმა მასთან გადასვლა შესთავაზა,მაგრამ თვითონ რომ თანახმა იყო,ჯერ არ უთქვამს,უნდოდა პირველი ლევანს გაეგო -და შენ დათანხმდი ხო?-მერე ინტერესით შეეკითხა -არა-გაეცინა კატოს წამიერად შეცვლილ სახეზე -რატომ?-ხასიათი წაუხდა -ჯერ ვფიქრობ, ვნახოთ-მარტივი პასუხით მოშორა -აუ,კაი, ჯერ როგორ გამიხარდა და ახლა მეწყინა- მოიწყინა კატომ-მინდა რომ ჩემი რძალი გახდე -რძლობა არც შემოუთავაზებია მერე -რა მნიშვნელობა აქვს, მასთან გადასვლით არაოფიციალური ცოლი ხდები და შენ კი ჩემი რძალი-თავისი აღმოჩენით გაიბადრა კატო-მიდი დათანხმდი რა -ვიფიქრებ კატო-გაუცინა და მერე ამ თემაზე კატოსთან არ ულაპარაკია. ყველანაირად ცდილობდა თუ ამ თემაზე წამოიწყებდა კატო საუბარს,სხვა თემაზე ოსტატურად გადაჰქონდა და კატოც წუწუნებდა. კატოს ცხოვრებაში ისევ ერთფეროვნება იყო. გაგა იტალიიდან არ ჩამოსულა და არც არაფერი ისმოდა.ისიც მის ,,ქრაშების’’ სიას მიამატა და ზარდახშაში ჩაკეტა. კიდევ ერთი იმედგაცრუებული მოწონება შერჩა მხოლოდ. ასეთები ბევრნი იყვნენ კატოს ცხოვრებაში,რომლებიც ისევე გაქრნენ,როგორც გამოჩდნენ და გაგასაც იგივე ბედი ეწეოდა,სულ მალე. -უნამუსო გოგო ხარ,დღეს დილის მერე არ შემომხმიანებიხარ-საყვედურით შეხვდა ლევანი თათას -დღეს ხომ უნდა მენახე-გაეცინა თათას და ლევანს ჩაეხუტა-მომენატრე -არ მჯერა-ცხვირი აუბზუა -ასეთი ბუტია არ მახსოვხარ ლევან-სიცილით უთხრა თათამ და დაეჯღანა -ხო,რაღაცას მიკეთებ,შენი ბრალია-თითი მიუშვირა და მერე ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე -დღეს სხვა ტუჩსაცხი გისვია ხომ?-სიცილით ჰკითხა,იცოდა თათას რომ აბრაზებდა ასე -მომავალში წიწაკის არომატით წავისვამ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა -საინტერესო იქნება, მიყვარს ეგზოტიკა -ხოდა მიიღებ -დაველოდები-გაუღიმა და კიდევ აკოცა-ხო,კარგი, ტუჩებიც გემრიელი გაქვს-ეშმაკურად უთხრა და მანქანისკენ წავიდა -არა,მართლა ვერ გცნობ-ბუზღუნით მიყვა თათაც და მის გვერდით მოთავსდა. ლევანთან წავიდნენ სახლში. თათა ახლა უფრო დაკვირვებით ათვალიერებდა ბინას,რადგან ძალიან მალე ეს იქნებოდა მისი საცხოვრებელი და უკვე ეჩვეოდა. ძალიან უყვარდა ეს ბინა და ლევანიც გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა მასში.წამიერად ბედნიერებისგან გააკანკალა,წარმოიდგინა რომ ყოველდღე ლევანთნ იქნებოდა,მასთან ერთად დაიძინებდა,გაიღვიძებდა,ერთად ისაუზმებდნენ და ერთად ცხოვრებას შეეჩვეოდნენ,ფიქრებში ისე გაერთო,ვერც კი გაიაზრა რომ ეღიმებოდა,სანამ ლევანის დაკვირვებულ მზერას არ შეეჩეხა -მაპატიე ფიქრებში რომ გეჭრები,მაგრამ უკვე ორჯერ გკითხე პიცა გამოვიძახოთ თუ სხვა რამეს შეჭამთქო-სიმყუდროვე ლევანის კითხვამ დაურღვია -იყოს პიცა-გაუაზრებლდ უპასუხა,რადგან ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო ფიქრებიდან -რაზე ფიქრობდი?თან გეღიმებოდა -მართლა? რავიცი,მექანიკურად ალბათ-მხრები აიჩეჩა თათამ -ეს მექანიკურად რომ არ არსებობდეს,რა გეშველებოდა-თავი გააქნია და ტელეფონი მოიმარჯვა,პიცის გამოსაძახებლად. პიცა მალევე მოუტანეს და გემრიელად მიირთვეს. -დღეს არ გინდა დარჩე? -დღეს ვერა-უარი უთხრა თათამ -სულ უარს ამბობ,მგონი აღარ გიყვარვარ-თათამ წარბები ასწია -რა შუაშია -აბა სულ მე რატომ მინდა შენთან და შენ არა-ისე საყვარლად უთხრა,თათმ ლამის გადაიფიქრა და დასთანხმდა. მაგრამ ჯერ უნდოდა ცოტა ეწვალებინა, ისედაც მალე სულ მასთან იქნებოდა. ამიტომ არ აპირებდა მანამდე აქ დარჩენას -გპირდები გამოვასწორებ-ღიმილით წამოდგა,კალთაში ჩაუჯდა და ხელები მოხვია. ლევანმა ტუჩები მის შუბლს მიადო და ღრმად ამოისუნთქა -ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ოდესმე ასე მოგეჯაჭვებოდი-მის შუბლზე ტუჩებმიდებულმა თქვა -რა?-თათას ეგონა მოესმა,რაც ლევანმა უთხრა -ხო თათა, სულ შენზე ვფიქრობ, სულ შენთან მინდა,სულ მაინტერესებს რას შვები. მთელი დღის განმავლობაში თუ არ გავიგე რა ხდება შენს თავს,მგონია რომ რაღაც მაკლია-გულწრფელად უთხრა ლევანმა. ეს პირველად ხდებოდა,როცა თათა ლევანის აღიარებასავით ისმენდა, გული აუჩქარდა -ლევან... - იცი,თავიდან მართლა ვერ წარმოვიდგენდი,რომ ჩვენ შეიძლება წყვილი ვყოფილიყავით, ფიქრის დონეზეც კი არ დავუშვებდი. მერე ისე უცებ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ზოგადად ჩემში,მე თვითონაც ვერ მივხვდი. -მეც ვერასდროს წარმომედგინა,შენ მე ოდესმე სხვა თვალით თუ შემომხედავდი.ძალიან განვიცდიდი მაშინ -მაპატიე... თუ შეგიძლია ის ყველა სიტყვა და ქცევა მაპატიე,როგორც იქამდე გექცეოდი, მინდა რომ ის პერიოდი საერთოდ დაივიწყო -არ დავივიწყებ! მე ისეთიც მიყვარდი და ასეთიც მიყვარხარ,ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა წარსულში. მთავარი აწმყოა,სადაც ჩვენ ერთად ვართ-გაუღიმა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე -მართალი ხარ,მთავარი აწმყო და მომავალია-გაუღიმა და ძალიან თბილად ჩაეხუტა. რამდენიმე წამი ასე ჩახუტებულები ისხდნენ.თათას თავი მის მხარზე ედო და კისერზე ეფერებოდა. ლევანს თვალები ჰქონდა დახუჭული. -უკვე ჩემი წასვლის დროა-გამოერკვა თათა -ასე მალე გავიდა დრო?-საათს დახედა-კარგი, გაგიყვან-ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. თათამ ჩანთა და ტელეფონი აიღო და ერთად დატოვეს ლევანის ბინა. ამ დღის შემდეგ 10 დღე გავიდა. ერთმანეთთან კონტაქტი სულ ჰქონდათ. რამდენჯერმე ნახვაც მოასწრეს. ამ შაბათ-კვირას,ლევანი კიკეთში იყო ძმაკაცთან ასული. ტელეფონით კი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს,მაგრამ თათას მთელი კვირა არ ენახა და ძალიან ენატრებოდა. ბოლო პერიოდში ეს ყველაზე დიდი პერიოდი იყო ერთმანეთის უნახავობის. თათამ მონატრებას ვერ გაუძლო და მოვლენები დააჩქარა,თავისი ბარგი ჩემოდანში