-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 8 თავი
გამარჯობა მეგობრებო. იმედია ახალი თავი მოგეწონებათ. თუ რაიმე შენიშვნა გექნებათ აუცილებლად დატოვეთ კომენტარებში. მადლობა ყველას ვინც კოთხულობთ ჩემს მოთხრობას... :) დილით ათი საათისკენ მეღვიძება. დღეს შაბათია დაა ნიაც სახლშია, მაგრამ გადავწყვიტე ადრე არ გავაღვიძო. დაისვენოს. ეზოში ყავის ჭიქით ხელში გავდივარ და პატარა ხის ქვეშ მდგომ სავარძელში ვჯდები. ყოველთვის მიყვარდა ეს ადგილი. -დამიანე რატომ არ მანებებ თავს?-ჩემს თავში წამიერად გაელვებულ ფიქრებს ხმამაღლა ვეხმაურები-იდიოტო ნეტავ იცოდე რომ ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში უშენობაა-ხმადაბლა ვამბობ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს სწრაფად ვიშორებ-კარგი, კარგი მორჩი ანიტა. ადექი და საღამოსთვის მომზადებულ საბუთებს გადახედე-სავარძლიდან წამომდგარი, უკან ვბრუნდები თუ არა ხმამაღლა ვკივი -რა მოხდა?-მეკითხება კარებში მდგარი ნია და შეშინებული აქეთ-იქით იწყებს თვალების ცეცებას -არაფერი, უბრალოდ შემეშინდა რომ დაგინახე-ვამბობ და სახლში შევდივარ-მეგონა გეძინა -ეხლა გავიღვიძე-ამბობს მთქნარებით-კაბა დაასრულე? -კი ოთახშია -იმედია ისეთი გამოვიდა როგორიც წარმოგვედგინა -იმაზე უკეთესი -ცდუნებას გავუძლებ და საღამომდე არ ვნახავ, მინდა შენს ტანზე მორგებული ვნახო პირველად-სიცილით იძახის ნია -როგორც გენებოთ-ვამბობ დაა მეც მეცინება -საღამომდე რა მოიცდის -მეც ერთი სული მაქვს მალე მოსაღამოვდეს -მაკიაჟის გაკეთებას აპირებ? -არაა... სახის კანი მიღიზიანდება მერე. კარგი, მოვრჩეთ საღამოზე ლაპარაკს. აბა მითხარი სკოლაში საქმები როგორ მიდის? -ყველაფერი ძალიან კარგადაა. მასწავლებლები ძალიან მომწონს, ახალი მოსწავლე დაგვემატა კიდევ -მართლა? რა ჰქვია? -სანდრო-მეუბნება და ისედაც წითელი ლოყები, უფრო უწითლდება. ღიმილს ვერ ვიკავებ -რატომ გეღიმება? -არაფერია ისე, დაუმეგობრდი? ისიც ახალია და ალბათ არავის იცნობს -არა, ყველა გოგო მას ახვევია თავს-ამბობს ნია და ცხვირს იბზუებს -კარგი ჰო-ვიძახი სიცილით -დღეს რა მოვამზადოთ? -რავი. რადგან ორივე ვისვენებთ დღეს გავერთოთ. ბურგერებს და ფრის მოვამზადებ, შენ კი ფილმი აარჩიე და ვუყუროთ -კარგი-მსუბუქად უკრავს ტაშს და ფეხზე დგება ხუთ საათამდე მე და ნიამ დრო ერთად გავატარეთ, შემდეგ შეხვედრისთვის მომზადებულ საბუთებს გადავავლე თვალი და ექსვი საათისთვის უკვე მომზადება დავიწყე -ნიაა-ვყვირი ჩემი ოთახიდან და ნიაც სწრაფად ჩნდება ჩემს გვერდზე -რა ხდება? -თმას გამაკეთებინებ? -კი რათქმაუნდა-ამბობს და სარკიდან მათვალიერებს-ჩემი აზრით გაშლილი თმა ძალიან გიხდება -დარწმუნებული ხარ? -კი ესე დაიტოვე-ამბობს და კაბისკენ გაურბის მზერა-არ არსებობს, ეს კაბა გუშინ შეკერე? -კარგი რა ჯერ ხომ არ უნდა გენახა -რა დროს ეგაა -კი გუშინ შევკერე, ლამაზია? -ძალიან და წარმომიდგენია შენ როგორ მოგიხდება -კარგი, მაშინ ორი წუთით დამტოვე თორემ უკვე ვაგვიანებ-ვამბობ და კედელზე ჩამოკიდებულ საათს ვუყურებ-დრო სწრაფად გადის -კარგი, მოწესრიგდები თუ არა დამიძახე-ამბობს ლოყაზე სწრაფად მკოცნის და ოთახიდან გარბის -სულელი-ვამბობ და ღიმილით ვიღებ ხელში კაბას რამდენიმე წუთი სარკის წინ ვტრიალებ და ჩემს თავს ვათვალიერებ -ნია შემოდი-ხმამაღლა ვიძახი და ისიც წამებში შემოდის ოთახში-შენ რა კარებთან იცდიდი?-ვამბობ სიცილით -შეუდარებელია, ძალიიან ლამაზად გამოიყურები-ჩემთან ახლოს მოდის-ძალიან ლამაზი და რომ მყავს იცოდი?-მეუბნება სიცილით -ნუ მაიმუნობ-წამოდი მისაღებში გავიდეთ დამიანეც მალე მოვა-ვამბობ და ჩემთვის არც თუ ისე საყვარელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში კომფორტულად ვთვავსდები-ესეც ასე, ახლა საბოლოოდ მზად ვარ მისაღებში შესვლისთანავე კარზე ზარი ისმის -შენ გააღებ თუ მე გავაღო? -მე გავაღებ-ანერვიულებული კარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უკან ვაბრუნებ-ნია ვნერვიულობ-ვამბობ და თითებსს ერთმანეთში ვხლართავ -ღმერთო შენ მიშველე-ხმადაბლა ამბობს ნია და კარებისკენ მიდის-ვაღებ-ამბობს და მართლაც ასე იქცევა-გამარჯობა, მობრძანდით-ღიმილით ეგებება კარებთან მდგომ დამიანეს, რომელიც შავ შარვალ-კოსტუმში ძალიან სიმპატიურად გამოიყურება -გამარჯობა. დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან გვეჩქარება მე და ანიტას-ამბობს და თვალებით მანიშნებს რომ სწრაფად გავიდე სახლიდან -ჰო ნია გვეჩქარება-ვამბობ და კარებისკენ მივდივარ-ყურადღებით იყავი, კარები არავის არ გაუღო-ლოყაზე ვკოცნი ნიას და სახლს ვტოვებთ... მანქანაში არც დამიანეს უთქვამს რაიმე და არც მე. მხოლოდ რესტორანთან, მანქანიდან გადმოსვლისას ამოიღო დამიანემ ხმა და მითხრა -ნება მომეცი დაგეხმარო-მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ და მანქანიდან გადმოვდივარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.