შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცდელი კურდღელი IV


23-03-2020, 21:55
ავტორი Nino katcheishwilli
ნანახია 946

თავი მეოთხე
თეთრი კაბა და წითელი ლაქები

თბილისური ვოიაჟები იმდენად მოსაბეზრებელი გახდა,რომ ვცდილობდი რაც შეიძლება მალე გავქცეოდი ყველა პეროგაყრილის ღონისძიებიდან.

იმ დღეს ვაკეში ვიყავით მე და გიორგი,იამამოტოს შავი კაბა მეცვა და შანელის დიდი თავსაფარი მეხურა,გუჩის სათვალესთან ერთად სრულ პარიზულ იერს ვქმნიდი,შუა ქუჩაში ქალმა რომ გაგვაჩერა და შეიცხადა.

-შენ ალექსანდრე მაჩაბელის ყოფილი ცოლი არა ხარ?

-დიახ,გახლავართ.. -ხელის ნელი მოძრაობით სათვალე ცხვირზე ჩამოვისრიალე და კითხვანარევი სახით მივაჩერდი.
-მერე,არ გრცხვენია შენი ქმარი სხვასთან რომ დადის და შენ კიდევ სხვასთან? -ამ ქალმა სრულიად ამირია გონება,იმის მერე ვაკისკენ,მთავარი ჭორბიუროსკენ ცხვირიც კი არ მიქნია.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს,არ ვუარყოფდი იმ ფაქტს,რომ შეიძლება ალექსანდრე ცოცხალი ყოფილიყო და სრულიად სხვა ადამიანთან ერთად ეცხოვრა.

-არ მჯერა რომ ჩემგან წასასვლელად შეიძლება ამდენი ტყუილის მოგონება დასჭირვებოდა… -გაცხარებული ჩავყვირი გიორგის ყურმილში,როგორც კი ტელეფონს იღებს და მოთმინებითი ელოდება ჩემს გაჩუმებას.

-ჩემი აზრით,პარანოია გეწყება და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს,კესო!- ოდნავი გაღიზიანებით იწყებს, ვხვდები,რომ ზედმეტი მომდის ყველა ასპექტში და ბოდიშის მოსახდელად ძალას ვიკრებ.

-ბოდიში,მართალი ხარ… -მორცხვად ვეუბნები და თითქოს დაინახავსო,თავს დაბლა ვხრი.
-კესარია,დღეს გამოგივლი და სამხარაულში წავიდეთ,ექსპერტიზის პასუხებია.. -დუმილის შემდეგ გიორგი არღვევს სიჩუმეს.

-კარგი,დაგელოდები. -მოსალოდნელ საფრთხეს სწორად ვაფასებ და ხმას ვნიღბავ.

ცა მოსაწყენად მოქუფრულია,ჩემს მინიმალისტურად მოწყობილ ოთახს კარგად ეტყობა ფერთა ნაკლებობა. თეთრ საწოლზე ფეხმორთხმით ვზივარ და საწერ მაგიდაზე შემოსკუპულ საბეჭდ მანქანას თვალს ვერ ვწყვეტ. სული მეკვრის,ნევროზის მძაფრი შემოტევისთვის მინდა მოვემზადო,მაგრამ ხელებს ვკრუნჩხავ და რაც ძალი და ღონე მაქვს ვყვირი. ვცდილობ დავიცალო ყველა უსარგებლო ემოციისგან და მხოლოდ ნამდვილი კესო დავტოვო დილემის წინაშე.

გიორგის თავი მოვაბეზრე ჩემი უუნარობითა და უმოქმედობით. გაძლიერების აშკარა მიზეზს ვეძებ,მაგრამ მიზეზი და მიზანი შემოქმედებით წყაროსთან ერთად ქრება.

ფიქრით დაღლილი საწოლზე ვიშოტები და თვალებს ვნაბავ,თითის ბალიშებში მკაფიოდ ვგრძნობ ბჟუილს,ასე მგონია ჭიანჭველები დახოხავენ და დაძრწიან ჩემი კანის ქვეშ. არ ვიცი რატომ,მაგრამ ფიქრშეწყვეტილს წამში მეძინება და რამდენიმე წუთში დედაჩემის ძახილი მაღვიძებს. ვფხიზლდები და ვხვდები,რომ გიორგი უკვე მოსულია.
ფერაგამოს ღია ვარდისფერ მუხლს ქვევით კაბას დოლჩეს თეთრ ნაქსოვ სვიტრს ვუხამებ,ფეხზე ვალენტინოს ჩექმებს ვიხდენ,თმას ლამაზად ვიწნი,ჰერმესის შარფს ვიხურავ,დიორის სათვალეს და საბოლოო შტრიხად პრადას ჩანთას ვიმატებ.
ოთახიდან გასულს გიორგი მოუთმენლად მელოდება,მეც სწრაფად ვესალმები და სახლიდან აფორიაქებულები გავდივართ.
-შენ რას ფიქრობ,რას იტყვის სამხარაული? -დაეჭვებით ვეკითხები.
-ჩემი აზრი მკაფიოა. -თვალს მიკრავს. - დანით აქვს მიყენებული მრავალჯერადი ჭრილობა, მაგრამ აქ ლაპარაკია იყო თუ არა ალექსანდრეს გვამი,ხომ გეუბნები,დაუჯერებლად გაასივა წყალმა. ვეკომ ამოიცნო თმის ბოლოდროინდელი ვარცხნილობით,მე კიდე მაგის ნაკლებად მჯერა. -თავი გააქნია და მანქანა სამხარაულის შენობასთან გააჩერა.

ერთ-ერთი ექსპერტ-გამომძიებლის ოთახისკენ გავემართეთ. გიორგი დაუკაკუნებლად შევიდა ოთახში,სადაც საშუალო სიმაღლის ქერა,ცისფერთვალება ოდნავ მოპუტკუნო გოგონა დაგვხვდა.
-ნინო,რამე დამაიმედებელი მითხარი. -პირდაპირ ახლის გიორგი. გოგონა სათვალეს იხსნის და გიორგის უყურებს.
-გააჩნია თქვენ რა დაგაიმედებთ… -ჩაილაპარაკა და საბუთებში ქექვა დაიწყო.
-ნებისმიერი რამ რაც ხელჩასაჭიდი იქნება. -იმედიანად უყურებს გიორგი.
-მოკლედ,მე არ ვიცი თქვენი მოსაზებები,იმედები და ეჭვები,მაგრამ ზუსტად გეუბნებით,რომ ალექსანდრე მაჩაბელის დნმ არ შეესაბამება გარდაცვლილის,როგორც შემდეგსი გაირკვა, ვინმე სერგეი ოვსიენკოს დმნ-ს - გიორგის დაუნდობელი სახით უყურებს პატარა გამომძიებელი და ისევ ფურცელში ყოფს ცხვირს.

-ბოდიში,ნინო,ეს კესარია ბურდულია,ალექსანდრე მაჩაბელის ცოლი. - გოგონა თავს ნელა სწევს და მიღიმის. -კესო,ეს გოგონა ექსპერტ -კრიმინალისტია,ნინო ყაჭეიშვილი,ჩემი ერთადერთ იმედი ამ საქმეში. -დამთბარი ლაპარაკობს გიორგი.
-სასიამოვნოა. -ვეუბნები და ხელს ვუწვდი.
-ასევე. -მეუბნება ნინო და ხელს მართმევს. -სხვა გინდა რამე,გიორგი? -ეკითხება მომლბალ გამრეკელს.

-არა,ამისთვისაც დიდი მადლობა.. -უღიმის გიორგი ნინოს.
-თუ რამე დაგჭირდათ,აუცილებლად დამირეკე,ვეცდები დაგეხმაროთ. - გიორგის იმედიან მზერას იჭერს ექსპერტი და დანანებით აქნევს თავს.
-ჩვენ წავალთ,მადლობა. -უხერხული სიტუაციიდან ვცდილობ გიორგის გამოყვანას და გოგონას ვემშვიდობებით.

-მთავარია ცოცხალია. -ღრმად ვსუნთქავ და აეროპორტში ბილეთების დასაჯავშნად ვრეკავ.


19 აგვისტო.
ნება-ნება ვსვამ კონიაკს,რომელიც რამდენიმე თვის წინ მაჩუქეს.
საწოლ ოთახში გუდიაშვილის ნახატის გვერდით ვზივარ და ვფიქრობ რა ჩავიცვა ხვალ.
უცებ მახსენდება რომ ზაფხულია და შესაბამის ფერსაც ვუხამებ ალექსანდრეს ქორწილს.
-კესო,წამყვები პერანგის საყიდლად? -ლუკა შემოდის ჩემს ოთახში. დაეჭვებით ვუყურებ,მაგრამ მაინც ვთანხმდები და წითელი ყვავილიანი სარაფანი გადმომაქვს გარდერობიდან.
-დარწმუნებული ხარ,რომ ნამდვილად პერანგი უნდა იყიდო? -ვეკითხები ლუკას მანქანაში ჩაჯდომიდან რამდენიმე წამში.
-კი,კესო,პერანგი არ მაქვს.. -ქირქილებს შესამჩნევად. ეჭვები მაინც არ მიქრება,რადგან ზუსტად მახსოვს როგორი რეაქცია ჰქონდა ლუკას ჩემს ჩამოტანილ პერანგზე. ყველაფრის მიუხედავად მივდივართ მაღაზიაში ვარჩევთ უხარისხო პერანგს და გზაში ლუკას ლექსო ურეკავს,შენი დახმარება მჭირდებაო,ხოდა ლუკაც აბრუნებს მანქანას და სადღაც გადაკარგულში მივდივარ.
-გადადი კეს! -მეუბნება ლუკა და სრულიად გაურკვეველი გადავდივარ მანქანიდან. სანამ ყველაფერს გავიაზრებ,ლუკა უკვე აქ აღარაა.

-კესარია! -მესმის სანდროს ხმა და ხმის მიმართულებით ვიხედები. -აქ მოდი! - ადგილიდან არ ვიძვრი და ჯიქურ ვუყურებ სანდროს.
-ან მე რა მინდა აქ,ან შენ? -გააფთრებული ვყვირი და ფეხს ორჯერ ვაბაკუნებ.
-ნუ ყვირი! - იცინის და ჩემსკენ ნელი ნაბიჯით მოდის. -ქორწილისთვის არ ემზადები? -მითხრა და მომიახლოვდა.

-არა,არ მოვდივარ შენს ქორწილში. -ვტყუი,ცხვირის გაზრდის პერსპექტივა არ მაშინებს.

-ჩემს ქორწილში პირველ რიგში შენ მოდიხარ… -ლაპარაკისას სიტყვებს წელავს და სახლისკენ ხელს იშვერს. -წამო,შევიდეთ,ვილაპარაკოთ.

-არ მინდა მე შენთან გაჩერება,რაა გაუგებარი? -ვამბობ და ხელს უხეშად ვაშვებინებ.
-უნდა ვილაპარაოკთ მეთქი! -მკაცრად მეუბნება და ძალით მიმათრევს სახლში. -დაჯექი პირველ რიგში… -სკამს წევს და შამპანიურიან მაგიდასთან მიხმობს. -მოდი,მალე.. -მოთმინებას კარგავს,თვალებს ვატრიალებ და მისკენ ნელი ნაბიჯით მივდივარ.

-რა გინდა? -ვეკითხები მკვახედ.
-ახლა კარგად რომ მომისმენ,მერე გაიგებ რაც მინდა. -ჩერდება და ნელა,ფრთხილად აგრძელებს სათქმელს. - ბოლოს რომ გნახე,მაშინაც მინდოდა თქმა,მე და მარიამი დავშორდით მეთქი,მაგრამ სახლიდან ისე გავარდი ვერაფერი ვერ გითხარი… -წარბი აზიდა.
-რას ქვია სახლიდან ისე გავარდი ალექსანდრე? -ხელს მაგიდაზე ვურტყამ და ჯიუტად ვუყურებ თვალებში. - შენს არაადეკვატურობას მე ნუ დამაბრალებ… -ოდნავ იღიმის და აგრძელებს.
-ჩემი ადეკვატურ -არაადეკვატურობა ჩემი პრობლემაა,ნამდვილად,გეთანხმები. -თავს ხრის და იღიმის. -ახლა ნუღარ გამაწყვეტინებ,ძლივს მოვიკრიბე ძალა და ღონე. მოკლედ,ჩემო კესარია,შენ არ გემახსოვრება,პატარები ვიყავით,როგორც ნიკოლოზთან და დანარჩენებთან ერთად,ისე გავიზარდეთ მე და შენც,ცამეტის რომ იყავი წასვლა მომიწია რუსეთებში და იქედან კი ხედავ როდის ჩამოვედი. მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრებაა შენ მიყვარხარ და ყველამ იცის,შენც იცოდი თავის დროზე,როგორც მახსოვს,მაგრამ გიორგისთან ერთად დარბოდი… -ჩაიღიმა… -როგორ მიყვარს გიორგი,ჩემი ყველაზე დიდი მშველელი იყო ყოველთვის. -მოკლედ ასეა თუ ისეა, ხვალ ჩემი და შენი ქორწილია,ზედმეტი ყვირილის და წივილის გარეშე,ოღონდ. -თავს წევს და მე მიყურებს. რამდენიმე წამი მჭირდება გამოსაფხიზლებლად,ან უფრო სწორად რომ ვთქვა გონზე მოსასვლელად და გონსმოსული მაშინვე ვკარგავ გონებას.
გაღვიძებულს ალექსანდრე თავთან მიზის და თმაზე მეფერება.
ზუსტად ისე.
საერთოდ არ შეცვლილა.
-რახან გაიღვიძე,არ გინდა შენი დაწერილი წერილი წაგიკითხო როცა მივდიოდი? -მეკითხება რამდენიმე წუთის შემდეგ და იმედიანი თვალებით მიყურებს.
-მინდა,აბა გისმენ. -გავუღიმე,წამებში დავტკბი.
-მაშინაც გეტყობოდა,რომ მწერლად ჩამოყალიბდებოდი ერთ დღესაც. -ხელზე ხელი მომარტყა და კითხვა დაიწყო.

- ნოსტალგიას მიყვები.
ნიავით.
ქარით.
შხალით-ყველა.
ზღვით გშორდები.
უსასრულოდ შორსგდები.
მზის მედიდურობის სიმბოლოს უკანასკნელი სხივივით ქრები.
სხვა სამყაროსთან შესარწყმელ ფოთლის ნაგლეჯივით ქრები.
მოდიხარ,მიდიხარ,მიდი ხარ.
მკაცრად.
მართკუთხა სამკუთხედის მართ კითხეში თავსდები,იძარცვები შემოდგომის ხესავით და იმოსები სასწაულებრივი ოქროსფერი ღრუბლით.
შენ-ღვთიური.
მე-მიწიერი.
ჩვენ-აღრეული საღვრთო მრწამსის კვეთა არშემდგარ ფიცში.
მწვანე.
მკვეთრი.
ფერი.
შეუსაბამო მელოდია შენს ფეხთან გართხმული,წასვლით მწუხრით.
შესაფერის მზერათა უკონტროლო კონტაქტი ჩემი ცის გასწვრივ გადაკვეთაზე.
ფრთხილი.
მიტოვება.
.
.
.
უსასრულო საწყისი სასრული განმარტებით.
ფხიზელი,ცოცხალი შესახედი მწვერვალი ჩვენი კვრისა სხვა განზომილებაში.
ისევ.
ისევ.
ისევ.
მტოვებ.
გტოვებ.
ვტოვებთ.
დუბლირებული მოძრაობა.
ტრიალი მარცხნივ.
მე ზღვა.
შენ ცა.
სტიქიების გაცვლა.
უსასრულობის მორევის ფსკერზე გათოშილს,მკვდარს.
წავხვედით.
წავხვედით.
წავხვედით.
შორს.
მზესთან.
ჰორიზონტთან.
დღის ბოლოს
დღის საწყისს
უვარდისფრესი,უიისფრესი,უცისფრესი ხაზები შევქმენით.
ჩრდილი ჩავიტიეთ უსაზღვრო.
დავშორდით.
შუადღის მწველ მზეს გაჰყევი.
ცივ ზღვას შევერწყი დილის ცისკრისას.
მკვეთრ ლაქად აღიბეჭდე სადღაც,დისკრირებულ მომავალში.
მწველი მზერის ატანის მოშორებითი თეორიით.
-

მეორე დღეს,დიდი ქორწილი გვქონდა.

ჩემი მეჯვარე ლიზა იყო და წარა-მარა წითელ ღვინოს მასხამდა კაბაზე.
მე დიდი თეთრი ტრადიციული კაბა მეცვა,უზარმაზარი შლეიფით.
გიორგის,სანდროს მეჯვარეს მთელი დღე ბუზებივით გარს ეხვივნენ გოგონები.
სანდრო,სანდრო იყო ყველაზე ლამაზი და სიმპატიური კაცი ვინც ოდესმე ცხოვრებაში მინახავს და შემხვედრია.

-კაბა დაგსვრია კესარია,თან წითლად. -მითხრა ალექსანდრემ და სცადა რამენაირად გაეწმინდა.

-არაუშავს,თუ სასიკვდილო ხარ,ისეც მოკვდები. -გონებამახვილური სისულელე წამოვროშე და ბედნიერების მორევში უსასრულოდ გადავეშვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent