შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელახლა (ნაწილი I)


31-03-2020, 15:30
ავტორი გრაფინია
ნანახია 999

^^^

ლისის ტბის ცენტრალური სანაპირო ლურჯ და თეთრ ფერებშია განათებული. კლასიკური მელოდია დაბალ ხმაზეა ჩართული და სასიამოვნოდ ვრცელდება ღია სივრცეში.
სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ჯგუფ-ჯგუფად დგანან და გაცხარებით განიხილავენ ტენდერებს, პროექტებს, ახალ გამოწვევებს.
მე ჩემი განყოფილების რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ვდგავარ. ხელში უალკოჰოლო კოქტეილი მიჭირავს და დაღლილი ფეხებს ერთმანეთს ვუნაცვლებ. საბედნიეროდ, კედები მაცვია და თანაგრძნობით ვუყურებ იმ ქალბატონებს, ვისაც ფეხსაცმლის ქუსლები ბალახის საფარში უხერხულად ეჭედება.

-ვა, თათუშკები - უკნიდან მესმის ჩემი სახელი და ხმის გაგებისთანავე მეღიმება. გეგა ფართე მკლავებში მიმწყვდევს და მეხუტება.

-სკოლკა ლეტ, სკოლკა ზიმ გოგო?!

-გეგაა, როგორ ხარ? - მის მკლავებს ვშორდები და თმას ვუჩეჩავ.

-მე კარგად, არამიშავს. შენ რას შვრები? როდის შემოიპარე, თავიდანვე გიკითხე და არ იყავი.

-ხო, ცოტა გვიან მოვედი. კარგად ვარ მეც, საქმეებში ჩაფლული და ასე..

-იმდენი საქმე არ გექნება რო ერთხელ ვერ მოიცალო ძველი მეგობრებისთვის - ენას მიყოფს ის და მიცინის, მეგობარს ანიშნებს მოვალ ახლავეო და ისევ მე მიტრიალდება - მოიცა, გავიგებ რა უნდათ და მოვალ ახლავე. ისე ბექაც აქ სადღაცაა, მოათვალიერე - მიბარებს და უკან სვლით მიდის თავისი მეგობრებისკენ.


ტელეფონზე ჩემი ძმა მირეკავს მოშორებით გავდივარ.
-ხო, მათე

-თათ, რას შვრები გულაობ?

-ხო, ცოტა მიკლია. ყველგან ბალიში მელანდება.

უცებ მარცხენა მხარზე თბილ ხელებს ვგრძნობ, რომელიც ზურგის გავლით მარჯვენა მხრამდე მოსრიალებს და თავისკენ მატრიალებს.
და იმ წამის მეასედებში სანამ მის თვალებს შევხედავ უკვე ვიცი, ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი რბილი და თბილი ხელები.
მისკენ მიბრუნებულს, ბექა თბილად მიხუტებს და ასე იქამდე, სანამ მეთვითონ არ ვშორდები მის მკლავებს. მის ღიმილს ღიმილითვე ვპასუხობ და მათესთან საუბარს ვაგრძელებ.

-ნუ ბრაზობს მათე. მაგ ჩემოდანს დალაგებულს ვერასდროს ჩამოვიტან, რით ვერ შეეჩვია?
მობილურს მხარსა და ლოყას შორის ვიქცევ და ბექას პერანგზე მეორე თუ მესამე გახსნილ ღილს ვუკრავ. ბიჭი სასაცილოდ დაჰყურებს ჩემს წვრილ თითებს და იღიმის.

-როგორ ხარ, თათა? - მეკითხება ბექა, როგორც კი მობილურს ვთიშავ და ისევ მიღიმის - შეიძლება გოგო, სულ ასეთი ლამაზი იყო? - ხელს ზემოთ მაწევინებს და მატრიალებს. ჩემი წითელი მიდი კაბა ფრიალებს და თვალებს მიჭრელებს.

-კარგი რა - როგორც ყოველთვის დარცხვენით ვხვდები კომპლიმენტს და უხერხულად ვიღიმი - შენ როგორ ხარ? რა ხდება კომპანიაში?

-კარგად, კარგად. საქმეც მშვენივრადაა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც - იღიმის ის და წამოზრდილ წვერს თითებით ეხება. - მათე ვნახე და არ არის თათა აქეთო.

-ხო, გერმანიაში ვიყავი.

-ყველაფერი კარგადაა ხო?

-კი, კი. ამჯერად სამსახურის საქმეზე ვიყავი. აეროპორტიდან მოვდივარ პირდაპირ და გათიშული ვარ.

-თათა, ხო იცი როგორც კი რამე დაგჭირდება ეგრევე მირეკავ.

ბექას სახეზე ღიმილი აღარაა, სერიოზული გამომეტყველებით მელაპარაკება და თბილი მზერით მიყურებს.

-ვიცი, ბექა და მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის.



ვიღიმი და თვალებიდან ურჩ კულულს მარჯვენა ხელით ვიშორებ. ბექას თვალი წამით უშტერდება, მერე ირონიული ღიმილი ეკვრება და პროვოკაციულად მეკითხება.

-ვა, თათუ, ბეჭდები შეგიყვარდა?

-ხო, ბექა. ზოგადად გოგონებს უყვართ სამკაულები..

-შენ არა თათ, შენ არა. თან მგონი გინდოდა გეთქვა განათხოვარ გოგოებს უყვართ ჯვრისწერის ბეჭდებიო?


და სანამ ღრმად ჩავისუნთქე და პასუხის გაცემა დავაპირე, მათემ დარეკა მოვედიო.
ბიჭებთან საუბარში გართულ ბექას ვშორდები და ჩემი კოლეგებისკენ მივდივარ, ვემშვიდობები და გასასვლელისკენ ვიღებ გეზს.
ამ საღამოს ბექა რატომღაც ყველაფერს ისე აკეთებს რომ გაღიზიანებისგან გავგიჟდე.
ის და მათე მხიარულ დიალოგში არიან ჩართულები და ღმერთმა იცის რას განიხილავენ. ჩემი ძმა კიდევ ერთხელ მკოცნის და მიხუტებს. საუბრის ბოლოს ერთმანეთთან მალე შეხვედრას გეგმავენ და მანქანისკენ ვიძვრებით. ბექა გადაკოცვნით იფარგლება, კარს მიღებს და დაჯდომაში მეხმარება. ჩაწეული ფანჯრიდან ვხედავ მის ლოყაზე ჩემი წითელი პომადის კვალს. თითებით სივრცეს ვკვეთ და ორი-სამი შეხებით ვასუფთავებ მის სახეს. ბექა ისევ იღიმის, მერე თვალს მიკრავს და მანქანაც წყდება ადგილს.

-_-_-

შინ დაბრუნებულს ჩემი ნივთები ამოლაგებულ-დალაგებული მხვდება. წყალს ვივლებ, მონატრებულ დედიკოს ვესიყვარულები, მერე კი ჩემი ოთახისკენ ვიძრები.
თავი დღეს უკვე მრავალჯერ ნანატრ ბალიშზე მიდევს, თუმცა ძილი არ მეკარება. ლოგინში მოუსვენრობა მღლის, ვდგები, კომოდიდან ლეპტოპსა და წყალს ვიღებ და აივანზე გავდივარ. სავარძელში ჩამჯდარი ლეპტოპს მუხლებზე ვიდებ და ძველ ფაილებში ვიწყებ წარსულის ქექვას. ადრე როცა დროც მქონდა და ნერვიც, ჩვენი ყველა კადრი ერთ ფაილში მოვაქციე და ქრონოლოგიურად დავალაგე. პერიოდულად ვანახლებდი ამ ალბომს, თუმცა მერე რაღაცები შეიცვალა, მეც შევიცვალე და ..

კადრი პირველი

სცენაზე ვდგავარ და ბექა საზეიმოდ გადმომცემს სიგელსა და მინდვრის ფერად ყვავილებს.
პირველ კურსზე დამწყებ არქიტექტორთა კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა და ბექამ, როგორც ახალგაზრდა და უკვე წარმატებულმა პიარ მენეჯერმა, მისი სამშენებლო კომპანიის სახელით დამაჯილდოვა.
ასე გავიცანით მე და ბექა ბოლქვაძემ ერთმანეთი.

პირველი კადრიდან ნელ-ნელა გადავედი სხვა ფოტოებზეც და მოგონებებიც ერთიანად ამოიშალა ჩემს თავში.
ერთ-ერთ ფოტოზე უნივერსიტეტის კიბეზე ვდგავართ. ბექას მხარზე ვარ მიყრდნობილი და გაწითლებული ვუცინი წინმდგომ გეგას.

აქვეა პირველი დაბადების დღეების, პირველი საერთო დასვენების, ჯვრისწერის ფოტოები.
თითების სწრაფი მოძრაობით ფაილიდან გამოვდივარ, ლეპტოპს ვთიშავ და ვწვები იმ იმედით, რომ წარსულზე ფიქრის გარეშე დავიძინებ.


^^^

სამთვიანი მივლინების შემდეგ ისევ ოფისს და ჩემს კაბინეტს ვუბრუნდები. მე თვითონ დიდი სურვილი არ მქონია ამდენ ხანს სხვა ქვეყანაში წავსულიყავი, მაგრამ ისე მოხდა რომ ჩვენს ოფისში გერმანულ ენას მხოლოდ მე ვფლობდი იმ დონეზე რომ მასტერკლასები მიუნხენში გამევლო და იქაური გამოცდილება ჩვენი სტაფისთვის გამეზიარებინა. ხო, დიდი სიხარულით არ წავსულვარ, თუმცა იმდენად კარგ გარემოში აღმოვჩნდი, ნამდვილად კარგი გამოცდილება და მოგონებები დავაგროვე ჩემი ცივი და ცოტა უხასიათო კოლეგების დამსახურებით.
ამ ეტაპზე ახალ პროექტებს არ ვიღებ. ჯერ პორტფოლიო მაქვს დასამთავრებელი, რომელსაც German Experience ეწოდება და პრეზენტაციის სახით უნდა წარვუდგინო თანამშრომლებს.
იმ დროს როცა ფაუერ ფოინთში სლაიდებს ვაწყობ, ოთახში ჩემი თანაშემწე ლიკუნა შემოდის და კონვერტს მიდებს მაგიდაზე. მოსაწვევია.

“თათს, 25-ში საღამოს 6 საათზე გელოდები წყნეთის აგარაკზე. ერთად აღვნიშნოთ ჩემი მე-18 დაბადების დღე! სიყვარულით, ლეკა. “

ლეკა ჩემი პატარა მულია. უფრო სწორად ყოფილი მული. ძალიან საყვარელი ბავშვია. რომ გავიცანი 12 წლის იყო, ახლა კი სრულწლოვანი ხდება. აუცილებლად მომიწევს წასვლა, ზუსტად ვიცი მთელი გულით დამპატიჟა და უარს ვერ ვიტყვი. მითუმეტეს წინა დაბადების დღე გამოვტოვე.

-_-_-

-არ შემშალო, ფოტო ნახე? - როგორც კი მობილურს ვიღებ, მაშინვე მესმის ნიაკოს კივილი.

-რა ფოტო ნია?

-მარიკამ რომ გააზიარა, გოგო

-ფეისბუქზე? რით ვერ გაიგე რომ არ მაქვს ეგ ქსელი და აზრზე არ ვარ ვინ რას დებს და რას აზიარებს - უკვე მემილიონედ ვუხსნი ერთი და იმავეს ჩემს ჭორიკანა დაქალს, რომელიც ხან ვისი დადებული ფოტოთი აღშფოთებული მირეკავს და ხან ვისით.

-უი, დამავიწყდა რა ზუზუნა და ანტისოციალური ხარ, თათა! კაი, ინსტაზე ჩაგიგდებ - ბოროტულად იცინის ნია და ყურმილს მიკიდებს.

მომენტალურად მომდის ინსტაგრამზე შეტყობინება და ფოტოს ვხსნი თუ არა, სახეზე ფერების ცვლას ვგრძნობ.
იმ კომპანიას, რომელშიც ბექა და გეგა მუშაობენ, ლისის წვეულების ფოტოები აუტვირთავთ. ერთ-ერთზე მე და ბექა ვდგავართ და ღიმილით ვუყურებთ ერთმანეთს. “ჩემი შვილები” - დასათაურება არ შეშლია ქალბატონ მარიკას და კიდევ კარგი ე.წ სქრინში ფოტოზე დატოვებული კომენტარები არ ჩანს, თორემ გული ნამდვილად დამარტყამდა. ჩათს უკომენტაროდ ვტოვებ და სამუშაოს ვუბრუნდები.

-_-_-

სახლში მისული ჩანთას და კედებს შესასვლელშივე ვყრი და აბაზანაში ხელის დასაბანად შევდივარ. ჰოლში სადილის გემრიელი სუნი ტრიალებს. დედა წესს არღვევს და მონატრებულ შვილს მისაღებში, ტელევიზორთან სადილობაზე მთანხმდება.
შემწვარ კარტოფილსა და ბოსტნეულის სალათას მადიანად შევექცევი, როცა დედაჩემი სამზარეულოდან წვენით გამოდის და როგორც კი ხედავს საინფორმაციოში ვინაა, ხმას უწევს.
ჭამაში გართულმა ერთი ავხედე ეკრანს და მეტჯერ აღარც შემიხედია. ხმაც საკმარისია. ბექა მშვიდად და საინტერესოდ საუბრობს მიმდინარე გამოწვევებზე, პროექტებზე, ინვესტიციებზე, დედაჩემი კი სიამაყით სავსე შესცქერის მის გამოსახულებას და თანხმობის ნიშნად თავს მონოტორულად აქნევს.

-რა ჭკვიანია ეს ბიჭი, რა ჭკვიანი. - არ ვუყურებ, თუმცა ზუსტად ვიცი მომლოდინე თვალებით მიყურებს და ჩემს კომენტარს ელოდება - ასეთი ბიჭის დაკარგვა იქნება? სანთლითაა საძებნი.

ეს ბოლო წვეთია, გაღიზიანებული ვაგდებ ჩანგალს და საშუალოზე მაღალ ტონში ვიწყებ საუბარს.

-როდემდე დედა, როდემდე? მაინტერესებს კიდევ რამდენი ხანი უნდა გამოიტირო ეს ბიჭი ცოცხლად? აღარ ვართ ერთად გაიგეთ აღარ. შენ აქ და ცალკე მარიკა აზიარებს რაღაც ფოტოებს..
დედაჩემი გულზე ხელებდაწყობილი ზის და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.

-რას ერჩი დედიკო მარიკას? დედაა და უყვარს თავისი შვილიც და შენც. უხარია თქვენი ერთად დანახვა.

-ხოდა იმ ფოტოგრაფს აპარატს რომ გადავარტყამ თავზე მერე აზიარეთ მაგის გადაღებული რომანტიკული ფოტოები - კედებს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.


^^^

25 ივლისია. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე მაქვს წყნეთის გზას ვადგავარ საყვარელ ტაქსის მძღოლ ბაბუსთან ერთად. შავ ჭიშკართან ვაჩერებინებ მანქანას, საკმაო ზომის მუყაოს პარკს და ყვავილების თაიგულს ვიღებ უკანა სავარძლიდან და ეზოში შევდივარ. უამრავი ახალგაზრდაა, ეზო სხვადასხვა ფერის პატარ-პატარა ნათურებითაა განათებული და ელექტრონული მუსიკაა ჩართული. სანამ ამდენ გამოპრანჭულ თინეიჯერში იუბილარს გავარჩევ, თვითონ მამჩნევს და ჩემკენ მორბის.

-თათუუუ!

-ლეკუნა, გილოცავ ჩემო საყვარელო. ხომ იცი, შენთვის ყველაფერი საუკეთესო მემეტება - თაიგულს და საჩუქარს ვუწვდი გოგოს.
ისიც მოუთმენლად იხედება პარკში და ლამაზი ჩანთისა და კედების დანახვაზე სიხარულისგან კივის

-როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ!

არ მოიწყინოვო მიბარებს და საჩუქრით გახარებული თავისი დაქალებისკენ მიდის.
სახლიდან გამოსული მარიკა დიდი ოვაციებით მეგებება და დეტალურად მეკითხება როგორ ვარ, საით ვარ, რას ვშვრები, დედა როგორაა და ა.შ
მისაღებ ოთახში ოჯახის რამდენიმე ახლობელს მოუყრია თავი და ცოტა ხანს იქაც მიწევს გაჩერება. რამდენიმე წუთში გეგა და ბექაც შემოდიან სახლში, თუმცა ისე რომ ვერ მხედავენ ისევ უკან გადიან.

ტორტის ჩაქრობის ცერემონიალზე ყველანი გარეთ გავდივართ. აქამდე გაბრდღვიალებული ეზო ახლა სიბნელითაა მოცული და მხოლოდ 18- იანი სანთელი ანათებს არე-მარეს. სტანდარტული მუსიკის თანხლებით ლეკა სანთლებს აქრობს და ეზო კვლავ ნათდება. იუბილარს ბექა უახლოვდება და ხელებში ძალიან ფუმფულა ლეკვს უწვენს. შოკირებული ლეკას კივილი ჩაძინებულ ცხოველს აღვიძებს, რაზეც ყველას გვეცინება. ლეკა ბედნიერია გახარებული ჰკოცნის ძმას და ნანატრ მეგობარს გულში იხუტებს. ბექაც ბედნიერია და მექანიკურად თვალს გვავლებს დამსწრე საზოგადოებას. ჩემზე გაკვირვებულ მზერას აჩერებს, გვერდულად იღიმის და ისევ ლეკასკენ ტრიალდება.
წვეულება უკვე გახურებულია. მე ამჯერადაც უალკოჰოლო კოქტეილს მივირთმევ და ლეკას ერთ-ერთ მეგობარს ვესაუბრები. სალომე ჩვენკენ მომავალ ბექას ამჩნევს თუ არა ღიმილით მშორდება და თანატოლებისკენ მიდის.

-როგორ ხარ თა-თა? - უჩვეულოდ სერიოზულად მხვდება ბექა. ლოყაზე მკოცნის და შამპანურის ჭიქას მაწვდის.

-არ ვსვამ

-კაი, იუბილარის სადღეგრძელო არ უნდა დალიო?

-სადღეგრძელოს გარეშეც შეიძლება. სიცხე მაქვს და წამლები მაქვს დალეული - ვუხსნი მას სიტუაციას და თვალებს სტუმრებს ვატარებ.
ბექას დედამისი ეძახის აივნიდან და ისიც მტოვებს.

რამდენიმე წუთიც და სახლში წავალ. სასიამოვნო გარემოა, მასპინძლებს ეტყობათ რომ სასურველი სტუმარი ვარ, მაგრამ ტემპერატურა იმდენად მოქმედებს ჩემს ორგანიზმზე, გაბრუებული ვადევნებ თვალყურს სიტუაციას.
ნათურებით გაბრწყინებულ აუზთან ვინაცვლებ და ფორთოხლის წვენ ნელ-ნელა ვსვამ. უკნიდან ვიღაცის მოახლოვებას ვგრძნობ და ინტერესით ვიხედები მისკენ.

-ხომ არ შეგაშინე? მე ტატო ვარ, ლეკას მეგობრის მეგობარი - მეცნობა უცხო ბიჭი და ხელის ჩამორთმევის მაგივრად ღვინოს მაწვდის. მეც ზრდილობის გამო ვუღიმი და ვართმევ.

-გმადლობ. მე თათა

-შენ ალბათ თვითონ იუბილარის მეგობარი?

-ხო, შეიძლება ასეც ითქვას.

-მაშინ ლეკას გაუმარჯოს.

ჭიქებს ერთმანეთს ვახებთ და ორივე ვსვამთ. თავიდან ოდნავ დავისველე ტუჩები, მაგრამ როგორც კი წელზე ცხელი ხელი შემეხო, ბოლომდე ჩავცალე სასმელი.

-ტკბილო, წამალი გაქვს დალეული ღვინოს ნუ სვამ - ბოროტულად აციმციმებული თვალებით გვიყურებს ბექა მე და ტატოს.

-არაუშავს, ერთი ჭიქა არაფერს მიზამს - მეც ვუღიმი ამ გაიძვერას და ვცდილობ გაღიზიანება დავფარო.

-მგონი სიცხე უფრო გიწევს, სჯობია წავიდეთ - შუბლზე ტუჩებით მეხება და დარწმუნებით მესაუბრება.

ტატოს მკრთალი ღიმილით ვემშვიდობები და ბექასთან ერთად ლეკასკენ და მისი მშობლებისკენ მივდივარ.

-მგონი ცოტა პატარა იყო ხო?

-არც ისე..

-თა-თა! - მკაცრად მომმართავს ყოფილი ქმარი და მინდა თვალები დავთხარო. თუმცა თავს ვიკავებ და დედამისს ვეხუტები. დამშვიდობების შემდეგ ისევ ერთად მივიწევთ ჭიშკრისკენ.

-შენი წამოსვლა საჭირო არაა, გაწვალდები. ტაქსით ჩავალ თბილისში.

-სისულელეებს ნუ ამბობ, დაჯექი!

რა თქმა უნდა, პირველი თვითონ ჯდება და ჯელტმენობას ჯანდაბაში ისვრის. ისევ ისეთი უხეშია, როგორიც იყო. მეც ვთავსდები და წამლისა და 1 ჭიქა ღვინოსგან გაბრუებული თავს მინას ვაყრდნობ.
საკმაო მანძილის შემდეგ ბექა სიჩქარეს უკლებს და მეც თვალებს ვახელ. მანქანა გზიდან გადაჰყავს და აჩერებს.
სანამ ხმას ამოვიღებ რომ ვკითხო რას შვრება ჩემკენ იწევა, ღვედს ხსნის და თავისკენ მატრიალებს. ხელებით ჩემს სახეს იჭერს, ცოტა ხანს თვალებში დაჟინებით მიყურებს, შემდეგ კი ტუჩებზე მეხება.
ბანალურია, მაგრამ ეს ისეთი მოულოდნელია, გაშეშებული ვზივარ და ხელები უღონოდ მიდევს კალთაში. მისი ტუჩების საოცარი მოძრაობა და სიმხურვალე თავს მაკარგვინებს, ხელებს კისერზე ვხვევ და კოცნაში ვყვები. ისე, რომ აზრზეც ვერ მოვდივარ ჩემს სავარძელზე თავსდება და კალთაში მისვამს. მასზე მჯდომი სავარძელს მუხლებით ვეყრდნობი და კოცნის პარალელურად თითებს ბექას რბილ თმებზე დავაცოცებ. როგორც კი ჩემგან ერთგვარ თანხმობას გრძნობს, ტუჩებიდან მშორდება და ყელზე გადადის. მომენტალურად მივარდება თავი უკან და ასე ვცდილობ პარტნიორს მეტი სივრცე მივცე. ხელებს მისი კისრიდან ვიღებ და მაისურის ბოლოსკენ მიმაქვს. ვხდი და მზისგან შეფერადებულ სხეულზე გაშლილი თითებით ვეფერები და შიგადაშიგ ვკოცნი. თვალს კისერზე აბრჭყვიალებული ოქროს ცეფი მჭრის და თვალები მიფართოვდება როცა ამ ცეფზე დაკიდებულ ჯვრისწერის ბეჭედს ვხედავ.

-ასე არა? ნაგავი ხარ ბექა! - ვბრაზდები და კოცნის დროს ტუჩზე ვკბენ.

-ნუ მაგიჟებ თათა - ხმაწართმეული მტუქსავს ბექა და ახლა ის იწყებს ჩემი პერანგისებური კაბის ღილების შეხსნას. ქსოვილს მხრებიდან მაშორებს, მერე კიდევ უფრო ქვემოთ წევს და ამღვრეული თვალებით მიყურებს.

-აი, ეს მომნატრებია - ამბობს ის და მკერდზე ჯერ ხელებით ნაზად მეხება, შემდეგ კი ტუჩებით.
-ცუდად ვარ ბექა - თვალებდახუჭული უკანასკნელი სიტყვებივით ამოვთქვამ. ის კი ვითომც არ გაუგიაო ისე აგრძელებს ჩემს სხეულზე ტუჩებით ცოცვას და როცა კიდევ ერთხელ ვაპირებ იგივეს გამეორებას, ის თავისი შარვლის შესაკრავს ეჯაჯგურება.

უცხო სხეულის გრძნობა ჩემში ასეთი სასიამოვნო ჯერ არასდროს ყოფილა. მონატრებისგან და სიამოვნებისგან თავგზააბნეული ბექასკენ ახლოს ვიწევ და მკერდით მის მკერდს ვეხები, კოცნას კი უფრო მომთხოვნს და ვნებიანს ვხდი. გულზე მის გულისფეთქვას ვგრძნობ, მის ცხელ ხელებს კი მთელს სხეულზე.

-თათუ, მიდი

მის მძიმე სუნთქვას ჩემი ვერ შეკავებული ხმები ერთვის და სულ არ მაინტერესებს რომ გზიდან ოდნავ მოშორებით, მანქანაში ყოფილ ქმართან სასწაული სექსი მაქვს.
ვგრძნობ თუ არა ბოლო ბიძგს ჩემში, ერთიანად დაშლილი ვაწვები ბექას და მხარზე ჩემდაუნებურად ვკბენ.
ცოტა ხანს ვსხედვართ ასე, თითქოს ერთმანეთს ვაცდით.
ჩემს გონებას ნისლი შორდება და ერთიანად ვეჯახები რეალობას.
რა გავაკეთე, სად, ვისთან?
უცნაური გრძნობა წამის მეასედებში მიპყრობს. ეს არც სინანულია, არც ზიზღი. ეს გაბრაზებაა, თან საკუთარ თავზე. სწრაფად ვიწევი ბექას სხეულიდან და საჭის მხარეს სავარძელში ვინაცვლებ. საცვლებს ვისწორებ, კაბის ღილებს კი ვიკრავ. მერე მანქანის გასაღებს ვატრიალებ და მანქანა გზაზე გადამყავს.არ ვუყურებ, თუმცა ბექას გაოცებულ თვალებს ვგრძნობ და ველი მის აფეთქებას.

-თათა რას აკეთებ?

-გზას ვაგრძელებ.

-თათა! - ყვირილი სწყდება მის ტუჩებს და გაბრაზებული მიყურებს - რა გზას აგრძელებ, დაგავიწყდა რამდენიმე წუთის წინ რა მოხდა?

-ძალიან კარგად მახსოვს ბექა და კიდევ ერთხელ გამახსენებ რამდენიმე წუთის წინ რა მოხდა და მამის სულს გეფიცები პირველივე ხეს შევასკდებით. - არაადამიანური ხმით ვპასუხობ ყოფილი ქმრის სიტყვებს და საჭეს მარჯვნივ ვატრიალებ.


როგორც ჩანს, ძალიან შეშლილი სახით გავაფრთხილე ბექა და ჩემს მუქარაში დარწმუნებული მთელი გზა ხმას არ იღებს. როგორც კი ჩემს კორპუსს ვუახლოვდებით, მანქანას ვაჩერებ და ბექას ფეხებთან უმისამართოდ ჩავარდნილ ჩემს პატარა ჩანთას ვიღებ.

-თათუ - მაჯაზე მწვდება ბექა და ძალიან, შემიძლია დავიფიცო, თბილი და გულწრფელი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებს.

-არ გინდა ბექა - მშრალად ვპასუხობ მას, მანქანიდან გადავდივარ და სადარბაზოში სირბილით შევდივარ.
ლიფტს არც ველოდები ისე ავრბივარ მეშვიდე სართულზე და სახლში შესვლისთანავე საპირფარეშოში ვიკეტები. თეთრი ტილოს ნაჭრის ღილებიან კაბას გასარეცხებისთვის ვერ ვიმეტებ, კარზე ვკიდებ, მეკი ცხელი წყლის ქვეშ ვდგები და ატირებული ვცდილობ წყლით მოვიშორო ის სიამოვნება, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩემი ცხოვრების ერთადერთმა სიყვარულმა მომანიჭა.


“მხარზე ნაკბენი ამჯერადაც დამიტოვე. ეს არც პირველი იყო, არც უკანასკნელი:)”

ღამის სამ საათზე მოსულ შეტყობინებას ცალი თვალით ვკითხულობ. სახეზე გაწითლებას მეთვითონ ვგრძნობ. ტელეფონს ვბლოკავ, ბალიშს თავზე ვიფარებ და ასე ვცდილობ ძილის გაგრძელებას.
იმ იმედით, რომ მომავალი რამე საშინელებას და გაუთვალისწინებელს არ მიმზადებს.


___________
Welcome to me!
ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ვაქვეყნებ ახალ სიახლეს.
ეს ისტორია ერთ ძალიან კარგ წყვილს გადახდა, რასაკვირველია მხატვრულად შელამაზებულია, რაღაცები ჩამატებულია, მაგრამ ფაბულა რეალურია და ბექასა და თათას წყვილი აქვე ჩვენთან ცხოვრობენ.
თუ მოგეწონებათ ან არ მოგეწონებათ, გთხოვთ დაწეროთ კომენტარი რომ ვიცოდე ღირს თუ არა;)



№1 სტუმარი სტუმარი თეკო

მე მომეწონა.
შინაარსიც საინტერესოა და ნაწერიც მომწონს
საინტერესოა რატომ დაშორდნენ ://

 


№2  offline წევრი გრაფინია

პირველ რიგში, მადლობა რომ წაიკითხე და შენი აზრიც დამიწერე ;)
რაც შეეხება ისტორიას, ნელ-ნელა ყველაფერს გავიგებთ. თათას ნამდვილად ჰქონდა მიზეზი ბეჭედი ისევ ხელზე ჰკეთებოდა? თუმცა საკუთარი თავის დავიწყება ენანა. თავის მხრივ, ბექასაც.
დარინა
მე უკვე მომწონს ეს ისტორია და დიდი სიამოვნებით ველოდები შემდეგ თავსაც, აი საინტერესოა რატომ დაშორდენ თუ ერთმანეთი უყვარდათ? თათას ქცევას ჯერ ვერ ჩავწდიი, ეს ჯვრიაწერის ბეჭდები ან ერთსრატომ უკეთიათითზე მეორეს კი ყელზე აქვს ჩამოკიდებულიი, იმედია რეალურად პრობლემები მოაგვარეს და ერთად ბედნიერები არიან, მე გელოდები შემდეგი თავით.


გმადლობ, მალე გავიგებთ რა მოხდა წარსულში ;)
სტუმარი თეკო
მე მომეწონა.
შინაარსიც საინტერესოა და ნაწერიც მომწონს
საინტერესოა რატომ დაშორდნენ ://

 


№3  offline წევრი Hilalli

საინტერესოა ❤️

 


№4 სტუმარი Evaa

ძალიან კარგია ესე გააგრძელე!აახალ თავს ველოდებით და როდის იქნება?

 


№5  offline წევრი გრაფინია

მადლობა, მეგობრებო ყურადღებისთვის.
ახალი თავი იქნება შაბათს!<3

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან კარგია, დავიტანჯე დარეფრეშებით ???? როდის დადებთ ახალ თავს?

 


№7  offline წევრი გრაფინია

დავდე და აისახება მალე ;)
სტუმარი სოფო
ძალიან კარგია, დავიტანჯე დარეფრეშებით ???? როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent