შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია (2 თავი)


29-03-2020, 18:37
ავტორი nia_93
ნანახია 1 358

მთელი დღე გული ვერაფერს დაუდო სამსახურში. სულ მიასა და მის ძმაზე ეფიქრებოდა და სხვა რამეზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა.
ძლივს,ვიღაცამ სერიოზულად დააინტერესა და ისიც იმ ადამიანის და აღმოჩნდა,რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს.
შეუძლებელია ცხოვრება ასე ეხუმრებოდეს.
ყველაფერი გამოიკვლია მიაზე. მისი ცხოვრების მცირე დეტალიც კი და ის სულ მცირე იმედი,რომელიც გულის სიღრმეში ჰქონდა რომ იქნებ გეგას რაღაც შეეშაალა(რაც შეუძლებელი იყო),საბოლოოდ დაემსხვრა.
ყველა მონაცემი ადასტურებდა მის ბიოლოგიურ კავშირს ჯაბა დოლიძესთან.

2 დღე არ შეხმიანებია მიას. არც დაურეკავს,არც მიუწერია.
თვითონაც არ იცოდა რას ელოდებოდა ან რას აპირებდა,მაგრამ ამ ეტაპზე მიასთან ლაპარაკი არ სურდა.
ცოტა ხანი დაფიქრება სჭირდებოდა,რომ აეწონ-დაეწონა ყველაფერი და ისე მიეღო გადაწყვეტილება.ახლა რომ მას დალაპარაკებოდა, ბოღმას მასზე გადაანთხევდა,რაც ძალიან არ უნდოდა. მან რა დააშავა გარდა იმისა,რომ მისი და იყო?
მიას უკვირდა მათეს გაუჩინარება,იმის ფონზე რომ ყოველდღე კონტაქტობდნენ, 2 დღე რომ საერთოდ არ შეეხმიანა, დააკლდა მისი ყურადღება.მართალია, ეს იმდენად დიდი პერიოდი არ იყო,რომ რამე ეფიქრა, მაგრამ მართლა ეუცნაურა.
2 დღის მერე თვითონ მოიკითხა,მაგრამ მათეს პასუხი არ დაუბრუნებია,რამაც ძალიან აანერვიულა.
ერთი კვირის მერე უკვე პიკს აღწევდა მისი მოთმინება, აინტერესებდა რა ხდებოდა და ვერაფერი გაეგო.
მის ხასიათსაც შეეტყო,რაც არც ჯაბას გამორჩენია
-მეჩვენება თუ მოწყენილი ხარ ეს დღეები?-საუზმობისას შეეკითხა. ძირითადად დილით განიხილავდნენ ხოლმე რაღაცებს,სანამ ერთად საუზმობდნენ და სანამ სამსახურებში წავიდოდნენ.
-არა,უბრალოდ სამაგისტრო ნაშრომმა ძალიან დამღალა-ნახევრად სიმართლე უთხრა
-დარჭმუნებული ხარ,რომ მიზეზი მხოლოდ ესაა?-ეჭვით ჩაეკითხა ჯაბა-ისევ ის ხომ არ გაწუხებს?
-არა,არა-იუარა მიამ-ის არც გამოჩენილა მაგის მერე
-რომ, რამე ეგრევე მეუბნები და ხომ იცი სადაც გავუშვებ-მკაცრად უთხრა ჯაბამ
-კი,ვიცი-მკრთალად გაუღიმა-მართლა მხოლოდ გადაღლილი ვარ და მეტი არაფერი-მგონი დაარწმუნა ჯაბა და მერე აღარ გაუგრძელებიათ ამ თემაზე საუბარი.
საღამოს ნიტას შეხვდა და ვენდისში დასხდნენ.
-ესენია რომ მასივებენ-ჩაკბიჩა თუ არა ბურგერი,წონაზე დაიწყო წუწუნი
-მშვენიერ ტანზე ხარ,რას აბუქებ-დაამშვიდამიამ
-კაი რა,ყველაფერი მერგება,რასაც ვჭამ-კოკა-კოლა მოსვა-როგორ მშურს შენი,ჭამ და არ სუქდები,მეც მინდაა
-მშვენივრად ხარ რა და მორჩი წონაზე წუწუნს-მიამაც მოსვა წვენი
-შენ რა არის,რაღაც არ ხარ ხასიათზე?
-ხო...
-რა მოხდა?
-რამდენიმე დღეა მათე არ შემხმიანებია-უთხრა რაც აწუხებდა
-რამე მოხდა?
-არა,პირიქით, კარგად ვიყავით,თითქმის ყოველდღე მწერდა,მაგრამ უკვე თითქმის ერთი კვირა იქნება რაც არაფერი ისმის მისგან. მე მივწერე და არ მოუწერია-მხრები აიჩეჩა
-ვაა, რა უცნაურია-გაუკვირდა ნიტას.

