ერთი ღამის შემდეგ (VI)
_გათენება უხაროდა, დღეს ახალი ენერგიით და დიდი შემართებით იწყებდა.საერთოდ არ ღელავდა, ძალიან ბევრს მუშაობდა განწყობის ასამაღლებლად, მთავარ სტიმულს კი პატარა სიცოცხლე აძლევდა მასში რომ იწყებდა არსებობას. როგორც იქნა მშენებლობაც დასრულდა და გეგმის ახალ ეტაპზე გადავიდა.რამდენიმე დღე აწესრიგებდა სახლს, ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო, ლამაზი დეკორაციები გააკეთა სახლში, ეზოში და ქალაქში დაბრუნდა. ცდილობდა არ დატვირთულიყო, სეირნობდა მუსიკებს უსმენდა, მედიტაციის ხერხებს მიმართავდა და ყველანაირად მართავდა საკუთარ თავს. სალონში დარეკა, სტილისტთან და ვიზაჟისტთან ჩაეწერა, მხრებზე გადაწეული, მუხლამდე დაშვებული, ტანზე მომდგარი, წითელი ბრჭყვიალა კაბა აიღო, შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა და შავი კლაჩი დაიჭირა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაიკეთა. სუნამო შეიპკურა და ზურასთან წავიდა. მალევე გააღო ზურამ კარი, სველი თმით და დაცვარული სხეულით, პირსახოც შემოხვეული იდგა და თვალებდაუხამხამებლად უყურებდა. -საყვარელო ვერ მიცანი? ჰმმ ცუდი ბიჭი ხარ _გაუცინა და ხელის კვრით გვერძე გაწია, რომ შესულიყო. -რამე მოხდა? წვეულება არ დამიგეგმავს -უმადურო, შენთვის ვამოვეწყვე ასე -არაფერი გამოგივა, ცოლი მომყავს გითხარი უკვე -ცოლი? კარგი ნუ მაცინებ. შენი ნივთები მოაგროვე, ხვალ მივდივართ. -გაგიჟდი მგონი ხომ? სად მივდივართ? -გიტაცებ კუსა -რა კუსა? ელიზაბედ რამე მოწიე? -არა რასამბობ, არშეიძლება ჩემთვის. -ეს ქალები როგორი უცნაურები ხართ. -მომენატრე იცი? -ახირებაა უბრალოდ -შენ არ მოგენატრე? -გონებას რატო მირევ? -მე უბრალოდ გეკითხები -ნუ მეკითხები -პასუხის გეშინია? -რატო უნდა მეშინოდეს -ანუ არ მოგენატრე -არა -არც გიყვარვარ? -.... -ზურაა -არა ელიზაბედ -მაკოცე -რავქნა? -მაკოცე და გავიგებ -უკვე სისულელეებს ამბობ -რასაყვარელი ხარ იცი? როგორ ცდილობ ემოციები დამალო, სიტყვები აკონტროლო მაგრამ სულ ტყუილად. ხვალ დილით გამოგივლი და წაგიყვან. ან რატო უნდა გამოგიარო? აქდავრჩები მეც და ტასაცმლის შეგროვებაში დაგეხმარები. -სულ გააფრინე მგონი -შესაძლოა _ხელი ხელზე ჩაკიდა და ლოყაზე აკოცა, უღიმოდა და თვალებში უყურებდა. რამდენიმე წამი და მათი ბაგეები კვლავ შეერთდა. დროის გახანგრძლივებას ცდილობდნენ, მთელ გულს ატანდნენ კოცნაში და ერთმანეთს სხეულზე ეკროდნენ. კბილები ჩაარსო ტუჩზე და ისე უკბინა ტუჩი გაუხეთქა. სისხლის დანახვაზე ცუდად გახდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა და საპირფარეშოში ჩაიკეტა. უცებ დაკარგა ფერი, თავბრუ ეხვეოდა და წონასწორობას ვერ იცავდა. კედელს ეყრდნობოდა ხელით და ისე მიდიოდა მისაღებისკენ -რადაგემართა ელე? კარგად ხარ? _შეშინებული სახით ცდილობდა დაეჭირა. მისი სახე რომ დაინახა ძალიან შეეშინდა, ათასი აზრი უტრიალებდა თავში. -კარგად ვარ მადლობა. ცოტახანი დავისვენებ და გამივლის. -თუ რამე გჭირდება მითხარი -ჩანთიდან წამალი ამომიღე გთხოვ -რაწამალია -ვიტამინია _წამალი მიაწოდა და თავთან დაუჯდა, თმაზე ეფერებოდა და ფიქრებში დადიოდა უგზო უკვლოდ. ყველა მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებდა. ელიზაბედის ამოუხსნელი ქცევა, თავბრუსხვევა, ღებინება, მისი სიტყვები. ყველაფერი აეჭვებდა, საბოლოოდ დასკვნა ის გააკეთა, რომ რაღაც დაავადება სჭირდა და უმალავდა. ძალიან შეეშინდა, ასეთ უფერულს რომ უყურებდა თავს ვერ ერეოდა, ფიქრობდა რომ შეიძლებოდა სამუდამოდ დაეკარგა და ჭკუიდან იშლებოდა. ალბათ მძიმე დაავადება სჭირს და უნდა სიცოცხლის ბოლო დღეები მშვიდად და ბედნიერად გაატაროს-ო. რამდენიმე საათში ელიზაბედმაც გაიღვიძა. -თუ არ გიყვარვარ თავთან რას მიჯიხარ? -მე..მე... -რა მე მე..ბარგი ჩაალაგე? -მითხარი სად მივდივართ და ჩავალაგებ -თაფლობის თვე უნდა მოგიწყო პატარავ, მარტო მე და შენ -ხანდახან მგონია რომ არ ხუმრობ -რატო უნდა ვიხუმრო? პირველი ღამე უკვე გვქონდა, მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. რა მიშლის ხელს? არც არაფერი. -რამე გჭირს და მიმალავ? -რამე უნდა მჭირდეს? -ეს დღეებია ვერ გცნობ, მაშინებ -უბრალოდ გითხარი და კიდევ გაგიმეორებ. კაცი რომელიც ჩემია, არის მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი. რატო მამეორებიებ ამდენს? -ეგ რომ გდომებოდა ჩემიდან არ გაიქცეოდი! -მე გავიქეცი? შეშინებული თაგვივით რომ გავარდი სახლიდან მე ვიყავი? -უარი რატომ მითხარი? -ერთად ცხოვრებაზე ვთქვი უარი და არა შენზე. -შენი აზრით იმ ასაკში ხარ რომ თინეიჯერი გოგოსავით სიყვარულობიანა მეთამაშო? -რას უწუნებ ჩემს ასაკს? და ისე არაა ცუდი აზრი.. -შენ მე ჭკუიდან გადამიყვან -კარგი რა ზურა! კვდები ისე გინდა ჩემთან ყოფნა, რომ გეხები და გკოცნი კონტროლს კარგავ. მთავარია ერთი შეხება და ეგრევე ეშვები ვნების მორევში. -ეგ მხოლოდ შენი ტუჩების ბრალია! ერთი მითხარი როგორ ახერხებ შენს ტუჩებს მარწყვის გემო რომ აქვს? და რაღაც სასწაული სუნი -აი ახლა წარმოდგენა გშლის ჭკუიდან და რომ გაკოცო ალბათ რას იზავ -დამცინი ხომ? ჩემს ქორწილში პირველი შენ რომ იქნები მოწვეული სტუმრად მერე ნახე შენ -საყვარელო რათქმაუნდა ვიქნები შენს ქორწილში აბა ისე როგორ, ოღონდ თეთრი კაბით შენს გვერდში. და საერთოდ ამდენს ნუ მალაპარაკებ ცუდად ვარ და ჩამეხუტე. -რაგჭირს? -ის რაც შენ -მე ძალიან კარგად ვარ -მონატრება გკლავს ზურა, ჩემი მონატრება _კისერზე ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.ისეთი მშვიდად და დაცულად გრძნობდნენ თავს ერთად. მაინც მოახერხა ზურას დათანხმება და წაყვანა. საოცარი გეგმები ჰქონდა, თანაც დარწმუნებული იყო რომ ზურასაც უყვარდა, უბრალოდ შიში ბოჭავდა.მიტოვების შიში რომელსაც ვერ ივიწყებდა. სახლი ძალიან მოეწონა ზურას, ელეს საოცარი გემოვნება ჰქონდა და ყოველთვის მარტივად შეამჩნევდი უმაღლესად დახვეწილ ინტერიერს, რომელიც საოცრად ეხამებოდა ერთმანეთს. საოცარი სიმშვიდე იყო, ტყიდან მოჭრილი ფოთლების შრიალი და ჩიტების ხმა ერთიორად ალამაზებდა იქაურობას. -ზურა ხომ გიყვარვარ? -პასუხი იცი -ანუ კი -ელიზაბედ! -აუ ვგიჟდები ესე რომ მეძახი -რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი -გულით ბავშვი ვარ -გარეგნულად არ გეტყობა, გული არ ვიცი. -კარგი კარგი.. _საშინელი ასატანი იყო მისი ასეთი საქციელი, ოთახში ავიდა და კარი გადაკეტა. ძალა აღარ ყოფნიდა, ამდენ წინააღმდეგობას ვერ უმკლავდებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა დადებითი ემოციებით დამუხტულიყო მაგრამ ვეღარ ახერხებდა. მუცელზე ისვავდა ხელს და საათობით ელაპარაკებოდა, ამშვიდებდა რომ ყველაფერს აკეთებდა მამა ჰყოლოდა. არუნდოდა ასეთი ენახა ზურას. კარს მიღმა სულ ცარიელი რჩებოდა. არცერთი გრძნობა აღარ ჰქონდა შერჩენილი, ძალიან სუსტი იყო. იმდენად სუსტი რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა ამდენს. არ ნებდებოდა, ახალ ახალი იდეები მოსდიოდა კვლავ და ისევ თავიდან ძლიერდებოდა ბედნიერების მოლოდინით. საღამოსთვის ძალიან გემრიელი ვახშამი მოამზადა, სანთლები აანთო და სუფრასთან დაელოდა. -რომანტიული ვახშამიც მოუწყვია ქალბატონს. -შენთვის ვეცადე -ვფიქრობ როდის მოგბეზრდება ეს თამაში და ჯერ არ ასრულებ, კარგი გავაგრძელოთ. -რა თამაში ზურა? რაზე მელაპარაკები -კარგად იცი შენც, უბრალოდ მინდა მიხვდე რომ აზრი არაქვს, არ მიყვარხარ, ის ღამე ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეგ შენთვის იყო პირველი და არა ჩემთვის. -აღარ გააგრძელო -მინდა შეიგნო, ქალი ხარ უკვე და არა თინეიჯერი გოგო, რომ ვერ ხვდებოდე. ბავშვი მგონიხარ, სათამაშოს რომ ართმევენ და ტირილს იწყებს დასაბრუნებლად. -ანუ ჩემი სიყვარული შენთვის თოჯინით თამაშს გავს? ჩემი გრძნობები უბრალოდ ეგოისტობაა და მეტი არაფერი? თვალებში მიყურე, შემომხედე და მითხარი რომ ისე მექცეოდი იმ ღამით როგორც ყველა ქალს და არანაირი გრძნობა არ გქონია. -არ გინდა გთხოვ, სიმართლე ორივემ ვიცით -აღარ ვიცი უკვე გავიცინო თუ ტირილი დავიწყო. შენ რატო შემიყვარდი? რატო ვიბრძვი ამ სიყვარულისთვის? ათას სისულელეს ვაკეთებ რომ მიხვდე როგორ მიყვარხარ და რატომ ? კარგი როგორც გინდა, მე უკვე დავიღალე. ყველანაირი გზა მომიჭერი, იყოს ისე როგორც გინდა. გილოცავ გაიმარჯვე, მე დავნებდი. _ცრემლებს ვერ იკავებდა, უეცრად აირბინა კიბეები და ოთახში ჩაიკეტა. ყველაფერი სცადა, ყველა გზა გამოიყენა მაგრამ უშედეგოდ. -პატარავ მაპატიე, პირობა ვერ შეგისრულე, მამა ვერ გეყოლება მაგრამ გპირდები მე გეყოლები. მთელი ცხოვრება შენთან ვიქნები, მამაც მე ვიქნები, ყველაფერი ვიქნები. მაპატიებ იმედია, დედაშენმა სცადა ღმერთია მოწმე. _პატარა ბავშვივით ტიროდა, ორივე ხელით იწმენდდა ცრემლებს და საპირფარეშოსკენ მიდიოდა უეცრად გონებადაკარგული, რომ დაეცა ძირს. ხმა გაიგო და კარზე დაუკაკუნა, რამდენიმე წუთის განმავლობაში აკაკუნებდა და ეძახდა მაგრამ ხმას არ სცემდა. ბოლოს ფეხის დარტყმით შეამტვრია ოთახი და ელეს მივარდა. სველ ლოყებზე ურტყავდა ხელებს და ეხვეწებოდა გონზე მოსულიყო, ფრთხილად დააწვინა ლოგინზე და პულსი შეუმოწმა, ცივი წყლით დაუსველა სახე მაგრამ გონზე მაინც არ მოდიოდა. აცნობიერებდა რომ ყველაფერი მისი სულელური ეჭვების გამო ხდებოდა, თავიდან ვერ იგდებდა აზრებს რომ შესაძლებელი იყო ელიზაბედი სიმართლეს ეუბნებოდა. -გამოფხიზლდი გთხოვ, ნუ მაშინებ. თვალი გაახილე, მაპატიე. მაპატიე რომ გატკინე, არ მინდოდა. გეფიცები არ მინდოდა. ელეე, ელიზაბედ გთხოოვ _მისი ხელი ჰქონდა ტუჩებთან მიტანილი და მაგრად უჭერდა. ნელნელა ახელდა თვალებს მაგრამ ყველაფერს ბურუსივით ხედავდა, წამოჯდომა სცადა და ძალა არ ჰქონდა -იწექი გთხოვ, არ წამოჯდე -რა გინდა ჩემგან? _სიტყვებს ძლივს აბავდა, თვალებდახუჭული ელაპარაკებოდა -კარგად მინდა რომ იყო, მაპატიე გთხოვ, რაც გითხარი არ უნდა მეთქვა. არვიცი უკვე რა ვიფიქრო, ფიქრებში ვიკარგები და ამ ფიქრებმა დამღალა. -ზურა შეგეძლო გეკითხა, საუბრით ყველაფრის მოგვარება შეიძლება, მთავარია თქვა, თუ არ იტყვი ვერასდროს გაიგებ. მოგიწევს იფიქრო და ფიქრებში დაიტანჯო, დაიკარგო და გაქრე. -მართლა გიყვარვარ? სიმართლეა რაც თქვი -სამწუხაროდ, შემიყვარდი და ვერაფერი ვუქენი ამ გრძნობას -ანუ არ მეთამაშები? -ზურაა -კარგი ხო მშვიდად. ვერც მე გივიწყებ, ვერც მე დავაღწიე თავი შენს მონატრებას, ყველგან შენი სურნელი მელანდება, ყველგან შენ ხარ და თავს ვერ გაღწევ. -აქამდე რატომ არ მითხარი? -მეშინია ელე, სიყვარულის მეშინია, ისევ მიტოვების მეშინია. ვერ აგიღწერ რას ვგრძნობ. -არგაქ შიშის უფლება, ჩემს შვილს მშიშარა მამა არ სჭირდება -ვერ ვაღწევ თავს ამ ში....რა თქვი? მომესმა მგონი ხომ? მითხარი რომ მომესმა. _ხელი მოკიდა და მუცელზე დაადებია -მამიკო გამარჯობა -მამა გავხდები? ელიზაბედ მამა გავხდები? პატარა მეყოლება? მითხარი რომ არ მატყუებ თორე ვერ გავუძლებ _პატარა ბავშვივით ქვითინებდა და სახეს უკოცნიდა ელეს. -დაწყნარდი, ხო მამა გახდები, პატარა გვეყოლება, პატარა გოგო ან ბიჭი. ჩვენი შვილი -ჩვენი შვილი, ჩვენი შვილი _ბუტბუტებდა ჩუმად და ხელებს უკოცნიდა ელიზაბედს. -რატომ არ მითხარი? აქამდე როგორ დამიმალე? -ჩემს შვილს მოსიყვარულე მამა სჭირდება და არა ვალდებულების მიზნით მყოფი. არმინდოდა უსიყვარულოდ ყოფილიყავი ჩემთან -არმჯერა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, ხომ მითხარი არ შემიძლია დაფეხმძიმებაო, მომატყუე? -სასწაულია, ჩემი სასწაულია ეს ბავშვი. -მაპატიებ? -უკვე გაპატიე -რატო ხარ ასეთი კარგი? -ზურა ცოლი მართლა მოგყავდა? -ეჭვიანი _ჩაიცინა და შუბლზე აკოცა -მითხარი რა -არავის მოყვანას არ ვაპირებდი -ცუდი ბიჭი ხარ ზურა, ძალიან ცუდი -არ გავისეირნოთ? -სად? -რუსთაველზე... რა სად ელიზაბედ აქ ტყის გარდა ხედავ რამეს? -კარგი კარგი. ჩავიცვავ და გავიდეთ -მინდა რომ ყველა დაკარგული წამი ავინაზღაურო. მინდა ჩემს გვერდით უბედნიერესი ქალი იყო, გაღვიძებისას ყოველთვის შენს სახეს ვხედავდე, ვეხებოდე და გეფერებოდე. -გულს მითბობ -მადლობა რომ არსებობ _სწრაფად გამოიცვალა, კომფორტული ფეხსაცმელი და სპორტული ტასაცმელი ჩაიცვა და ტყეში სასეირნოდ გავიდნენ. -ისე აქ გარეული ცხოველები არიან? -რათქმაუნდა -მეკაიფები ხომ? -არა საყვარელო, ტყე სადაც მგელი, მელა, ტურა და სხვა გარეული ცხოველები არ ბინადრობენ ის რა ტყეა. -მაშინებ და თუ სპეციალურად აკეთებ იცოდე ვერ გადამირჩები -ჩემს გვერდით არაფრის შეგეშინდეს, დაწყნარდი. -სოკოოო, ვაიმეე სოკოო -რაგაყვირებს? არ მოკიდო ხელი შხამიანი არ იყოს -სოკოს ცნობა არ იცი? -ვერასდროს ვერ ვხვდები როგორ უნდა გავარჩიო. სოკოა რა -ეგრე იცი რამდენი სახეობის სოკოა? ყველა თუ შეჭამე ან კნავილს დაიწყებ ან ყეფას -ნუ დამცინი ელე, არავის უსწავლებია. -მე გასწავლი, ნახე ეს ნიყვია. ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი სოკოა, თანაც ასეთი ნიყვების პოვნა დიდი ბედნიერებაა. მოდი ავიყვანოთ და აი ეს პატარა თეთრი ბუდით რაც არის წავიღოთ და ჩვენს ეზოში დავრგოთ -ელიზაბედ ეს ყვითელია, ეს კი თეთრი და როგორ შეიძლება გაყვითლდეს _სიცილს ვერ იკავებდა ელიზაბედი ზურას საუბარზე. -ბოთე ხარ, დააკვირდი და დაინახავ როგორ გაიზრდება. მოდი კიდე გავიაროთ იქნებ სხვა სოკოც იყოს -არ მოგვწამლავს? -არა საყვარელო, მთავარია ცნობა იცოდე და რაზეც ეჭვი გეპარება იმის დაგემოვნება არ გადაწყვიტო ექსტრემისთვის. -აი ეს ნახეე, ეს რა სოკოა? -ეს მიქლიოა, მიქლიოს 9 სახის მატყუარა ყავს. -კარგი მაშინ არ ავიყვანოთ -რატომ ეს არაა მატყუარა -ცხრავეს ცნობ? -მარტივია, აუ რა ბედნიერებაა, სოკო ბოლოს 15 წლის ასაკში დავკრიფე, თანაც აქ რამდენი სოკოა _ბევრი იარეს, ბოლოს რომ ვეღარ იჭერდნენ ზურამ მაისური გაიძრო და იქ შეაგროვეს. ძალიან ბედნიერები იყვნენ, იღიმოდნენ და ათას თემაზე საუბრობდნენ. უფრო და უფრო უმარტივდებოდათ ერთმანეთის გაცნობა. დიდი ხნის სიარულის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, სოკო გარეცხეს, გაასუფთავეს და შესაწვავად მოამზადეს. -ნიყვი კეცზე უნდა შევწვა მანდ არ შეურიო. -კეცზე? -კი კეცზე, ნიგვზით უნდა გავაკეთო -სულ უფრო და უფრო მაოცებ, როგორ მოახერხე ამხელა ბიზნესმენმა ქალმა საჭმლის კეთება ასე მაგრად რომ იცი? -პირველ რიგში მე ქალი ვარ, 35 წელი არაა ცოტა დრო, რომ გჭირდება ძალაუნებურად სწავლობ. -აქამდე სად იყავი? -სად უნდა ვყოფილიყავი? -რატო არ შეგხვდი აქამდე? _ზურგზე აეკრო, ხელები მუცელზე შემოხვია და კისერზე მხურვალედ აკოცა. -აქამდე რომ შეგხვედროდი ასე არ იქნებოდა ყველაფერი როგორც არის, სულ სხვანაირად იქნებოდა, მომწონს ეს ყველაფერი და მიხარია ასე რომ მოხდა. -როგორი მშვიდი ხარ, საუბარიც ძალიან წყნარი იცი, დაკვირვებულად და მრავლისმთქმელად საუბრობ. -ბიზნესმენი ქალი ვარ არ დაგავიწყდეს, ყოველთვის ახალი გარიგების დადების წინ ჩემთავს ვეუბნებოდი რომ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შემენარჩუნებია. ამას ყოველთვის გრძნობს შენი პარტნიორი და დიდხანს არ ყოყმანობს ხელშეკრულების გაფორმებისას. -დავიჯერო ყველა სპონსორი და ბიზნეს პარტნიორი ვინც კი გყოლია ასე მარტივად დაარწმუნე? -რათქმაუნდა, პირველ რიგში უნდა მიახვედრო ვისთან აქვს საქმე, პრიორიტეტი საქმის შესრულების ხარისხი და დროა. შენი საუბარი დამაჯერებელი და არგუმენტებით გაჯერებული უნდა იყოს -ნამდვილი ბიზნესმენი ცოლი მეყოლება, ვამაყობ შენით. _სოკო მოამზადეს, სუფრა გაშალეს და სუფრას მიუსხდნენ. -არ მომკლავს ხომ? -ზურაა კარგი რა -ვიხუმრე კარგი ნუ ბუზღუნებ. _ძალიან გემრიელად შეექციენ, დანაყრდნენ და საძინებელში ავიდნენ. სულ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და უღიმოდნენ. -შხაპს მივიღებ და დავიძინოთ რა -ჩემთან ერთად რომ მიიღო შხაპი არა? -ზურაა -ჩშშ _მაისური მხარზე გადაუწია და აკოცა, ხელები ნაზად შემოხვია და მაისური ფრთხილად გააძრო. ყურთან ეჩურჩულებოდა და მთელი გრძნობით კოცნიდა, ხელში აყვანილი შეიყვანა აბაზანაში და ქაფით სავსე ჯაკუზში ჩააწვინა. თვითონაც მოიშორა ტასაცმელი და მასთან ერთად ჩაიძირა სიყვარულის მორევში. არვიცი რაგამოვა ბოლოს, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები.. მადლობა რომ მომყვებით და სითბოს არ იშურვებთ, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.. გამიზიარეთ თქვენი აზრი, როგორ ხედავთ ამ ისტორიის განვითარებას? მიყვარხართ ძალიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.