ჩაალაგა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. ლევანი კვირა საღამოს ბრუნდებოდა სახლში,ხოდა თათამაც გადაწყვიტა სიურპრიზი მოეწყო. ასეც მოიქცა. დედამისის ირონიულ კომენტარებს ყურადღება აღარ მიაქცია,უბრალოდ ბედნიერება მისურვეო დაუბარა და გეზი ლევანის სახლისკენ აიღო. ღამის 12 საათი იყო. ლევანი უკვე ჩამოსული იქნებოდა. რადგან ბოლოს რომ ელაპარაკა მალე აპირებდა წამოსვლას და მის შემდეგ 3 საათი იყო გასული. ღრმად ამოისუნთქა. ზარის ღილაკისკენ ხელი ძლივს წაიღო. ზარი რომ დარეკა პულსი აუჩქარდა და დაელოდა კარს როდის გაუღებდა. არც მან დააყოვნა. 1 წუთიც არ დასჭირდა კართან მოსასვლელად და გასაღებად -თათა?-თვალები შუბლზე აუვიდა ამ დროს თათას დანახვისას,მერე მზერა ჩემოდნისკენ გაექცა და უფრო დაიბნა -შენი შემოთავაზება ისევ ძალაშია?-გულისფანცქალით ჰკითხა თათამ და სუნთქვაც კი შეწყვიტა,სანამ ლევანი პასუხს გასცემდა. ლევანი კი არეული იდგა და ვერ იაზრებდა ბოლომდე რა ხდებოდა -არ მეჩვენება ხომ?-გაოცება,ღიმილი,ბედნიერება,ყველაფერი ერთად ირეოდა ლევანის სახეზე.თათამ თავი გააქნია -თუ ისევ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება...-მხრები აიჩეჩა და ჩემოდანს შეხედა. ლევანმა ისე გაიღიმა,ყველა კბილი უჩანდა.მერე თათა ხელში აიტაცა,მის ჩემოდანს ხელი დაავლო და სახლში შეიყვანა -არ მჯერა-ძალიან ბედნიერი იყო და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა -ისე მინდოდა შენთან,მეც ვეღარ ვითმენდი -ძალიან კარგი გოგო ხარ, აქამდეც უნდა მოქცეულიყავი ასე-დივანზე ისხდნენ,თავი მის მხარზე ედო და ლევანი თმაში ეფერებოდა-ძალიან გამახარე,მართლა. თათაც ძალიან მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა თავს. დღეიდან სულ სხვა ცხოვრება იწყებოდა მისთვის. ლევანმა მისი ჩემოდანი თავის ოთახში შეიტანა -მერე შენ დააბინავე რა როგორ გინდა-ღიმილით უთხრა თათას,როცა საძინებელში შევიდნენ. საძინებელში შესვლისას თათა ცოტათი ანერვიულდა. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და ის და ლევანი ერთ ლოგინს გაიყოფდნენ.სახეზე აწითლებული და ახურებული იყო. ლევანმა შეამჩნია თათას ცქმუტვა და გაეღიმა,მაგრამ არ შეიჩნია. -ხვალ მივხედავ მაგათ-ცოტათი დამშვიდდა და ისე უპასუხა. ლევანი მიუახლოვდა,მისი სახე ხელებში მოიქცია,ნაზად აკოცა ტუჩებზე -ნუ ნერვიულობ ხომ? ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება-გაუღიმა და შუბლზე აკოცა. ყველააირად ეცადნენ დრო გაეყვანათ. მერე სააბაზანოში გავიდა თათა და იქედან საღამურით გამოვიდა. ლევანი უკვე იწვა და ტელეფონს ათვალიერებდა.კარის ხმაზე თათას გახედა და ვნებიანად აათვალიერა.თათა გაწითლდა,სწრაფად წავიდა საწოლისკენ და უცებ შეწვა ლოგინში. ლევანმა ტელეფონი დაბლოკა და გვერდზე გადადო. მერე თათასკენ მიბრუნდა -ამ საძინებელს სხვა მუხტი შესძინე-სახეზე მოეფერა.თათამ მისი ხელი აიღო,ლოყასთან მიიდო და ისე დადო თავი ბალიშზე. ორივე ძალიან დაღლილი იყო, სხვა რამ არც უფიქრიათ,ერთმანეთზე ჩახუტებულები იწვნენ და ლაპარაკში მიეძინათ. დილით უჩვეულოდ ბედნიერს გაეღვიძა, ლევანზე ადრე. ცოტა ხანი მისი ყურებით ტკბებოდა, მერე საწოლიდან წამოდგა, უნდოდა ლევანისთვის საუზმე მოემზადებინა. თავი მოიწესრიგა და სამზადისს შეუდგა. -რა საოცარი სუნები დააყენე ამ დილიდან-თვალების ფშვნეტით შეივდა სამზარეულოში,უკნიდან მიეხუტა და ყელში აკოცა- უკვე დაატყვე ხელი ამ სახლს. გემრიელად ისაუზმეს. მერე თათამ თავის ნივთებს ადგილი მიუჩინა და ყველაფერი დაალაგა. ძალიან მალე შეეჩვია მასთან ერთად ცხოვრებას. შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. ერთად ძილის გარეშე არ შეეძლოთ, სხვაგან არც ერთი არ ჩერდებოდა ღამით. კატო უკვე ეჭვიანობდა,დაქალი წამართვიო. ერთად გატარებული ვნებიანი ღამეები სულ სხვა განზომილება იყო ორივესთვის.თათა ძლივს შეეჩვია,რომ ლევანთან აღარ უნდა შებოჭილიყო და სიმორცხვეც რამდენიმე ღამის მერე,ძალიან შორს მოისროლა. თათა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში 100%ით დარწმუნებული იყო,რადგან ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არ ყოფილა,როგორიც ლევანთან ცხოვრებისას იყო. თავიდან ბევრს გაუკვირდა თათას გადაწყვეტილება,მაგრამ თათა მართალი აღმოჩნდა, რამდენიმე დღე იჭორავეს და მერე საერთოდ დაავიწყდათ,მაგრამ ამისთვის ყურადღება არც ერთს არ მიუქცევია. ნახევარი წელი იყო გასული,მათი თანაცხოვრებიდან,როცა თათამ ორსულობის ტესტი,ყოველი შემთხვევისთვის იყიდა,რადგან ბოლო პერიოდი თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა და გადაწყვიტა შეემოწმებინა. ახლა კი იჯდა და ხელში ორი ტესტი ეჭირა,რომელიც ორივე დადებითს აჩვენებდა. გული ბედნიერებისგან ისე აუჩქარდა, მის დამშვიდებას დიდი ხანი დასჭირდა. ერთი სული ჰქონდა ლევანისთვის ეთქვა და თან ცოტათი ნერვიულობდა,რადგან არ იცოდა ლევანს რა რეაქცია ექნებოდა,არასდროს უსაუბრიათ შვილებზე. სამსახურიდან დროულად დაბრუნდა ლევანი. თათამ დააცადა,სანამ ივახშმებდა. ლევანი ატყობდა,რომ თათას რაღაცის თქმა უნდოდა -თათა, რამე ხომ არ მოხდა?-ინტერესით ჩაეკითხა -კი,მოხდა-უცებ გასცა პასუხი და ფრთხილად დაჯდა მის გვერდით -მშვიდობაა?-ცოტათი ანერვიულდა,რადგან თათას ტონი არ მოსწონდა -კი,არა, მგონი... არ ვიცი-ყველაფერი ერთად თქვა და ლევანი უფრო დააბნია -თათა,ახლა აზრები დაალაგე და ისე მითხარი რა მოხდა?-ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა -ორსულად ვარ-უთხრა და ნიკაპი აუკანკალდა. ლევანი შოკში ჩავარდა. რამდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა და ეს რამდენიმე წამი თათასთვის საუკუნე აღმოჩნდა -დარწმუნებული ხარ?-ხმის კანკალით ჰკითხა ლევნმა.თათამ უბრალოდ თავი დაუქნია და ცრემლები წამოუვიდა -მერე რა გატირებს?- უცებ ბოლომდე გაიაზრა რაც ხდებოდა და ყურებამდე გაიღიმა-რა მაგარია თათა, შვილი გვეყოლება-ისე აჟიტირდა ბედნიერებისგან,თათა დაიბნა, მასაც კი არ ჰქონია ასეთი რეაქცია,რადგან იმდენად იყო კონცენტრირებული იმაზე თუ ლევანს რა რეაქცია ექნებოდა,ბოლომდე ვერ იაზრებდა ამ სიხარულს -გაგიხარდა?-ცოტათი დაბნეულმა ჰკითხა -აბა არ გამიხარდა?თათა,ხვდები რა მაგარია-მასთან მივიდა,მისი ხელები ხელებში მოიქცია და დაუკოცნა-თათამაც ახლა გაიაზრა რამხელა ბედნიერება ელოდა და ტირილი აუვარდა,ოღონდ ახლა ბედნიერებისგან -ვაიმე თათა,ნუ შემშალე,რა გატირებს?-შეშფოთდა ლევანი-ოღონდ ახლა არ მითხრა რომ ჯერ მზად არ იყავი დედობისთვის-გამომეტყველება შეეცვალა -არა,არა, გაგიჟდი?-ცრემლები სწრაფად მოიწმინდა-ბედნიერებისგან ვტირი, მე.. მე არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა და ვნერვიულობდი-უთხრა რაც აწუხებდა -როგორი რეაქცია უნდა მქონოდა გარდა იმისა,რომ გაგიჟებამდე გახარებული ვიქნებოდი-ცრემლები შეუმშრალა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა-სასწაული ახალი ამბავია -რავიცი,შვილებზე არასდროს გვისაუბრია და...-თავისთვის ჩაიბურტყუნა. მერე ღიმილით მიუბრუნდა -არ მჯერა,რომ დედა გავხდები-ბედნიერმა ამოილაპარაკა -და მე მამა-გაეცინა ლევანს- მშობლები ვხდებით-საოცრად ბედნიერი იყო. მთელი ღამე მუცელზე ეფერებოდა და გონებაში უკვე წარმოიდგინა,როგორი მამა იქნებოდა. -ხელი უნდა მოვაწეროთ-უცებ წამოიძახა ლევანმა,თათას თვალები გაუფართოვდა -რა,რატო? -ჩვენი შვილი კანონიერ ოჯახში რომ დაიბადოს-თათა მოიღუშა -არ მინდა,რომ შვილმა რაღაც ვალდებულებები დაგაკისროს და ისეთი რამ გააკეთო,რაც არ გინდა-ამოიბუზღუნა -თათა,ნუ სულელობ. ჯერ ერთი რომ შვილი მართლაც რაღაც ვალდებულებებს გაკისრებს და მეორე,საიდან მოიტანე რომ არ მინდა? ხელის მოწერა უბრალო ფორმალობაა.შენ ისედაც ჩემი ცოლი ხარ. მხოლოდ ერთი ფურცელი არ ადასტურებს ამას და ამასაც ვიზამთ,რადგან მინდა ჩვენს შვილს ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს -კი მაგრამ ლევან... -არანაირი მაგრამ-ტუჩებზე თითი მიადო-ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა-უთხრა და ტუჩებზე კოცნით გააჩუმა. თათას ბედნიერებისგან გააკანკალა. ძალიან ახლოს იყო სრულყოფილ ბედნიერებასთან,არა ,ახლოს კი არ იყო უკვე ჰქონდა სრულყოფილი ბედნიერება. თუმცა, ერთმა წვრილმანმა ფაქტმა კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა ყველაფერი -მიყვარხართ- ძილის წინ მის მუცელთან დაიჩურჩულა ლევანმა და თავი მუცელზე დაადო.იგრძნო თათას მთელი სხეული რომ დაეჭიმა და გაეღიმა -ლევან... -ჩუუ, შვილი არ შემიწუხო-მუცელზე კიდევ ერთხელ აკოცა და გააჩუმა -ჩვენც გვიყვარხარ, ძალიან-დაიჩურჩულა თათამაც და მისი მუცლიდან წამოსულმა ვიბრაციამ სასიამონვოდ დაუარა ლევანს. ისიც სრულყოფილად ბედნიერი იყო. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.