შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალი (თავი 2) 18+ სრულად!


27-03-2020, 09:46
ავტორი Mary Drey
ნანახია 3 442

ღამე შენთვის ჯოჯოხეთის მსგავსი აღმოჩნდა. რთული გახდა იმის წარმოდგენა, რომ გუშინ ამ დროს, კონსტანტინე აქ იყო და შენი სხეულის თითოეულ ნაწილს შეიგრძნობდა.
აკანკალებული სხეულით ცდილობ, რომ კვლავ წარმოიდგინო მისი სექსუალური სხეული... მსხვილი ტუჩები და თავისი თავბრუდამხვევი, მომაჯადოვებელი ოდეკალონის სურნელი. ვგრძნობ, როგორ გინდება მისი აქ ყოფნა... ისევ შეგრძნება... ისევ შეხება შენს სხეულზე.

გაღვიძებისას სააბაზანოში შეხვედი და ცხელი შხაპი მიიღე. ცდილობდი წყლის წვეთებს შენი შინაგანი განცდები ჩაექრო, თუმცა ეს ყოველივე ვერ მოხერხდა, რადგან ეს ქმედება უფრო და უფრო აგიზგიზებდა მისდამი გრძნობებს.
სარკეში შენს გამოფიტულ, უსიცოცხლო ნაკვთებს უცქერ. ძნელი ხდება იმის დაჯერება, რომ ის პიროვნება, რომელიც წინიდან გიმზერს შენ ხარ... ფიქრობ, თუ ასე ძალიან როდის დაეცი... როდის მიეცი კაცს უფლება, რომ შენი ცხოვრების მარიონეტად ქცეულიყო..
მეორე დღეა ბარბაცით დადიხარ, კეკე და რეალობის კვალს გაურბიხარ.
ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავს, კონსტანტინეს წასვლის შემდგომ, მაგრამ შენ ყურადღებას არ აქცევ, რადგან არავისთან გინდა საუბარი... იმიტომ, რომ ვერავინ გაგიგებს... გგონია, მარტო არ ხარ... ყველა შენს გვერდითაა, თუმცა იმდენად მარტოსულად გრძნობ თავს, რომ თითოეული ადამიანი ხელიდან გისხლტება.
ცდილობ ისეთი კაბა შეარჩიო, რომელიც შენს სხეულს მოუხდება.
გინდა ისე გამოიყურებოდე, თითქოს ბედნიერი ხარ...
გსურს კვლავ იმ მზერით გიყურებდნენ მამრები, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, შენს დანახვაზე.


გარეთ გასვლა გიძნელდება, თუმცა თუ არ იჩქარე ლექციაზე დაგაგვიანდება...
პირველივე გამვლელ ტაქსიში აჩქარებულად ჯდები. უთითებ მისამართს და კვლავ შენს მიუწვდომელ ფიქრებს უერთდები, რომელიც კონსტანტინეს უკავშირდება.
შენი თითოეული სხეულის წერტილი მას გახსენებს. თითქოს კანზე დაგრჩენოდა მისი ნაკვალევი... მისი ამბორი.... მისი სითბო... მისი მწველი მზერა...
- რამდენი მოგართვათ?- კითხე ტაქსის მძღოლს, რომელიც უკვე სასურველ ადგილზე იყო მისული.
- ოცი ლარი.




ლექცია რამდენიმე წუთის დაწყებული დაგხვდა.
ლექტორი როგორც ყოველთვის გიბრაზდება.
კონსტანტინეს შეყვარებულს ზურგს აქცევ და მის უკან თავსდები.
ლექტორი ლექციას აგრძელებს.
- რაც შეეხება, ხასიათის პათოლოგიას, რომელსაც ასევე აფექტურ მოშლილობას უწოდებენ. ამ დაავადების მქონე ადამიანები, ხშიარად იტანჯებიან დეპრესიით. მათი პირადი აზრით, არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი. მათი რეაქცია დაქვეითებულია და შესაძლოა თვითონაც ფიქრობდნენ, რომ ნელა აზროვნებენ. დეპრესიის ე.წ ბიოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება: ცუდი ძილი, ცუდი მადა, წონაში დაკლება- შესაძლოა ამის გამო სიკვდილიანობაც, ლიბიდოს დაქვეითება, შეკრულობა და დღის განმავლობაში ხასიათის მკვეთრი, ხშირი ცვალებადობა.
- და როგორ უნდა გავიგოთ თუ ადამიანს მძიმე დეპრესია აღენიშნება?- დასვა ერთ-ერთმა მოსწავლემ შეკითხვა.
- მძიმე დეპრესიის დროს შესაძლოა ადამიანს ჰალუცინაციებიც დაეწყოს და ამასთან ერთად სმენითი დაქვეითებას აღენიშნოს.


***

- რამდენი ხანი გირეკავდი, კეკე და შენ ყურმილს არ იღებდი. მშვიდობაა?- გკითხა მარტამ, რომელიც დიდი ხანია უნივერსიტეტში გეძებდა.
- ხმა ჩაწეული მქონდა, ალბათ...
- რა იყო, რა ხასიათზე ხარ?- გკითხა მან, თუმცა შენი მზერა სხვისკენ იყო მიმართული. კონსტანტინე მარიამთან ერთად დარბაზიდან გამოდიოდა... ერთმანეთს ეხუტებოდნენ. შენ კი ამის დანახვაზე თვალები აგიწყლიანდა...- კონსტანტინე?- შენ კვლავ არაფერი უპასუხე, რადგან ცრემლები ყელს გიწვავდა... სწრაფად შევარდი იქვე მყოფ საპირფარეშოში... ჩაიკეცე... თავი ხელში მოიქციე და მწარედ ატირდი... გრძნობდი, როგორ გეცლებოდა შენს სხეულში ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა... როგორ გინდოდა გონებიდან ამოგეგდო, კონსტანტინე, რომელიც შენს არსებობას ვერასდროს ამჩნევდა... ალბათ იმიტომ გიზიდავს იგი, რომ სხვა ბიჭებისგან განსხვავებით მას არ მოსწონხარ.

განმარტოვება გინდოდა...
გონებაში მხოლოდ და მხოლოდ, კონსტანტინეს მაცდური ხმა ჩაგესმის... გინდა ისევ ჩახედო მის ნაცრისფერ თვალებში და უკვალოდ დაიკარგო მის ფსკერზე... თუნდაც ეს ბოლოჯერ ყოფილიყოს...
ასე გგონია გამომშრალი ხარ... თითოეული ძვალი ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად გიტყდება და ტკივილი საშუალებას არ გაძლევს, რომ გაუძლო... ფიქრობ, რომ შენში გრძნობებმა იმარჯვა, ვიდრე სიამაყემ...
მაკიაჟი სრულიად წაგეშალა...
მაგრამ შენ მაინც არ ჩერდებოდი... კვლავ განაგრძობდი ტირილს და ამით გულს იოხებდი...
უყურებ შენს გამოფიტულ გამოსახულებას სარკეში და ხვდები, რომ აღარაფერი დაგრჩენია, გარდა იმედგაცრუებისა... რთულია... იმაზე რთული, ვიდრე შესაძლოა ეს ყოველივე ვინმეს ეგონოს...


- აღარ მომიყვები რა ხდება?- ემოციებს ვეღარ მალავდა, მარტა.
- ნაგავივით მიმაგდო, კონსტანტინემ...
- რაო?! ეს როგორ?
- დილას მითხრა, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო.
- რა თქმა უნდა... ყველა კაცი ხომ ასეთია. ქალს ლოგინში ჩაიგდებენ. საწადელს მიიღებენ და ბოლოს ნაგავივით აგდებს. შენ რა უთხარი?
- რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, რომ მეც ამის თქმა მინდოდა, რადგან მას შეყვარებული ჰყავს და ამ ქმედებას გამართლება არ მოეძებნებოდა...
- არა, ვიცოდი, კონსტანტინე, როგორი ნაგავი იყო, მაგრამ ასეთი?
- ჩემი ბრალია, მარტა... იმდენად მთვრალი ვიყავი....
- წესით თუ კონსტანტინე ნორმალური კაცია, ალკოჰოლით გაბრუებულ ქალს ლოგინში არ შეიტყუებს. როგორმე გრძნობები უნდა შეეკავებინა, თუ არა და მარიამი რისთვის ჰყავს, ღმერთმანი!...
- რაც მოხდა, მოხდა... სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლი.
- შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გგონია, კეკე. ახლა კი მიდი! მხნეობა მოიკრიბე და კონსტანტინეს დაუმტკიცე, რომ მასზე ძლიერი ხარ!


ეზოში სიგარეტის მოსაწევად გახვედი. იქვე კიბეებზე ჩამოჯექი და ჰორიზონტს აპყრობდი მზერას. თუმცა ეს იდილია მალევე დაირღვა, რადგან კონსტანტინე შენ გვერდით აღმოჩნდა.
- ისე უნდა ვაღიარო და უნდა გითხრა, რომ შესანიშნავი იყავი.- გითხრა მან თითქოს ირონიული, ფარული ღიმილით.
- მე კიდევ პირიქით ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე საშინელი სექსი იყო, მთელ ცხოვრებაში.
- ხო არა? არადა აღზნებული კნუტივით კრუსუნებდი იმ ღამით... ერთი სული გქონდა, როდის დაიკმაყოფილებდი სურვილს.
- საქმეც ისაა, რომ საუკეთესო არ იყო.
- რატომ ცრუობ, კეკე?! თვალები გყიდიან საყვარელო... არადა, როგორ გინდა კვლავ დაეწაფო ჩემს ტუჩებს, არა?- და მაცდურად, კონსტანტინემ ტუჩები თავის თეთრ კბილებში მოიქცია.
- ჩემს თვალებს კი სურს, რომ მეტჯერ აღარასდროს დაგინახოს, ჩემ გვერდით!- თქვი და იქაურობა დატოვე.

კონსტანტინე ქალებს თავისი ეშმაკობით იგდებდა ხელში. ყოველთვის ირონიული ნიღაბი დაჰქონდა და თავის საწადელს ყოველთვის იღებდა. უნივერსიტეტში ყველა გოგო გაჟიმული ჰყავს და ამით ამაყობს. იცის, რომ სიმპატიურია და ამას აღიარებს. ნამდვილი ნარცისია პირდაპირ. შენ კი, კეკე... მისი ასეთი ცივი და ამავდროულად სექსუალური ხასიათი იწვევდა ასეთ აღტაცებას... არადა, გულის სიღრმეში როგორ გძულს მისი ასეთი საქციელი...



სახლში საღამოს მიხვედი.
ბიუსჰალტერი ერთი ხელის მოსმით მოიხსენი და ლოგინზე მოისროლე.
ხალათი შიშველ სხეულზე ჩაიცვი...
ჩაის წყალი დაადგი და აივანზე მობილური ტელეფონის თანხლებით გახვედი.
თითქოს შენს ჯინაზე სოციალურ ქსელში, კონსტანტინეს ახალი დადებული ფოტო შეგხვდა. იგი გაადიდე... უყურებდი მის ეშმაკისეულ თვალებს და შავგვრემან სასიამოვნო სახეს. ისე განცხრომით უყურებდი მას, რომ შემთხვევით შენი თითი დალაიქების ღილაკს დაეჭირა. თავიდან ვერ გააცნობიერე რა ჩაიდინე... გაშტერებულთვალებიანი შესცქეროდი ეკრანს და რა მოგექმედა არ იცოდი. რამდენიმე წამი იყო გასული, როდესაც კონსტანტინემ მოგწერა.
- შენს თვალებს, ჩემი დანახვა არ უნდა არა? არადა სულ მე მიყურებ. ფოტოებსაც მილაიქებ უკვე... სასაცილო ხარ, კეკე. სასაცილო და ამავდროულად, ძალიან საყვარელი.
- საერთოდ არ გიყურებ.
- არა ხო?- და თავის ფოტოზე შენი დალაიქებული სქრინი გამოგიგზავნა.
- ფოტოს დალაიქება არ ნიშნავს იმას, რომ ჩასაფრებული ვარ შენს „ნიუსებზე“.
- ხო რა თქმა უნდა. (თან სიცილის სმაილიკები დაურთო.)- სექსუალურო, ძალით მატყუარა გოგონავ.


კონსტანტინე საშინლად გიშლიდა ნერვებს. ხვდებოდა, რომ იწვოდი მისდამი სიყვარულით და იგი ირონიულად გექცეოდა ამის გამო. გინდოდა შენი მისდამი გრძნობები ბოქლომით ჩაკეტილ სკივრში შეგენახა, თუმცა რატომღაც არ გამოგდიოდა... კონსტანტინე, თითქოს შენს სულში აფათურებდა ხელებს და შენს თითოეულ განცდას კითხულობდა.



№1 სტუმარი დათა

ჩემი ფანტაზიორა, საყვარელი ახალბედა მწეერალიიიიიი!
სიხარულისგან და მოლოდინის გგამართლების გამო სიხარულისგან ვკივი.
საშინლად მომწონს, შენი ნაწერები, გოოგოონიიიი!
კონსტანტინესნაირი ბიჭები რატომ მოგწონთ მეც არ ვიცი ბააათ ითს ოოოქეი!
კეკე უსაყვარლესი გოგოა. ვფიქრობ რომ შემდეგ თავებში უფრო გაგვაკვირვებ, მარიამ!

ძალიან მომწონს!
ასე გააგრძელე!
გუდ ლაქ, მა დარლინგ!

 


№2  offline მოდერი Mary Drey

დათა
ჩემი ფანტაზიორა, საყვარელი ახალბედა მწეერალიიიიიი!
სიხარულისგან და მოლოდინის გგამართლების გამო სიხარულისგან ვკივი.
საშინლად მომწონს, შენი ნაწერები, გოოგოონიიიი!
კონსტანტინესნაირი ბიჭები რატომ მოგწონთ მეც არ ვიცი ბააათ ითს ოოოქეი!
კეკე უსაყვარლესი გოგოა. ვფიქრობ რომ შემდეგ თავებში უფრო გაგვაკვირვებ, მარიამ!

ძალიან მომწონს!
ასე გააგრძელე!
გუდ ლაქ, მა დარლინგ!




შენ რომ გიყვარს, ჩემი აბობოქრებული სულის წამოძახილები ისე ნეტავ ვინმეს, თუ...?
ზუსტად ასე გავაგრძელებ!
წინ უფრო კარგი სიუჟეტები გელით, ძვირფასო <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესოდ წერ მაგრამ ვერ ვიგებ რომელ პირში წერ, იქნებ ეგ გაასწორო... წარმატებები ❤️

 


№4 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი

აააააააააააააააააა!!!!

ქარიშხალი გოგოს ნაწერი დაიდოოოო!
როგორ ძალიან მიყვარს მე შენი გამორჩეული ნაწერები.
როგორ მიყვარს კონსტანტონე იმის მოუხედავად რომ სიყვარულის ღირსი არ არიიის. :))))
ჴალიან მაინტერესებს გაგრძელება.
იცოდე ყოველ დღე დადე.
თორემ გასკდა გული!

მეორე პირიც საშინლად მომწონს.
და ჰო... გაიიიიზ. ეს გოგო გენიალურია. მეტი ნახვა, ლაიქი, კომენტარი. ჩვენი აქტიურობა ხომ მისი აქტიურობის ტოლფასია.

გკოცნი შორიდან.))

 


№5  offline მოდერი Mary Drey

ablabudaa
ძალიან საინტერესოდ წერ მაგრამ ვერ ვიგებ რომელ პირში წერ, იქნებ ეგ გაასწორო... წარმატებები ❤️



მიხარია, რომ კითხულობ ჩემს წიგნს. <3
რაც შეეხება წერის სტილს. მეორე პირში მაქვს დაწერილი, რადგან ვფიქრობ თუ პირველ პირში დავწერდი მხოლოდ და მხოლოდ კეკესთვის მექნებოდა ყურადღება მიქცეული. მეორე პირის საშუალებით შემიძლია, რომ კონსტანტინეს განცდებიც დაგანახოთ და სხვა თავებში არსებული სხვა პერსონაჟების სულიც.

მიხარიხარ. <3
და იმედი მაქვს, ჩემი წიგნი შენი სახით ძალიან კარგ მეგობარს შეიძენს <3 !

შენი მფარველი ანგელოზი
აააააააააააააააააა!!!!

ქარიშხალი გოგოს ნაწერი დაიდოოოო!
როგორ ძალიან მიყვარს მე შენი გამორჩეული ნაწერები.
როგორ მიყვარს კონსტანტონე იმის მოუხედავად რომ სიყვარულის ღირსი არ არიიის. :))))
ჴალიან მაინტერესებს გაგრძელება.
იცოდე ყოველ დღე დადე.
თორემ გასკდა გული!

მეორე პირიც საშინლად მომწონს.
და ჰო... გაიიიიზ. ეს გოგო გენიალურია. მეტი ნახვა, ლაიქი, კომენტარი. ჩვენი აქტიურობა ხომ მისი აქტიურობის ტოლფასია.

გკოცნი შორიდან.))



როგორ მოუთმენლად ველოდი, იცი შენს კომენტარს? ყოველ ნიუსზე ჩასაფრებული, რომ ველი... რა ვქნა, გამანებივრე უკვე და კაი დროსია :))) <3 ^^

შენი რა ვთქვა და მეც ძალიან მიყვარს კონსტანტინე თავისი მინუსებიანად, რადგან ეს კაცი ძალიან ბევრ კარგს გვასწავლის. ცუდი მხრიდანაც შესაძლოა დადებითის გაშიფვრა. მონეტას ხომ ორი მხარე აქვს ძვირფასო. ^^

ვფიცავ, შევეცდები, რომ ჩემი ნაწერი შენთვის და არამარტო შენთვის მოსაწყენი არ გახდეს. <3

ხვალ ახალ, ცეცხლოვან თავს ელოდეთ. ნეტავ იცოდეთ რამდენი სიურპრიზი გელით! ^^

 


№6 სტუმარი anna

სიუჟეტი ცუდი არაა, მაგრამ თუ ორივე გმირის განცდები გინდა გვაჩვენო, მაშინ მეორე პირში კიარ უნდა წერო, არამედ მესამე პირში. პირველად ვხედავ მეორე პირში დაწერილ ისტორიას და არ უხდება ნამდვილად. უფრო სწორო იქნება გრამატიკულადაც და უფრო კარგი წასაკითხი იქნება მესამე პირში რომ წერო. თუ გაითვალოსწინებ კარგი იქნება, რადგან სიუჟეტი კარგია.

 


№7  offline მოდერი Mary Drey

anna
სიუჟეტი ცუდი არაა, მაგრამ თუ ორივე გმირის განცდები გინდა გვაჩვენო, მაშინ მეორე პირში კიარ უნდა წერო, არამედ მესამე პირში. პირველად ვხედავ მეორე პირში დაწერილ ისტორიას და არ უხდება ნამდვილად. უფრო სწორო იქნება გრამატიკულადაც და უფრო კარგი წასაკითხი იქნება მესამე პირში რომ წერო. თუ გაითვალოსწინებ კარგი იქნება, რადგან სიუჟეტი კარგია.



არა, ამჯერად მეორე პირში მიჯობს რადგან ასე თუ არ დავწერე ბოლოს ყველაფერი კითხვისნიშნით დასრულდება :დ სოუ

 


მე რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ რომ საერთოდ არაფერი არ უნდა შეცვალო, ჩემი აზრით შენ ერთადერთი ხარ, ვინც ამ საიტზე მეორე პირში წერს, განაგრძე, მე ვკითხულობ, მე მომწონს, ვნახოთ რა იქნება გელიი

 


№9  offline მოდერი Mary Drey

სიყვარული გულს გვტკენს
მე რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ რომ საერთოდ არაფერი არ უნდა შეცვალო, ჩემი აზრით შენ ერთადერთი ხარ, ვინც ამ საიტზე მეორე პირში წერს, განაგრძე, მე ვკითხულობ, მე მომწონს, ვნახოთ რა იქნება გელიი



ვაიმეეეე. როგორ მახარებს შენ ხო არ იცი ასეთი კომენტარები♡♡♡♡ !!

მადლობა რომ ჩემთან ხარ და გესმის, შეიგრძნე თუ რა პრიორიტეტები აქვს მეორე პირში წერას.
მიხარია თუ მოგეწონა კეკეს ისტორია.
♡♡♡♡♡♡

 


№10  offline წევრი sofo_sofia13

აუროგორ მომწოონსსსს ვვვგიჟდები კეკეზეე ძალიან მაგარი თავიიყო

 


№11  offline მოდერი Mary Drey

sofo_sofia13
აუროგორ მომწოონსსსს ვვვგიჟდები კეკეზეე ძალიან მაგარი თავიიყო



ეიი <3 <3 <3
მიხარია თუ მოგეწონა <3

 


№12 სტუმარი Nia_26

ძაან კარგი იყო და ველოდები შემდეგ თავს❤️

ასე გააგრძელე❤️❤️

 


№13  offline მოდერი Mary Drey

Nia_26
ძაან კარგი იყო და ველოდები შემდეგ თავს❤️

ასე გააგრძელე❤️❤️


ნია, მიხარია თუ მოგეწონა <3 !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent