შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 10 თავი


30-03-2020, 00:54
ავტორი Mentalist
ნანახია 1 900

გამარჯობა მეგობრებო. იმედი მაქვს ახალი თავი მოგეწონებთა. მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ისტორიას. ველი თქვენს ჩეფასებებს...:)



-რა?-ვიძახი გაოცებული და ველოდები როდის დაიწყებს ნია ამბის მოყოლას
-ანუ.. მე-ენა ებმის და ხელს ინიავებს-ცოტა დამცხა
-რა დროს სიცხეა, მოყევი დროზე, ვინ გიყვარს?
-სანდრო-ფრთხილად ამბობს და სახეზე ღიმილი ეფინება
-შენ ხომ არ მოგწონდა ეგ ბიჭი?-ვკითხულობ და მის შემხედვარეს მეც მეღიმება
-ჰო არ მომწონდა, მაგრამ ამავდროულად ჩემში ისეთ გრძნობებს იწვევს, რომელთაც ახსნას ვერ ვუძებნი
-კარგი, ის რას ფიქრობს შენზე?
-ჩემი გაცნობა სცადა, მაგრამ უფლება არ მივეცი-ამბობს და ისეთი სახით იყურება თითქოს თავში რაიმე ჩაარტყეს
-რა სახე გაქვს, დამშვიდდი ერთი წამით
-რა ვქნა? ბავშვური გატაცებაა ხო?
-არ ვიცი, ამაში შენ თვითონვე უნდა გაერკვე. სანდრო კარგად გაიცანი და მასაც ამავეს უფლება მიეცი-ვეუბნები და ვუღიმი
-საუკეთესო ხარ... მოდი რამე ფილმს ვუყუროთ რა
-კარგი, ჩართე მიდი-ვამბობ და მდივანზე ნიასთან ერთად კომფორტულად ვთავსდები...
დილით ადრე მეღვიძება და ვცდილობ ისეე ავდგე ფეხზე, რომ ნია არ გავაღვიძო.
ყავას ვამზადებ და სამუშაოზე წასასვლელად ვიწყებ მომზადებას.
სანამ მე მოვწესრიგდებოდე ნიას ეღვიძება და ოთახში შემოდის
-რას შვები? სამუშაოსთვის ემზადები?
-ჰო. შენ რას იზამ დღეს?
-რავი სახლში ვიქნები, მერე ცოტას გავივლი გარეთ და შენც მოხვალ
-ფრთხილად იყავი გარეთ-ვამბობ და პალტოს ვიცვამ-მე უნდა გავიდე უკვე
-კაი, დავიძინებ მე კიდევ ცოტას-მეუბნება და კარებამდე მისულს მეწევა, ლოყაზე მკოცნის და ოთახში შერბის
-დროებით-ვამბობ ჩუმად და სახლის კარებს ვხურავ...
სამუშაოზე მისვლისას დამიანე იქ არ მხვდება, ამიტომ ჩემს კაბინეტში შევდივვარ და ხატვით ვირთობ თავს. ტელეფონზე ზარი ისმის
-გისმენთ?-სწრაფად ვიღებ ყურმილს და მარიამის წკრიალა ხმა რომ მესმის სახეზე ღიმილი მეფინება
-ანიტა დამიანე გეძახის-მეუბნება და ტელეფონნს მითიშავს. სრაფად ვდგები და დამიანეს კაბინეტისკენ ბედნიერი მივდივარ. ვაკაკუნებ და თანხმობას რომ ვიღებ, კარებს ვაღებ
-გისმენთ ბატონო დამიანე-ვამბობ და სამუშაო მაგიდის წინ ვდგები
-უბრალოდ დამიანე დამიძახე ანიტა. დაჯექი, მარიამმა ყველაფერი იცის-მეუბნება და მიღიმის
-რა?
-ჰო იცის, რომ მიყვარხარ და მიყვარდი-მეუბნება და მარიამს რაღაცას ეჩურჩულება
-როგორ? ის ხომ ძალიან პატარაა? როდის ან როგორ მოუყევი?
-ანიტა დღეს ჩვენთან მოხვალ?-ჩემთან მოდის პატარა ქალბატონი და ფეხზე მეხვევა
-ღმერთო-თვალებს ვატრიალებ და სავარძელში სასაცილოდ გადაწოლილ დამიანეს რომ ვხედავ მეცინება
-ბავშვს უარს ვერ ეტყვი-მხრებბს იჩეჩს და საბუთებში იწყებს ქექვას
-ხედავ რას შვება?-ვამბობ სიცილით და მარიამს ხელში ვიყვან-მოვალ, ოღონდ მარტო არა
-შენ ოღონდ მოდი და თუ გინდა მთელი არმია წამოიყვანე-თავისთვის ჩურჩულებს დამიანე
-ნიაც ჩემთან ერთად იქნება, თუ რათქმაუნდა შენ წინააღმდეგი არ იქნები დამიანე-ვამბობ და ინტერესით ვუყურებ
-წინააღმდეგი ვიქნები? რა სისულელეა. ნიაც წამოიყვანე, თან ერთმანეთს გავიცნობთ
-კარგი, მაშინ ახლა დაგტოვებთ. რაიმე ხომ არ გჭირდებათ?
-არა შეგიძლია გახვიდე-მეუბნება და მიღიმის
-კარგი, დროებით-მარიამს ძირს ვსვამ და იქაურობას ვტოვებ...
სამსახურში ყველა საქმის მოგვარების შემდეგ დამიანეს მისამართს ვეკითხები და სახლში მივდივარ. ნია შინ არ დამხვდა.
-ნეტავ სადაა?-ჩემს თავს ვეკითხები განერვიულებული და ჩანთას შემოსასვლელში ვაგდებ-არაფერია, აბაზანას მივიღებ და ამასობაში ისიც შინ იქნება-ვამხნევებ ჩემს თავს და დამიანესთან წასასვლელად ვიწყებ მზადებას. ამასობაში ნია მართლაც შინ ბრუნდება.
-სად იყავი? ვინერვიულე. კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ-მეუბნება ღიმილით-შენ სად მიდიხარ? დამიანესთან რომატიულ ვახშმაზე ხომ არა?-წარბებს ათამაშებს
-ღმერთო შენ უშველე ამას. ერთად მივდივართ, ისე რომ იცოდე
-ერთად?
-ხო, დამიანემ თავისთან დაგვპატიჟა ვახშამზე და მინდა, რომ შენც იქ იყო და გაიცნო ადამიანი, რომელიც მიყვარს
-კარგი-ამბობს აკანკალებული ხმით
-რა მოხდა?
-ოჯახზე რომ მკითხოს რამე?
-არ გკითხავს, დამშვიდი. თუნდაც გკითხოს, შენი ოჯახი მე ვარ-ვამბობ და მის აცრემლიანებულ თვალებს რომ ვხედავ სახეზე ხელს ვიფარებ
-ოღონდ ეხლა არ იტირო, თორემ მეც ავტირდები
-კაი ჰო-ამბობს სლუკუნით და ოთახისკენ მიდის-მალე მოვალ, გამოვიცვლი
-კაიი გელოდები-ხმამაღლა ვიძახი და მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ...
30-40 წუთში ორივე მზად ვართ. სახლის კარებს ვკეტავ და გარეთ გავდივართ. ტაქსს ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები. მთელი გზა რაღაცის თქმას ვცდილობ, მაგრამ თავს ვერ ვაბამ, ამიტომ ვჩუმდები. ადგილზე მალევე მივდივართ და სახლის კარებთან მისულს ნერვიულობა მიპყრობს
-რა მოხდა?-მეკითხება ნია და ჩემს აკანკალებულ თითებს გაოცებული უყურებს
-მე უბრალოდ, ცოტას ვნერვიულობ-ვამბობ შეწუხებული ხმით
-კარგი რა, დამშვიდდი-მეუბნება და ახლაც ის მოქმედებს. კარზე ზარს რეკავს და რამდენიმე წამში ისიც იღება. კარებში დამიანე და მარიამი ღიმილით გვეგებებიან...



№1 სტუმარი lell

wow dzaan kaia ????❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ასე პატარებს რატო დებ? -_-

 


№3  offline წევრი alienbaby

თავები გაზარდე რაა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent