შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი შალიკიანი //2//


30-03-2020, 19:29
ავტორი LMNTRIX
ნანახია 1 355

დერეფანში სწრაფი ნაბიჯით გავიდა,ხელები უკანკალებდა,რაღაც უცნაური დაემართა.სასწრაფოდ ლანას კაბინეტში შევიდა,კარი დახურა და ზედ აეკრო.სახეზე ფერი არ ედო,ვერც იმას ხვდებოდა რამ გაანევიულა ასე,ქალდანი ხომ უბრალოდ კრიმინალი იყო,რომელსაც ქეთას დახმარება სჭირდებოდა.
-ქეთა რა მოხდა?სახეზე ფერი არ გადევს.-წამსვე ქეთასთან გაჩნდა ლანა.
-ავადმყოფია,მაღიზიანებს და სისულელეებს ვაკეთებ-თვისთვის ბუტბუტებდა თითქოს ლანას საუბარი არც კი ესმოდა.
-რამე დაგიშავაა?-შეშფოთდა ლანა
-რა?-გაიკვირვა მოულოდნელად და სახეზე ხელი მოისვა.-არა,არაფერი დაუშავებია უბალოდ სულ ნერვებს მიშლის და გამოსვლისას ლოყაზე ვაკოცე.
-რაა?რაგააკეთეე?-შეშფოთდა ლანა
-ვაკოცე.
-რატომ?სულ გაგიჟდი?
-არვიცი ლანა,არვიცი ერთწამს რაღაც დამემართა და უბრალოდ საჭიროდ ჩავთალე.
-შენს კლიენტებთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილხარ,მასთან რა გჭირს?
-არაფერიც არ მჭირს ლანა,უბრალოდ ნერვები მომიშალა და მისი გაღიზიანება მინდოდა.
-ბიჭებს კოცნით არ აღიზიანებენ.
-ეს არაფერ შუაშია უბრალოდ...-საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა,უცხო ნომერი იყო-ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ-თქვა და ყურმილი აიღო
-როგორ ხარ ადვოკატო?-ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა.
-ბატონო სანდრო?-გაიკვირვა ქეთამ
-ბატონოთი ნუ მომმართავ გთხოვ,უბრალოდ სანდრო დამიძახე.
-მადლობა მოკითვისთვის,კარგად ვარ.
-მაპატიე საავადმყოფოში ასე რომ დაგტოვე,უბრალოდ ვერ დავრჩებოდი,სერიოზული საქმე გამომიჩნდა.
-არაუშავს არაა პრობლემა,მიხარია სადმე სასიკვდილოდ რომ არ მიმაგდე.
-ამას არასოდეს გავაკეთებდი,იქნებ ჩემი დანაშაული როგორმე გამოვისყიდო და სადმე დაგპატიჟო,ერთად ვივახშმოთ.
-ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვერც კაბას და ვერც მაღლქუსლიან ფეხსაცმელს ვერ მოვირგებ,იქნებ სხვა დროს იყოს.
-კარგი როგორც გინდა,გამოჯანმრთელებას გისურვებ და ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა.
-ეს შენი ბრალი არაა სანდრო.
-ქეთა,მადლობა რომ ნიკოლასს არ უჩივლე იმისგამო რაც ჩაიდინა.
-მე მესმის მისი,მაგრამ ჩემი მოკვლა არაფერს შეცვლის მის ცხოვრებაში,იმის გარდა რომ ბევრ მტერს გაიჩენს.
-მას მე მივხედავ,დროებით.
-დროებით-თქვა და ყურმილი დაკიდა-სულელი გაება ჩემს მახეში-კმაყოფილი სახით თქვა და თავისი კაბინეტისკენ გაემართა.

***
სანამ ქეთა კაბინეტში გემრიელ ყავას შეექცეოდა ამასობაში დემეტრეს თავისი ბავშვობის მეგობარი(ქურდი) ლევა ეწვია და 2საათის წინ გამართლ სხადნიაკზე უამბო.
-რამ შეგაწუხა ლექსო?-საუბარი წამოიწყო დემეტრემ
-ბაიკო,ეს საქმე უფრო რთულდება,დროზე უნდა გამოხვიდეე ციხიდან და იმ ნაბო*****-ს თავიაანთი ადგილი მიუჩინო.
-რამოხდა ლევა მოყევი.
-ნიკოლასმა თავისიანებს უხმო,ჩვენი მოწინააღმდეგეები შეკრიბა და ოფიციალური სხადნიაკის სახე მისცა ამ შეკრებას.
-რას განიხილავდნენ ასეთს?
-შენი ადვოკატის სიცოცხლეს.
-ქეთა რა შუაშია?-სახე მოექუფრა ქალდანს.
-მან საშინელი თამაში წამოიწყო,ერთ მხარეს შენი ციხიდან გაყვანააა,მეორე მხარეს კი მორისის შებმა.ნიკოლასმა ქეთს განაჩენი გამოუტანა.
-რა განაჩენი?
-ქეთა უნდა მოკვდეს,მან ფართოდ განიხილა ის საკითხი რომ ის შენი ადვოკატია და მხოლოდ მას შეუძლია შენი ციხიდან გაყვანა,ეს კი მათ არ აწყობთ,ისინი უკვე გეგმაზე მუშაობენ.ნიკოლასმა ისიც განიხილა რომ შენი ციხიდან გაყვანის ერთადერთი კოზირი ხელში უჭირავს,რაღაც ჩანაწერზე საუბრობდა.
ლავროვიც ვერ ახერხებს ხარკოვიდან ჩამოსვლას,ხომ იცი მასაც ძაღლობა დაეძებს.
-ქეთას რამე რომ დაემართოს მაგ ნაბი****-ს შუაზე გავგლეჯ.იმაზე არვდარდობ რომ ციხიდან ვერ გავალ,არ მინდა რომ მოკვდეს.
-რას მთავაზობ?-ჩაეძია ლევა
-ქეთა უნდა გაიტაცო,მე კი ციხიდან სასწრაფოდ უნდა გამოვიდე.
-ქეთას თუ გავიტაცებ,ციხიდან ვინ გამოგიყვანს?
-შენ!
-ადვოკატობაზე ვერ ვქაჩავ.-ბაგე ღიმილმა გაუპო ლევას
-არა,მისმინე, კარგად იცი რა,სად, როგორ და რატომ მოხდა,იცი რომ იმ საღამოს არავინ მომიკლავს მაგრამ ამას დამტკიცება ჭირდება.
-და როგორ დავამტკიცებთ?
-ქარხანაში კამერა იყო,ის ჩაიწერდა ყველაფერს,მაგრამ როგორც დანარჩენი ყველა კოზირი,ეს ჩანაწერიც ნიკოლასის ხელშია.ის უნდა იპოვნო და ანონიმურად გადასცე პოლიციას.
-ბიჭო შიგგ***-ს აქამდე რატო არაფერი თქვი?
-არ მინდოდა თქვენი შარში გახვევა,ეს სარისკო საქმეა.
-შარში გახვევა არ გინდოდა?ამას ამბობს კაცი რომელიც ჩვენს გამო ყველაფერს აკეთებდა?ძაღლობა იყო თუ მაფია ყველგან გვიცავდი და ახლა ამის უფლებას ჩვენ არ გვაძლევდი?ვერ ხვდები რომ უშენოდ დაშლილები ვართ?
-დაწყნარდი ლევა,უბრალოდ ჩანაწერი იპოვე და შემდეგ ქეთა გაიტაცე.მანამდე კი ყურადღება მიაქციე ბიჭებს უთხარი მიხედონ.
-კარგი ბაიკო ყველაფერს მივხედავ,გპირდები ძმაო აქედან გაგიყვან!
-შენი იმედი მაქვს-გულში ჩაიკრა დემეტრემ ბავშვობის მეგობარი და გასასვლელისკენ მომლოდინე თვალებით გააცილა...

***
ლევა 10წუთის წასული იყო დემეტრე ისევ დაკითხვის ოთახში რომ შეიყვანეს სადაც ქეთა ბედნიერი სახით ელოდა.
ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და სიგარეტის კვამლში გახვეულს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-უჩემოდ ვეღარ ძლებ არაა?-ღიმილით წამოიწყო საუბარი დემეტრემ.
-მოწეევ?-სიგარეტის კოლოფი გაუწოდა,დემეტრემა მორჩილად აიღო ერთი ღერი,მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-რამ შეგაწუხა ქალბატონო?
-მოკლედ ეს შენი მორისი დიდი სულელი ვინმე ყოფილა.
-ყოველ ჯერზე მასზე რომ არ მესაუბრო მოკვდები?-დაიღრინა და ხელი თმაში შეიცურა
-მან უკვე სადილზე დამპატიჟა,მეგონა გაგიხარდებოდა
-ბოდიში,ჩემს სიხარულს ვერ გამოვხატავ,მაგრამ გული ნამდვილად ამიქარდა,თუ არ გჯერა პულსი შემიმოწმე.-სიმწრის სიცილი წასკდა დემეტრეს და ფეხზე წამოდგა.
-ავადმყოფი ხარ?-გაღიზიანებული ქეთაც წამში წამოიჭრა ფეხზე
-გოგო, მისმინე! რომ გავიგო მასთან ერთად ყავის დასალევად წახვედი ან რამე მსგავსი ფეხებს დაგამტვრევ გაიგე?-იერიშზე გადავიდა ქალდანი.
-ზედმეტი ხო არ მოგდის,კარგად დაფიქრდი.
-ახლა რამდენი კლიენტიც გეყოლება,მათ ყველა მტერთან რომანს გააბამ და ასე გახსნი საქმეეს? და აი ასე მარტივად გახდები კაცებისთვის მისაღწევი ქალი.
-მოკეტე-დაიყვირა ქეთამ და სახეში სილა გააწნა დემეტრეს,რამდენიმე წამი დასჭირდა გონს რომ მოსულიყო შემდეგ სახიდან ხელი მოიშორა ქეთას ხელი მხრებზე მოკიდა და კედელზე უხეშად მიაყუდა.
-მეორედ აღარ გაბედო და ჩემზე ხელი აღარ აწიო გაიგე?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ქალდანი,ძარღვები დაბერვოდა,ოთახში მისი გახშირებული სუნთქვა ისმოდა,თვალის ფერიც კი მოულოდნელად მღელვარე ზღვის ფერი გაუხდა.ისე შეაშფოთა ამან ქეთა რომ ხმა ვეღარ ამოიღო. ტკივილისგან სახე დამანჭა და დემეტრეს წყნარად მიმართა.
-დემეტრე,მტკივა გამიშვი.
-კარგად მომისმინე ქალბატონო,შეეშვი ამ საქმეს და შენი გზით წადი,დაივიწყე მორისი,ნიკოლასი და დემეტრე ქალდანიც სამუდამოდ! თუ ამას არ გააკეთებ და აქ ისევ გნახავ ისეთ ჯოჯოხეთს მოგიწყობ სიკვდილს შემევედრები.გასაგებია?-რამდენიმე წამს მის პასუხს მდუმარედ ელოდა მაგრამ როცა პასუხი ვერ მიიღო უფრო უხეში ტონით განაგრძო საუბარი-გაიგე თუ ვერა?
-გავიგე,დემეტრე გამიშვი მტკივა-ხმა გაებზარა ქეთას,დემეტრემაც უმალ გაუშვა ხელი და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა რომ ისევ საკანში დაებრუნებინათ.
-ჩემი სახე კარგად დაიმახსოვრე შალიკიანო,შენც კარგად იცი რომ მოგენატრება ჩემი სახის დანახვა.-თვალი ჩაუკრა და დერეფანში გაუჩინარდა.
-ჩემზე უკეთესმა ვინ უნდა ნახოს იდიოტი.-სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტი ნერვიულად გააბოლა.-მგონი ლავიწის ძვლები ჩამიმტვრია,ნაბი*ვარი.-მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და მაგიდას მთელი ძალით დაარტყა წიხლი,შემდეგ თმა გაისწორა,ღრმად ამოისუნთქა და დერეფანში გავიდა.
-მშვიდობაა შენსკეენ?-დერეფანში მოულოდნელად გეგი შეეჩეხა.
-კი რამოხდა?-დაბნეულმა იკითხა ქეთამ
-გავიგე შენი კლიენტი გაგიჟებულა,საკანში უკვე ყველაფერს ამტვრევს.
-დაამტვრიოს დაამტვრიოს,იქნებ თვიც გაიტეხოს და ტვინი გადაუბრუნდეს იდიოტს.
-ქეთა კარგად ხარ?
-კიკი უბრალოდ ცოტა დავიღალე.
-მიდი მიდი,კაბინეტში შედი და ყავას მოგიტან.-ღიმილით უთხრა კაცმა
-საუკეთესო ხარ,გმადლობ-თქვა და კაბინეტისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.

***
ამასობაში ლევამ ბიჭები შეკრიბა და შექმნილ ვითარებაზე ყველაფერი უთხრა,საღამოს თავს დაესხმებოდნენ ნიკოლასს და სეიფამდე მიაღწევდნენ სადაც ის ჩანაწერი ინახებოდა,წამოიღებდნენ და პოლიციაში ანონიმურად გაგზავნიდნენ.ნაწილი 6 ბიჭი გამოყო ქეთას დასაცავად,ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებას მიაქცევენ ქეთას და დაიცავენ მას ნებისმიერ სიტვაციაში,თუმცა მთავარ ამოცანად მაინც სეიფის კოდი რჩებოდა ის ხომ ციფრებს 1დან-8მდე არ დააყენებდა,მაგრამ ეს დღეს უნდა გაეკეთებინათ ყოყმანი აღრ შეიძლებოდა.
როგორც იქნა დადგა ეს მომეტიც ბიჭებმა სახლი ალყაში მოაქციეს და პოზიციებზე განლაგდნენ,ყველას ლევასთვის უნდა გაენთავისუფლებინა გზა რომ მას კაბინეტამდე მიეღწია,მოულოდნელად დაიწყო სროლა,ჯერ დაცვას მოუღეს ბოლო შემდეგ კი სახლში ყველა მხრიდან შეიჭრნენ და ოთახებში გაიფანტნენ,ნიკოლასის კაბინეტი მეორე სართულზე იყო ამიტომ ლევამ რამდენიმე ბიჭი გაიყოლა და მეორე სართულზე ავიდა,მოულოდნელად დერეფანშიც ატყდა სროლა და მიზანში ლევა ამოიღეს,ყველამ იცოდა რომ ამ ოპერაციაში მთვარი ლევას დაცვა და ამ ჩანაწერის წამოღება იყო ამიტომ ჰაჩიმ სწრაფად იმოქმედა და ლევას გადაეფარა ტყვია მუცელში მოხვდა და ისიც წამში ჩაიკეცა
-შენი დედაც!-დაიიყვირა ლევამ და შუბლში სამი ტყვია დაახალა შემდეგ კი ჰაჩისთნ მივიდა და ჩაიმუხლა,ბიჭი მძიმედ სუნთქავდა,სახეზე ფერი დაკარგვოდა და ირგვლივ მყოფების სახეებს ძლივს არჩევდა,მოულოდნელად საუბარი დაიწყო.
-დემეტრეს უთხარი რომ მის დასახმარებლად ვიბრძოდი-ამოიხრიალა ჰაჩიმ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა-ჩვენი ძმობა ყველაფერზე მაღლა დგას-ღიმილით დაასრულა და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა
-ჯანდაბა,არა ჰაჩი თალები გაახილე ჰაჩი-ლოყაზე ხელს ოდნავ ურტყადა როგორმე გონს რომ მოეყვანა მაგრამ ამაოდ,ბოლოს ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა-ჰაჩი გაიყვანეთ,დანარჩენები მე წამომყევით.
-ის გარბის-ზემოდან იკას ხმა ისმოდა,ფანჯრიდან ნათლად ჩანდა როგორ გარბოდა ნიკოლასი სახლიდან.
-შეეშვი,ჩვენ ჩანაწერი გვჭირდება-თქვა ლევამ და კიბეები აირბნა,კაბინეტში შევიდა და სეიფს დაუწყო ძებნა,20 წუთის განმავლობაში ეძებდა თუმცა ვერაფერი იპოვა,ოთახი ყირაზე დააყენა,იქ სეიფი არ იყო.ცოტა ხანს ჩაუღრმავდა შემდეგ კედელზე დაკიდულ სურათს მიაშტერდა და წამში ძირს მოისროლა.-აი ისიც,ჭკვიანი ნაბი*ვარი,ეგონა რომ ვერ ვიპოვნიდი.-თქვა და კოდს მიაშტერდა,ციფრები ნამდილად არ იყო.კოდი თერთმეტი ასოსგან შედგებოდა,აქ ნამდვილად დაერხა,მსგავს რამეზე არც უფიქრია.რამდენჯერმე სცადა რაღაც რაღაცეები მაგრამ არაფერი,ბოლოს ერთი ცდა ჰქონდა დარჩენილი,თვი კედელს მიაყრდნო და ფიქრს მოჰყვა.
-ნიკოლასი დამპალი ნაბი*ვარია რომელსაც თავი ღმერთი გონია,მაგრამ ის ღმერთი კიარა ნამდვილი აარაობაა,ეს დაიმახსოვრეთ.-მოულოდნელად გაბრიელის დარიგება გაახსენდა და მანაც სასწრაფოდ აკრიფა კოდური სიტყვები „მე ღმერთი ვარ“ სეიფმა დაიწკაპუნა და კარიც გაიღო-ის რა იდიოტია?მართლა თვლის რომ ღმერთია?-სიცილი წასკდა ლევას და სეიფში შეიჭყიტა,დისკი ზემოდანვე იდო ფაილში გახვეული,ბიჭებს მიაწოდა რომ გაესიჯათ ნამდვილად ის ჩანაწერი იყო თუ არა და სეიფის თალიერებას მოჰყვა,ერთ-ერთმა კონვერტმა მისი ყურადღება მიიქცია აიღო და სასწრაფოდ გახსნა,იქიდან სურათები გადმოცვივდა,50მდე ფოტო მაინც იქნებოდა,ფოტოებზე იყვნენ დემეტრე,ქეთა,მორისი,ლევა და დანარჩენი ბიჭებიც.
-ეს ჩანაწერია,ვიპოვეთ ძმაო-თქვა იკამ და დისკი ისევ ფაილში დააბრუნა,ლევამ ფოტოები სასწრაფოდ აკრიფა კონვერტში დააბრუნა და ქურთუკში ჩაიდო.
-ვიპოვეთ ძმაო,დემეტრე ციხიდან გამო-ღიმილით თქვა ლევამ და გასასვლელისკენ გაემართა
ჩანაწერი დაუყვოვნებლივ მიიტანეს განყოფილებაში და დარწმუნდნენ რომ ნამდვილად საიმედო პიროვნებას ჩაუვარდა ხელში,ახლა მხოოდ ლოდინი დარჩენოდათ მაგრამ ამხელა ძალისხმევის შედეგმაც არ დააყოვნა და მეორე დილით გავრცელდა ინფორმაცია:- „ქართველი კანონიერი ქურდის „ბაიკოდ“ წოდებული დემეტრე ქალდანის უდანაშაულობა დამტკიცდა,ის ციხიდან სასამართლო მოსმენის გარეშე გამოდის“.



№1  offline წევრი sofo_sofia13

ოჰჰჰ როგორრრ მომწწონსსსს

 


№2  offline წევრი LMNTRIX

sofo_sofia13
ოჰჰჰ როგორრრ მომწწონსსსს




მადლობაა❤️

 


№3  offline წევრი Imagination88

ოჰოო ყოჩაღ ძალიან მომწონს ❣️❣️ვგიჟდები დემეტრეზე მისი სიუხეშიანად :)) ქეთა რა ჯიუტია მომწონს ეს გოგო ❣️❣️ველი ახალ თავს

 


№4  offline წევრი Ninola

როდის დადებ შემდეგ თავს? ????☹️

 


№5 მოდერი ენქეი

ეს ისტორია ჩემს გვერდზე ავტვირთე სახელით "ქალდანის პირადი ბედნიერება"
შეგიძლიათ ასე მოძებნოთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent