შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე პუ-დინგი /სრულად/


1-04-2020, 00:16
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 2 618

ქარიანი, უსიამოვნო ღამე იყო. ცაზე არც ვარსკვლავი კიაფობდა, ვერც მთვარეს შენიშნავდით.
ნოემბრის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა და სულსაც კი გიყინავდა. ქალაქი კი ძრწოლას აეტანა, თითქოს რაღაც საოცარს ელოდებაო. მე კი ვიჯექი ჩემი ცარიელი ბინის ერთ-ერთ კუთხეში და ვჭამდი. ძალიან ნელა ვაგემოვნებდი თითოეულ ლუკმას და გაშტერებით ვუმზერდი…
მზეს, რომელიც ჩემ წინ იდგა და შიშვლდებოდა.
მე კი ვჭამდი.
მზე ჩამოვიდა ციდან ჩემთვის და ამ ღამით მოკვდა.
მე კი ვჭამდი.

- დაამატე, გაგისწორებს, ატვეჩაი ვარ.
- დამაგდებს, არ მინდა.
- ატრ'აკებ.
- კარგი.

სინამდვილეში მინდოდა. მინდოდა იმდენად, რამდენადაც დაჭრილი ირმის გულს ანკარა წყარო. თუმცა ვირზე თუ არ შეჯექი, როცა გთავაზობენ იმას, რაც გინდა, რაღაა ცხოვრება? აქაოდა არ იფიქროს, რომ ვემორჩილებიო. ეგოებად ვიქეცით. თქვენ შორის მეც.
და დრო გაჩერდა.
ჩემ ირგვლივ არაფერი მოძრაობდა. არავინ და არაფერი, მე კი ვესვენე იისფერ დივანზე, რომელსაც ამ შეფერილობას იისფერი ნათება აძლევდა.
მეზიზღებოდა ირგვლივ ყოველივე და მეზიზღებოდა საკუთარი თავიც.
მხოლოდ შენ არ მეზიზღებოდი.
ან, ყოველივე მიყვარდა და მხოლოდ შენ მეზიზღებოდი.
ჩემ გვერდით დაგდებულ სხეულს სიძულვილით შევხედე და წამოდგომა ვცადე. საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი. უფრო სწორად ვგრძნობდი, მაგრამ კიდურები დედამიწაზე იყო, ტანი მარსზე, ხოლო გონება ნეპტუნზე.
ოცნებამ გამიტაცა. დრო გაჩერდა სამყაროში, მე კი ოცნებამ ჩამავლო თავისი ძლიერი მარწუხები და უსასრულო კოსმოსის იქით გამაქანა, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად.
ნეტავ, წყალს შევერწყა-მეთქი, ვიფიქრე. მიწას კი არა - წყალს. გახდე წყალი და მიიღო ნებისმიერი ფორმა. გესმოდეს დედამიწის და მისი ტკივილის საპასუხოდ წყალმოვარდნად ან ცუნამად ატყდებოდე თავს ადამიანებს.
არა, წყალმოვარდნად და მდინარის ადიდებად ყოფნა არ მინდა. მეტისმეტად მცირენი არიან ისინი. მე კი დედამიწის ყველაზე დიდ ტკივილად მინდა გარდავიქცე სიკვდილის შემდგომ. მინდა ახლავე მოვკვდე და ოკეანე ვიყო.
წყალსაც კი იერარქია ჰქონია, ადამიანების მსგავსად. კასტებად იყოფიან - მდინარეები, ტბები, ზღვები…
მე ოკეანე მინდა ვიყო.
რაოდენ გაუმაძღარია ადამიანის ბუნება!
მინდა ვმძვინვარებდე. ჯერ წყალში მყოფი შევიწირო, შემდეგ მიწასაც გადავწვდე. მინდა ქარი იყოს ჩემი პარტნიორი, მეგობარი, ძმა. მინდა, რომ ნოემბრის სუსხი არ მწვავდეს.
უპასუხისმგებლო ცხოველთა ხროვის წარმომადგენელი ვარ, ამ ყველაფრის ნაცვლად.
ჩემ ირგვლივ დრო გაჩერდა. მე კი დაპაუზებულივით ვმოძრაობდი. თითქოს, ვიღაც ეთამაშებოდა პაუზის ღილაკს. თითქოს, ვიღაცას მოსწყინდა ყველაფერი, რასაც ხედავდა და ესმოდა. მე კი თამაში დამიწყო.
რა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის - იყოს განსაკუთრებული. მე ამირჩია სათამაშოდ, მე ვიყავი განსაკუთრებული.
- რამხელა სიტყვაა არა - მე?
- რა გინდა ჩემგან?
- ის, რაც სხვებისგან არ მსურს.
- მხოლოდ მე შემიძლია ეს მოგცე?
- მხოლოდ შენ ხარ ამდენად უსუსური.

რა სწრაფად იშლება ეგოს ნაშენები განსაკუთრებულობა და გონებაში მხოლოდ უარყოფი ნოტები იწყებენ ჟღერადობას და ისე ესევიან შენს ცნობიერებას, როგორც ჭიანჭველათა არმია ტკბილს.

"მე ვარ და ჩემი ნაბადი!"

ხმამაღლა გამეცინა და ხელების უმისამართოდ ქნევა დავიწყე. კანკალი ამიტყდა, მაგრამ დრო იმდენად იყო შენელებული, რომ სხეულის მცირე შეტოკებას ჰგავდა ჩემი მოძრაობა. საკუთარ თავს ვერ ვიმორჩილებდი და სიტუაციას ვერ ვაკონტროლებდი, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არც არაფერი იყო გასაკონტროლებელი. რა სასაცილოა, არა? თავი მოგქონდეს ყოვლისშემძლედ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდე მყეფარე ძაღლი, რომელსაც მხოლოდ ყეფა ძალუძს. როგორც კი თავისუფლებას იგემებ, ისევ გალიაში შებრუნდები და გააგრძელებ შორიდან ღრენას.

ნეტავ, შენს სისხლძარღვებში მოძრავი მოლეკულა ვიყო. დავლაშქრავდი შენს სხეულს ისე, რომ ამას ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებდა.
ნეტავ, სიმსივნის მეტასტაზი ვიყო და ყველა შენს უჯრედს დავეპატრონო.
ნეტავ, მოგკლა. მოგკლა ნელა და ენით აღუწერელი ტკივილით.
იქნებ მაშინ მაინც მიხვდე - რა ბობოქრობს აქ.
ოჰ, ეს სიტყვები. ოჰ, ეს სიტყვები, რომელნიც ყველას ეკუთვნის. არ გეტყვი ყველას სიტყვას. ასეთ შეურაცხყოფას არ მოგაყენებ - გპირდები.
ახლა ავდგები და გვერდით ოთახში გავალ. ვიცი, რომ ამას გავაკეთებ. მე ვიცი ვინ რას იზამს, იტყვის, გაიფიქრებს. მე ეს წინასწარ ვიცი.
გვერდით ოთახში პუდინგი ვიპოვე. მწვანე პუდინგი და უზარმაზარი კოვზიც. კოვზს უცნაური ხის ფორმა ჰქონდა. ასეთი კვერცხისებრი ფორმით არც ერთ ხეზე არ იზრდება ფოთლები. არც ასეთი პატარა ხე მინახავს.
გამეცინა და ხე პუდინგში მოვთხვარე. სიმწვანის გემო ჰქონდა პუდინგს. მწვანე სუნიც, გემოც და ფერიც, ერთდროულად.
მე კი პუდინგს ხით ვჭამდი.
- თავი ხელში აიყვანე!
- თავისუფლება!
- ეს თავისუფლება არ არის, ეს სამარცხვინოა!
- თავისუფლება!
- შეგამჩნევენ!
- თავისუფლება!
- გონს მოდი!
- თავისუფლება!
როგორაა არაცნობიერი სუპერ-ეგოს მიერ დათრგუნული. როგორ აბულინგებს იგი მას!
ფროიდი და კულტურით უკმაყოფილება.
ფროიდი და სიგარა ზოგჯერ მხოლოდ სიგარაა.
ფროიდი და წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა.

ცრემლი მომერია და ბოლო ხმაზე დავიღრიალე. ხმა ყურებში დამიგუბდა და ისევ ფილტვებში ჩავიდა.
არ მიყვირია, თურმე. პუდინგს ვჭამდი.
რომ გეკითხათ - პუდინგს კი არა, ჟელეს ვჭამდი. ჟელეს სტრუქტურა ჰქონდა, ცივი იყო და გულს მირევდა. მაგრამ მაინც ვერ ვჩერდებოდი.
რა უცნაური რამეა - ერთი გგონია, სინამდვილეში მეორეა. რა სულელები ვართ ადამიანები, როცა გვგონია, რომ რაღაც ზუსტად ვიცით.
განსაკუთრებით - ერთმანეთი.
არა! საკუთარი თავი უფრო განსაკუთრებით.

გამალებით ვიცინოდი და ვღეჭავდი. თვალებიდან დაუკითხავად მეპარებოდნენ ცრემლები, მე კი ქუთუთოებს ერთმანეთს არ ვახებდი.
მე არ ვიცი საკუთარი თავი - რამხელა დრამაა. კაცობრიობის დრამა!
ღმერთი? ვინ არის ღმერთი? რატომ უნდა ვიცოდე მე ღმერთი, როცა საკუთარი თავიც კი არ ვიცი?!

- რომელი ღმერთი დამიმტკიცებს, რომ ის ღმერთია, როცა მე არათუ სხვა, საკუთარი თავიც კი არ ვიცი?!
- მე შემიძლია ამის დამტკიცება.
- შენ თუ შეძლებ - ღმერთად გაღიარებ.

და შენ შეძელი.

- პუ-
- დინგი.
- პუ-დინგის წამოღება არ დაგავიწყდეს.

ხავერდოვანი და მომაჯადოებელი ხმა გქონდა. იმდენად მომაჯადოვე, რომ გონს ვერ მოვეგე.
ხე ხელიდან გამივარდა და ზედაც არ შემიხედავს მისთვის, ისე გავედი გარეთ.
...
ნომებრის სუსხი უკვე აღარ იყო ისეთი სუსხიანი, როგორც ადრე.
როცა კლიტეს გასაღები მოვარგე, ამოვიოხრე და ტემპერატურის ცვლილებამ გამაწითლა.
ბინაში მზე დამხვდა.
მზე, რომელიც ჩემ წინაშე გაშიშვლდა, მე კი ვჭამდი. ხელებით ვიტენიდი პირში პუდინგს, მზეს კი ზედაც არ ვუყურებდი.
ისე მეალერსებოდა, მთხოვდა, მეფერებოდა. მე კი მხოლოდ შენ გხედავდი.
მზე მოკვდა.
პუ-დინგის დასრულებისას კი შენ მოხვედი ჩემთან.
მე შევიცანი საკუთარი თავი ბოლო ლუკმის ღეჭვისას, რადგან შენ დაგინახე.
დაგინახე და ღმერთად გაღიარე კიდეც.

- პუ-
- დინგი.



სასიამოვნო წასაკითხია

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სიყვარული გულს გვტკენს
სასიამოვნო წასაკითხია

გმადლობ.

 


№3  offline წევრი ტურაგო

დამგვიანებია.

უცებ ჩავიკითხე,მერე მივხვდი რომ უნდა მივბრუნებოდი რაღაც ეპიზოდებს
ძალიან მომეწონა როცა საუბრობდი სიკვდილის შემდეგ დედამიწის ყველაზე დიდ ტკივილად მოსვლაზე.ტკივილი ოკეანის ხელა-როგორი მძიმეა არა იმისთვის რომ ერთმა იტვირთოს...
მე ყველა ადამიანი როგორღაც განსაკუთრებული მგონია,თუმცა ჰო ყოვლისშემძლეობასთან ძალიან ვცდებით.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ტურაგო
დამგვიანებია.

უცებ ჩავიკითხე,მერე მივხვდი რომ უნდა მივბრუნებოდი რაღაც ეპიზოდებს
ძალიან მომეწონა როცა საუბრობდი სიკვდილის შემდეგ დედამიწის ყველაზე დიდ ტკივილად მოსვლაზე.ტკივილი ოკეანის ხელა-როგორი მძიმეა არა იმისთვის რომ ერთმა იტვირთოს...
მე ყველა ადამიანი როგორღაც განსაკუთრებული მგონია,თუმცა ჰო ყოვლისშემძლეობასთან ძალიან ვცდებით.

დაგვიანებასაც თავისი ხიბლი აქვს, იცი?
ყველა განსაკუთრებულია. ყველასთვის თავისი განსაკუთრებულობა ყველასგან განსაკუთრებული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent