ფსიქოპათოლოგია (ნაწილი 2)
ნახვრეტში გახედვისას ტიმოთის დანახვამ თან გააბრაზა და თან გაამხიარულა. ერთადერთი იყო ტიმოთი, რომელმაც სახეში გარტყმა და დამამცირებელ ქმედებას კასისგან ირონიული ღიმილით დახვდა და სწორედ ეს მოეწონა კასის. სახეზე ეტყობოდა ტიმოთის რაოდენ ბრაზობდა უკვე მასზე. კასიმ ოდნავ შეუშვა ხელი პირსახოცს და საწოლიდან გადმოვარდილის სიფათით გაუღო კარები მამაკაცს. - რა ჯანდაბაა?- მრისხანე ტონით გამოსცრა მამაკაცმა. კასიმ ტიმოთის შემოსვლის საშუალებაც არ მისცა კარი გამოიხურა წინ და დაუდგა. - შენ საქართველოში ხარ?- მოჩვენებით შეშფოთება არ დაუმალავს კასის - კი, წუხელ საღამოს ჩამოვედი.- წარბი ასწია ტიმოთიმ- როგორ ხარ? - ეგ ტელეფონითაც შეგეძლო გეკითხა.- უინტერესოდ გაუსწორა მზერა კასიმ - შემეძლო, მაგრამ დაგაფასე და მოვედი. - არ მითხოვია დაფასება. - კარგი გავითვალისწინებ.- ეს ორი სიტყვა ისე მოუგდო აშკარა იყო არაფრის გამთვალისწინებელი არ გახლდათ- სახლში არ შემიპატიჟებ?- კასის ზურგს უკან გაიხედა- თუ ცუდ დროს მოვედი? - ნამდვილად ცუდ დროს მოხვედი, წავედი არ მცალია.- პასუხს აღარ დალოდებია ისე შებრუნდა უკან და კარი ცხვირწინ მიუკეტა. ტვინში სისხლი ააწვა ტიმოთის. დიდისიამოვნებით შევარდებოდა და ცხვირპირს დაალეწავდა კასის გასართობს, მაგრამ ამას არ აპირებდა. როგორც ჩანს კასი უბრალოდ ამოჩემებული ჰყავდა, რომ ყველა ვარიანტში მისი უნდა გამხდარიყო. მისთვის რთული იყო თავის შეყავრება და კასიც არ იყო იმ საფეხურზე, რომ ყურებამდე შეყვარებული ყოფილიყო ტიმოთი მასზე... * * * ბავშვობიდან იცნობდნენ კასი და ეველინი ერთმანეთს, თუმცა ერთიანი ოჯახი არასოდეს არ ჰქონიათ არცერთს. ალბათ ამან უფრო დაახლოვა და შეკრა მათი ურთოერთობა. კასიმ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა და დარჩა პატარა კასი და მისი იფროსი ძმა ბებიასთან ერთად. კასის უფროსი ძმა ჯეიმი არასოდეს ყოფილა გამორჩეული პასუხისმგებლობით. ზრდასრულობის ასაკიდან სიკვდილამდე არ შორდებოდა ცუდ წრეს და ბებიის გარდაცვალების შემდეგ საერთოდ აუშვა რჯული. უამრავი ვალი ჰქონდა ისეთი ხალხისგან, რომლებსაც ფული ყვლა მხრიდან ჰქონდათ. ერთ დღესაც ჯეიმი დაიკარგა და აღარ გამოჩნდა... ეს დასასრული იყო უფროსწორედ კასის დასასრულს ჰგავდა, მას შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა. არც ეველინი გამოირჩეოდა ოჯახის სრყოფილებით. მამა რომელიც სიცოცხლესაც კი ერჩივნა მალევე გარდაიცვალა უკურნებელი სენით. დედა კი მეორედ გათხოვდა შემდეგ კი გალოთდა. ახალმა სიძემ ეველინის მამის ნაშრომი რამოდენიმე წელიწადში გაანიავა და შემდეგ ცამეტი წლის ეველინზე დაიწყო ძალადობა. ძალიან კარგად ახსოვდა ეველინს როგორ უვლიდა სასმლისგან გაგიჟებულ დედას, რომელიც დღეს დღეობით აგნოზიით იყო დაავადებული.!რაც თავის ტვინის სტრუქტურის სრულებით მოშლას გულისხმობს. ყველას ცნობდა უბრალოდ უკონტროლო ქცევა ჰქონდა რაც ეველინმა უკვე დაძლია დიდი ბრძოლის შედეგად. ფეხები უკანკალებდა, ეს ის შემთხვევა იყო საიდანაც თავის დაძრომა არ შეეძლო. იცოდა რომ აქედან კივილსა და მყიფე საგნების მსხვრევას ვერ ასცდებოდა, მაგრამ უნდოდა დედის ნახვა. ყველას დაკარგვის შემდეგ ის ერთადერთი იყო, რომელიც შემორჩა. იმ ბავშვობის ნაწილი, რომელიც არ ჰქონია. რომლის დავიწყებაც საშინლად უნდოდა, თუმცა ამას ვერ ახერხებდა. ის მუდმივად იარსებებდა მისი ცხოვრებაში და სულ შეახსენებდა მის ნაიარევს. ოთახი მთლიანად თეთრი იყო, მხოლოდ რამოდენიმე სურათი ეკიდა კედელეზე უცნაური ფერებით. სხვა ყველაფერი სადა იყო. ერთი საწოლი და მაგიდა იდგა ნაპირზე. აგნესა სკამზე იჯდა მაღლად დაშვებულ ფანჯრებში სინათლე უხვად შემოდიოდა ის კი ფანჯარაში იყურებოდა. თავზე თეთრებში გამოწყობილი ექთანი წამოდგომოდა და აგნესას საკმაოდ შეთხელებულ და ოდნავ ჭაღარა შეპარულ თმას ვარცხნიდა. ეველინმა უთქმელად გამოართვა სავარცხელი ექთანს, მას არ გაუპროტესტებია და უსიტყვოდ დატოვა ოთახი. ეველინმა კი დედის რბილი თმა ხელებში დაიკავა. რაღაცნაირად მისი სურნელი ამშვიდებდა და აწყნარებდა. - ეველინ?- მისკენ არც შემოუხედავს ისევ გაუნძრევლად იჯდა. შვილის ხელის შეხებაც საკმარისი იყო ეცნო.- როგორი რბილი ხელები გაქვს.- ეველინს გაეცინა, მაგრამ არაფერი იპასუხია- როგორ გამხდარი ხარ.- აგნესა არ ინძრეოდა. - როგორ ხარ დედა?- ღიმილით დაუსვა დავარცხნისგან დარბილებულ თმებზე ხელი დედას - მომენატრე იცი?- ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა, რომ იღიმოდა აგნესა. - მინდა რომ დაგინახო- ეველინი უსიტყვოდ დაუჯდა დედას წინ და მისი ჩაწითლებული თვალების დანახვისას ტირილი მოუნდა. დედის თვალები საოცარ სევდას აფრქვევდა. უყვარდა ეს ცრემლები ეველინს ეს გულწრფელი ცრემლები იყო იმის მანიშნებელი, რომ მასში რაღაც ადამიანური ჯერ კიდევ შემორჩენილიყო. დიდხანს უყურებდა დედა შვილს თვალებში და მზერა უცივდებოდა. - მინდა, რომ წახვიდე და აღარ მოხვიდე.- გადაჭრით გადაწყვიტა აგნესამ და ეველინს თვალი მოაშორა. - და რატომ?- საშინელი აგრესია იგრძნო ეველინმა - ასე გადავწყიტე, აღარ მინდა შენი დედობა. - ისე უდარდელად და ბავშურად ამოილაპარაკა აგნესამ თითქოს საქმე მის შვილს კიარა კარაქიან პურს ეხებოდა, რომელსაც როდესაც გინდა შეჭამ, როდესაც გინდა არა. - შენ რა სულ შეიშალე?- დაეტაკა ეველინი აგნესას სკამს და მისკენ შემოატრიალა თვალებში კი მრისხანედ ჩახედა- გინდა არგინდა რას ნიშნავს? დედაა მე ეველინი ვარ. - აგნესამ ერთხანს უყურა შვილს უხალისოდ რამაც ეველინი საერთოდ გადარია შემდეგ კი ისეთი კივილი ატეხა ხუთ წუთში კლინიკის მთელი მედპერსონალი დაცვასთან ერთად მასთან გაჩნდა. ეველინმა კი უკან დაიხია და სირბილით დატოვა მთლიანი ტერიტორია... * * * საშინელ სიბრაზეს გრძნობდა. ისეთს, რომ ვერც იაზრებს, არა უფრო სწორედ იაზრებდა თუმცა ბოლომდე მაინც არ უნდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. მთელი ცხოვრების მანძილზე დახმარება არავისთვის არასდროს არ უთხოვია. ყოვემთვის დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი რაც მისი გასაკეთებელი იყო თავადვე უნდა მოეგვარებინა და სხვისი დახმარების კატეგორიული წინადეგი გახლდათ. ხანდახან ეგონა რომ თინეიჯერი ჩამოუყალიბებელი გოგოსავით იქცეოდა, მაგრამ დამოუკოდებლობა თითქოს სისხლში ჰქონდა დაბადებიდანვე მშობლების გარეშე გაზრდილს. ის მამაკაცი კი რომელიც სულ რამოდენიმე დღეა რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა და უკვე თავი შეაზიზღა ყველაფერი აურია, და ამაურზაურის მიზეზი ტიმოთი პარკერი იყო. იმ კომპანიაში რომელშიც წლების მანძილზე მუშაობდა გაკოტრების პირას იყო და მოუწია წამოსვლა. ამაზე ცალკე განრისხდა, მაგრამ როდესაც რამოდენიმე დღეში დაურეკეს და უთხრეს დიდი ბოდიში სიაში კასი მიულერის მაგივრად სრულიად სხვა პიროვნება ეწერა და შეგვეშალაო ამაზე საერთოდ დაამხო იმ ასისტენს თავზე ყველაფერი არადა რაიმ გოგოს ბრალი იყო, მაგრამ ტიმოთის ბრაზი ამ საწყალ გოგოზე გადმოანთხია. დიდად არც იყო დარწმუნებული რომ ამ საქმეში შესაძლოა ტიმოთის ხელი ერია, მაგრამ მაინც გადაამოწმა. მეორე დღეს სამსახურში მისულს კი სოლიდურად გამოწყობილი ტიმოთის დანახვაზე არც აპირებდა რაიმეს შემჩნევას ლამის გვერდი ჩაუარა რომ უკნიდან დაეწია. - ყავა მაქვს შენთვის იმედია არ დაგილევია.- ორი ქაღალდის ჭიქით მის გვერდით მოჰყვრბოდა ჩქარი ნაბინით მიმავალ კასის, რომელიც ტიმოთის თვალში ქალღმერთს უფრო გავდა ვიდრე ქერათმიან ქალბატონს. - მივირთვი უკვე.- მშვიდად მოუგო და კაბინეტში შევიდა. - მეგონა მეჩხუბებოდი. - ხომ ხედავ არ გეჩხუბები. - რა არაპროგნოზირებადი ხართ ეს ქალები. - ყველა ქალში რომ არ შევდივარ ჯერ ვერ დაადგინე?- მბრუნავ სკამში ჩაჯდა და საბუთები დაახვავა რკინის მაგიდაზე - თან ამპარტავნებიც- მის წინ დაჯდა. კასიმ უსიტყვოდ მოირგო სათვალე, რაც ძალიან უხდებოდა, საქმიანი იმიჯით უფრო აგიჟებდა ტიმოთის. ხმას არ იღებდა უბრალოდ მისი ცქერით ტკბებოდა, არც უნდოდა რამის თქმა. უცბად შეცბა, როდესაც გაბრაზებულმა მაგიდაზე დაანარცხა კალამი და სათვალე მოიხსნა. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - მაგიდაზე ჩამოჯდა ნახევარი საჯდომით და სკამზე გადაწოლილ ტიმოთის დააკვირდა, რომელიც ისე უყურებდა თითქოს ბეძნულ ქალღმერთს ხედავდა - ამ კომპანიაში ერთერთი დიდი მეწილე ვარ და არამგონია ჩემი აქ ყოფნა დანაშაული იყოს- ნიშნისმოგებით უპასუხა - იქნებ ნამდვილი მიზეზი მითხრა. - ასე მგონია რომ შენც კარგად იცი ნამდვილი მიზეზი. - ჩვენ შორის არაფერი გამოვა ტიმოთი და გთხოვ არ მიყვარს ამდენი საუბარი - ამოიოხრა კასიმ და ისევ სავარძელს დაუბრუნდა - და რატომ რომელ კრიტერიუმს ვერ გიკმაყოფილებ? - ვერცერთს! არმომწონხარ რამდენჯერ უნდა გითხრა? უკვე თავს მაბეზრებ და ისე არ ქნა შემზიზღდე. - კარგი- თავდახრილი საშინლად უსუსური მოეჩვენა ამ დროს კასის. ტიმოთიმ უსიტყვოდ გაიჯახუნა კარი... * * * ეველინი ესიზმრებოდა, ზუსტად ისეთი როგორიც პირველი შეხვედრისას. შავი ატლასის კოჭებამდე კაბა ეცვა უკანალამდე ჩახსნილი ზურგით. ლავიწები და ნეკნები მკვეთრად მოუჩანდა ისე თითქოს ცხიმის ნასახიც არ იყო მის ორგანიზმში და კანი პირდაპირ ჰქონდა გადაკრული ძვლებზე. სხეულის ნარნარა რხევით მიიწევდა ჩესისკენ და თან სიყვარულს უხსნიდა ჩესს უნდოდა მისულიყო მოჰხვეოდა გაყინული მხრები გაეთბო, მაგრამ რამდენჯერაც მისკენ მიდიოდა იმდენჯერ რაღაც უხლიდავი აკავებდა. აი ტელეფონის ზარის ხმა რომ გაიგო იმდენი იგინა ტელეფონი ჩართული რომ დატოვადა ეს სასიამოვნო სიზმარი შეაწყვეტინა. ხმა გაუთიშა ისე რომ თვალიც არ გაუხელია და სიზმარის გაგრძელებას დაელოდა პატარა ბავშვივით, მაგრამ ის აღარ გრძელდებოდა... თავის ქმედებაზე სიმწრით გაეცინა და საწოლზე წამოჯდა. ტელეფონი ისევ ზუზუნებდა, გამწარები წამოვარდა და ტელეფონის კედელზე მოხეთქებას აპირებდა ეველინის ნომერი რომ მოხვდა თვალში და დედის ტყვნა ატეხა აქამდე რომ არ უპასუხა. საკუთარ თავზე გაბრაზდა. - ეველინ?- გახარებული წამოვადა ფეხზე. ჯერ თავი სიზმარში ეგონა ვერ წარმოიდგენდა მის ტელეფონის ეკრანზე ეველინის ნომერს, მაგრამ ხაზის ბოლოს არავინ პასუხობდა. მხოლოდ ღრმა სუნთქვა და სუსტად ქვითინის ხმა ისმოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.