ცოლი მჭირდება! (მეორე თავი)
-აბა მომიყევი ცოტა რამ შენს შესახებ,მშვიდად დაიწყო დადიანმა მას შემდეგ რაც მიმტანმა მენიუ დაუტოვა. -რა გითხრა გავიზარდე და ის პატარა გოგო აღარ ვარ,რომელიც კატებს კუდით იჭერდა,გულიანად გადაიკისკისა დახვეწილმა ქალმა. -ხო მახსოვს,როგორ აწვალებდი ხოლმე,სიცილში ახლა დადიანიც აჰყვა -შენშიც ბევრი რამ შეცვლილა,მაშომ მთლიანად აათვალიერა ბიჭი და მისი ყველა ნაკვთი შეისწავლა.ოდნავ გრძელი ხუჭუჭა ქერა თმა,კურნოსა ცხვირი თვალები კი იმ სისხლისფერ ტუჩებზე შეაჩერა,რომლის დაგემოვნებაც დიდი ხანია სურდა.მაისურის მკლავები აკეცილი ჰქონდა,რის გამოც ცალ ხელზე ტატუები უჩანდა,ზედმეტად შესამჩნევი,რომ არ ყოფილიყო “მაშოს მიშტერება”,გოგონამ ყურადღება მენიუზე გადაიტანა. -აბა გადაწყვიტე რას შეუკვეთავ? მხიარულად შესძახა სანდრომ -კი,თუ შეიძლება ქათმის მუამბა,ამის გაგონებაზე დადიანს შესამჩნევად გაეღიმა -რაიყო?გაკვირვებულმა კითხა გოგომ -გემოვნება არ შეგცვლია,ცალყბად გაუღიმა ბიჭმა და ახლა მან მისცა შეკვეთა მიმტანს. -სასმელს რას დალევთ? დინჯად იკითხა ოფიციანტმა -ქინძმარაულს -ქინძმარაულს,ორივემ ერთდროულად უპასუხა ახალგაზრდა ბიჭს, რაზეც სამივეს გაეცინა. -კარგით,ბიჭი ადგილის მოშორდა და სავარაუდოდ შეკვეთა შეფ-მზარეულს გადასცა.ახლა ალექსანდრე მიაშტერდა მაშოს,რომელიც ტელეფონში სასწრაფო მესიჯს წერდა უფროსს,თავისებური ეშხიანი გოგო იყო ბავშობიდან,შავი კულულები და ლურჯი ზღვისფერი თვალებით,თითქმის ყველა ბიჭს ჭკუა ეკარგებოდა მასზე,თუმცა მხოლოდ გარეგნობით კი არა ჭკუითაც გამოირჩეოდა,საზღვარგარეთ მიღებული განათლება,პრაქტიკა ბევრ რამეში ეხმარებოდა.სანამ დადიანი გოგონას ხამივით აშტერდებოდა მანამდე მიმტანმა შეკვეთაც მოუტანა. -მადლობა,ღიმილით უთხრა გოგონამ და ჭამას შეუდგა. -მაშო გამახსენე სად მუშაობ? -არც გახსოვს არა რა პროფრესიის ვარ?ოდნავ ნაწყენმა მიუგო ახალგაზრდა მანდილოსანმა -ჭურნალისტი ხარ ვიცი,მაგრამ კერძოდ სად მუშაობ ეგ მაინტერესებს -BBC NEWS-ის ოფიციალურ გევრძე მთავარი რედაქტორი ვარ,დისტანციურად ვმუშაობ,თვეში ერთხელ კი საზღვარგარეთ მივდივარ და მოხსენებას ვწერ უფროსისთვის. -მშვენიერია რა გინდა,კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ბიჭმა და ღვინო მოსვა. -მშვენიერი ნამდვილად არაა,რთულია ასე მუშაობა მე კიდევ საქართველო ძალიან მიყვარს და აქაურობას ვერ ვტოვებ.ვფიქრობ,საკუთარი ჟურნალის გამოშვებას,თუმცა საქართველოში რამდენად გაამართლებს ზუსტად არ ვიცი. -ჩემი აზრით კარგი იდეაა,არ არსებობს ისეთი ჟურნალი რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავ ან გადაათვალიერებ,თამამად წარმოთქვა საკუთარი აზრი დადიანმა -მართალი ხარ,ამიტომაც რამდენიმე კარგი ჟურნალისტი დავიქირავე ჯერ საცდელ ნომრებს ჩავუშვებ,შემდეგ კი ვნახავთ როგორ გაამართლებს ეს იდეა ბაზარზე. -დარწმუნებული ვარ გამოგივა,იქნებ ერთადერთი ჟურანლი აღმოჩნდეს შენი რომელიც არ გამლანძღავს,სიცილით უპასუხა დადიანმა -მართლა მაგაზე გამახსენდა რას ვიფიქრებდი,რომ მექალთანე სანდრო დადიანი ახლა დაჭკვიანებულ მამად იქცეოდა? -მთლად მასეც არაა,ჩემთვისაც ახალია ეს ყველაფერი,ცოტახნის წინ დედამისმა ბავშვი კარების წინ დამიტოვა,წარმოგიდგენია?ტესტმა აჩვენა რომ ჩემი შვილია,მაგრამ არ ვიცი დედამისი ვინაა -ამდენ ქალთან რომ არ გქონიდა ურთიერთობა გეცოდინებოდა -მართალი ხარ,მაგრამ დიდი ხანია გამოსწორებას ვცდილობ,ნაღვლიანად მიუგო ბიჭმა. -მართლაც გაზრდილი ხარ,გაეღიმა მაშოს და ღვინო მოსვა.სანამ ძველი მეგობრები მხიარულად ატარებდნენ დროს,ელენე სახლში დაღლილი მიდიოდა.უნებურად ნიტაზე და სანდროზე ეფიქრებოდა,პარალელურად კი ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა.იცოდა,რომ შანსიც კი არ ქონდა ბატონ ალექსნადრესთან,მაგრამ ხომ შეიძლებოდა თავისთვის მოსწონებოდა?ამით არავის არაფერს დაუშავებდა,ბოლოსდაბოლოს მისთვის დადიანი აკრძალული ხილი იყო,რომელსაც ვერასდროს მისწვდებოდა.ამ ფიქრებში სახლშიც მივიდა და პროდუქტების ამოლაგება დაიწყო.დაქანცული საწოლზე წამოწვა,ტელეფონი აიღო,შემდეგ კი ცოტახნით Facbook-ის სიახლეეებს გაეცნო.ერთ-ერთია სტატია თვალში მოხვდა ,,ალექსანდრე დადიანი,მაშო ასათიანთან ერთად რესტორან ბლუბერის ტოვებს, იხილეთ ფოტოები” გოგონამ სწრაფად დააჭირა ლინკს,ფოტოები გულდასმით დაათვალიერა შემდეგ კი მწარედ გაეცინა -ესღა გაკლდა ელენე,აუტკივარი თავის ატკიება,რა ლამაზია ეს გოგო დამწუხრებუთ ჩაილაპარაკა ავალიანმა და ტელეფონი გვერდით გადადო.საკუთარ თავს უბრაზდებოდა,მაგრამ ახლა რაღას უშველიდა?იქვე მიგდებული რვეული აიღო,შემდეგ კი წერა დაიწყო “უფროსის შეყვარება არასწორია” “უფროსის შეყვარება არასწორია” -ამას იმდენჯერ გამოვწერ რამდენჯერაც საჭირო იქნება! ამაყად ჩაილაპარაკა და წერა განაგრძო. მოლში ბატონ ალექსანდრესთან ერთად იყო და ნიტასთვის ტანსაცმელს არჩევდნენ როდესაც დადინმა გოგოს წელზე ხელი შემოხვია და უცბად მისკენ მიიზიდა. -სანდრო რას აკეთებ?დაბნეულმა იკითხა ავალიანმა -ვეღარ ვძლებ,მინდა შენი დიდი ტუჩების გემო გავიგო,ბიჭმა სახე ახლოს მიუტანა და ის ის იყო აკოცებდა,როდესაც ტელეფონის ზარმა სიზმრებიდან გოგონა გამოაფხიზლა. -კარგი რა,ბუზღუნით დახედა მობილურს,ეს ხომ ასეთი მშვენიერი სიზმარი იყო? -გისმენ -ბოდიში,რომ გაგაღვიძე,ტელეფონში ნაცნობი ხმა ჩაესმა -ბატონო ალექსნადრე,დაბნეულმა წარმოთქვა სიტყვა, მაგიდიდან ადგომას ცდილობდა,როდესაც სკამს გამოედო და ძირს ბათქვანი გაადინა. -ყველაფერი რიგზეა?ეჭვით ჰკითხა ბიჭმა -კი,კი უბრალოდ ჩემი კატა ბასუნა ხმურობს,ხო,ღრმად ამოისუნთქა და თავში ხელი შემოირტყა. -კატას ბასუნა დაარქვი?,გაკვირვებულმა გადაიხარხარა ბიჭმა -ხო რა არ შეიძლება? ბასუნა,ბასასუნა,ბუსუნა საყვარელი სახელებია,გაბრაზებულმა უპასუხა უფროსს -ხო ხო,ხანდახან მავიწყდება,რომ მხოლოდ თვრამეტი წლის ხარ,ისევ სიცილით გაუბა ლაპარაკი ბატონმა ალექსანდრემ გოგონას -გისმენთ,ამ დილაუთენია რამ შეგაწუხათ?ოდნავ გაბრაზებულმა მიაყარა სიტყვები დადიანს -დღეს სკოლას რო მორჩები გამოგივლი და ნიტას ტანსაცმელზე,სათამაშოებზე და ეგეთ გოგოშკურ რაღაცეებზე გავიაროთ ხო? -დიახ რა თქმა უნდა,ოდნავ გახარებულმა მიუგო გოგონამ -ელენე -გისმენთ -რამდენჯერ უნდა გითხრა თქვენობით ნუ მელაპარაკები თქო?ოდნავ ნაწყენმა ჩასძახა ტელეფონში ბიჭმა -კარგით,კი არადა კარგი -დროებით,გაეცინა ბიჭს და ტელეფონი გათიშა -ღმერთო რა ჩავიცვა?ბევრი არაფერი მაქვს.გოგონა გახარებული მივარდა გარდირობს,თუმცა დიდი ხნის ფიქრის მერე გადაწყვიტა ნაცრიფერი სპორტულები და შავი ტყავის კურტკა ჩაეცვა,მან ხომ გუშინ ამდენჯერ გამოწერა წინადადება “უფროსის შეყვარება არასწორია”,ამიტომ დიდად არც გამოპრანჭულა,სახლიდან გასვლისას ტუჩსაცხი გადაისვა და სკოლაში უჩვეულოდ ბედნიერი წავიდა.დრო რატომღაც ძალიან გაიწელა,მაგრამ ოთხი გაკვეთილის გამოსვლისთანავე ელენე გარეთ გამოვარდა იმ იმედით რომ სადღაც ახლოს ისევ დაინახავდა იმ მონატრებულ სახეს. -ქალბატონ ელენეს ვახლავარ,უკნიდან ვიღაც ბიჭი ჩაეხუტა გოგონას და ლოყაზე აკოცა. -ლუკაა,ბედნიერმა დაიყვირა ელენემ,შემდეგ კი მთელი სხეულით აეკრო საყვარელ მეგობარს. -აბა რა ხდებოდა სანამ მე ჰავაიზე დავჭყუმპალაობდი?სიცილით წამოწყო საუბარი ბიჭმა -დედას გული ისევ გაუჩერდა,სასწრაფოდ სჭირდება დონორი ასე ვეღარ გაძლებს,ნაღვლიანად მიუგო მეგობარს. -ელე,ხო იცი მამაჩემს რამის გაკეთება,რომ შეეძლოს ყველა წესის გვერდის ავლა აუცილებლად დაეხმარებოდა. -ვიცი,ლუკა ვიცი და ეგ აზრად არც კი მომსვლია,პირიქით მამაშენის უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამდენ რამეს რომ აკეთებს დედასთვის.ლუკას მშობლები საკმაოდ შეძლებულები იყვნენ,სწორედ ლუკას მამის საავადმყოფოში იწვა ელენეს დედა,იქ გაიცნო შემთხვევით ეს ბიჭი და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან. -ელენე,უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა,გთხოვ წავიდეთ ამდენი დრო არ მაქვს ოდნავ გაბრაზებულმა დაუძახა ალექსანდრემ,რომელიც მანქანიდან გადმოსულიყო. -ეს ალექსანდრე დადიანი არაა?გაიკვირვა ლუიმ -კი,გპირდები მერე მოგიყვები,ახლა უნდა წავიდე,აფორიაქებულმა უთხრა გოგონამ -ხარაშო მანჩო შენ საყვარელ საჭმელს აკეთებს დღეს და გელოდებით,მიაძახა გოგონას,ამ სიტყვებმა ელენე ძალიან გაახარა მიტრიალდა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა,შემდეგ ისევ გაიქცა და დადიანის მანქანაში ჩახტა.ნიტას აკოცა და შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა -რომელ მოლში მივდივართ?გახარებულმა იკითხა ელენემ და თან ღვედს დაეჯაჯგურა. -თბილისი მოლში,მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და მანქანა ადგილიდან სწრაფად დაძრა. -რამე მოხდა? დაეჭვებით კითხა ელემ -არაფერი უბრალოდ დავიღალე -კარგი მთელი გზა ისე იმგზავრეს ხმა არცერთს ამოუღია,ბოლოს სიჩუმე ისევ დადიანმა დაარღვია და გოგის მოუთმენლად უთხრა -არ ვიცოდი შეყვარებული,რომ გყავდა,ისე კარგი იქნებოდა შენზე უფროსი რომ გეპოვა ვინმე,ბოლო სიტყვები სიცილით უთხრა სანდრომ. -ლუკაზე მეუბნები?გაუკვირდა გოგოს -ხო სკოლის ეზოში რო ეხუტებოდი იმაზე,ვითომ სასხვათაშორისოდ უთხრა ბიჭმა -ვაიმეე,ეს ნახე რა ლამაზია,ნიტა რას იტყვი?რაღაც კრემისფერ კაბაზე მიუთითა ელენემ. -ელენე,ესეც ლამაზია მაგრამ შეიძლება ვარდისფერებიც ვნახოთ?გაღიმებულმა იკითხა ბავშვმა -რა თქმა უნდა შეიძლება,გოგონამ პატარა დადიანს ლოყები დაუკოცნა,შემდეგ კი ხელში აიტატა.მომენტალურად წელზე ძლიერი ხელი იგრძნო,ღმერთო როგორც მის სიზმარში ყველაფერი ისე ხდებოდა. -ყურადღებით იყავი,რომ არ გამომეწიე ის კაცი დაგეჯახებოდა,გაბრაზებულმა უთხრა უფროსმა დადიანმა. -მადლობა,წარბები მაღლა აზიდა ავალინმა და ბავშვი მაღაზიაში შეიყვანა. ელენე და ნიტა კარგად ერთობოდნენ აი ალექსანდრეს კი რაღაცის გამო გაფუჭებული ხასიათი ჯერაც არ გამოსწორებულიყო,ბევრი რამ იყიდეს,სათამაშოების მაღაზიაში იმდენი ქნეს,რომ ალექსანდრეს ვარდისფერი პეპლის ფრთებიც კი მოაზომეს. -დრო როგორ გასულა,აღშფოთდა უფროსი დადიანი. -მე მშია,წამოიძაღა ნიტამ და თვალები საყვარლად ააფახუნა -მე უნდა წავიდე,დანანებით ჩაილაპარაკა ელენემ. -რატომ? ნაწყენმა კითხა ნიტამ -ჩემს მეგობარს დავპირდი რომ მათთან ერთად ვივახშმებდი,ახლა ცუდად გამომივა რომ არ მივიდე -მამიკო უთხარი რა რამე,ფეხები ააბაკუნა ბავშმა -მე რა უნდა ვუთხრა,ისედაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის,შვილს გაუწყრა დადიანი -გპირდები მალე შევხვდებით,თბილად გაუღიმა ელემ და ბავშვი გულში ჩაიკრა. -დროებით,სასხვათაშორისოდ მიაძახა ალექსანდრემ შემდეგ კი ნიტა ხელში აიტატა -დროებით დიდხანს უყურებდა სანდრო გოგონას,რომელიც დინჯად მიაბიჯებდა და ხალხში გზას იკვლევდა. -ჰამბურგერები გინდა? აღრენილმა იკითხა დადიანმა -კი მაგრამ მშობლები ბავშვებს ყოველთვის უკრძალავენ ჰამბურგერების ჭამას,ტუჩი ჩამოუშვა ბავშმა -მერე შვილო,მე რომელიმე ნორმალურ მშობელს ვგავარ? ცალყბად გაუღიმა ბიჭმა -კი შენ ჩემთვის ყველაზე ნორმალური ხარ,ბავშმა კისერზე ხელები შემოხვია სანდროს და ლოყები დაუკოცნა. -აბა მომიყვები იმ ზღაპარს წითელქუდაზე? იკითხა ალექსანდრემ -წესით მამები უყვებიან ხოლმე შვილებს ზღაპრებს -ეგ ვინ დააწესა შეიძლება ვიკითხო? -რავიცი ეგრეა,გაკვირვებულმა აიჩეჩა ნიტამ მხრები და საყვარელ ადამიანს მთელი ძალით მოეხვია. მთელი კვირა გავიდა,მაგრამ ელენესგან დადიანს არაფერი სმენია,რამდენჯერმე დაურეკა,თუმცა ტელეფონს არ უპასუხა,სამსახურშიც არ გამოჩენილა.ამის მიუხედავად მთელ საკუთარ დროს მაშოს და ნიტას უთმობდა,რომელბიც არც ისე კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს. -მამიკო,ელენე რატომ აღარ მოდის ჩვენთან?იკითხა განაწყენებულმა ნიტამ -არვიცი დარეკვა ვცადე მაგრამ არ მიპასუხა,რაიყო? -შეიძლება ელენემ გამზარდოს? -ეგ როგორ? გაეცინა ბიჭს -მანანა დეიდა ხომ აღარ მოდის ჩვენთან და მის ნაცვლად რომ ელე მოვიდეს ხოლმე? -ანუ შენი ძიძა იყოს,ამას მთავაზობ პატარა ქალბატონო? -ზუსტად გაუხარდა ბავშვს -ვნახოთ -მამიკოო,აწუწუნდა ბავშვი -ახლა რაღა მოხდა,თვალები აატრიალა ბიჭმა -ნუ ინძრევი გამეთხაპნება პომადა. -ისე ხო რას ამბობ ზუსტად წამისვი რა,ნიტა ახალ სათამაშო ,,საკრასკავებს,, ბატონ ალექსანდრეზე ტესტავდა,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.დაახლოვებით ორ წუთში ისეთი სიცილი გაიგო ნიტამ,რომ შეეშინდა და მამიკოსთან გაიქცა. -რა გაცინებს ქლიავო,შეუღრინა ალექსანდრემ ძმაკაცს -რა რა მაცინებს ბიჭო,თმაზე ორი კიკინა გაქვს,პომადა გისვია და ლოყები აწითლებული გაქვს,კიდე მე რა მაცინებს? ძლივს მოუყარა სათქმელს თავი ირაკლიმ. -ვკვდებიი,უკვე ჩაბჟირებული დათაც გამოჩნდა კედელთან -ნახუით რა,გაბრაზდა დადიანი -აუ ბიჭო პედიკურზე როდის ჩავეწეროთ?ქალის ხმით წაილაპარაკა დათამ შემდეგ კი ოთახში ძმაკაცს გაჰყვა. -აქ ჩემი ნერვების მოსაშლელად ხართ?სერიოზული სალაპარაკო მაქვს,ამაზე ბიჭებს უფრო გაეცინათ -ამ ფორმაში რა სერიოზულად უნდა გველაპარაკო? ხარხარით იკითხა ირაკლიმ -გაა*ვი რა,რა გამიხურე საქმე ბავშვია უკვე ყვირილზე გადავიდა ალექსანდრე -კაი ვსო,მორჩა დაწყნარება სცადეს ბიჭებმა,თუმცა მომდევნო ათი წუთი კიდევ იცინოდნენ. -მოვრჩი,ბედნიერმა გამოაცხადა ნიტამ და საკუთარი ნაშრომით კმაყოფილმა განაცხადა დასაძინებლად წამიყვანეთო. -სანამ მოვალ იცოდეთ დაწყნარებულები იყავით თორე ორივე მიიღებთ -ოკი გოგჩო,ქალის ხმით მიაძახა დათამ,ირაკლიმ კი გაეროვანი კოცნა გაუგზავნა ,,დაქალს,,.დაახლოვებით ოც წუთში დადიანი უკან გამოვიდა და ის ის იყო ძმაკაცებთან ერთად მაშოს თემის განხილვას აპირებდა,რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. -ვინ უნდა იყოს?გაკვირვებულმა იკითხა დადიანმა -გოგო შენ თუ გეშინია ჩვენ აქ არ ვართ,სიცილით უთხრა ირაკლიმ -ეხლა გაა*ვავ სი*ო თუ მე გაგაკეთებინო? -კაი ჩემო ძმაო აწი გავითვალისწინებ,ხელები ზემოთ ასწია ირაკლიმ -ეს სოფლური რაღაც სად ისწავლე,მიაძახა ალექსანდრემ და კარები გააღო. -ელენე?სრულიად შოკირებულმა წარმოთქვა გოგონას სახელი,რომელიც საშინლად გამოიყურებოდა. -რა დაგემართა?მოდი -ბოდიში ასეთ დროს რომ გაწუხებთ,მაგრამ ლუკა თბილისში არაა,ამიტომ თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე -შემოდი,მოდი ბიჭმა სასტუმრო ოთახში შეიყვანა გოგონა,თვითონ კი უთხრა მალე მოვალ სახეს ჩამოვიბან,მანამდე ბიჭებთან იყავიო. -გამარჯობა,თვალებიდან წამოსული ცრემლი შეიმშრალა და სავარძელზე ჩამოჯდა -გამარჯობა,უკვე დასერიოზულდნენ ბიჭები -რა გქვია?თბილად კითხა დათამ -ელენე -მე დათა ვარ ეს კი ირაკლია,რამე გინდა მოგიტანოთ? ჩაი ყავა წვენი ან წყალი? -არა მადლობა -რა დაგემართა? შეშფოთებული შემოვარდა სანდრო და გოგონას წინ ჩაიმუხლა,ვინმემ რამე დაგიშავა? -არა,უბრალოდ რთული გადაწყვეტილების წინაში ვარ,მამას დავურეკე,მაგრამ არ მიპასუხა,საბასაც ვერ ვუკავშირდები,ლუკა ძმაკაცის დაბადების დღეზეა ბათუმში,მე კი მე მე,ამოისლუკუნა და საუბარი განაგრძო ავალიანმა,მე მარტო ვერ გადავწყვეტდი ამას. -რას? უკვე აფორიაქებულმა იკითხა დადიანმა -დედა ძალიან ცუდადაა,ეს საბუთებუ მომცეს ამაზე ხელს თუ მოვაწერ აპარატზე შეაერთებენ და მისი საშვალებით იცოცხლებს,თუ არა ყველანაირი მედიკამენტის მიცემას შეუწყვეტენ და ერთ კვირაში გარდაიცვლება.რა ვქნა სანდრო?როგორ მოვიქცე?ორივე შემთხვევაში თავს დამნაშავედ ვიგრძნობ.თუ აპარატზე შევაერთებ და დონორი დიდი ხნით არ გამოჩნდება,დაიტანჯება ის,მისი ტვინი მოკვდება ავტომატურად კი ცოტახანში სხვა ორგანოებიც გაეთიშება,თუ ახლა ამ საბუთებს ხელს მოვაწერ მაშინ ცხოვრების ბოლომდე საკუთარ თავს დავადანაშაულებ იმაში,რომ შეიძლება დონორი გამოჩენილიყო,ამ ტვირთით კი ვეღარ ვიცხოვრებ,ისედაც ხომ იცი ასეთ მდგომარეობამდე ჩემს გამო მივიდა.გოგონამ ამოიტირა და თავი ხელებში ჩარგო.იქ მყოფი სამი ბიჭიც არ იყო კარგად,სამივე მათგანაზე მეტად იმოქმედა ამ ფაქტმა.ხმას ვერავინ იღებდა რის გამოც მთელს ოთახში ავალიანის ტირილი ისმოდა. -დამშვიდდი,მოდი ჩემთან ბიჭმა ძლიერად ჩაიკრა ელენე გულში და თმაზე მოეფერა. -მესმის რომ რთულია,მაგრამ ჩემი აზრით ორი წელი ისედაც იწვალა,ჯობს ახლა დაასვენო და გაუშვა.გოგონამ ბიჭს მკლავზე ხელი ძლიერად მოუჭირა. -მაგრამ მის გარდა არავინ მყავს,მის გარეშე როგორ ვიცოცხლო?ახლა ასე ვუყურებ და ვეხები,ის სულ სხვაა თუ მას სიკვდილის უფლებას მივცემ ვერასდროს შევეხები,ამას ვერ გადავიტან. -მესმის რომ ზედმეტად ბევრი ტკივილი გამოიარე,მაგრამ როგორც ის ყველფერი გადაიტანე,ამ ყველაფრის დაძლევასაც შეძლებ,თან მარტო აღარ ხარ მე და ნიტა ხომ უკვე ახლობლები ვართ არა შენთვის?თბილად გაუღიმა ალექსანდრემ. -შეიძლება ნიტასთან შევიდე?ცოტანით მის გვერდით ყოფნა დამამშვიდებს. -რა თქმა უნდა,ოთახშია.გოგონა ფრთხილად წამოდგა და ბავშვის ოთახში შევიდა,გვერდით მიუწვა,შემდეგ კი სველი ლოყა მისას მიადო. -ელენე,ბავშმა ნახევრად მძინარემ შემოხვია ხელები გოგოს. -ხო ჩემო პატარა -აქ დარჩი რა,ნიტამ ელენეს კისერში ჩარგო თავი და ტკბილად ძილი განაგრძნო.ელენე ბავშვს კოცნიდა თან კიდევ დედაზე ფიქრობდა,ბავშვობაში როცა ცუდ სიზმარს ნახავდა და ყვირილით იღვიძებდა,დედა ყოველთვის მის გვერდით წვებოდა.ქალის სურნელი ახლაც ახსოვდა,როგორ შეიძლებოდა ამის დავიწყება?მისი მუდამ დაღლილი,კეთილი გამოხედვა.ყოველდილით,რომ ებუზღუნებოდა ელენს ჭამე,სახლიდან ნუ მიდიხარ უჭმელიო.ყველა ბედნიერ მოგონებას იხსენებდა,პარკში წასულებს მას და საბას როგორ ყიდულობდა ბამბის ნაყინს,შემდეგ საბა ელენესასაც ჭამდა ხოლმე,ამაზე კი სულ კამათობდნენ.ამ დროს დადიანი მეგობრებს ელენეს შესახებ უყვებოდა. -კაი რა,რამდენი წლისაა?დანანებით ჩაილაპარაკა ირაკლიმ -არც კი დაიჯერებ,რომ გითხრა,თვრამეტის. -რა?ყბა ჩამოვარდა დათას -ხო,ასეთ ასაკში ამდენი რამის გადატანა შეუძლებელია ხო? -აბა რა ბავშვია ჯერ ისევ,ალბათ სკოლაში სწავლობს -კი სკოლაში სწავლობს -ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით ალბათ -არამგონია,დანანებით ჩაილაპარაკა დათამ -მარტო არ უნდა დავტოვოთ, არ გადაწყვიტოს,თავში ხელი შემოირტყა ირაკლიმ -მაგაზე სულ არ მიფიქრია,მართალი ხარ,სანამ ამის შეყვარებული ძმაკაცის დაბადებისდღეზე გულაობს ეს გოგო როგორ იტანჯება რა,ხელი ჩაიქნია დათამ -ა*ვარი,მოენ*რეს და მხარში დაუდგეს ამ სიტუაციაში,მის გაგონებაზე ნერვები მოეშალა ბატონ ალექსანდრეს -ბიჭო ნიტას რო მიხედოს და თან ქეთუსას ოთახში,რომ იცხოვროს?გენიალური იდეა მოუვიდა დათას. -მერე მაშო რას იტყვის?გაკვირვებულმა იკითხა ირაკლიმ -აუუ ნუ გაა*რაკე რა,რა უნდა თქვას ბიჭო ჯერ არაა სანდროს შეყვღებული. -ეგეც მართალია -ხოდა ეგრე მოვიქცეთ,შენ რას ფიქრობ სანდრო? -კარგი გადაწყდა,ვითომ ნიტას აღმზდრელად დავიქირავებ და თან ყურადღებასაც მივაქცევ,ამაყად წარმოთქვა სიტყვები ალექსანდრემ. რთულია როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ,მითუმტეს დედას,ისეთი შეგრძნება გიჩნდება,რომ შენი სხეულის ნაწილს გაგლიჯავენ.იმ მომენტში ვეღარ სუნთქავ,ტირი გგონია,რომ ეს ყველაფერი რეალურია და გაღვიძებას ცდილობ,მაგრამ უშედეგოდ.თითქოს ფიქრობ,არასდროს ვიქნები უკეთო,მაგრამ დრო ყველაფერს გაანელებს,ამ ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებს,თუმცა მიგაჩვევს,ეს სიტყვები ელენესთვის რომ გეზტქვათ ახლა ალბათ ძალიან გაბრაზდებოდა,შეუძლებლად მიაჩნდა იმ ერთადერთი ადამინის დაკრგვისგან მიყენებული ჭრილობის როგორმე მოშუშება.ერთ კუთხეში იყო ჩაკეცილი და ბალიშში ტიროდა,სანდროს რომ არ გაეგო.ჰაერი აღარ ჰყოფნიდა,აქედან როგორმე უნდა გასულიყო.დადიანი სახლი შეუმჩნევლად დატოვა,ჯერ კიდევ ბნელოდა,შემდეგ კი საყვარელი ადგილისკენ აიღო გეზი.რა უცნაურია არა?ალბათ ნებისმიერი თინეიჯერი გოგოსთვის რაიმე კაფე იქნებოდა მისი საყვარელი ადგილი,მაგრამ ელენესთვის ეს საავადმყოფო იყო,სადაც საყვარელი ადამიანის დანახვა შეეძლო.დედის პალატაში შეუმჩნევლად შეიპარა და მის გვერდით ჩამოჯდა.სახეზე ხელი ჩამოსვა,ცხვირი კი მის ლოყას გაუხახუნა.ჯერ ისევ ვერ ხვდებოდა რატომ მოაწერა იმ საბუთებს ხელი,ყველაფერი ერთად ტანჯავდა გოგონას,უნდოდა დრო დაებრუნებინა,მაგარამ არ გამოსდიოდა.ღმერთო როგორ უნდოდა ახლა რაიმე სასწაული მომხდარიყო მის თავს თუმცა ეს შეუძლებელი იყო. -ძალიან მიყვარხარ,ბოდიშს გიხდი ჩემს გამო ეს რომ დაგემართა,ამოისლუკუნა ელენემ და კიდევ ერთხელ დაუკოცნა სახე ქალს.პალატიდან ისევ წყნარად გამოვიდა და დადიანის სახლისკენ აიღო გეზი. -სადაა რა გავგიჟდები გეფიცებით.ბოლთას სცემდა იქაურობას სანდრო -ბიჭო თან არც ტელეფონი და არც ჩანთა არ წაუღია,აღელვებული ჩაერთო ირაკლი საუბარში. -პოლიციაში ხო არ დავრეკოთ? -არა რა პოლიცია ეგენი იტყვიან 72 საათი უნდა იყოს გასულიო. -24 ხო გავიდა და საკმარისი არაა? გაბრაზებულმა დაიყვირა დადიანმა -მომწერა,ბედნიერმა წამოიძახა დათამ და სანდროს ნომერი უკარნახა. -მიდი მიდი აიღე,უკვე გაღიზიანებული ლაპარაკობდა ალექსანდრე -გისმენთ,დაღლილი,ბოხი ხმა მოისმა ტელეფონში -გამრჯობა,ლუკა მე ელენეს მეგობარი ვარ ალექსანდრე,ვურეკავ და არ მოასუხობს,ჩემთან იყო ბოლოს და ისე გაქრა ხო არ იცი სადაა?დაძაბული უხსნიდა სიტუაციას არასასურველ ადამიანს ალექსანდრე -კი საავადმყოფოშია -რა-ა? გაკვირვებისგან ხმა წაერთვა დადიანს -ხო,მანქანამ დაარტყა -რომელ საავადმყოფოში ხართ?ახლავე წამოვალ.როდესაც ლუკასგან სასურველი პასუხი მოისმინა ბიჭმა,გიჟივით გავარდა გარეთ,უკან კი დათა მიყვა. -რა დაემართა? -მანქანამ დაარტყაო,ირა შენ ნიტასთან დარჩი მე და დათა საავადმყოფოში წავალთ. -კარგი,გამაგებინეთ როგორაა ელენე,მეც ვნერვიულობ -კარგი,უცბად მიაძახა ირაკლიმ და სანდროს ნახევრად დაძრულ მანქანაში ჩაუხტა. -ლუკა?სწრაფად მივარდა უფროსი დადიანი ბიჭს -ნუ ღელავთ მდგომარეობა სტაბილურია,მშვიდი ტონით მიუგო ლოლაძემ -რომელ პალატაშია? -420-ში,მაგრამ ახლა სძინავს -არაუშავს,მოკლედ მიუგო ბიჭმა და ოთახში შევარდა.გგონას სახეზე სილურჯეები ქონდა,ხელი კი თაბაშირში,მთელი თავი ბინტით ქოდა შეხვეული,ბიჭს გული მოეწურა ამის დანახვაზე,მიუხლოვდა ამისა ავალიანს ფრთხილად მიუახლოვდა შემდეგ კი მისი ჩონჩხივით ხელი თავისაში ახლართა. -ბოდიში,ვერ დაგიცავი,დანანებით ჩალიპარაკა ბიჭმა და ის ის იყო წასვლას აპირებდა,რომ ხელზე გოგონას თითების შეხება იგრძნო. -სანდრო,ნელა ამოილაპარაკა ელენემ -აქ ვარ ნუ გეშინია,ბიჭმა გოგოს შუბლზე ხელი გადაუსვა -რა მოხდა? თითქმის წართმეული ხმით იკითხა ელენმ -მანქანა დაგეჯახა,ახლა მეტის თქმა საჭირო არაა,გაუღიმა ალექსანდრემ და მის შუბლს თავისი გაუხახუნა. -რას აკეთებ? ოდნავ დაბნეულმა იკითხა ელენემ,თუმცა გული ისე შეუხტა ეგონა თავის ადგილას აღარ იყო. -უბრალოდ ვმშვიდდები,ცალყბად გაუღიმა დადიანმა,შემდეგ კი იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. -ძალიან მეძინება,მოთენთილი ხმით წარმოთქვა სიტყვები ავალიანმა -დაიძინე,რომ გაიღვიძებ ისევ აქ დაგხვდები,თბილად გაუღიმა ბიჭმა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. აბა რას ფიქრობთ მეგობრებო?ნამდვილად არ ველოდი ამხელა გამოხმაურება თუ მოყვებოდა ჩემს ნაშრომს,უღრმესი მადლობა,რომ კითხულობთ.მიყვარხართ ყველა ძალიან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.