მიამ ეგრევე უთხრა ნიტას მისი და მათეს ურთიერთობის შესახებ,როცა მიმოწერები და შეხვედრები დაიწყეს და ნიტას ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი. ძალიან მოსწონდა ეს ორი ერთად და უნდოდა მათი წყვილი შემდგარიყო
-გეგასგან ხომ არ გაგიგია რამე?
-არა,მათე საერთოდ არ უხსენებია
-არა,მესმის რომ დაკავებულია,ხანდახან შეიძლება ტელეფონს ყურადღება ვერ მაიქციოს,მაგრამ ერთი წერილის მოწერას რა უნდოდა,თანაც ჩემს მიწერილს ხომ ნახავდა, მოკლედ მაინც ეპასუხა რამე-ძალიან განიცდიდა მია მათეს გაუჩინარებას.
-იქნებ ქვეყნიდან წავიდა?მას ხშირად უწევს გასვლა საზღვრებს გარეთ
-ხომ მეტყოდა,წასვლა რომ დაეპირებინა, ასეთი უპასუხისმგებლო ხომ არ არის
-ხო,ეგეც მართალი-ჩაფიქრდა ნიტა, ფიქრობდა და სხვა მიზეზი ვერაფერი იპოვა,რითიც მიას დაეხმარებოდა
-ვკითხავ ამ საღამოს გეგას
-არ ტეხავს? არ მინდა ისე გამოჩნდეს,რომ ვაკონტროლებ და რაღაც,უბრალოდ მართლა ვნერვიულობ-ტუჩების კვნეტას მოყვა ნერვიულობისგან
-არა,რა ტეხავს, ვკითხავ და გავიგებ
-კარგი და ეგრევე მომწერე,თუნდაც წვრილმანი ხომ?
-კი კი,აუცილებლად-დაამშვიდა მეგობარი.

საღამოს გეგასაც შეაგვიანდა და ნიტა სულ საათს ამოწმებდა.
10 იყო დაწყებული რომ მოვიდა.
ჯერ აცალა გამოცვლა და მერე უსაქმურად რომ დაიგულა მასთან შევიდა და საწოლზე გაიშხლართა მის გვერდით
-აბა რას შვება ბუზღუ?- ბუზღუს ეძახდა,რადგან ძალიან წუწუნა იყო და აგიჟებდა გეგას
-ერთ დღეს ენას ამოგაძრობ და გაჭმევ იცოდე-დაემუქრა თავისი ჭკუით
-როგორ შემაშინე-ენა გამოუყო-ამ დრომდე სამსახურში იყავი?-ნელ-ნელა მიუახლოვდა იმ თემას რაც აინტერესებდა
-ხო,ბევრი საქმე იყო დაგროვებული და შემოვრჩი
-ამ ბოლო დროს ბევრი საქმე გაქვს ხოლმე?
-კი,ძალიან და პირდაპირ მითხარი რა გაინტერესებს-თვალები აატრიალა გეგამ,იცოდა რომ ნიტას რაღაც აინტერესებდა და ასე შემოვლით იწყებდა საუბარს
-შენ ხომ არაფერს აცლი ადამიანს-ტუჩები დაპრუწა-შენი ძმაკაცი,მათე რას შვება,როგორ არის?-გეგას გაეღიმა,მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი
-რავიცი,ძველებურად-მოკლედ მოუჭრა
-მის თავს მშვიდობაა?
-ნიტა,რა გინდა პირდაპირ თქვი რა,არ შემიძლია ეს მიკიბვ-მოკიბული ლაპარაკი ხომ იცი
-მიას რატომ არ ეხმიანება? ძალიან განიცდის
-მოდი,ეს თვითონ გაარკვიონ კარგი?
-რამე ხდება?-ეჭვით ჩაეკითხა
-მათე მიას აუცილებლად დაელაპარაკება და თვითონ ეტყვის სათქმელს და შენ არ ჩაერიო ხომ?
-გეგა რას მაგიჟებ ახლა,მითხარი რა ხდება
-ნიტა შემეშვი ახლა...
-გეგა
-შანსი არაა, ჩემგან ვერაფერს გაიგებ!
-ოო, შენ ხომ არ გატყდები რა-ხელი აიქნია-მაშინ შენს ძმაკაცს უთხარი დროზე დაელაპარაკოს და გაარკვიოს მიასთან-თითი მიუშვირა
-დაელაპარაკება,აუცილებლად.
ნიტა ბუზღუნით გავიდა გეგას ოთახიდან.
ასეთი იყო გეგა,ვერაფრით დააცდევინებდი ერთ სიტყვასაც კი,თუ რამე საიდუმლოს ეხებოდა საქმე.
მიასაც მისწერა,გეგას ვერაფერი დავაცდევინეო,მხოლოდ ის მითხრა მათე თვითონ დაელაპარაკებაო.
მიამ უხალისოდ დააგდო ტელეფონი გვერდზე და ძლივს დაიძინა.

-მიას არ ელაპარაკები?- კაბინეტის კარი შეუღო და მის მაგიდასთან დაჯდა
-ერთი კვირაა არ შევხმიანებივარ საერთოდ-უემოციოდ უპასუხა და საბუთების დალაგებას შეუდგა
-მოიცა,ასე უბრალოდ? არც არაფერი აგიხსნია?-თვალები გაუფართოვდა გეგას
-ხო, დაფიქრება მჭირდებოდა და არ შემეძლო მასთან ლაპარაკი
-ასე როგორ შეიძლება, გოგო გაურკვევლობაში დატოვე?
-გეგა,დაველაპარაკები,ოღონდ წინა დღეებში რომ მენახა, თავს ვერ შევიკავებდი და მისი ძმის ბოღმას მასზე გადავანთხევდი,რაც ნამდვილად არ მინდოდა
-და ახლა გადაგიარა?-წარბი მაღლა ასწია
-ახლა ცოტა გადამიარა და ამ დღეებში შევხვდები და დაველაპარაკები
-და საერთოდ რას უპირებ თქვენს ურთიერთობას?-ინტერესით ჰკითხა
-არა, იმ ადამიანის გვერდით ვერ ვიქნები,ვისაც რამე საერთო აქვს მაგ კაცთან-ზიზღით თქვა და საქაღალდე გვერდით გადადო.გეგამ ვერაფერი უთხრა. ეს მათეს გადასაწყვეტი იყო.

გეგა და მათეს საუბრიდან 2 დღის შემდეგ მათემ როგორც იქნა ინება,ტელეფონი აიღო და მიას დაურეკა.მიას მათეს ნომრის დანახვაზე გული აუჩქარდა და თან ანერვიულდა. მერე სწრაფად გადაუსვა ეკრანს ხელი, ძლივს უპასუხა
-მათე?
-როგორ ხარ მია?-მშრალად მოიკითხა
-არამიშავს,შენ?
-მინდა გნახო,როდის გეცლება?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა, მიას მათეს ტონი არ მოეწონა,მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო
-ხვალ შემიძლია
-კარგი მაშინ ხვალ საღამოს,სამსახურის მერე გნახავ-მოკლედ შეუთანხმდა და ტელეფონი გაუთიშა
-რა ჯანდაბა სჭირს?-თავისთვის ჩაილაპარაკა მიამ და და ტელეფონი ხელში აათამაშა.
მეორე დღეს,ერთი სული ჰქონდა როდის დაღამდებოდა,რადგან მათე ენახა.
7-სკენ უნივერსიტეტთან მიაკითხა
-როგორ ხარ-ჩაჯდა თუ არა მანქანში,მოიკითხა მიამ და გადაკოცნა.მათეს მიას შეხებაზე რაღაცამ გაწიწკნა
-ვარ რა-უხალისოდ უთხრა და მანქანა დაძრა. იქვე ახლოს კაფეში წავიდნენ, გზაში ხმა არც ერთს არ ამოუღია.
შევიდნენ თუ არა,შეკვეთა მისცეს
-მათე,შენს თავს მშვიდობაა?-მზრუნველად ჰკითხა მიამ,რომ ვეღარ მოითმინა სიჩუმე
-არა,არ არის-ამოიოხრა
-რა ხდება?-შიშით ჰკითხა
-მია,ვიცი რომ გაწყენინე ამდენი ხანი რომ დავიკარგე-ცოტა უჭირდა საუბარი
-ალბათ მიზეზი გქონდა-ეცადა გაემართლებიანა. რაღაცის თქმა აპირებდა და მაგ დროს მიმტანმა შეკვეთა მოუტანა,ამიტომ გაჩუმდა და დაელოდა სანამ წავიდოდა.
-მადლობა-მიამ მიმტანს გაუღიმა და მერე ისევ მათეს მიუბრუნდა
-მათე,მესმის,შენი სამსახური ისეთია,შეიძლება ხანდახან დრო ვერ გამონახო და ვერ მომიკითხო, ეს პრობლემა არ არის, უბრალოდ მხოლოდ ერთი სიტყვით მომწერე ხოლმე,რომ კარგად ხარ-გულწრფელად საუბრობდა მია და მათეს ყელშ რაღაც ებჯინებოდა. როგორ არ უნდოდა ახლა ის ეთქვა,რის თქმასაც აპირებდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მას თუ სიმართლეს არ ეტყოდა,მასთან ურთიერთობას ისედაც ვერ გააგრძელებდა.არადა სიგიჟემდე უნდოდა ამ გოგოსთან ყოფნა
-მია,მართალი ხარ, სამსახურის გამო ხშირად ძალიან გადატვირთული ვარ და ვერ ვახერხებ ადამიანების მოკითხვას,მაგრამ ახლა სხვა მიზეზი მქონდა-ეცადა სიმართლე ეთქვა,მიას გულმა გაკენწლა,მიხვდა რომ ეს საუბარი კარგად არ დასრულდებოდა-იცი რომ ძალიან მომწნხარ? იცი როგორ მინდა შენთან ყოფნა?სასწაული გოგო ხარ და შენთან ნებისმიერი ადამიანი ბედნიერი იქნება-მიას ოდნავ გაეღიმა
-შენი გამოჩენოს შემდეგ, ჩემი ცხოვრებაც სხვანაირი გახდა,შენთან ძალიან კარგად ვარ-მათე მეტს ვეღარ უძლებდა,სასწრაფოდ უნდა ეთქვა,თორემ მერე ვეღარ შეძლებდა და უფრო ეტკინებოდა მასაც და მიასაც
-მია,სამწუხაროდ ჩვენ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებთ-მეხის გავარდნასავით გაისმა მათეს სიტყვები, მია შეცბა, ყველაფერს წარმოიდგენდა, ამ სიტყვების გარდა
-რატომ?-ხმაჩამწყდარმა ჰკითხა
-იმიტომ,რომ-ხმა ჩახრინწვოდა-ჯანდაბა-სახეზე ხელები მოისვა,ძალიან უჭირდა ამისი თქმა-შენთან ურთიერთობის გაგრძელება არ შემიძლია,რადგან გავიგე რომ ჯაბა დოლიძის და ხარ!-მერე მიახალა სათქმელი და მია უფრო დააბნია
-მოიცა, ვერაფერი გავიგე მათე, ჩემთან ურთიერთობას იმიტომ წყვეტ რომ ჯაბას და ვარ?-გაოცებულმა ჰკითხა-ჯაბა რა შუაშია საერთოდ?
-ჯაბა ის ადამიანია,რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან!-ზიზღით გასცა პასუხი
-რა გაკავშირებთ შენ და ჩემს ძმას?ან რატომ ვერ იტან?-მიას უამრავი კითხვა აწუხებდა-საერთოდ არ ვიცოდი მას თუ იცნობდი
-თავიდან მეც არ ვიცოდი მისი და თუ იყავი,თორემ ისედაც არ დავიჭერდი შენთან საქმეს და აქამდე არ შევტოპავდი,ბევრად გამიადვილდებოდა-ამის გაგონებისას მიას გული ძალიან ეტკინა
-მათე,გთხოვ,ამიხსენი რა ხდება, ვერაფერი გავიგე
-ამის ახსნას ახლა არანაირი აზრი არ აქვს -ირონიულად უთხრა
-როგორ არ აქვს მათე?ხომ უნდა ვიცოდე რატომ ვერ იტან მას,არც მისგან არ გამიგია შენი სახელი და გვარი
-ვერც გაიგებდი,რადგან არ მახსენებდა-ირონიულ ტონს არ იცვლიდა
-ჩემი დასკვნებით შენს და ჩემს ძმას რაღაც გაკავშირებთ წარსულში და ამის გამო ცუდი ურთიერთობა გაქვთ,ხომ?-მათემ თავი დაუქნია-და შენ იმიტომ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა რომ მე მისი და ვარ?მაგრამ მე რა შუაში ვარ თქვენ ორის პრობლემასთან?-ხელები გაშალა გაოცებულმა
-რას ქვია რა შუაში ხარ მია?-მათეც გაოცდა- მე და შენ რომ ურთიერთობა გავაგრძელოთ,ოდესმე ხომ მივალთ სერიოზულ ფაზამდე,სადაც ოჯახების გაცნობაც მოგვიწევს და როგორ ფიქრობ,მე ავიტან შენს ძმას ჩემს სიახლოვეს?
-კი,მაგრამ რა მოხდა ასეთი,მითხარი
-მოდი არ გვინდა ამაზე, უბრალოდ მოვრჩეთ ყველაფერს და ეგაა
-ანუ ასე სულ ერთი ვიყავი შენთვის რომ პირველივე ,,პრობლემაზე’’ დამშორდი?-გულნატკენმა ჩაილაპარაკა მიამ
-სულ ერთი რომ არ იყავი,მაგიტომაც გშორდები მია,მერე უფრო გამიჭირდებოდა-არანაკლებ გულნატკენი იყო მათე
-კარგი,მაშინ,იყოს როგორც გინდა-ცრემლები მოადგა თვალებზე,მაგრამ არაფრის დიდებით არ უშვებდა,-დავამთვროთ და ეგაა,მაგრამ მეგონა იმის ღირსი მანც ვიყავი,რომ მცოდნოდა რა არის რეალური მიზეზი,რის გამოც ვშორდებით-მხრები აიჩეჩა
-მიზეზის გაგბა გულს უფრო გატკენს-ხმადაბლა ჩაილაპარაკა მათემ
-კარგი-ხმადაბლა ჩაილაპარაკა მიამაც
-მია-ხელი ხელზე დაადო-მინდა რომ კარგად იყო, სულ...-მიამ უბრალოდ ინსტიქტურად თავი დაუქნია, საერთოდ ვერ აზროვნებდა,ახლა მხოლოდ გემრიელად უნდოდა ეტირა.
-გასაგებია მათე. ბედნიერებას გისურვებ შენც-უცებ უთხრა და მერე მათეს პასუხს არ დალოდებია ისე წამოდგა და მათე მარტო დატოვა. ჰაერზე გაივდა თუ არა ცრემლებმაც იპოვეს თავისი გზა.
მათეც არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იყო.ძალიან გაუჭირდა მასთან დაშორება. გრძნობდა რომ ამ გოგოს უფრო და უფრო ეჯაჭვებოდა და მისი გაშვება ძალიან უჭირდა,მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

მია სახლში მივიდა თუ არა,ეგრევე საძინებელში შევიდა.ახლა არავისთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,მხოლოდ მარტო ყოფნა უნდოდა.ჯაბას აუცილებლად დაელაპარაკებოდა მათეზე და ჰკითხავდა თუ რა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
ამიტომ არ დააყოვნა და დილით საუზმობისას შესაფერის მომენტს დაელოდა ეს რომ ეკითხა
-ჯაბა, მათე ბრეგაძეს იცნობ?-ინტერესით ჩაეკითხა და ყავა მოსვა.დაინახა ძმა როგორ შეცბა ამ სახელის და გვარის გაგონებაზე და სახე როგორ აერია. არანაკლები რეაქცია ჰქონდა მის რძალსაც,რაც ცოტა გაუკვირდა
-შენ საიდან იცნობ ამ ტიპს?-კითხვა შეუბრუნა
-პირველი მე გკითხე ჯაბა
-წარსულში ვიცნობდი და ცუდად დავამთვრეთ,მეტი შენთვის საინატერესო არაფერი!-ეცადა თავი გაეკონტროლებინა და ზედმეტი არ ეთქვა-ახლა მიპასუხე შენ საიდან იცნობ?
-გეგას ძმაკაცია და გავიცანი-მოკლედ მოუჭრა-რომ გაიგო შენი და ვარ, მაგასაც არ ჰქონია კარგი რეაქცია
-რამე გითხრა?-უცებ წამოენთო-რამე ცუდად ხომ არ გაკადრა?-ტონს აუწია აშკარად ანერვიულებულმა ჯაბამ
-რა უნდა ეკადრებინა ჯაბა-გაეცინა მიას-თქვენ თუ რამე პრობლმა გქონდათ მე რა შუაში ვარ-მხრები აიჩეჩა მიამ,ძალიან ჩვეულებრივად საუბრობდა,არადა მის გულში ქარბორბალა ტრიალებდა.
ანუკა გაფითრებული იჯდა და ხმას არ იღებდა, მიას არ გამოჰპარვია მისი მდგომარეობა,მაგრამ არ შეიმჩნია.
აუცილებლად უნდა გაეგო რა მოხდა მის ძმასა და მათეს შორის,ისე ვერ მოისვენებდა
-მისგან თავი შორს დაიჭირე-გააფრთხილა ძმამ-არ მინდა მასთან რამე შეხება გქონდეს-მკაცრად უთხრა და გოგოები მარტო დატოვა
-ნეტა რა მოხდა ასეთი,ასე რომ გაღიზიანდა მის ხსენებაზე?-თავისთვის ხმამაღლა ჩაილაპარაკა მიამ,არადა ანუკას გასაგონად თქვა,იქნებ მას მაინც წამოცდეს რამეო,მაგრამ ანუკა თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა.
მიამ უკმაყოფილოდ დატოვა სახლი.
აუცილებლად გაიგებდა,თუ რა აკავშირებდა ამ ორს წარსულში,რადაც არ უნდა დაჯდომოდა.

ვიღაცისთვის შეიძლება მოამაბეზრებელი ლაქლაქი იყოს ჩემი ისტორია,მაგრამ უმეტესობას მოსწონს და მე ესეც მაკმაყოფილებს.
მადლობა ვინც კითხულობთ.



№1  offline წევრი დარინა

აი მიას ადგილზე მათეს ზედაც აღარ შევხედავდი ეს ბიჭი ამ გოგოს ღირსი არ არის, გოგოს ეუბნება შენს ძმას ვერ ვიტან და ერთად ვერ ვიქნებითო და მიზეზს არ უხსნის, იმედია მია ანანებიებს თავის გადაწყვეტილებას მათეს ეჭვისგან და ბრაზისგან გასკდეს ღირსია ასე გოგოს ვინ ტკენს გულს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მე ძალიან მომწონს შენი მოთხრობები და ამის წაკითხვაც დიდი სიამოვნებით დავიწყე, ვეჭვობ ანუკა ჯაბას და მათეს უთანხმოებაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს :( ველოდები გარძელებას მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი ვიპნი

აი ხომ ვამბობდი ეს ანუკა არ მომწონს თქო:) ჩემო კარგო შენ გყავს შენი ერთგული მკითხველები,რომლებიც არასდროს შეწყვეტენ შენი მოთხრობების კითხვას,ასე რომ არ იდარდო ❣️

 


№4  offline წევრი LI_BE

ნია, სად დაგვეკარგე? worried

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent