სიყვარულის მეზობლად -I-
__________ გჯერათ ბედისწერის? ამ კითხვაზე არც მე მაქვს პასუხი, თუმცა ბედის დაცინვა რომ არსებობს ამას წყალი არ გაუვა. სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმას რაც მე გადამხდა თავს. აიღო ამ ჩემმა ბედისწერამ და ხან ერთ კედელზე მიმანარცხა ხან მეორეზე, უღონოდ მიწაზე დაგდებულს მუშტები მირტყა სახეში და ბოლოს ლიმონათი მომაწოდა, ყელი ჩაიტკბარუნეო, თუმცა დალევისას ხელი ამიკრა და ჩემს ახლად შეძენილ კაბაზე გადამასხა. სასაცილო შედარებაა ხომ? დამიჯერეთ, რეალობა არცისე სასაცილოა როდესაც შენსავე გრძნობებში იხლართები, წარსული გტანჯავს, მომავლის შიში გაქვს და აწმყოში ცვლილების შეტანის გეშინია. პირველად როდის მიმანარცხა ბედისწერა კედელს? მაშინ როდესაც 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ჩემი ეგრეთ წოდებული “ცხოვრების სიყვარული” ისე გაუჩინდარდა სიტყვაც არ უთქვამს… *** კვირა დღის მშვიდად გატარება მიყვარდა, ყავა, წიგნი, მუსიკები, იოგა… თუმცა ეს იშვიათად თუ გამომდიოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ დაირღვა ჩემი სიმყუდროვე რაც ნატა გადმოვიდა ჩემთან. დილაუთენია დამახტებოდა თავზე და აჟიტირებული მიყვებოდა თავის ამბებს დაღამებამდე. სამწუხაროდ არც ეს კვირა იყო გამონაკლისი. წინა დღით კაფეში ბიჭი გაიცნო და ისეთი აღტაცებული მესაუბრებოდა მასზე ლამის მეც შემიყვარდა. თანაც საღმოს გოგოს პაემანი ჰქონდა, უფრო სწორად ორმაგი პაემნაი. ჰო, მეც მივყავდი და მის ბიჭს თავისი ძმაკაცი მოყავდა. ასეთი “მორიდებული” გახლდათ ნატა, პაემანზე მარტო წასვლაც კი სცხვენოდა. _წამო ნოესთან ჩავიდეთ, მაისური გამიუთოეო მთხოვა._თითქმის 6 სრულდებოდა როდესაც ოთახში შემომაკითხა. _მერე ჩვენ არ დაგვაგვიანდება? _ჯერ ეგ წავიდეს, მაინც არ მინდა მნახოს სადმე რომ მივდივარ, დაიწყებს გამოკითვებს…_ხელი ჩაიქნია მან. სხვა რა გზა იყო, ავდექი და გავყევი. ნოე ნატას დეიდაშვილი იყო რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. _ნოე!_ სახლის კარი შეაღო ნატამ და ბოლო ხმაზე დაიყვირა. _აბაზანაში ვარ!_გამოსძახა მანაც. _მიდი შენ ყავა გაამზადე, მე მაისურს გავუუთოებ და გამოვალ ახლავე._შემევედრა მეგობარი. _კარგი ჰო…თვალები გადავატრიალე და სამზარეულოსკენ გავემართე. ყავა ორისთვის მოვამზადე და მოთმინებით დაველოდე ნატას. _როდის გაეტევა სახლიდან ეს._ბუზღუნით შემოვიდა ნატა. _მე კიდე როგორ მეზარება წამოსვლა შენს პაემანზე არ იცი._დავიწუწუნე მეც. _ნუ მოთქვამ, იქნებ მაგარი ბიჭი მოიყვანოს და სულ დაგავიწყოს ეგ შენი ოთო._შემაგულიანა მეგობარმა. _მე ის არ მესმის როდის მერე გახდი ასეთი მორცხვი რომ ბიჭს მარტო შეხვედრაზე არ დათანხმდი?_თვალები გადავატრიალე და ყავა მოვსვი. _ხომ აგიხსენი, ეს სხვა შემთხვევაა. უცნობი ადამიანია, სულ 2 წუთი ვილაპარაკეთ და პაემანზე დამპატიჟა, მე კიდევ თავი დავიფასე და უარი ვუთხარი… _ჰო, ჰო…_გავაწყვეტინე საუბარი._მაგრამ ისე მოგეწონა რომ ბოლომდე უარი რომ არ გამოგსვლოდა უთხარი, ხვალ 6 საათზე მე და ჩემი დაქალი ვაპირებთ ამ კაფეში ყავა დავლიოთო, იმან კიდე გითხრა, უი რა დამთხვევაა, მე და ჩემი ძმაკაციცო. მერე თბილად გაუღიმე და კაფედან გამოხვედი._დავასრულე მისი ნაამბობი._გუშინს მერე ორმოცდააჯერ მაინც მომიყევი ნატა. _ხოდა თუ წუწუნს გააგრძელებ კიდევ ორმოცდააჯერ მოგიყვები, მერე ნახე შენ დაზეპირება._ენა გადმომიგდო მან. _ნატააა!_გაისმა ნოეს ხმა. _ჩუ, ამან არ გაიგოს._მითხრა ნატამ და თავის დეიდაშვილს გააგონა._რაიყო? _აუ მოდი რა, ვერ ვიპოვე ის მაისური. დამაგვიანდება_გამოსძახა მან. _ისე, ეს სადღა მიდის?_ვიკითხე მე. _ესეც პაემანზე._აკისკისდა ნატა. _პაემანს მოგცემ!_სამზარეულოში ნახევრად შიშველი ნოე შემოვიდა._და, ესეც რას ნიშნავს? _მეც მივდივარ._სწრაფად ვუპასუხე ნოეს. _აჰა._დაკმაყოფილდა პასუხით._და ყავა ჩემთვის რატომ არ გაამზადეთ? _შეგვეშინდა პაემანზე არ დაგეგვიანებია._დასცინა ნატამ. მერე ფეხზე წამოდგა და მაისურის მოსატანად გავიდა. _შენ რას იტყვი მეზობელო? მოვეწონები იმ გოგოს?_ჩემს პირდაპირ მოთავსდა ნოე, ყავის ჭიქა გამომსტაცა ხელიდან და გემრიელად მოსვა. _თუ ასე აპირებ წასვლას მგონი რომ არა._მივუგე მე, ჩემი ფინჯანი უკან დავიბრუნე და ახლ მე მოვსვი კუთნილი ყავა. _ჰმ… რა მაქვს დასაწუნი?!_წარბები შეკრა და ისევ გამომგლიჯა ჭიქა ხელიდან. _ცოტა უხერხულია პაემანზე შიშველი წასვლა._ხელი გავწიე რომ ჭიქა წამერთვა, მაგრამ მოხერხებულად გაწია ყავა და ორივე ხელებით ჩაებღაუჭა. _ააა, მე მეგონა კიდე ჩემი სხეული დაიწუნე. _დიდი ეგეც ვერაფერია…_მხრები ავიჩეჩე. _გშურს._დაასკვნა მან. _ისე სად გაიცანი ეგ გოგო?_მაისურით ხელში შემოვიდა ნატა. _ეგ შენი საქმე არაა!_მოკლედ მოუჭრა ნოემ, მაისური ხელიდან გამოსტაცა და უცებ გადაიცვა._ისე უშაქრო ყავას რა გასმევს? მაგიტომაც ხარ ასეთი წუნკალი და ენამწარე!_სწრაფად მიმალანძღა და სახლიდანაც ასევე სწრაფად გავარდა. _მგონი შეყვარებულია._ჩაიხითხითა ნატამ. _შეყვარებული კი არა - ატეხიალია!_დავამატე მე და ორივემ სიცილი მოვრთეთ. მალე ჩვენც გავედით სახლიდან და ნატას პაემანზე გავეშურეთ. ნატას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, იძახდა ისე ვნერვიულობ ფეხები უკან მრჩება, ხელები სულ გამეოფლა და გული საგულედან ამომივარდაო. ზოგადად ძალიან თამამი გოგო იყო, ყოველთვის ყველას გულღიად ესაუბრებოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, თვალებიც კი სხვანაირად უციმციმებდნენ. _მოვედით!_კაფესთან შეჩერდა ნატა, მერე ღმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო._აი იქ არის!_მიათითა სიპატიურ ახალგაზრდა მამაკაცზე რომელიც ოთხ კაციან მაგიდასთან მოთავსებულიყო და მენიუს ინტერესით ჩასცქეროდა. ნელ-ნელა მივუახლოვდით მაგიდას. ნატას გულის ცემა უკვე მეც კი მესმოდა. _გამარჯობა ზურა._გაინაზა ჩემი მეგობარი. _გამარჯობა!_თავი ამოჰყო მან მენიუდან ზურამ და ღიმილი შეაგება ნატას._დასხედით!_შემოგვთავაზა მან._ჩემი მეგობარი მოსაწევად გავიდა და ახლავე შემოგვიერთდება._დაამატა ბოლოს. აშკარად ეტყობოდა რომ ზურაც ნერვიულობდა. ისეთი სასაცილო სანახავი იყო ეს ორი ერთად, ერთმანეთს თვალსაც ვერ უსწორებდნენ და მაინც თუ შემთხვევით შეეჩეხებოდა მათი მზერა, უხერხულად გაიღიმებოდნენ და სწრაფად დაუბრუნდებოდნენ მენიუს. მეც საკმაოდ უხერხულად ვიჯექი. ერთი სული მქონდა ეს პაემანი როდის დასრულდებოდა. ზურას მეგობარს საკმაოდ შეაგვიანდა, უკვე ყველა შემომსვლელს იმედის თალით ვუყურებდი, იქნებ ეს არის და გადამარჩინოს ამ უხერხულობისგანთქო. _აი ისიც!_თქვა ზურამ და კარში შემოსული ნოესკენ მიგვანიშნა. _რა?_აღმომხდა პირიდან._ნოეა შენი მეგობარი? _იცნობთ?_გაუკვირდა ზურას. ნატამ მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა და შეშინებულმა გამომხედა, თითქოს სიტყვების გარეშე მეხვეწებოდა მიშველეო. ნოეს გაოცებულ თვალებზე აღარაფერს ვამბობ, უამრავმა ემოციამ გადაუარა სახეზე და ვერ გარკვეულიყო საბოლოოდ რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. _შენ აქ რა გინდა?_მაგიდასთან მოსულმა ჰკითხა ნატას. _შენ რა გინდა აქ?_ლამის კანკალებდა ნატა. _ჩემი დეიდაშვილია!_ამჯერად ზურას მიუბრუნდა ნოე. _გასაგებია…_უხერხულად ჩაიაპარაკა ზურამ._არ ვიცოდი._დაიბნა ისიც. _ახლა ხომ იცი!_შეუბღვირა ნოემ. _ნოე, სირცხვილია!_ლოყები აუწითლდა ნატას. _იცი, მგონი ჯონია ჩვენ წავიდეთ!_ფეხზე წამოვდექი, ნოეს ხელი ჩავავლე და კაფიდან გამოვიყვანე. _ასეთი ჩერჩეტები როგორ ხართ?_იერიში ჩემზე გადმოიტანა ნოემ._რატომ გამომათრიე აქ?! _იმიტომ რომ დაგამშვიდო და აგიხსნა რომ ნატა უკვე დიდი გოგოა და პაემნებზე სიარულიც შეუძლია. _შენი დამშვიდება რაში მჭრდება. ან რა შემატყვე აღელვების? _თვალებიდან ნაპერწკლებს მე ვყრიდი? _არც ნაპეწკლებს ვყრიდი…_იუარა მან._გამიკვირდა უბრალოდ. _როგორც არ უნდა იყოს, არამგონია იქ ჯდომა და იმის ყურება გესიამოვნოს როგორ ეფლირტავებიან შენ დეიდაშვილს._თავდაჯერებულად ვუთხარი და გზას ისე გავუყევი მისთვის არც შემიხედავს. _მიწერე, ერთ საათში სახლში იყოს!_მკაცრად მითხრა და უკან ამედევნა. _არის უფროსო!_თავი დავუქნიე, ტელეფონი ამოვიღე და მისი თხოვნა, რომელიც უფრო ბრძანება იყო, დაუყონებლივ შეავსრულე._ისე ზურას საიდან იცნობ?_დავინტერესდი მე. _ცეხში გაყიდვებში მოიყვანეს… ოთოს ნაცვლად._მიპასუხა და ოთოს ხსენებაზე სახეზე ინტერესით დამაკვირდა. _აჰაა…_შევეცადე არაფერი შემემჩნია._და ასე როდის დაახლოვდით რომ პაემანზე წამოყევი? _არა, ახლოს არ ვართ, მთხოვა უბრალოდ. ჩემ ძმაკაცებს არ სცალიათო და… _აჰა… საინეტერესო დამთხვევაა. _ეგ კი არა, ეს ჩემი დეიდაშვილი ასე წარამარა ეცნობა ყველა გამვლელს და მერე პაემნებზე შენ დაყავხარ? _არა, ეს პირველი შემთხვევა იყო. თუ მოეწონა მერე კიდევ გაიცნობს სხვებსაც._ირონიული ტონით ვუთხარი მე. _ჰა ჰა! რა სასაცილოა…_გამბაზრდა ნოე. ცოტახანს ჩუმად ვიარეთ. ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ ისე ბრაზობდა ნატაზე ალბათ იქვე რო ყოლოდა თმებისგან გაცლიდა. გასაგებიც იყო რატომ, უყვარდა მისი დეიდაშვილი და ზრუნავდა მასზე. _აბა, დღევანდელმა პაემანმა როგორ ჩაიარა?_ეშმაკურად ვკითხე მე და სიჩუმე დავარღვიე. _ადრე წამოვედი, გოგო არ მომეწონა…_ხუმრობაში ამყვა ისიც. _თუ გოგოს არ მოეწონე?_ჩავეკითხე და თვალი თვალში გავუყარე. _გოგოს? რას ამბობ, გაგიჟდა ჩემზე. ლამის სიყვარული ამიხსნა._თავმომწონედ მიპასუხა. _და რა არ მოგეწონა ერთი?_დავინტერესდი მიზეზით. _რავიცი აბა, ცოტა სულელი აღმოჩნდა. _სულელთან სულელურად უნდა მოიქცე._სერიოზულად მეწყინა მე. _ჰო, მართალია. მაგიტომაც ვიქცეოდი მეც სულელივით._ახარხარდა ნოე. _მადლობა თქვი რომ ვინმე კრეტინკას არ შეგახვედრა შენმა ზურამ!_ხელები ერტმანეთში გადავაჯვარედინე და ნაბიჯების მოვუჩქარე. _კარგი ნუ იბღვირები!_იდაყვი მკრა მან._არადა როგორ ვემზადებოდი, მეთქი ამაღამ გავერთობითქო…_ამოიხვნეშა დადარდიანებულმა._ნახე, სუნამოც კი მივიპკურე._მაისური ხელით ჩამოქაჩა და ყელი მომიშვირა. _რაიყო, დიდიხანია ქალი არ გინახავს?_დავცინე მე. _საკმაოდ._თავი დამიქნია მან._ალბათ იქნება ერთი კვირა._ახარხარდა ისევ. _იცი რა, შენ კი გეცინება მაგრამ ერთ დღესაც მოგეწონება ვინმე და ნახავ… სერიოზულ მოწონებას ვგულისხმობ. _ხომ არ შემიყვარდება კიდეც?_დაინტერესდა ნოე. _შეგიყვარდება, თავსაც დაკარგავ და მუხლებშიც ჩაუვარდები, მაგრამ შენი წარსული შეგიშლის ხელს, მექალთანისგან სერიოზულ ურთიერთობას არავინ მოელის._დავასკვენი მე. _ჰოდა ძალიანაც კარგი. ცხოვრების ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი მაწყობს!_თვალი ჩამიკრა მან._სიბერეში კიდე ბევრ წიგნებს წავიკითხავ და მარტოობასაც ასე მოვერევი! _მშვენიერი გეგმები გქონია. _შენ რა გეგქმები გაქვს? _მე ოჯახი მინდა, ბევრი შვილებით, და სიბერეც შესაბამისი მექნება. საყვარელ ქმართან და უამრავ შვილიშვილთან ერთად. _კარგია ოცნება._ჩაეღიმა მას._ბევრ შვილს ბევრი ფული უნდა. _ამაზე არ ვნერვიულობ._დარწმუნებით ვთქვი მე._შემოსავალი მეც მშვენიერი მაქვს და მითუმეტეს არ ვაპირებ ცოლად ვინმე უსაქმურს გავყვე. მდიდრების მეტი რა დადის ამ ქვეყანაში… _ანგარებით თხოვდები? _არა, აზროვნებით! _ანუ? _ანუ უტვინოდ შეყვარებული გოგოსავით არ მოვიქცევი და მხოლოდ ლამაზი სიტყვების გამო არ გავყვები ვინმეს. ჩემთვის პრიორიტეტული სხვა რამაა. _გასაგებია…_ჩაილაპარაკა მან._ანუ დღეს პაემანზე მე რომ დაგხვდი არ გაგიმართლა._ჩაეცინა ნოეს._არც შემოსავალი მაქვს, არც ცოლის მოყვანას ვაპირებ და შვილზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. _დღეს პაემანზე შენ რომ დამხვდი იმიტომ არ გამიმართლა რომ ძლიან კარგად გიცნობ და ვიცი, შენთან ნორმალურმა გოგომ ურთიერთობა არ უნდა წამოიწყოს. _ნორმალურში რას გულისხმობ?_თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა. _ნორმალურ გოგოებს ერთი ღამის ურთიერთობები არ იზიდავთ! _აჰა! _მოვედით…_ვუთხარი როდესაც ჩვენი კორპუსის ეზოში შევედით. _როგორც იქნა._ხელები აღმართა ჰაერში._თორე შენი სიბრძნეების მოსმენა უკვე აღარ შემეძლო. _მე კიდე შენი სისულელების! _ნატა სახლში რომ მოვა უთხარი დამირეკოს!_თითი დამიქნია ნოემ. _აუცილებლად._თანხმობის ნიშნად წარბები ზემოთ ავქაჩე და სადარბაზოში შევედი. _დროებით თათა!_მითხრა და სახლის კარი შეაღო. _დროებით ნოე!_ვუთხარი მეც და კიბეებს ავუყევი. მე მეორე სართულზე ვცხოვრობდი, ნოე კი პირველზე. უკვე ერთი წელი სრულდებოდა რაც მეზობლები გავხდით, თუმცა ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდით და ვმეგობრობდით კიდეც. ვერც მე და ვერც ნოე ვერასოდეს წარმოვიდგენდით თუ ერთ მშვენიერ დღეს პაემანზე წავიდოდით, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება… ჩემი ერთ-ერთი კედელზე მინარცხებაც სწორედ ის იყო როდესაც მივხვდი ნოე თავდავიწყებით მიყვარდა, თუმცა მანამდე ბევრი რამ მოხდა… _______ იმედია მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ ისტორიის განვითარება. <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.